განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
180100119003021812
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119003021812

საქმე №1ბ/1201-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-----–--–--ის,მსჯავრდებულ: კ-------------–----ის,ადვოკატ: მ--------------ის

 

მონაწილეობით,მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ----------–----------------–----ის მიმართ დაბადებულის 1----–-–------------------ს, პირადი N------------ საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ---–------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით კ--------------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

 

კ--------------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, კ-------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

კ-------------–----ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–------------–ს დაახლოებით 23:00 საათზე ქ.--–-----–-------------------ში თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ-------------–----მა, სრულიად უმიზეზოდ, მეუღლეს მ----------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაწყოფა, რა დროსაც მუშტი დაარტყა სახის და თავის არეში, ხოლო შემდეგ ხელი მოუჭირა ყელზე, რის შედეგადაც მ----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ძალადობის ფაქტს შეესწრო კ-------------–----ის და მ----------------–---–ს 6 (ექვსი) წლის არასრულწოვანი შვილი ნ-----–----------–----ი.

2----–-–------------–ს დაახლოებით 23:00 საათზე ქ--–-----–------------------ ში თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ-------------–----მა, მეუღლეს მ----------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა ფიზიკური ძალადობა.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შემდეგ, კ-------------–----მა მეუღლეს მ----------------–---–ს დაემუქრა მოკვლით კერძოდ: უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა. ვინაიდან კ-------------–----ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, მ----------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----–--–--ემ, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ-------------–----ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დანაშაულისთვის ისეთი მსუბუქი სასჯელი, რაც იქნა გამოყენებული კ-------------–----ის მიმართ ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სხვა პირებზე ზემოქმედებას, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული. დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კ-------------–----ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. კ-------------–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით, დაზარალებულ მ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; არასრულწლოვანი მოწმის ნ-----–----------–----ის გამოკითხვის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; მ----------------–---–ის სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმით და ბარათით; ალკოტესტით შემოწმების ოქმით და ქვითრით; ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით.

 

დაზარალებულ მ----------------–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ცხოვრობს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან კ--------------–----თან და 6 წლის შვილთან ნ-----–----------–----თან. მის მეუღლეს კ-------------–----ს აქვს მძიმე ხასიათი ალკოჰოლური თრობის დროს და ექცევა აგრესიულად და აყენებს ხოლმე სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2----–-–------------–ს დაახლოებით 23:00 საათზე, როდესაც მ----------------–---–ი აპირებდა, რომ დაეძინებინა მისი შვილი ნ-----–----------–----ი, საძინებელ ოთახში შეუვარდა კ-------------–----ი და ბავშვი გაიყვანა მისაღებ ოთახში, ბრალდებული არ აძლევდა საშუალებას, რომ ბავშვს დაეძინა, იგი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა დაზარალებულს. მ----------------–---–ი საძინებელ ოთახში იყო წამოწოლილი, კ-------------–----ი შევარდა ისევ საძინებელ ოთახში, რა დროსაც მოულოდნელად აიღო იქვე მდგარი ,,ბავშვის ქოთანი“ და ესროლა მ----------------–---–ს მხარში, დაახლოებით 2 წუთში ისევ მივარდა და დაუწყო ცემა, კერძოდ ჯერ სახის მარჯვენა ლოყის არეში დაარტყა მუშტი, ხოლო შემდეგ თავის არეში დაუწყო მუშტების დარტყმა, რა დროსაც მ----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს მ----------------–---–ი ცდილობდა თავის დაღწევას, რის გამოც კ-------------–----მა ხელი წაუჭირა ყელში და ახრჩობდა, აღნიშნულს ხედავდა 6 წლის ნ-----–----------–----ი, რომელმაც დაიწყო ტირილი. კ-------------–----ი თან მოკვლით ემუქრებოდა მის მეუღლეს, რომ ყელს გამოჭრიდა და აიღო ხელში დანა და გამოეკიდა, თუმცა დაზარალებულმა მოახერხა გაქცევა და დარეკა 112-ში. აღნიშნულის შედეგად მ----------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მ----------------–---–ს 2019 წლის 18 აპრილს, კისრის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ კ-------------–----ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ კ-------------–----ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ კ-------------–----ი ერთ თვეზე მეტი იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

კ-------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

 

კ-------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, კ-------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

კ-------------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

კ-------------–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 18 აპრილიდან 2019 წლის 7 ივნისის ჩათვლით.

 

კ-------------–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება:

მოშავო ფერის რკინის დანა და მცენარე კანაფი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი