განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
330100119002909186
ინსტანცია
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002909186

საქმე №1ბ/1253-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ--------–-----ის,მსჯავრდებულ: გ--------------------ს,ადვოკატ: რ--------------–---–ის

 

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ--------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------------------------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------------------ საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ად---------------------------–-------------–-------- და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------–-------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განაჩენით გ-------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, გ--------------------ს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა1(ერთი) წელი;

 

გ--------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი).

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

გ-------------------- 13 წელია არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ლ--–----------სთან. 2----–-–--------------------------–--–-----–------------------------------------------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ--------------------მ, ძალადობა განახორციელა მეუღლის - ლ--–----------ს და დედის - ც-----------------ს მიმართ. კერძოდ, ლ--–----------სა და ც-----------------ს მუშტების მრავალჯერადი დარტყმით დაზიანებები მიაყენა სხეულის სხვადასხვა არეში. ც-----------------მ და ლ--–----------მ, გ--------------------ს მიერ მიყენებული დარტყმებით და ძალადობით, მიიღეს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში და განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. ე.ი. მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი. 2019 წლის 12 თებერვალს, 03:00 საათზე, ქ-------–--–-----–----------------------------------------ში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ამავე მისამართზე მცხოვრები, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ--------------------, რომელიც სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას ამავე მისამართზე მცხოვრებ მეუღლეს ლ--–----------ს და დედას ც-----------------ს, რითაც ლ--–---------- და ც----------------- განიცდიან ტანჯვას. 2019 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, გ--------------------მ ძალადობა განახორციელა მეუღლის ლ--–----------ს და დედის-ც-----------------ს მიმართ. კერძოდ, ლ--–----------ს მუშტების მრავალჯერადი დარტყმით დაზიანებები მიაყენა თავისა და გვერდების არეში, ასევე გადაუგრიხა ხელები, ხოლო ინციდენტის განსამუხტად მისულ ც-----------------ს მუშტების მრავალჯერ დარტყმით მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. ც-----------------მ და ლ--–-----------მ გ---------------------ს მიერ მიყენებული დარტყმებით და ძალადობით მიღეს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ასევევ სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად - მორალური ტანჯვა. ე.ი. მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ--------–-----ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ--------------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ--------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ლ--–----------სა და ც-----------------ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა, თ----------------------------------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემაკავებლი ორდერითა და თანდართული მასალებით, რეაგირების ოქმითა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შპს ,,ახალი თბილისის“ დირექტორის მიერ ხასითდება დადებითად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ--------------------სთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ--------------------ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, კმაყოფაზე ჰყავს სამი შვილი, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ--------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, გ--------------------ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

გ--------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან;

 

გაუქმდეს გ--------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა;

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

 

ნივთიერი მტკიცებულება: 1 (ერთი) ცალი CD-R დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი