განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
050100119003016311
ინსტანცია
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-617-2019 წელი

№050100119003016311

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა-–---------- კ---–-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ა-–---------- კ---–-----ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, განათლების არ მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ო----------–-----------–-------–--------------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით დანაშაულისა-თვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფ-ლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ა-–---------- კ---–-----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევ-რის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე ო---------------------–----------------–--------------ში მცხოვრებმა, მთვრალმა ა-–---------- კ---–-----მა ეჭვიანობის ნია-დაგზე, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე საძიენებელ ოთახში იძა-ლადა მეუღლეზე ზ--- ბ--–---ზე, კერძოდ ხელებით სახის არეში ცემა იგი, რითაც ზ--- ბ--–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა-–---------- კ---–-----ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ ა-–---------- კ---–-----მა დანაშაული ჩაიდინა პირობი-თი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქედების პერიოდში. იგი არის ალკოჰოლზე დამოკიდებული პირი, რომელიც ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვერ აკონტროლებს საკუთარ მოქმედებებს. ა-–---------- კ---–-----ის მიმრთ დანიშნული სასჯელი არ შეესა-ბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და გარემოებებს.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ა-–---------- კ---–-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---------- კ---–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირ-ველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციე-ლების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამარ-თლევი, დაზარალებული ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და ა-–---------- კ---–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასია-თის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით. სა-აპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი ა-–---------- კ---–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სა-აპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ა-–---------- კ---–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაი-ონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ა-–---------- კ---–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვა-დით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ა-–---------- კ---–-----ის მიმართ დანიშნუ-ლი პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ა-–---------- კ---–-----ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩე-ნით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, თავისუფლების აღკვე-თა 03 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ, ა-–---------- კ---–-----ს განაჩენთა ერთობ-ლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდა-ათი) საათის ვადით.

მსჯავრდებულ ა-–---------- კ---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

ა-–--------- კ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღი-დან – 2019 წლის 22 აპრილიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და „არასაპატიმრო სას-ჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამი-სად, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ბათუმის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili