განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003024272
საქმე №1/ბ-599-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ნ-----–-- ბ-----–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის (პასპორტის №----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლეობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–----–-----------------------------–------------------------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:
ნ-----–-- ბ-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ნ-----–-- ბ-----–---ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 08 მაისიდან 2019 წლის 11 მაისის ჩათვლით), გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 20 (ოცი) საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----–-- ბ-----–---ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს
2019 წლის 11 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს _ ე-–--- ბ-----–---ას (პ/ნ 7--------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სს ,------------–---------ს’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1------, დასტურის №ა-------).
ნივთიერი მტკიცებულება _ ე-–--- ბ-----–---ასგან ამოღებული მაისური, დალუქული პოლიეთილენის პარკში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბ--------------–-----------------–--- პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–-- ბ-----–---მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 08 მაისს, ქ.ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი №220-ში მდებარე საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში, ნ-----–-- ბ-----–---მა ხელის სახეში დარტყმით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის _ ე-–--- ბ-----–---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ნ-----–-- ბ-----–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება მის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის უკანონო, მსუბუქი და არ შეესაბამება ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება და არ გაითვალისწინა იგი სასჯელის დანიშვნისას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ე-–--- ბ-----–---ას და მოწმეების _ გ-- ბ---–----ის, ბ---- ნ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ-----–-- ბ-----–---მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ნ-----–-- ბ-----–---ისათვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ნ-----–-- ბ-----–---ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა ჩადენილი ქმედება და სადავო არ გახადა საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, დაზარალებული ე-–--- ბ-----–---ა მეუღლესთან, ნ-----–-- ბ-----–---თან შერიგებულია, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს და ითხოვს მასზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნ-----–-- ბ-----–---ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნ-----–-- ბ-----–---ისათვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად უნდა გაეთვალისწინებია მის მიერ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშანს, რის გამოც სასჯელზე გავლენას ვერ მოახდენს დამძიმების თვალსაზრისით, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი ნ-----–-- ბ-----–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი ნ-----–-- ბ-----–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ნ-----–-- ბ-----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ნ-----–-- ბ-----–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 08 მაისიდან 2019 წლის 11 მაისის ჩათვლით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ-----–-- ბ-----–---ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს _ ე-–--- ბ-----–---ას (პ/ნ 7--------) სრულად დაუბრუნდეს მის მიერ სს ,------------–---------ს’’ შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1------, დასტურის №ა-------).
6.ნივთიერი მტკიცებულება _ ე-–--- ბ-----–---ასგან ამოღებული მაისური, დალუქული პოლიეთილენის პარკში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბ--------------–-----------------–--- პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/