განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002462396
საქმე №1/ბ-635-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ---- მ-----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–--------------------–ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენით:
რ---- მ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
რ---- მ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ რ---- მ-----ს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს _ პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენის მიხედვით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---- მ-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 აპრილს, ქ---------–--------------------------------–-, თ----- თ-------ს საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ---- მ-----მ ყოფილ მეუღლეს, თ----- თ-------ს, მათი 10 წლის შვილის _ მ---- მ-----ს თანდასწრებით გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც თ----- თ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, 2017 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით, ქ---------–-------------------------------- ში, თ----- თ-------ს საცხოვრებელ სახლში, რ---- მ----- სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს, თ----- თ-------ს, კერძოდ, აგინებდა დედისა და ახლო ნათესავების მისამართით, ლანძღავდა, მიმართავდა უშვერი სიტყვებით. აღნიშნული ქმედებით თ----- თ------- განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და მუქარას, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---–- ტ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და რ---- მ-----სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, მსჯავრდებულის პიროვნების, ასევე მის მიერ განხორციელებული ქმედების ძალმომრეობითი ხასიათის, ინტენსივობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ თ----- თ-------ს და მოწმეების _ მაია სიმსივეს, მადონა მამასახლისის ჩვენებებით, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ---- მ-----მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ---- მ-----სთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ რ---- მ-----ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია, მიზანშეწონილად თვლის მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი რ---- მ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განაჩენი რ---- მ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.რ---- მ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ---- მ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ რ---- მ-----ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ რ---- მ-----ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/