განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002201651
საქმე №1/ბ-495-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ--------------–--ის
გამართლებულის _ ზ-----–---–---ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ-----–---–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------- ქ.ქუთაისში, საქართველოს მოქალაქის (პირად №6----------), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ---------–--------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ-----–---–---ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 12 ნოემბერს, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ზ-----–---–---ემ ქ---------–--------------------------–-, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე _ გ--------- ჩ------–---ზე, კერძოდ, მოქაჩა მას თმებში, რამდენჯერმე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში და ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნული ქმედების გამო ზ-----–---–---ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენით:
ზ-----–---–---ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---- ც---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ ზ---- ც---–---ეს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--------------–--ემ, რომელმაც ითხოვა ზ-----–---–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ ზ-----–---–---ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად დადგენი-–-- ის გარემოება, რომ გ--------- ჩ------–---ის მიმართ 2017 წლის 12 ნოემბერს განხორციელდა ძალადობა, რის შედეგადაც მან მიიღო სხვადასხვა დაზიანებები, რამაც მიყენებული დაზიანებების ლოკაციის, რაოდენობისა და ხარისხის მხედველობაში მიღებით და არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შესაბამისად, დაზარალებულ გ--------- ჩ------–---ის ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების _ ა---------–--------ის, თ----- გ---–------ის, დ----- ე---------ის და ი-–-- ხ------ს ჩვენებებით დასტურდება ზ-----–---–---ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. რაც შეეხება ი----- და მ----ა ც---–---ეების ჩვენებებს, ისინი არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან, დაინტერესებული პირები არიან და ცდილობენ ზ-----–---–---ისათვის პასუხისმგებლობის არიდებას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--------------–--ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ზ-----–---–---ემ ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ზ-----–---–---ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ზ-----–---–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ:
დაზარალებულ გ--------- ჩ------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მასსა და მის მეუღლეს, ზ-----–---–---ეს შორის დაქორწინებიდან მალევე დაიწყო კონფლიქტი, რისი მიზეზიც ძირითადად იყო ოჯახის წევრების, კონკრეტულად კი, დედამთილის და მამამთილის, აგრეთვე ახლობლების ჩარევა მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, რაზეც ზ-----–---–---ე რეაგირებდა მყისიერად და იწყებოდა უთანხმოება. ისინი 2014 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც შემთხვევის დღემდე არ მისულა ზ-----–---–---ის ოჯახში. 2017 წლის 12 ნოემბერს მივიდა მეუღლის საცხოვრებელ სახლში, რათა ეთხოვა საცხოვრებელი ფართის გამოყოფა მისთვის და მისი შვილისათვის, რომელიც არის აუტისტური სპექტრის მქონე და საჭიროებს სპეციალურ სკოლაში სწავლებას. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან, აღნიშნულ სკოლაში ბავშვის ტარება თავისი სახლიდან უჭირს, რადგან დაახლოებით სამი ტრანსპორტის გამოცვლა უწევს, გადაწყვიტა ზ-----–---–---ისთვის ეთხოვა, დახმარებოდა შვილს, თუმცა შელაპარაკება მოუვიდა ყოფილ დედამთილთან, რომელმაც უთხრა, რომ არანაირ ბინას არ მისცემდნენ და ღია ცის ქვეშ დატოვებდნენ. შემდეგ კი გააგდეს სახლიდან, რა დროსაც მობილური ტელეფონი დარჩა იქ. ამის გამო მიბრუნდა უკან და სწორედ მაშინ განახორციელა ზ-----–---–---ემ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, მოქაჩა თმაში და ხელი გაარტყა სახეში, რის შედეგადაც გონება დაკარგა ტკივილისაგან. მისი ცემის ფაქტს ესწრებოდა მეზობელი. კონფლიქტისას ჩაიმსხვრა სარკე და გატყდა რაღაც ნივთები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია.
მოწმე ი----- ც---–---ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ზ-----–---–---ე არის მისი შვილი, ხოლო გ--------- ჩ------–---ი მისი ყოფილი რძალია. 2017 წლის 12 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში შვილთან _ ზ-----–---–---ესთან ერთად, ხოლო მისი მეუღლე მეზობელთან იყო გასული. ამ დროს მათთან სახლში მივიდა ყოფილი რძალი გ--------- ჩ------–---ი, რომელიც ითხოვდა მატერიალურ დახმარებას და ბინას. ამასობაში მისი მეუღლეც დაბრუნდა, რა დროსაც რძალ-დედამთილს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდათ. ამაზე გაბრაზებულმა გ--------- ჩ------–---მა აიღო ლარნაკი და ესროლა სარკეს, რის შედეგადაც ორივე _ სარკეც და ლარნაკიც დაიმსხვრა. ამის შემდეგ ზ---- ც---–---ემ გ--------- ჩ------–---ი გაიყვანა გარეთ, თუმცა ის არ წყნარდებოდა და ითხოვდა ბინას, თან ილანძღებოდა, კიოდა და არ ჩერდებოდა, რის გამოც მისმა მეუღლემ დარეკა 112-ში. მალე მათთან ბინაში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ზ-----–---–---ე დააკავეს.
მოწმე მ----ა ც---–---ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ზ-----–---–---ე არის მისი შვილი. 2017 წლის 12 ნოემბერს იმყოფებოდა მეზობელთან და როცა სახლში დაბრუნდა, დახვდა ყოფილი რძალი _ გ--------- ჩ------–---ი შვილთან ერთად. გ--------- ჩ------–---ი სამ წელზე მეტია რაც მათი ოჯახიდან წავიდა, თუმცა ხშირად ურეკავდა ტელეფონზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით, ამის გამო მისი დანახვა არ ესიამოვნა და უსაყვედურა კიდეც, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს მისი შვილი _ ზ-----–---–---ე იმყოფებოდა თავის საძინებელ ოთახში. გ--------- ჩ------–---ი ლანძღავდა მათ და კატეგორიულად მოითხოვდა ბინა ეყიდათ მისთვის, რადგან ბავშვს სოფლიდან ვერ ატარებდა. კონფლიქტის დროს გ--------- ჩ------–---მა დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები, კერძოდ, ჩაამსხვრია კარადის მინა, რის შემდეგაც მან გამოიძახა პოლიცია, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მისი შვილი დააკავეს.
მოწმე ლ---- ხ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ზ-----–---–---ის მეზობელი. 2017 წლის 12 ნოემბერს მასთან სახლში იმყოფებოდა ამ უკანასკნელის დედა მ----ა ც---–---ე. როდესაც იგი სახლში გავიდა, თავადაც გაჰყვა და ნახა, რომ მათთან მისული იყო ყოფილი რძალი გ--------- ჩ------–---ი, რომელიც ილანძღებოდა და ითხოვდა ბინას. განერვიულებულმა გ---------მ ჩაამსხვრია მინა, რა დროსაც ზ-----–---–---ემ უთხრა, რომ გარეთ გასულიყო და შეეცადა ბინიდან მის გაყვანას. სხვა მას არაფერი დაუნახავს, რადგან ხალიჩას წამოჰკრა ფეხი და წაიქცა. ამასობაში მ----ა ც---–---ის შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ზ-----–---–---ე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე თ----- გ---–------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს შსს ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 12 ნოემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თავის მეწყვილესთან _ დ----- ე---------ესთან ერთად გამოცხადდა ზ---------ის ქუჩაზე, ზ-----–---–---ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც იმყოფებოდნენ ზ-----–---–---ე, მისი ოჯახის წევრები და ყოფილი მეუღლე _ გ--------- ჩ------–---ი. ამ უკანასკნელმა მათ განუმარტა, რომ ზ-----–---–---ემ იძალადა მასზე, სახეზეც აღენიშნებოდა მცირე დაზიანება ნაკაწრის სახით. გ--------- ჩ------–---ის განცხადების საფუძველზე, მათ მიერ დაკავებული იქნა ზ-----–---–---ე, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას შსს ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა დ----- ე---------ემ.
მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორის, ა---------–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა ქ---------–---------------------- ქუჩაზე, სადაც ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. როგორც ოჯახის წევრებმა განუმარტეს, მათთან სახლში მივიდა გ--------- ჩ------–---ი _ ზ-----–---–---ის ყოფილი მეუღლე, რის შემდეგაც დაიწყო კონფლიქტი. აღნიშნულის თაობაზე მის მიერ შეტყობინება გადაეგზავნა კრიმინალურ პოლიციას.
თავად ბრალდებულმა ზ-----–---–---ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან, ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.
დანაშაულის შესახებ №2------ შეტყობინებით დასტურდება, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს, პოლიციაში შევიდა მოქ. მ----ა ც---–---ის (ზ-----–---–---ის დედის) შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ ქ---------–---------------------- ქუჩაზე მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში მისული იყო მათი ნათესავი ქალბატონი და ჰქონდათ კონფლიქტი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქუთაისში, ზ-------------------------–ი, ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სადარბაზოს მეორე სართულზე მდებარე ი----- ც---–---ის კუთვნილ ხუთ ოთახიან ბინაში. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მისაღები ოთახის კუთხეში განთავსებული ე.წ „დესაუს“ სარკე მთლიანად იყო დამსხვრეული, ხოლო მინის ნამსხვრევები ეყარა ე.წ „დესაუზე“ ზემოდან და ასევე მის წინ იატაკზე. იქვე იდო ფაიფურის ლარნაკი, რომელიც იყო გატეხილი და მისი ფრაგმენტები ეყარა იატაკზე. ი----- ც---–---ის განმარტებით, ისინი დაამსხვრია მათთან სტუმრად მოსულმა გ--------- ჩ------–---მა, რომელმაც აიღო ხელში ფაიფურის ლარნაკი და ესროლა „დესაუს“ სარკეს.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად, მოქ. გ--------- ჩ------–---ს დაესვა დიაგნოზი: ჰიპოტენზია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მას აღენიშნებოდა ნაკაწრები სახეზე. ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ.გ--------- ჩ------–---ს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა გია გობრონიძემ.
საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ზ-----–---–---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნტებით წარდგენილ ბრალდებას დადასტურებულად არ მიიჩნევს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ-----–---–---ის მიერ დანაშაულის ჩადენას. მართალია, დაზარალებულმა გ--------- ჩ------–---მა აჩვენა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს, ზ-----–---–---ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მასზე, კერძოდ, მოქაჩა თმებში, რამდენჯერმე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში და ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ-----–---–---ის მიერ თავისი მეუღლის _ გ--------- ჩ------–---ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, სასამართლოში არ წარმოუდგენია, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება საკმარისი არ არის ზ-----–---–---ის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმეებმა _ ი----- ც---–---ემ, მ----ა ც---–---ემ და ლ---- ხ-------ემ უარყვეს ზ-----–---–---ის მიერ დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი და განმარტეს, რომ როდესაც გ--------- ჩ------–---ი ზ-----–---–---ის ოჯახში მივიდა და შელაპარაკება მოუვიდა მისი ოჯახის წევრებთან, ზ-----–---–---ე სხვა ოთახში იმყოფებოდა და კონფლიქტში არ ჩარეულა, ხოლო მას შემდეგ რაც გ--------- ჩ------–---მა დაამტვრია საოჯახო ნივთები, ზ---- ც---–---ემ მოუწოდა დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი ბინა, მოჰკიდა ხელი და ცდილობდა მის გარეთ გაყვანას.
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების _ თ----- გ---–------ის და დ----- ე---------ის ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ გ--------- ჩ------–---ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ზ-----–---–---ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. ამდენად, აღნიშნული ჩვენებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, რომ გ--------- ჩ------–---ს შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით და ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანებების ზ-----–---–---ის მიერ მიყენების ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არც სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები გ--------- ჩ------–---მა ზ-----–---–---ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2017 წლის 12 ნოემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინება 112-ზე თავად ზ-----–---–---ის დედამ _ მ----ა ც---–---ემ განახორციელა, რომელმაც მიუთითა, რომ მათთან სახლში მისული იყო ნათესავი ქალბატონი და ადგილი ჰქონდა კონფლიქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ-----–---–---ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზ---- ც---–---ის მიმართ 2019 წლის 24 მაისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი ზ-----–---–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ზ-----–---–---ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ-----–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
5.გამართლებულ ზ-----–---–---ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/