განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100115794409
საქმე №1/ბ-368-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები - ვერა დოლიძე
მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ლ---- მ---------ის
ადვოკატის - ო----- რ-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ვ-------ის მიმართ, დაბადებული 0---------წ. ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, მისამართი: ქ. ბათუმი, ნ----–---–ის ქ.N60, ბინა N44;
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
საბრალდებო დასკვნით დ----- ვ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა არაერთგზის, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით და სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1 1998 წლის 14 მაისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევმა დ----- ვ-------ემ და გამოძიებით დაუდგენელმა ოთხმა პირმა, რომლებსაც სახეზე ეკეთათ ნიღბები, ხოლო ხელებზე ხელთათმანები, აივნიდან უკანონოდ შეაღწიეს ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქუჩა №78/88, ბინა №183-ში მდებარე ვ--–---- პ------ს ძე ბ-–------–----ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სახლის ბინადრებს ეძინათ. როცა შექმნილ ხმაურზე გაეღვიძათ, თავდასხმელებმა ვ--–---- ბ-–------–----ს შეუკრეს ხელ-ფეხი და მისგან მოითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას, უარის მიღების შემდეგ საძინებელი ოთახიდან გამოიყვანეს მისი მეუღლე ლ-------–- ბ-–------–----აია, რომელსაც ასევე შეუკრეს ხელ-ფეხი და მის მიმართ ახორციელებდნენ წამებას. თავად ვ--–---- ბ-–------–----ს სარჩილავი (ე.წ. ”პაიალნიკი”) აპარატით დაუწყეს კიდურების დაწვა. დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით თავდამსხმელები უკანონოდ, ყაჩაღურად დაეუფლნენ ბ-–------–----ების ფულად თანხას 230 ლარის ოდენობით და სხვა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
1.2. 2002 წლის 17 აგვისტოს, დ----- ვ-------ე, ქ. ბათუმში, ზ----------–--ის ქუჩა №2-ში მდებარე პურის მაღაზიაში, ო-–-- ზ--------–---ის ჩანთის ჯიბიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 2350 აშშ დოლარსა და პირად ნივთებს, რითაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ო-–-- ზ--------–---ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
აღნიშნული ქმედებებისთვის, დ----- ვ-------ე 2001 წლის 27 დეკემბერს დაუსწრებლად მიცემული იქნა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო 2002 წლის 28 სექტემბერს დამატებით წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით. 2015 წლის 30 აპრილს, საბრალდებო დასკვნით დაზუსტდა დ----- ვ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება და დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენით დ----- ვ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---- მ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის გამამართლებელი განაჩენი დ----- ვ-------ის მიმართ, იგი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და განესაზღვროს მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება მის ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთასთან.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ დ----- ვ-------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა არაერთგზის, ჯგუფურად, ასევე ქურდობა. სასამართლოს მსჯელობა, რაც საფუძვლად დაედო გამამართლებელ განაჩენს, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
გამართლებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ დ----- ვ-------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ო----- რ-----ეს, რომელიც არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა დ----- ვ-------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დ----- ვ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს:
1. ყაჩაღობის ეპიზოდი
დაზარალებულ ვ--–---- ბ-–------–----ის მიერ სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ირკვევა, რომ მეუღლესთან, ლ-------–- ბ-–------–----აიასთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ჭ-------ის №78/88, ბინა №183-ში. 1998 წლის 14 მაისს დილის დაახლოებით ხუთ საათზე სახლის აივნიდან შემოესმა ხმაური, დაინახა აივნის კარიდან ბინაში შემომავალი რამდენიმე ნიღბიანი პირი, რომლებმაც სახეზე ააფარეს ნაჭერი, შეუკრეს ხელები, შემდეგ გავიდნენ საძინებელში, სადაც ლ-------–- იწვა, მერე ისევ დაბრუნდნენ მასთან და მოსთხოვეს ფული, ხოლო როდესაც პასუხად მიიღეს, რომ ფული არ ჰქონდა, ფეხი დაარტყეს ორჯერ, შემდეგ აწამეს ისიც და ლ-------–-ც. ბინიდან წაიღეს 230 აშშ დოლარი, ლ-------–-ს ძვირფასი სამკაულები და აივნის გავლით მიიმალნენ. თავდამსხმელები იყვნენ ოთხი ან ხუთი, სახეზე ეკეთათ ნიღბები და ხელზე ეცვათ ხელთათმანები.
დაზარალებულ ლ-------–- ბ-–------–----აიას მიერ სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, დასტურდება, რომ მეუღლესთან, ი----- ბ-–------–----ისთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ჭ-------ის №78/88, ბინა №183-ში. 1998 წლის 14 მაისს დილის საათებში, როდესაც ჯერ კიდევ ეძინა, იგრძნო, რომ ,,ვიღაცამ დაუწყო ხრჩობა". თვალი რომ გაახილა, დაინახა ხუთი ნიღბიანი პირი, რომლებიც ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ მისგან, მთელი სახე, მათ შორის თვალები ლენტით აუკრეს, სცემეს, აწამეს. სახლიდან წაიღეს 230 აშშ დოლარი და ოქროს და ვერცხლის სამკაულები. არ იცის ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ თავდამსხმელები.
ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიებას ლ-------–- ბ-–------–----აიამ 1998 წლის 20 მაისს ჩატარებული დაკითხვის დროსაც, ხოლო 2001 წლის 13 დეკემბერს შედგენილ დაკითხვის ოქმში, დაზარალებული მიუთითებს, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გასწორების მიზნით ნიღაბი მოიხსნა და დაინახა მისი სახე. იმავე დღეს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას, ბ-–------–----აიამ სამი ფოტოდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, თუმცა ვინ არის ეს პირი, ამოცნობის ოქმი ინფორმაციას არ შეიცავს.
1998 წლის 14 მაისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ჭ-------ისა და ლ------------ის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე ვ--–---- პ------ს ძე ბ-–------–----ის საცხოვრებელ ბინაში. ბინის ყველა ოთახი არეულია, კარადებიდან გადმოყრილია ტანსაცმელი, გაბნეულია ოთახებში, გამოღებულია კარადის უჯრები. სამზარეულოს კარედიდან გადმოყრილია ჭურჭელი და დაყრილია იატაკზე, ყვავილის ქოთნებიდან გადმოყრილია მიწა. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ორი წყვილი ხელთათმანი, ორი ცალი ნიღაბი, მწებავი ლენტი.
ამოღების ოქმის თანახმად, 1998 წლის 14 მაისს, ტერიტორიის დათვალიერებისას ქ. ბათუმში, ჭ-------ის №78/88 სახლის მე-7 სდარბაზოს სხვენში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ორი თოკი, ბოლოში დამაგრებული რკინის კავებით და მარყუჟებით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად, ლ-------–- ბ-–------–----აია სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 1998 წლის 13-დან 17 მაისამდე, აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები სხეულზე, რომლებიც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, რომელსაც შედეგად ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა მოჰყვა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N139 დასკვნის თანახმად, ვ--–---- ბ-–------–----ის აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები სხეულზე, რომლებიც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, რომელსაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა მოჰყვა.
მოწმეები: ზ------–---–---------------------------–-----------------------------------------------------–------–---–---------–------–-------–----–--------------–---------–---------------------------------------------–-------–----------------------------–-------------------------------–----–---, რომელთა ჩვენებები გამოკვლეულ იქნა, ან სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო გამოძიებისას, არ ფლობენ სულ მცირე ინფორმაციასაც კი ბ-–------–----ების ბინაში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე პირების შესახებ.
2. ქურდობის ეპიზოდი
დაზარალებულ ო-–-- ზ--------–---ის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული საქმის განხილვისას, ირკვევა, რომ 2002 წლის 17 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ზ----------–--ის ქუჩა №2-ში მდებარე პურის მაღაზიაში, მისი ჩანთის ჯიბიდან მოპარეს საფულე, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა თავისი და მისი მეგობრების კუთვნილი 2350 აშშ დოლარი. ვინ ჩაიდინა ქურდობა, არ დაუნახავს.
მოწმე ნ----- ი-–-------–ის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ბარმენად კაფე-ბარში, სახელწოდებით "თ----------–----", სადაც 2002 წლის 24 სექტემბერს უცნობ ახალგაზრდასთან ერთად შევიდა მისი დიდი ხნის ნაცნობი დ----- ვ-------ე, რომელმაც ძვირადღირებული სასმელები შეუკვეთა, ძველი ვალიც გაისტუმრა, დაინახა როგორ ამოიღო ჯიბიდან შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც დოლარების დასტა მოჩანდა და თან განმარტა, რომ ეს ფული - 2500 აშშ დოლარი რუსი ეროვნების მამაკაცის კუთვნილი იყო და დაახლოებით თვენახევრის წინ დაეუფლა გორკის ქუჩაზე მდებარე პურის მაღაზიაში.
ფოტო-სურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ნ----- ი-–-------–მა მის წინაშე წარდგენილი სამი ფოტოდან ამოიცნო ფოტო დ----- ვ-------ის გამოსახულებით, როგორც პირი, რომელმაც კაფე-ბარში მასთან საუბრისას აღიარა რუსი ეროვნების მამაკაცის საფულის ქურდობის ფაქტი.
მოწმეები: ს--------------------------------------------–-----–------------------------------------------------------------–-------------------------------------, რომელთა ნაწილი დაიკითხა სასამართლო სხდომაზე, ნაწილის ჩვენებები კი სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯაროდ იქნა წაკითხული, არ ფლობენ ინფორმაციას ო-–-- ზ--------–---ის თანხის ქურდობის ჩამდენი პირების შესახებ.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და დ----- ვ-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რაც საკმარისი იყო დ----- ვ-------ის გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ ცნობისათვის, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს, კერძოდ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
განსახილველ საქმეზე ყაჩაღობის ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულებმა ლ-------–- და ვ--–---- ბ-–------–----ებმა გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტეს, რომ თავდამსხმელები იყვნენ ნიღბებში, მათ აუხვიეს თვალები და შესაბამისად, რომელიმე თავდამსხმელის ამოცნობა შეუძლებელი იყო. რაც შეეხება აღნიშნული ყაჩაღობის ჩადენიდან სამი წლის შემდეგ გამოძიების მიერ დაზარალებულ ლ-------–- ბ-–------–----ის დაკითვას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გასწორების მიზნით ნიღაბი ჩამოიხსნა და დაინახა მისი სახე და ფოტოსურათით ამოცნობისას მან სამი ფოტოდან გამოსახული პიროვნებიდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, თუმცა ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ამოცნობილი პირის ვინაობის თაობაზე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულების - ლ-------–- და ვ--–---- ბ-–------–----ების ჩვენებების გამოკვლევა სასამართლოში არ მომხდარა და გამოქვეყნდა მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები. საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ლ-------–- ბ-–------–----აიას მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსისაა.
სხვა რაიმე მტკიცებულება დ----- ვ-------ის მიმართ ყაჩაღობის ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
დ----- ვ-------ის მიმართ წარდგენილ ქურდობის ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე გამოძიების ეტაპზე დაკითხულ დაზარალებულ ო-–-- ზ--------–---ის ჩვენებას, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული საქმის განიხლვისას, მისი ჩვენებით ირკვევა, რომ 2002წლის 17 აგვისტოს მას მოპარეს საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო 2350 აშშ დოლარი, თუმცა ვინ ჩაიდინა ქურდობა, მას არ დაუნახავს. რაც შეეხება მოწმე ნ----- ი-–-------–ის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, რომელიც ასევე გამოქვეყნდა საქმის განხილვისას, ქურდობიდან ოთხი თვის შემდეგ, მოწმემ გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დ----- ვ-------ემ კაფე-ბარში, სადაც ნ. ი-–-------–ი მუშაობდა, ძვირადღირებული სასმელები შეუკვეთა, ძველი ვალიც გაისტუმრა, დოლარების დასტაც დაანახა და თან უთხრა, რომ ფული თვენახევრის წინ პურის მაღაზიაში ყოფნისას მოპარა რუს მამაკაცს. საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ჩვენება წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დ----- ვ-------ის მიმართ საქართველოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დ----- ვ-------ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლით, 546-ე, 547-ე, 550-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი დ----- ვ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
დ----- ვ-------ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ----- ვ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ დ----- ვ-------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინე იმერლიშვილი