განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002879738
საქმე №1ბ/901-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - მ-------–---–--ას,ადვოკატ - დ------------------ის,თარჯიმან - ა---------–--------ის,მსჯავრდებულ - ე-–-–-------------ვის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე-–-–-------------ვის ადვოკატ დ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ე-–-–----------------------------ის მიმართ (პ/N0-----------) - დაბადებული 1----–-–------------–---------------------–----------------------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–-. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განაჩენით:
ე-–-–-------------ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
ე-–-–-------------ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა;
ე-–-–-------------ვს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2019 წლის 20 იანვრიდან.
ე-–-–-------------ვს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქ------–--–------------–-------–----------------ის მიმდებარედ არსებულ ჯ------–-----–-----------------ა დახლის ქვემოთ არსებული ჯამიდან სცადა აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ფულად თანხას 125 (ასოცდახუთი) ლარის ოდენობით, რა დროსაც შემჩნეულ იქნა ე----------------ის მიერ.
ე-–-–-------------ვის ქმედების შედეგად ე----------------ეს შესაძლოა მისდგომოდა 125 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-–-–-------------ვის ადვოკატმა დ----------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ჯარიმით შეცვლა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიიფიკაციის შეცვლის კუთხით, კერძოდ მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 19,177-ე მუხლით; ასევე, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაანალიზა აპელანტი მხარის მიერ მოთხოვნილი გარემოებები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ე-–-–-------------ვის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, სრულად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ე----------------ის, გ------------------------------------–---–-------------------–---–---------------------------------ს გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტი ოქმით; დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებაში და მიიჩნევს, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე-–-–-------------ვის მიერ არა ქურდობის მცდელობის, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ე-–-–-------------ვის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს - თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაცვლად ჯარიმის გამოყენების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ე-–-–-------------ვის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება) და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევა და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირად და ოჯახურ მდგომარეობას, თუმცა ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულ ე-–-–-------------ვის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება.
ამდენად, სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე-–-–-------------ვის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განაჩენი;
ე-–-–-------------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
ე-–-–-------------ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
ე-–-–-------------ვს სასჯელის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ე----------------ისგნ ამოღებული ფულადი თანხა 125 ლარი დალუქული ერთ პაკეტად, ბრალდებულ ე-–-–-------------ვის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, ორი ცალი გასაღები, სამი ცალი მეტრომანის ბარათი და ერთი ცალი საკვნეტი დალუქული ოთხ პაკეტად, რომლებიც ინახება ისანი-სამგორის მე-11 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ვიდეო ჩანაწერი 2 ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე