განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119003007429
საქმე №1/ბ-490-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის - ი-–-- ტ-------ს,მსჯავრდებულის - რ----- ღ------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- კ----–--ს ძე ღ------ს მიმართ, დაბადებული 196- წლის 22 მ----, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. გაგრა, ს-------- გ-------–--–-, N110ა, ფაქტობრივად მცხოვრები ქალაქი ზუგდიდი, ლ------ს ქ. N4, კორპუსი 1, ბ. 17.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- ღ------მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის სექტემბრის თვეში რ----- ღ------მ მოატყუა ც---- ც-–---, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ დაეხმარებოდა მას, როგორც დევნილს, სახელმწიფოს ფარგლებში მიეღო საცხოვრებელი ბინა, რასაც ც---- ც-–--- დათანხმდა. რამდენიმე დღეში ც---- ც-–---მ რ----- ღ------ს გადასცა 350 ლარი იმ პირობით, რომ რ----- ღ------ დაარეგისტრირებდა მას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში, რაც რ----- ღ------ს განმარტებით, აუცილებელი პირობა იყო ბინის მისაღებად. აღნიშნულის შემდეგ, 2015 წლის მარტის თვეში რ----- ღ------მ მიიყვანა ც---- ც-–--- ქ. ზუგდიდში, ლ------ს ქუჩა N4-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დაათვალიერებინა პირველ სართულზე არსებული ბინა N3 და მოატყუა, რომ 3350 ლარს თუ გადასცემდა, აღნიშნულ ბინას დაურეგისტრირებდა საკუთრებაში. შეთანხმებისამებრ, იმავე დღეს ც---- ც-–---მ რ----- ღ------ს გადასცა 3350 ლარი, რითაც რ----- ღ------მ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. რ----- ღ------ს ქმედების შედეგად ც---- ც-–---ს მიადგა 3700 ლარის მნიშვნელობანი ზიანი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით რ----- ღ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ----- ღ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული რ----- ღ------ სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენში მისთვის სასიკეთო ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია, დავადებულია დიაბეტით და აქვს მხედველობის პრობლემა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ რ----- ღ------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
- პროკურორს ი-–-- ტ-------ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა რ----- ღ------ს მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----- ღ------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ც-----–-–---------------------------------------------------------–-–---- ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ რ----- ღ------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს რ----- ღ------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ რ----- ღ------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
პალატა რ----- ღ------ს მიმართ სასჯელის შემსუბუქებისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედების ჩადენის ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (აღიარა შერაცხული დანაშაული) და მიიჩნევს, რომ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით უნდა შეუმცირდეს 01 წლით და რ----- ღ------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ----- ღ------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ რ----- ღ------ს მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
რ----- ღ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
რ----- ღ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 აპრილიდან.
ნივთმტკიცება: მეხსიერების ბარათი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე