განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142219700094524
საქმე №1/ა.გ 132-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი , 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- ბ-------–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის განაჩენით გ------- ბ-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.
გ------- ბ-------–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამი წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ------- ბ-------–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ------- ბ-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 3 აგვისტოდან 2016 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ, გ------- ბ-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.
გ------- ბ-------–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამი წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძესა და გ------- ბ-------–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ------- ბ-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2016 წლის 6 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გ------- ბ-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გ------- ბ-------–ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა პირველი განაჩენით დანიშნული მთლიანად მოხდილი სასჯელი, ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
გ------- ბ-------–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამი წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2019 წლის 27 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ------- ბ-------–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა გ------- ბ-------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის განაჩენის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განაჩენის გადასინჯვა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის განაჩენით, გ------- ბ-------–ს მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდოკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ გ------- ბ-------–ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. რაც შეეხება სასჯელს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს, თბილისის პრობაციის ბიუროს 2015 წლის 10 სექტემბრის მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ ცნობის თანახმად, გ------- ბ-------–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით დაასრულა 2015 წლის 5 სექტემბერს, ასევე, ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე გ------- ბ-------–ისთვის 3 წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები დღეის მდგომარეობით აღდგენილია, ვინაიდან აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, 2015 წლის 1 აპრილიდან.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენს, გ------- ბ-------–ს მსჯავრი დაედო მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შეძენა-შენახვისთვის, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით, გ------- ბ-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალებების, ბუპრენორფინის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე ან მცირე ოდენობით შეძენა/შენახვაზე სასამართლოს არ უმსჯელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განაჩენებით ჩამორთმეული უფლებების აღდგენის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ------- ბ-------–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მსჯავრდებული გ------- ბ-------–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
3.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
4. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
მანუჩარ კაპანაძე