განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100119002856426
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002856426

საქმე №1ბ/1217-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მ----ნა ხოლოაშვილმა

 

მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელის: გ-------–---–------ის,გამართლებულ: ა-------------------ის

მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------------–------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------–------------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-------------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 23 იანვარს, 18:00 საათზე, შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლის მიერ ა-------------------ის მიმართ გამოიცა N------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, ა-------------------ს 30 დღით, 2019 წლის 23 თებერვლამდე, აეკრძალა მ---------–---–თან, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიახლოება, მის სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან, სადაც იგი იმყოფებოდა. აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

მიუხედავად აღნიშნულისა, ა-------------------ი 2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე მივიდა და მიუახლოვდა მ---------–---–ს საცხოვრებელ სახლთან, მდებარე თ---–------------------------------------------------------------------------------–- და ასევე იმავე დღეს დაუკავშირდა მობილური ტელეფონით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით ა-------------------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811- ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენის გაუქმება, ა-------------------ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მისთვის უფრო მკაცრი, რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად ადასტურებს, რომ ა-------------------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმ----სი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-------------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ---------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

მოწმე გ---------------ს ჩვენებით, 2019 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა შეტყობინება მ---------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხული იქნა მსხვერპლი, რომელმაც დაადასტურა ა-------------------ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც ა-------------------ის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. ა-------------------ს პირადად გააცნო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და გადასცა ორდერის ასლი, თუმცა მიუხედავად ამისა, იმავე დღეს, დაახლოებით 30 წუთში დაუკავშირდა მ---------–---–ი, რომელმაც აცნობა, რომ ა-------------------ი კვლავ იმყოფებოდა მის სახლთან, უკავშირდებოდა მობილური ტელეფონით და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევას. მოწმის განმარტებით, ა-------------------ს რომელ საათზე გააცნო შემაკავებელი ორდერის პირობები და როდის გადასცა მას ორდერის ასლი პასუხის გაცემა უჭირს, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული არ აქვს. მოწმე ასევე ვერ იხსენებს საღამოს საათებში მას ნამდვილად დაუკავშირდა თუ არა ა-------------------ი და უთხრა თუ არა, რომ მ---------–---–თან შემთხვევით გაეგზავნა ზარი და ამის გამო შეექმნებოდა თუ არა პრობლემა.

 

N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 23 იანვარს, ა-------------------ის მხრიდან მ---------–---–ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ხასიათის ძალადობის ფაქტზე, ა-------------------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა. აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, მოძალადეს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა-------------------ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 24 იანვარს 02:11 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი “i------------------------ის ფირმის მობილური ტელეფონები.

 

მ---------–---–ის 2019 წლის 05 თებერვლის განცხადებით, იგი ითხოვს ა-------------------ის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი და უთითებს, რომ ა-------------------ის მიერ მის ტელეფონზე ზარის განხორციელების დროს მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია არ შემდგარა.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მ---------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. პროგრამა “-------–-------- საათზე აღნიშნულია, რომ მ---------–---–ის ტელეფონის ნომერზე 5-------- შესულია შემავალი ზარი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------- ეკრანის ანაბეჭდებში, ე.წ. (სკრინშოტში) ასახულია თარიღი 2---------------- საათი, ტექსტი არის ინგლისური ასოებით დაწერილი, რომ დაურეკავს პაპას და ჩამოიყვანს თბილისში, ასევე მეორე შეტყობინებაში ასახულია თარიღი -2---------------- საათი, ტექსტით - დეიდას უნდა დაურეკო და ყველაფერი მოუყვე ფულზე, გორშიც ჩამოვალ და პაპას უნდა ველაპარაკო ხვალ, ასევე მესამე შეტყობინებაში მითითებულია თარიღი 2----------------------- საათი, ტექსტი არის ინგლისური ასოებით დაწერილი ვ----ს უგზავნი. ასევე ასახულია მამაკაცის ფოტოსურათი, რომელიც მ---------–---–ის განმარტებით არის ა-------------------ი და ფოტოზე შუა ადგილას ინგლისური ასოებით არის წარწერა: ცხოვრება ყველაფერს აჩვენებს მ----, სურათებსაც განახებ, როგორ სვამს და იკეთებს წამალს დედაშენი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად ადასტურებს, რომ ა-------------------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ა-------------------ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ ა-------------------ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულების - N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 23 იანვარს, მ---------–---–ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ხასიათის ძალადობის ფაქტზე, ა-------------------ის მიმართ, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა და ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

მოწმე, რომელსაც შეძლებდა დაედასტურებინა მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტზე გაცემული შემაკავებელი ორდერის პირობების და ვალდებულებების ა-------------------ის მხრიდან დარღვევის ფაქტი, არის თავად დაზარალებული მ---------–---–ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა შემაკავებელი ორდერის შემდგენი მართლწესრიგის დაცვის ოფიცერი გ---------------, რომელმაც დაადასტურა 2019 წლის 23 იანვარს მ---------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, ა-------------------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის შედგენის ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნული ორდერით მოძალადეს აეკრძალა, როგორც მსხვერპლთან მიახლოება, ისე მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. ა-------------------ს პირადად გააცნო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და გადასცა ორდერის ასლი, თუმცა მიუხედავად ამისა, იმავე დღეს, დაახლოებით 30 წუთში, მსხვერპლის მოთხოვნით, რომ ბრალდებული იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და უკავშირდებოდა ტელეფონით, ა-------------------ის მიმართ დაწყებული იქნა გამოძიება იგი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

მართალია საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ შემაკავებელი ორდერი ა-------------------ის მიმართ შედგენილი იქნა 2019 წლის 23 იანვარს, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო კონკრეტულად დროის რა პერიოდში გაეცნო ა-------------------ი მისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და რა დროიდან გახდა მისთვის ცნობილი N------ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და აკრძალვების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, იმის უტყუარად მტკიცება, რომ ა-------------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობას, იმ პირობებში, როდესაც თავად შემაკავებელი ორდერის დოკუმენტით არ დასტურდება კონკრეტული დრო, საიდანაც ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა მისთვის შეზღუდვების დაწესების თაობაზე, მხოლოდ ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ა-------------------მა მას შემდეგ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, საქმეში წარმოდგენილ მ---------–---–ის 2019 წლის 05 თებერვალს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების შინაარსზე, რითაც დასტურდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ა-------------------ის მობილური ტელეფონის ნომრიდან შემავალი ზარი დაფიქსირდა მ---------–---–ის მობილურ ტელეფონზე, მათ შორის კონტაქტი არ შემდგარა და სატელეფონო კომუნიკაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ა-------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმ----სი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა-------------------ის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ა-------------------მა ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმ----სად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმ----სი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ა-------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი ა-------------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი ა-------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა-------------------ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811- ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის საოქმო განჩინებით, ა-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

გამართლებულ ა-------------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

საქმეზე სართული საგნები და ნივთები:

ა-------------------ის მობილური ტელეფონები, რაც ინახება შს სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ა-------------------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი