განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003045778
საქმე №1ბ/1308-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ნ------------–---–--
მსჯავრდებულის: რ------------–-----
მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ რ------------–----- მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–---------------–----------–---------------------------------------------------------------ში; დ/გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით, რ------------–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178 - ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ------------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ------------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 9 მაისიდან.
რ------------–---- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით.
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენით, რ------------–---- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12(თორმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 10(ათი)წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 2(ორი)წელი ჩაეთვალა პირობით, 3(სამი)წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით, ამნისტიის საფუძველზე, რ------------–---- დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, განესაზღვრა 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7(შვიდი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით და 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალა პირობით 2(ორი)წლის და 3(სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით, რ------------–---- საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლისა და 10(ათი)თვის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალა პირობით 2(ორი)წლისა და 3(სამი)თვის გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ---–--–--------------–-----------------------------------------------------------ში მდებარე მ-----–---–------- საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია რ------------–----- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ცალ მაჯის საათს, თითოეული ღირებული 15 ლარად და ერთ ცალ 300 ლარად ღირებულ პლანშეტურ კომპიუტერს, რის შედეგადაც მ-----–---–------- მიადგა 330 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 8 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ .თ---–--–-------------–------------–------------------------------------------------------ში მდებარე ე----------- საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია რ--------------–------ რომელიც ე----------- თანდასწრებით, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამავე პირის კუთვნილ 200 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს და თანხას 10 ლარს, ასევე ე----------- შვილის - მ------------------- კუთვნილ სამაჯურს ღირებულს 30 ლარად, საფულეს ღირებულს 15 ლარად. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულებს - მ---------------------------------- მიადგა 45 ლარის და 210 ლარის ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რ------------–----- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ-----–---–-------, ზ--------------––---–----------------------------------------------------------------–------------------------------–---- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთ და რ------------–----- პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმებით, ასევე ამოღებული ნივთმტკიცებით, ნივთების ამოცნობის ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N------------------------ დასკვნებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N-----დ დასკვნით და N------- დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის და 2014 წლის 19 მარტის განაჩენებით და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა რ------------–----- აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, რ------------–---- განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. რ------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178 - ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 178 - ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ------------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ------------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 9 მაისიდან.
6. ნივთმტკიცებები:
-ე----------- საცხოვრებელი სახლიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 12 (თორმეტი) ანაწმენდი, 24 (ოცდაოთხი) სტერილური ჩხირზე, დალუქული ერთ პაკეტად;
- ე----------- ფრჩხილის ნიმუშები დალუქული ერთ პაკეტად;
----------------–----- ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
-მუყაოს ქაღალდი წარწერებით დალუქული ერთ პაკეტად;
- ე----------- ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ორ ქილად დალუქული ერთ პაკეტად;
-მ-----–---–------- ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვლის ნიმუში ორ ცალ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად;
-ე----------- საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ორ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად;
-მ-----–---–------- საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ერთ ქილად, დალუქული ერთ პაკეტად;
-რ------------–----- სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, დალუქული ორ პაკეტად;
-ე----------- საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები ერთ ცალ დაქტილოფირზე და ე----------- და მაია მავრომატის ხელის კვლები ორ ცალ დაქტილოფირზე, დალუქული ერთ პაკეტად;
-მ-----–---–------- საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები სამ ცალ დაქტილოფირზე დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
-რ------------–----- საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სამაჯური, დალუქული ერთ პაკეტად;
----------------–----- საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული საფულე, დალუქული ერთ პაკეტად და რ------------–----- საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ელექტრომოწყობილობა - ეპილატორი, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი