განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
020100119002911401
ინსტანცია
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-489-2019 წელი

№020100119002911401

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

9 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – მ--- ჯ-----ს,ადვოკატის – ჯ---–----- ჟ-----ს,მსჯავრდებულ – გ------- ს----–-----ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა გ------- ს----–-----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- ს----–-----, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ზ--------–-------–----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ზ-----------------------------–-------ში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩე-ნით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მსჯავრ-დებულია დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ------- ს----–-----ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევისათვის დამნაშა-ვისათვის წინასწარი შეცნობით ოჯახის თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი წევრის სხეულში;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, სისტემატიური შეურ-აცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სა-ქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მი-მართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 მაისამდე პერიოდში გ------- ს----–----- თე-ქვსმეტ წელს მიუღწეველ მ------ ბ-------სთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორ-წინებაში. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა ამის შესახებ, ჩაიდინა სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

არასრულწლოვანი მ------ ბ------- 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 მაისამდე პერიოდში ცხოვორობდა გ------- ს----–-----სთან ერთად. 4 თვის გასვლის შემდეგ გ-------- ს----–----- არასრულწლოვან მ------ ბ-------ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხ-ყოფას, საყვედურობდა, ლანძღავდა, აგინებდა დედის მისამართით და ეუბნებოდა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალის შვილი, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, რამაც გა-მოიწვია არასრუწლოვან მ------ ბ-------ს ტანჯვა. 2018 წლის 11 თებერვალს ქალაქ ქუ-თაისში გ------- ს----–-----მ ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე მ------ ბ-------ს მკლა-ვებზე ძლიერად მოუჭირა ხელი, დაუჯიკავა, რა დროსაც ეს უკანასკნელი ზურგით და-ეჯახა რკინის ჭიშკარს და თავის უკანა მხარე მიარტყა რკინის ბოძს, რის შედეგად გა-ნიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 9 აპრილს ზ----------------------------–-------ში გ------- ს----–-----მ არა-სრულწლოვან ოჯახის წევრ მ------ ბ-------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანის ძმის - 9 წლის კ---- ბ-------ს თანდასწრებით თმაზე ძლიერად მოქაჩა ხელი და სახეში ერთ-ხელ ძლიერად გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ------ ბ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ--- ჯ-----მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ-------- ს----–-----ს დამნაშავედ ცნობას მსჯავრად შერაცხულ დანაშაულებთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------- ს----–-----ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: დაზა-რალებულმა მ------ ბ-------მ დეტალურად განმარტა, თუ როდის და სად დაამყარა სქე-სობრივი კავშირი მასთან გ------- ს----–-----მ. მ------ ბ-------ს ჩვენება დასტურდება გ------- ს----–-----ს ბებიის - რ----- წ-–---ს ჩვენებითაც, რომელმაც მიუთითა, რომ მის შვილიშვილს ჰქონდა ალბათ სექსი მ------სთან. მ------ ბ-------სა და გ------- ს----–------ს შორის სქესობრივი კავშირის არსებობაზე მიუთითებს სასამართლო-სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მ------ ბ-------ს მოეშალა მუცელი.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ მ--- ჯ-----ს, რომელიც მხარს უჭერს სააპელაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

– მსჯავრდებულ გ------- ს----–-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჯ----–----- ჟ-----ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთე-ბულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე რ----- წ-–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ 3-4 თვე გ------- ს----–----- და დაზარა-ლებული მასთან ცხოვრობდნენ. გ------- და მ------ 2017 წელს დაოჯახდნენ. დაზარა-ლებული ეგონა 18-19 წლის, ასაკი არ უკითხავს. მათ უყვარდათ ერთმანეთი. არ იცის, ჰქონდათ თუ არა სქესობრივი კავშირი. ალბათ ექნებოდათ. ამის შესახებ არ იცის. ოთახი რომ დაალაგა, არაფერი უნახავს იქ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ------ ბ-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წელს დაქორწინდა გ------- ს----–------ზე. 9 თვე იყვნენ ერთად. 4 თვე კარგად იყვნენ. კ-----ში დედის სახლში მიიყვანა ბრალდებულმა. იმავე დღეს - 2017 წლის 18 ოქტომბერს დამყარდა სქესობრივი კავშირი. 14 წლის იყო მაშინ, ბრალდებული კი 26 წლის. ბრალდებულმა იცოდა მისი ასაკი. ის მე-8 კლასში იყო. ბრალდებულს შვილი დაყავდა მის სკოლაში. მერე გ. ს----–-----ს ფინან-სური პრობლემები ჰქონდა. იკამათეს რამდენჯერმე. ბრალდებული ცუდად ექცეოდა, უკმაყოფილო იყო მისი, მაგრამ არ იცის, რატომ. 2018 წლის 22-23 თებერვალს ქუთაისში ქორწილში იყვნენ. ბრალდებულმა დააგვიანა, რის გამოც უსაყვედურა. ამის თქმა ხალ-ხში როგორ გაბედეო, წავალო, უპასუხა ბრალდებულმა. დარჩენა სთხოვა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დაუჯიკავა და ბოძს მიანარაცხა, რის გამოც ტიროდა. ბებიას უნახავს ეს. ბრალდებული აგინებდა, ოჯახს ულანძღავდა. გინება ჩვეულებრივი ლაპარაკივით იყო მისთვის.

2018 წლის 9 აპრილს მ------ ს----–-----სთან იკამათა. ბრალდებულმა მას ხელი გაარ-ტყა, გამოიყვანა ოთახში, თმებში წვდა, სახეში გაარტყა ხელი, რაც ეტკინა. შემოვარდა თ-- ჯ------–-- და ძლივს მოაცილა. ბრალდებულის დედაც ხედავდა ამას. გ------- სხუ-ლუხიასგან ორსულად იყო. ნერვიულობისგან მოეშალა მუცელი. 2 თვის ორსული იყო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ------ ს----–-----ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული მის სახლში ცხოვრობ-და. 1 წლის წინ დაშორდნენ დაზარალებული და ბრალდებული. 14 წლის იყო დაზარა-ლებული, როცა ბრალდებულმა მოიყვანა. მათი დაშორების მიზეზი იყო ის, რომ დაზა-რალებული იყო ორსულად სხვისგან. დაზარალებულთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც ის უყვებოდა ყველაფერს. მისგან იცის, რომ ბრალდებულთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონდა და ნაწყენი იყო ამის გამო. კონფლიქტი არ ყოფილა, სანამ არ გაიგეს, რომ ორსულად იყო. გ-------ს უყვარდა დაზარალებული, მაგრამ რადგან დაზარალე-ბული იყო თავისუფალი ყოფაქცევის, ერჩივნა, მასთან ყოლოდა სქესობრივი კავშირის გარეშე გარკვეული პერიოდი. ასეთი შეთანხმება შედგა მათ ოჯახს და დაზარალებულის ოჯახს შორის. გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ სქესობრივი კავშირიც ექნებოდათ, მანამდე კი ამის გარეშე იცხოვრებდნენ. ამიტომ დაზარალებულის დაორსულება მოუ-ლოდნელი იყო ყველასთვის, რასაც მოჰყვა მათი დაშორება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულ გ------- ს----–-----ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცე-მული ჩვენების თანახმად, 2017 წლის ნოემბერში დაქორწინდა დაზარალებულზე. 8 თვე იყვნენ ერთად. დაზარალებული მასთან ცხოვრობდა, რადგან შეუყვარდა. დაზარალე-ბულის დედასთან ჰქონდა შეთანხმება, გაეზარდა და მიეხედა დაზარალებულისათვის, რადგან მშობლები ვერ აქცევდნენ ყურადღებას, არ ჰქონდათ საშუალება. სქესობრივი კავშირი დაზარალებულთან არ ჰქონია, ელოდებოდა გარკვეული ასაკის მიღწევას.

2018 წელს თებერვალში ქორწილში იყო. დაზარალებულის დედამ შეურაცხყოფა მიაყე-ნა ხალხში, წასვლას აპირებდა იქიდან. დაზარალებულმა ხელი მოკიდა. ხელი გააშვე-ბინა და დაუჯიკავა, რა დროსაც დაზარალებული წაიქცა, ჭიშკარს მიეჯახა. აპრილში მის დასთან მოუვიდა კამათი დაზარალებულს. ის სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულს. სოფელ კ-----ში დაზარალებულს თმაზე მოქაჩა ხელი, ხელი დაარტყა. გაიგო ორსულად რომ იყო დაზარალებული და ამიტომ დაშორდა, რადგან მათ არ ჰქონიათ სქესობრივი კავშირი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერწარმოდგენილი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივირებას გ------- ს----–-----ს სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარ-დგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაცის იმის თაობაზე, რომ მ------ ბ-------ს ჩვენების გარდა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დაზარალებულსა და გ------- ს----–-----ს შორის სქესობრივი კავშირის არსებობას.

ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მოწმე - რ----- წ-–--- მიუთითებს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ-------მ მ------ ცოლად მო-იყვანა და ვარაუდობს, რომ მათ შორის სქესობრივი კავშირი ალბათ იქნებოდა.

გ------- ს----–----- თავის ჩვენებაში კატეგორიულად უარყოფს მათ შორის სქესობრივი კავშირის არსებობას და განმარტავს, რომ მ------სთან ურთიერთობა იმიტომ გაუფუჭდა და იმიტომ დაშორდა, რომ გაიოგო მისი ორსულობის შესახებ, რაც გაუკვირდა.

მ------ ს----–-----მ ჩვენებაში განმარტა, რომ დაზარალებულთან კარგ დამოკიდებუ-ლებაში იყო და მისგან იცის, რომ გ------- ს----–-----სთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია და ნაწყენიც იყო ამის გამო. გ-------ს და მ------ს დაშორების მიზეზი ის იყო, რომ გაიგეს მ------ს ორსულობის თაობაზე, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო.

სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გო-ნივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ არ-სებობს საფუძველი სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფი-ლებისა და გ------- ს----–-----ს დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაულის ჩადენაში.

შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ გ------- ს----–-----ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და არ არსებობს გასაჩივრებულ განა-ჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი გ------- ს----–-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

daadgina:

გ------- ს----–-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------- ს----–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ------- ს----–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაუ-ლისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბა-მისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------- ს----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვე-თა 02 (ორი) წლის ვადით.

გ------- ს----–-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 მარტიდან.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili