განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
010100119003032462
ინსტანცია
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-633-2019 წელი

№010100119003032462

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

11 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ--- ა------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ნ--- ა------, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–---–-----–--–---–-----------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თა-ვისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ნ--- ა------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

– ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შე-დეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 12 მაისს დღის საათებში, ქ--------–---–----–--–---–-----------------ში ნ--- ა------მ სახეში ხელის დარტყმით და თმების მოქაჩვით ფიზიკური ძალადობა განახორ-ციელა თავისი არარეგისტრირებული ქორწინებაში მყოფი მეუღლის ჯ---–-- დ--------ის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2019 წლის 12 მაისს დღის საათებში, ქ--------–---–----–--–---–-----------------ში ნ--- ა------მ სახეში ხელის დარტყმით და ჩამოკაწვრით, თითებზე კბენით და თმების მოქაჩ-ვით ფიზიკური ძალადობა განახორციელა დ---- დ-------ის მიმართ, რამაც დაზარა-ლებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა-- ბ------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ნ--- ა------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ნ--- ა------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ--- ა------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინ-სტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და ნ--- ა------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამი-სად, ჩაუთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებუ-ლისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივ-ლისის განაჩენი ნ--- ა------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო სა-ჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ნ--- ა------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ნ--- ა------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრ-მა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერ-თობლიობით, ნ--- ა------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ნ--- ა------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს მაია სამნიძეს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 16 მაისს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნ--- ა------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში) ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 მაისიდან 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით.

მსჯავრდებულ ნ--- ა------ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგი-ლის მიხედვით – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვე-ვაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ბათუმის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili