განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
330100118002415698
ინსტანცია
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100118002415698

საქმე №1ბ/1414-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ი-----–------–----–----

მსჯავრდებულის: თ-----------–---–--

ადვოკატის: მ----------–---–---

 

მონაწილეობით,საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორის ი-----–------–----–---- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ თ------------–-----------–---–-- მიმართ, პ/№0----------- დაბადებული: 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–---------------–------------ -ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (სამი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, თ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სამი ეპიზოდი და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (2008 წლის 1 აპრილის ეპიზოდი) ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (2008 წლის 10 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ია 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (2009 წლის 4 მარტის ეპიზოდი) ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ თ------------–---–- სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

თ-----------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

თ-----------–---–-- განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას. ამ მიზნით, თ-----------–---–-- მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შესაქმნელად, გამოყენებულ იქნა 1994 წლის იანვრის თვით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მას ეკუთვნოდა, ამჟამად ქ. თ---–--–------------–----–-----–----–--------------------------------------------- მიწის ნაკვეთი.

თ-----------–---–-- მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შექმნის შემდგომ, 2008 წლის 1 აპრილს, მის სახელზე დარეგისტრირებული იქნა ქ. თ---–--------------–----–----------------------------–------------------------------- რომელიც შემდგომ გასხვისებულ იქნა.

თ-----------–---–- ხსენებული ხერხის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 30 000 ლარის ღირებულების 1---------------–------------------------------

თ-----------–---–-- განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას. ამ მიზნით, თ-----------–---–-- მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შესაქმნელად, გამოყენებულ იქნა 1----–-–-------------- დათარიღებული ყალბი N-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მას ეკუთვნოდა, მ–-----------------------------------–---------–---------------------- მიწის ნაკვეთი.

თ-----------–---–-- მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შექმნის შემდგომ, 2008 წლის 10 მაისს, მის სახელზე დარეგისტრირებული იქნა მ–----------------------------–-------–-------------------------–-------------------------------

თ-----------–---–- ხსენებული ხერხის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 10 149 ლარის ღირებულების 1398 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (-----------------

თ-----------–---–-- განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას. ამ მიზნით, თ-----------–---–-- მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შესაქმნელად, გამოყენებულ იქნა 1997 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული ყალბი N--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მას ეკუთვნოდა, ამჟამად ქ.თ---–--–-----------------–---------------------- მიწის ნაკვეთი.

თ-----------–---–-- მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შექმნის შემდგომ, 2009 წლის 4 მარტს, მის სახელზე დარეგისტრირებულ იქნა ქ------–-------------------–---------------------- მიწის ნაკვეთი (ს/კ 7------------- რომელიც შემდგომ გასხვისებული იქნა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორმა ი-----–------–----–----- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება და მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულ განაჩენში არ იკვეთება სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპების გამოყენება, პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის ზომის შერჩევისას უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ თ-----------–---–-- თითოეული დანაშაულის ჩადენისას ხელყო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სხვისი საკუთრების ხელშეუვალობის უფლება, რითაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თ-----------–---–- სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვს.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: გ-----------–----------–------------------------------------------------------–--------------–----------------------------------–------------------–--------–---–---------–---–-----–--------------- ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით და მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ თ-----------–---–-- ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე და მიზანშეწონილია მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება. ამასთან, პალატის აზრით, დანაშაულის სოციალურის ხასიათიდან, ჩადენის ხერხისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებუით, სასჯელი უნდა გამკაცრდეს და ჯარიმის ოდენობა უნდა გაიზარდოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულის საუარესოდ უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორის ი-----–------–----–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. თ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სამი ეპიზოდი და სასჯელის სახით განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (2008 წლის 1 აპრილის ეპიზოდი) ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (2008 წლის 10 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ია 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (2009 წლის 4 მარტის ეპიზოდი) ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ თ------------–---–- სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი)ლარის ოდენობით.

4.თ-----------–---–- საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ს------–-----–-------–---------------------------–------------------------------- სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ თ-----------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით, თ-----------–---–-- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ - გირაოს 20 000 ლარის ოდენობით უზრუნველსაყოფად, ნ--–-------–---–------------------- საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ქონებას - მ–-----–----------–-----–-------–- მდებარე მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით N-------------- საერთო ფართით 1500.00 მ2 და მ–-----–----------–-----–-------–- არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით N------------- საერთო ფართით 1500.00 მ2, მიწის ნაკვეთების ფართის იმ წილს, რომელიც გირაოს ფულადი თანხის ექვივალენტურია.

6.ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მარტის განჩინებით, თ-----------–---–-- (დაბადებული: 2--------- წელს, პ/ნ 0----------- სახელზე რეგისტრირებულ მ–--------------–-----–-------–---------------------------–-------------------------------

7.ნივთიერი მტკიცებულებები:

-თ-----------–---–-- პასპორტი - დაუბრუნდეს თ-----------–---–-.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი