განაჩენი

სისხლის სამართლის 21.10.2019
საქმის ნომერი
200100119002971707
ინსტანცია
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119002971707

საქმე №1ბ/1405-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: დ----------–-----ის

მსჯავრდებულ: ბ------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ბ-----------------------ის დაბადებულის 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქის (პ---------------------, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–-----------------------–-–--–-----–ი, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მარტის თვიდან, 2019 წლის 27 მარტის ჩათვლით, თ--–-----------------------–-–--–-----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბ------------ე მამას - ზ-----------ეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ზ-----------ე, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2019 წლის 27 მარტს, თ--–----------------------–-–--–-----ში, საკუთარ საცხოვრებელი სახლში, ბ------------ემ დანის გამოყენებით, მამას - ზ-----------ეს მარჯვენა მხრის არეში მიაყენა ღია ჭრილობა, რაც განეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით:

 

ბ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი ვადით.

 

ბ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

ბ------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ------------ეს დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

ბ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 27 მარტიდან, 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

ბ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ბ------------ის მიმართ გამოტანილ ზემოაღნიშნულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ბ------------ე დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, რომ ბ------------ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაენიშნა სიმბოლური სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრის გარეშე.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენი ბ------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და თავად ბ------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, - ბ------------ის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (კონკრეტულად რაში გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ------------ემ სხვა დანაშაულებთან ერთად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა ქმედების სამართლებრივ აღწერაში არათუ სრული სიზუსტით, მინიშნებითაც კი არ არის მითითებული თუ რაში გამოიხატა ბ------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენა, უფრო მეტიც, მითითებულია სხვა დანაშაულის თაობაზე. ამდენად, პროკურორის აპელირება, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზს ვერ იქნება გაზიარებული და ვერ დაედება საფუძვლად, ბ------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

რაც შეეხება აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბ------------ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულებისათვის დაენიშნა სიმბოლური სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულ(ებ)ის მოტივი, მიზანი, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და ბ------------ეს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელის სახე. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ბ------------ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბ------------ემ თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბ------------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთანავე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული შერიგებულია მსჯავრდებულთან და მსჯავრდებული ბ------------ე თვენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გასაჩივრებული განაჩენი ბ------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენი ბ------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენი ბ------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ბ-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

ბ------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

ბ------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ------------ეს დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

ბ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 27 მარტიდან, 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ბ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

მოწითალო ფერის ლაქები და ზ-----------ის ნერწყვის ნიმუში, რაც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, მცენარეები, წონით 0,06 გრამი, მცენარეული მასა წონით 42,22 გრამი, მცენარის თესლები, წონით 0,53 გრამი, გამონაწვილი 1 მლ, რაც ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

ზ-----------ის კუთვნილი ტანსაცმელი და ბ------------ის ტანსაცმელი, რაც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი