განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001982550
საქმე №1ბ/330-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე : მზია ლომთათიძემ
ვახტანგ ლობჟანიძის, ქეთევან სუპატაშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების - ვა–----------ას, თო---------------–---–ის,გი-----------------ის, ზა-----------ის
ადვოკატ - ელ------------ის
მსჯავრდებულ - დი---------------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ დი---------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ელ------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დი---------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 18 იანვარს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონეს, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ა------–---–---------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–---ის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით დი---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
დი---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
დი---------------–---–მა განიზრახა სს „ლ--------------ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან, 2016 წლის 20 სექტემბერს, ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, „M-----------------“-ის მოდელის (სახ. ნომრით W--------), ამ დრომდე დაუდგენელი მონაცემების ავტომანქანა, ფრ----------–--ის მეშვეობით წარადგინა სს „ლ-------------ში“ ავტოლომბარდის მუ-----ს ფილიალში სესხის აღების მიზნით, რის შემდგომაც, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, აღნიშნული ავტომანქანის უზრუნველყოფით ფრ----------–--ეზე ბანკისგან გაიცა სესხი 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დი---------------–---–ი, ხოლო ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი ავტომანქანის კუთვნილი ვინ კოდის მქონე „M-----------------”-ის ნამდვილი მონაცემების, წარმომავლობისა და ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „ლ-------------ს“ მიადგა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დი---------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ელ------------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტების განმარტებით, დი---------------–---–ის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის სასამართლომ დი---------------–---–ის მიმართ შერჩეულ აღკვეთის ღონისძიებას სრული 9 თვის განმავლობაში მიანიჭა სადამსჯელო, რეპრესიული შინაარსი; არაერთგზის უკანონოდ არ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი; არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №01-02/28 დასკვნა, რითაც შექმნა საფუძველი, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში არ ემსჯელა ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, როგორც შემამსუბუქებელ გარემოებაზე; სასამართლომ საექსპერტო დასკვნის შედეგების საპირისპიროდ, თავისი ინიციატივით, სპეციალისტების აზრის გათვალისწინების გარეშე გადაწყვიტა, რომ მძიმედ დაავადებული დი---------------–---–ის ადეკვატური მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში იყო შესაძლებელი. აპელანტების აზრით, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები მტკიცებულების დასაშვებობის, ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სხვათა შესახებ.
უშულოდ დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით, აპელანტები აღნიშნავენ, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეების აბსოლუტური უმრავლესობა ან საერთოდ არ იცნობს დი---------------–---–ს, არ უნახავს მისი დანაშაულებრივ ქმედებაში მამხილებელი ფაქტი ან/და იძლევა ცრუ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს; საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება დი---------------–---–ის საწინააღმდეგოდ; განაჩენი ემყარება ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი, ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობით შექმნილ ეჭვებს და ვარაუდებს, რაც სასამართლომ, კანონის მოთხოვნათა იგნორირებით არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ; სასამართლო განაჩენში უთითებს ისეთ მტკიცებულებებზე, რომლებსაც საქმესთან შემხებლობა არ აქვთ და არ ადასტურებს არათუ დი---------------–---–ის, არამედ საერთოდ არავის ბრალეულობას; განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ორი, აშკარად დაინტერესებული და დაშინებული მოწმის - ფრ----------–--ისა და გი----------------–---–ის ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს. აპელანტის განმარტებით, ბანკის წინაშე ვალდებულება აღებული აქვს ფრ----------–--ეს, დალომბარდებული ავტომანქანა მისია, ბანკის კრედიტ ოფიცერს სესხის აღებისას პირადად ეკონტაქტებოდა ფრ----------–--ე, მანვე მოაწერა ხელი სესხის ხელშეკრულებაზე, რა დროსაც დი---------------–---–ი გვერდით იჯდა, თუმცა მისთვის თანხაც არ გადაუციათ. გარდა ამისა, ავტომანქანის გირავნობის მოწმობა გამოწერილია ამ მანქანის მესაკუთრე ფრ----------–--ეზე და ბანკი ვალის დაბრუნებას სთხოვდა სწორედ ფრ----------–--ეს. აპელანტთა აზრით, დი---------------–---–ი არ არის მსესხებელი, არც დალომბარდებულ მანქანასთან, მის ყიდვასთან, სავარაუდო დაშლა-აწყობა-აღდგენასთან ან/და დაკარგვასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, ვარაუდის დონეზეც არ არის დადგენილი, რომ ავტომანქანაზე ვინ კოდი გადააკეთა დი---------------–---–მა და შემდეგ ეს ავტომანქანა მანვე გააქრო. აპელანტთა მითითებით, გასაჩივრებულ განაჩენში სრულიად დაუსაბუთებლადაა მითითებული იმის შესახებ, რომ თითქოს დი---------------–---–ი იყო ყველაფრის ორგანიზატორი.
მსჯავრდებული დი---------------–---–ი თავის სააპელაციო საჩივარში მიუთითებს მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც, მისი განმარტებით, არასწორად დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ, კერძოდ, ის ფაქტი, რომ თითქოს ის ეუბნებოდა ფრ----------–--ეს კრედიტ ოფიცრისათვის ეკარნახა ყალბი სამსახური მონაცემები, არწმუნებდა მას, რომ 3 წლით ქვეყანა დაეტოვებინა. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ფრ----------–--ის ჩვენება, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დადასტურდა მოწმეზე ზეწოლა, ასევე დასაკითხ პირთა სიიდან უნდა ამოეღო გამომძიებელი თა----------–---–ი, ვინაიდან ის ახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და დაკითხვამდე ისმენდა სასამართლოზე განვითარებულ მოვლენებს. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ასევე არ უნდა გაეთვალისწინებინა მოწმე გი----------------–---–ის ჩვენება, ვინაიდან ისინი დაპირისპირებულები იყვნენ წარსულში, რაც დღემდე გრძელდება.
აპელანტთა აზრით, საქმის მასალებით არ დასტურდება დი---------------–---–ის მხრიდან თაღლითობის ჩადენის ფაქტი, პირიქით, მრავალი მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ მას სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ავტომანქანის დაშლა-აწყობაში მას მონაწილეობა არ მიუღია. კრედიტ ოფიცრების - გი----------------–---–ის, ზუ----------------ისა და გი----------------–ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ სესხი სრული წესების დაცვით გაიცა და ის გარემოება, დი---------------–---–ი სთხოვდა თუ არა მათ, რომ ფრ----------–--ეზე მიეცათ სესხი, არაფერს ნიშნავდა, თუ თვითონ ფრ----------–--ე არ დააკმაყოფილებდა მსესხებლის ყველანაირ კრიტერიუმს. ის ფაქტი კი, მსესხებელი სესხის პროცენტს და ძირითად თანხას შემდგომში გადაიხდიდა თუ არა, ბანკის რისკფაქტორს და სამოქალაქო დავას წარმოადგენდა.
მსჯავრდებულ დი---------------–---–ის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტ ხვ------–---–---–ის ჩვენება, რომ მას ვინმე და-------------–---–მა მიმართა ავტომობილის აღდგენის მოთხოვნით და აღნიშნა, რომ ავტომანქანა იყო იდეალურ მდგომარეობაში, არანაირი ეჭვის საფუძველი არ იყო, რომ ამ მანქანას ვინ კოდი ჰქონდა გადაწებებული. აპელანტის აზრით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დი---------------–---–ი გი----------------–---–თან მივიდა სხვა მოდელის ავტომანქანით, ხოლო ბრალში მითითებულია სხვა მოდელის ავტომანქანა. სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა და-------------–---–ის ჩვენება, თითქოს მას 2016 წლის 19 სექტემბერს დი---------------–---–მა დაავალა მერსედეს ბენც S 550 მოდელის ავტომანქანის აღდგენა, მან ეს დავალება შეასრულა და დაუბრუნა ავტომანქანა. აღნიშნული ჩვენების სიცრუე დადასტურდა იმ ფაქტით, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს 13:00 საათზე დი---------------–---–ი იმყოფებოდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომაზე. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა წინააღმდეგობები კრედიტ-ოფიცრების ჩვენებებს შორის, მხედველობაში არ მიიღო და-----–-------–ის გამოქვეყნებული ჩვენება, არასწორად განმარტა ზუ--------------ის ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ მერსედეს S კლასის მოდელი არასოდეს მიუყვანია მასთან დი---------------–---–ს, არ გაითვალისწინა მოწმე ბა--------------–--ის განმარტება, რომ ის იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, მისი ქმედებების ადეკვატურობის შესახებ არ იცოდა და სასამართლოს უნდა შეეფასებინა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავტომანქანა „რეინჯ როვერის“ გაფორმების პროცედურებს ესწრებოდა ფრ----------–--ესთან, გო--------------სთან და ირ-----------–---–თან ერთად. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ასევე მოწმე და-----–-------–ის გამოკითხვის ოქმებს შორის არსებული წინააღმდეგობა, არასწორად იმსჯელა ზუ-----------ისათვის ავტომანქანის დაბრუნების საკითხზე, ყურადღება არ გაამახვილა გამოძიების დროს ჩადენილ პროცედურულ დარღვევებზე, მსჯავრდებულზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე, საქმეში მოთავსებულ მასალაზე, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ გააჩნია განსახილველ საქმესთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებმა მიიჩნიეს, რომ საქმის მასალებით არ იკვეთებოდა დი---------------–---–ის მხრიდან თაღლითობის ჩადენის ფაქტი, თუ კრედიტ ოფიცრებმა იცოდნენ, რომ ფრ----------–--ის მიერ აღებული სესხი დი---------------–---–ის იყო, შესაბამისად, თაღლითობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო კანონიერად გაცემული სესხის გადაუხდელობისას წარმოშობილი დავა სამოქალაქო ხასიათისაა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული დი---------------–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ელ------------ე დაეთანხმნენ მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში განიხილა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დი---------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა პოზიციას მსჯავრდებულ დი---------------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ დი---------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება.
სააპელაციო საჩივარში ძირითადი აქცენტი კეთდება იმ გარემოებაზე, რომ დი---------------–---–ის სასარგებლოდ ფრ----------–--ის მიერ სესხის კანონიერი გზით მიღება არ წარმოადგენს თაღლითობას, ხოლო აღნიშნული სესხის დაფარვის შეუძლებლობა კი სამოქალაქო დავის ფარგლებში ექცევა. ამ მიმართებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს თაღლითობის ცნება, კერძოდ, ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რასაც პალატის აზრით მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, კერძოდ:
პალატა ეხმიანება სააპელაციო საჩივრის მთავარ არგუმენტს საქმეში თაღლითობის ნიშნების არარსებობისა და სესხის გაცემის კანონიერებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ თაღლითობის შემადგენლობას მოცემულ შემთხვევაში იძლევა არა ფრ----------–--ის მიერ დი---------------–---–ის სასარგებლოდ სესხის აღების ფაქტი ან შემდგომში მისი გადახდისუუნარობა, არამედ თაღლითობის ობიექტური შემადგენლობის ისეთი მთავარი ნიშანი, როგორიც არის მოტყუება, კერძოდ, ყალბი მონაცემების მიწოდებით სესხის აღება /მხედველობაშია ფრ----------–--ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა/ და ის გარემოება, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი ავტომანქანა ეკუთვნოდა დი---------------–---–ს, აღნიშნული ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი ავტომანქანის კუთვნილი ვინ კოდის მქონე „M-----------------”-ის ნამდვილი მონაცემების, წარმომავლობისა და ადგილმდებარეობის დადგენა კი ვერ მოხდა. ბუნებრივია, ასეთი პირობების არსებობის შემთხვევაში დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ დი---------------–---–ს ბანკის მიმართ დავალიანება არ აქვს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მსჯელობას, თითქოს განაჩენი ემყარება მხოლოდ ორი დაინტერესებული მოწმის - ფრ----------–--ისა და გი----------------–---–ის ჩვენებებს, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში არსებითი სახის წინააღმდეგობა არ არის, ისინი დეტალურად აღწერენ მომხდარს, ავსებენ ერთმანეთს და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დი---------------–---–ს განზრახული ჰქონდა სს „ლ--------------ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხვისას ფრ----------–--ემ განმარტა, რომ სწორედ დი---------------–---–ის მითითებით გადაიფორმა ავტომანქანა, მიაწოდა ბანკის თანამშრომელს ყალბი მონაცემები, აიღო სესხი ბანკიდან, თანხა გადასცა დი---------------–---–ს, რისთვისაც მას ამ უკანასკნელმა გადაუხადა გარკვეული თანხა. მან ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ დი---------------–---–ი არ აპირებდა ბანკისთვის სესხის დაბრუნებას. ხოლო, მოწმის სახით დაკითხვისას გი----------------–---–მა დაადასტურა, რომ დი---------------–---–ს იცნობდა რამდენიმე წელი, წარსულში საერთო ბიზნესიც აკავშირებდათ. მას დაუკავშირდა დი---------------–---–ი და განუმარტა, რომ მას და მის მეგობარს ჰქონდათ პრობლემური ყადაღები, იყვნენ შავ სიაში და მათზე სესხი არ გაიცემოდა, რის გამოც, მიაწვდიდა ფრ----------–--ის მონაცემებს და გადაემოწმებინა მისი ისტორია, ხოლო პასუხისმგებლობას აღნიშნულ პირზე იღებდა თვითონ. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან.
პალატას თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულად წარმოსაჩენად, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ვრცლად მიმოიხილოს მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ:
მოწმე ფრ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში დიღმის მასივში შემთხვევით შეხვდა დი---------------–---–ს, რომელსაც უთხრა, რომ ჰქონდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სთხოვა დახმარება. გაცვალეს ტელეფონის ნომრები და შეთანხმდნენ, რომ დაუკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ქუთაისში ყოფნისას დაუკავშირდა დი---------------–---–ი და სთხოვა ჩამოსულიყო თბილისში. შეთანხმებისამებრ შეხვდნენ საბურთალოზე. მას შემდეგ რაც დი---------------–---–მა გაარკვია, რომ ფრ----------–--ე არ იყო გაშავებული ბანკში და სუფთა ისტორია ჰქონდა, შესთავაზა, რომ „რენჯ როივერის“ მარკის ავტომანქანა გადაეფორმებინა მის სახელზე, რომელსაც შემდგომ დაალომბარდებდა, რის სანაცვლოდ, გადაუხდიდა 1000 აშშ დოლარს. რამდენიმე დღეში მივიდა სს „ლ--------------ს“ ვაკის ფილიალში, სადაც დახვდნენ გო--------------, დი---------------–---–ი, ბა--------------–--ე და ქალბატონი ი------ რომლის სახელზეც იყო აღნიშნული ავტომანქანა გაფორმებული. დი---------------–---–მა დაარიგა, დამაჯერებლობისთვის ბანკის თანამშრომლისთვის უნდა მიეწოდებინა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს ჰქონდა ხე-ტყის ბიზნესი და ჰქონდა დამატებითი შემოსავალი 3500 ლარი და ვითომდა მუშაობდა შპს „დ--–----“-ში, სადაც მისი კუთვნილი ხელფასი შეადგენდა 2500-2600 ლარს. მივიდნენ ბანკში, სადაც გაირკვა, რომ სამი დღე სჭირდებოდა ავტომანქანის მასზე გადაფორმებას. ბანკის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა დაყადაღებული იყო მუ-----ს ფილიალში და იქ უნდა მისულიყვნენ. იმავე დღეს, გო--------------სთან, დი---------------–---–თან, ბა--------------–--ესთან და ი-----სთან ერთად მივიდა სს „ლ--------------ს“ მუ-----ს ფილიალში, სადაც შეავსებინეს განაცხადი და განუმარტეს, რომ სამი დღის შემდეგ იქნებოდა პასუხი. 2016 წლის სექტემბერში, სამი დღის შემდეგ დაუკავშირდა დი---------------–---–ი, უთხრა, რომ ჩამოსულიყო თბილისში, სადაც დახვდებოდა გო--------------. შეხვდა გო--------------ს, რომელსაც ახლდა ახალგაზრდა ბიჭი, სახელად გია, რომლის გვარი არ იცის. წავიდნენ „ლაგუნა ვერესთან“, სადაც დახვდათ ი------ რომელიც ჩაისვეს ავტომანქანაში და წავიდნენ რუსთავის სააგენტოში მანქანის გადასაფორმებლად. ჩავიდნენ რუსთავში, გადაიფორმეს „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა. გო--------------მ გადაიხადა გადაფორმების თანხა, რის შემდეგ ჩამოვიდნენ „ლ--------------ს“ მუ-----ს ფილიალში, სადაც გააკეთა განაცხადი 20 000 ლარზე, თუმცა აღნიშნული თანხა არ იყო საკმარისი, ვინაიდან გასასტუმრებელი იყო წინა ვალი. დი---------------–---–ი ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ვიღაცას, თუმცა ვის, მისთვის უცნობია, რის შემდეგ, უთხრა, რომ განაცხადი გაეკეთებინა 25 000 ლარზე. დი----------------–---–ის მითითებით გააკეთა განაცხადი 25 000 ლარზე, რომელიც დაუმტკიცდა. სს „ლ-------------მა“ დაიტოვა 17 000 ლარი, ხოლო 7000 ლარი გამოიტანა და გადასცა გო--------------ს, ვინაიდან დი---------------–---–ი იმ დროს მათთან ერთად არ იმყოფებოდა. გო--------------მ ჰკითხა მას, რამდენი ეკუთვნოდა, რაზედაც უპასუხა, რომ ეკუთვნოდა 1000 აშშ დოლარი, რის გამოც, გო--------------მ ავტომანქანაში გადასცა მას 3000 ლარამდე თანხა.
დაახლოებით ათი დღის შემდეგ, კვლავ დაუკავშირდა დი---------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ჰყავდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც მისი სახელით უნდა დაელომბარდებინა, რაშიც გადაუხდიდა 1000 აშშ დოლარს. გო--------------მ და დი---------------–---–მა მიაკითხეს „BMW“-ს მარკის ავტომანქანით და წაიყვანეს რუსთავში. ვინაიდან აღნიშნული ავტომანქანის მესაკუთრე გურიაში იმყოფებოდა, ავტომანქანის გადაფორმება მოხდა დისტანციურად. გადაიფორმა აღნიშნული ავტომანქანა, აიღო ახალი ნომრები და პასპორტი. „მერსედესის“ გადაფორმების ორგანიზება მოხდა დი---------------–---–ის მიერ. რუსთავიდან ჩამოსვლის შემდეგ მივიდნენ ქ. თბილისში, ბ--–--–---–--------ზე მდებარე ავტოსახელოსნოში, სადაც გაჩერებული იყო შავი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გაუკეთეს ნომერი, რის შემდეგ, დი---------------–---–თან და ვინმე გიასთან ერთად წავიდა სს „ლ--------------ს“ მუ-----ს ფილიალში, სადაც დი---------------–---–ის მითითებით გააკეთა განაცხადი 32 000 ლარზე, თუმცა სესხი არ დაუმტკიცდა. კრედიტ ოფიცერმა შესთავაზა, რომ შესაძლებელი იყო 25 000 ლარის აღება. დი---------------–---–მა ბანკში შესვლამდე დაარიგა, თუ რა და როგორ უნდა ესაუბრა. უთხრა, რომ დიდი ოდენობით შემოსავალზე მიეთითებინა, რადგან მარტივად დაუმტკიცებდნენ სესხს. ვინაიდან „რენჯროვერი“ ახალი გადაფორმებული ჰყავდა, ეჭვები რომ არ გამოეწვია, დი---------------–---–ის მითითებით მოატყუა ბანკის თანამშრომელი, რომ ვითომდა მისი შვილისთვის უნდოდა ავტომანქანის შეძენა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დაუმტკიცდა 25 000 ლარი, თუმცა ვინაიდან გვიანი იყო, თანხის გამოტანა ვერ მოასწრო, რის გამოც, დაიბარეს მერე დილით. დილით მივიდა სს „ლ-------------თან“, სადაც ასევე მივიდა დი---------------–---–ი. გამოიტანა თანხა, რომელიც გადასცა დი---------------–---–ს, რომელმაც, თავის მხრივ, შეთანხმებისამებრ მას გადასცა მისი კუთვნილი 3000 ლარი. მას დი---------------–---–ისთვის თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი, რომ აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას. დი---------------–---–მა უთხრა, რომ წასულიყო საზღვარგარეთ და არ ჩამოსულიყო სამი წლის განმავლობაში, ვინაიდან ავტომანქანა მის სახელზე იყო გაფორმებული, დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა შექმნოდა პრობლემები, ხოლო თუ არ იქნებოდა საქართველოში, პასუხს ვერავინ მოსთხოვდა. დი---------------–---–მა განუმარტა, რომ „რენჯროვერს“ მიხედავდა გო--------------, ხოლო „მერსედესს“ თვითონ. მთავარია წასულიყო საზღვარგარეთ და არ გამოჩენილიყო. მოწმის განმარტებით, დი---------------–---–ს წინასწარ ჰქონდა განზრახული სს „ლ--------------ს“ მოტყუება და თავიდანვე არ აპირებდა თანხის დაბრუნებას. მისი ინფორმაციით, „რეინჯროვერის“ გადაყვანას აპირებდნენ უკრაინაში, ხოლო „მერსედესთან“ დაკავშირებით არ ფლობს ინფორმაციას. ავტომანქანის აღდგენას, გაფორმებას და დაყადაღებას ორგანიზებას უწევდა დი---------------–---–ი.
2016 წლის სექტემბრის ბოლოს იგი გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში. ორი-სამი კვირის შემდეგ გო--------------ს ფეისბუქით დაუკავშირდა ბა--------------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ გო--------------ს ჰქონდა პრობლემები და სთხოვა მინდობილობის გაკეთება, რადგან უნდოდა ავტომანქანის გადაფორმება. სკაიპის მეშვეობით გაუფორმა მინდობილობა, რომლითაც მიანიჭა ავტომანქანის გასხვისების უფლება, რომლის გაყიდვასაც აპირებდნენ უკრაინაში. სამ-ოთხ დღეში ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა გო--------------, რომელმაც განუმარტა, რომ უნდოდა მინდობილობის გაფორმება, რაზეც უპასუხა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო მისვლა. აღნიშნულის შემდეგ აღარ დაკავშირებია. ორი-სამი თვის განმავლობაში იწვა თურქეთში, ხოლო შემდეგ ჩავიდა შვილი და ჩამოიყვანა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 2017 წლის 30 იანვარს დაიკითხა მოწმის სახით, ხოლო შემდეგ ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში გამომძიებელს მიუთითა იმ ადგილის შესახებ, სადაც მოხდა ნომრის შეცვლა. აღნიშნულზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი. მონაწილეობა მიიღო ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერებაში, რა დროსაც, მიუთითა ჩანაწერში აღბეჭდილი პიროვნებების ვინაობები. აღნიშნულზე გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი. მოწმის ჩვენებით, მან დი---------------–---–ისა და გო--------------ს საუბრებიდან გამომდინარე იცოდა, რომ სს „ლ-------------ს“ თანხა არ დაუბრუნდებოდა, ხოლო ავტომანქანები გადაიმალებოდა და აღარ დაბრუნდებოდა.
მოწმე ფრ----------–--ის ჩვენება დასტურდება 2017 წლის 31 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.
ხოლო, მოწმე გი----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს მუშაობა დაიწყო სს „ლ-------------ში“ საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე, ხოლო 2015 წელს გადავიდა ავტოლომბარდის დაკრედიტების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა საკრედიტო პორთფელის ზრდაზე ზრუნვა, ჯანსაღი პორთფელის შექმნა, საკრედიტო ოფიცრების კონტროლი, სესხის განხილვაში მონაწილეობის მიღება. თუკი სესხის თანხა არ აღემატებოდა 10 000 ლარს, გადაწყვეტილებას იღებდა დამოუკიდებლად. თუ სესხის თანხა აღემატებოდა 10 000 ლარს, ასეთ შემთხვევაში არსებობდა საკრედიტო კომიტეტის დონეები: პირველ დონეს წარმოადგენდა თავად, მეორე დონე იყო ავტოლომბარდის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დროს დირექტორის მოადგილე ზუ----------------ე და მესამე დონის კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილება საბოლოო იყო და შეეძლო ნებისმიერ დროს შეხედულებისამებრ შეეცვალა ეს იყო სს „ლ--------------ს“ დირექტორი - და-------------–-–--ლი. სს „ლ-------------ში“ ავტომანქანის დალომბარდების პროცედურა იყო შემდეგნაირად: მსესხებელს აუცილებლად უნდა წარედგინა ავტომანქანა, რომელიც უნდა განთავსებულიყო გარე პერიმეტრზე, სადაც ბანკის კამერები შეძლებდა მის დაფიქსირებას, ასევე, კამერებს უნდა დაეფიქსირებინა მსესხებელი, რომელზეც უნდა ყოფილიყო ავტომობილი გაფორმებული. მესამე პირს არ შეეძლო თავის მფლობელობაში არსებული ავტომობილი სხვა პირის სასარგებლოდ დაეგირავებინა ბანკში. ეს იყო მკაცრი მოთხოვნა. პროცედურულად ხდებოდა შემდეგნაირად: კრედიტ-ოფიცერი იღებდა განაცხადს, რა თქმა უნდა თუ კრედიტ-ოფიცერი წინააღმდეგი იყო სესხის გაცემის, მას უფლება ჰქონდა ბანკის მენეჯმენტისგან მითითებული სხვადასხვა პარამეტრები, რომლითაც შეეძლო ადგილზე მიეღო გადაწყვეტილება და მათთან საერთოდ არ გაეგზავნა განაცხადი განსახილველად, მაგრამ თუ რაიმე ეჭვს არ შეიტანდა და სესხი გაცემადი იყო, ამ შემთხვევაში განაცხადს აგზავნიდა საკრედიტო კომიტეტში. განაცხადის განხილვაში სამი პირი იღებდა მონაწილეობას სესხის რაოდენობის მიხედვით. ავტომობილი გირავდებოდა სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ, კრედიტ-ოფიცერი ვალდებული იყო მაქსიმალურად ადგილზე შეემოწმებინა ავტომობილის მდგომარეობა და დარწმუნებულიყო იმ ინფორმაციის ნამდვილობაში, რა ინფორმაციასაც მიაწვდიდა მსესხებელი. ბანკი იყო ავტორიზებული მომხმარებელი მომსახურეობის სააგენტოსი. ავტომობილის დაგირავება ხდებოდა პროგრამულად. მათ მიერ ანუ კრედიტ-ოფიცრის მიერ ფორმდებოდა ხელშეკრულება, მსესხებელს უჯდებოდა თანხა ბანკში პირად საბანკო ანგარიშზე. დი---------------–---–მა აბსოლუტურად კარგად იცოდა ავტომობილის დაგირავების პროცედურები, როგორ ხდებოდა სესხის გაცემა და საერთოდ ავტო ლომბარდის მუშაობა. იცოდა როგორც ამოღების პროცედურები, ასევე, საერთო სესხზე მომსახურება.
2016 წელში, იქნებოდა ზაფხული, ზუსტად თვე და რიცხვი არ ახსოვს, დაუკავშირდა დი---------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ სურდა ავტომობილის დალომბარდება. რომელი მოდელის ავტომობილის დალომბარდება სურდა არ ახსოვს, თუმცა უარი უთხრა დალომბარდებაზე გამომდინარე იქედან, რომ შეზღუდვა ჰქონდათ ავტომობილის მოდელებზე, ყველა ავტომანქანაზე სესხი არ გაიცემოდა. ამის შემდგომ დი---------------–---–ი კვლავ დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა მასთან შეხვედრა და გასაუბრება, რაზეც თანხმობა განუცხადა, თუმცა გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან არ შეეძლო ბანკიდან გასვლა, სთხოვა, რომ ბანკში მისულიყო. აღნიშნულზე დი---------------–---–ი დათანხმდა. სს „ლ--------------ს“ მეორე სართულზე შეხვედრების ოთახში შეხვდა დი---------------–---–ს და ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ მის მეგობარს სურდა მათთან უკვე დალომბარდებული 2008 წლის მოდელის თეთრი ფერის ავტომანქანა „რენჯ როვერ სპორტის“ დალომბარდება. აღნიშნული ავტომანქანა მისთვის ნაცნობი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ეს ავტომანქანა მათთან უკვე დაგირავებული იყო 4-5-ჯერ. აღნიშნული ავტომობილი წარმოადგენდა მათი კლიენტის მე-------–----ის საკუთრებას. მე-------–----ე იყო ბანკისთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული კლიენტი, გამომდინარე იქედან, რომ კარგი გადამხდელი იყო. ჰქონდა ავტომანქანების ბიზნესი, ჰყავდა ძალიან ბევრი ავტომობილი და ხშირად სარგებლობდა სს „ლ--------------ს“ მომსახურებით. აღნიშნული ავტომანქანების დაგირავებით ავითარებდა თავის ბიზნესს, თუმცა არასდროს პრობლემა არ შექმნია გადახდაზე, ერთი შემთხვევის გარდა, როგორც თვითონ განმარტა, თანხას ელოდებოდა და დაუგვიანეს, რაზეც ბანკმა მოახდინა რეაგირება და ჩამოართვა აღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული ავტომობილი გადაიყვანეს ავტოსადგომზე. მე-------–----ე მივიდა, გადაიხადა თანხა და წაიყვანა ავტომობილი. იმ პერიოდში, როდესაც დი---------------–---–ი მასთან მივიდა, აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებული იყო ირ-----------–---–ის სახელზე, რომელმაც შეიძინა იგი მე-------–----ისგან. დი---------------–---–მა უთხრა, რომ აღნიშნული ავტომანქანა შეიძინა მისმა მეგობარმა. აღნიშნულ პირს უნდოდა სესხის თავის სახელზე გატანა და ჰკითხა რამდენის გატანა იყო შესაძლებელი. მოწმის ჩვენებით, მან დი---------------–---–ს განუმარტა, რომ შესაძლებელი იყო 25 000 ლარის გაცემა. ვინაიდან მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დი---------------–---–ს ძალიან ბევრ ავტომანქანასთან ჰქონდა შეხება სხვადასხვა ბანკებთან, ცდილობდა მაქსიმუმამდე შეემცირებინა რისკები. აღნიშნული ავტომანქანა მანამდე ნანახი ჰყავდა ორჯერ, პირველად ჭავჭავაძის ქუჩაზე სს „ლ--------------ს“ წინ, ხოლო მეორედ დიღმის მასივში, რომელსაც მართავდა ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა ბიჭი, რაზეც ჩათვალა, რომ იგი იყო მოჭიდავე, რადგან დი---------------–---–ი მოჭიდავეა და მის ნათქვამში ეჭვი აღარ შეჰპარვია, უთხრა, რომ სესხის გაცემა არ იყო პრობლემა. თუმცა გააფრთხილა, რომ აღნიშნული ავტომანქანის დაყადაღებით არ შეექმნა მისთვის ან ბანკისთვის პრობლემები, რაზეც დ-------იმ უპასუხა, „არა გრცხვენია, ასეთი რამ არ მოხდებაო“. დი---------------–---–ს განუმარტა, რომ არ შეიძლებოდა აღნიშნული ავტომანქანით საზღვრის გადაკვეთა, საზღვარგარეთ წაყვანა სს „ლ--------------ს“ თანხმობის გარეშე და ავტომანქანის დაშლა, რაზედაც უპასუხა, რომ „არ გრცხვენია, შენ ესეთ რამეს როგორ გაკადრებ, ასეთ რამეს როგორ გავაკეთებ, რა სისულელეა, ასეთ რამეზე არც იფიქროო“. დი---------------–---–ს მოსთხოვა მისი მეგობრის მონაცემები გადამოწმების მიზნით, რაზეც დი---------------–---–მა განუმარტა, რომ მას და მის მეგობარს ჰქონდათ პრობლემური ყადაღები, იყვნენ შავ სიაში და მათზე სესხი არ გაიცემოდა, რის გამოც, მიაწვდიდა ფრ----------–--ის მონაცემებს და გადაემოწმებინა მისი ისტორია, ხოლო პასუხისმგებლობას აღნიშნულ პირზე იღებდა თვითონ. მიაწოდა ფრ----------–--ის პირადი ნომერი, გადაამოწმა პროგრამაში, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ სესხი უპრობლემოდ გაიცემოდა. დი---------------–---–მა საუბრისას სთხოვა, რომ დახმარებოდა მის მეგობარს ირ-----------–---–ის გასტუმრებაში და ავტომანქანის ფრ----------–--ეზე გადაფორმებაში, რადგან ეს ყველაფერი სჭირდებოდა დროებით. ერთი კვირის შემდეგ სესხის გადატანას აპირებდა „ჯ-------------ში“, რომელიც აძლევდათ მინიმუმ 30000 ლარამდე თანხას. აღნიშნული ინფორმაციის მოსმენა არ გაკვირვებია, გამომდინარე იქედან, რომ „ჯ-------------ი“ იყო მათი კონკურენტი, რომელიც გასცემდა არარეალურ სესხებს ავტომობილებზე. დი---------------–---–ს ჰკითხა პირდაპირ, „ჯ-------------იდან“ რატომ არ იღებდნენ სესხს, რაზეც მან უპასუხა, რომ თუკი ერთ თვეზე ნაკლები არის ავტომობილის გაფორმებიდან გასული, სესხს არ გასცემდნენ, რაც მისი ინფორმაციით შეესაბამებოდა სინამდვილეს. დი---------------–---–მა უთხრა, რომ დახმარებოდა აღნიშნული სესხის აღებაში, რის სანაცვლოდ აჩუქებდა 1000 ლარს. 5 სექტემბერს დი---------------–---–მა მიაწოდა ფრ----------–--ის მონაცემები, რომელიც გადაამოწმა და დადგინდა, რომ სესხის გაცემა შესაძლებელი იყო. მან დი---------------–---–ს უთხრა, რომ შეეძლოთ მისულიყვნენ ბანკში. ვინაიდან ავტომანქანა უკვე დაგირავებული იყო 15 000 ლარად, საჭირო იყო ავტომობილის ფრ----------–--ის სახელზე გადაფორმება. ავტომობილი ვერ გადაფორმდებოდა, თუკი ბანკი არ გააკეთებდა წერილობით თანხმობას, რომელსაც სჭირდება ერთი ან 2 სამუშაო დღე. იურიდიული დეპარტამენტი ამოწმებს და ამზადებს წერილს, რომელსაც სჭირდება დირექტორის ხელმოწერა. დი---------------–---–ი დაუკავშირდა წერილთან დაკავშირებით და სთხოვა დაეჩქარებინა. გაამზადეს წერილი, რის შემდეგ ავტომობილი გაფორმდა ფრ----------–--ის სახელზე. დი---------------–---–მა ჰკითხა, რომელ ფილიალში მისულიყო, რაზეც უპასუხა, რომ ავტომობილი დაგირავებული იყო მუ-----ს ფილიალში და განუმარტა, რომ მისულიყვნენ მუ-----ს ფილიალში. მივიდნენ მუ-----ს ფილიალში. კრედიტ-ოფიცერმა გაიარა ყველა პროცედურა ადგილზე, არაფერში ეჭვი არ შეუტანია, ავტომობილი იგივე მდგომარეობაში იყო, რის გამოც, გაუგზავნეს განაცხადი. ფრ----------–--ე მისული იყო ადგილზე, რომელმაც მიაწოდა მისი სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია, რომ თითქოსდა მუშაობდა შპს-ში და ჰქონდა ანაზღაურება. მათ მიერ გადამოწმებული იქნა შპს და დადგინდა, რომ ნამდვილად არსებობდა მსგავსი დასახელების შპს. აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდა სამი პირი, რადგან თანხა აღემატებოდა 10 000 ლარს. ვინაიდან ფიქრობდა, რომ სესხის დაფარვასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნებოდა, თანხმობა განაცხადა სესხის გაცემაზე, რასაც დაეთანხმა ზუ----------------ე და დირექტორი. ფრ----------–--ეს ანგარიშზე დაუჯდა 25 000 ლარი, რომლის ნაწილით გადაფარა წინა დავალიანება, ხოლო დანარჩენი გაიტანა ანგარიშიდან. მეორე დღეს დაუკავშირდა დი---------------–---–ი, რომელსაც ჰკითხა როგორ ჩაიარა და რამე პრობლემა ხომ არ ჰქონიათ, რაზედაც დი---------------–---–მა დაუდასტურა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ შეპირებულ თანხას აუცილებლად გადასცემდა. აღნიშნულზე უპასუხა, რომ არ იყო საჭირო და სთხოვა თუ საშუალება ჰქონდა, ესესხებინა 800 ლარი. დი---------------–---–მა ანგარიშზე გადაურიცხა აღნიშნული თანხა და განუცხადა, რომ არ ეფიქრა აღნიშნული თანხის უკან დაბრუნებაზე, რადგან აღნიშნული თანხა აჩუქა დახმარების სანაცვლოდ. აღნიშნული ფაქტიდან 4-5 დღის შემდეგ კვლავ დაუკავშირდა დი---------------–---–ი, რომელსაც კონკრეტულ ავტომანქანაზე აინტერესებდა გაიცემოდა თუ არა სესხი, რაზეც განუმარტა, რომ არ გაიცემოდა. დაახლოებით ერთი კვირის - ათი დღის შემდეგ კვლავ დაუკავშირდა დი---------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა მისი კუთვნილი 2008 ან/და 2010 წელს გამოშვებული S კლასის „მერსედესის“ დალომბარდება, რაშიც ეჭვი არ შეჰპარვია, ვინაიდან, წინა მისვლაზე ხელში ეჭირა „მერსედესის“ გასაღები და საერთო ნაცნობებისგანაც ფლობდა ინფორმაციას, რომ მას საკუთრებაში გააჩნდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა. დი---------------–---–მა განუმარტა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა იყო 6.3 „აემჯის“ კომპლექტაციის და უნდოდა 30 000 ლარამდე სესხი. მან უპასუხა, რომ გამორიცხული იყო ამხელა თანხის მიღება და მაქსიმალური თანხა რის დამტკიცებაც შეიძლებოდა, იყო 25 000 ლარი. დი---------------–---–ი მოცემულ შემთხვევაშიც შეპირდა, რომ დახმარების შემთხვევაში გადასცემდა 1000 ლარს საჩუქრად. შეეკითხა დი---------------–---–ს, ხომ არ შეექმნებოდა პრობლემა, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა იყო, რომლითაც დიდიხანია სარგებლობდა და პრობლემები არ შეექმნებოდა. მოწმის ჩვენებით, მან განუმარტა, რომ მისულიყო მუ-----ს ფილიალში და პრობლემა არ იქნებოდა. დი---------------–---–მა უთხრა, რომ თუ შეიძლებოდა სესხი გაფორმებულიყო კვლავ ფრ----------–--ის სახელზე. აღნიშნულზე მან განუმარტა, რომ თუკი ფრ----------–--ე თანახმა იყო, რა თქმა უნდა შეიძლებოდა. 20 სექტემბერს მივიდნენ სს „ლ-------------ში“ და შეავსეს განაცხადი, რომელშიც სესხის თანხად მითითებული იყო 32 000 ლარი, რის გამოც, უსაყვედურა კრედიტ-ოფიცერს, უარით უპასუხა განაცხადს და მოსთხოვა განაცხადის განმეორებით შევსება. უარის მიღების შემდეგ დაუკავშირდა დი---------------–---–ი, რომელსაც უთხრა, რომ განაცხადი შეევსო 25 000 ლარზე, რის შემდეგ, შეივსო ახალი განაცხადი და გადაიგზავნა მათთან. ვინაიდან ფრ----------–--ე უკვე მათი კლიენტი იყო, 21 სექტემბერს დაუმტკიცდა სესხი. დი---------------–---–ის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანის გადაყვანას აპირებდა „ჯ-------------ში“, საიდანაც უნდა აეღო 30 000 ლარის ოდენობით სესხი. დი---------------–---–მა შეპირებისამებრ ჩაურიცხა 1000 ლარი. მოვიდა გადახდის თარიღი 8 ოქტომბერი, გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ თანხა არ იყო შეტანილი ანგარიშზე, რის გამოც, დაუკავშირდა დი---------------–---–ს, რომელმაც გაიკვირვა და უპასუხა, რომ სესხის თანხა შეტანილი უნდა ყოფილიყო და გარკვევდა, თუმცა ამის შემდეგ ვეღარ დაუკავშირდა. შემდეგ მეგობრისგან - გ------- ბალიაშვილისგან გაიგო, რომ დი---------------–---–ი დაკავებული იყო. იგი ცდილობდა საკუთარი ძალებით მოეძებნა დი---------------–---–ის მეგობარი, თუმცა აღნიშნული შეუძლებელი იყო გამომდინარე იქედან, რომ მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. სს „ლ--------------ს“ წარმომადგენლებიც ცდილობდნენ მის მოძებნას და სესხის თანხის ფრ----------–--ისგან ამოღებას, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში „Viber”-ის მეშვეობით დი---------------–---–ის მეგობრისგან, რომელსაც თვითონ არ იცნობდა, მიიღო შეტყობინება, რომ მიაწოდებდა პირად ნომერს და თუ შეეძლო გადაემოწმებინა შესაძლებელი იყო თუ არა სესხის აღება. იფიქრა, რომ შეიძლებოდა რამე ინფორმაცია გაეგო და არც გადაუმოწმებია ისე მისწერა, რომ შესაძლებელი იყო სესხის აღება. კრედიტ-ოფიცერი გააფრთხილა, რომ აღნიშნული განაცხადი საერთოდ არ უნდა გადაეგზავნა და ავტომატურად უარი უნდა ეთქვა. ასევე, კრედიტ-ოფიცერს დაავალა, რომ გადაეღო მაქსიმალურად ბევრი ფოტო, გამოეკითხა მაქსიმალურად ბევრი მონაცემი მსესხებლისთვის და თანმხლები პირებისთვის, რადგან იფიქრა, რომ შეიძლებოდა ვინმე ნაცნობი ყოფილიყო და გაერკვია, რა ხდებოდა. აღნიშნულ პირს უთხრა, რომ მისულიყო საბურთალოს ფილიალში. მივიდნენ აღნიშნულ ფილიალში. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებული იყო გოგონას სახელზე, თუმცა სახელი-გვარი არ ახსოვს, რომელსაც ახლდა ორი პირი. აღნიშნულ პირებს და ავტომანქანას გადაუღო ფოტოსურათები. დაათვალიერა ფოტოსურათები, თუმცა აღნიშნული ფოტოებით ვერაფრის დადგენა ვერ შეძლო. დაუკავშირდა დი---------------–---–ის მეგობარს ბა--------------–--ეს და შეუთანხმდა შეხვედრაზე. შეხვედრისას ჰკითხა ფლობდა თუ არა დალომბარდებულ ავტომანქანებთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას, რაზეც ბა--------------–--ემ განუმარტა, რომ არაფერი იცოდა და შეპირდა, რომ შეეცდებოდა გაერკვია. მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდა ბა--------------–--ეს, რომელმაც განუმარტა, რომ ავტომანქანა „რენჯ როვერი“ მას ეკუთვნოდა, რომელიც უკვე გაყვანილი იყო საქართველოდან, ხოლო „მერსედესთან“ დაკავშირებით არ ფლობდა ინფორმაციას. ბა--------------–--ის თხოვნით აჩვენა ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი, რის შემდეგ განუმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა დი---------------–---–მა მიიყვანა ო-–---სთან და დააშლევინა. ბა--------------–--ეს მოსთხოვა დახმარებოდა „რენჯ როვერთან“ დაკავშირებით, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნულ ავტომანქანასთან დაკავშირებით ჩამოვიდოდა საბუთი, რომ ავტომანქანა დაიკარგა. „M-----------------”-თან დაკავშირებით განუმარტა, რომ ვინ კოდი იყო „გადარტყმული“ - შეცვლილი და დაეხმარებოდა აღნიშნულის მოძიებაში. ბანკის თანამშრომლები ცდილობდნენ ეპოვათ ავტომანქანა, რის გამოც, ერთ-ერთი თანამშრომელი დაუკავშირდა ფრ----------–--ის შვილს, რომელმაც განუმარტა, რომ ფრ----------–--ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა დი---------------–---–ი, რომელსაც შეხვდა და ისაუბრეს სესხთან დაკავშირებით. დი---------------–---–მა უთხრა, რომ თვითონ არაფერ შუაში იყო, მისი დაკავების შემდეგ ბა--------------–--ემ „რენჯ როვერი“ გადაიყვანა საზღვარზე, ხოლო, მისი კუთვნილი „მერსედესი“ დააშლევინა. დი---------------–---–ის განმარტებით, დაკავებისას მას თან ახლდა ბა--------------–--ე, რომელსაც გადასცა მისი ნომერი და სთხოვა დაკავშირებოდა და სესხის გადახდასთან დაკავშირებით არ შეექმნათ პრობლემები. დი---------------–---–ს სთხოვა გაერკვია სად და როგორ დაიშალა „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა. „რენჯ როვერთან“ დაკავშირებით ბანკმა მოითხოვა საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია, რის საფუძველზეც, საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან მიიღეს ცნობა, რომ „რენჯ როვერი“ გადაყვანილი იყო საზღვარზე ვინმე ახ-----------ას მიერ. რამდენიმე დღეში სს „ლ-------------ს“ განცხადებით მიმართა ახ-----------ამ „აუდი ა6-ის“ მარკის ავტომობილზე სესხის აღების მოთხოვნით. კრედიტ-ოფიცერს უთხრა, რომ მისი თანმხლები პირებისთვის გადაეღო ფოტოები და მოეძიებინა მაქსიმალური ინფორმაცია. გადაუღეს ფოტოები, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არაფერში გამოადგათ და ახ-----------ამ დატოვა სს „ლ--------------ს“ ტერიტორია. დი---------------–---–ი პირდებოდა, რომ თანხას გადაიხდიდნენ, რომ ბა--------------–--ეს ჰქონდა პირობითი და საზღვარს ვერ გადაკვეთდა. მან მოსთხოვა დი---------------–---–ს ბა--------------–--ესთან ერთად შეხვედრა, რადგან ბა--------------–--ე პირდაპირ ადანაშაულებდა დი---------------–---–ს, რომ მან დაშალა „მერსედესი“, თუმცა დი---------------–---–მა თავი აარიდა შეხვედრას. რადგან ავტომობილები არ იძებნებოდა, ბანკში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიემართათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის. განცხადებით მიმართეს საგამოძიებო ორგანოს, სადაც ოქტომბრის ბოლოს თუ ნოემბრის დასაწყისში დაიწყო გამოძიება, რის შემდეგ, დი---------------–---–თან კონტაქტი არ ჰქონია. მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებლის მიერ, რომელსაც მიაწოდა სრული ინფორმაცია, ხოლო დეკემბრის ბოლოს აღიჭურვა სპეციალური საშუალებებით და შეხვდა დი---------------–---–ს. შეხვდნენ, თუმცა საქმისთვის საინტერესო გარემოებების შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვა. დი---------------–---–ისგან წამოსვლის შემდეგ შეხვდა ბა--------------–--ეს, რომელმაც განუმარტა, რომ „რენჯ როვერი“ თვითონ გაიყვანა საზღვარზე და მას შეეძლო გაეკეთებინა ცნობა, რომ აღნიშნული ავტომანქანა მოიპარეს. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანასთან დაკავშირებით განუმარტა, რომ იგი დაშლილი იყო და მხოლოდ ერთი ნაჭერის მოპოვება იყო შესაძლებელი, რომელიც ინახებოდა ქ.თბილისში, ბ--–--–---–--------ზე გოგა ო--–---–ის პროფილაქტიკაში. თებერვლის თვეში კვლავ შეხვდა დი---------------–---–ს, რომელიც ცდილობდა ყველაფერი ბა--------------–--ისათვის გადაებრალებინა. დი---------------–---–თან ბოლოს საუბრობდა ავტომქანების თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ „ესენი საერთოდ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ, მე რომ ამას ვაკეთებდიო“.
დაცვის მხარე მოწმე გი----------------–---–ის ჩვენების შეფასებისას აქცენტს აკეთებს მასა და დი---------------–---–ს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს, რომ რაიმე სახის მტკიცებულება რაც მოწმის ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, თავად გი----------------–---–ი აღნიშნავს, რომ დი---------------–---–ს იცნობს დაახლოებით 12-13 წელია, რომელთანაც აკავშირებს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა. დი---------------–---–ი არის მისი მეგობრის ნათესავი. დაფუძნებული ჰქონდათ კომპანია შპს „ა---------------“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 25%-იანი წილის მფლობელი იყო დი---------------–---–ი, ხოლო თვითონ ფლობდა 10%-იან წილს. აღნიშნული კომპანია ფუნქციონირებდა მხოლოდ 3-4 წელი. დამფუძნებლებს შორის სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდა გაუგებრობა თანხებთან დაკავშირებით, რის გამო დამფუძნებლები და თანამშრომლები არც თუ ისე კარგად დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა რაიმე პირადი კონფლიქტი არ ყოფილა. ამის შემდგომ დი---------------–---–თან შეხება არ ჰქონია და გამოცვალა ტელეფონის ნომერი.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები დასტურდება სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ფარული ვიდეო ჩანაწერებით და კრებსითი ამონაწერებით, ასევე წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხვისას გი----------------–მა დაადასტურა, რომ 2016 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სს „ლ--------------ს“ მუ-----ს ფილიალში. მუხიანში მუშაობის პერიოდში ჯგუფის უფროსი იყო გი----------------–---–ი, ხოლო ავტოლომბარდის დეპარტამენტის უფროსები იყვნენ და------------–-–---–ი და ზუ----------------ე. მის ძირითად უფლება-მოვალეობაში შედიოდა სესხის გაცემა ავტომობილის უზრუნველყოფით. მოწმის განმარტებით, დასალომბარდებელი ავტომანქანა გაჩერებული უნდა ყოფილიყო ბანკიდან ისეთ მანძილზე, რომ კამერებს დაეფიქსირებინა მისი ადგილმდებარეობა. ავტომანქანის დათვალიერება ხდებოდა ვიზუალური და ტექნიკური კუთხით, უღებდნენ ფოტოსურათებს, თუმცა დეტალურად ვერ ამოწმებდნენ. დალომბარდების შემთხვევაში ავტომანქანა არ გადადიოდა ბანკის საკუთრებაში, უბრალოდ ბანკის მხრიდან ფორმდებოდა გირავნობა. მესაკუთრეს შეეძლო ავტომანქანით სარგებლობა, უბრალოდ ვალდებული იყო შეენარჩუნებინა ის მდგომარეობა, რომელშიც დალომბარდებამდე იმყოფებოდა ავტომანქანა. ხოლო, თუკი მესაკუთრე ავტომობილით გადაწყვეტდა საზღვრის გადაკვეთას, უნდა ეცნობებინა ბანკისთვის.
მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს სს „ლ-------------ში“ ავტომანქანის შეძენისათვის სესხის აღების მიზნით მივიდა ფრ----------–--ე, რომელსაც ახლდა დი---------------–---–ი და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც არ იცის. ფრ----------–--ის განცხადებით, იგი მუშაობდა შპს „დ--–----“-ში, რომლის მეშვეობით მონაწილეობდა ტენდერებში და ჰქონდა შემოსავალი დაახლოებით 2000-დან 3000 ლარამდე. მან გააკეთა განაცხადი 20 000 ლარიანი სესხის აღებაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა დატვირთული იყო სესხით მსესხებელზე - ირ-----------–---–ზე, რომლისგანაც აპირებდნენ ავტომანქანის ყიდვას. ავტომანქანას გადაუღეს ფოტოსურათები და გადააგზავნეს მოთხოვნა 20 000 ლარის მოთხოვნით, რომელიც დაკმაყოფილდა და დაუმტკიცდა სესხი. ფრ----------–--ემ დამატებით გააკეთა განაცხადი 5000 ლარის დამატებაზე, რის თაობაზეც აცნობა უფროსს გი----------------–---–ს, რომელმაც თანხმობა განაცხადა და საბოლოოდ 2016 წლის 8 სექტემბერს ჯამში სესხის სახით დაუმტკიცდა 25 000 ლარი, რომელიც გადაეცა ფრ----------–--ეს.
დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ იგივე ფილიალში მივიდნენ ფრ----------–--ე და დი---------------–---–ი, რომლებმაც წარადგინეს 2008-2009 წლიანი ახალი მოდელის შავი ფერის S კლასის მერსედესი. ფრ----------–--ის განმარტებით, აღნიშნულ ავტომანქანას ყიდულობდა შვილისთვის და გააკეთა განაცხადი 30 000 ლარის მოთხოვნით. ვინაიდან უკვე გვიანი იყო, ვერ მოასწრეს სესხის გაცემა და დაიბარეს მომდევნო დღეს. როგორც ექსპერტ-შემფასებელმა, მეორე დღეს ვიზუალურად დაათვალიერა ავტომანქანა და გააკეთა შეფასება, რომ აღნიშნულ ავტომანქანაზე არ იკითხებოდა გარბენი. ფოტოსურათები გადაუღო ავტომანქანის სალონს და საბარგულს, საიდენტიფიკაციო ნომერს და ვინ კოდს, რომელიც ავტომანქანას აქვს სამ ადგილას. მის მიერ შეყვანილი იქნა ინფორმაცია ავტომანქანასთან და მსესხებელთან დაკავშირებით, რომელიც გააგზავნა უფროსობასთან და მოითხოვა სესხი. ავტომანქანის იყო 2009 წელს გამოშვებული „M-----------------” სახ. NW--------.
მოწმემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ფრ----------–--ეს პირველი გადახდა უწევდა 8 ან 9 ოქტომბერს, თუმცა არ გადაიხადა თანხა და გადააცილა გადახდის ვადას. პროცედურის თანახმად, ფრ----------–--ეს მეილზე გაუგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაფრთხილების შესახებ, თუმცა არ გადაუხდია დავალიანება, რის გამოც, გადაეცა პრობლემურ დეპარტამენტს. ბანკის შიდა აუდიტმა მოითხოვა ავტომანქანაზე სურათების გადაღება, თუმცა ფრ----------–--ეს ვერ დაუკავშირდა. „რენჯ როვერის“ სესხთან დაკავშირებით ბანკში მისული იყო ფრ----------–--ის ნათესავი სახელად „გ-------“, რომელიც დაინტერესდა გადასახდელი თანხის ოდენობით, რაზეც გასცა სათანადო პასუხი, დაუტოვა ტელეფონის ნომერი და წავიდა. ერთ-ერთ დღეს არასამუშაო დროს ტელეფონით დაუკავშირდა პიროვნება, რომლის ხმაც მიამსგავსა დი---------------–---–ის ხმას. აღნიშნულ პირს აინტერესებდა გადასახდელი თანხის ოდენობა, რაზეც უპასუხა, რომ ვინაიდან არასამუშაო დრო იყო, ინფორმაცია არ ჰქონდა და განუმარტა, რომ დაკავშირდებოდა მეორე დღეს, თუმცა მეორე დღეს აღნიშნული ნომერი გათიშული იყო. ფრ----------–--ეს არ გადაუხდია მეორე სესხის თანხაც, რაზეც ანალოგიურად გაეგზავნა წერილი, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. ფრ----------–--ესთან დაკავშირების მიზნით დაუკავშირდა ოჯახის წევრს ტელეფონის ნომერზე, რომელზეც უპასუხა დედამ და მისცა ფრ----------–--ის შვილის ტელეფონის ნომერი, რომელმაც განუმარტა, რომ ფრ----------–--ე წასული იყო თურქეთის რესპუბლიკაში ნაწილების შესასყიდად. ფრ----------–--ის შვილს განუმარტა, რომ უნდოდა ავტომანქანის ნახვა და ფოტოების გადაღება, რაზეც უპასუხა, რომ შეატყობინებდა როდის შეეძლო ავტომანქანის ნახვა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ზუ----------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას, კერძოდ, განმარტა, რომ 2016 წლის სექტემბრის თვიდან ნოემბრის თვემდე ავტო ლომბარდის ჯგუფის უფროსი იყო გი----------------–---–ი, რომელიც 2017 წლის იანვარ-თებერვლის თვეში პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო ექსპერტ-შემფასებელი იყო გი----------------–ი. 2017 წლის 8 სექტემბერს ფრ----------–--ემ განცხადებით მიმართა სს „ლ-------------ს“, სადაც მიუთითა, რომ მუშაობდა შპს „დ--–----“-ში ან/და შპს „დ--–------“-ში და ერიცხებოდა ხელფასი, რომელმაც გამოთქვა სურვილი ბანკში უკვე დაგირავებული ირ-----------–---–ის კუთვნილი „რეინჯ როვერ სპორტის“ ავტომობილის შეძენის თაობაზე. ფრ----------–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იმავე დღეს გაიცა აღნიშნული სესხი „რეინჯ როვერ სპორტის“ უზრუნველყოფით 25 000 ლარის ოდენობით. დაახლოებით 20-25 სექტემბერს ფრ----------–--ე კვლავ მივიდა ბანკში, რომელმაც წარადგინა „MERSEDES BENZ S“ კლასი, რის საფუძველზეც დაუმტკიცდა 25 000 ლარი. თანამშრომლებისგან გაიგო, რომ ფრ----------–--ეს ბანკში ახლდა დი---------------–---–ი. პროდუქტის სახელი იყო ავტო ლიზინგი, რაც არის იგივე ავტო ლომბარდი. შედგა გრძელვადიანი გრაფიკები, რომლის მიხედვითაც ერთი თვის თავზე ფრ----------–--ეს უნდა გადაეხადა პირველი შენატანი, თუმცა არ შეუტანია. გადამოწმებისას დადგინდა, რომ ვინმე ახ-----------ას გადაყვანილი ჰყავდა „რეინჯ როვერ სპორტის“ ავტომობილი საზღვარზე. ესეთი საქმეების განხილვა ხდება კომიტეტის წევრებთან ერთად, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო გი----------------–---–ი. როდესაც აღნიშნული სესხის საკითხს იხილავდნენ, სწორედ მაშინ დააფიქსირა გი----------------–---–მა, რომ დი---------------–---–ი ეკონტაქტებოდა მას ორივე სესხთან დაკავშირებით და განუმარტა, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდა როგორმე დაკონტაქტებოდა და გაერკვია, რა ხდებოდა. გი----------------–---–მა ვერ მოახერხა კლიენტთან დაკავშირება, რის გამოც, ნოემბრის თვეში კომიტეტის წევრების და მენეჯმენტის გადაწყვეტილებით სს „ლ--------------ს“ ადმინისტრაციამ მიმართა ფინანსურ პოლიციას. გი----------------–---–მა მათ განუცხადათ, რომ ფრ----------–--ეზე სესხის გაცემამდე მისთვის ცნობილი იყო, რომ სესხის აღების სურვილი ჰქონდა დი---------------–---–ს და იყენებდა ფრ----------–--ეს, ვინაიდან თვითონ იმყოფებოდა სს „ლ--------------ს“ შავ სიაში. შესაბამისად, დი---------------–---–ს სს „ლ-------------ში“ სესხი არ დაუმტკიცდებოდა, რის გამოც, უთხრა, რომ ავტომობილი „რეინჯ როვერ სპორტი“ უნდა შეესყიდა მის მეგობარს, ხოლო „MERSEDES BENZ S 550“ უნდოდა მისთვის. ამის შემდგომ დაურეკა დი---------------–---–ს მობილურ ტელეფონზე და შეუთანხმდა შეხვედრაზე. შეხვედრის შემდგომ გი----------------–---–მა მოუყვა მასსა და დი---------------–---–ს შორის შემდგარი დიალოგის შესახებ, კერძოდ: დი---------------–---–მა „რეინჯ როვერ სპორტთან“ დაკავშირებით უთხრა, რომ ავტომობილი გაყვანილი იყო საქართველოდან მისთვის უცნობი პიროვნების მიერ ოდესაში, რაც შეეხება „MERSEDES BENZ S 550“-ს, იგი დი---------------–---–ის მიერ უკვე გასხვისებული იყო სხვა პიროვნებაზე და ავტომობილი დღემდე საქართველოს ტერიტორიაზეა. ორივე შემთხვევაში ფრ----------–--ე იყო შუამავლის როლში, რომელიც სჭირდებოდათ სესხის ასაღებად.
მოწმის განმარტებით, სესხებზე პრობლემების შექმნის შემდგომ ფრ----------–--ესთან შეხება არ ჰქონია, რადგან მასთან კომუნიკაცია ვერანაირად ვერ შედგა. მისული იყვნენ მის სარეგისტრაციო მისამართზე, სადაც დახვდათ ფრ----------–--ის დედა, რომელმაც განუმარტათ, რომ ფრ----------–--ე არ ცხოვრობს საქართველოში და არ უნახავს რამდენიმე ათეული წელიწადია. მე-------–----ე არის სს „ლ--------------ს“ კლიენტი აღნიშნული ტიპის სესხებზე. აღნიშნულ საქმესთან მხოლოდ ის შემხებლობა ჰქონდა, რომ ირ-----------–---–ის ავტომანქანაზე სარგებლობდა დამატებითი უზრუნველყოფის სესხით, რომელმაც განაცხადა, რომ ავტომანქანა მიყიდა ირ-----------–---–ს, რომელმაც თავის მხრივ გაასხვისა ფრ----------–--ეზე. ირ-----------–---–ს პირადად არ იცნობს. მის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ მათთან დაგირავებული „რენჯ როვერის“ მფლობელია.
ის ფაქტი, რომ ავტომანქანების გადაფორმება მოხდა ფრ----------–--ეზე დასტურდება 2016 წლის 19 ნოემბრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის დათვალიერების შესახებ ოქმით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს გამომძიებლის ვ----–------–---- მიერ დათვალიერებული იქნა შსს ელექტრონული საინფორმაციო მონაცემთა ბაზა https://info.mia.ge. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ავტომობილი MERSEDES-BENZ S 550 2009 (საიდენტიფიკაციო (VIN) კოდი: W----------------) სახ. NW-------- რეგისტრირებულია ფრ----------–--ეზე (პ/ნ 6----------; დაბ. თარიღი: 17.08.1---, 20.09.2016 წლიდან, სარეგისტრაციო მოწმობის N---------. მფლობელის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრად ფიქსირდება 5------------ ხოლო მისამართად - ქუთაისი, ს. ხ----–---–----------
ავტომობილის ისტორიით ირკვევა, რომ პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 14.05.2014 წელს და----------–---ზე (პ/ნ 3----------) (ავტომობილის სახ. N--------, ამავე პიროვნებაზე ხსენებული ავტომობილი შეცვლილი სახელმწიფო ნომრით W-------- გაფორმებულია 20.09.2016 წელს, რომელიც იმავე დღეს გადაფორმებულია ფრ----------–--ეზე (პ/ნ 6----------).
აპელანტები აღნიშნავენ, რომ დი---------------–---–ს დალომბარდებულ მანქანასთან, მის ყიდვასთან, სავარაუდო დაშლა-აწყობა-აღდგენასთან ან/და დაკარგვასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, ვარაუდის დონეზეც არ არის დადგენილი, რომ ავტომანქანაზე ვინ კოდი გადააკეთა დი---------------–---–მა და შემდეგ ეს ავტომანქანა მანვე გააქრო.
აპელანტთა მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სესხის აღების უზრუნველსაყოფად წარდგენილი ავტომანქანა ,,მერსედესი’’ რეალურად ეკუთვნოდა დი---------------–---–ს, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზუ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბა--------------–--ეს და გო--------------ს არ იცნობს, ხოლო და-----–--------–ს, მეტსახელად „წ----ს“, იცნობს. მას დაშლილების მაღაზია ჰქონდა ფე--------------ზე, რომლისგანაც ყიდულობდა ავტონაწილებს. 2016 წლის ზაფხულის პერიოდში დაახლოებით ივნისი-ივლისის თვეში შეიძინა ავტომანქანა მერსედესი S კლასი, 5.5 ძრავით. მანქანას ძრავა და გადაცემათა კოლოფი ჰქონდა დაზიანებული, სურდა 2007 წლის მოდელის 6.3 ძრავის ჩასმა. და-----–--------–ს უთხრა, რომ ძრავის შეძენა უნდოდა და დაკავშირებოდა, როდესაც ექნებოდა მისთვის სასურველი ნაწილები. მოგვიანებით დაუკავშირდა და-----–--------–ი, რომელმაც უთხრა, რომ გასაყიდი ჰქონდა ძრავა და ენახა. მივიდა, ნახა და და-----–--------–ი შეუთანხმდა, რომ მიეყვანა ავტომანქანა, შეცვლიდა ძრავას და ჩააბარებდა ორ კვირაში. მოილაპარაკეს თანხაზე, რომელიც გადაუხადა, დაუტოვა ავტომანქანა და წავიდა, თუმცა ავტომანქანის გაკეთება გაიწელა დროში და თვეზე მეტი გავიდა. ერთი თვის მერე გამოიყვანა გაკეთებული ავტომანქანა, თუმცა ავტომანქანას პრობლემა ჰქონდა ელექტროობაზე, რის გამოც, გასაკეთებლად მიიყვანა ბ--–--–---–--------ზე მდებარე ზუ--------------ის სახელოსნოში. მეორე დილას დაურეკა ხელოსანმა, რომელმაც უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მისულები, რადგან მის კუთვნილ ავტომანქანასთან დაკავშირებით პრობლემა იყო. როდესაც მივიდა, პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს სიტუაცია, რის შემდეგ, ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა აღნიშნული ავტომანქანის დათვალიერებაში, ხოლო შემდეგ პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული ავტომანქანა, რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზუ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ელექტრიკოსად ქ. თბილისი, ბ--–--–---–-------- N---ში. ბა--------------–--ეს იცნობს, როგორც კლიენტს. ზუ-----------ე მისი სამსახურის გვერდზე მუშაობს. ძირითადად მუშაობენ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანებზე. სამსახურში ნახა ზუ-----------ის „MERSEDES BENZ S“ კლასის შავი ფერის ავტომანქანა სახ. Z--------- რომელიც გაჩერებული იყო ბოქსის წინ, რომელიც იყო დაშლილი, სალონში არაფერი არ ჰქონდა. ამ დროს ზუ-----------ეც მივიდა, რომელმაც უთხრა, აეწყო ავტომანქანა. დღე ნახევარში შეაკეთა აღნიშნული ავტომანქანა, რის შემდეგ დაუკავშირდა ზუ-----------ეს. ზურამ გაუშვა მძღოლი, რომელმაც წაიყვანა ავტომანქანა. ავტომანქანას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა „ჩეინჯერი“ არ მუშაობდა, რაზედაც ზუ-----------ემ უთხრა, რომ გააკეთებინებდა, რის გამოც, წაიყვანა კ----–--ის ქუჩაზე. დი---------------–---–ს და ბა--------------–--ეს იცნობდა, რომლებსაც ავტომანქანები მიყავდათ შესაკეთებლად თვეში 2-3-ჯერ. დი---------------–---–ს ბოლოს რა მარკის ავტომანქანა ჰყავდა მიყვანილი, არ ახსოვს.
მოწმეების ზუ-----------ის და ზუ--------------ის ჩვენებები დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მა------------ას გამოკითხვის ოქმით, რომელიც იყო ზუ-----------ის მძღოლი. კერძოდ, აღნიშნულის თანახმად ირკვევა, რომ 2015 წლის ზაფხულის პერიოდში ზუ-----------ემ ამერიკიდან ჩამოიყვანა ავტომანქანა ,,M------------------’’, რომელიც შემდგომში განაბაჟა და გაიფორმა თავის სახელზე სახელმწიფო ნომრით Z--------. მანქანის ძრავი იყო 5 და 5 ლიტრი მოცულობის სიმძლავრის. მანქანით სარგებლობის პერიოდში, როდესაც მანქანაზე ფუჭდებოდა რაიმე დეტალი, ის და ზუ-----------ე მანქანის ნაწილების საყიდლად დადიოდნენ ფე--------------ზე მდებარე მეორადი ავტონაწილების ე. წ. დაშლილების ბაზრობაზე, სადაც გაიცნეს და-----–--------–ი, მეტსახელად „წ----“, რომელიც შლიდა და ნაწილებად ყიდიდა „მერსედესის“ მოდელის ავტომანქანებს. 2016 წლის აგვისტოს თვეში ის და ზუ-----------ე ავტომანქანის ნაწილების საყიდლად მვიდნენ და-----–--------–თან, რომელმაც ზუ-----------ეს შესთავაზა ,,M-------------------ის’’ 6 და 3 ლიტრი მოცულობის ძრავი და სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი, რომლებიც მისივე განმარტებით იყო მისი და კარგად მუშაობდა. ზუ-----------ემ იმავე დღეს მიუყვანა თავისი მანქანა და და-----–--------–ს გადაუხადა 4000 აშშ დოლარი. დაახლოებით 10 დღის შემდეგ მა------------ა და ზუ-----------ე მივიდნენ და-----–--------–თან და ნახეს, რომ მას მანქანაზე ჯერ არაფერი ჰქონდა გაკეთებული, რომელმაც ზუ-----------ეს უთხრა, რომ ხელოსნებს არ ეცალათ და ამის გამო ვერ მოახერხა ძრავის და სიჩქარეების კოლოფის გამოცვლა. და-----–--------–ი დაპირდა, რომ აღნიშნულს მალევე მოაგვარებდა, რის შემდგომაც დაახლოებით 20 დღეში დაამთავრა მანქანაზე ძრავის და სიჩქარეების კოლოფის შეცვლა. შეცვლის დამთავრებამდე დაახლოებით ორი ან სამი დღით ადრე ისინი მისულები იყვნენ და-----–--------–თან და მან ზუ-----------ეს დამატებით გამოართვა 2000 აშშ დოლარი, იმის გამო, რომ ვინაიდან მანქანაში იდგმებოდა ახალი უფრო მძლავრი ძრავი, მანქანას დასჭირდა კიდევ სხვა მცირე დეტალების შეცვლა. ამის შემდგომ, რამდენიმე დღეში დასრულდა აღნიშნული მანქანის შეკეთება და ის წამოიყვანეს და-----–--------–ისგან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნი----–-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ქ. თბილისში, ფე--------------ზე, ხოლო შემდეგ გადავიდა გურიაში მეუღლესთან და შვილთან ერთად. და----------–--- არის მისი სიმამრი, რომელიც არის მეთუნუქე. მას საზღვარგარეთიდან ჩამოყავს ავტომანქანები, რომელსაც ყიდის საქართველოში. და-----–--------–ს, მეტსახელად „წ----ს“, იცნობს ფეიქრების ქუჩიდან, თუმცა და-----–--------–ი აწყობდა თუ არა ავტომანქანებს, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. 2015 წელს ჩამოიყვანეს „M-----------------” მოდელის ნაცრისფერი ფერის ავტომანქანა, რომლისთვისაც სჭირდებოდათ ნაწილები და დაიწყეს მოძიება, თუმცა ვერ იშოვეს აღნიშნული ავტომანქანის ნაწილები, რის გამოც, გადაწყვიტეს შეეძინათ მეორე ავტომანქანა. ჩამოიყვანეს შავი ფერის 5.5 მოცულობის ძრავის მქონე მეორე ავტომანქანა, რომელსაც წინა მხარე და უკანა ფრთა ჰქონდა დაზიანებული, ხოლო გვერდითა საქარე მინა გატეხილი. და----------–---ს დაეხმარა აღნიშნული ავტომანქანის გაკეთებაში, ხოლო დამწვარი ავტომანქანის ნაწილები დარჩათ, რის გამოც, სიმამრმა სთხოვა დახმარებოდა გაყიდვაში. შეპირდა, რომ მოიძიებდა კლიენტს და ჩააბარებინებდა დაშლილი ავტომანქანების სალონში. ჩამოვიდა თბილისში და შეხვდა და-----–--------–ს, მეტსახელად „წ----ს“, რომელსაც შეუთანხმდა ავტომანქანის ჩაბარებაზე. ერთი თვის შემდეგ და-----–--------–მა უთხრა, რომ ძრავის კლიენტი ჰყავდა, გაუშვებდა გურიაში ევაკუატორს და ჩამოატანინებდა ავტომანქანას. და-----–--------–მა გააგზავნა ევაკუატორი და ჩამოიყვანა ავტომანქანა, რომელიც იგივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც დატოვა. აღნიშნული ავტომანქანა ჩამოიღეს ევაკუატორიდან, რომელიც და-----–--------–მა გააჩერა მაღაზიის წინ და სწორედ იქ დაშალა. მის სიმამრთან შეთანხმებული იყო, რომ ავტომანქანაში უნდა გადაეხადა 8500 აშშ დოლარი, თუმცა ცოტახანში მივიდა მასთან და უთხრა, რომ ძრავი გატეხილი იყო. და-----–--------–მა განუმარტა, რომ დაშლიდა და გადააწყობდა, თუმცა ფულს მოგვიანებით გადაუხდიდა. მოგვიანებით და-----–--------–მა კვლავ უთხრა, რომ რაღაც ნაწილები დაზიანებული იყო, რის გამოც, თანხის დაკლება უნდოდა. აღნიშნულზე უპასუხა, რომ დაკავშირებოდა მის სიმამრს. დ-----ი ჩამოვიდა თბილისში, ისაუბრეს და დაუკლო 1500 აშშ დოლარი, თუმცა და-----–--------–ი დარჩენილ თანხას არ აძლევდა, რის გამოც, თანხის აღების მიზნით მიუგზავნეს ბიძამისი - ალ------------------–--ე. 2016 წლის სექტემბრის თვეში და----------–--ისგან გაიგო, რომ დაუკავშირდა და-----–--------–ი და მოსთხოვა ავტომანქანის გადაფორმება, რაზეც უპასუხა, რომ და-----–--------–მა ალბათ გაყიდა აღნიშნული ავტომანქანის ძარა და ამის გამო სურდა მისი გაფორმება, რადგან ძარას აქვს სარეგისტრაციო ვინ კოდი და გაყიდვისას საჭიროა მისი გადაფორმება. აღნიშნულიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ და----------–---მ უთხრა, რომ მას და-----–--------–ის სახელით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება ოზურგეთიდან და სწორედ მას გადაუფორმა ავტომანქანა, ხოლო გადაფორმებიდან რამდენიმე დღეში და-----–--------–მა გაუგზავნა 2000 აშშ დოლარი. ძარას საიდენტიფიკაციო კოდი ჰქონდა უკან, უკანა სავარძელს როცა მოხსნი, იქ აქვს დიდი დაფა, რომელზეც ამოტვიფრულია ვინ კოდი. და-----–--------–მა როდესაც ავტომანქანის ჩამოსაყვანად გურიაში გააგზავნა ევაკუატორი, აღნიშნული ავტომანქანა უკვე ჩამოწერილი იყო, რომლის ჩამოწერა მოხდა ოზურგეთში და----------–--ის მიერ. ჩამოწერა მოხდა განბაჟების დროს გამომდინარე იქედან, რომ წინა მხარეს დამტვრეული იყო და აწყობა არ ღირდა. მოწმის ჩვენებით, დი---------------–---–ს, ბა--------------–--ეს და გო--------------ს არ იცნობს, მათთან შეხება არასოდეს არ ჰქონია. 2017 წლის 16 მარტს გამომძიებელმა თა----------–---–მა დაიბარა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაიკითხა მოწმის სახით.
თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თა----------–---–მა განმარტა, რომ მის მიერ ქ. თბილისში, ბ--–--–---–--------ზე მდებარე ავტოსახელოსნოში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, სადაც მუშაობს მეთუნუქე ოლ----–------ე. სწორედ ამ დროს მიიღეს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სახელოსნოსთან მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში შესაკეთებლად გაჩერებული იყო ავტომანქანა მერსედეს S კლასი, რომელიც იყო ანალოგიური მონაცემების მქონე, რომელსაც შეიძლებოდა საქმესთან ჰქონოდა შემხებლობა. მიიღეს ინფორმაცია, რომ ვითომ აღნიშნულ ავტომანქანაში იყო ძრავი და გადაცემათა კოლოფი, რომელიც იყო დალომბარდებული სს „ლ-------------ში“. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ მოხდა აღნიშნული ავტომანქანის ამოღება, გადამოწმება და დადგინდა, რომ ავტომანქანაში მოთავსებული ძრავი და გადაცემათა კოლოფი სადავო ავტომანქანას არ ეკუთვნოდა, თუმცა ეკუთვნოდა ანალოგიური მონაცემების მქონე ავტომანქანას, რომელიც ლიზინგით იყო დატვირთული 2016 წლის მაისში კომპანია „მ-----ს“ მიერ. აღნიშნული ავტომანქანა იყო გო----------ას სახელზე, რომელიც საქართველოში აღარ იმყოფება. გადამოწმდა და დადგინდა, რომ იგი სხვა საქმეზე კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტზე იყო ძებნილი. ამასთან დაკავშირებით კომპანია „მ-----დან“ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა თავდაპირველად ეკუთვნოდა ნოდარ დოლიძეს, რომელმაც კომპანია „მ-----ში“ დაალომბარდა აღნიშნული ავტომანქანა, ხოლო შემდეგ გადაწყვიტა გაყიდვა, რომელიც მიჰყიდა გო----------ას, ხოლო გო----------ამ ლიზინგის თანხის აღების შემდგომ ავტომანქანის განკარგვის უფლება მისცა დი---------------–---–ს. მის მიერ ჩატარებული იქნა ქ. თბილისში, ფე--------------ზე მდებარე და-----–--------–ის დაშლილების მაღაზიის ჩხრეკა. ასევე ჩხრეკა ჩატარდა გ------- ო--–---–ის ავტო სახელოსნოში, რომელიც მდებარეობს დიდ დიღომში ე.წ. „კ----------ის“ ავტო სახელოსნოში, სადაც გ------- ო--–---–ს ჰქონდა მეორადი ავტო ნაწილების მაღაზია და თვითონვე ეწეოდა ლე------------თან ერთად მანქანების შეძენას, დაშლას და გაყიდვას. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა S კლასის მერსედესის ავტომანქანა, თუმცა გადამოწმდა და დადგინდა, რომ აღნიშნულ ავტომანქანა არ იყო ის, რომელსაც ეძებდნენ, რის გამოც, დაუბრუნდა მესაკუთრეს. და-----–--------–ის მაღაზიიდან ამოღებული იქნა „მერსედესის“ სიჩაქარეების გადაცემათა კოლოფი, რომელსაც გააჩნია სარეგისტრაციო ნომერი და აღნიშნული სარეგისტრაციო ნომრით დადგენილი იქნა ფაქტი, რომ ეს სიჩქარის გადაცემათა კოლოფი ეკუთვნოდა იმ ავტომანქანას, რომელიც ვითომდა დალომბარდებული იყო „ლ-------------ში“. მის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე ჩატარდა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. გამოკვლევისას ახლდა ექსპერტს, ვინაიდან დაცული ტერიტორიაა და მის გარეშე იმ ტერიტორიაზე ვერ შევიდოდა. აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად სცნეს სს „ლ--------------“, რომლის წარმომადგენელია ირ---–---------–---–ი, რომელიც გამოიკითხა დაზარალებულის სახით. დი---------------–---–ის ბადრაგირებას არ ესწრებოდა. თანამშრომლებმა მიუტანეს დაზიანების ოქმი, რის შემდეგ გამოიკითხნენ მოწმის სახით, რა დროსაც, აღწერეს ბადრაგირებისას განვითარებული მოვლენები. ავტომანქანა, რომელიც ინფორმაციის საფუძველზე ამოიღეს, ეკუთვნოდა ზუ-----------ეს, რომლის განმარტებით, ავტომანქანა შეიძინა და-----–--------–ისგან, იგივე „წ----სგან“. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა.
მოწმის სახით დაკითხვისას ივ-------------–-ძემ დაადასტურა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად იმ ავტომანქანის, რომელსაც ეძებდნენ, კერძოდ, მერსედესის ძრავი, მოთავსებული იყო ზუ-----------ის ავტომანქანაში, რომელიც გაჩერებული იყო ბ--–--–---–--------ზე ერთ-ერთ სახელოსნოში. აღნიშნულის თაობაზეც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ივ-------------–-ძემ განმარტა, რომ მის სამმართველოში დაწყებული იყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დი---------------–---–ის მიმართ. სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე დაევალა მოწმის სტატუსის მქონე პირების გ------- ო--–---–ის, „წ----ს“, და ვინმე „ო-–---ს“ ვინაობის, საცხოვრებელი მისამართის და სამუშაო ადგილის დადგენა. მის მიერ ჩატარებული იქნა ოპერატიული ღონისძიებები და დადგენილ იქნა აღნიშნული პირების ტელეფონის ნომრები, საცხოვრებელი სახლის მისამართები, სამუშაო ადგილები. ინფორმაციის თანახმად, ო--–---–ი ცხოვრობდა დიდ დიღომში, რომელსაც ე. წ. „კ----------ის“ სახელოსნოში გახსნილი ჰქონდა ავტოსახელოსნო, სადაც ყიდიდა დაშლილი ავტომანქანების ნაწილებს. და-----–--------–ი, ზედმეტსახელად „წ----“, მუშაობდა ფე--------------ზე და ყიდიდა დაშლილი „მერსედესის“ ნაწილებს. მესამე პირი იყო „ო-–---“, რომელიც იყო ხელოსანი-მეთუნუქე, რომელიც მუშაობდა ქ. თბილისში, ბ--–--–---–--------ზე ერთ-ერთ სახელოსნოში „თიელე“. 2017 წლის 27 თებერვალს აღნიშნული ინფორმაცია პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას. 2017 წლის მარტის თვეში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ „გამქრალი“ მერსედესის ძრავი მოთავსებული იყო ზუ-----------ის ავტომანქანაში, რომელიც გაჩერებული იყო ბ--–--–---–--------ზე ერთ-ერთ სახელოსნოში.
აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხვისას პა------–-------ამ, რომელმაც განმარტა, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე დი---------------–---–ის მიმართ, თაღლითობის ფაქტზე. მის მიერ ჩატარებული იქნა ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------- N---ში მდებარე ავტოსახელოსნოს ჩხრეკა, რომელიც ეკუთვნოდათ მოქალაქეებს ოლ----–------ეს, ზუ--------------ეს. 2017 წლის 6 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე თანამშრომლებთან: აკ----------–---–თან და და-----------თან ერთად, გამოცხადდა ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------- N---ში მდებარე ოლ----–------ის ავტოსახელოსნოში. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ჟურნალი, რომელშიც აღრიცხული იყო ავტო სახელოსნოში მიყვანილი და გარემონტებული ავტომანქანების და მათი მფლობელების მონაცემები. ასევე, ამოღებული იქნა გირავნობის ხელშეკრულებები და სავიზიტო ბარათები. აღნიშნულზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი. მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ გამოძიებისათვის საინტერესო ავტომანქანა უნდა ყოფილიყო ზუ--------------ის ავტო სახელოსნოში. ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა მართლაც იმყოფებოდა სახელოსნოში, გამოძახებული იქნა ავტომანქანის მესაკუთრე ზუ-----------ე, რომლის თანდასწრებით და ზუ--------------ის მონაწილეობით ამოღებული იქნა ავტომანქანა, რომელიც დაილუქა და გადაყვანილი იქნა ქ. თბილისში, ქ-----------------ში შსს დაცულ ავტოსადგომზე. შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელიც დაადასტურეს ხელისმოწერით
აღნიშნული ასევე დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხვისას აკ----------–---–მაც.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბე------–-–---–ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ გამომძიებლებთან - გ------- ბ--------ესთან, ა-–---------ე ბ------–---–თან და მოწმე და-----–--------–თან ერთად გავიდნენ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით. მივიდნენ ქ. თბილისში, გ-–----------ში, რა დროსაც, და-----–--------–მა მიუთითა ადგილზე, სადაც ინახებოდა ავტომანქანის ძარა. გამომძიებელ გ------- ბ--------ის მიერ გამოძახებული იქნა იმავე რაიონის გამგეობის წარმომადგენელი, რომლის თანდასწრებით ამოღებული იქნა ავტომანქანის ძარა, რომელიც ევაკუატორის გამოყენებით გადატანილი იქნა დაცულ ტერიტორიაზე. შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხვ------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს საექსპერტო და დათვალიერების განყოფილებაში. 2016 წლის სექტემბერში მიმართა მოქალაქე და-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა რეგისტრაციიდან ჩამოწერილი ავტომანქანის დათვალიერება აღდგენის მიზნით და რეგისტრაციაში დაბრუნება. და-------------–---–ს დაუკმაყოფილეს მოთხოვნა, მივიდნენ ქ.თბილისში, ბ--–--–---–--------ზე N---ში მდებარე სახელოსნოში. დაათვალიერა ავტომანქანა, რომელიც იყო შავი ფერის „M-----------------”-ის მოდელის, დიდი ძრავით, რომელსაც არ ჰქონდა სანომრე ნიშანი, ვინაიდან ჩამოწერილი იყო. შეამოწმა ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომრები, რაზეც გასცა შესაბამისი ელექტრონული აქტი. ავტომანქანას შემოწმებისას გადაუღო სულ სამი ფოტოსურათი, რომელთაგან ორი გადაღებული იყო ვინ კოდზე, ხოლო ერთი მთლიანად ავტომაქანაზე. აღნიშნულ ავტომანქანას ვინ კოდები აქვს ერთი წინა საქარე მინაზე, ხოლო მეორე ამოტვიფრულია უკანა მხარეს სავარძელის შუაში. ვინ კოდებთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, ვინ კოდები შეამოწმა მხოლოდ ვიზუალურად. გამომძიებლის მიერ 2017 წლის 10 თებერვალს გამოიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც, ბაზიდან ამოიღო და მიაწოდა მის მიერ დათვალიერებული ავტომანქანის ვინ კოდი „W----------------” და და-------------–---–ის ტელეფონის ნომერი, ხოლო დაკითხვის დასრულების შემდგომ გამომძიებელს წარუდგინა ორი ავტომანქანის ვინ კოდებზე და ერთი მთლიან ავტომანქანაზე გადაღებული ფოტოსურათი, რაზეც გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.
„M-----------------”-ის მოდელის ავტომანქანის დაშლის, დაშლილი ავტომანქანის ნაწილების გაყიდვისა და ძარის გ-–----------ი N--ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ სადგომზე შენახვის ფაქტი, ასევე, დასტურდება და-----–--------–ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, კერძოდ:
მოწმე და-----–--------–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ მას ქ. თბილისში, ფე-------------- N14ა-ში გახსნილი აქვს შპს „---- მეორადი ავტონაწილების ე. წ. „დაშლილების“ მაღაზია N--, სადაც მუშაობს 2006 წლიდან. ყიდულობს დაზიანებულ ავტომანქანა „მერსედესებს“, შლის და ყიდის ნაწილებად. 2015 წლის ზაფხულში, თვე და რიცხვი არ ახსოვს, მასთან მივიდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებსაც სურდათ 2009 წლიანი ავტომქანქანა „M-----------------“-ის კვადროს ტიპის, სავალი ნაწილები მთლიანად. იმ წუთას ნაწილები სრულად არ ჰქონდა, რაზეც ფეიქრებზე მომუშავე ელექტრიკოსმა ნი----–-----------–--ემ უთხრა, რომ მის სიმამრს და----------–---ს ჰყავდა აღნიშნული ტიპის ავტომანქანა, რომლიც იყო დაზიანებული და სურდა მისი გაყიდვა. ნი----–-----------–--ის მეშვეობით დაუკავშირდა და----------–---ს, რომელიც ჩამოვიდა გურიიდან, რომელმაც უთხრა, რომ გასაყიდი ჰყავდა ავტომანქანა 2009 წელს გამოშვებული „M-----------------“ კვადროს ტიპის, საიდენტიფიკაციო ვინ კოდით „W----------------“, რომელიც იყო დაზიანებული, ვერ დადიოდა, მაგრამ და----------–--ის განმარტებით, აღნიშნულ ავტომანქანას ჰქონდა კარგი ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილები მთლიანად, თუმცა დაზიანებული იყო ავტომანქანის ძარა. შეუთანხმდა და----------–---ს, რომ აღნიშნულ ავტომანქანას შეიძენდა 8500 აშშ დოლარად. ამის შემდგომ, დაახლოებით ერთ კვირაში გურიაში და----------–--ის სახლში გააგზავნა ევაკუატორი და წამოიყვანა აღნიშნული ავტომანქანა, რომელიც მიიყვანა მის მაღაზიასთან. მანქანა იყო ძალიან დაზიანებული, დაზიანებული ჰქონდა წინა მხარე, არ ჰქონდა წინა ბამპერი, არ ჰქონდა წინა ფარები, ძრავის ხუფი, არ ჰქონდა არცერთი კარი და საქარე მინა. საბარგულის ხუფი იყო დეფორმირებული და არ იკეტებოდა. ავტომანქანას ეყენა მხოლოდ სამი საბურავი, მოვერცხლისფრო ფერის დისკებით. მანქანის ჩამოსვლისთანავე მოხსნა სავალი ნაწილები მთლიანად, რომელიც მიჰყიდა აზერბაიჯანის მოქალაქეებს. ავტომანქანას ასევე მოხსნა ძრავი, გადაცემათა კოლოფი და სავალი ე. წ. „ხიდი“. აღნიშნული მანქანიდან დარჩა მხოლოდ ძარა, რომელიც ევაკუატორით წაიღო და შეინახა გ-–-------–-ში, გ-–----------ი N--ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ სადგომზე, სადაც არის დარაჯი და განთავსებულია სხვადასხვა ავტომანქანების ძარები. მანქანის გარკვეული ნაწილების გაყიდვის შემდეგ და----------–---ს გადაუხადა 4000 აშშ დოლარი. ამის შემდგომ ნახა, რომ ავტომანქანის ძრავი, რომელიც იყო 5.5 სიმძლავრის, ზეთის ავზი ე. წ. „კარტერი“ ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც, დაშალა ძრავი და გაყიდა ნაწილებად. შემდეგ ნახა, რომ გადაცემათა კოლოფიც გამოსული იყო მწყობრიდან, რის გამოც დაუკავშირდა და----------–---ს და უთხრა, რომ მანქანის ძრავი და სიჩქარეების გადაცემათა კოლოფიც გამოსული იყო მწყობრიდან, რის გამოც, მოსთხოვა რომ ჩამოსულიყო და დალაპარაკებოდა ფასთან დაკავშირებით. ჩამოსვლისას და----------–---ს აუხსნა, რომ შეთანხმების თანახმად ავტომანქანის ძრავი და სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი კარგი უნდა ყოფილიყო და ვინაიდან აღმოჩნდა, რომ იყო დაზიანებული, მოსთხოვა თანხის დაკლება, რის გამოც, მან დაუკლო 1500 აშშ დოლარი. მისთვის ჯამში უნდა გადაეხადა 7000 აშშ დოლარი, აქედან 4000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა და დარჩენილი ჰქონდა 3000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ ჯერ გაყიდა ძარის გვერდითა მარცხენა შუა საყრდენი ძელი, შემდეგ გაყიდა უკანა მარცხენა ფრთა და შემდგომ უკანა მარჯვენა ფრთა, ხოლო დარჩენილი ძარა ამჟამად დევს ისევ გ-–-------–-ში არსებულ ავტოსადგომზე, მასზე სარეგისტრაციო ვინ კოდი არის თუ არა გამოსახული, არ იცის. აღნიშნული დეტალების გაყიდვისას და----------–---ს დარჩენილ თანხას 3000 აშშ დოლარს უხდიდა ეტაპობრივად და ამ დრომდე გადაუხადა 2800 აშშ დოლარი და ამჟამად გადასახდელი დარჩენილი აქვს 200 აშშ დოლარი. და----------–--ისგან შეძენილი მანქანა იყო ძალიან დაზიანებული, რის გამოც, გაუჭირდა ნაწილების გაყიდვა, რის გამოც, მას ფულის გადახდა დაუგვიანა და ამის გამო დაახლოებით ერთი წლის წინ 2016 წლის ზაფხულის პერიოდში მასთან სამსახურში მისული იყო დი---------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ იყო და----------–--ის ახლობელი და ჰკითხა რატომ აგვიანებდა ფულის გადახდას. მან აუხსნა, რომ და----------–--ისგან შეძენილი ავტომანქანა ძალიან დაზიანებული იყო, მანქანის ძრავი და სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი, რის გამოც მანქანის ნაწილების გაყიდვა გაუჭირდა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა მთლიანად გაყიდული და ამის გამო ვერ მოახერხა თანხის ერთიანად გადახდა. აუხსნა, რომ და----------–---ს თვითონ დაუკავშირდებოდა და ერთმანეთში მორიგდებოდნენ, რაზეც მას არაფერი არ უთქვამს და წავიდა. ამ დროს დი---------------–---–ი მასთან პირველად იყო მისული და მაშინ გაიცნო, რის შემდეგ დი---------------–---–ი მასთან მისული იყო მხოლოდ ერთხელ, რა დროსაც, მას უნდოდა ავტომანქანა „აუდის“ წყლის ავზი, რომელზეც მიჰყვა დაშლილებში მის ნაცნობებთან და აყიდინა. აღნიშნული ავტონაწილების ბაზრობიდან იცნობს ზუ-----------ეს, რომელსაც ჰყავს ავტომანქანა „M-----------------“. დაახლოებით ერთი წლის უკან ზუ-----------ემ უთხრა, რომ სურდა აღნიშნულ ავტომანქანაში უფრო მძლავრი ძრავის ჩადგმა, რომლის მანქანაშიც იყო 5.5 სიმძლავრის ძრავი და თუ რაიმე უფრო მძლავრი ძრავი გამოჩნდებოდა, მისთვის შეეტყობინებინა. აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი საუბრისას თქვა დი---------------–---–თან, რომელმაც უთხრა, რომ მას ჰყავდა ასეთივე ავტომანქანა, რომელსაც ჰქონდა 6.3 სიმძლავრის ძრავი და აღნიშნულ ძრავს გაუცვლიდა ზუ-----------ეს, რაზედაც დი---------------–---–ი და ზუ-----------ე შეახვედრა ერთმანეთს. ამის შემდგომ ერთი კვირით წასული იყო დუბაიში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ გაიგო, რომ ზუ-----------ეს და დი---------------–---–ს ძრავები ჰქონდათ გაცვლილი. ამის გარდა დი---------------–---–თან სხვა არანაირი კავშირი არ ჰქონია.
პალატა არ იზიარებს აპელანტთა მოსაზრებას, რომ მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია და განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის არსებით აცდენას ადგილი არ ჰქონია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოწმეთა ჩვენებები დასტურდება წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ:
2017 წლის 6 მარტის ავტონაწილების მაღაზიის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ავტონაწილების მაღაზიაში შესასვლელიდან ხელმარცხნივ განთავსებულ ოთახში, სადაც აწყვია სხვადასხვა ავტონაწილები ამოღებული იქნა ავტომანქანა „მერსედესის“ წინა „ბამპერის“ სანისლე ფარები ორი ცალი, მათზე წარწერით A-----------------------, რომლებიც დაილუქა ერთ ფუთად ბეჭდის ლუქით N19, რომელსაც გაუკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.
2017 წლის 6 მარტის ავტოსახელოსნოს ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად ოლ----–------ის სახელოსნოდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ჟურნალი ავტომანქანების და მათი მფლობელების მონაცემების ჩანაწერებით, რომელშიც ასევე მოთავსებული იყო გირავნობის ხელშეკრულება N1--------- (ორი) ეგზემპლარი, ლ---- ს---------–---სა და ოლ----–------ის მიერ დადებული ხელშეკრულება, ოლ----–------ესა და ვ------ ვ--–-–---–ს შორის დადებული ხელშეკრულება, სალაროს გასავლის ორდერი N1----------- და კლინიკა ,,ჯ-------ის’’ სავიზიტო ბარათი.
2017 წლის 6 მარტის ავტოსახელოსნოს ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის პა------–-------ას მიერ, ზუ--------------ის ავტოსახელოსნოში მდებარე ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------- N---ში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებული იქნა შავი ფერის „მ-------------–------“ სახ. NZ--------.
2017 წლის 6 მარტის მეორადი ავტონაწილების მაღაზიის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის დ----- ჩ------–ის მიერ, და-----–--------–ის ავტონაწილების მაღაზიაში, მდებარე ქ. თბილისში, ფე-------------- N---ში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებული იქნა ავტომანქანის ერთი ცალი სიჩქარის გადაცემათა კოლოფი, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად ც.კ.პ.დ.-ის N19 ლუქით.
2017 წლის 6 მარტის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ გ------- ბ--------ის მიერ ქ. თბილისში, გ-–----------ის ქუჩა N--ში მდებარე ავტოსადგომიდან, რომელიც შემოსაზღვრულია მავთულის ბადით და-----–--------–ის და გლდანის რაიონის გამგეობის ავჭალის საუბნო განყოფილების უფროსის მოადგილის მ------ ყ----–-–---–ის მონაწილეობით ამოღებული იქნა მუქი ფერის ავტომანქანის ნაწილი, რომელსაც შიდა მხრიდან აქვს წარწერები A--------------------------------”. ასევე გვერდით აქვს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის ემბლემა და წარწერა A----------. წინა მარჯვენა მხარეს ჩარჩოდან შიდა მხარეს დაკრული აქვს წებოვანი ლენტი, რომელზეც აქვს წარწერა „2------------------------------------“, ასევე, აღნიშნულ ადგილას აქვს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის ემბლემა. ამოღებული ავტომანქანის ძარა ევაკუატორის მეშვეობით გადატანილი იქნა შსს დაცულ ავტო სადგომზე ქ-----------------ში, სადაც დაილუქა ლუქით N19.
2017 წლის 10 მარტის ტრასოლოგიურ ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ავტომობილის ძარას საიდენტიფიკაციო ნომერი არ გააჩნია. ძარაზე აღინიშნება დეტალის ნომრები: „A-------------. 4------ და A----------. Q--. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ავტომობილის სიჩქარეთა გადაცემის კოლოფზე აღინიშნება ნომერი: „0-------“. გამოკვლევაზე წარდგენილ პლასტმასის დეტალებს აღენიშნებათ დეტალის ნომრები: „A----------.5-“ და „A-----------5-“.
შესაბამისად, პალატა არ იზიარებს აპელანტთა განმარტებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება დი---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ სწორედ დი---------------–---–ის ორგანიზებით მოხდა მოხდა სს „ლ--------------დან“ სესხის აღება და წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ აღნიშნული სესხის დასაფარ თანახას არ გადაიხდიდნენ. ხოლო სესხის გაფორმება ფორმალურად მოხდა ფრ----------–--ეზე. აღნიშნული, მოწმის ჩვენების გარდა, დასტურდება ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერებითაც, როდესაც დი---------------–---–ი ესაუბრება გი----------------–---–ს, იგი აცხადებს, რომ მას სურდა ავტომანქანა „მერსედესის“ დაგირავება „ჯ-------------ში“, „ლ-------------ში“ სესხის დაფარვის შემდგომ, „ჯ-------------ში“ კი ამ ავტომანქანას რა ბედი ეწეოდა, ეს გი----------------–---–ისათვის საინტერესო არ უნდა ყოფილიყო. ასევე, გი----------------–---–თან საუბარში როდესაც საუბარია ამ ფორმით კრედიტის გამოტანასა, მანქანების დაშლასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, იგი აცხადებს, რომ იგი პირადად "ჩალიჩობდა ეგეთ რაღაცეებს“. პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, გამოძიების მიერ ამოღებული ავტომობილის ძარა არის სწორედ ის, რომელზეც საუბარია საქმეში, რაც მოწმე და-----–-------–ის ჩვენების გარდა, დასტურდება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურდა, რომ სს „ლ--------------დან“ სესხის გამოტანისას სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა ავტომანქანა, რომელსაც ჰქონდა სწორედ და-----–--------–ის მიერ დაშლილი ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ვინ კოდი. ასევე დადგენილია, რომ დი---------------–---–ი თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან დაუკავშირდა ავტომანქანის თავდაპირველ მესაკუთრეს და----------–---ს და მოხდა ჩამოწერილი ავტომანქანის აღდგენა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოში გამოკვლეული დ-------ი ვ-------–---–ის ჩვენების თანახმად, სწორედ დი---------------–---–ის თხოვნით მან მომსახურების სააგენტოდან წამოიყვანა ექსპერტი ბ--–--–---–-------- N---ში მდებარე ავტოსახელოსნოში, სადაც ექსპერტს აჩვენა დი---------------–---–ის ავტომანქანა ,,M------------------’’. ექსპერტმა დაათვალიერა მანქანა და გადაუღო სურათები. დათვალიერების დამთავრების შემდგომ ექსპერტმა მისცა მას მანქანის დათვალიერების აქტი, რაც მან გადასცა დი---------------–---–ს. ის ფაქტი, რომ დი---------------–---–ისათვის კარგად იყო ცნობილი, როგორც ვინ კოდების შეცვლის, ასევე, ბანკიდან ფულადი თანხის გამოტანის და ავტომანქანის დალომბარდების სქემის თაობაზე, დასტურდება საქმეზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე დი---------------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დი---------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დი---------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი დი---------------–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ დი---------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ელ------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დი---------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ელ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
დი---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
დი---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2017 წლის 16მაისიდან.
ბრალდებულ დი---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- გადაუდებელი აუცილებლობის შედეგად ე.წ „გ-–-------–-ს“ დასახლებიდან ამოღებული ავტომაქანა „მერსედესის“ ძარა, რომელიც ინახება ქ.თბილისში, ქ-----------------ში მდებარე შპს „ავტოსადგომზე“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- და-----–--------–ის ავტონაწილების მაღაზიის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- დ. ჯ-----–---–-- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი „IPHONE“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- დ. ჯ-----–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკულ საშუალებათა საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ზუ--------------ის ავტო სახელოსნოს ჩხრეკისას ამოღებული ავტომაქანა მერსედესი, რომელიც ინახება ქ.თბილისში, ქ-----------------ში მდებარე შსს ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სს „ლ--------------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოპოვებული ორი ცალი მეხსიერების მყარი დისკი, დ. ჯ-----–---–-- და გ. ზ-------–---–ის ფარული სატელეფონო მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ორი ცალი დისკი, ბა--------------–--ის ფარული სატელეფონო მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ერთი ცალი დისკი, დი---------------–---–ის ფარული სატელეფონო მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ერთი ცალი დისკი, გი----------------–---–ის და დი---------------–---–ის 22.12.2016 წლის შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ამსახველი ერთი ცალი დისკი, გი----------------–---–ის და ბა--------------–--ის შეხვედრის ფარული აუდიო ვიდეოჩანაწერის ამსახველი ერთი ცალი დისკი, გი----------------–---–ისა და დი---------------–---–ის 10.02.2017 წლის შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ამსახველი ერთი ცალი დისკი, მეხსიერების მყარი დისკის დათვალიერების შედეგად მოპოვებული ორი ცალი DVD დისკი, სს „ლ--------------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოპოვებული ორი ცალი დისკი, დი---------------–---–ის ხმის ნიმუში, განთავსებული ერთ ცალ დისკზე, ბა--------------–--ის ხმის ნიმუში, განთავსებული ერთ ცალ დისკზე, გი----------------–---–ის ხმის ნიმუში, განთავსებული ერთ ცალ დისკზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოპოვებული დ. ჯ-----–---–--, ბ. კ-------–--ის და ფ. მ--–--ის ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, სს „ლ--------------დან“ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ორ ცალ დისკზე ორ პაკეტად, მობილური ოპერატორებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოპოვებული ტელეფონის ნომრების შემავალ-გამავალი ზარების ნუსხა, მომსახურე ანძების ადგილმდებარეობის დასახელებები 6 ცალ დისკად, ასევე აღნიშნულ დისკებზე არსებული ინფორმაციის დათვალიერების 1 ცალი დისკი, სულ 7 ცალი დისკი, სს „საქართველოს ბანკიდან“ მოპოვებული საბანკო ანგარიშების ამონაწერები ერთ დისკად, შპს „მ-----დან“ გადმოგზავნილი ინფორმაციის ამსახველი 1 ცალი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე