განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001488503
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-633 19 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე): ნ-----–- ბ-----–--ე
წარმომადგენელი: თ---------- ფ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): გ--–- თ---------–---–ი
წარმომადგენელი: ზ---- პ----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი:
1. გ--–- თ---------–---–ს (შემდეგში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარეს, სადაო უძრავი ქონების მესაკუთრე) საკუთრებაში გააჩნია უძრავი ნივთი-მდებარე ქალაქ ბ------ში, მ---- ვ---–----ის ქ. №3- (ს/კ 0-----------).
2. საკუთრების უფლება, ზემოაღნიშნულ ფართზე დასტურდება წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით. ს.ფ.12.
3. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული ფართი უტყუარად წარმოადგენს გ--–- თ---------–---–ის საკუთრებას, ხელისშემშლელი მოქალაქეები ნ-----–- ბ-----–--ე, ლ------- ა----–---- და ა------- ბ-----–--ე (შემდეგში მოპასუხეები, ამასთან ერთ ერთი აპელანტი, სხვისი საკუთრებით მოსარგებლე) არაერთი მიმართვის მიუხედავად არ ათავისუფლებენ ფართს და მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს, დღემდე არ ეძლევა საშუალება მის მიერ შეძენილი საკუთრება განკარგოს და გამოიყენოს იმდაგვარად, როგორც ამას ის საჭიროდ ჩათვლის.
4. ხელმყოფი მოქალაქისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან, თვითნებური ქმედებების შედეგად, გ--–- თ---------–---–ი, როგორც მესაკუთრე, განიცდის ზიანს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო იძულებული გახდა განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით და მოეთხოვა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის აღსაკვეთად ქმედების დავალდებულება- რადგან მესაკუთრის უფლების დაცვის ძველთაგანვე მიღებული საშუალებაა ვინდიკაციური, (სანივთო) განცხადება, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა, ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვნას გულისხმობს.
6. გ--–- თ---------–---–მა სწორედ მისი საკუთრების დაცვის მიზნით სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ-----–- ბ-----–--ისა და სხვათა წინააღმდეგ და მოითხოვა აღკვეთილი იქნას მოსარჩელის საკუთრების - უკანონო ხელშეშლა-ხელყოფა, გამოთხოვილი იქნას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. ბ------ი, მ---- ვ---–----ის ქ. №3- (ს/კ 0----------- მოპასუხეების: უკანონო მფლობელობიდან, მოპასუხეები გამოსახლებულნი იქნან უძრავი ნივთიდან და დავალდებულდნენ ქმედებაზე - დაცალონ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი და თავისუფალ მდგო----ეობაში ჩაბარდეს ქონება გ--–- თ---------–---–ს.
7. მოსარჩელემ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხეებმა ნ-----–- ბ-----–--ემ და ლ------- ა----–----მ სარჩელი არ ცნეს, მიიჩნევენ, რომ იგი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ნ-----–- ბ-----–--ემ განმარტა რომ იგი კანონიერი მესაკუთრეა და აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას.ლ------- ა----–----ც აცხადებდა, რომ იგი კანონიერად ცხოვრობს მისი შვილის მეუღლის სახლში.(ტომი 1-ლი ს.ფ. 20-27 და ს.ფ. 30-37)
9. მოპასუხე ა------- ბ-----–--ეს შესაგებელი არ წარუდგენია.
10. მოპასუხე ნ-----–- ბ-----–--ემ აღძრა შეგებებული სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, მ----- ბ-----–--ის, ა------- ბ-----–--ის, მესამე პირის გ--–- თ---------–---–ის (მოსარჩელის), დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების: ლ------- ა----–----ს, ნ--- ბ-----–--ის, ო---- ბ-----–--ისა და მ---- ბ-----–--ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 ივლისის №882012356944-03 და 2016 წლის 21 მარტის №882016156706-03 გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ქ. ბ------ში, მ---- ვ---–----ის ქ. №3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 98 კვ.მ. ნაწილში და მიწის ნაკვეთის 311.11 კვ.მ. ნაწილში თანამესაკუთრედ აღიარება.(ტომი 1-ლი ს.ფ. 46-64)
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული განსახილველად, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით უცვლელი დარჩა.(ტომი 1-ლი ს.ფ. 102-104 და ს.ფ. 141-146)
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ--–- თ---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. მოპასუხეების ნ-----–- ბაჟელიძის, ა------- ბ-----–--ის და ლ------- ა----–----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა გ--–- თ---------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------ი, მ---- ვ---–----ის ქ. №3- (ს/კ 0-----------) და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელე გ--–- თ---------–---–ს. (ტომი 1-ლი ს.ფ. 195-201)
13. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14. საჯარო რეესტრის მონაცემებით გ--–- თ---------–---–ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------ი, მ---- ვ---–----ის ქ. №3- (ს/კ 0-----------). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2016 წლის 21 მარტიდან, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება №A15020610-017/001.
15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქ. ბ------ი, მ---- ვ---–----ის ქ. №3--ში (ს/კ 0-----------) მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2016 წლის 21 მარტიდან, ამჟამად აღნიშნულ უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
16. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 160-ე, 162-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და განმარტა:
17. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
18. მოსარჩელის კუთვნილ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.
19. სადავო ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეების მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს.
20. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი მისი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხეთა გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.
21. სასამართლომ განმარტა, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეებს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი.
22. მოპასუხე ნ-----–- ბ-----–--ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება; გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.2.1. სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს, რომ 2016 წლის 21 მარტიდან ქ. ბ------ში ვ---–----ის ქ № 3- -ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია მოსარჩელე გ. თ---------–---–ის სახელზე. მტკიცებულებად მითითებულია მხარეთა ახსნა-განმარტებები და საჯარო რეესტრის ამონაწერი, მაგრამ იგივე მისამართზე და იგივე ქონებაზეა დარეგისტრირებული გაცილებით უფრო ადრე ჯერ კიდევ 1998 წლიდან მისი კომლი, რომელსაც გ--–- თ---------–---–თან არანაირი ვალდებულებითი ურთიერთობა არ აკავშირებს. ცხოვრობს მის კუთვნილ სახლში. რაც დადასტურებულია საარქივო ცნობით, რომელიც სასამართლოს წარუდგინა შეგებებულ სარჩელთან ერთად, მაგრამ სასამართლომ არ განიხილა მისი სარჩელი იმ საფუძვლით, რომ თითქოს მან დაარღვია შეგებებული სარჩელის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რაც არასწორია, რადგან შეგებებული სარჩელი წარადგინა არა მთავარ სხდომაზე, არამედ იმაზე ბევრად ადრე ვიდრე დაინიშნებოდა მოსამზადებელი სხდომა, რის უფლებასაც კანონი ანიჭებდა. შეგებებული სარჩელის არ მიღებამ მისი მხარე ფაქტიურად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან სასამართლო ამ გადაწყვეტილებით ნ-----–- ბ-----–--ეს ასახლებს მისი კუთვნილი კომლის საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მის კომლს აწერია 1998 წლიდან. ამდენად, ფაქტიურად წაართვა შესაძლებლობა დაეცვა თავისი კანონიერი უფლება. სასამართლოს მხრიდან, მოხდა ის,რომ მან შეგნებულად აარიდა თავი შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებას. სამწუხაროდ ეს უკანონო განჩინება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ.
აპელანტისათვის გაუგებარია რატომ არ ქონდა მას უფლება დაეცვა თავისი კუთვნილი ქონება სასამართლოში შეგებებული სარჩელით. გაუგებარია როცა სასამართლო აცხადებს რომ გამოკვლევით უნდა დადგინდეს მოსარჩელის და მოპასუხის უფლებები სადაო ქონებასთან მიმართებაშიო; რასაც ეთანხმება, მაგრამ როგორ მოიკვლევს თუ მოპასუხის შეგებებული სარჩელი წარმოებაში არ მიიღება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება, რადგან აშკარაა, რომ შეგებებული სარჩელის წარმოებაში არ მიღებით სასამართლოს მტკიცება, რომ სრულყოფილად და ამომწურავად შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორია და ვერც შეისწავლიდა, რადგან საწინააღმდეგოს მამტკიცებელი დოკუმენტები და მოპასუხის პოზიცია საქმეში არ ჰქონდა და რაც არ ჰქონდა რას მოიკვლევდა. სასამართლოს მიერ მტკიცებულებად მოშველიებული სამართლებრივი ნორმები სისრულეში, რომ იქნას მოყვანილი, სააპელაციო სასამართლომ აუცილებლად უნდა გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის №2/2766/16 გადაწყვეტილება და არსებითი განხილვისათვის დაუბრუნოს იმავე სასამართლოს რომლის წარმოებაში ამჟამად იმყოფება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანთან მიმართებაში, აპელანტის სარჩელი, რომელთა გაერთიანების შემთხვევაში სასამართლო ნამდვილად მივა ჭეშმარიტებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ხელყოფილი იქნება აპელანტის კანონიერი უფლებები.
22.4. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის სხდომაზე მოპასუხემ სსსკ- ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის დასრულებამდე იმ დასაბუთებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა მოპასუხის სარჩელი მოსარჩელის წინააღმდეგ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე.
23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმება და სააპელაციოსასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201 წლის 3 მაისის განჩინებით ნ-----–- ბ-----–--ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; 2. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგი მითითებით:
_საქმის მასალებში წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, პარალელურად მიმდინარე სამოქალაქო საქმეში მოსარჩელე ითხოვს ქ. ბ------ში, მ---- ვ---–----ის ქ. №3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 332 კვ.მ.-ში თანამესაკუთრედ და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობას, 280 კვ.მ. ოდენობით, თანაზიარი ჭიშკრით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 258). სარჩელი აღძრულია მოსარჩელის, თავდაპირველი მოპასუხის ა------- ბ-----–--ისა და მ----- ბ-----–--ის წინააღმდეგ.
_სარჩელის თანახმად, 1998 წელს კასატორი ცალკე კომლის სახით გამოეყო დედამისის კომლს და 90 კვ.მ.-დან მიიღო თავისი წილი - 20 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. მისი კომლის კუთვნილი წილის მხრიდან და ზემოდან დააშენა ახალი სართული, მთლიანობაში მიემატა 312 კვ.მ., შესაბამისად, მისი კომლი ამ სახლში ფლობს 332 კვ.მ. დამხმარე და საცხოვრებელ ფართს, თანაზიარი ეზოთი და საერთო შესასვლელი ჭიშკრით. დედამისის გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს, კომლის ქონება ექვემდებარებოდა მემკვიდრეებს შორის გაყოფას, რომელშიც კასატორი ვერ მიიღებდა მონაწილეობას, რადგან მიღებული ჰქონდა მისი წილი 20 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. 90 კვ.მ. ფართიდან მის დედმამიშვილებს შორის გასანაწილებელი იყო დანაშთი ქონების 70 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში მ----- ბ-----–--ეს შეიძლება დაერეგისტრირებინა 70 კვ.მ. ფართი და არა 402 კვ.მ. ფართი, რომელიც აზომვით ნახაზშია მითითებული.
_ამრიგად, სახეზეა ისეთი შემთხვევა, როდესაც პარალელურად მიმდინარე საქმეში კასატორი (მოპასუხე) სწორედ იმ სადავო ქონებაზე ითხოვს თანამესაკუთრედ ცნობას, რომლის მფლობელობიდან გამოთხოვაც არის წინამდებარე საქმის დავის საგანი.
_საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სხვა სამოქალაქო დავის ფარგლებში შეცილებულია ქ. ბ------ში, მ---- ვ---–----ის ქ. №3--ში, ს/კ: 0-----------, მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება და მოპასუხე ითხოვს თანამესაკუთრედ ცნობას, ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებდა განსახილველ საქმეზე, ვინაიდან წარდგენილი ვინდიკაციური სარჩელის წარმატების ერთ-ერთი არსებითი პირობა სწორედ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის ყოფნაა. პარალელურად მიმდინარე დავის განხილვის შედეგად სადავო ქონების თანამესაკუთრედ მოპასუხის ცნობის შემთხვევაში მოპასუხე იძულებული გახდება ხელახალი სასარჩელო წარმოების აღძვრის გზით მოიპოვოს სადავო უძრავ ქონებაზე მფლობელობა. ამრიგად, საქმის წარმოების საფუძვლად მითითებული სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველი ფაქტების დადგენამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.
_საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების პერიოდისათვის მოცემული დავების სამართლებრივ ურთიერთკავშირზე პარალელურად მიმდინარე სამოქალაქო საქმესთან, რის შედეგად უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები და აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვიტოს სარჩელის ბედი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 27. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 28. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გ--–- თ---------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და გ--–- თ---------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგი გარემოებების გამო: 29. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 14.-15.-პუნქტებში სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: 30. აპელანტი ნ-----–- ბ-----–--ე (წარმომადგენელი თ. ფ-----ე) საქმის ხელახლა განხილვის დროსაც კვლავ აპელირებდა რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაუქმებელია, რადგან მას აღძრული აქვს სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გ--–- თ---------–---–ის მიმართ იმავე უძრავი ქონების მესაკუთრეობასთან დაკავშირებით, საიდან გამოსახლებასაც დღევანდელი მოსარჩელე ითხოვს, და რომ უნდა მოხდეს ამ სარჩელების(დღეს განსახილველი და მის მიერ აღძრული) გაერთიანება, განხილვა და საკითხის ერთად გადაწყვეტა. 31. პალატა არ იზიარებს აპელანტის ამ პოზიციას, ასევე ვერ იქნება გათვალისწინებული (მიუხედავად მითითებული სავალდებულო ხასიათისა), საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: 31.1. მართალია მოპასუხე ნ-----–- ბ-----–--ემ აღძრა შეგებებული სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ------ის სარეგისტრაციო სამსახურის, მ----- ბ-----–--ის, ა------- ბ-----–--ის, მესამე პირის გ--–- თ---------–---–ის (მოსარჩელის), დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების: ლ------- ა----–----ს, ნ--- ბ-----–--ის, ო---- ბ-----–--ისა და მ---- ბ-----–--ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 ივლისის №882012356944-03 და 2016 წლის 21 მარტის №882016156706-03 გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ქ. ბ------ში, მ---- ვ---–----ის ქ. №3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 98 კვ.მ. ნაწილში და მიწის ნაკვეთის 311.11 კვ.მ. ნაწილში თანამესაკუთრედ აღიარება. _თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული განსახილველად, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით უცვლელი დარჩა. (იხ. საქმის მასალები) 31.2. ასევე დადგენილია,რომ 2018 წლის 15 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა ნ-----–- ბ-----–--ემ, მოპასუხეებად დაასახელა გ--–- თ---------–---–ი, ა------- ბ-----–--ე, მ----- ბ-----–--ე და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა. _ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინებით, ნ-----–- ბ-----–--ის სარჩელი მოპასუხეების, გ--–- თ---------–---–ის, ა------- ბ-----–--ის და მ-----ი ბ-----–--ის მიმართ, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, მოსარჩელეს დაუბრუნდა საქმის მასალები და მის მიერ, სს ,,თიბისი ბანკში’’ 09.02.2018წ. წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2100 ლარი და 15.01.2018წ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით; _უდავოდაა დადგენილი, რომ ქუთაისის სააპეალციო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ნ-----–- ბ-----–--ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დარჩა უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინება. (ეს ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს). 32. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან უდავოდაა დადგენილი, რომ დავები რომელიც აწარმოა სადაო უძრავ ქონებაზე ცალკე სარჩელით თუ შეგებებული სარჩელით მოპასუხე ნ-----–- ბ-----–--ემ, არ იქნა დაკმაყოფილებული.(წარმოებაში არ იქნა მიღებული) რა გარემოებაც დღეის მდგომარეობით ძალაშია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, თუმცა უდავოა ისიც, რომ შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა ნ.ბ-----–--ეს სააპელაციო სასამართლოში არც დაუყენებია. 33. შესაბამისად განსახილველი დავის არსებით საკითხებთან დაკავშირებით, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს: 34. საქმეში ს.ფ. 12-ზე წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმადაც საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქ ბ------ში, მ---- ვ---–----ის ქ. №3- (ს/კ 0-----------), -ეკუთვნის გ--–- თ---------–---–ს. 35. უდავოა, რომ მოსარჩელის საკუთრებას, მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლის გარეშე ფლობს აპელანტი ნ-----–- ბ-----–--ე. 36. უდავოა, რომ სახეზეა ვინდიკაციური სარჩელი. 37. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა და სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 160-ე, 162-ე, მუხლები და გ--–- თ---------–---–ის სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული. 38. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებს და დამატებით განმარტავს: 39. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრონციპებით გათვალისწინებულ პირობებში. 40. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 41. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 42. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთხელ განმარტებული და განვრცობილია კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების შინაარსი: ,,...საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის №1/51 გადაწყვეტილება); ,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას., ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზმიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკის სფეროში, ,,კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება); ,,საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ერთის მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორეს მხრივ მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტით დადგენილ ფარგლებში.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370 გადაწყვეტილება); 43. სასამართლოს სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით გ--–- თ---------–---–ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ბ------ში, მ---- ვ---–----ის ქ. №3- (ს/კ 0-----------). 44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთჯერადი განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლის 1-ლი შესაბამისად, ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა ფლობდეს სადავო ნივთს და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. 45. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე წარმოადგენს სადაო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს აპელანტი/მოპასუხე - ნ-----–- ბ-----–--ე. 46. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 47. საჯარო რეესტრის მონაცემები გ--–- თ---------–---–ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით სადაო არ გამხდარა, ამის მტკიცებულება საქმეში არ არის. მოპასუხის მიერ ნაწარმოები დავები ამ მხრივ დასრულებულია მოპასუხის საწინააღმდეგოდ.(იხ. 31.1.-32 პუნქტები) 48. ვინდიკაციური სარჩელის არსი ამგვარადვეა განმარტებული ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში, ასე მაგ.: ,,სავინდიკაციო სარჩელი არის არამფლობელი მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის სარჩელი უკანონო მფლობელის წინააღმდეგ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის და ნატურით არსებული ნივთის დაბრუნების თაობაზე.სავინდიკაციო სარჩელის შინარსს შეადგენს უკანონო მფლობელისაგან ნივთის დაბრუნება მესაკუთრისათვის, ანუ მოქმედება, რომლის განხორცილებასაც ითხოვს მოსარჩელე...ხოლო სარჩელის საფუძველია ის იურიდიული ფაქტები, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებს თავის მოთხოვნებს, კერძოდ ნივთის კანონიერი მფლობელობიდან გამოსვლის გარემოებები, მისი მოპასუხესთან მოხვედრის პირობები, სადავო ნივთის არსებობა ნატურით, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არარსებობა სადავო ნივთის თაობაზე. ამ სარჩელის წარდგენისას მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს თავისი უფლებების არსებობა ნივთზე, ასევე ის, რომ მოპასუხის მფლობელობა უკანონოა.” (ქეთევან ქოჩაშვილი მფლობელობა და საკუთრება-ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში გვ. 172-174). 49. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ ბინაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხე სადავო უძრავ ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ამით კი, როგორც არამართლზომიერი მფლობელები, ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას. 50. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. 51. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ ბ------ში, მ---- ვ---–----ის ქ. №3--ში (ს/კ 0-----------) მდებარე უძრავი ქონება არის მოსარჩელის გ--–- თ---------–---–ის საკუთრება, რომელსაც უკანონოდ ფლობს მოპასუხე/აპელანტი და აღნიშნულით ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რის გამოც სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და იგი სწორად დაკმაყოფილდა; საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გ--–- თ---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მოპასუხე უსაფუძვლოდ ფლობს მის საკუთრებას. 52. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მხარეები ვალდებულნი არიან თვითონ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. 53. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა დაავალდებულა, რომ თითოეულმა მხარემ თვითონვე დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 54. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესს. დასახელებული ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. 55. მოცემული ფაქტობრივი რეალობიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ეს კი გამორიცხავს აპელანტის/მოპასუხის- ნ-----–- ბ-----–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ-----–- ბ-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე