განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
130100119003096211
ინსტანცია
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100119003096211

საქმე №1ბ/1576-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გუ------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 25 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №4----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქარელის რაიონის ს------–-------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს განაჩენით გუ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით;

სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გუ------------–---–ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა 2019 წლის 13 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა, რის შემდეგაც სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორას ათი) საათის ვადით.

ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, გუ------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორას ათი) საათის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გუ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 13 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გუ------------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 კალენდარული დღით - გუ------------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან - მეუღლესთან - ეკ------–---–თან მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონით, სოციალური ქსელით და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რის მიუხედავად, 2019 წლის 13 ივნისს გუ------------–---–ი ქარელის რაიონის ს------–-------–-, საცხოვრებელ სახლში მივიდა ეკ------–---–თან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და გუ------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გუ------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენა შეუსაბამო სასჯელი, მან სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შეუწყნარებელი დამოკიდებულება ვერ იქნება გამართლებული, რადგან სასჯელის პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ გუ------------–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გუ------------–---–ის მიმართ 2019 წლის 13 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, CD დისკზე დატანილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტის მოთხოვნა მსჯავრდებულისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, რადგან ბრალდების მხარე არავითარ არგუმენტზე არ უთითებს, თუ რატომ მიაჩნია აღნიშნული სასჯელი უსამართლოდ, იგი ზოგადად მიუთითებს მხოლოდ იმ ქმედებებზე, რომლებიც მსჯავრდებულს აქვს ჩადენილი და მისგან მომდინარე საფრთხეებზე, თუმცა, არც ერთი არგუმენტი არ აქვს მოხმობილი იმის დასასაბუთებლად – დანიშნული სასჯელი რატომ უნდა იქნეს მიჩნეული შეუსაბამოდ აღნიშნული ქმედების ხასიათსა და მისი ჩამდენი სუბიექტის პიროვნულ მახასიათებლებთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ გუ------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, რაც დაადასტურა დაზარალებულმა ეკ------–---–მა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გუ------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, მისი პიროვნებიდან და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის გამკაცრება, ვერ იქნება მიჩნეული აუცილებელ და საჭირო ზომად მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის.

 

ამდენად, გუ------------–---–ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს განაჩენი გუ------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

გუ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით;

სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გუ------------–---–ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს 2019 წლის 13 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა, რის შემდეგაც სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორას ათი) საათის ვადით.

ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, გუ------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორას ათი) საათის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გუ------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა (1000 ლარი) დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე