განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
330100118002385639
ინსტანცია
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002385639

საქმე №1/ბ-1596-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ნ-------------------------------------–---–--

ადვოკატების: მ-----------------–-----–--–------–-–---–-------------------–-----

მსჯავრდებულების: ლ----------–----------------–----–------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ----------–--- ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-------------- და მსჯავრდებულ მ-------–----–------ სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ----------–--- მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------- საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ზ----------------------------–-------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

მ-------–----–------ მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ს--------------------–--------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------–------–---–--------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, ლ----------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ლ----------–--- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ----------–--- მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ლ----------–--- მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი)საათის ვადით და ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ლ----------–---, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი)საათის ვადით და ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ ლ----------–--- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.

მ-------–----–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა 2014 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მ-------–----–-----ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით და ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ მ-------–----–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 აპრილიდან.

ლ----------–--- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, არაერთგზის;

მ-------–----–-----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით ლ----------–-- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი)წელი; მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60(სამოცი)საათის ვადით.

2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თ---–--–--------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ---------------------–------------ ლ----------–-- და მ-------–----–----- წინასწარი შეთანხმებით, ფულადი თანხის, აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხნენ გ------------–----- ლ----------–--მ და მ-------–----–-----მ ამ უკანასკნელს დაუწყეს ცემა, რა დროსაც ო-–--------------------------–---- აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ამოაცალა 10 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული 1080 ლარის ოდენობის ფულადი თანხით. აღნიშნული ქმედებით ლ----------–--მ და მ-------–----–-----მ გ------------–---- მიაყენეს 1090 (ათას ოთხმოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ----------–--- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------- და მსჯავრდებულმა მ-------–----–-----მ.

მსჯავრდებულმა ლ----------–--მ და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამამართლებელი განაჩენის დადგენა და ლ----------–--- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ხოლო მ-------–----–------- გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტების მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იგი არ არის დამყარებული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. სასამართლოში არასწორი და არაობიეტური შეფასება მიეცა წარდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა ლ----------–----------------–----–------ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი.

მსჯავრდებულ ლ----------–--- ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტებით, მოწმე ო-–------------ მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს არავითარი მტკიცებულებითი ძალა არ აქვს, ვინაიდან აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო გამოძიების დროს უარყო თვით ო-–------------- რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ----------–--- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, ის არის გაყალბებული. სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა გ------------–---- უჩვენა, რომ ამოსაცნობი პირების ფოტოსურათები ქაღალდზე იყო ამობეჭდილი და ამოცნობის ოქმში არ იყო ჩაკერებული, ისე მაგიდაზე ელაგა. ასევე განმარტა, რომ ამოცნობის მიმდინარეობისას გახდა ცუდად, წაიყვანეს საავადმყოფოში და საავადმყოფოდან დაბრუნებულმა მოაწერა ოქმზე ხელი, რაც შეუსაბამობაშია ოქმში მითითებულ საგამოძიებო მოქმედების დაწყების და დასრულების დროსათან. ლ----------–--- პირადად ამოსაცნობად კი გამოძიებას არავითარი ზომები არ მიუღია. მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებითაც. ამასთან, სასამართლოს სხდომაზე ვერ დადგინდა ვიდეოჩანაწერის ზუსტი დრო, ვინაიდან სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დ-------------- განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერში ცდომილება არის 34 წუთი, თუმცა არ იცის ვიდეოჩანაწერი უსწრებს რეალურ დროს თუ ჩამორჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებული გ------------–--- არის საქმის შედეგით დაინტერესებული პირი და იტყუება, რაც დადასტურებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თვით ექსპერტის დაკითხვითაც, ხოლო მოწმე თ----------------- მიერ ლ----------–--- საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა გამოწვეული იყო მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებით. რაც შეეხება მოწმე ო-–------------- მან განმარტა, რომ აღიარებითი ჩვენება მისცა საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირებით და პროკურორის მხრიდან მკაცრად დასჯის მუქარით. ამდენად, სასამართლოში გამოკვლეული მტკციებულებებით, მათ შორის დაზარალებულ გ------------–---- მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მხოლოდ და მხოლოდ გ------------–----თვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რასაც არ უარყოფს თვით მსჯავრდებული ლ----------–--ც.

სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ------------–---- განაცხადა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს გ--------------- ჩავიდა თბილისში და სს „-----------–--------–-- განახორციელა სხვადასხვა ოპერაციები. ამის შემდეგ კი გადაწყვიტა ბარში წასულიყო, რა დროსაც თან ჰქონდა თანხა 1250 ლარი. იგი ეწვია გ------–-- ქუჩაზე მდებარე ბარს, სადაც მიირთვა რამდენიმე ჭიქა სპირტიანი სასმელი და ლუდი. მოწმემ გარკვეული პერიოდით დატოვა ბარი და გავიდა რ---------–-- გ----------, თუმცა მალევე უკან დაბრუნდა და კვლავ ბარში შევიდა. იქ დაახლოებით 5 წუთი გაჩერდა და როდესაც გამოვიდა ბარიდან, ქუჩაში შეხვდა უცნობი ქალბატონი. ამ უკანასკნელმა სთხოვა გაცნობა, ეპატიჟებოდა სახლში და შემდეგ უთხრა დახმარებოდა, ვინაიდან, ავად ჰყავდა შვილი. გ------------–--- ქალბატონს გაჰყვა სახლში, სადაც მიხვდა, რომ ეს მისი ბინა არ იყო და ის სახლი ქირავდებოდა. დაზარალებულმა იქ მყოფ ბინის მესაკუთრეს აჩუქა 5 ლარი და უკან გამოვიდა გაცნობილ გოგონასთან ერთად. გ------------–--- და მისთვის უცნობი ქალბატონი ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გ------------–---- დაინახა მოაჯირთან მდგომი ქალბატონი და ცოტა მოშორებით ორი მამაკაცი, როგორც შემდგომ გაირკვა, ო-–------------ ლ----------–-- და მ-------–----–-----. გ------------–--- დაემშვიდობა თ----------------- რომელიც ცოტა ხნით გამოელაპარაკა მეორე გოგონას, შემდეგ ეს უკანასკნელი წამოეწია, ხელკავი გაუყარა და უთხრა მე გამოგყვები გ-----------–---. ამ დროს დაზარალებულმა იგრძნო ნაბიჯების ხმა, მიხვდა რომ უკან მიყვებოდნენ და მიიხედა. მან დაინახა ლ----------–-- და მ-------–----–-----, რომლებმაც გ------------–---- მიმართეს „მ------ შენა ხარ“ და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ ლ----------–--მ და მ-------–----–-----მ დაუწყეს ხელებით ცემა სახის არეში, რა დროსაც გ------------–---- განიცადა ტკივილი და ძირს დაეცა, ამ დროს მასთან მივარდა ო-–------------ რომელიც ცდილობდა დაუფლებოდა გ------------–---- საფულეს. მან ხელით გაწია გოგონა, თუმცა ლ----------–--მ და მ-------–----–-----მ ხელები გაუკავეს, ხოლო ო-–------------ ამოაცალა საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით. მან დარტყმის შედეგად ცოტა ხნით გონება დაკარგა, ხოლო, როდესაც გამოფხიზლდა ნახა, რომ დახმარება გაუწია უცნობმა ადამიანმა. ბრალდებულებმა გ------------–---- გასტაცეს საფულე და თანხა 1080(ათას ოთხმოცი)ლარი, რითაც მიაყენეს 1090(ათას ოთხმოცდაათი)ლარის ქონებრივი ზიანი. დაზარალებულმა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, მათ შორის განაცხადა, რომ ფოტოსურათებიდან უპრობლემოდ შეძლო ბრალდებულების ამოცნობა.

დაზარალებულმა გ------------–---- თანმიმდევრულად და დეტალურად უჩვენა სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მიუთითა რა ვითარებაში გაიცნო თ---------------- და ასევე სად და როდის შეხვდა მსჯავრდებულებს მ-------–----–-----ს და ლ----------–---. მან ნათლად განმარტა, რომ მისთვის ფულადი თანხის წართმევაში მონაწილეობდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ლ----------–-- და მ-------–----–----- მის მიმართ ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას, ასევე გაუკავეს ხელები, რა დროსაც ო-–------------ მოახერხა და ჯიბიდან ამოაცალა საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით. დაზარალებულმა სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება; რაიმე სახის წინააღმდეგობები მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ გამოვლენილა. მან ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მიუთითა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მ-------–----–-----სა და ლ----------–--ზე, როგორც მის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში მონაწილე პირებზე.

ასევე დაზარალებულმა დაადასტურა, რომ არც ერთი დამნაშავის ამოცნობა არ გაუჭირდა საგამოძიებო მოქმდების განხორციელებისას.

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან გ------------–---- მიერ ამოცნობილი იქნა 1--- წელს დაბადებული მ---------–-----------–----–------ გ------------–---- განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი ბიჭი არის ერთ-ერთი იმ ბიჭთაგანი, რომელიც მას სცემდა ნ----–---–-------------თან მდებარე სკვერში, რა დროსაც გოგონამ ამოაცალა საფულე, შემდეგ კი სამივე გაიქცა.

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან გ------------–---- მიერ ამოცნობილი იქნა 1--- წელს დაბადებული ლ----------------------–--- გ------------–---- განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის იმ ორი ბიჭიდან ერთ-ერთი, რომელიც სცემდა მას ნ----–---–-------------ის მიმდებარედ სკვერში, რა დროსაც მსუბუქი ყოფაქცევის გოგონამ ამოაცალა მას საფულე შარვლის უკანა ჯიბიდან.

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------------–---- მიერ ამოცნობილ იქნა ო-–------------ რომელმაც მას ამოაცალა საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით.

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------------–---- მიერ ამოცნობილ იქნა თ----------------, რომელმაც მას შესთავაზა ბინაში წაყოლა და სექსუალური კავშირი, მან გ------------–---- დაუნახა საფულე და მასში არსებული ფულადი თანხა, იგი ცდილობდა არ მოშორებოდა გ------------–----- რის შემდეგაც მას მიაყენეს სხეულის დაზიანება და გასტაცეს საფულე, მასში არსებული თანხით.

პალატა მიიჩნევს, რომ გ------------–--- როგორც საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ასევე სასამართლოს წინაშე იყო გულწრფელი, რის გამოც მის ჩვენების და მის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში მონაწილე პირების ამოცნობის ოქმების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს. დაზარალებულის განამრტებით მან ზუსტად არ იცის, რომელი მსჯავრდებულია მ-------–----–----- და რომელი ლ----------–--, თუმცა მას წარუდგინეს ფოტოსურათები და უთხრეს დაესახელებინა მის ძარცვაში მონაწილე პირები, რა დროსაც ერთ შემთხვევაში მიუთითა ლ----------–--ზე და მეორე - მ-------–----–-----ზე. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული გ------------–---- მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა, რაც განაპირობებდა სასამართლოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

დაზარალებულის ჩვენება მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დეტალებთან დაკავშირებით გამყარებულია და სრულ შესაბამისობაშია მოწმე თ----------------- ჩვენებასთან. ამ უკანასკნელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს გ------------–---- შეხვდა გ------–-- ქუჩაზე, ნახა რომ ჰქონდა თანხა და გადაწყვიტა გაეძარცვა. თ----------------- თავდაპირველად ო-–------------ სთხოვა დახმარება გ------------–---- გაძარცვაში, მაგრამ, ვინაიდან დაზარალებული იყო ძლიერი და ვერ შეძლებდნენ მარტო გაძარცვას, დახმარება სთხოვეს იქვე გ------–-- ქუჩაზე მყოფ ლ------------------ (მიუთითა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ბრალდებულებზე). მოწმემ ნათლად და არაერთხელ დააფიქისრა, რომ მასსა და მსჯავრდებულებს შორის წინასწარ არ ყოფილა შეთანხმება, თუ რა ოდენობის თანხა გააჩნდა დაზარალებულს და ვის რამდენი შეხვდებოდა, თუმცა მან ორივეს სთხოვა, რომ დახმარებოდნენ დაზარალებულისათვის ფულადი თანხის წართმევაში - მის გაძარცვაში, რაზეც ისინი დათანხმდნენ და გაყვნენ გ------------–---- თ------------ ქუჩისკენ. ლ----- და მ------ ესაუბრებოდნენ დაზარალებულს, ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ო-–--------------------------–---- ამოაცალა საფულე და გაიქცა. მას გაყვნენ მოწმე, ლ----------–-- და მ-------–----–-----ც. თ----------------- განმარტებით, მან, ო-–------------, ლ----------–--მ და მ-------–----–-----მ გ------------–---- საფულეში მოთავსებული თანხა, რომელიც იყო 1000 ლარამდე, ერთმანეთში გაინაწილეს თანაბრად. გამოძიების ეტაპზე მის მიმართ ძალადობას ან რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მისთვის საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მინიშნებები არავის მიუცია, საპროცესო შეთანხმების დადებისას მისი უფლებები არ დარღვეულა. მანვე განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მსჯავრდებულების გვარები არ იცის და მხოლოდ სახელებით იცნობს მათ, თუმცა აშკარად მიუთითა მათზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ---------------- დამნაშავედ იქნა ცნობილი მ-------–----–-----სა და ლ----------–---თან ერთად გ------------–---- მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტზე, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს თ----------------- - როგორც თანაბრალდებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თანაბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენებები უფრო სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული, რადგანაც ის მდგომარეობა, რომელშიც თანამზრახველები (თანაბრალდებულები) აღმოჩნდებიან ჩვენების მიცემისას, განსხვავდება ჩვეულებრივი მოწმეების მდგომარეობისგან (Romanov v. Russia, § 102). მსგავს შემთხვევებში სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც რელევანტური იყო ჩვენებების სანდოობის შეფასებისას. მათ შორის სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს თანაბრალდებულის მოტივზე, რის გამოც იგი აძლევს მამხილებელ ჩვენებას, ამასთან, გასათვალისწინებელია მისი დაკითხვის დრო, ვითარება, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის სპონტანური ხასიათი და მის მიმართ ჩვენების მიცემის მიზნით რაიმე იძულების არარსებობა.

სააპელაციო პალატა მოწმის ჩვენების შეფასებისას ითვალისწინებს რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ და ასევე ეროვნული კანონმდებლობით მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, განმარტავს, რომ თ----------------- სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თ----------------- ჩვენება არ შეიძლება იქნას მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ბრალდებულის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა და ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება დაუშვებელია უპირობოდ გახდეს მისი, როგორც მოწმის დისკრედიტაციის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ საპროცესო შეთანხმების პირობებში, უპირველეს ყოვლისა, მასში მონაწილე ბრალდებული საკუთარი თავის მამხილებელ ჩვენებას აწვდის სასამართლოს და თავად იზღუდავს საქმის არსებითი განხილვის უფლებას, რაც პირველ რიგში მის მიმართ წარმოშობს მძიმე სამართლებრივ შედეგს გამამტყუნებელი განაჩენის სახით.

მოწმე თ----------------- ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამძიებო მოქმედებების სისწორე, რა დროსაც ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან თ----------------- მიერ ამოცნობილი იქნა 1--- წელს დაბადებული მ------ ე-–-----------–----–----- და 19---–-–------------------- დაბადებული ლ----------------------–--- რომლებთან ერთადაც მისთვის უცნობ მამაკაცს გასტაცეს საფულე.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, თ----------------- მონაწილეობით გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებოდნენ თ------------ გამზირის და ე------–---–-- ქუჩების კუთხეში, ე------–---–-- N---ში მდებარე პატარა ზომის სკვერში. თ----------------- განაცხადა, რომ სკვერში არსებული ერთ-ერთი ხის ძირში ო-–------------, ორ ნაცნობ მამაკაცთან - ლ-------- და მ------სთან ერთად წააქციეს უცხო მამაკაცი, რომელსაც ლ----- და მ------ სცემდნენ. ხოლო ო-–------------ მას ჯიბიდან ამოაცალა საფულე, შემდეგ კი მასთან ერთად გაიქცა ვ-----–-- მიმართულებით. ლ----- და მ------ კი გაიქცნენ მისთვის გაურკვეველი მიმართულებით. თ----------------- ასევე განმარტა, რომ მან და ო-–------------ საფულიდან ამოიღეს თანხა და გაინაწილეს, ხოლო ცარიელი საფულე გადააგდეს თ------------ გ--------------ის პირდაპირ მდებარე რესტორან „----------- წინ არსებულ სანაგვე ურნაში.

რაც შეეხება დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელებას, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, გარდა დაზარალებულის და მოწმე თ----------------- ჩვენებისა, დადასტურებულია მოწმე ლ---------–---–-- ჩვენებით და სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---------–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს დაახლოებით 18:00 საათზე ბრუნდებოდა სამსახურიდან, რა დროსაც თ------------ გამზირისა და ნ----–---–--------- კვეთაზე დაინახა, რომ ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ეგდო ძირს, სდიოდა სისხლი და იყო ცუდად. ლ---------–---–-- მამაკაცს დაალევინა წყალი და მოწმინდა სისხლი, შემდეგ დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ვინაიდან აღნიშნული პირი მომჯობინდა და ფეხზე წამოდგა, მოწმე აღარ დაელოდა სასწრაფოს მისვლას და წავიდა. მოწმესა და დაზარალებულ პირს შორის საუბარი არ შემდგარა.

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----დან ირკვევა, რომ გ------------–--- 16.02.2018 წ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში მოთავსებულია 17.02.2018 წ., სადაც დაუდგინდა დიაგნოზი თავის ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა საფეთქლის მიდამოში მარცხნივ, მარჯვნივ მტევნის მე-2 ნების ძვლის მოტეხილობა (რაც არ დადასტურდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რენტგენოფირის შესწავლის შედეგად). სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ექსკორაციები მარჯვენა მტევნის პირველი თითის არეში, მარცხნივ საფეთქლის მიდამოში კანქვეშა ჰემატომა. 20.02.2018 წ. მოქ. გ------------–---- პირადი შემოწმებისას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების, სისხლჩაქცევის და ერთი უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–---

ამოღების ოქმის თანახმად, გ------------–----გან ამოღებული იქნა ჯინსის შარვალი, რომელსაც აღენიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები.

ბიოლოგიური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, გ------------–---- სისხლი მიეკუთვნება Аβ/II/ ჯგუფს. გ------------–---- შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Аβ/II/ ჯგუფს. გ------------–---- სისხლი და გ------------–---- შარვალზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Аβ/II/ ჯგუფს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-----------------

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ო-–------------ მონაწილეობით გამომძიებლები და ექსპერტები გავიდნენ ე------–---–-- ქუჩაზე მდებარე პატარა ზომის სკვერში, სადაც ო-–------------ განაცხადა, რომ მან ორ ნაცნობ მამაკაცთან ერთად წააქცია უცხო მამაკაცი. ლ----- და მ------ ცემდნენ მას, ხოლო თვითონ შარვლის ჯიბიდან ამოაცალა საფულე და თ----------- ერთად გაიქცა ვ-----–-- მიმართულებით. ო-–------------ საფულიდან ამოიღო თანხა და გაინაწილეს, ხოლო ცარიელი საფულე გადააგდეს თ------------ გ--------------ის პირდაპირ მდებარე რესტორან „----------- წინ არსებულ სანაგვე ურნაში.

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ო-–------------ მონაწილეობით ჩატარებულ საგამძიებო ექსპერიმენტის ოქმს არავითარი მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მასში ასახული გარემოებები არ დაადასტურა თავად მოწმემ საქმის არსებითი განხილვისას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომელიც აღწერს შემთხვევის ადგილზე მომხდარ ფაქტს და რელევანტურია იქ განვითარებული მოვლენების აღდგენის თვალსაზრისით, რის გამოც პალატა იზიარებს მას და აფასებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ამ მხრივ კი აღსანიშნავია, რომ ო-–------------ მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში გადმოცემული ვითარება სრულ შესაბამისობაშია როგორც დაზარალებულ გ------------–---- და მოწმე თ----------------- ჩვენებებთან, ასევე ლ----------–----------------–----–------ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ვითარებასთან. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია როგორც სამართალდამცავების, ასევე თავად ო-–------------ მიერ და მასზე არანაირი შენიშვნა მოწმეს არ დაუფიქსირებია.

პალატის შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ყველა საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის დაზარალებულის მიერ ლ----------–----------------–----–------ ამოცნობის ოქმების სისწორე დაადასტურეს პოლიციის თანამშრომლებმა და ექსპერტებმა (რ---------------–---–----------------------–---------------------–-–---–---------------------–---–----------------------–---–-----------------------------------–---–---------------–---–---------–---------------------–---------–-----------–--------–-----–---–--------------–--–-–---–-----–--------–--------------–-----------–----- რომელთა ჩვენებებშიც ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმზეც, რომლის თანახმად, დათვალიერებული იქნა ქ.თ---–--–-- თ------------ გ-------------------------------–--------–---- გარე ფასადზე არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები. პირველი ვიდეოკამერის ჩანაწერზე გამოსახულია თ------------ გ-------------ის მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა სავალი გზა. ტროტუარზე გადაადგილდებიან მოქალაქეები. 17:37:40 საათისთვის (კამერის დროით) ტროტუარზე გ------------–--- და მის გვერდით მარცხენა მხარეს ო-–----------- ჩერდებიან და იყურებიან უკან. გზაზე მათ ეწევა და მარჯვენა მხარეს უდგება თ----------------, რომლებსაც გაყრილი აქვთ ხელმკლავი გ------------–---ზე და ფეხით ვ-----–-- მოედნის მხრიდან მიემართებიან ე.ნ----–---–--------- მიმართულებით. მათ გვერდს უვლის და უსწრებს წინ ლ----------–-- და ოთხივენი ქრებიან კადრიდან. 17:38:50 საათზე, მათ უკან მოსდევს სირბილით მ-------–----–-----, რომელიც ასევე ქრება კადრიდან. 17:41:08 საათისთვის კადრში ჩნდება ო-–----------- და თ----------------, რომლებიც ტროტუარზე გარბიან ვ-----–-- მოედნის მიმართულებით, 17:41:18 საათისთვის მათ უკან მიყვება ლ----------–--, რომელიც მიემართება ვ-----–-- მოედნის მიმართულებით, იხედება უკან და ქრება კადრიდან. 17:41:30 საათისთვის კადრში ჩნდება მ-------–----–-----, რომელიც მიემართება ფეხით ვ-----–-- მოედნის მიმართულებით და ქრება კადრიდან. მეორე ვიდეოკამერის ჩანაწერზე გამოსახულია თ------------ გ-------------ის მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა სავალი გზა. ტროტუარზე გადაადგილდებიან მოქალაქეები, 17:38:30 საათისთვის (კამერის დროით) ტროტუარზე გადაადგილდება ე.ნ----–---–--------- მიმართულებით თ------------ გ---------- ლ----------–-- და ქრება კადრიდან. 17:38:38 საათისთვის მას უკან მიყვებიან ო-–----------- და თ----------------, რომლებსაც ხელკავი აქვთ გამოდებული გ------------–---ზე და ქრებიან კადრიდან, 17:38:50 საათისათვის კადრში ჩნდება და მათ მისდევს მ-------–----–-----. 17:39:42 საათისთვის კადრში ჩნდებიან ო-–----------- და თ----------------, რომლებიც ჩერდებიან სავალუტოს გვერდით, ო-–----------- მიდის ნ----–---–--------- მიმართულებით, რის შემდგომაც მას უკან მიყვება თ---------------- და ქრებიან კადრიდან. უეცრად ისევ ჩნდებიან კადრში, გარბიან ორივენი ვ-----–-- მოედნის მიმართულებით და ქრებიან კადრიდან, მათ ფეხდაფეხ მოყვება უკან ლ----------–--. 17:41:50 საათისთვის კადრში ჩნდება მ-------–----–-----, მიემართება ვ-----–-- მოედნის მიმართულებით და ქრება კადრიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------------- განაცხადა, რომ არის ქ.თ---–--–-- თ------------ გ---------- მდებარე ლომბარდის - შპს „----–-------- დირექტორი. მან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებელს გადასცა ლომბარდის ვიდეოკამერების ჩანაწერი. კამერებსა და რეალურ დროს შორის ცდომილება არის 34 წუთი.

პალატის შეფასებით, მართალია აღნიშნული ვიდეოჩანაწერები უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დეტალებს არ აფიქსირებს, თუმცა მასში ასახული გარემოებები შემთხვევის ადგილზე თ----------------- და ო-–------------, ასევე ლ----------–---ა და მ-------–----–------ გადაადგილებისა და ქმედების შემდგომ მათი გაქცევის დეტალებთან დაკავშირებით, სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ გ------------–---- და მოწმე თ----------------- ჩვენებებთან. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი არ ემთხვევა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია მათი პოზიცია ვიდეოჩანაწერის სადავოდ მიჩნევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის გარემოება, რომ მასზე ასახული არიან მსჯავრდებულები, თავად ამ უკანასკნელთა მიერ სადავო არ გამხდარა.

რაც შეეხება მსჯავრდებულების აპელირებას, რომ ბრალდების მხარემ არ მოიპოვა შემთხვევის ადგილზე არსებული სხვა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

ყოველიზე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. მსჯავრდებულების პოზიცია, რომ გ------------–--- ლ----------–--- საცხოვრებელი სახლის წინ იკმაყოფილებდა ბუნებრივ მოთხოვნილებას, რაც გახდა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, ხოლო მ-------–----–----- უბრალოდ აშველებდა ლ----------–--- და გ------------–----, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და აშკარა წინააღმდეგობაშია საქმის არსებითი განხილვისას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულების ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ----------–----------------–----–------ მიერ ჩადენილ ქმედებებს და მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მ-------–----–------ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ლ----------–--- ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

4. ლ----------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ლ----------–--- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი)საათის ვადით და ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ლ----------–---, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი)საათის ვადით და ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლ----------–--- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

6. ლ----------–--- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.

7. მ-------–----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს 2014 წლის 5 მაისის განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მ-------–----–-----ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.

8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ-------–----–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

9. მ-------–----–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 აპრილიდან.

10. მსჯავრდებულების მ-------–----–------ და ლ----------–--- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

11. მსჯავრდებულ ლ----------–--- ყოფაქცევაზე კონტროლი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. ნივთიერი მტკიცებულებები:

- გ------------–----გან ამოღებული შარვალი, რომელიც ინახება შსს ძ---–-------–------------ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- გ------------–----გან ამოღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ძ---–-------–------------ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- შპს „----–-------- ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- თ------------------- და ო-–------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 2 ცალ ლაზერულ-დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- გ------------–---- კატე-დისკი, რენდგენოფირი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

13. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

14. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი