განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002342527
№1ბ/1537-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული: დ----- მ------–-–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადების თარიღი: 2-----–---------–--–ი, პირადი ნომერი 1----------, რეგისტრირებული: გ-----------------–----–----------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ--–-------–-------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ელისო ტურაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენის გაუქმება, გამართლებულ დ----- მ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სანქციის ფარგლებში მკაცრი სასჯელის დანიშვნა. აპელანტს მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
გამამართლებელი განაჩენის დადგენას, სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ----- მ------–-–---–ის ბრალეულობას, ვინაიდან პირდაპირმა მოწმეებმა ქ------- მ------–-–---–მა და ს------- ნ------–---–მა არ მისცეს ჩვენება და შესაბამისად, ვერ დადგინდა არათუ სისტემატიური ძალადობის, არამედ ერთჯერადი ძალადობის ფაქტიც. უფრო მეტიც, სასამართლომ განაჩენში საყვედური გამოთქვა ბრალდების მხარის მიმართ, ,,ბრალდება რატომ დაეყრდნო მხოლოდ ოჯახის წევრის ჩვენებას, მაშინ როდესაც მოწმეს და დაზარალებულს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ“. ამ დროს კი დარჩა კითხვები, იყო კი ნათესაური კავშირი მათი მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის საფუძველი. საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირმა მოწმემ, ბრალდებულმა დ----- მ------–-–---–მა განმარტა, რომ მეუღლესთან მოუვიდა კამათი და აგინა მას. რაც მიუთითებს, რომ მან დაადასტურა ოჯახში მომხდარი კონფლიქტის ფაქტი. მოწმეებმა ა---- ქ------–---–მა, ნ-----–---- ს------–---–მა და ჯ--- ჯ--------–---–მა განმარტეს, რომ გამოძახების საფუძველზე იმყოფებოდნენ დ----- მ------–-–---–ის ოჯახში, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე მყოფი, მთვრალი დ----- მ------–-–---–ი აგინებდა მეუღლეს და შვილს და ეუბნებოდა დაეკავებინათ, თორემ დახოცავდა მათ. სოციალური მუშაკი - თ----- ნ-----–---–ი, ფსიქოლოგი - მ---------–---–ი და გამომძიებელი პ----- ა--–--ე მონაწილეობდნენ არასრულწლოვან ქ------- მ------–-–---–ის გამოკითხვაში, რა დროსაც არასრულწლოვანმა განმარტა, რომ მამამ ფეხი ჩაარტყა, დედის მიმართ ძალადობას კი ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. აღნიშნული მოწმეები ამბობენ სიმართლეს, რაც არ გაიზიარა სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებმა თავად მოისმინეს დ----- მ------–-–---–ის მიერ ჩადენილი ოჯახური ძალადობის თაობაზე და თავად შეესწრნენ, როგორ აგინებდა მათ და ემუქრებოდა. მოცემულ საქმეზე დაზარალებულების დუმილი სასამართლოს მიერ არ უნდა შეფასებულიყო, დ----- მ------–-–---–ისთვის წამახალისებელ ფაქტორად და არ უნდა დადებოდა მის გამართლებას საფუძვლად, იმის გათვალისწინებითაც, რომ უამრავი განაჩენია დამდგარი სხვადასხვა სასამართლოების მიერ ოჯახური ძალადობის საქმეებზე, სადაც დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენება. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ყველა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, ფაქტების უტყუარად შეფასების კუთხით. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს დ----- მ------–-–---–ი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნოს მკაცრი სასჯელი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა, გამართლებულ დ----- მ------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-–-----------–---–მა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, დ----- მ------–-–---–ს, წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ----- მ------–-–---–ი დაახლოებით ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სისტემატურად ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას მეუღლის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ს------- ნ------–---–ის და არასრულწლოვანი შვილის ქ------- მ------–-–---–ის მიმართ. ის ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ხდებოდა აგრესიული, ერთმანეთის თანდასწრებით ეჩხუბებოდა და აგინებდა მათ. ს------- ნ------–---–ი და ქ------- მ------–-–---–ი მისი ასეთი საქციელით იყვნენ შეურაცხყოფილები, დათრგუნულები, განიცდიდნენ მუდმივ შიშს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2018 წლის 22 თებერვალს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ დ----- მ------–-–---–ს მოუხდა ოჯახური კონფლიქტი ს------- ნ------–---–თან, თუ წინასწარ რატომ არ გამოიტანა ბანკიდან საპენსიო თანხა შეშის ვალის დასაფარად. ამ დროს ხელის მოქაჩვით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------- ნ------–---–ს, აგინებდა და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. არასრულწლოვანი შვილის, ქ------- მ------–-–---–ის თანდასწრებით ხელის მოქნევით ცდილობდა მის ცემას. მამის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ხედავდა ქ------- მ------–-–---–ი, რომელიც მშობლებს ჩაუდგა შუაში და შეეცადა ხელი შეეშალა მამისთვის, რათა არ ეცემა ს------- ნ------–---–ი. ქალიშვილის საქციელით გაბრაზებულმა დ----- მ------–-–---–მა კისერში ხელი მოუჭირა ქ------- მ------–-–---–ს, გადააგდო სავარძელზე და სახეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი, ხოლო როდესაც იგი წამოდგა, ფეხის დარტყმით წააქცია ძირს. იმავე დროს აგინებდა უცენზურო სიტყვებით როგორც მას, ასევე დედამისს, ს------- ნ------–---–ს, ცემის შედეგად ქ------- მ------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა; ყოველივე ზემოთახნიშნულის გამო ასევე ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა ს------- ნ------–---–მა.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ----- მ------–-–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დ----- მ------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მას, მეუღლისა და შვილის მიმართ არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობა არ განუხორციელებია. 2018 წლის 22 თებერვალს ის და მისი მეუღლე შეკამათდნენ, შეშის გადასახდელი ვალის გამო. კამათის დროს მას მეუღლემ უსაყვედურა და იმის დასადასტურებლად, რომ ის მეუღლეს არ ეჩხუბებოდა, თვითონ გამოიძახა პოლიცია. კამათის დროს მასსა და მის მეუღლეს შორის ჩადგა მათი შვილი, რომელიც ხელით გაწია. მისი შვილი ჩაჯდა სავარძელში. მას არც მეუღლისთვის და არც შვილისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. იგივე განუცხადა გამოძახებაზე მისულ პოლიციელებს.
დაზარალებულმა ს------- ნ------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა ქ------- მ------–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ნ-----–---- ს------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 18 თებერვალს მეწყვილე ა---- ქ------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიიღეს შეტყობინება, რომ ა-–-----ს გამზირზე იყო ოჯახური ძალადობა. მისვლისას ეზოში დახვდათ დ----- მ------–-–---–ი, რომელიც იყო ნასვამი და იგინებოდა მეუღლის და შვილის მისამართით. მან უთხრა, რომ შვილს და მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიეხედათ მათთვის. სახლში, რომ ავიდნენ დ----- მ------–-–---–ის არასრულწლოვანი 15 წლის შვილი და მეუღლე დახვდათ, ისინი იყვნენ აღელვენულები, სახე აწითლებულები და ატირებულები. მათ დაუდასტურეს ძალადობის ფაქტი, შვილი ამბობდა, რომ მამამ დედისთვის მოქნეული ხელი მიარტყა და სტკიოდა. მეუღლემ კი უთხრა, რომ დ----- მ------–-–---–ს ხელი უნდა დაერტყა, მაგრამ შვილი ჩაუდგათ შუაში და იმას მოხვდა ხელი. დ----- მ------–-–---–ი დაბლიდან აგინებდა და ამბობდა, თუ რეაგირებას არ მოახდენდნენ დახოცავდა მათ, აღარ უნდოდა ასე ყოფნა. მათ შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. გამოიძახეს გამომძიებელი და დააკავეს დ----- მ------–-–---–ი.
იგივე დაადასტურა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა ა---- ქ------–---–მა. მანვე განმარტა, რომ სხვა დროსაც ყოფილა გამოძახებული დ----- მ------–-–---–ის ოჯახში, ინიციატორი ყოველთვის დ----- მ------–-–---–ი იყო. ს------- ნ------–---–ი ეუბნებოდა, რომ დ----- მ------–-–---–ი იყო ნასვამი და არაადექვატური. 22 თებერვალს ს------- ნ------–---–მა უთხრა, რომ წინა გამოძახებაზე ტელეფონი ესროლა მეუღლემ, მაგრამ დამალა ეს ფაქტი, ვინაიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მარტო დარჩენის ეშინოდა, ეხლა კი შვილსაც შეეხო და მეტს ვეღარ მოითმენდა. მისივე განმარტებით ცემის ფაქტს არ შესწრებია, ხოლო შეურაცხოფას დ----- მ------–-–---–ი მათი მისვლის შემდეგაც აგრძელებდა.
მოწმე თ----- ნ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ, როგორც საპროცესო წარმომადგენელი ესწრებოდა არასრულწლოვან ქ------- მ------–-–---–ის გამოკითხვას. გოგონამ განაცხადა, რომ მამა ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს და დედის მიმართ აგრესიას გამოხატავდა. მის მიმართ არასდროს ჰქონია ძალადობას ადგილი, ბოლო შემთხვევის გარდა. ვალის გამო დედამ მამას დაუწყო ჩხუბი, იგი შუაში ჩადგა და მამამ ხელი ჰკრა მას. ექსპერტთანაც იყვნენ, გარეგნულად არ ეტყობოდა დაზიანება, მაგრამ გოგონა ამბობდა, რომ წელი ტკიოდა. ექსპერტმა დაზიანება ვერ დაადგინა.
მოწმე მ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის თანამდებობაზე. მის კომპეტენციაში შედის ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობა და დაესწრო ქ------- მ------–-–---–ის დაკითხვას. დაკითხვა მოხდა საპატროლო პოლიციის შენობაში. ქ---- აღელვებული, შეშინებული, გაბრაზებული იყო და ტიროდა, მან გამოძიებას განუმარტა, რომ დედ-მამას შორის მოხდა შელაპარაკება და იგი ჩადგა შუაში, მამამ ხელი ჰკრა და საწოლსა და დივანს შორის ჩავარდა. წაქცევის გამო გვერდი სტკიოდა, მან ასევე თქვა, რომ მამამ სახეშიც გაარტყა ხელი და ეს იყო პირველი შემთხვევა. დედის მიმართ კი მამა ხშირად ახორციელებდა ძალადობას. სხვა დროსაც გამოიძახეს პატრული, მაგრამ დედამ მოიტყუა, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მანვე განაცხადა, რომ მამა როდესაც არ სვამს კარგად იქცევა, მაგრამ ბოლო პერიოდში ხშირად სვამდა.
მოწმის, კახეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექიმ-ექსპერტის თ----- ზ-----–-–---–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ------- მ------–-–---–ის მიმართ ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, ქ------- მ------–-–---–ს აღენიშნება ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის არეში, ეს დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არა ნაკლებ 5 დღისაა და ამ დაზიანებას 22 თებერვალს ვერ მიიღებდა.
მოწმის, კახეთის საპატრულო პოლიციის გამომძიებლის ჯ--- ჯ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე მისულს დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, დ----- მ------–-–---–ი და დ----- მ------–-–---–ის ოჯახის წევრები. დ----- მ------–-–---–ი იყო ნასვამი, იმყოფებოდა ეზოში და ეზოდან აგინებდა ოჯახის წევრებს და პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ თუ არ წაიყვანდნენ და არ დააკავებდნენ თვითონ მას, ოჯახის წევრებს დახოცავდა და თან განუწყვეტლივ აგინებდა და ემუქრებოდა მეუღლეს და შვილს. ს------- ნ------–---–ის გადმოცემით, დ----- მ------–-–---–ი ხშირად მიდიოდა ნასვამი და აგინებდა მას. დ----- მ------–-–---–ის შვილს სახეზე ქონდა დაწითლება, ვინაიდან, მამამ რამდენჯერმე გაარტყა სახის არეში და წელი სტკიოდა. ს------- ნ------–---–ს დაზიანება არ ეტყობოდა, მაგრამ ამბობდა, რომ მეუღლემ სვიტრი მოქაჩა, ხელი მოუქნია დასარტყმელად და აიცილა, შემდეგ მეორე მოუქნია და მათ შვილს ქ-------ს მოხვდა. ოჯახური კონფლიქტის მიზეზი იყო ვალი, რომელსაც დ----- მ------–-–---–ი ვერ იხდიდა და მეუღლეს უნდა გადაეხადა თავისი პენსიიდან, რაც ჯერ არ ქონდა გადახდილი.
მოწმე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებლის პ----- ა--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან გამოკითხა ქ------- მ------–-–---–ი, რომელიც ძალიან დათრგუნული და შეშინებული იყო. ის მოყვა მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე.
გამოკვლევის გარეშე შეთანხმებულ ფაქტებად იქნა მიღებული მოწმეების ნ-----–- თ------–-–---–ის და გ---–----- ძ------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია,საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დ----- მ------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს, მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
სააპელაციო პალატამ, გაანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ დ----- მ------–-–---–მა, ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში, ვერ იქნა წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა დ----- მ------–-–---–ის მიერ მეუღლის ან შვილის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ან სისტემატიურ შეურაცხყოფას, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია. კერძოდ: დ----- მ------–-–---–ის ჩვენება არ წარმოადგენს დანაშაულის აღიარებას, მას არ დაუდასტურებია არც სისტემატიური ძალადობის და არც ფიზიკური ძალადობის ფაქტები. მოწმეების ნ-----–---- ს------–---–ის, ა---- ქ------–---–ის, ჯ--- ჯ--------–---–ის, პ----- ა--–--ის, თ----- ნ-----–---–ის, მ---------–---–ის ჩვენებები და ნ-----–- თ------–-–---–ის და გ---–----- ძ------–---–ის გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია. ისინი არ შესწრებიან დ----- მ------–-–---–ის მხრიდან არც ფიზიკური ძალადობის ფაქტს და არც წარდგენილი ბრალდებით დასაბუთებულად მიჩნეულ გარემოებას, რომ ,,დ----- მ------–-–---–ი, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სისტემატურად ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას მეუღლესა და მცირეწლოვან შვილზე“. მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, მოწმეებისვე განმარტებით მიიღეს ს------- ნ------–---–ის და ქ------- მ------–-–---–ისგან, რომლებმაც სასამართლოში არ დაადასტურეს მათ მიმართ ფიზიკური ძალადობის და სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტი. პალატა, ასევე სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე თ----- ზ-----–-–---–ის ჩვენება. პირადი გასინჯვით ქ------- მ------–-–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის არეში, დაზიანება განვითარებული იყო მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა იყო არა ნაკლებ 5 დღისა და ამ დაზიანებას 22 თებერვალს ვერ მიიღებდა. 2018 წლის 22 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერიც, მიღებულია პირისგან, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა ძალადობის და შეურაცხყოფის ფაქტი. საქმეზე არსებული ყველა სხვა მტკიცებულება კი ან არაფერს ადასტურებს და არარელევანტურია ან ირიბ ინფორმაციას წარმოადგენს, რასაც სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა. აპელანტის მითითება, რომ დაზარალებულთა მხრიდან კონსტიტუციური უფლების გამოყენება, ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა კითხვის ნიშნებს ბადებს, არსებული მოცემულობით დაუსაბუთებელია, წარმოადგენს მხოლოდ ეჭვს და არ ეყრდნობა რაიმე მტკიცებულებას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედებები, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი ხასიათი, ანუ მისი განმეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. შესაბამისად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. შესაბამისად სისტემატიურობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მოწმეების: ნ-----–---- ს------–---–ის, ა---- ქ------–---–ის და ჯ--- ჯ--------–---–ის ჩვენებებიც, რომ მათი თანდასწრებით ემუქრებოდა და აგინებდა დ----- მ------–-–---–ი ოჯახის წევრებს. ამასთან, წარდგენილ ბრალდების ფარგლებში, მოწმეთა ჩვენების ეს ნაწილი არარელევანტურია. ვინაიდან, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში, დ----- მ------–-–---–ის ქმედება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდგომ აღწერილი არ და დადგენილად მიჩნეული არ არის. საქმის არსებითი განხილვა კი მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია. შესაბამისად, სააპელაციო პალატა განმარტავს, დ----- მ------–-–---–ის მიმართ არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8).
ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით), არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე, მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).
შესაბამისად, ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.
პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დ----- მ------–-–---–ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დ----- მ------–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----- მ------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დ----- მ------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის, ელისო ტურაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის, ელისო ტურაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დ----- მ------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
დ----- მ------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----- მ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ს------- ნ------–---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მდებარე, გუ---------------------------–--------ი, საკადასტრო კოდი 5-----------), გირაოს 10 000 (ათი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, დ----- მ------–-–---–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე