განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
330100118002543907
ინსტანცია
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002543907

საქმე №1ბ/601-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დავით მესტვირიშვილი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: კ---–-- ა-------, (პირადი №6----------) დაბადებული 1----–-–----------, ბათუმში, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქობულეთი, რ---------–-------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: გ--------------------------------–-.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (5 ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (4 ეპიზოდი);

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წელი.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ადვოკატები: ინგა ბოლოთაური, მაია სირაძე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ---–-- ა-------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მაია სირაძემ და ინგა ბოლოთაურმა და ითხოვეს მსჯავრდებულ კ---–-- ა-------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი: კ---–-- ა------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0351 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, გ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ა------- ტ-------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფონიჭალა, გ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე თანხმობის საფუძველზე, ა------- ტ-------ისაგან იქნა ამოღებული.

 

2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი: კ---–-- ა------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0.103 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, გიგანტის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მ------ ჭ----–-–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფონიჭალა, რუსთავის გ-------–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მ------ ჭ----–-–---–ისგან იქნა ამოღებული.

 

2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი: კ---–-- ა------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0.0761 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 2 თებერვალს ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, გიგანტის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მ------ ჭ----–-–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფონიჭალა, რუსთავის გ-------–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მ------ ჭ----–-–---–ისგან იქნა ამოღებული.

 

2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი: კ---–-- ა------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0638 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომელიც 2018 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, გიგანტის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მ------ ჭ----–-–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისი, ფონიჭალა, რ------------------–--–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მ------ ჭ----–-–---–ისაგან იქნა ამოღებული.

 

2018 წლის 8 მაისის ეპიზოდი: კ---–-- ა------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,078 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 8 მაისს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ. რუსთავი, მე-19 მ/რაიონი, 1-ლი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

(პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა კ---–-- ა-------ს მიერ 2017 წლის 8 ნოემბერს, 2018 წლის 11 აპრილსა და 2018 წლის 12 აპრილს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტები და აღნიშნულ ბრალდებებში კ---–-- ა------- გამართლდა).

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი:

 

2017 წლის 9 ნოემბერის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენილია, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ ო----- ჩ-----–ის მიერ, ა------- ტ-------ეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, შემდეგი კუპიურებით: ერთი 50 ლარიანი კუპიურა ნომრებით: AA21129958; ორი 20 ლარიანი კუპიურა ნომრებით: E63994649; E77519319; ერთი 10 ლარიანი კუპიურა ნომრით: DF1931652.

 

მოწმე ა------- ტ-------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დადგენილია, რომ კ---–-- ა-------საგან ორჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, 2017 წლის 8 ნოემბერს და 2017 წლის 9 ნოემბერს. პირველ შემთხვევაში გადაიხადა 80 ლარი, ხოლო მეორედ 70 ლარი. ნარკოტიკული საშუალების შესაძენი თანხა გამომძიებელმა გადასცა. შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ორივე შემთხვევაში გადასცა გამომძიებელს, რომელიც მისგან დაახლოებით 50 მეტრში იმყოფებოდა და თვალყურს ადევნებდა საკონტროლო შესყიდვას. ნარკოტიკული საშუალების შეძენისას აღჭურვილი იყო ფარული ვიდეო კამერით. მოწმის განმარტებით, კ---–-- ა------- გაიცნო ფონიჭალაში, „ბირჟაზე“ და მასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა (ერთხელ საზამთროც კი გაყიდეს ერთად). საუბრისას კ---–-- ა------მა თვითონ შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მის მიერ შეძენილი წონაკები შეხვეული იყო პოლიეთილენის პარკში (პირველ შემთხვევაში წითელი ფერის და მეორე შემთხვევაში იასამნისფერი პარკი). საკონტროლო შესყიდვამდე კ---–-- ა------თან ერთად მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ხან თვითონ ყიდულობდა, ხანაც მსჯავრდებული. მისთვის ჩვენების მიცემა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილოება არავის დაუძალებია.

 

ამოღების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ ო----- ჩ-----–ის მიერ, ა------- ტ-------ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი იასამნისფერი პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი, რომელშიც მოთავსებულია ფხვნილისებრი ნივთიერება.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 10 ნოემბრის №1872/სქ-2187/ქრ დასკვნის თანახმად, 2017 წლის 9 ნოემბერს ა------- ტ-------ისგან ამოღებული კ---–-- ა-------სგან შეძენილი, პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება წონით 0.0612 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონა შეადგენს 0.0351 გრამს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა: თ----- უ---–--ამ და ს------- ც--------მ.

 

2017 წლის 9 ნოემბრის ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №204 შუალედური ოქმის თანახმად, ა------- ტ-------ის მიერ, სპეციალური კომუფლირებული CCD კამერისა და მიკროფონის მეშვეობით, სპეციალური მინიატურული ვიდეო/აუდიო ჩამწერი ,,OCULUS-ის“ მეშვეობით განხორციელებულ იქნა კ---–-- ა------თან მისი შეხვედრის და საუბრის ჩაწერა 2017 წლის 9 ნოემბრის 17:56:25 საათიდან 2017 წლის 9 ნოემბრის 18:32:42 საათამდე.

 

2017 წლის 9 ნოემბრის, ვიდეო ჩანაწერის თანახმად, ა------- ტ-------ე რომელიც ესაუბრება ა/მანქანაში მჯდომ მამაკაცს - კ---–-- ა------ს, რომელსაც ავტომანქანის მინა აქვს ჩამოწეული. ა------- ტ-------ე: „ხო ძმა, ხომ არ წამოგიღია?“; კ---–-- ა-------: „არ მაძლევენ უფულოდ, გასულია ის ბიჭი“; ა------- ტ-------ე: „რამდენში უნდა მომცე?“; კ---–-- ა-------: „15 წუთში მოვა. რამდენი გინდა?“; ა------- ტ-------ე: „ერთი მინდა“.

ა------- ტ-------ეს ხელში უჭირავს 10, 20 და 50 ლარიანი კუპიურები. კ---–-- ა-------: „მომე რა 70 ლარი“; ა------- ტ-------ე: „ეს 50 ძმაო და ესეც 20“. ა------- ტ-------ემ მიაწოდა ფული ჩაწეული მინიდან. კ---–-- ა------მა გამოართვა ფული, ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში.

ა------- ტ-------ე: „გეიხარე და აბა კაი ამირჩიე ძმურად გთხოვ რა“; კ---–-- ა-------: „ხო დამელოდე“; ა------- ტ-------ე: „რამდენი ხანი?“; კ---–-- ა-------: „აი 15 წუთი. გასულია ის ბიჭი“; ა------- ტ-------ე: „15 წუთი დაგელოდები კაცო. 15 წუთი რა არი“; კ---–-- ა-------: „დამელოდე“. ა------- ტ-------ე: „კაი. კაი“.

კ---–-- ა------მა დაძრა ა/მანქანა და წავიდა. ა------- ტ-------ე ელოდება ნახევარი საათის განმავლობაში. დაღამდა, მოვიდა ავტომანქანა. ა/მანქანაში მსხდომი პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ა------- ტ-------ე: „სადა ხართ აქამდე ბიჭო“; მ1: „რა ვუყო არ იყო“. მ2: „ეს უკეთესია“; ა------- ტ-------ე: „ეს უკეთესია?“. მ2: „კი“; ა------- ტ-------ე: „დამანახე. დეიცა ბიჭო“; მ2: „უკეთესია“; ა------- ტ-------ე: „კაი ხარისხიანია ბიჭო?; მ2: „ხო“; ა------- ტ-------ე: „კაი ძმა, მადლობა“. ა/მანქანა დაძრეს და წავიდნენ.

 

გამომძიებელმა ო----- ჩ-----–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით (მის მიერ) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ა------- ტ-------ეს გადასცა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის განკუთვნილი ფულადი თანხა, რომლითაც ამ უკანასკნელმა 2017 წლის 9 ნოემბერს მოახდინა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენა. მოცემულ შემთხვევაში ა------- ტ-------ე იმყოფებოდა ვიზუალური კონტროლის ქვეშ. მის მიერ შეძენილ ნივთიერებაზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ის წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა სოფელ ფონიჭალაში, გაგრის ქუჩაზე. კ---–-- ა------- შეხვედრაზე ავტომანქანა „ჰონდა ფიტით“ მივიდა თანხლებ პიროვნებასთან ერთად. ა------- ტ-------ე მიუახლოვდა ავტომანქანას, გადასცა კ---–-- ა------ს 70 ლარი და სანაცვლოდ მიიღო ნარკოტიკული საშუალება. საკონტროლო შესყიდვას დაახლოებით 40 მეტრის მანძილიდან უყურებდა. იქვე, გაგრის ქუჩაზე მოხდა ა------- ტ-------ისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება. ა------- ტ-------ე იმავე დღეს გამოკითხა მოწმის სახით.

 

2018 წლის 31 იანვრის, 2 და 13 თებერვლის ეპიზოდები:

 

2018 წლის 31 იანვარის ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ ო-–---- ქ------–--ის მიერ, მ------ ჭ----–-–---–ს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, შემდეგი კუპიურებით: ოთხი 50 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით: AA02416275; AA21611473; AA13840594; AA18664397.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 31 იანვარს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ ო-–---- ქ------–--ის მიერ, მ------ ჭ----–-–---–ისგან ამოღებულ იქნა, კ---–-- ა-------სგან შეძენილი, ორი ცალი წონაკი, კერძოდ: ორი ცალი ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები, თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასით.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 2 თებერვლის №163/სქ-238/ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით 0.18 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო რაოდენობაა 0,103 გრამი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა: ი------------მ და პ------ წ--–---–--ემ.

 

2018 წლის 31 იანვრის ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №42 შუალედური ოქმის თანახმად, მ------ ჭ----–-–---–ის მიერ, სპეციალური კომუფლირებული CCD კამერისა და მიკროფონის მეშვეობით, სპეციალური მინიატურული ვიდეო/აუდიო ჩამწერი ,,OCULUS-ის“ მეშვეობით განხორციელებულ იქნა კ---–-- ა------თან მისი შეხვედრისა და საუბრის ჩაწერა 2018 წლის 31 იანვრის 15:06:01 საათიდან 2018 წლის 31 იანვრის 15:19:19 საათამდე.

 

2018 წლის 31 იანვრის ვიდეო ჩანაწერის თანახმად, კადრში ჩანს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომობილი, რომელშიც ზის მამაკაცი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რეკავს ტელეფონი, რომელსაც პასუხობს. შემდეგ თვითონ რეკავს ტელეფონზე და პარალელურად გადადის ავტომობილიდან, მიდის მუქი ფერის ავტომობილთან, სანომრე ნიშნით ,,N--------“, რომელშიც ზის ორი მამაკაცი... მ------ ჭ----–-–---–ი: „სალამი ..“; გადასცემს კ---–-- ა------ს თანხას სავარაუდოდ 50 ლარიანი კუპიურებით. კ---–-- ა-------: „რამდენია?“; მ------ ჭ----–-–---–ი: „ორასია კაცო“; „რამდენი მომეცი? ორი ცალი არ მინდა. აიღე ა!“. კადრში ზუსტად არ ჩანს რას იღებს მ------ ჭ----–-–---–ი. მამაკაცი სირბილით დაბრუნდა თავის ავტომობილთან, დაძრა და წავიდა.

 

მოწმე მ------ ჭ----–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა კ---–-- ა-------სგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტები და დამატებით განმარტა, რომ მსჯავრდებული 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გაიცნო „გიგანტის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე („ვულკანიზაციაში“). გაესაუბრა კ---–-- ა------ს და უთხრა, რომ ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების შესაძენად იყო ჩასული. მსჯავრდებული დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში და მობილური ტელეფონის ნომერი გადასცა. რამდენიმე დღეში დაურეკა კ---–-- ა------ს, შეუთანხმდა შეხვედრაზე და მისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ განაცხადა პოლიციაში, აღიჭურვა ჩამწერი აპარატურით და მსჯავრდებულისაგან სამჯერ განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენა. მსჯავრდებული შავი ფერის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მას, უთანხმდებოდა შეხვედრაზე და ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას. ისინი ფონიჭალაში, „გიგანტის“ დასახლების ასახვევთან ხვდებოდნენ ერთმანეთს. პოლიციის თანამშრომლები მისგან დაახლოებით 50 მეტრში იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ საკონტროლო შეძენის მიმდინარეობას. შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას იქვე მყოფ გამომძიებელს გადასცემდა. ნარკოტიკების შეძენისას კ---–-- ა------ს მისთვის უცნობი პიროვნება ახლდა. ნარკოტიკული ნივთიერების გამომძიებლისთვის გადაცემა და ოქმის შედგენა იქვე, გამომძიებლის ავტომანქანაში ხდებოდა. როგორც ახსოვს ერთხელ 100 ლარი, ხოლო ორჯერ 200-200 ლარი გადასცა მას გამომძიებელმა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად.

 

გამომძიებელმა ო-–---- ქ------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილოებით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 24 იანვარს მ------ ჭ----–-–---–მა განცხადებით მიმართა გამოძიებას, სადაც განმარტა, რომ მისმა ნაცნობმა კ---–-- ა------მა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება (ერთი წონაკი 100 ლარად). გამოიკითხა მ------ ჭ----–-–---–ი, რის შემდეგაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა კ---–-- ა------თან მისი შეხვედრების ვიდეო გადაღება. საკონტროლო შესყიდვა მისი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა.

 

ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 2 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ ო-–---- ქ------–--ის მიერ, მ------ ჭ----–-–---–ს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, შემდეგი კუპიურებით: ოთხი 50 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით: AA13261239; AA10773493; AA20253258; AA10933683.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 2 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ ო-–---- ქ------–--ის მიერ, მ------ ჭ----–-–---–ისგან ამოღებულ იქნა, კ---–-- ა-------სგან შეძენილი, ორი ცალი მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები, თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 3 თებერვლის №175/სქ-254/ქრ დასკვნის თანახმად, 2018 წლის 2 თებერვალს მ------ ჭ----–-–---–ისგან ამოღებული, კ---–-- ა-------სგან შეძენილი, თერმულად დამუშავებულ, მილღობილ მომწვანო ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერებები, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონებით: 0.0715 გრამი და 0.0611 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, საერთო წონით 0.1326 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო წონაა 0.0761 გრამი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა: ნ----------–---–მა და ს------- ც--------მ.

 

2018 წლის 2 თებერვლის ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №46 შუალედური ოქმის თანახმად, მ------ ჭ----–-–---–ის მიერ, სპეციალური კომუფლირებული CCD კამერისა და მიკროფონის მეშვეობით, სპეციალური მინიატურული ვიდეო/აუდიო ჩამწერი ,,OCULUS-ის“ მეშვეობით განხორციელებულ იქნა კ---–-- ა------თან მისი შეხვედრის და საუბრის ჩაწერა 2018 წლის 2 თებერვლის 16:57:09 საათიდან 2018 წლის 2 თებერვლის 17:04:00 საათამდე.

 

2018 წლის 2 თებერვლის ვიდეო ჩანაწერის თანახმად, მ------ ჭ----–-–---–ი დგას ქუჩაში. გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა მარჯვენა საჭიანი შავი ფერის ავტომობილი, სადაც ზის ორი მამაკაცი. მ------ ჭ----–-–---–ი მიუახლოვდა მათ და ფანჯრიდან მიაწოდა გარკვეული თანხა. მ------ ჭ----–-–---–ი: „აჰა“; (აწვდის თანხას). მამაკაცი იღებს თანხას, დებს ავტომანქანაში და მ------ ჭ----–-–---–ს აძლევს გაურკვეველ ნივთიერებას, ბაშებად დაფასოებულს, მ------ ჭ----–-–---–ი: „ორია მაინც?“; მამაკაცი: „ჰო“. ავტომანქანა სწრაფად ეცლება ამ ადგილს.

 

ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ ო-–---- ქ------–--ის მიერ, მ------ ჭ----–-–---–ს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით. ოთხი 50 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით: AA10391386; AA21432168; AAO8298895; AA10939875.

 

ამოღების ოქმი დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ ო-–---- ქ------–--ის მიერ, მ------ ჭ----–-–---–ისგან ამოღებულ იქნა, კ---–-- ა-------სგან შეძენილი, ორი ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები, თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 14 თებერვლის №275/სქ-372/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს მ------ ჭ----–-–---–ისგან ამოღებული, კ---–-- ა-------სგან შეძენილი, ორ ცალად დაფასოებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით 0.1475 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“ საერთო წონით 0.0638 გრამს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა: ნ----- ო-----------ემ და პ------ წ--–---–--ემ.

 

2018 წლის 13 თებერვლის ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების №69 შუალედური ოქმით დადგენილია, რომ მ------ ჭ----–-–---–ის მიერ, სპეციალური კომუფლირებული CCD კამერისა და მიკროფონის მეშვეობით, სპეციალური მინიატურული ვიდეო/აუდიო ჩამწერი ,,OCULUS-ის“ მეშვეობით განხორციელებულ იქნა კ---–-- ა------თან მისი შეხვედრისა და საუბრის ჩაწერა 2018 წლის 13 თებერვლის 15:07:21 საათიდან 2018 წლის 13 თებერვლის 15:08:15 საათამდე.

 

2018 წლის 13 თებერვლის ვიდეო ჩანაწერით დადგენილია, რომ მ------ ჭ----–-–---–ი მიემართება გაჩერებული ა/მანქანისკენ, ნომრით ,,N--------“. მ------ ჭ----–-–---–ი უახლოვდება ავტომანქანას, ხელში უჭირავს ფული, ამ დროს ისმის მამაკაცის ხმა. კ---–-- ა-------: „მომე, დაჯექი, მანქანაში მომეცი“. მ------ ჭ----–-–---–ი ჯდება ა/მანქანაში, სადაც წინ ზის ორი მამაკაცი“... კ---–-- ა-------: „რამდენი გინდა?“; მ------ ჭ----–-–---–ი: „ორი, ორი“. კ---–-- ა-------: „მომე დროზე, დროზე“. მ------ ჭ----–-–---–ი აძლევს ფულს კ---–-- ა------ს, თანხის რაოდენობა გაურკვეველია, გვერდით მჯდომი მამაკაცი კი მ------ ჭ----–-–---–ს აძლევს მცირე ზომის, მუქი ფერის შეკვრას. მ------ ჭ----–-–---–ი ართმევს შეკვრას. მ------ ჭ----–-–---–ი: „კაი, აბა, კარგებია, ხო?“. მ------ ჭ----–-–---–ი გადადის ავტომანქანიდან.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 3 იანვრის №1/ჰ-ფ-ვ ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:

სს №090080518001 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს, სახელწოდებებით-„Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N1), „Rec1_0002.avi”(ვიდეოგრამა N2), „Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N3), „Recl_0001.avi” (30@gmgmods N4), „Recl_0001.avi” (30@gmamaðs N5) os „Recl_0001.avi” (ვიდეოგრამა N6) არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები;

გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან, სახელწოდებებით-„Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N1), „Rec1_0002.avi”(ვიდეოგრამა N2) ამოღებულ No7 და N8 ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირის იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

გამოკვლევაზე წარმოდგენილ N2-N5 ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან, სახელწოდებებით- „Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N3), „Rec1_0001.avi“ (ვიდეოგრამა N4), „Rec1_0001.avi” (ვიდეოგრამა N5) და „Rec1_0001.avi (ვიდეოგრამა N6) ამოღებულ N9-13 ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

გამოკვლევაზე წარდგენილ №6 ლაზერულ დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო №14 და №15) დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

გამოკვლევაზე წარმოდგენილ N2-N5 ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო +9-13) და N6 ლაზერულ დისკზე არსებულ კ---–-- ა-------ს ფოტოსურათებზე, სახელწოდებით-31.jpg“ და „იზოლატორი“ (ფოტო No14 და No15) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ------- ხ------–---–მა.

 

2018 წლის 8 მაისის ეპიზოდი:

 

კ---–-- ა-------ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 მაისს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ზ------ ქ-----–-–---–ის მიერ გაიჩხრიკა კ---–-- ა-------, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, რა დროსაც ამოღებული იქნა ოთხი ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით. ოქმზე მსჯავრდებულის მიერ გაკეთებულია შენიშვნა, კერძოდ: ,,გავეცანი ჩხრეკის ოქმს პირადად, მისი არსი ჩემთვის სრულად არის გასაგები და მის სისწორეს ვადასტურებ ხელმოწერით. ჩემი პირადი ჩხრეკისას, ჩემი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული ოთხი ცალი წონაკი არის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც არის ჩემი საკუთრება და მინდოდა პირადი მოხმარებისთვის“.

 

გამომძიებლებმა - ზ------ ქ-----–-–---–მა, ვ--–------ ჩ------–---–მა და გ------- კ-----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე. გამომძიებლების განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში, საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობდა. კ---–-- ა------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში გახვეული 4 წონაკი. მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულისაგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას. ადგილზე შედგა საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმეთა განმარტებით, პარალელურ რეჟიმში გაიჩხრიკა მსჯავრდებულის თანმხლები ს----- მ---------, რომელსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებული იქნა შპრიცები და ქილები.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 9 მაისის №1121/სქ-1363/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ყვითელი ფერის მილღობილ თავიან პოლიეთილენის ნაჭრებში ოთხ ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება საერთო წონით 0.18 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო რაოდენობაა 0.078 გრამი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა: ი------------მ და გ-------– ქ----–----ემ.

 

2018 წლის 8 მაისის ნარკოლოგიური გამოკვლევის №702760 დასკვნის თანახმად, კ---–-- ა------ს დაუდგინდა „ოპიუმის ჯგუფი“ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

კ---–-- ა------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 8 მაისს დაურეკა ს----- მ---------მ და მასთან მისვლა სთხოვა. ს-----მ იცოდა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება სჭირდებოდა. კორპუსის ეზოში შეხვდა ს----- მ---------ს, ავიდნენ მის ბინაში, სადაც შეიძინა ოთხ ბაშად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და მოიხმარა. თან ბავშვი ახლდა, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისას ს-----ს მიაბარა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ბავშვთან და ს----- მ---------სთან ერთად გამოვიდა კორპუსიდან, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ბრალდებულის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია და მისგან ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ. მის მიერ შეძენილი ოთხი „ბაში“ ნარკოტიკი მთლიანად მოიხმარა. ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერა მისია, თუმცა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და არ იცოდა ხელს რაზე აწერდა. მან ასევე განმარტა, რომ მას ლ----------------ისთვის ნარკოტიკული საშუალება არ მიუყიდია და საერთოდ ნარკოტიკები არასდროს გაუსაღებია. პოლიციამ გამოძიებასთან თანამშრომლობა შესთავაზა, რაზედაც უარი განაცხადა. არ გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლებთან ერთად ავტომანქანაში ყოფნის ფაქტს, რის გამოც მოხვდა ფარულ ვიდეო ჩანაწერებში. შესაძლოა ამ დროს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სხვისთვის განკუთვნილი თანხა გადააწოდეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვისას, მან კი გადასცა ადრესატს ავტომანქანაში. მ------ ჭ----–-–---–ს არ იცნობს. მას თანხა ნამდვილად გამოართვა და გადასცა ავტომანქანაში მასთან ერთად მჯდომ ვინმე ა--------ს, რომელიც ს----- მ---------ს ახლობელია. ამ უკანასკნელისგან გაიცნო ა------- ტ-------ეც. კ---–-- ა-------ს განმარტებით, ფონიჭალაში, გადასახვევთან შეხვდა ა--------ას, რომელმაც შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების ერთად მოხმარება. სასაფლაოზე მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება. წამოსვლისას ა--------ამ უთხრა, რომ ორი წუთის საქმე ჰქონდა. სწორედ ამ დროს გაყიდა მან ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში ა------- ტ-------ემ ჩაითრია. მასთან ერთად ყიდულობდა და მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას. სახელმწიფო ბრალმდებლის კითხვაზე, რა გარემოებებით ადასტურებთ, რომ ლ----------------ს, ა------- ტ-------ეს და მ------ ჭ----–-–---–ს თქვენი ინტერესი ჰქონდათ, კ---–-- ა------მა განმარტა, რომ ა------- ტ-------ე მ------ ჭ----–-–---–ისგან ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას, მ------ი ლ----------------ისგან, ხოლო ლ--- ს----- მ---------სგან. კ---–-- ა------- მიიჩნიეს „დაბალ ღობედ“ და დააკავეს. ნარკოტიკების რეალური გამსაღებლები კი თავისუფლებაში არიან. კ---–-- ა------მა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებში ნამდვილად დაფიქსირებულია მისი პიროვნება, თანხასაც ართმევს ა------- ტ-------ეს და მ------ ჭ----–-–---–ს, მაგრამ გადასცემს მის გვერდით მჯდომ პიროვნებას. ყოველივე ამას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, გაუცნობიერებლად აკეთებდა. კ---–-- ა-------ს განმარტებით, ნარკოტიკული საშუალების რეალური გამსაღებლებმა მოაწყვეს ისე, რომ მისი ავტომანქანა ვიდეოჩანაწერში გამოჩენილიყო. დაადასტურა, რომ სადავო პერიოდში ჰყავდა შავი ფერის ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“, რომლითაც ტაქსაობდა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის კ---–-- ა-------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ---–-- ა-------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2018 წლის 8 მაისის ეპიზოდში, კ---–-- ა-------ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 მაისს ამოღებული იქნა ოთხ ცალ პოლიეთილენის პაკეტში დაფასოებული ნივთიერება, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ (წონა 0.078 გრამი). აღნიშნულ ოქმზე კი მსჯავრდებულმა დააფიქსირა, რომ ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს მის კუთვნილ ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნული ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ასევე მოწეებმა: ზ------ ქ-----–-–---–მა, ვ--–------ ჩ------–---–მა და გ------- კ-----ემ.

 

2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის ფარული ვიდეო ჩანაწერით, 2017 წლის 9 ნოემბრის ამოღების ოქმით, მოწმეების - ა------- ტ-------ისა და ო----- ჩ-----–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულად მიჩნია, რომ კ---–-- ა------მა, ფონიჭალაში, გაგრის ქუჩაზე, ა------- ტ-------ეს 70 ლარის სანაცვლოდ გადასცა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს (0.0351 გრამი). ასევე, ფარულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ უახლოვდება ა------- ტ-------ე ა/მანქანას და კ---–-- ა------ს აძლევს ფულად თანხას. თავის მხრივ მსჯავრდებული ჰპირდება, რომ 15 წუთში მოუტანს ნარკოტიკულ საშუალებას. ხოლო, ნახევარ საათში იგივე ა/მანქანა ბრუნდება იგივე ადგილას და სალონში მჯდომი პიროვნება ა------- ტ-------ეს გადასცემს ნარკოტიკულ საშულებას.

 

2018 წლის 31 იანვრის ამოღების ოქმით, ფარული ვიდეო ჩანაწერით, მოწმე მ------ ჭ----–-–---–ისა და გამომძიებელ ო-–---- ქ------–--ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება კ---–-- ა-------ს მიერ 2018 წლის 31 იანვარს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტი. 2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდთან დაკავშირებით: 2018 წლის 31 იანვრის ფარული ვიდეო ჩანაწერით დადგენილია, რომ მ------ ჭ----–-–---–ი ა/მანქანაში გადასცემს კ---–-- ა------ს ფულად თანხას და იძენს მისგან ნარკოტიკულ საშუალებას, რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე მ------ ჭ----–-–---–მა. ხოლო, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 იანვარს მ------ ჭ----–-–---–ისგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს.

2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდთან დაკავშირებით, ფარულ ვიდეო ჩანაწერში ცალსახად ჩანს კ---–-- ა-------, რომელსაც საკუთარი ავტომანქანით მიჰყავს გამოძიებით დაუდგენელი პირი მ------ ჭ----–-–---–თან შესახვედრად, რომელიც ფულადი თანხის სანაცვლოდ მ------ ჭ----–-–---–ს გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. ხოლო, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ------ ჭ----–-–---–ისგან ამოღებული, ნივთიერება წარმოდგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს. აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმე მ------ ჭ----–-–---–ის, გამომძიებელ ო-–---- ქ------–--ის ჩვენებებით, 2018 წლის 2 თებერვლის ამოღების ოქმით.

 

რაც შეეხება 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდს, მოწმე მ------ ჭ----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ ნებაყოფლობით ჩაერთო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში და მის მიმართ რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია. მისი განმარტებით, კ---–-- ა-------სგან სამჯერ განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენა, მათ შორის 2018 წლის 13 თებერვალსაც. მ------ ჭ----–-–---–ის ჩვენება დასტურდება ფარული ვიდეო ჩანაწერებით. 2018 წლის 13 თებერვლის ფარულ ვიდეოჩანაწერში ცალსახად ჩანს, რომ მ------ ჭ----–-–---–ი მიდის შავი ფერის ავტომანქანასთან, რომელშიც ზის კ---–-- ა-------, ამ უკანასკნელის მოთხოვნით ჯდება ავტომანქანაში, გადასცემს მსჯავრდებულს ფულად თანხას და სანაცვლოდ მსჯავრდებულს თანმხლები პირისგან იღებს პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერებას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმებით, ამოღების ოქმით.

 

ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და ასევე აღნიშნავს, რომ მ------ ჭ----–-–---–სა და ა------- ტ-------ეს ნარკოტიკების შეძენასთან დაკავშირებით უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ კ---–-- ა------თან, სწორედ კ---–-- ა------თან შესახვედრად მიდიან ვიდეო აპარატურით აჭურვილი ა------- ტ-------ე და მ------ ჭ----–-–---–ი, ხოლო კ---–-- ა------- თანმხლებ პირთან ერთად, საკუთარი ა/მანქანით, პირადად ხვდება ა------- ტ-------ესა და მ------ ჭ----–-–---–ს ნარკოტიკული საშუალების გასაღების საკითხზე, ოთხ დამოუკიდებელ შემთხვევაში ესწრება ნარკოტიკული საშუალების გადაცემას და უშუალოდ იღებს მონაწილეობას ნარკოტიკული საშუალების გასაღების პროცესში (გასაყიდ თანხას თვითონ იღებს). კ---–-- ა-------ს მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს დანაშაულის ამსრულებლობას.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ---–-- ა------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა (2017 წლის 9 ნოემბრის, 2018 წლის 31 იანვრის, 2018 წლის 2 თებერვლის, 2018 წლის 13 თებერვლის, 2018 წლის 8 მაისის ეპიზოდები) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება (2017 წლის 9 ნოემბრის, 2018 წლის 31 იანვრის, 2018 წლის 2 თებერვლის, 2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდები) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ---–-- ა------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კ---–-- ა------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენი კ---–-- ა-------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: დისკები შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; საკონტროლო შესყიდვის შედეგად ა------- ტ-------ისგან, მ------ ჭ----–-–---–ისგან და ლ----------------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, კ---–-- ა-------სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, კ---–-- ა-------ს ნერწყვის ნიმუშები უნდა განადგურდეს; ს----- მ---------სგან და ლ----------------ისგან პირადი და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ს----- მ---------ს ნერწყვის ნიმუშის ბედი უნდა გადაწყდეს მათ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ---–-- ა-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მაია სირაძის და ინგა ბოლოთაურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენი კ---–-- ა-------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

კ---–-- ა------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2017 წლის 8 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2018 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

კ---–-- ა------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი) 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 მაისის ეპიზოდი) 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2017 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი) 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით კ---–-- ა------ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

კ---–-- ა------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 მაისიდან.

 

კ---–-- ა------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

კ---–-- ა-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

დისკები, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

საკონტროლო შესყიდვის შედეგად ა------- ტ-------ისგან, მ------ ჭ----–-–---–ისგან და ლ----------------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, კ---–-- ა-------საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, კ---–-- ა-------ს ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს;

ს----- მ---------სგან და ლ----------------ისგან პირადი და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ს----- მ---------ს ნერწყვის ნიმუშის ბედი გადაწყდეს მათ მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/გ. ჯეირანაშვილი/