განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
120100119002822015
ინსტანცია
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002822015

საქმე №1ბ/869-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის,მსჯავრდებულ: გ----------–---–-ს,ადვოკატ: ნ------------------–---–ის

 

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------–---–-ს მიმართ, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 0----------–--–-, პ/ნ 4----------- მცხოვრების: ქ. ა---––------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით გ----------–---–- (პ/ნ 4----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობით.

 

გ----------–---–- (პ/ნ 4----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი.

 

გ----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე ქ------––---–-----------------------ში მცხოვრებ ყოფილ სიძე გ----------–---–ს საცხოვრებელ სახლში მიაკითხა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის თ--------------ის დედამ, ნ-------------ემ, რომელმაც უსაყვედურა გ----------–---–ს სანახავად წაყვანილი არასრულწლოვანი შვილიშვილის უკან დაბრუნების დაგვიანების გამო და შეეცადა ბავშვის წაყვანას, აღნიშნულის გამო განაწყენებულმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ----------–---–მა ყოფილი მეუღლის დედას ნ-------------ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელის არეში ბენზოხერხის ლითონის ე.წ. „ცეპი“, ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ-------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის განმავლობაში, გ----------–---–- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, თ--------------ეს ქ. თბილისში, ჩ----–-–---–-------------ში დროებით ცხოვრების პერიოდში სისტემატურ ძალადობას აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული თ--------------ემ განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენის გაუქმება და გ----------–---–-სათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ----------–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ----------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ნ-----–--–-------–---–-----------------–-----------------–------- მოწმის სახით დაკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით.

 

დაზარალებულ თ--------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის განმავლობაში ქ. თბილისში, ჩ----–-–---–-------------ში დროებით ცხოვრების პერიოდში გ-----------–---–ი სისტემატურ ძალადობას აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული თ--------------ემ განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 12:30 საათზე გ----------–---–- და თ--------------ე შეხვდნენ ერთმნეთს და ისაუბრეს ბავშვის თაობაზე და ერთმანეთთან შერიგებაზე. შემდეგ გ----------–---–მა სთხოვა მასთან სახლში მისვლა თ--------------ეს, სადაც გ---ს პირველი ცოლი ს---------------ე ცხოვრობდა, რომელთანაც ნ-----თან თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდა ურთიერთობა, რაც თ--------------ისთვის იყო შეურაცხმყოფელი. გ----------–---–მა ბავშვი წაიყვანა და დათქმულ დროს, რომ არ მიუყვანა თ--------------ეს, იგი მივიდა მათთან სახლში. გ---სთან სახლში მისვლისას თ-----მ უთხრა რომ ბავშვს ჩააცმევდა და წაიყვანდა, რაზეც გ----------–---–მა უთხრა რომ ვერასდ ვერ წაიყვანდა ბავშვს და აღნიშნულ სახლში უნდა დარჩენილიყო. გ----------–---–- თ--------------ეს ასევე ეუბნებოდა რომ არც ტელეფონით ესარგებლა და არც არსად არ უნდა გასულიყო და თუ წავიდოდა მიაკითხავდა და მთელ ოჯახს გაუსწორდებოდა ფიზიკურად. აღნიშნული ქმედებით თ--------------ემ განიცადა შიში და ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამ ყველაფრს თან ესწრებოდა გ---ს დედა თ----------------ი, მისი ბებია ჯ---–----------------- და სიმამრი ლ-------------ე. ეს გაგრძელდა 4-5 საათის განმავლობაში. რის შემდეგაც თ-----მ გ----------–---–ს სთხოვა, რომ გარეთ გაეშვა, მაგრამ გ---მ ტელეფონის გარეშე გაუშვა. გარეთ გასვლის დროს თ--------------ემ თ----------------ს სთხოვა რომ თ-----ს დედასთან ნ-------------ესთან დაერეკა და დახმარება ეთხოვა. თ--------------ეს შეეძლო სახლიდან გამოქცევა, მაგრამ რა შედეგი მოჰყვებოდა ამას არ იცოდა და ეშინოდა გ----------–---–-ს და თ-----ს მიმართ მეუღლე იძიებდა შურს და გაუსწორდებოდა ფიზიკურად, ამ ყველაფრის გამო მან განიცადა სულიერი და ფსიქოლოგიური ტანჯვა. ნ-------------ე მივიდა გ----------–---–-ს სახლში რა დროსაც მან თ-----ს ინვალიდი ბავშვი აიყვანა ხელში და სცადა წაეყვანა, რის შემდეგაც გ---მ ნ-------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამის შემდეგ გავიდა მეორე ოთახში გამოიტანა ე.წ. ხის სახერხი „დრუჟბის“ ცეფი და მოუქნია ნ-------------ეს, რომელიც ნ----- მოხვდა მარჯვენა ხელზე და მიიღო ხელის დაზიანება, ამის შემდეგ მეორედაც მოუქნია ცეფი მაგრამ თ--------------ემ არ მისცა დარტყმის საშუალება და ხელი დაუჭირა, მიუხედავად ამისა ნ-------------ემ მაინც მოახერხა და გაიყვანა ბავშვი, თ-----ც გამოჰყვა და ამის შემდეგ ნ----მ დარეკა პოლიციაში.

 

დაზარალებულ თ--------------ის დამატებითი გამოკითხვის ოქმით დადგენილია რომ 2017 წლის განმავლობაში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე გ----------–---–- ქ------–--–-------–-–---–-------- ში დროებით ცხოვრების პერიოდში სისტემატიურად აყენებდა, როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

დაზარალებული ნ-------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს თ--------------ეს დაურეკა გ----------–---–მა და სთხოვა ბავშვის ჩვენება, რაზეც დათანხმდა თ----- და წავიდა მასთან შესახვედრად. საღამოს სახლში როცა არ მივიდა თ----- დედამისმა ნ-------------ემ დაურეკა რამდენჯერმე მაგრამ არ უპასუხა, ამის შემდეგ მესენჯერში მიუვიდა თ-------------------გან შეტყობინება, რომ თ--------------ე მასთან იყო სახლში და გ----------–---–- სახლიდან ბავშვთან ერთად წასვლის საშუალებას არ აძლევდა. ასევე უთხრა ნ-----, რომ თავად არ დაერეკა და თ----- თვითონ დაურეკავდა. ნ-------------ე ელოდა თავისი შვილის დარეკვას, მაგრამ როცა არ დაურეკა ახალციხის რაიონის სოფელი კ-–------ნ ნათესავის ნ---------------ის ა/მანქანით წავიდა გ----------–---–-ს საცხოვრებელ სახლში. როცა სახლის ეზოში შევიდა იკთხა თ----- სად იყო, რაზეც თ----------------მა უპასუხა, რომ სახლში იყო და შესულიყო ნ----. ნ-------------ე როცა სახლში შევიდა თ----- იჯდა დივანზე, ბავშვი მა------ კი დაწვენილი ჰყავდათ საწოლზე, იატაკზე კი გ----------–---–- იყო დაწოლილი. შესვლისთანავე ბავშვი აიყვანა, რაზეც გ----------–---–მა ნ-------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა თუ სად მიყავდა ბავშვი, მერე წამოდგა ფეხზე, გავიდა მეორე ოთახში გამოიტანა ე.წ. „დრუჟბის ლითონის ცეფი“ დაიხვია ცალი მხრიდან ხელზე და მოუქნია ნ-----, რომელიც მოხვდა მარჯვენა ხელის იდაყვის არეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და როდესაც გ---მ მეორედ მოუქნია დასარტყმელად, თ--------------ემ მოასწრო და დაუჭირა ხელი და აღარ მისცა საშუალება ნ-----თვის დაერტყა. ნ-------------ემ მოახერხა და ბავშვთან ერთად გამოვიდა სახლიდან, შემდეგ გამოჰყვა თ--------------ე და წამოვიდნენ ნ---------------ის ა/მანქანით.ამის შემდეგ ნ----მ დარეკა პოლიციაში.

 

2018 წლის 06 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ადგილზე შემოწმდა გ----------–---–-ს ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა დღისით ბუნებრივი განათების პირობებში, ყოველგვარი ხელის შემშლელი და ძალდატანების გარეშე მშვიდ გარემოში. საგამოძიებო ექპერიმენტის დაწყებამდე გ----------–---–ს მიეცა წინადადება საგამოძიებო ექსპერიმენტით დაადასტუროს მის მიერ მოწოდებული ჩვენება, რაზედაც განაცხადა თანხმობა ამის შემდეგ ხმამაღლა იქნა წაკითხული მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რის შემდგომაც მიუთითა ადგილი ქ------––---–------------------ში მის საცხოვრებელ სახლსი სადაც მისი განმარტებით თავის სიდედრს ნ-------------ეს დაარტყა ე.წ. ცეფი ხელის არეში, ხოლო შემდეგ მიუთითა თ------–---–--------, რომლის გავლითაც მისი განმარტებით წავიდა ა---––----------------------–---–---ში, შემდგომ მიუთითა ადგილი საიდანაც მივიდა ქ. ახალციხეში თ------–---–--------ზე არსებულ ხიდთან, შემდეგ მიუთითა ადგილი საიდანაც წყალში გადააგდო ე.წ. დრუჟბის ცეფი, რომელიც დაარტყა ნ-------------ეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომლებიც თან ერთვის ოქმს.

 

2018 წლის 31 აგვისტოს სასამართლო ექსპერტიზის N---------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-------------ის მარჯვენა წინამხრის არეში არსებული ხაზოვანიფორმის ნაჭდევები (განაკაწრები) მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. 2018 წლის 16 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის N--------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ--------------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით გ----------–---–-ს ქმედება გამოიწვევდა თ--------------ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 27 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. 2019 წლის 25 იანვრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, თ--------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის 12-ლი ნაწილით..

 

აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი გულწრფელად აღიარებს ჩადენილს, პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოება არ გააჩნია, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ----------–---–-სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ----------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ----------–---–- (პ/ნ 4----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

 

გ----------–---–- (პ/ნ 4----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ - ის 111-126 მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

 

გ----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, გირაოს შემტან თ-------------–---–ს( პ/ნ 4----------- განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი B-------- მიმღების ანგარიშის ნომერი G-----------------------ზე 2019 წლის 18 იანვარს შეტანილი თანხის 1 000 ლარი.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი