განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.01.2019
საქმის ნომერი
330310016001428033
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001428033

საქმე N3ბ/340-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე)- ჯ----– ბ------ე

 

აპელანტი (მესამე პირები)- ბ-------ე ბ------ე, მ---------------

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტების ჯ----– ბ------ის, ბ-------ე ბ------ის და მ-------------ძის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოთხოვნა-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ----– ბ------ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლ-----–---–--------------------------–-----------–----------–--------------------------–-------–---------------------–-------------–------------–----------–---------------------------------------------–-------------------–-–---------------------- სხდომის ოქმი (დანართი #2) იმ ნაწილში, რომლითაც ჯ----– ბ------ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის დაკანონებაზე და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, უძრავი ქონებები, მ-------------------–------–----–--------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე (ტ.1. ს.ფ.15-17).

 

2.2. მოსარჩელე ჯ----– ბ------ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2----–-–-------------------------------- წერილის თანახმად, ჯ----– ბ------ე (პირადი ნომერი - 6----------------------------წ.) დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია დევნილად, სარეგისტრაციო №----------------–-----------------–----–------------- პედიატრიული კლინიკა. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ჯ----– ბ------ის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - თბილისი, დ----------–----–------------, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ზ-------------------–---–--------0 (ტ.1. ს.ფ. 13, 36, 119).

 

2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2----–-–------------------------ წერილის მიხედვით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით (აღნიშნული ბაზა საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) ჯ----– ბ------ის (პ--------------) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ტ.1. ს.ფ. 42).

 

2.4. ჯ----– ბ------ემ 2014 წლის 15 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა თბილისში, ლ----–----------------–ი განთავსებული მისი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ დაკანონება (ტ.1. ს.ფ. 60).

 

2.5. პრივატიზებისთვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილთა შესახებ 2014 წლის 05 სექტემბრის საინფორმაციო ფორმით დგინდება, რომ თ---–--–----–----–-------------ში, ს--------–--------------–------------–-------------–- და ბინა №67-ში მცხოვრები ოჯახის შემადგენლობაა: ჯ----– ბ------ე (დაბ. 1---------წ.) და შვილები მ--------------- (დ--------------წ.) და ბ-------ე ბ------ე (დაბ. 1---------წ.). ასევე, მითითებულია, რომ ჯ----– ბ------ის სიდედრის ას ინფორმაციით, ჯ----– ბ------ის მეუღლე - თ-------------- არ არის დევნილი, ჯ----–ის და-ძმა ცხოვრობენ ფ-------–აში. აღნიშნული ფართების დაკანონება სურთ ჯ----– ბ------ეს და მის 2 მცირეწლოვან შვილს (ტ.1. ს.ფ. 76).

 

2.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) წესის დამტკიცებისა და საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე მომუშავე კომისიის 2014 წლის 20 ოქტომბრის №07 ოქმის თანახმად ჯ----–, მარიამ და ბ-------ე ბ------ეებს უარი ეთქვათ ბინის დაკანონებაზე, ვინაიდან რეალურად არ ცხოვრობენ აღნიშნულ ფართში (ტ.1. ს.ფ. 72-76).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 22-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებუულ პირთა- დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320ნ ბრძანებით დამტკიცებულ "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (2014 წლის 6 ივნისის რედაქცია) მე-2 მუხლის "ა" პუნქტი, მე-3-4, მე-6 მუხლები.

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა მიმართ 2015–2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე. აღნიშნული გეგმის 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში - „სახელმწიფო სტრატეგია“), რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა (სახელმწიფო სტრატეგის მე-2 მიზანი). იმავე გეგმის 1.3. პუნქტის თანახმად, 1.2. პუნქტში აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, ხოლო 1.9. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ჯ----– ბ------ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის პოზიციაზე, რომლის თანახმად მართალია, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის რეგისტრაცია თბილისში, ლ----–----------------–ი, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით არ დადასტურდა, რომ აღნიშნულ ფართში მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნაზე. პრიორიტეტი მიენიჭათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მათი რეგისტრაციის ადგილზე და სხვა თავშესაფარის არქონის გამო, მეტად საჭიროებდნენ განსახლებას.

 

4.4. პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს პრივატიზებისთვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილთა შესახებ 2014 წლის 05 სექტემბრის საინფორმაციო ფორმის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების დღეს მოსარჩელის რეგისტრაციის მისამართზე არ იმყოფებოდა თავად ჯ----– ბ------ე შვილებთან ერთად, იმყოფებოდა მისი სიდედრი ლ--–------------ა. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული შემოწმების დღეს მოსარჩელის მისამართზე არყოფნის ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო აღნიშნულ მისამართზე მოსარჩელის არცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი გარემოება. საქმეს ერთვის მისამართზე მხოლოდ ერთჯერადი შემოწმების განხორციელების ამსახველი დოკუმენტი, რაც თავისი ფორმით და შინაარსით არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას სადავო საკითხთან მიმართებაში.

 

4.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჯ----– ბ------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, რომლის თანახმად იგი ფაქტობრივად ცხოვრობს როგორც თ---–--–----–----–-------------ში, ასევე, ზ--------–-----------–---–-------------ში ქირით, რაც გამოწვეულია ამ ეტაპზე, მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ქალაქ ზ--------ში შესრულებით. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა ასევე მოწმის სახით დაკითხულ დ--------------იას განმარტებაზე, რომელიც არის მოსარჩელე ჯ----– ჯ--------ას მეზობელი თბილისში, ლ----–-------------ე. მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე თბილისში აღნიშნულ მისამართზე თვეში ერთი კვირა მაინც იმყოფება, ყოფილა შემთხვევები, როდესაც 1-2 თვეც ყოფილა აღნიშნულ მისამართზე. ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ბინაში იმყოფება მისი სიდედრი - ლ--–------------ა. ჯ----– ბ------ის მეზობლის, მოწმე - ვ----------------იას განმარტებით კი მოსარჩელე თბილისში ზაფხულობით დაახლოებით ერთი თვე მაინც ჩამოდის, დანარჩენ პერიოდებში კი თვის განმავლობაში ერთი კვირა მაინც იმყოფება თბილისში.

 

4.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალები და მხარეთა პოზიციები სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, რომ ჯ----– ბ------ე, შვილებთან ერთად, ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს თბილისში, ლ----–----------------–ი.

 

4.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს ან დაადასტურებს ზემოაღნიშნული პირების (ჯ----–, მარიამ და ბ-------ე ბ------ეების) ფაქტობრივ ცხოვრებას ქ. თბილისში, ლ----–----------------–ი. მოპასუხე მხარის მიერ ერთჯერადი შემოწმება ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად პირის ფაქტობრივ ცხოვრება/არცხოვრების საკითხის გადასაწყვეტად.

 

4.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. იმავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

4.9. მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მოპასუხის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსზე.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ----– ბ------ის, ბ-------ე ბ------ის და მ-------------ძის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. აპელანტი მიუთითებს, რომ ჯ----– ბ------ე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლების მონაწილე-ომის ვეტერანი, იბრძოდა სოხუმში, სადაც დაკარგა ფეხი. იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დღემდე მუშაობს შსს ორგანოში პოლიციის პოლკოვნიკად.

 

5.2. აპელანტი აღნიშნავს, ჯ. ბ------ე 2006 წლიდან რეგსიტრირებულია თბილისში ლ----–------------ში აქვს სამი ოთახი დაკავებული (--------------------------------------------------------------------------------------------- სხვა იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად. 2012 წლამდე ხელზე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, ხოლო ამჟამად არის აბონენტად რეგისტრირებული. ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. აპელანტი მიუთითებს, რომ მას აღნიშნული ფართის გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ჯ. ბ------ემ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და პასუხად მხოლოდ დაპირება მიიღო, რომ შექმნილი იყო დევნილთა საცხოვრებელი ფართების დაკანონების კომისია, რომელიც მიიღებდა გადაწყვეტილებას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, თუმცა რეგისტრაცია არ მომხდარა. აპელანტი ითხოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლომ დაავალოს ქ-------–--–---–----–------------–- ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდების მქონე იმ სამი ოთახის გადაცემა, რომელშიც ჯ. ბ------ე ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

 

5.3. აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოსამართლემ არასწორი სამართლებირვი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფიელბაზე სრულად უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

6.1. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2----–-–---------–------------- განცხადებით მიმართა აფხაზეთიდან დევნილმა ჯ----– ბ------ემ (პ--------------), რომელმაც მოითხოვა ქ. თბილისში, ლ----–-------------–-----------------–----–-------------------------------------------------------------------------------------------------------------- საკუთრებაში გადაცემა (კერძო სექტორი). აღნიშნული საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხთან დაკავშირებით დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული იქნა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა, ჯ----– ბ------ისათვის ფართის დაკანონების თაობაზე საჩივარი წარადგინეს მისმა მეზობლებმა (26.08.2013; N68025/01), რომლის თანახმად ქ. თ---–------–----–-------------ში შვიდი წელია ცხოვრობს არადევნილი ლ--–------------ა, რომელსაც, სიძის, ჯ----– ბ------ის სახელით მოკავებული და გაქირავებული აქვს ზემოთხენებული სადავო ოთახები. აღნიშნულ მისამართზე მეზობლებს ჯ----– ბ------ე არ უნახავთ. სამინისტროს წარმომადგენლის მიერ 2013 წლის 15 მაისს ჩატარებული პროფაილინგის ანკეტის შევსებისას, დევნილის (სარეგისტრაციო N---------) ოჯახის შემადგენლობაში დევნილ ჯ----– ბ------ესთან ერთად მითითებულია შვილები ბ-------ე ბ------ე (დაბ. 1---------) და მ--------------- (დ--------------), რომელთაც დაკავებული აქვთ ქ. თ---–------–----–-------------ში, მესამე სართულზე მდებარე N53 და N67 ოთახები, ასევე მეორე სართულზე მდებარე N28 ოთახი. ოჯახის შემადგენლობაში ასევე მითითებულია ჯ----– ბ------ის მეუღლე თ-------------- (არადევნილი). დევნილთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, მ-------------ძის (სარეგისტრაციო N008-00263) ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ფ-------–ა 3-----------------

 

6.2. აპელანტი აღნიშნავს, სამინისტროს დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით ირკვევა, რომ ქ. თ---–------–----–-------------ში რეგისტრირებულია ერთი დევნილი – ჯ----– ბ------ე, რომელიც გადმომისამართდა 2008 წლის 10 ივნისს N54 საარჩევნო უბნის უფროსის N4787 განცხადების საფუძველზე, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიეღო დიდუბის რაიონში. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, დევნილ ჯ----– ბ------ეს პირად საკუთრებაში გააჩნია მარტვილის რაიონის სოფ. გურძემში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დამხმარე შენობა ნაგებობებით. ზემოთმითითებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, დევნილთათვის საცხოვრებლი ფართების დაკანონების სამუშაო ჯგუფის მიერ ადგილზე განმეორებით ჩატარებულიყო პროფაილინგი. აპელანტის განმარტებით, რადგან დადგინდა, რომ ჯ----– ბ------ე ცხოვრობდა ზ--------ში, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) წესის დამტკიცებისა და საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხებზე მომუშავე კომისიის (---------------------- გადაწყვეტილებით, დევნილ ჯ----– ბანტაძეს უარი ეთქვა ქ-------–--–----–----–----------------- ბინის დაკანონებაზე.

 

6.3. აპელანტი განმარტავს, რომ დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია წარმოადგენს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განსახორციელებლად მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულ გრძელვადიანი განსახლების ერთ–ერთ საშუალებას. სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" 2.1.1 პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ღონისძიებები განხორციელდება სამ ეტაპად – სამ ფაზად. პირველი ფაზა მოიცავს კომპაქტურად განსახლებულ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს მათი ფაქტობრივი ჩასახლების ადგილებს. იმავე სამოქმედო გეგმის 2.1.2 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილებისთვის სამოქმედო გეგმით შეთავაზებული ალტერნატივები ეყრდნობა ორ შემთხვევას: დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის და დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით (საცხოვრებლად მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია, ძალიან ძვირია რეაბილიტაცია, კერძო საკუთრებაა და მეპატრონეს არ აქვს სურვილი გამოყენებულ იქნეს ამ მიზნით, აქვს მნიშვნელოვანი საჯარო ღირებულება - სტრატეგიული ობიექტი) შეუძლებელია გამოყენებული იყოს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის. იმ ობიექტებში, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს გრძელვადიანი განსახლებისთვის, დევნილებს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიეცემათ შესაძლებლობა დაისაკუთრონ/საკუთრებაში მიიღონ ფართები სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული მინიმალური სტანდარტების გათვალისწინებით.

 

იმ ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს, რომელთა გამოყენება გრძელვადიანი განსახლების მიზნით შეუძლებელია, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული განსახლების სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, ეტაპობრივად შეეთავაზებათ განსახლება საცხოვრებლად მოწყობილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ცარიელ შენობებში ან ახლად აშენებულ კორპუსებსა და სახლებში, ასევე შესაძლოა სახელმწიფოს მიერ შესყიდულ ბინებსა და სახლებში. დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტები, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას ან შეუძლებელია საცხოვრებლად მოეწყოს, ან მისი საცხოვრებელ ბინებად გარდაქმნა განსახლების სხვა ალტერნატივებთან შედარებით საგრძნობლად ძვირია, ან წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ან აქვს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობა (სტრატეგიული ობიექტი), დაიხურება/დაიცლება (ე.ი. არ იქნება რეგისტრირებული და ასევე გამოყენებული, როგორც დევნილთა განსახლების ობიექტი) და მიზანშეწონილობის მიხედვით დაიბრუნებს პირვანდელ ფუნქციას, დაინგრევა ან გასხვისდება.

 

6.4. აპელანტი აღნიშნავს, რომ დევნილისთვის საკუთრებაში გადასაცემი ოპიექტების ორი კატეგორია არსებობს: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები, ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეთაგან და შესთავაზებს დევნილებს. პრივატიზაცია არის დევნილი ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი, მათი გრძელვადიანი განსახლებისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით. აპელანტი განმარტავს, პრივატიზაციის პროცესის სრულყოფის მიზნით 2013 წლის 2 სექტემბერს (სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედაქცია) გამოიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N389 ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა პრივატიზაციის პროცესზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრები და შეიქმნა კომისია, რომელიც განიხილავს თითოეული ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზების საკითხს ინდივიდუალურად.

 

6.5. აპელანტი მიუთითებს, რომ პრივატიზაციის პირველ ეტაპზე ხდება დევნილთა მიერ დაკავებული ფართების იდენტიფიცირება, მესაკუთრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ ფართები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ახორციელებს მიმოწერას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“; სააგენტოდან თანხმობის მიღების შემდეგ, ხორციელდება ობიექტების აზომვა, დევნილი ოჯახების მიერ დაკავებული ფართების დადგენა, შიდა აზომვითი ნახაზების შედგენა, აღწერა და აღნიშნული ფართის სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირება, დარეგისტრირებულ ფართებში მცხოვრები დევნილთა ოჯახების აღწერა და მათი სურვილის დადგენა, სურთ თუ არა პრივატიზირება და თუ სურთ რა შემადგენლობით. ამის შემდეგ სამინისტროში მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ ხდება საკუთრებაში გადასაცემი ფართების ინდივიდუალური განხილვა. კომისიაზე განხილვის შემდგომ დევნილთა საკუთრებაში გადასაცემ ფართებზე სამინისტრო შუამდგომლობით მიმართვას საქართველოს მთავრობას, რათა მოხდეს დევნილთა მიერ დაკავებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა.

 

6.6. აპელანტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 ივლისის N1407 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა შემდეგი: ა) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთისა; ბ) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია, ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

6.7. აპელანტი განმარტავს, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელე ჯ----– ბ------ე ფაქტობრივად არ ცხოვრობს სადავო ფართში, მდებარე ქ. თ---–------–----–------------. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მოქმედი რედაქციის 2.1.1 პუნქტის შესაბამისად კი, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს ფაქტიური ჩასახლების ადგილებს, მათ აღნიშნული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ ფაქტიური ფლობის მიხედვით. ამდენად, აპელანტი მიუთითებს, რომ პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფართის ფაქტიური მფლობელის დადგენას, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა.

 

6.8. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4-5 ნაწილებით, 601-ე მუხლის პირველი ნაწილით,96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

6.9. აპელანტი აღნიშნავს, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს, შესაბამისად, მითითება, რომ სამინისტროს უარი არის დაუსაბუთებელი - არ შეესაბამება რეალობას.

 

7. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ჯ----– ბ------ის, ბ-------ე ბ------ის, მ----------------- და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

7.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად(იხ. ჯ--------ა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

8. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა განიხილავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

 

9. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

9.1. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, უძრავი ქონებები, მ-------------------–------–----–--------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე (ტ.1. ს.ფ.15-17).

 

9.2. მოსარჩელე ჯ----– ბ------ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2----–-–-------------------------------- წერილის თანახმად, ჯ----– ბ------ე (პირადი ნომერი - 6----------------------------წ.) დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია დევნილად, სარეგისტრაციო №----------------–-----------------–----–------------- პედიატრიული კლინიკა. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ჯ----– ბ------ის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - თბილისი, დ----------–----–------------, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ზ-------------------–---–--------0 (ტ.1. ს.ფ. 13, 36, 119).

 

9.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2----–-–------------------------ წერილის მიხედვით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით (აღნიშნული ბაზა საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) ჯ----– ბ------ის (პ--------------) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ტ.1. ს.ფ. 42).

 

9.4. ჯ----– ბ------ემ 2014 წლის 15 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა თბილისში, ლ----–----------------–ი განთავსებული მისი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ დაკანონება (ტ.1. ს.ფ. 60).

 

9.5. პრივატიზებისთვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილთა შესახებ 2014 წლის 05 სექტემბრის საინფორმაციო ფორმით დგინდება, რომ თ---–--–----–----–-------------ში, სართული 2-----------–------------–--------------ში და ბინა №67-ში მცხოვრები ოჯახის შემადგენლობაა: ჯ----– ბ------ე (დაბ. 1---------წ.) და შვილები მ--------------- (დ--------------წ.) და ბ-------ე ბ------ე (დაბ. 1---------წ.). ასევე, მითითებულია, რომ ჯ----– ბ------ის სიდედრის ლ--–------------ას ინფორმაციით, ჯ----– ბ------ის მეუღლე - თ-------------- არ არის დევნილი, ჯ----–ის და-ძმა ცხოვრობენ ფ-------–აში. აღნიშნული ფართების დაკანონება სურთ ჯ----– ბ------ეს და მის 2 მცირეწლოვან შვილს (ტ.1. ს.ფ. 76).

 

9.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) წესის დამტკიცებისა და საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე მომუშავე კომისიის 2014 წლის 20 ოქტომბრის №07 ოქმის თანახმად ჯ----–, მარიამ და ბ-------ე ბ------ეებს უარი ეთქვათ ბინის დაკანონებაზე, ვინაიდან რეალურად არ ცხოვრობენ აღნიშნულ ფართში (ტ.1. ს.ფ. 72-76).

 

10.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა მიმართ 2015–2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე, რომლის 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში - „სახელმწიფო სტრატეგია“), რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. იმავე გეგმის 1.3. პუნქტის თანახმად, 1.2. პუნქტში აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, ხოლო 1.9. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

 

10.2. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ჯ----– ბ------ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

10.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა მოპასუხის პოზიციაზე, რომლის თანახმად მართალია, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის რეგისტრაცია თბილისში, ლ----–----------------–ი, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით არ დადასტურდა, რომ აღნიშნულ ფართში მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნაზე. პრიორიტეტი მიენიჭათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მათი რეგისტრაციის ადგილზე და სხვა თავშესაფარის არქონის გამო, მეტად საჭიროებდნენ განსახლებას.

 

10.4. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას პრივატიზებისთვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილთა შესახებ 2014 წლის 05 სექტემბრის საინფორმაციო ფორმის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ მართალია შემოწმების დღეს რეგისტრაციის მისამართზე არ იმყოფებოდა თავად ჯ----– ბ------ე შვილებთან ერთად, იქ იმყოფებოდა მისი სიდედრი ლ--–------------ა, მაგრამ სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კონკრეტული შემოწმების დღეს მოსარჩელეთა მისამართზე არყოფნის ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო აღნიშნულ მისამართზე მათი არცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი გარემოება. სააპელაციო პალატას საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ საქმეს ერთვის აღნიშნულ მისამართზე მხოლოდ ერთჯერადი შემოწმების განხორციელების ამსახველი დოკუმენტი, რაც თავისი ფორმით და შინაარსით არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას სადავო საკითხთან მიმართებაში.

 

10.5. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაითვალისწინა ჯ----– ბ------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება, რომლის თანახმად იგი ფაქტობრივად ცხოვრობს როგორც თ---–--–----–----–-------------ში, ასევე, ზ--------–-----------–---–-------------ში ქირით, რაც გამოწვეულია ამ ეტაპზე, მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ქალაქ ზ--------ში შესრულებით. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა ასევე მოწმის სახით დაკითხულ დ--------------იას განმარტებაზე, რომელიც არის მოსარჩელე ჯ----– ჯ--------ას მეზობელი თბილისში, ლ----–-------------ე. მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე თბილისში აღნიშნულ მისამართზე თვეში ერთი კვირა მაინც იმყოფება, ყოფილა შემთხვევები, როდესაც 1-2 თვეც ყოფილა აღნიშნულ მისამართზე. ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ბინაში იმყოფება მისი სიდედრი - ლ--–------------ა. ჯ----– ბ------ის მეზობლის, მოწმე - ვ----------------იას განმარტებით კი მოსარჩელე თბილისში ზაფხულობით დაახლოებით ერთი თვე მაინც ჩამოდის, დანარჩენ პერიოდებში კი თვის განმავლობაში ერთი კვირა მაინც იმყოფება თბილისში.

 

10.6. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში არსებული მასალები და მხარეთა პოზიციები სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, რომ ჯ----– ბ------ე, შვილებთან ერთად, ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს თბილისში, ლ----–----------------–ი.

 

10.7. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს ან დაადასტურებს ზემოაღნიშნული პირების (ჯ----–, მარიამ და ბ-------ე ბ------ეების) ფაქტობრივ ცხოვრებას ქ. თბილისში, ლ----–----------------–ი, რადგან მოპასუხე მხარის მიერ ერთჯერადი შემოწმება ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად პირის ფაქტობრივ ცხოვრება/არცხოვრების საკითხის გადასაწყვეტად.

 

10.8. სააპელაციო პალატა მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

10.9. სააპელაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მოპასუხის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსზე.

 

11.1 სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის 2019 წლის 21 იანვრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ცნობილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ. ამიტომ, სააპელაციო პალატა თვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს შემდეგი შინაარსით: ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ჯ----– ბ------ის სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) წესის დამტკიცებისა და საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე მომუშავე კომისიის 2014 წლის 20 ოქტომბრის №7 სხდომის ოქმი (დანართი #2) იმ ნაწილში, რომლითაც ჯ----– ბ------ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის დაკანონებაზე და დაევალოს მოპასუხეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

11.2ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად დაადგინა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს, ჯ----– ბ------ის, ბ-------ე ბ------ის, მ----------------- და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაცი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ჯ----– ბ------ის სააპელაციო საჩივარი

2. არ დაკმაყოფილდეს ბ-------ე ბ------ისა და მ-------------ძის სააპელაციო საჩივარი

3. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი

4. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

5. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე