განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001626946
საქმე №1ბ/92-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ან–--–-------ას
ადვოკატების - შო---------ის, გი----------–------ის
მსჯავრდებულ - ირ---–-----------–---–ის
მონაწილეობით,თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილის გი------------ისა და მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შო---------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ირ---–-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, უ-----–---–---------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით ირ---–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაო 1 წლითა და 3 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ს ხელფასიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ დაექვითა 15 პროცენტი.
ირ---–-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2016 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, თ-----------------–-------------–- მდებარე მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ირ---–-----------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცემის შედეგად გ------------------ეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ გ------------------ეს მიადგა ფიზიკური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ გი------------ემ და მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შო---------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ მართალია, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა სასჯელის ზომა არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და არ გამომდინარეობს ბრალდებულის პიროვნებიდან. აპელანტის განმარტებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დანაშაული ჩადენილია ექიმის მიერ საავადმყოფოს ღია სივრცეში, რაც მეტყველებს მსჯავრდებულის საზოგადოებისადმი დამოკიდებულებასა და თმენის ვალდებულების უგულვებელყოფაზე, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულს დღემდე გააჩნია მსჯავრდებულთან პრეტენზია, მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შო---------ემ თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და ირ---–-----------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტმა მიუთითა მოცემულ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ: განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2016 წლის 21 აპრილს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინება პოლიციის დაწესებულებაში შევიდა 2016 წლის 20 აპრილს. გამოძიების დაწყების შემდგომი საგამოძიებო მოქმედება - გი-------------–---–ის წერილი შესრულებულია დაახლოებით 15 დღის შემდეგ, 2016 წლის 04 მაისს. მტკიცებულებითი თვალსაზრისით რელევანტური საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვა/გამოკითხვა შესრულებულია ივნისის თვეში. ისეთი მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო მოქმედება, როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საერთოდ არ არის ჩატარებული. აპელანტის განმარტებით, შემთხვევის ადგილის სურათის აღდგენა მნიშვნელოვანი იქნებოდა სასამართლოსათვის და დაცვის მხარისათვის, თუნდაც იმის დასადგენად, შემთხვევის ადგილზე იყო თუ არა გ------------------ის სისხლის ან სხვა ბიოლოგიური კვალი.
აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმე ჯ-------------–---–---–ის ჩვენება, რომელმაც და-ძმა მ-------------სგან რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და რომელიც არის გამამართლებელი მტკიცებულებითი მნიშვნელობის. ჯ-------------–---–---–ის ჩვენების სისწორე დაადასტურა სხდომაზე დაკითხულმა არაერთმა მოწმემ. აპელანტის განმარტებით, დაცვის მხარის მოწმეებმა დეტალურად და ამომწურავად ისაუბრეს მათთვის ცნობილი გარემოებების შესახებ და ეს გარემოებები ლოგიკურ თანხვედრაშია ირ---–-----------–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებასთან. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ირ---–-----------–---–ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი აღწერს, თუ როგორ დაემუქრა მას გ------------------ე შვილის მოკვლით, ვინაიდან ირ---–-----------–---–ს ამის შესახებ წერილობითი საჩივარი არ შეუტანია პოლიციაში, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ვინაიდან ირ---–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მომხდარი ინციდენტისა და გ------------------ის მხრიდან განხორციელებული მუქარის შესახებ მან იმავე დღეს მოუყვა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ოქმი არ შეადგინეს.
აპელანტის მითითებით, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს - გ------------------ე ეძებდა ირ---–-----------–---–ს, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო პაციენტის მკურნალობაში ჩართული ექიმი და არც კლინიკის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, 2016 წლის 20 აპრილს სწორედ გ------------------ე დახვდა სახლში მიმავალ ირ---–-----------–---–ს მოულოდნელად და მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ იკვეთებოდა გ------------------ის ინტერესი ირ---–-----------–---–ის მისამართით. ირ---–-----------–---–ისადმი და-ძმის არსებულ ინტერესზე მიუთითა ასევე მოწმე შ------------ემ თავის ჩვენებაში. აპელანტის აზრით, სასამართლომ ვერ შეძლო დაესაბუთებინა, თუ რატომ გაიზიარა და-ძმა მ-------------ს არსებითად საწინააღმდეგო ჩვენებები და არ გაიზიარა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ირ---–-----------–---–მა, ჯ-------------–---–---–მა, შ------------ემ და სხვა მოწმეებმა უტყუარად დაადასტურეს ის ფაქტი, რომ თავდასხმა განხორციელდა ირ---–-----------–---–ზე და-ძმა მ-------------ს მხრიდან. ირ---–-----------–---–ს გ------------------ის მიმართ არ განუხორციელებია ფიზიკური ზემოქმედება. მოწმეთა ჩვენებების ერთობლივი ანალიზით ნათელია, რომ გ------------------ე კიბის ზედა საფეხურზე იდგა და იქედან ქვემოთ მდგარ ირ---–-----------–---–ს ფეხის დარტყმით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მხრის ძვლის მოტეხილობა, გ------------------ეს შესაძლოა მიეღო დაცემის შედეგად, ვინაიდან მხრის ძვლის მოტეხილობა ხელის დარტყმით, წარმოუდგენელია.
აპელანტმა ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე, ირ---–-----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების ნაწილში და განმარტა, რომ ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ფარგლებში არ გამოუთქვამს მოსაზრება ირ---–-----------–---–ისათვის დასანიშნი სასჯელის შესახებ, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება მსჯავრდებულს დაუმძიმოს დანიშნული სასჯელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები დაეთანხმნენ თავიანთი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს და მათი დაკმაყოფილება ითხოვეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილის გი------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შო---------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მათ სასამართლოში წარადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც სრულად ადასტურებენ ირ---–-----------–---–ის უდანაშაულობას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ირ---–-----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
პალატა მიუთითებს, რომ სადავო ფაქტს არ წარმოადგენს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ირ---–-----------–---–სა და გ------------------ეს შორის ურთიერთშელაპარაკების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია ირ---–-----------–---–ის ბრალეულობა გ------------------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების თვალსაზრისით. პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე.
დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ დაზარალებულ გ------------------ის და მისი დის ნ--------------ის ჩვენებები წინააღმდეგობრივია და არ არის სანდო, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებულ მოწმეთა ჩვენებები ზედმიწევნით თანმიმდევრულია და მათ შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:
დაზარალებულ გ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის ხანდაზმულ დედას სახლის პირობებში კონსულტაციას უწევდა და მკურნალობდა ოჯახის ექიმი მ--–-------------ია. 2016 წლის 16 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედამისი გადაიყვანა კლინიკა „---–-------–--. საავადმყოფოს პერსონალის (მკურნალი ექიმის - ე---------ას და მორიგე ექთნის) არასწორი მკურნალობის გამო ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა. „---–---------- ავადმყოფი თავიდან მოიშორა იმ მოტივით, რომ თითქოს კლინიკა მსგავსი დაავადების მქონე ავადმყოფებს არ მკურნალობდა (კლინიკა სხვა პროფილის იყო), დედამისი გადაიყვანეს იმავე შენობაში განთავსებულ სხვა კლინიკაში. დედამისის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, გადაწყვიტა გასაუბრებოდა ირ---–-----------–---–ს, რომელსაც კლინიკაში გარკვეული თანამდებობა ეკავა. მიუხედავად სურვილისა იგი ვერ ნახა. 2016 წლის 20 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით შვიდის ნახევარზე შემთხვევით შეხვდა ირ---–-----------–---–ს კლინიკა „---–-------–-- (მესამე და მეოთხე სართულებს შორის კიბეზე), როცა დასთან ერთად სკამზე იჯდა, შეამჩნია ირ---–-----------–---–ი, რომელიც კიბეზე ჩადიოდა. მივიდა მასთან და უთხრა, რომ დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება კლინიკის ექიმების არასწორი მკურნალობის ბრალი იყო. ირ---–-----------–---–მა „ძველბიჭური“ ტონით უთხრა: „შენ მასწავლი მკურნალობას?, ავადმყოფს ფილტვები წყლით ჰქონდა სავსე“. ასევე უთხრა, კლინიკა კონსილიუმს მოიწვევდა, სადაც გაირკვეოდა ვინ რა შეცდომა დაუშვა. თუ აღმოჩნდებოდა, რომ ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, ბოდიშს მოუხდიდა. მის კითხვაზე, „თუ შვილს მოგიკლავენ ბოდიში დაგაკმაყოფილებს?“, ირ---–-----------–---–ი გაბრაზდა, გახდა აგრესიული და თავის არეში, ყურის ზევით, მარცხენა მხარეს დაარტყა ხელი. დარტყმა ძლიერი იყო, რის გამოც სისხლი წამოუვიდა და ფიზიკური ტკივილი განიცადა. ბრალდებულმა განმეორებითი დარტყმაც განახორციელა მის მიმართ, რის შემდეგაც ხელი ჰკრა და კიბის საფეხურზე დაეცა. ირ---–-----------–---–ის მიმართ საპასუხო დარტყმა არ განუხორციელებია და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის. შემთხვევის ადგილზე კლინიკის თანამშრომლები არ შეუნიშნავს, კონფლიქტს მხოლოდ მისი და - ნ--------------ე შეესწრო.
დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტის დასრულების შემდეგ ჩავიდა კლინიკის ეზოში და საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე დაუკავშირდა მეგობრებს - კ-------------სა და ო--------–---ას. პატრულის თანამშრომლებმა შეადგინეს შესაბამისი ოქმი და როდესაც შენიშნეს, რომ თავზე ჭრილობა ჰქონდა (ასევე ხელს ვერ ამოძრავებდა), გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია. პოლიციაში ყოფნისას სისხლდენა განუახლდა და მისმა მეგობარმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. იგი სასწრაფომ გადაიყვანა „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში.“ კონფლიქტის დღეს პოლიციაში ყოფნისას ბრალდებულს იურისტი შ------------ე ახლდა, რომელმაც ბოდიში მოუხადა და ორი საათის განმავლობაში სთხოვდა, ეპატიებინა ირ---–-----------–---–ისთვის და სამართლებრივი დავა არ გაეგრძელებინა.
დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ ირ---–-----------–---–თან როგორც ექიმთან რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა. მისი სურვილი იყო იგი საქმის კურსში ჩაეყენებინა მკურნალი ექიმის არასწორ ქმედებებთან დაკავშირებით. კონფლიქტის შედეგად მიიღო ქალა - ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა, ასევე ტკივილს განიცდიდა მხრის მიდამოში. მკურნალობის ხარჯები სადაზღვეო კომპანიამ აუნაზღაურა. ირ---–-----------–---–ის ქმედებების შედეგად მიადგა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური ზიანი. 2016 წლის 25 აპრილს ესაუბრა კლინიკის ერთ-ერთ ხელმძღვანელს - ნ-----------------ს, რომელმაც უთხრა, რომ ირ---–-----------–---–ი ცოტა აგრესიულობით გამოირჩევა, მაგრამ ასეთი რაღაც მაინც არ უნდა მომხდარიყოო. 2016 წლის 20 ან 22 აპრილს (ზუსტად არ ახსოვს) დილის საათებში ოჯახის ექიმ მ--–-------------იასგან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ მან შეიტყო ირ---–-----------–---–თან მისი კონფლიქტის შესახებ და სთხოვდა არ გაეგრძელებინა სამართლებრივი დავა ექიმის წინააღმდეგ.
ხოლო, დაზარალებულის დის, ფაქტის თვითმხილველი მოწმის ნ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ხანდაზმულ დედას დაახლოებით თვეში ერთხელ, სახლში აკითხავდა ოჯახის ექიმი მ--–-------------ია, რომელიც სინჯავდა მას და შესაბამის დანიშნულებას აძლევდა. 2016 წლის 16 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოჯახის ექიმის რჩევით დედამისი გადაიყვანეს კლინიკა „---–-------–--. მორიგე ექიმ ე---------ას მცდარმა დიაგნოზმა და არასწორმა მკურნალობამ დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. ავადმყოფი მის თვალწინ გაითიშა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს. კლინიკა „---–--------- ცდილობდა დანაშაულის დაფარვას და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას „რეფერალურ ცენტრთან“ ავადმყოფის აღნიშნულ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, დაახლოებით 5-6 საათზე დედამისი გადაიყვანეს იმავე შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ კლინიკაში, სადაც იგი გონზე მოიყვანეს და ჩაუტარეს ყველა აუცილებელი გამოკვლევა. 2016 წლის 20 აპრილს, ის და მისი ძმა მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ კლინიკის ფოიეში. დაახლოებით საღამოს 7 საათზე შემოესმა ხმამაღალი საუბარი: „შენ მასწავლი სურათი აგერ მაქვსო“. მიჰყვა აღნიშნულ ხმას, ჩავიდა კიბეზე და დაინახა, რომ მესამე სართულზე იდგნენ მისი ძმა და ირ---–-----------–---–ი. ისინი დედამისის მიმართ კლინიკა „---–-------–-- ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ირ---–-----------–---–ი ხელის ქნევით ამტკიცებდა, რომ მართალი იყო. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ გაირკვეოდა, რომ ექიმებმა არასწორი მკურნალობა ჩაატარეს, ბოდიშს მოუხდიდა. მისმა ძმამ ჰკითხა: „ვთქვათ შვილი მოგიკლეს და მერე ბოდიში მოგიხადეს, ეს საქმეს უშველისო?“ სიტყვები დამთავრებული არ ჰქონდა, როდესაც ირ---–-----------–---–მა მოულოდნელად, თავში მარცხენა მხარეს დაარტყა ხელი მის ძმას, წააქცია და წიხლები ურტყა. მისმა ძმამ ექიმს მოულოდნელ დარტყმაზე პასუხი ვერ გასცა. ისე სწრაფად მოხდა კონფლიქტი და ირ---–-----------–---–ის მხრიდან მისი ძმისთვის ხელის დარტყმა, რომ რეაგირება ვერ მოახდინა და დაცვას ვერ მოუხმო საშველად. ცემის ფაქტი რამდენ ხანს გაგრძელდა არ იცის, თუმცა დაინახა, რომ ექიმმა ორჯერ დაარტყა მის ძმას ხელი.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ ირ---–-----------–---–ი წავიდა, მისი ძმა კი კლინიკის ეზოში ჩაიყვანა, სადაც მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა. პატრული დაახლოებით 15 წუთში მივიდა კლინიკაში, რომელსაც მისი ძმის მეგობრებიც მიჰყვნენ. კონფლიქტის დროს მათ გარშემო არავინ იმყოფებოდა. კიბეებზე კარგი განათება იყო. დაცვის თანამშრომლები კლინიკაში იმყოფებოდნენ თუმცა კონფლიქტის ადგილზე არ გამოჩენილან. ირ---–-----------–---–ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად მისმა ძმამ ტვინის შერყევა მიიღო, თავზე ნაკერი დაადეს და მხრის მოტეხილობა დაუდგინდა. მკურნალობის ხარჯები სადაზღვევო კომპანიამ გასწია. მოწმემ ასევე განმარტა კლინიკა „---–---------- ერთ-ერთ ხელმძღვანელთან - ნ-----------------თან შეხვედრის დეტალები. ნ-----------------მა მათ განუცხადა, რომ ირ---–-----------–---–ი ფიცხი ადამიანია, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა მოსვლოდაო. ექიმების მიმართ მუქარას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების მიმართ აპელანტის მთავარ პრეტენზიას წარმოადგენს მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის სანდოობა და წინააღმდეგობრივი ხასიათი, ასევე ის თუ რატომ მკურნალობდნენ ხანდაზმულ დედას თვითნებურად, რატომ დაუმალეს ექიმებს პაციენტის სიმსივნური წარმონაქმნის შესახებ და რატომ თქვეს უარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომლითაც დადგინდებოდა დედის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებებზე პალატა განმარტავს, რომ ეს საკითხები არ წარმოადგენს სასამართლოს განხილვის და შეფასების საგანს, არარელევანტურია მოცემულ დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში და დასმულ საკითხებზე პასუხის მიღების შემთხვევაშიც, იგი გავლენას ვერ მოახდენს ირ---–-----------–---–ის ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტაზე. ამასთან, პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ირ---–-----------–---–ს რაიმე სახის შემხებლობა პაციენტის გარდაცვალებასთან არ ჰქონია, შესაბამისად მის მიმართ დაზარალებულისა და მისი დის მიკერძოებულობასა და პირადი ინტერესის არსებობაზე ეჭვის საფუძველი არ არსებობს. პალატის აზით, დაზარალებულ გ------- მ---------ისა და მისი დის - ნ--------------ის ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასება უნდა მოხდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთავსებადობის განსაზღვრის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ გ------------------ისა და თვითმხილველი მოწმის - ნ--------------ის ჩვენებები თანხვედრაშია სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან, კერძოდ: საქმეზე დაკითხულ პატრულ ინსპექტორების კ---------------–---–ისა და გ--------------ის ჩვენებებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ 2016 წელს ცენტრიდან მიღებული გამოძახების საფუძველზე, იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, თ-----------------–----------- ნომერში, სადაც დახვდათ გ------------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ ექიმმა ირ---–-----------–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას თან ახლდა შუახნის ქალბატონი, რომელმაც მალე დატოვა ისინი და შევიდა სავადმყოფოში. დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლი თავის მარცხენა მხარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კ---------------–---–მა გააკეთა შეტყობინება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მივიდა კრიმინალური პოლიცია, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამომძიებელმა გი-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე.
ირ---–-----------–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ასევე იმ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც ფაქტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აღწერენ და მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია ფაქტის თვითმხილველთა და პატრულ ინსპექტორთა ჩვენებებთან, კერძოდ:
მოწმე კ--- ს-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის აპრილის თვის მეორე ნახევარში, დაურეკა მეგობარმა გ------------------ემ, რომელმაც უთხრა, რომ იგი ექიმმა სცემა და სთხოვა მისულიყო კლინიკაში, რომელშიც იგი იმყოფებოდა. დაახლოებით 10 წუთში მივიდა კლინიკაში, რომლის ეზოშიც შენიშნა პატრულის თანამშრომლები, ასევე გ------------------ე დასთან ერთად. დაზარალებულს თავის არეში ეტყობოდა დაზიანებები და ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა დასვრილი. მოწმისთვის ცნობილი გახდა, რომ გ------------------ეს ექიმთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელმაც იგი სცემა. აღნიშნულს შეესწრო მისი და ნ--------------ე. გ------------------ე თავს შეუძლოდ გრძნობდა და სკამი მოითხოვა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ პოლიციაში ყოფნისას გ-------ს გაესაუბრა კლინიკის იურისტი შ---- (გვარი არ ახსოვს), რომელმაც შერიგება შესთავაზა და დაჰპირდა, რომ მას და დედამისს ყურადღებას მიაქცევდნენ. გ------------------ემ შერიგებაზე უარი თქვა, განაცხადა, რომ იგი შეურაცხყოფილი იყო და სამართალი უნდა აღსრულებულიყო. გ------------------ის მეგობარმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ო--------–---ამ, რომელმაც განმარტა რომ 2016 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 8 საათზე დაურეკა გ------------------ემ, უთხრა რომ იგი ექიმმა სცემა. მიაკითხა მას პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა ნაცემი, შოკში მყოფი გ------------------ე, რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა და ხელს იტკიებდა. გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა. გ------------------ისგან შეიტყო, რომ შელაპარაკება მოუვიდა ექიმთან, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა. გ------------------ეს მისთვის ექიმის სახელი და გვარი არ უთქვამს. პოლიციაში ყოფნისას მასთან მივიდა კლინიკის იურისტი, რომელმაც სთხოვა დალაპარაკებოდა გ------------------ეს, რომ ეს საქმე მოეგვარებინათ. გ------------------ე შერიგების წინააღმდეგი იყო და მან უარი თქვა მოლაპარაკებაზე.
მოწმე მ--–-------------იამ დაადასტურა დაზარალებულის ჩვენება, რომ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში გ------------------ის დედას ადგილზე (ოჯახში) სინჯავდა, უწევდა საჭირო კონსულტაციას და უნიშნავდა შესაბამის მედიკამენტს. მისი რჩევით მოხდა ავადმყოფის გადაყვანა საავადმყოფოში. მოწმე თავად დაუკავშირდა ირ---–-----------–---–ს და გაარკვია, რომ კლინიკაში ავადმყოფს მიიღებდნენ. იმავე ღამით, დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, კვლავ დაუკავშირდა გ------------------ე, რომელმაც უთხრა, რომ დედამისის მდგომარეობა დამძიმდა, სასწრაფოს დახმარება გამოიძახა და ავადმყოფი საავადმყოფოში გადაჰყავდა. ერთი ან ორი დღის შემდეგ გ------------------ე ისევ დაუკავშირდა და სთხოვა, რომ გაესინჯა დედამისი, რომელიც იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში (არა იმ კლინიკაში, სადაც იგი თავდაპირველად მიიყვანეს). გასინჯა ავადმყოფი და დიდი მოცულობის კონსულტაცია გაუწია, რადგან ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ კარდიოლოგი პრობლემებს ბოლომდე წარმატებით ვერ აგვარებდა. ირ---–-----------–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა იმ გარემოების შესახებ, რომ მასთან შელაპარაკებისას დაზარალებულმა დაზიანება მიიღო, რის გამოც იგი უჩიოდა. ვინაიდან ორივე მათგანს კარგად იცნობდა, ეცადა სიტუაციის განმუხტვას, გ------------------ეს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება და სთხოვა შეეწყვიტა ჩივილი და სხვანაირად მოეგვარებინა კონფლიქტი. აღნიშნულის შემდეგ მათთან ურთიერთობა არ ჰქონია.
რაც შეეხება გ------------------ის მიმართ მიყენებულ დაზიანებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის №---- სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №---- ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ------------------ე 2016 წლის 20 აპრილიდან 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით, აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობდა დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მარჯვენა მხრის პროქსიმალური ბოლოს დიდი ბორცვის მოტეხილობა, მარცხენა თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა. ექსპერტიზაზე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერებში ასევე მითითებულია რომ მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. შპს. „------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №---- ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ------------------ეს 2016 წლის 20 ივნისს, დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, მარჯვენა მხრის ბოლოს დიდი ბორცვის მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა, მხედველობის დარღვევა. გამოძიების მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი რენტგენოლოგიური ფირები შესწავლილი იქნა სპეციალისტ-რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: რენტგენოგრამებზე აღინიშნება მხრის ძვლის დიდი ბორცვის მოტეხილობა. რენტგენოლოგიური სურათი არ ეწინააღმდეგება დაზიანების მიღების თარიღს - 20.04.2016 წ. მოქ. გ------------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლილ იქნა სპეციალისტ ნევროლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: 2016 წლის 20 აპრილს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გ------------------ეს დოკუმენტაციის მიხედვით აღენიშნებოდა ქალა-ტვინის მწვავე ტრავმა: თავის ტვინის შერყევა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (2016 წლის 20 აპრილს). მარცხენა თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა და თავის ტვინის შერყევა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის არეში და მხრის ძვლის დიდი ბორცვის მოტეხილობა. იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია გ------------------ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი და რომ ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, ის გამოთქვამს მხოლოდ ვარაუდს, რომ გ------------------ეს შესაძლოა კონფლიქტის დროს მიეღო აღნიშნული დაზიანებები, ვინაიდან, მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ის ჩვენების მიხედვით, გ------------------ე რამდენჯერმე დაეცა კიბეზე და შესაძლოა, სწორედ ეს გამხდარიყო მის სხეულზე არსებული დაზიანების მიზეზი, ასევე, შეუძლებელია მხრის მოტეხილობა გამოეწვია ხელის დარტყმას, რაც ბადებს ეჭვს დაზიანების განვითარების შესახებ. ასეთი ვარაუდების გამამართლებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას წარმოუდგენია დაცვის მხარეს, რის გამოც მისი გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
აპელანტი ასევე აპელირებს დაცვის მხარის მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ მათი სათანადო შეფასების შედეგად ირ---–-----------–---–ის მიმართ უნდა დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან აღნიშნულით დასტურდება ირ---–-----------–---–ის ჩვენება. კერძოდ, ირ---–-----------–---–ის ჩვენების თანახმად, 2015 წლის 16 აპრილს, მ--–-------------იას შუამდგომლობით კლინიკა „---–-------–-- გადაიყვანეს ავადმყოფი გ------–----------ა, რომლის მკურნალობის პროცესშიც მას მონაწილეობა არ მიუღია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო მისი მკურნალი ექიმებისგან. მისთვის ცნობილია, რომ პაციენტი კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმედ, ჰქონდა არაერთი რთული დაავადება. 2016 წლის 20 აპრილს, საღამოს 7 საათზე ფეხით ჩადიოდა კიბეზე, დაახლოებით მესამე-მეოთხე სართულზე გააჩერეს გ------------------ემ და მისმა დამ. მათ ექიმ ე------------------სთან ჰქონდათ პრეტენზიები. თვლიდნენ, რომ მათ ექიმმა დედა მოუკლა. ეცადა მათ დამშვიდებას და ახსნას, რომ ექიმი არაფერ შუაში იყო და ჩატარებულ მკურნალობას არ გამოუწვევია პაციენტის სიკვდილი. ისინი აგრესიულად ესაუბრებოდნენ მას და ემუქრებოდნენ, რომ ყველას პასუხს აგებინებდნენ. მამაკაცი მშვიდად მიუახლოვდა, თითები შუბლზე დაადო და უთხრა „შვილს მოგიკლავ და მერე ბოდიშს მოგიხდიო“. ხელის აკვრა უნდოდა მისთვის მაგრამ უკან გადავარდა, თუმცა არ დაცემულა. გ------------------ემ ორი საფეხური ჩაიარა და ფეხი მოუქნია, რომელიც აცდა, ხოლო დაზარალებული კიბეზე ზურგით დაეცა. ამასობაში მისი და მივარდა, რომელმაც ტანსაცმელზე მოქაჩა. ქალი რომ მოიგერია, გ------------------ე წამოხტა და ძლიერად დაარტყა. ხელები აიფარა და მოიგერია, მაგრამ მან ფეხი ჩაარტყა. დაზარალებულს ფეხი დაუჭირა რა დროსაც იგი უკან გადავარდა და კეფით კედლის კუთხეს დაეჯახა. გ------------------ის თავიდან სისხლმა იფეთქა. ამის შემდეგ ორივე მათგანი დამშვიდდა, თქვეს რომ პატრულში დარეკავდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ მობილურ ტელეფონში თუ ჩაიწერეს მომხდარი. მ-------------ს გარდა იქ არავინ დაუნახავს. იურისტს მოუყვა იმის შესახებ, რომ გ------------------ე შვილის მოკვლით დაემუქრა. აღნიშნულის თაობაზე საჩივარი არ შეუტანიათ, სიტყვიერად განაცხადა პოლიციაში. მას მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკვლევა არ ჩაუტარებია.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მის მიერ შემოთავაზებული ვერსია ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.
დაცვის მხარეს ირ---–-----------–---–ის ვერსიის გასამყარებლად მითითებული აქვს მოწმე ჯ-------------–---–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად, იგი შემთხვევის მომენტში ჩადიოდა კლინიკის კიბეზე. მეოთხე სართულს რომ გასცდა, გაიგონა გინებისა და ჩხუბის ხმა. ჩაიხედა კიბის უჯრედში და ნაპრალიდან დაინახა, რომ ირ---–-----------–---–ს ორ პირთან ჰქონდა კონფლიქტი (ერთი კაცი იყო მეორე ქალი). ქალბატონი გვერდიდან იჭერდა ირ---–-----------–---–ს, ხოლო მამაკაცი ხელებს და ფეხებს იქნევდა. ირ---–-----------–---–ის ხელები სახეზე ჰქონდა მიფარებული. მისი მხრიდან ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს.
პალატა განმარტავს, რომ ჯ-------------–---–---–ის ჩვენება თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მიერ წარმოდგენილ საქმის მასალებთან, ვინაიდან არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება ირ---–-----------–---–ზე რაიმე სახის დაზიანების არსებობის ფაქტი. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მონაწილე უცნობი მამაკაცი ხელებს და ფეხებს იქნევდა და არ მიუთითებია, რომ ურტყამდა ირ---–-----------–---–ს. დაცვის მხარის ვერსიის გასამყარებლად ასევე არ გამოდგება მოწმე შ------------ის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „---–-------–-- იურისტად მუშაობს 2015 წლის იანვრის თვიდან. იგი კონფლიქტის თვითმხილველი არ არის, დაპირსპირების შესახებ შეიტყო ჯ---- ფ---–---–---–ისგან, რომელმაც უთხრა, რომ ირ---–-----------–---–ს სცემეს პაციენტის შვილებმა. ირ---–-----------–---–მა მასთან საუბარში დაადასტურა, რომ მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გადაწყვიტა პოლიციის გამოძახება, თუმცა აღმოჩნდა, რომ პოლიცია უკვე ადგილზე იმყოფებოდა. ირ---–-----------–---–მა პოლიციის თანამშრომლებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს განყოფილებაში. პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში იმყოფებოდა დაზარალებული მისთვის უცნობ პირებთან ერთად. გ------------------ე ეუბნებოდა მათ „როგორ შეუსრულა“ ირ---–-----------–---–ს და რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. დაზარალებულს ის და ირ---–-----------–---–ი არ დაუნახავს. მივიდა მასთან, გაეცნო და ჰკითხა თუ რაში დასჭირდა საქმის ქუჩურად გარჩევა ან პოლიციის ჩართვა. მას გ------------------ისთვის არ უთქვამს, რომ საჩივარი უკან გაეტანა. მოწმე ვერ იხსენებს დაზარალებულმა რა უპასუხა, ასევე არ ახსოვს გ------------------ეს რაიმე დაზიანება აღენიშნება თუ არა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ირ---–-----------–---–ს კისერი გაჩხაპნილი ჰქონდა. კონფლიქტი მოხდა მეოთხე სართულზე, კიბის უჯრედში, სადაც ვიდეოკამერები არ იყო განთავსებული.
პალატა ითვალისწინებს, რომ შ------------ემ კონფლიქტის შესახებ სხვებისგან შეიტყო და ფაქტის თვითმხილველი არ არის. ამასთან, მის ჩვენება კონფლიქტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე წინააღმდეგობაშია საქმეზე წარმოდგენილ უტყუარ და თანმიმდევრულ მტკიცებულებებთან. მოწმის მიერ აქცენტირებული გ------------------ის დამოკიდებულება მსჯავრდებულის მიმართ, არ არის ახსნილი არც თავად მოწმის დასაბუთებული არგუმენტებით და არც საქმის მასალების ანალიზიდან გამომდინარეობს რაიმე პირადი ინტერესის არსებობა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის, რაზეც პალატამ უკვე იმსჯელა.
დაცვის მხარის მოწმეებს წარმოადგენენ ასევე მოწმეები: ე------------------, დ------------–---–-, თ-----------–-- და გ---–-------–-–---–-, რომლებიც არ არიან ირ---–-----------–---–სა და გ------------------ეს შორის განვითარებული კონფლიქტის თვითმხილველები. აღნიშნულმა მოწმეებმა მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს მესამე პირისგან. მათ აღწერეს დაზარალებულის დედის მდგომარეობა, თუ როგორი იყო პაციენტი კლინიკაში მიყვანის დროს, რა გამოკვლევები ჩაუტარდა მას და რამ განაპირობა გ------–----------ას ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესება. მათი განმარტებით, გ------–----------ას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა ამან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ირ---–-----------–---–ი მკურნალობის პროცესში არ ჩარეულა. განყოფილება, სადაც პაციენტი იყო მოთავსებული მის დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდა. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ გ------------------ე და ნ--------------ე იყვნენ ემოციურები, აგრესიულები და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ექიმებს, რაც ვერ ჩაითვლება ირ---–-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების გამაბათილებელ მტკიცებულებად, ვინაიდან გარდაცვლილი დედის პირობებში, შვილების აღელვებული მდგომარეობა ბუნებრივად შეიძლება იქნეს გამოწვეული.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ირ---–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ირ---–-----------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
ამასთან, პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას ირ---–-----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე მის პიროვნებას, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას, ამასთან, მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ის ხელფასიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ 15%-ის დაქვითვა არათანაზომიერი სასჯელია ჩადენილი ქმედებისთვის, ვინაიდან, ისრაელ-საქართველოს 2019 წლის 24 სექტემბრის შპს ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ,,ჰ--–-------ის’’ დირექტორის რ--------- ლ-----–---ს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ აღნიშნულ კლინიკაში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით ირ---–-----------–---–ის მიერ მიღებულმა სახელფასო სარგომ შეადგინა 250 278.70 ლარი. შესაბამისად, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია შეამციროს დანიშნული სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილის გი------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შო---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ირ---–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს გამასწორებელი სამუშაო 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ს ხელფასიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ დაექვითოს 5% (ხუთი პროცენტი).
გამასწორებელი სამუშაოს შესრულებისას კონტროლი მსჯავრდებულის ყოფა ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე