განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
330100116001470067
ინსტანცია
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100116001470067

საქმე №1ბ/1541-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ნ-----------–-------–-----------–-----

ადვოკატის: ი-------------–---–--

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--------------- და ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის რ---------------- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------------------- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–---------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, რეგისტრირებული: ქ------–----------------------–-------------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------–--------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საქმის მასალების თანახმად, გ-------------------- ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს მფლობელის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რაც გამოიხატა შემდეგში:

1989 წელს, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ამხანაგობა „----------- რომელსაც სახელმწიფოს მიერ გადაეცა მიწის ნაკვეთი, მდებარე თ---–--–------–------------------------------------–--------------------------------------------. 2003 წლის 5 მარტს, ამხანაგობა „----------- თავმჯდომარე გ--------------------ა და ინდ/მეწარმე ვ------------–--–---- შორის გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის თაობაზე. 2004 წლის 5 მარტს, ამხანაგობა „----------- წევრებმა მოიწვიეს ამხანაგობის კრება, სადაც გ------------------- გადაყენებულ იქნა თავმჯდომარის თანამდებობიდან. ამხანაგობას შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა „----------------- ასევე მიღებულ იქნა ამხანაგობის ახალი დებულება, სადაც ამხანაგობა „---------------- ცნობილ იქნა ამხანაგობა „----------- სამართალმემკვიდრედ. 2004 წლის 22 მარტს, გ-------------------მ მოიწვია ამხანაგობა „----------- კრება, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამხანაგობა „-----------------ის 2004 წლის 5 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ. 2009-2010 წლებში ამხანაგობა „-----------------სა და გ-------------------- შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავები, სადაც სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა „----------- 2004 წლის 22 მარტის ამხანაგობის კრების ოქმი.

2014 წლის 12 ივნისს, შპს „--------------------------- დირექტორ ლ-–------–--–----- და ამხანაგობა „-----------------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსით, საკუთრებაში გადაეცა შპს „------------ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდგომ, ამხანაგობა „---------------- მიიღებდა 400 კვ/მეტრ საცხოვრებელ ფართს. ბინების განაწილება, ნუმერაცია, განლაგება და დაზუსტება მოხდებოდა განშლის რეგისტრაციის შემდეგ.

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2006 წელს, გ------------------- უკანონოდ შეიჭრა თ---–--–------–------------------------------------–-- მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსში, დაიკავა მისი პირველი, მეორე და მესამე სართულები. პირველ და მეორე სართულებზე მოაწყო საგამოფენო დარბაზი, ხოლო მესამე სართულზე დაიკავა ოთხი ბინა, რომლებსაც გაუკეთა რკინის კარი და უკანონოდ იმყოფებოდა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში, რის შემდგომ გ------------------- სხვადასხვა გზით ხელს უშლიდა შპს „----------- და ამხანაგობა „-----------------ს შორის გაფორმებული გარიგების რეგისტრაციას. კერძოდ, განცხადებები შეჰქონდა საჯარო რეესტრში და ხელოვნურად აფერხებდა რეგისტრაციის პროცესს, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შპს „ბ---------- შეძლო მხოლოდ 2016 წლის 16 მარტს. გ------------------- ხელს უშლის მშენებლობის გაგრძელებას, რითაც მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს მშენებელს, ამხანაგობის წევრებს და მენაშენეებს, რომლებსაც სოლიდური თანხები აქვთ შეტანილი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.

მიუხედავად იმისა, რომ გ--------------------თვის ცნობილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, რომლითაც მოხდა ამხანაგობა „----------- გაუქმება 2015 წლის 3 სექტემბერს, მოიწვია გაუქმებული ამხანაგობა „----------- კრება. წევრებად შეიყვანა მ----------–----------------------------------------–--------------------–---–--------------------------------------–-----–-------------–------–-–----------–-–---–--------------------–-–---–-- მოატყუა ისინი, რომ თითქოსდა, თავად წარმოადგენდა გაუქმებული ამხანაგობა „----------- თავმჯდომარეს, თვითნებურად მოახდინა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინების განშლა და თანხის გადახდის შემდგომ, ზემოაღნიშნულ პირებს გადასცა საცხოვრებელი ბინები თ---–--–------–------------------------------------–------------------------------------------ არსებულ მშენებარე კორპუსში, სამომავლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლებით. ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების მიზნით, გ-------------------მ სს „-------------------–-- როგორც ფიზიკურმა პირმა, გახსნა ანგარიში G---------------------- რის შემდეგაც ნ-------------–-–---–- ჩაარიცხინა 1 650 ლარი, ნ----------–---- - 790 ლარი, მ----------–------ - 20 000 აშშ დოლარი, ი---------------–---- - 13 000 აშშ დოლარი, ბ--------------- 51 154 ლარი, ო-------------–-–---–- - 8 000 ლარი, მ--------------–---–- - 3 000 ლარი, ქ-----------–-----–---- - 1 600 ლარი, მ----------–---- - 1 000 ლარი, თუმცა აღნიშნულმა პირებმა ვერ შეძლეს გ-------------------- მიერ მათთვის უკანონოდ გადაცემული საცხოვრებელი ფართების საკუთრების უფლებით დარეგისტრირება, ვინაიდან საცხოვრებელი ბინები წარმოადგენდა შპს „----------- საკუთრებას და გ------------------- წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს. ჩარიცხულ თანხებს გ------------------- თაღლითურად დაეუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, გ------------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გ------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ-------------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--------------- და ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ-----------------

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ-------------------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ-------------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე გ-------------------- მიმართ ბრალდების ორივე ეპიზოდში მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გ-------------------- მსჯავრდების ნაწილში სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ინფორმაციაზე დაყრდნობითაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ლოგიკას მოკლებული და განაწყენებული ადამიანების ჩვენებები. გ-------------------მ ნ--–----------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ი/მ ვ------------–--–----თან გააფორმებდა მშენებლობის ხელშეკრულებას 2003 წელს და ეს გარემოება წარმოადგენს პრეიუდიციულ ფაქტს. მას აღნიშნული ბინის მშენებლობაზე გადახდილი აქვს 1 100 000 ლარზე მეტი, იმ სამუშაოების გარდა, რაც 2003 წლის შემდეგ დამატებით კვლავ გასწია. გ------------------- ხელმძღვანელობდა მშენებლობის პროცესს და ხარჯავდა შესაბამისი საჭირო ოდენობის თანხებს რათა ბინის მშენებლობა არ შეჩერებულიყო. ამასთან, გ------------------- წარმოადგენდა ამხანაგობა „----------- თავმჯდომარეს, რომელსაც შესაბამისად აღნიშნულ მშენებარე ბინაში ეკუთვნოდა და დღესაც ეკუთვნის მისთვის გამოყოფილი ფართი, მის მიერ განხორციელებული შენატანი თანხების შესაბამისად. ამ შემთხვევაში კი გაუგებარია სასამართლო გადაწყვეტილება ვინაიდან, შეუძლებელია გ------------------- შეჭრილ იყო მისსავე საკუთრებაში. რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ ამხანაგობის წევრს, მას ჰქონდა უფლება შესულიყო ზემოთხსენებულ ბინაში. რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას, რომ გ------------------- შპს „----------- და ამხანაგობა „-----------------ს შორის გაფორმებულ გარიგების რეგისტრაციას ხელს უშლიდა სხვადასხვა საჩივრებისა და განცხადებების შეტანით საჯარო რეესტრში, ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ორგანოებში განცხადებებისა და საჩივრის შეტანა წარმოადგენს პირის მიმართ კანონით მინიჭებულ უფლების განხორციელებას და ამ უფლების გამოყენება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მეთოდიკა. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის არაერთ აპელირებაზე, თუ რატომ არ მოხდა მშენებლობის გაგრძელება მას შემდეგ, რაც გ------------------- გამოსახლებულ იქნა აღნიშნული ბინიდან, მოწმე ლ-–------–--–---- ამაზე პასუხი ვერ გასცა, რაც დასტურია იმისა, რომ გ------------------- არ ყოფილა შეჭრილი და არანაირად არ უშლიდა ხელს მშენებლობას.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ლ-–------–--–---- განაცხადა, რომ 2003 წელს ინდ/მეწარმე ვ------------–--–----ა და გ-------------------- შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მშენებლობა დაიწყო ვ------------–--–----- მის მიერ მოძიებული თანხით. 2004 წელს დაარსდა ამხანაგობა „----------------, რომელიც იყო ამხანაგობა „----------- სამართალმემკვიდრე. შენობა-ნაგებობა ირიცხებოდა „-----------------ის სახელზე. 2004 წლიდან, სრული უფლებამოსილება ქონებაზე ჰქონდა „------------------ გ-------------------- ამ დროიდან არ ჰქონდა არანაირი უფლებამოსილება ეწარმოებინა, გაეყიდა, გაესხვისებინა და გადაეცა ვინმესთვის რაიმე ქონება. მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ვ------------–--–---- მიერ მოძიებული და მენაშენეთა მიერ შეტანილი თანხებით. 2014 წელს მოწმემ დააარსა შპს „----------, რომლის დირექტორიც იყო თავად. ხელშეკრულება გააფორმა „მ-------------“-თან, რის საფუძველზეც აიღო ვალდებულება 60 მენაშენის წინაშე, მშენებლობის დასრულების და კუთვნილი ბინების გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულების დარეგისტრირება იუსტიციის სახლში შეძლო მხოლოდ 2016 წლის 11 მარტს, რადგან მანამდე გ------------------- საჯარო რეესტრში შეტანილი განცხადებებით აჭიანურებდა ქონების შპს „ბ-----------“ დარეგისტრირებას. დაზარალებულის განმარტებით, 2007 წლიდან, იმ პერიოდში, როდესაც ქონება აღარ ეკუთვნოდა ამხანაგობა „ს--------“, გ------------------- შეჭრილი იყო შენობაში, გააკეთა ღობე, გისოსები, დაადო კარებს ბოქლომი და ცხოვრობდა შიგნით. არაერთხელ მოსთხოვა გ-------------------- მისი კუთვნილი ტერიტორიის დატოვება, თუმცა იგი თვითნებურად აგრძელებდა ტერიტორიაზე ყოფნას და საბოლოო ჯამში, 2016 წლის ივნისში მოხდა მისი გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილებით. გ------------------- დღეს არის „-----------------ის წევრი და მას არანაირი შენატანი არ აქვს განხორციელებული კორპუსის ასაშენებლად. ბოლო პერიოდში, თუ ვინმე გამოჩნდებოდა ბინის შეძენის მსურველი, გ------- ყველას ეუბნებოდა, რომ მის ანგარიშზე ჩაერიცხათ თანხა. მართლაც ყველას შეჰქონდა თანხა გ-------------------- პირად ანგარიშზე, რაც ჯამში იყო 300-330000 აშშ დოლარის ოდენობით და გ-------------------- შეტანილი თანხის ნაწილი - 160-170 000 აშშ დოლარის ოდენობით, გამოყენებული აქვს პირადი მიზნებისთვის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ვ------------–--–---- განაცხადა, რომ გ-------------------მ შესთავაზა თ---–--–------–-------------------------------------------ში საცხოვრებელი კორპუსის აშენება, რასთან დაკავშირებითაც მათ შორის შედგა შეთანხმება. შეთანხმების პირობების თანახმად, საცხოვრებელი კორპუსიდან 20% უნდა გადასცემოდა ამხანაგობა „ს--------“, ხოლო 80% თავად უნდა გაეყიდა ახალ მენაშენეებზე. 2003 წელს ჩატარდა ამხანაგობა „----------- კრება, სადაც განხილულ იქნა პროექტი და დაიდო მასთან ხელშეკრულება, როგორც მშენებელთა მშენებელი, ასევე მოხდა მისი გაწევრიანება ამხანაგობის წევრად. მომზადდა პროექტი, რომლის თანახმად, 26 000 კვ/მეტრი ფართიდან, ამხანაგობა „ს--------“ ეკუთვნოდა 5 200 კვ/მეტრი, რაც უნდა გაენაწილებინათ ამხანაგობის წევრებზე. ამის შემდგომ მოწმემ თავისი სახსრებით დაიწყო კორპუსის მშენებლობა. გ-------------------- არანაირი სამუშაო შესრულებული ამ დრომდე არ ჰქონდა და მიწის სამუშაოები განახორციელა თავად. ყველა მენაშენე ინფორმირებული იყო, რომ ქონება იყო ამხანაგობის საკუთრება. იდებოდა მათთან კონტრაქტები და იწერებოდა განცხადებები ამხანაგობაში გასაწევრიანებლად, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო ფართების განაწილება და საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, თუმცა მათი გაწევრიანება ამხანაგობაში არ მომხდარა. გ------------------- ითხოვდა ამხანაგობაში გასაწევრიანებლად თანხის შეტანას. ამ უკანასკნელმა თავად გახსნა ანგარიში, სადაც მთლიანობაში შევიდა 300 000 ლარამდე. აღნიშნულ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ხმარდებოდა სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა გ-------------------მ ანგარიშზე დაიტოვა 131 000 ლარი. თუ სად წავიდა ეს თანხა, მოწმისათვის უცნობია. თანხების ჩარიცხვის მიუხედავად, გ------------------- არ ახდენდა მენაშენეების ამხანაგობაში გაწევრიანებას. ამის შედეგ, 2004 წელს ამხანაგობა „ს--------“ შეეცვალა სახელი და ჩამოყალიბდა ახალი ამხანაგობა „----------------, რომლის თავმჯდომარეც გახდა ლ---–-------–------ საბოლოოდ, მიწის ნაკვეთი გადავიდა ახალი ამხანაგობის საკუთრებაში. თუმცა გ------------------- არ აძლევდა ბინების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების საშუალებას. მოგვიანებით მოთხოვნის უფლება გადაეცა კომპანია „----------- დირექტორს - ლ-–------–--–----- რომელმაც აიღო ვალდებულება მენაშენეების წინაშე, რომ დააკმაყოფილებდა სრულად, ხოლო ამხანაგობას გადასცემდა 400 კვადრატულ მეტრ ფართს, რაც შეადგენს რვა ბინას. მაგრამ იმის გამო, რომ გ------- შეჭრილი იყო შენობაში, დააყენა რკინის კარი, დაადო ბოქლომი და არავის აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას, შპს „---------- ვერ ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს. ასევე, გ------------------- საჯარო რეესტრში შეტანილი საჩივრებით აჭიანურებდა ქონების შპს „-----------ზე დარეგისტრირებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ-------------–---–-- განაცხადა, რომ 1983 წელს, კოოპერატივ 501-ს გამოეყო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს მხრიდან და მასვე დაევალა მშენებლობის პროექტის შექმნა. 1989 წელს გაუქმდა კოოპერატივი და შეიქმნა ამხანაგობა „----------- მასში გაწევრიანებული იყო მოწმის მამაც ოჯახით. ამხანაგობის წევრების მხრიდან მშენებლობის მიზნით ხორციელდებოდა გარკვეული შენატანები. 176 კვადრატული მეტრი ფართის მისაღებად, მამამისს შეტანილი აქვს 50 000 მანეთი. ასეთი სულ არის 15-16 კაცი, რომელთაგან ზოგს ჰქონდა 30 000, ზოგს 35 000 მანეთი შეტანილი. თუმცა გ------------------- მალავდა ამხანაგობის წევრთა რაოდენობას და შენატანის ოდენობას. არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ამხანაგობის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 59-ს. შემდეგ მოხდა ინფლაცია და გ--------------------გან შეიტყო, რომ განულდა მათ მიერ შეტანილი თანხები. 2004 წელს შეიქმნა ამხანაგობა „----------------, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ლ---–-------–------ რის შემდეგაც გ-------------------- აღარ ჰქონდა არანაირი უფლებამოსილება ამ ქონებაზე. მშენებლობის ნებართვა ჰქონდა მხოლოდ „მ-------------“-ს, რადგან ქონება მთლიანად ირიცხებოდა მის სახელზე. გ-------------- იცოდა, რომ აღარ იყო ამხანაგობის თავმჯდომარე და არ ჰქონდა არც მშენებლობის და არც ქონების გასხვისების უფლება, თუმცა მენაშენეებს შეჰქონდათ თანხები გ-------------------- პირად ანგარიშზე და იქიდან ხდებოდა თანხების გახარჯვა. მოწმის განმარტებით, მიწის სამუშაოები ჩაატარა ვ------------–--–----. ეს უკანასკნელი აწერდა ხელს ხელშეკრულებებს, ვინაიდან მას ჰქონდა ძირი შეთანხმება - ნარდობის ხელშეკრულება, რომლის დანართის თანახმად, ვ------------–--–---- ჰქონდა უფლება დაედო ხელშეკრულება მენაშენესთან იმ შემთხვევაში, თუ ის იქნებოდა ამხანაგობის წევრი და თუ ამას დაეთანხმებოდა ამხანაგობის თავმჯდომარე. რაც შეეხება ამხანაგობა „მ-------------“-სა და შპს „----------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების რეგისტრაციას, რომლითაც უძრავი ქონება გადაეცა შპს „-----------, ეს მოხდა დაგვიანებით, რადგან ამას შეგნებულად ხელს უშლიდა გ------------------- საჯარო რეესტრში საჩივრების შეტანის გზით. ეს უკანასკნელი შეჭრილი იყო ტერიტორიაზე, თვითნებურად ჰქონდა შემოვლებული ღობე, დაადო კარებს ბოქლომი, დიდი ხნის მანძილზე სარგებლობდა გარკვეული ფართით და არავის აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ---–-------–------ განაცხადა, რომ 1990-იან წლებში ამხანაგობა „ს--------“ გამოეყო მიწის ნაკვეთი ნ--–----------------------–-, რასაც გ------------------- იყენებდა პირადი მიზნებისათვის. გ-------------------- სთხოვდნენ ამხანაგობის კრების ჩატარებას, რაზეც იგი სხვადასხვა მიზეზით აცხადებდა უარს. 2003 წელს, შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ ტერიტორია კომპენსაციის სახით საკუთრებაში ჰქონდა გადაცემული ამხანაგობა „ს--------“, რასაც მალავდა გ------------------- და კატეგორიულად უარყოფდა „----------- სახელზე საკუთრების უფლების გადასვლას. პირიქით, ითხოვდა ამხანაგობის წევრებისგან ხუთი მილიონი ლარის შეგროვებას მიწის ნაკვეთის გამოსასყიდად. არქივიდან მოპოვებული მასალებით დაადგინა, რომ ამხანაგობის წევრების რაოდენობა შეადგენდა 59 ადამიანს, თუმცა გ------------------- აცხადებდა, რომ მათი რიცხვი იყო 200-მდე. 2004 წლის 5 მარტს, ამხანაგობის წევრების მიერ ჩატარდა კრება, რასაც საერთოდ არ დაესწრო გ-------------------. კრების ინტერესი იყო ამხანაგობისთვის სახელის შეცვლა, თავმჯდომარის გადაყენება და დებულების შეცვლა, რაც განხორციელდა სრულად და შეიქმნა ამხანაგობა „----------------- თავმჯდომარეც გახდა თავად ლ---–-------–------ 2007 წელს, კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად კი, შეძლეს მიწის ნაკვეთის „-----------------ზე გადაფორმება, რომელიც იყო „----------- სამართალმემკვიდრე. თუმცა მიუხედავად ამისა, გ------------------- ატყუებდა ამხანაგობის წევრებს, რომ კვლავ იგი იყო თავმჯდომარე და თავად წყვეტდა ყველაფერს. ის უსაფუძვლო საჩივრებით ცდილობდა დროის გაჭიანურებას და მშენებლობისათვის ხელშეშლას. ამასთან, შეიჭრა ობიექტში, ჩაასხა ბეტონის ჯებირი და არ აძლევდა არავის შიგნით შესვლის საშუალებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა-–-------------–------- განაცხადა, რომ 2005 წელს გადაწყვიტა თ---–--–------–--------------------ში, მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართის შეძენა 47 500 აშშ დოლარად. მან ვ------------–--–----თან და ამხანაგობა „----------- თავმჯდომარე გ--------------------თან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერდა ორივე მათგანი და ფულადი თანხაც გადაუხადა, როგორც გ--------------------, ისე ვ------------–--–----. ქვითარი გამოწერილ იქნა ინდ/მეწარმე ვ------------–--–---- სახელზე. თავადაც მუშაობდა ამ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე და მისთვის ცნობილია, რომ ყველა ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ ვ------------–--–--- და გ-------------------. ძირითადად მენაშენეებს თანხა შეჰქონდათ ინდ/მეწარმე ვ------------–--–---- ანგარიშზე, თუმცა იყო შემთხვევა, როცა ამხანაგობა „----------- ანგარიშზეც შეუტანიათ. მოწმე 13 წელია ელოდება ბინის ჩაბარებას, თუმცა უშედეგოდ. მისი განმარტებით, 2007 წელს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღარ არსებობდა ამხანაგობა „---------- და თავმჯდომარე აღარ იყო გ-------------------. მის ნაცვლად შექმნილი იყო ამხანაგობა „----------------, ხოლო თავმჯდომარე - ლ---–-------–------ მოწმე სხვა მენაშენეებთან ერთან მივიდა გ--------------------თან, ბინების გადაფორმების მოთხოვნით, რაზეც გ-------- უთხრა, რომ მას მათგან ფული არ აუღია და მათ არ იცნობდა. ამის შემდგომ, გ-------------------მ შემოღობა კორპუსი, გაუკეთა გისოსები, დაადო ბოქლომი და აღარ უშვებდა შიგნით. მხოლოდ თავად ცხოვრობდა იმ კორპუსში. დღეს კორპუსი არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში, მაგრამ არ არის დასრულებული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ------------–-–---–-- განაცხადა, რომ 2005 წელს, მისი თხოვნით, მისმა მეგობარმა ქ--------------- გააფორმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ინდ/მეწარმე ვ------------–--–----თან. ამ უკანასკნელთან საცხოვრებელი კორპუსის აშენების თაობაზე ასევე ამხანაგობა „ს--------“ ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული. ხელშეკრულების გაფორმებამდე, ბინის შეძენასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეთანხმებას აწარმოებდა როგორც გ--------------------თან, ისე ვ------------–--–----თან, ხოლო ბინის შესაძენ თანხას ვ------------–--–---- ხელზე აძლევდა, რომლის გადახდაზეც შესაბამისი დოკუმენტის გამოწერა ხდებოდა ვ------------–--–---- მიერ და ქვითრებიც იყო გაცემული ვ------------–--–---- სახელით. მოწმეს თანხა სრულად აქვს გადახდილი. დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ 3 000 აშშ დოლარი, რაც აღარ გადაიხადა იქიდან გამომდინარე, რომ კორპუსი აღარ შენდებოდა. როგორც ვ------------–--–----გან შეიტყო, ამის მიზეზი იყო ის, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა „-----------------ის წევრებს შორის. ლ------------–-–---–-- ჩვენებით, თავდაპირველად, გ------------------- არწმუნებდა ყველას, რომ მიიღებდნენ კუთვნილ ბინებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამწვავდა მდგომარეობა, გ-------- უთხრათ, რომ მისთვის ფული არ გადაუხდიათ და არ იცნობდა მათ. გ-------ს მხრიდან შეტანილი საჩივრების საფუძველზე ხდებოდა ქონებაზე ყადაღის დადება, რაც ხელს უშლიდა მშენებლობის გაგრძელებას. მოწმემ დაადასტურა, რომ გ------------------- ცხოვრობდა მათი ფულით აშენებულ კორპუსში, ჰქონდა გაკეთებული საგამოფენო დარბაზი, შესასვლელ კარს დაადო ბოქლომი და შიგნით არ უშვებდა არავის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ------------------ განაცხადა, რომ 2004 წლის მარტში, გადაწყვიტა თ---–--–------–----------------- მშენებარე კორპუსში ბინის შეძენა. გაიცნო ვ------------–--–---, რომელსაც მოურიგდა პირობებზე, კერძოდ, 135 კვ/მეტრი უნდა შეეძინა 44 500 აშშ დოლარად. პირველადი შენატანი იყო 13 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა კვარტალურად 2 500 აშშ დოლარის ოდენობით. ბინის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო ორი წლის ვადაში. შეთანხმებისამებრ, გადაიხადა პირველადი შენატანი და სამშენებლო ფირმის ოფისში, ვ------------–--–---- და გ-------------------- მაგიდაზე დაუდო პირველი კვარტლის გადასახადი 2 500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც აიღო გ--------------------- რომელმაც მისცა თანხის გადახდის ქვითარი. მიუხედავად გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდისა, კორპუსის მშენებლობა არ სრულდებოდა, რის გამოც მოწმე მივიდა ვ------------–--–----თან საკითხის გასარკვევად. მას ვ------------–--–---- მოსთხოვა ამხანაგობაში გაწევრიანება. გ------------------- პირდებოდა ამხანაგობის კრების მოწვევას და გაწევრიანებას, თუმცა ამის შემდგომ ვ------------–--–--- და გ------------------- აღარ პასუხობდნენ მის ზარებს. ამასთან, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამხანაგობა „მ-------------“-სა და გ-------------------- შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რაც საბოლოოდ გადაწყდა ამხანაგობა „-----------------ის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონება მიეკუთვნა „მ-------------“-ს, გ------------------- მაინც ჰპირდებოდა ამხანაგობის წევრებს ბინების მიღებას, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა და პასუხი უნდა მოეთხოვათ ხ---–--–---------- მოწმის განმარტებით, მენაშენეებმა თავისი სახსრებით გადაწყვიტეს კორპუსის გადახურვა, თუმცა გ------------------- შეჭრილი იყო კორპუსში, ბოქლომი დაადო კარებებს, ჩაკეტილი იყო შიგნიდან და არ აძლევდა სამშენებლო მასალის შეტანის საშუალებას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------- განაცხადა, რომ თ---–--–------–--------------------ში მდებარე მშენებარე კორპუსში ბინის შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა ამხანაგობის თავმჯდომარე გ--------------------თან და მშენებელ ვ------------–--–----თან. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ბინა უნდა ჩაბარებოდა თეთრი კარკასის მდგომარეობაში. თანხა გადაიხადა ორ ეტაპად, კერძოდ, პირველ ეტაპზე თანხა გადაუხადა ვ------------–--–----, რაზეც მიიღო შესაბამისი ქვითარი, ხოლო მეორე ეტაპზე თანხა გადაიხადა სს „-------------------–-- ამხანაგობა „----------- ანგარიშზე. ხელშეკრულების გაფორმება და მასზე ხელის მოწერა მოხდა როგორც ვ------------–--–----, ისე გ-------------------- მხრიდან. მიუხედავად მოწმის მხრიდან თანხის გადახდისა, ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა. ტერიტორიაზე მისვლისას, ნ-------------- ადგილზე დახვდა შემოვლებული ღობე და ბოქლომით დაკეტილი კარი, სადაც შეჭრილი იყო გ------------------- და არ აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე-----------–---–-- განაცხადა, რომ 2005 წლის აპრილში, ვ------------–--–----თან გააფორმა ხელშეკრულება თ---–--–------–--------------------ში მშენებარე კორპუსში 130 კვ/მეტრი ფართის ბინის შეძენის თაობაზე. მთლიანობაში ბინის ღირებულება შეადგენდა 39 000 აშშ დოლარს, ხოლო წინსწრებით გადაიხადა ბინის ღირებულების 30%. ბინა უნდა ჩაბარებოდა 2006 წლის ბოლოს, რაც არ შესრულდა. თავდაპირველად, კარგად მიდიოდა მშენებლობა. შემდეგ ობიექტს სხვადასხვა მიზეზით დაედო ყადაღა, ხოლო საბოლოოდ მშენებლობა გაჩერდა. მოწმის განმარტებით, გ-------------------მ ობიექტზე შესასვლელ კარს დაადო ბოქლომი, შეჭრილი იყო შიგნით, ჩაკეტილი ჰქონდა კარი, არ აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას და ემუქრებოდა საპატრულო პოლიციის გამოძახებით.

1989 წლის 16 აგვისტოს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნა ამხანაგობა „----------- რომელსაც სახელმწიფოს მიერ გადაეცა მიწის ნაკვეთი, მდებარე თ---–--–------–------------------------------------–--------------------------------------------.

2003 წლის 05 მარტს, ამხანაგობა „----------- თავმჯდომარე გ--------------------ა და ინდ/მეწარმე ვ------------–--–---- შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შედგა შეთანხმება ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულებების საფუძველზე, უნდა აშენდეს თ---–--–------–--------------------ზე მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი. ხელშეკრულებები გაფორმებულია მენარდე ვ------------–--–----ა და შემკვეთებთან: ო------–--------------------------–---–--------------------------------------------------–-–---–---------------------------------–-----------------------------------–---------- რომელსაც ხელს აწერს გ-------------------, როგორც ამხანაგობა „----------- თავმჯდომარე, ხოლო ვ------------–--–---- მიერ ჯ------–----------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------------–-------–----–---–--------------–---------–---–-------------------------–------------- გაფორმებულ ხელშეკრულებებზე გ-------------------- ხელმოწერა არ ფიქსირდება.

2004 წლის 5 მარტის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „----------- წევრთა კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრებმა მოიწვიეს ამხანაგობის კრება, სადაც გ------------------- გადაყენებულ იქნა თავმჯდომარის თანამდებობიდან. ამხანაგობას შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა „----------------, ასევე მიღებულ იქნა ამხანაგობის ახალი დებულება, სადაც ამხანაგობა „---------------- ცნობილ იქნა ამხანაგობა „----------- სამართალმემკვიდრედ.

2004 წლის 22 მარტის კრების ოქმის თანახმად, გ-------------------მ მოიწვია ამხანაგობა „----------- კრება, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამხანაგობა „-----------------ის 2004 წლის 05 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.

თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 21 აგვისტოს N---- განკარგულება, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 მაისის N--------- გადაწყვეტილება და თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 10 იანვრის N-------- დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ამხანაგობა „----------- მიწათსარგებლობის უფლება 5 095 კვ/მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე, მდებარე თ---–--–------–--------------------ში.

2009 წლის 5 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „----------- საინიციატივო ჯგუფის 2003 წლის 15 ოქტომბრის კრების ოქმი 320 ახალი წევრების მიღების ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „----------- საინიციატივო ჯგუფის 2003 წლის 27 დეკემბრის კრების ოქმი N-----–------–-----------------------------------------------–--–----------------------------–--------–-----------------–---–--------------–-----–--------------------–-------- ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „----------- საინიციატივო ჯგუფის 2004 წლის 22 მარტის კრების ოქმი N-- და ოქმით დამტკიცებული ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „----------- დებულება; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2003 წლის 05 მარტის, ინდ/მეწარმე „ვ------------–--–----“ და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს--------“ შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

2014 წლის 10 ივნისის მოთხოვნის დათმობის შეთანხმების თანახმად, ინდ/მეწარმე ვ------------–--–--- თანახმაა დათმოს ამხანაგობა „-----------------ის მიმართ მოთხოვნა სრული ოდენობით შპს „----------- სასარგებლოდ, რაც უკავშირდება შემდეგ უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთს, მდებარეს თბილისში, ნ--–----------------------–-, ნაკვეთი N------ საკადასტრო კოდით: 0---------------- ნაკვეთი ფართობით: 480 კვ/მეტრი და მასზე განლაგებულ მშენებარე შენობა-ნაგებობას. მოთხოვნის დათმობის სანაცვლოდ, შპს „---------- იღებს უპირობო ვალდებულებას, რომ მის მიერ აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღებისა და მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ, ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში, განახორციელებს ინდ/მეწარმე ვ------------–--–---- ვალდებულებათა ანაზღაურებას დანართში აღნიშნული პირების მიმართ.

2014 წლის 12 ივნისს შპს „----------- დირექტორ ლ-–------–--–----- და ამხანაგობა „მ-------------“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსით, საკუთრებაში გადაეცა შპს „------------ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდგომ, ამხანაგობა „---------------- მიიღებდა 400 კვ/მეტრ საცხოვრებელ ფართს. ბინების განაწილება, ნუმერაცია, განლაგება და დაზუსტება მოხდებოდა განშლის რეგისტრაციის შემდეგ.

სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი დაცვის მხარის მტკიცებულებები და ბრალდების მხარის მტკიცებულებიდან მოწმეების: ქ-----------–-----------–-----–---------------–------–--------------–--------------------–----–---–--------–-------------------------–---------------–----------–------------–-–---–-------–---------–---–------------------------------------------------------------------------–--------------–---- გამოკითხვის ოქმები, მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი საქართველოს სსკ-ის 73-ე პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა შეაფასოს სასამართლომ გ-------------------- გააჩნდა თუ არა თ---–--–------–------------------------------------–-- მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსში ცხოვრების და მისი სამი სართულით სარგებლობის უფლება.

წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ 2004 წლის 5 მარტს ამხანაგობა „----------- წევრებმა მოიწვიეს ამხანაგობის კრება, სადაც გ------------------- გადაყენებულ იქნა თავმჯდომარის თანამდებობიდან, ამხანაგობას შეეცვალა სახელწოდება და ამხანაგობა „---------------- ცნობილი იქნა ამხანაგობა „----------- სამართალმემკვიდრედ. ზემოაღნიშნული ამხანაგობის კრების ოქმი კანონიერად იქნა ცნობილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ. 2014 წელს ინდ/მეწარმე ვ------------–--–---- ამხანაგობა „-----------------ის მიმართ მოთხოვნა სრული მოცულობით დათმო შპს „----------- სასარგებლოდ, ხოლო 2014 წელს შპს „----------- დირექტორ ლ-–------–--–----- და ამხანაგობა „მ-------------“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსით, საკუთრებაში გადაეცა შპს „------------ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდგომ, კი ამხანაგობა „---------------- მიიღებდა 400 კვ/მეტრ საცხოვრებელ ფართს, სადაც ბინების განაწილება მოხდებოდა განშლის რეგისტრაციის შემდეგ. ამდენად აშკარაა, რომ გ-------------------- ამხანაგობა „-----------------ში გააჩნდა ერთ-ერთი რიგითი წევრის სტატუსი და მას უფლება ჰქონდა საცხოვრებელი ფართი მიეღო თავდაპირველად ინდ/მეწარმე ვ------------–--–----თან გაფორმებული ხელშეკრულების, ხოლო შემდგომში შპს „----------- დირექტორ ლ-–------–--–----- და ამხანაგობა „მ-------------“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მიუხედავად აღნიშნულისა, მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად იქნა დადასტურებული და აღნიშნულ გარემოებას არ უარყოფს არც დაცვის მხარე, რომ თ---–--–------–------------------------------------–-- მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსში, გ-------------------მ დაიკავა მისი პირველი, მეორე და მესამე სართულები. პირველ და მეორე სართულებზე მოაწყო საგამოფენო დარბაზი, ხოლო მესამე სართულზე დაიკავა ოთხი ბინა, რომლებსაც გაუკეთა რკინის კარი და იმყოფებოდა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებების შეფასების ნაწილში, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობას თანხა გადახდილი აქვს ვ------------–--–----ათვის და მოთხოვნის უფლებაც გააჩნიათ ამ უკანასკნელის მიმართ, მოწმეებმა უტყუარად, ურთიერთშეთანხმებულად და ნათლად დაადასტურეს ის ფაქტი, რომ გ------------------- თვითნებურად შეიჭრა და ცხოვრობდა მშენებარე კორპუსში, მას შემოღობილი და ჩაკეტილი ჰქონდა ტერიტორია და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მაშინ, როდესაც, კორპუსის მშენებლობა არ იყო დასრულებული, ბინები არც ამხანაგობის წევრებზე და არც მენაშენეებზე არ იყო განაწილებული და მათ გააჩნდათ მოთხოვნები მშენებელი კომპანიის მიმართ, გ------------------- ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრა მშენებარე კორპუსში და სარგებლობდა მისი სამი სართულით.

მოწმეებმა ვ------------–--–----- ლ-–------–--–---- და ლ---–-------–------ დაადასტურეს, რომ გ-------------------- მისი კუთვნილი ფართის მიღების მიზნით, როგორც ამხანაგობის წევრს, არანაირი შენატანი არ განუხორციელებია. ასევე, მოწმეთა ჩვენებით დადასტურებული იქნა, რომ ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულება, მათ შორის მიწის სამუშაოები განახორციელა ვ------------–--–----. ხოლო ის თანხა, რაც ხმარდებოდა მშენებლობას, წარმოადგენდა არა გ-------------------- კუთვნილ თანხას და მის გაწეულ დანახარჯს, არამედ აღნიშნული იყო შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე ამხანაგობის წევრების და მენაშენეების მიერ ჩარიცუხლი თანხები.

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ გ------------------- წარმოადგენდა ამხანაგობის წევრს, ეკუთვნოდა ხსენებულ მშენებარე კორპუსში შესაბამისი ფართი და მისი იქ ცხოვრება ვერანაირად ვერ ჩაითვლებოდა უკანონოდ, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 12 ივნისს შპს „----------- დირექტორ ლ-–------–--–----- და ამხანაგობა „მ-------------“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობა „-----------------ს უნდა მიეღო მხოლოდ 400 კვ/მეტრი საცხოვრებელი ფართი, რაც მოწმეთა ჩვენებებით წარმოადგენდა 8 ბინას. ამხანაგობის ერთ-ერთ წევრ გ-------------------- კი იმ პირობებში, როდესაც მშენებლობა არ იყო დასრულებული და ბინები შესაბამისი წესით განაწილებული, მით უფრო არ უფიქსირდებოდა მშენებლობის მიზნით შენატანის განხორციელება, არ ჰქონდა უფლება საკუთარი სურვილისამებრ შეჭრილიყო მშენებარე კორპუსში, აერჩია ნებისმიერ ადგილას არსებული ნებისმიერი ფართობის მქონე ადგილი და მიექცია იგი თავის მფლობელობაში.

აპელანტი ასევე არ ეთანხმება მოწმეების ლ-–------–--–---- და ვ------------–--–---- ჩვენებებს იმ ნაწილში, რომ გ------------------- საჯარო რეესტრში განცხადების შეტანის გზით აფერხებდა მშენებარე კორპუსზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. სააპელაციო პალატა, რა თქმა უნდა, ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ შესაბამის ორგანოში განცხადებებისა თუ საჩივრების შეტანა წარმოადგენს პირის უფლებას, რაც ავტომატურად დანაშაულის ჩადენის ხერხად ვერ იქნება მიჩნეული. თუმცა განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია როგორც გ--------------------, ასევე მასთან დაახლოებული პირების მიერ განცხადებების შეტანის ინტენსივობა, რაც უკავშირდებოდა იმ პერიოდებს, რომ არ მომხდარიყო სადავო ქონების ვალდებულებისაგან გათავისუფლება და მასზე შპს „ბ---------“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

რაც შეეხება ადვოკატის მითითებას, რომ ქონებაზე ყადაღის მოხსნისა და საკუთრების უფლების დარეგისტრიების შემდეგაც არაფერი არ განხორციელებულა აღნიშნულ კორპუსში და შესაბამისად, არ არსებობს ის გარემოებები, რისთვისაც გ-------------------- შეიძლება ხელი შეეშალა მისი კორპუსში ცხოვრების დროს, აღნიშულთან დაკავშირებით დაზარალებულმა ლ-–------–--–---- და მოწმე ვ------------–--–---- წარმოადგინეს საკმაოდ არგუმენტირებული პოზიცია, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლების დარეგისტრირების შემდეგ მათ მიმართული ჰქონდათ მერიაში ახალი პროექტის დამტკიცების მიზნით; დღეის მდგომარეობით საპროექტო სამუშაო აქვთ გამართული და მერიის სამსახურიდან ელოდებიან მშენებლობის ნებართვას, რის გარეშეც ისინი ვერ განახორციელებენ ვერანაირ სამუშაოებს სადავო ობიექტზე.

პალატა ვერ დაეთანხმება ასევე დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ--------------------- როგორც ამხანაგობის თავჯდომარემ საცხოვრებელი ბინის მშენებლობაზე გაწია ფინანსური ხარჯები, რაც მას აძლევდა სრულ უფლებას, რომ საცხოვრებლად შესულიყო მშენებარე კორპუსში და ამის დასასდასტურებლად უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის განჩინებაზე.

მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია ამხანაგობა „ს----------“ დამაგრებულ მთლიან მიწის ნაკვეთზე(14624კვ.მ) შესრულებულ სამაშაოებზე, კერძოდ, მიწის ტერიტორიის გასუფთავებაზე, საყრდენი კედლის მოწყობაზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 947, 591 ლარი, ხოლო გაცემული ხელფასისი სახით 148,6 ათასი ლარი. რაც შეეხება უშალოდ საცხოვრებელი კორპუსისის მშენებლობას, ის მიმდინარეობდა 480მ2-ზე, რომელიც შესრულებული იქნა ი/მ ვ------------–--–---- მიერ მოძიებული და მენაშენეთა შენატანი თანხებით, რაც დასტურდება თავად ვ------------–--–----, მოწმე მ-------------–---–-- ჩვენებებით, ასევე, ლ----------------–-- სახელეობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 3 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 2.546.17 ათასმა ლარმა დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

პალატა ასევე მიუთითებს, რომ სახეზეა ქმედების საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულო ნიშანიც, რაც პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანში გამოიხატება. აღნიშნული ზიანი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური და მისი არსებობა დგინდება საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში გ------------------- საჯარო რეესტრში განცხადებების შეტანის გზით ხელოვნურად აფერხებდა შპს „----------- და ამხანაგობა „-----------------ს შორის გაფორმებული გარიგების რეგისტრაციას. საკუთრების უფლების რეგისტრაცია შპს „ბ---------- შეძლო მხოლოდ 2016 წლის 16 მარტს. მშენებლობის გაგრძელების პროცედურებისათვის ხელის შეშლით კი მნიშვნელოვნად დაზიანდა იმ პირთა ინტერესები, რომლებსაც თანხები ჰქონდათ შეტანილი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად და ელოდებოდნენ ფართების მიღებას.

ამდენად, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, 2004 წლის 5 მარტის ამხანაგობის წევრთა კრების ოქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებებით, 2003 წლის 05 მარტის ამხანაგობა „----------- თავმჯდომარე გ--------------------ა და ინდ/მეწარმე ვ------------–--–---- შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ნარდობის ხელშეკრულებების, შპს „----------- დირექტორ ლ-–------–--–----- და ამხანაგობა „მ-------------“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულებით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-------------------- არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი შეჭრილიყო თ---–--–------–------------------------------------–-- მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსში, დაეკავებინა მისი პირველი, მეორე და მესამე სართულები და ხელი შეეშალა აღნიშნულ კორპუსზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და სამშენებლო საქმიანობის გაგრძელებისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებას.

აშკარაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ საქმესთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენენ, რომ გ-------------------მ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს მფლობელის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი თაღლითობის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, იგი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ, საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოდგენილი იყო იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელმაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა მსჯავრდებულ გ-------------------- მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები. მოწმეთა ჩვენებებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის გ-------------------- კუთვნილი სს „პრ-----------------ს“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით და გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, უტყუარად დადასტურდა გ-------------------- მიერ მოქალაქეების კუთვნილი ფულადი თანხების მისაკუთრების ფაქტი. ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და ეჭვისგამომრიცხავ მტკიცებულებათა გამოკვლევის, ანალიზის, შეფასების და ურთიერთშეჯერების შედეგად, საქმის არსებითი განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, როგორც ის გარემოება, რომ გ------------------- უკანონოდ იყო შეჭრილი შპს „----------- კუთვნილ ობიექტში, რითაც დაარღვია ამ უკანასკნელის ხელშეუხებლობა და მიაყენა მას მნიშვნელოვანი ზიანი, ასევე, გ-------------------, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ აღარ იყო ამხანაგობა „----------- თავმჯდომარე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა სხვა პირების დიდი ოდენობით ფულად თანხას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------–-–---–-- განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ვ---------------- 15 000 მანეთი შეიტანა ბანკში ბინის შეძენის მიზნით. თანხის შეტანის შემდგომ, გაფორმდნენ როგორც ამხანაგობა „----------- წევრები. 2004 წლის 02 მარტს ხელშეკრულება დაიდო ვ------------–--–----თან, სადაც მითითებული იყო, რომ 15 000 მანეთი არ იყო საკმარისი 70 კვ/მეტრი ფართის მისაღებად და დამატებით კიდევ შეიტანეს 3 000 აშშ დოლარი ამხანაგობის ანგარიშზე ბანკის მეშვეობით. მისთვის ცნობილი არ იყო იმ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, გ-------------------- არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ამხანაგობა „----------- თავმჯდომარის უფლებამოსილება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა კუთვნილ ბინაში, თუმცა ვ------------–--–---- შვილმა პოლიციის დახმარებით დაატოვებინა აღნიშნული ბინა. გ------------------- ეუბნებოდა, რომ თანხას ხელზე არ იღებდა და სთხოვდა ბანკის საშუალებით გადარიცხვას დანიშნულების მითითებით.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--------------------- განაცხადა, რომ დაახლოებით 25 წლის წინ მამამისს - ს------------------ და ამხანაგობა „----------- თავმჯდომარეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მიწის სამუშაოების შესრულების და სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკის მიწოდების სანაცვლოდ მიიღებდა ბინას. მისი სახელით, გ-------------------- ანგარიშზე ჩარიცხეს 1 700 ლარი, რის საფუძველზეც გ-------------------მ და მშენებელმა ვ------------–--–---- გაუფორმეს ბინათმშენებლობის ხელშეკრულება, სადაც მითითებული იყო მისი ღირებულება 62 000 ლარის ოდენობით, თუმცა 60 000 ლარი ჩათვლილი იყო გადახდილად და გადასახდელი იყო 2 000 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ბინის გადაცემა არ მომხდარა, გ-------------------- მხრიდან თავს მოტყუებულად არ გრძნობს, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. თავს მოტყუებულად გრძნობს ამხანაგობა „-----------------ის მხრიდან, რომელმაც მიუხედავად მისი მხრიდან შესრულებული ვალდებულებისა, არ უზრუნველყო ბინის გადაცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ-----------–-----–---- განაცხადა, რომ 1990-იან წლებში გახდა ამხანაგობა „----------- წევრი. ამხანაგობა „ს--------------“ გამოყოფილი მიწის მოსაწესრიგებლად შეიტანა დაახლოებით 3000-4000 მანეთი, რის სანაცვლოდაც უნდა მიეღო 150 კვ/მეტრი ფართის ბინა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა უნდა აშენებულიყო ორ წელში, დღემდე არ გადასცემია. მოწმის განმარტებით, მინდობილობა გაფორმებული ჰქონდა სხვა პიროვნებაზე, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, ასევე არ ფლობს ინფორმაციას საქმის დეტალებთან დაკავშირებით.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--------------- განაცხადა, რომ 1980 წელს გაწევრიანდა კოოპერატივში, რომლის თავმჯდომარეც იყო გ-------------------. მხატვართა კავშირს სახელმწიფოს მხრიდან გამოეყო მიწის ნაკვეთი და იმისთვის, რომ მიეღო ბინა აღნიშნულ ტერიტორიაზე, კოოპერატივის ანგარიშზე შეიტანა თანხა 1990 წელს, თუმცა რა ოდენობის, არ ახსოვს. 2004 წელს, გ-------------------მ მოიძია მშენებელი ინდ/მეწარმე ვ------------–--–---- სახით და დაიწყო კორპუსის აშენება. თანხა შეჰქონდა გ-------------------- ანგარიშზე, რომელიც თავის მხრივ რიცხავდა ვ------------–--–---- სახელზე, რაც ხმარდებოდა კორპუსის აშენებას. 2004 წელს, მისთვის ცნობილი გახდა ამხანაგობის წევრ ლ---–-------–------ და გ-------------------- შორის დაპირისპირების თაობაზე, ასევე ცნობილი გახდა, რომ ლ------–------ რამდენიმე ამხანაგობის წევრთან ერთად, გადააყენა გ------------------- და შექმნა ახალი ამხანაგობა. მოწმის განმარტებით, მის მიერ დახარჯული თანხა ბალანსზე უნდა აეყვანა ლ---–-------–------ და უნდა უზრუნველყო ან თანხის დაბრუნება ან ბინით დაკმაყოფილება, თუმცა იგი საერთოდ არ ყოფილა კრებაზე დაბარებული. შესაბამისად, არ არის ლ---–-------–------ მიერ დაარსებული ამხანაგობის წევრი. შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, გ------------------- ეუბნებოდა, რომ ფული აღებული ჰქონდა ვ------------–--–----. მოწმეს გ-------------------- მიერ მიცემულ ანგარიშის ნომერზე სხვადასხვა დროს ჩარიცხული აქვს 51 154 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ბინა არ ჩაბარებია, გ-------------------- მხრიდან თავს მოტყუებულად არ გრძნობს, რადგან მის მიერ ჩარიცხული თანხა მოხმარდა სამშენებლო სამუშაოებს და გ-------------------- მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------–------ განაცხადა, რომ 2001 წლიდან არის ამხანაგობა „----------- წევრი. იმისთვის რომ დაფიქსირებულიყო ამხანაგობის წევრად, ნებაყოფლობით შეიტანა 1 000 აშშ დოლარი. ამის შემდგომ, ვ------------–--–----თან გააფორმა ხელშეკრულება ბინის შეძენის თაობაზე, რაზეც ამხანაგობა „----------- ანგარიშზე შეიტანა 20 000 აშშ დოლარი. ანგარიშზე თანხის შეტანა გ-------------------- არ დაუძალებია და ეს იყო მისი სურვილი. 2004 წელს, კანონდარღვევით ჩატარდა ამხანაგობის კრება, რადგან კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ გამოხატავდა ამხანაგობის წევრების სურვილს და აღნიშნულ კრებას არ ესწრებოდა არც ამხანაგობის წევრთა ნაწილი და არც თავად გ-------------------. მისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზეც, რითაც ლ---–-------–------ მიერ ჩატარებული კრება ცნობილ იქნა კანონიერად. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თანხის შეტანის დროს ითვალისწინებდა თანხის დაკარგვის საფრთხეს, ნებაყოფლობით, ყოველგვარი დაძალების გარეშე მიიღო თანხის ანგარიშზე შეტანის გადაწყვეტილება. ამიტომ, გ-------------------- მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მისი მხრიდან თავს დაზარალებულად არ ცნობს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------------–---–-- განაცხადა, რომ 1990 წლიდან არის ამხანაგობა „----------- წევრი. ბინის მისაღებად ამხანაგობა „----------- ანგარიშზე მთლიანობაში შეტანილი აქვს 5 000 ლარი. თანხა შეიტანა თავისი სურვილით, რის შემდეგაც თანხის შეტანის თაობაზე აცნობა გ--------------------. 2005 წელს, ამხანაგობის ანგარიშზე შეიტანა 3 000 ლარი, ხოლო 2015 წელს - დამატებით 2 000 ლარი. მთლიანობაში უნდა მიეღო 60 კვ/მეტრი ფართის ბინა, თუმცა მშენებლობა შეჩერდა და მისთვის ბინის ჩაბარება არ მომხდარა. გ-------------------- თანხის ჩარიცხვის შესახებ აცნობა მას შემდეგ, რაც თანხა უკვე შეტანილი ჰქონდა. შესაბამისად, გ------- მისთვის არაფერი მოუტყუებია, მისგან თავს დაზარალებულად არ ცნობს და არც არანაირი პრეტენზია გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------–---- განაცხადა, რომ 1990 წლიდან არის ამხანაგობა „----------- წევრი. ამხანაგობაში თავდაპირველად შეიტანა 15 000 მანეთი, რის შემდეგაც თანხის შეტანას ახდენდა მამამისი, თუმცა რა ოდენობით, ვერ იხსენებს. საცხოვრებელ ბინაზე კარის დაკიდების მიზნით შეიტანა დამატებით 1 000 ლარი. აღნიშნული თანხა გადაიხადა ამხანაგობის კრების გამართვის შემდგომ, რასაც თავმჯდომარეობდა გ-------------------, რა დროსაც განისაზღვრა, ვის რომელი ბინა ეკუთვნოდა. მისთვის ცნობილი იყო სასამართლო დავების შესახებ, რაც მიმდინარეობდა აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იცოდა, რომ 2004 წლის შემდეგ, ამხანაგობა „---------- არ არსებობდა. მოწმის განმარტებით, 1 000 ლარი შეიტანა ნებაყოფლობით, კარის შეძენის მიზნით, რაც შესრულდა კიდეც გ-------------------- მხრიდან. შესაბამისად, გ---------- მას პრეტენზია არ აქვს და მისგან თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---------------–---- განაცხადა, რომ 1989 წლიდან ურთიერთობა აქვს ამხანაგობა „სპექტრთან“, რომლის თავმჯდომარეც იყო გ-------------------. თუ როდის გაუქმდა „---------- მისთვის უცნობია, რადგან ძირითად მონაწილეობას „----------- საქმიანობაში იღებდა მამამისი - ი-----------------–---- „----------- ანგარიშზე თავდაპირველი შენატანი განახორციელა მამამისმა, ხოლო შემდგომი გადახდა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით განახორციელა მისმა მაზლმა. მის მიერ ჩარიცხული თანხები მოხმარდა კორპუსის მშენებლობას. შესაბამისად, გ--------------------გან თავს დაზარალებულად არ ცნობს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

2014 წლის 3 სექტემბრის კრების ოქმის თანახმად, გ-------------------- მიერ მოწვეულ იქნა ამხანაგობა „----------- კრება, სადაც წევრებად შეიყვანა მ----------–----------------------------------------–--------------------–---–--------------------------------------–-----–-------------–------–-–----------–-–---–--------------------–-–---–-- რომელთაც თანხის გადახდის შემდგომ, გადასცა საცხოვრებელი ბინები თ---–--–------–------------------------------------–------------------------------------------ არსებულ მშენებარე კორპუსში, სამომავლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლებით.

განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს აღნიშნულ პირებთან მოლაპარაკებების წარმოებისას გ-------------------- ჰქონდა თუ არა წინასწარ განზრახული მათი კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, მოქმედებდა თუ არა ის დაზარალებულებთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით, კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, შეიყვანა თუ არა დაზარალებულები შეცდომაში. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, ასევე საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ჩვენებებს, თუმცა საჩივარში არ არის წარმოდგენილი მის მიერ განხილული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი. კერძოდ, არ არის მოცემული უშუალოდ რომელი მტკიცებულებების ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ გ-------------------მ მოატყუა მ----------–----------------------------------------–--------------------–---–--------------------------------------–-----–-------------–------–-–----------–-–---–--------------------–-–---–-- თითქოსდა თავად წარმოადგენდა გაუქმებული ამხანაგობა „----------- თავმჯდომარეს, თვითნებურად მოახდინა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინების განშლა და თაღლითურად დაეუფლა მათ მიერ საკუთარ (გ--------------------), როგორც ფიზიკური პირის ანგარიშზე ჩარიცხულ ფულად თანხებს.

აღნიშნულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად თაღლითობა განმარტებულია, როგორც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება. განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში მსგავსი სახის საპროცესო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა განსაზღვრული უშუალოდ ვისი ქონება მიისაკუთრა გ-------------------მ მართლსაწინააღმდეგოდ და ვის მიადგა მარტერიალური ზიანი, არ მოიპოოვება.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თავად იმ პირთა ჩვენებებს, რომლებიც პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად მოატყუა გ-------------------მ და თაღლითურად დაეუფლა მათ კუთვნილ თანხებს. მოწმეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათთვის ცნობილი იყო 2004 წლის 5 მარტს ჩატარებული ამხანაგობა „----------- წევრების მიერ მოწვეული კრების თაობაზე, სადაც გ------------------- გადაყენებულ იქნა თავმჯდომარის თანამდებობიდან. მათთვის ასევე ცნობილი იყო გ--------------------ა და ამხანაგობის ახალ თავმჯდომარეს - ლ---–-------–------ შორის მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ, თუმცა მათ ყოველგვარი იძულების გარეშე, ნებაყოფლობით განახორციელეს შენატანი ამხანაგობა „----------- ანგარიშზე, გ-------------------- ისინი არ მოუტყუებია, მათთვის თანხის შეტანა არ დაუძალებია და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.

მოწმეთა ჩვენებებიდან და ასევე მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერების ოქმებიდან ირკვევა, რომ მათ უმეტესობას ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ვ------------–--–----თან, ეს უკანასკნელი იყო მათ წინაშე პასუხისმგებელი განსაზღვრულ ვადაში საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე და ისინი თავს დაზარალებულად თვლიან ვ------------–--–----ა და ამხანაგობა „-----------------ის მხრიდან, რომლებმაც მიუხედავად თანხების ჩარიცხვისა, არ გადასცეს ბინები. პირები, რომლებსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს დაზარალებულებად, განმარტავენ, რომ მიუხედავად მათ მიერ ამხანაგობა „----------- ანგარიშზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხის შეტანისა, გ-------------------- მხრიდან თავს მოტყუებულებად არ გრძნობენ, ვინაიდან მათ მიერ შეტანილი თანხა მოხმარდა სამშენებლო სამუშაოებს.

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტის პოზიცია გ-------------------- თაღლითობის კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. ბრალდების აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ვერ ქმნიან ობიექტური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს იმ საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების სინამდვილეში. გ-------------------- მიმართ აღნიშნული ბრალდების ნაწილში არსებობს მხოლოდ ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით და უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ.

 

3. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, გარდა იმისა, რომ გ-------------------- მიმართ გამოტანილი განაჩენი მისი გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ასევე მისთვის დანიშნული სასჯელი არის უსამართლო, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მსჯავრდებულის პიროვნებას, რადგან სასამართლომ გ-------------------- დაუნიშნა ზედმეტად ლმობიერი სასჯელი. იგი არ შეესაბამება ბრალდებულის პიროვნებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მისი მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლიბის, მონანიების, ზიანის ანაზღაურებისა თუ დაზარალებულთან შერიგების სურვილის არ ქონის გათვალისწინებით, გ-------------------- სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად იქნა გათვალისწინებული როგორც გ-------------------- მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბურებელი გარემოებები, ასევე ის ფაქტი, რომ მის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ იქნა გამოვლენილი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა არ აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ასევე არ აქვს სურვილი შეურიგდეს დაზარალებულს, აღნიშნული წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და მსგავსი პრივილეგირებული მდგომარეობის არ არსებობა ავტომატურად არ შეიძლება გახდეს სასჯელის დამძიმების საფუძველი.

პალატა აფასებს რა გ-------------------- მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს, ასევე მის პიროვნებას, ასაკს და წარსულ ცხოვრებას, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით დანიშნულია მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ-------------------- ბრალეულობასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი და ადეკვატური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. გ------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

გ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

5.საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ გ-------------------- განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

6.მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ-------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გ-------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ლ----------------------------–---------–-------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------–------------------–-------------------------------------------------------------–-----------–--–--

7.სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი