განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-438-2019 წელი
№030100118002678105
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
23 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ე---–---- ბ------ს,ადვოკატების – მ----–-- კ--------ს, ა-–---------- ნ--------ს მონაწილეობით, ღია სასამარ-თლო სხდომაზე განიხილა გ------- თ-------ს ბრალდების №------------ სისხლის სა-მართლის საქმე.
გ------- თ-------, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ--------–------------–---–--------------ში, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენით ცნო-ბილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით (2 ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
aRwerilobiTi nawili:
გ------- თ-------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევისათვის დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში;
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2 ეპიზოდი);
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვ-ნის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 21 იანვარს სრულწლოვანმა გ------- თ-------მ ცოლად შეირთო წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხ----- კ---------, რომელთანაც ნებაყოფ-ლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი და თანაცხოვრების პერიოდში 2----–-–------------ს შეეძინათ შვილი.
2018 წლის ივლისის თვეში, დილის საათებში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) გ------- თ-------მ ქ--------–------------–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვან მეუღლეს - ხ----- კ---------ს, რამდენჯერმე დაარტყა ხელი მარცხენა ლოყასა და ხელზე, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 11 საათზე, გ------- თ-------მ ქ--------–------–------ის უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვან მეუღლეს – ხ----- კ---------ს, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით 11 საათზე, გ------- თ-------მ ქ--------–------–------ის უბანში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ხ----- კ---------ს მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, იმ მოტივით, რომ ცემის შესახებ არ განეცხადებინა პოლიციაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - ყელის გამოჭრით, რა დროსაც ხ----- კ---------ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ე---–---- ბ------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- თ-------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალ-დებებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------- თ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ხ----- კ---------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ჯ------- კ---------ს, რ--- დ--------–--ის, ლ----- კ--------ს გამოკითხვის ოქ-მები, ხ----- კ---------სა და გ------- თ-------ს ჯვრისწერის მოწმობა, გ------- თ-------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ხ----- კ---------ს პირადობის მოწმობა. ასევე სასა-მართლოში გამოკვლეული იქნა ექსპერტიზის დასკვნები და გამოიკითხნენ საქმის გამომძიებლები.
აღნიშნული მტკიცებულებების სწორი სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში სასა-მართლოს უნდა დაედგინა, რომ გ------- თ-------სთვის ხ----- კ---------სთან სქესობრი-ვი კავშირის დამყარებისას ცნობილი იყო, რომ იგი იყო 15 წლის. აღნიშნულს ადასტუ-რებს გ------- თ-------ს ჩვენებაც, რომ როდესაც ხ----- სამშობიაროდ გადაყვანილი იქნა ქუთაისის საავადმყოფოში, იგი თან ახლდა და ერთი წუთითაც არ მოშორებია მას. შპს ქუთაისის №- სამშობიარო სახლიდან შსს ფოთის სამმართველოში გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომ 2017 წლის 5 მარტს ხ----- კ---------ს შეეძინა ბავშვი ზ---- კ---------. ხ----- კ---------მ კი განაცხადა, რომ იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არის მარტოხელა დედა და ახალშობილი გატარდა დედის გვარზე.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ე---–---- ბ------ს, რომელიც მხარს უჭერს სააპელაციო საჩი-ვარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
– მსჯავრდებულ გ------- თ-------ს ინტერესების დამცველ ადვოკატებს მ----–-- კ--------ის და ა-–---------- ნ--------ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიე-რად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს ქ.ქუთაისის №- სამშობიარო სახლის 2----–-–------------------ მიმართვის საფუძ-ველზე, შსს სამმართველოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენ-ტის ფოთის სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ შპს „ქ. ქუთაისის №- სამშობიარო სახლში“, 2----–-–------------ს, იმშობიარა ხ----- კ---------მ, რომელსაც შეეძინა ცოცხალი მამრობითი სქესის ბავშვი ზ---- კ---------. ხ----- კ---------მ განაცხადა, რომ არის მარტო-ხელა დედა. ის იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ახალშობილი გატარდა დედის გვარზე – კ---------ზე.
მოწმე ხ----- კ---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან და გ------- თ-------მ ერთმანეთი გაიცნეს სოციალური ქსელის მეშვეობით. ხ-------------------------------ში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა გ.თ-------ს ნათესავი, სადაც ის მიდიოდა და ნახულობდა. მას გ.თ-------სთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ იყო 17 წლის. გ.თ-------მ არ იცოდა მისი ნამდვილი ასაკი. მან გაიგო მაშინ, როდესაც ბავშვი დაიბადა და ეს გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი. გ.თ-------მ უსაყვედურა მას ასაკის და-მალვისათვის. ამ კონფლიქტს შეესწრო ხ-----ს მამა ჯ------- კ---------, რომელმაც ხ----- და ბავშვი წაიყვანა სოფელ პ--------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში. მამამ მისი წამოყვანის მიზეზად, განუცხადა, რომ ის გ-------სთან არ უნდა გაჩერებულიყო, და ეჩივლა მისთვის. მამამ ის დააშინა და წაიყვანა საჩივლელად. გამომძიებელთან მამა ლაპარაკობდა მის ნაცვლად, თვითონ ისე იყო დაშინებული, რომ რასაც მამა გამომძიე-ბელს უყვებოდა ყველაფერს ეთანხმებოდა. სინამდვილეში, რასაც მამა ყვებოდა იყო სიცრუე. შემდეგ ის (ხ----- კ---------) დაფიქრდა იმაზე, რაც გამომძიებელს იძულებით განუცხადა, სცადა მამასთან დალაპარაკება იმის თაობაზე, რომ გ.თ------- იყო უდანაშა-ულო და რატომ უნდა წასულიყო ციხეში. ამაზე გაბრაზებულმა ჯ------- კ---------მ ის შვილთან ერთად გააგდო სახლიდან, რის შემდეგ ბავშვთან ერთად ერთი თვე ცხოვ-რობდა ნათესავის სახლში, საიდანაც გ.თ-------მ წაიყვანა სახლში ბავშვთან ერთად. ჯ------- კ---------ს, დედას და ბებიას არ უნდოდათ, რომ ის ყოფილიყო გ.თ-------სთან და ყოველთვის ცდილობდნენ მათ დაშორებას. დედა წერდა მესიჯებს, ბებია ურეკავდა ტელეფონზე და ორივე ერთად ურჩევდნენ წამოსულიყო გ.თ-------საგან. ზუსტად ეს მესიჯები და დარეკვები იყო ხშირად გ.თ-------სთან კონფლიქტის მიზეზი. მან სოფელში დაიბარა გ.თ-------ს ადვოკატი, რათა დალაპარაკებოდა მამას და დაერწმუ-ნებინა, რომ გ.თ-------სთან უნდოდა ცხოვრება და ხელი არ შეეშალა. მან ადვოკატს დაახვედრა მის მიერ შედგენილი განცხადება, რომლის ტექსტი არ ახსოვს. ის განმარ-ტავს, რომ სოფელში ჩასვლისას მას არანაირი ჩალურჯებები და დაზიანებები არ ჰქონ-და, უბრალოდ ხელზე ქონდა პატარა ნაკაწრი. მისი განმარტებით მამას ნათესავმა რ--- დ--------–--ემ მისცა ცრუ ჩვენება ჯ------- კ---------ს დავალებით. დ--------–--ეს ის ნაცემი არსოდეს არ უნახავს. ხ.კ---------ს მშობლები არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, პირიქით მამამ გაბრაზებულზე ისიც კი თქვა ბავშვი უპატრონო ბავშთა სახლში ჩავა-ბაროთო. მისი განმარტებით ბავშვთან ერთად ცხოვრობს გ.თ-------სთან და მომა-ვალშიც აპირებს მასთან ერთად ცხოვრებას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ------ კ---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის გ------- თ-------ს ნათლია, მეზობელი და ბავშვობიდან თ--------ის ოჯახთან აქვს კარგი ურთიერთობა. გ-------მ ხ----- რომ შეირთო ცოლად, წაიყვანა ქ-------------ში. მან, როგორც ოჯახის ახ-ლობელმა, საკუთარი მანქანით, გ-------ს მშობლები ქ-------------ში წაიყვანა. მათი ქ--------------ში ჩასვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ ხ-----ს მშობლები, რომ-ლებსაც უკმაყოფილების არაფერი ეტყობოდათ. ხ-----ს მამა სახლში შიგნით არ შემოსუ-ლა, მაგრამ მილოცვას ღებულობდა. ასაკზე ყურადღება არავის გაუმახვილებია უბრა-ლოდ ითქვა, რომ სკოლას ამთავრებდა. ხ----- ფიზიკურად სკოლადამთავრებულს ჰგავ-და. ხ-----ს მშობლები ძალიან კმაყოფილები იყვნენ გ-------ს ოჯახით. განსაკუთრებით მამა, თითქმის სულ თ--------ის ოჯახში იყო. კონფლიქტი საიდან და როდის დაიწყო არ იცის, მაგრამ არ ახსენდება, რომ ხ-----ს მასთან დაეწუწუნოს გ-------ს ცუდად მოქცევის გამო და არც დაზიანებები შეუმჩნევია მასზე არასოდეს. მან ჰკითხა ხ-----ს მამას რა ხდებოდა, მან კი უპასუხა, რომ თუ ხ----- აპატიებდა გ-------ს, ის არასოდეს აპატიებდა და ციხეში ჩასვამდა. ხ-----საგან იცის, რომ ჯ------- კ---------მ და ხ-----მ საჩივარი შეიტანეს პოლიციაში. ხ-----ს მასთან არ უთქვამს, რომ მამამ აიძულა საჩივრის შეტანა. მისთვის უცნობია გ-------მ იცოდა თუ არა ხ-----ს ასაკი, როცა მასზე იქორწინა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ----- ლ--------------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მეგობრობს თ---------ის ოჯახთან. მან დაინახა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ როგორ ჩაჯდა მანქა-ნაში გ------- თ------- და მაშინ მისთვის უცნობი გოგო ანუ ხ-----. მან დაინახა გ------- და ხ----- ვიღაც ქალმა გააცილა და ეს ქალი, როგორც შემდგომ გაარკვია აღმოჩნდა ხ------ს ბებია. ის გ-------ს მშობლებს გაყვა ზ----------ში, სადაც გ-------ს ყავდა წაყვანილი ხ----- დაქორწინების დღეს. მათი მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდნენ ზ----------ში ხ-----ს მშობლები და ბებია. ხ-----ს ასაკზე იქ საუბარი არ ყოფილა. მან ხ-----საგან იცის როგორ გამოაგდო ის მამამ წვიმაში ბავშვთან ერთად სახლიდან. ის არასდროს შესწრებია რაიმე კონფლიქტს თ--------ის ოჯახში და არც რაიმე დაზიანე-ბები შეუმჩნევია ხ-----ზე. მისთვის უცნობია თუ რა კონფლიქტი არსებობდა ხ-----სა და მამას შორის, თუმცა ხ-----მ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ მამას დააჭერინებდა იმ მიზეზით, რომ მან სახლიდან გამოაგდო ბავშვთან ერთად, ხელი გაარტყა და გ-------ს დაჭერაც უნდოდა. მისთვის ცნობილია გ-------სა და ხ-----ს შორის უთანხმოება ხ-----ს მიერ ვიღაცისათვის მოკლეტექსტური შეტყობინებების მიწერა. მოწმის განმარტებით ამ კონფლიქტის გამო ხ----- რამდენიმეჯერ იყო წასული მამის სახლში, მაგრამ შემდგომ გ------- და ხ----- შერიგდნენ და ახლაც შერიგებულები არიან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ე---------ა ბ----–--–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გ------- თ------- არის მისი მეზობელი, ხოლო ხ-----ს იცნობს იმ დღიდან, რაც გახდა გ------- თ-------ს მეუღლე. რომელ წელს დაქორწინდნენ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს გ-------მ ხ----- რომ მოიყვანა ცოლად, მაშინ გადაყვანილი ყავდა ქ-------------ში და გ-------ს მშობლებს თვითონაც გაყვა ზ----------ში. ხ-----ს მშობლებს არავითარი უკმაყოფილება არ გამოუხატავთ. ხ----- ისეთი დიდი ჩანდა, რომ არც უფიქრია არასრულწლოვანი თუ იყო. ის შეესწრო ფაქტს, როდესაც ჯ------- კ---------, გაიწია ხ-----ს გასალახად და ჩადგა შუაში მამა-შვილს შორის. ჯ------- კ--------- თითქმის სულ თ--------ის სახლში იყო. მას ხ----- ნაცემი არასოდეს არ უნახავს და ვერც იმ ფაქტს იხსენებს, რომ ხ-----ს ოდესმე დაეჩივლოს მასთან ამის შესახებ. გ.თ------- და ხ.კ--------- დღესაც ერთად ცხოვრობენ. ხ----- მამის სახლიდან იყო უკმაყოფილოდ წამოსული ბავშვთან ერთად, ბინდდებოდა, როცა საკუთარ სახლთან დაინახა ხ----- ბავშვთან ერთად. გარეთ ციოდა და შეიყვანა სახლში, როცა ჰკითხა, თუ რაში იყო საქმე ხ-----მ უპასუხა, რომ მამაზე იყო გაბრა-ზებული, რადგან მამამ ბავშვზე საშინელი რაღაცეები ილაპარაკა და ამის გამო უნდოდა ის დაეჭირათ, ამ ფაქტს შეესწრნენ მეზობლებიც. მას არასოდეს არ გაუგ-- და არც შესწრებია გ-------ს მხრიდან ხ-----ზე ძალადობის ფაქტს და არც რაიმე დაზიანებები შეუმჩნევია ხ-----ზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ--- გ----–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ--------თან მეზობლო-ბის გარდა აკავშირებს ნათლია-მირონობა. ხ----- და გ------- რომელ წელს დაქორწინდ-ნენ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ კარგად ახსოვს ხ-----ს მშობლების მისვლა თ--------ის ოჯახში. მისი განმარტებით ხ-----ს მშობლებს არავითარი უკმაყოფილება არ ეტყობო-დათ, პირიქით ხ-----ს ბებია არიგებდა, რომ ახალ ოჯახში იყო და არავის შეპასუხებოდა ზედმეტად. ხშირად იყო თ--------ის ოჯახში და არასდროს არ შესწრებია ყვირილს ან რაიმე ძალადობის ფაქტს. მან არ იცის თუ რამდენი წლის იყო ხ----- და სურვილიც არ გასჩენია ეკითხა, ვინაიდან ხ----- ისეთი დიდი იყო ფიზიკურად, რომ 17 წლის ეგონე-ბოდა ადამიანს. ხ----- მასთან ხშირად დადიოდა, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ უთანხმოება ჰქონდა გ-------სთან, პირიქით ყოველთვის აღნიშნავდა თუ რა თბილი დამოკიდებულება ჰქონდა თ--------ის ოჯახს მის მიმართ. მან ხ-----სგან იცის, რომ მოუვიდა მამასთან კონფლიქტი რადგან მამის მოქნეული ხელი მოხვდა ბავშვს და ხ----- ბავშვთან ერთად ჯ------- კ---------მ გამოაგდო სახლიდან, გ-------მ კი თავისი ცოლშვი-ლი წაიყვანა სახლში. ხ----- აპირებდა ეჩივლა მამისთვის. ხ-----სგან იცის, რომ მისი მამა იმუქრებოდა გ-------ს დაჭერით. ხ-----ს მამა დღე არ გავიდოდა არ მისულიყო თ--------ის ოჯახში. კონფლიქტს არასოდეს შესწრებია და არც დაზიანებები უნახავს ხ-----ს სხეულზე. გ------- მიყვებოდა ხ-----ს პოლიციაში, თავის მამაზე საჩივლელად, თვითონაც მათთან ერთად იყო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ----- კ--------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ხ----- 16 წლის იყო, როდე-საც გ------- თ-------ს ცოლად გაჰყვა. მას არ უნდოდა ამ ასაკში გათხოვილიყო ხ----- და ამ თემაზე სალაპარაკოდ მივიდა გ-------სთან. მან სთხოვა გ-------ს, რომ ხ-----ს სკო-ლის დამთავრებამდე დაეცადა და მერე მოეყვანა ცოლად. ივლისის თვე იყო, როდესაც ხ----- ბავშვთან ერთად მოვიდა მათთან სახლში. მან ხ-----ს სახეზე შეამჩნია ჩალურ-ჯებები, ხოლო ხელზე ჭრილობა, როცა კითხა თუ რა მოუვიდა ხ-----მ უპასუხა, რომ გ--------მ სცემა და თეფში ესროლა. გ------- სულ სცემდა ხ-----ს და თან ემუქრებოდა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყელს გამოჭრიდა, ამის შესახებ მას თვითონ ხ-----მ მოუყვა. გ------- თ-------მ ხ-----ს მამას, რომელიც ამ პერიოდში საზღვარგარეთ იყო, ტელეფონზე მიწერა მოკლეტექსტური შეტყობინება, სადაც აღნიშნავდა, რომ ხ----- მას ღალატობდა. ხ-----, როდესაც მათთან იყო სახლში მოაკითხეს ადვოკატმა და მისთვის უცნობმა პიროვნებამ, რომლებმაც ხ-----ს რაღაც საბუთზე მოაწერინეს ხელი. მან ხ-----ს და ამ უცხო პიროვნების საუბარს მოჰკრა ყური კერძოდ, ხ----- ეუბნებოდა, რომ ბებია ამაზე არ დათანხმდებოდა. მან ამ საბუთის ნახვა, რომ მოინდომა, არ აჩვენეს. ადვოკატის და მისთვის უცნობი პიროვნების წასვლის შემდეგ ხ-----მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან როგორც იცის ხ----- და გ-------- დღესაც ერთად ცხოვრობენ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ჯ------- კ---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის ივლისის თვე იყო, როდესაც მას გ------- თ-------მ ტელეფონზე გამოუგზავნა პიროვნების სურათი და უთხრა, რომ მას ხ----- ამ პიროვნებასთან ღალატობდა. მან გ-------ს უპასუხა, რომ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სამ დღეში ჩამოვიდოდა, დალოდებოდა და ყველაფერს გაარკვევდა. საზღვარგარეთ ყოფნისას მას ხ-----მ გაუგზავნა ტელეფონზე თავისი სურათი, სადაც თვალები და სახე აქვს ჩალურჯებული. უცხოეთიდან, რომ ჩამოვიდა, მას ხ----- დახვდა ნათესავის სახლში, ის იყო ნაცემი, მან ის და თავისი შვილიშვილი წაიყვანა საკუთარ სახლში. ხ-----ს რომ ცოტა დაესვენა ამ ყველაფრისგან, მან ის შვილი-შვილთან ერთად ქობულეთში თავის ნათესავთან გაუშვა, მაგრამ გ------- იქაც არ ეშვე-ბოდა და ამის გამო, მან ისევ დააბრუნა ხ----- და ბავშვი სახლში. გ-------სა და ხ-----ს შორის სულ კონფლიქტი იყო. მან რამდენიმეჯერ წამოიყვანა ნაცემ მდგომარეობაში მყოფი ხ----- თ--------ის სახლიდან, მიუხედავად ამისა, როცა ის სამსახურში იყო, გ-------- მიდიოდა და მოტყუებით თუ დაშინებით ხ-----ს უკან აბრუნებდა. ხ-----, როდე-საც გათხოვდა იყო 15 წლის. გ-------ს ხ----- ჰყავდა გადაყვანილი ზ----------ში, სადაც მიაკითხა მან, მაგრამ შვილი მას ბოლო წუთამდე არავინ აჩვენა. მისთვის დაქორწინე-ბამდე ხ-----სა და გ-------ს ურთიერთობის შესახებ არფერი იყო ცნობილი. გ------- თ-------მ იცოდა, რომ ხ----- არასრულწლოვანი იყო. გ-------სა და ხ-----ს შორის იყო სულ კონფლიქტი, ხ-----მ სთხოვა გაყოლოდა პოლიციაში რათა ეჩივლა გ-------სათვის. მან ხ-----ს უთხრა, რომ დაფიქრებულიყო და ამის შემდეგ მიეღო გადაწვეტილება, მაგრამ ხ-----მ უპასუხა, რომ თუ თვითონ არ წაიყვანდა პოლიციაში მარტო წავიდოდა და მაინც უჩივლებდა გ-------ს. მასსა და გ-------ს შორისაც იყო კონფლიქტი. კონფ-ლიქტი იყო აგრეთვე ხ-----სა და ბებიას შორის იმის გამო, რომ ბებიამ ხ-----ს უსა-ყვედურა ჩაცმულობის გამო, რაც იუკადრისა ხ-----მ და ბებიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ქ--------- კ---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ხ-----მ და გ------- ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. მან ხ-----საგან და მეზობლებისგან იცის, რომ გ-------სათვის და გ-------ს მშობლებისათვის ცნობილი იყო ხ-----ს ასაკი. მისი განმარ-ტებით ხ----- და გ------- დაქორწინდნენ 2015 წელს და მაშინ ხ----- იყო 15 წლის, ხოლო შვილი რომ შეეძინათ, ხ----- იყო 16 წლის. გ------- და ხ-----ს ხელი არ ჰქონდათ მოწერილი ვინაიდან ხ----- იყო არასრულწლოვანი. ხ-----სა და გ-------ს შორის სულ იყო კონფლიქტი, ხოლო კონფლიქტის მიზეზი მისთვის უცნობია. 2018 წლის ივლისის თვე იყო, როდესაც ხ----- მათთან სოფელში ჩავიდა, მას თვალები ჰქონდა ჩალურჯებუ-ლი, ხელები კი დასერილი, რომ კითხა თუ რა მოუვიდა, ხ-----მ უპასუხა, რომ გ--------სთან იჩხუბა. ის, როდესაც ჩადიოდა თ--------თან სტუმრად ხშირად შესწრებია ხ------სა და გ-------ს შორის კონფლიქტს. ხ-----მ პოლიციაში უჩივლა გ-------ს და ეს იყო მისი გადაწყვეტილება, არავის არ დაუძალებია. ხ-----სთან აქვს ნორმალური ურთიერ-თობა, მაგრამ არ ახსოვს ბოლოს როდის ნახა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი------ ხ------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ხ----- არის მისი კლასელი და გ------- გააცნო მას ხ-----მ. ხ----- და გ------- რომ დაქორწინდნენ ხ----- იყო 15 წლის. მისთვის უცნობია გ-------მ იცოდა თუ არა ხ-----ს ასაკი. ის ხშირად დადიოდა გ-------ს ოჯახში და არასდროს არ შეუმჩნევია, რომ ჩხუბი, ძალადობა ან რაიმე კონფლიქტი ყო-ფილიყო და არც ხ-----სგან სმენია, რომ გ-------ს მხრიდან რაიმე ძალადობას ან ცუდ მოპყრობას ჰქონოდა მის მიმართ ადგილი. მისთვის ცნობილია, რომ გ-------ს მიმართ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, მაგრამ უცნობია რა შემთხვევის გამო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ--–- ნ-----–--–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის გამომძიებელი და 2018 წლის 10 აგვისტოს დაეწერა ხ----- კ---------ს განცხადება მასზედ, რომ ხ----- კ---------ს ემუქრებოდა მეუღლე გ------- თ-------. გაირკვა, რომ ხ----- კ--------- იყო არასრულწლოვანი და ამიტომ ის გამოკითხულ იქნა მამის ჯ-------ი კ---------ს თანდას-წრებით. გამოკითხვისას ხ----- აღნიშნავდა, რომ მეუღლე გ------- თ------- მასზე ძალა-დობდა. ხ-----ს გამოკითხვა მოხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მოხდა გ------- თ-------ს დაკავება საკუ-თარ საცხოვრებელ სახლში და დაკავების ოქმი შედგენილ იქნა მის მიერ. სხვა საგამო-ძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ--- გ---–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ის არის იმ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, სადაც ცხოვრობს გ------- თ-------. 2018 წლის 09 აგვისტოს დაეწერა ხ------ კ---------ს განცხადება მასზედ, რომ მეუღლე გ------- თ------- აყენებდა მას სიტ-ყვიერ შეურაცყოფას. ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ გამოკითხულ იქნა მსხვერ-პლი ხ----- კ---------, რომელიც ითხოვდა, რომ გ------- თ------- არ გაკარებოდა მის სიახლოვეს. ამ განცხადების და მსხვერპლის გამოკითხვის საფუძველზე მის მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. 2018 წლის 10 აგვისტოს დაე-წერა ხ----- კ---------ს მეორე განცხადება მასზედ, რომ მეუღლემ გ------- თ-------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან მონაწილეობა მიიღო გ------- თ-------ს დაკავება-სა და პირად ჩხრეკაში. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ--- დ--------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის ივლისის თვეში ხ----- ბავშვთან ერთად რომ მოვიდა მასთან, ხ----- იყო უხასიათოდ, რომ კითხა მიზეზი არაფერი არ უპასუხა, თუმცა მარჯვენა თვალზე სილურჯე ეტყობოდა, ხოლო ხელზე ნაკაწრები. ხ----- ისე წავიდა მისგან, რომ არაფერი უთქვამს, მან შემდგომ მეზო-ბლებისგან გაიგო, რომ მეუღლემ გ------- თ-------მ სცემა და ამ მიზეზით ხ----- ბავშვ-თან ერთად წავიდა სახლიდან. დაზიანებებთან დაკავშირებით ხ----- მამას ანუ ჯ------- კ---------ს წაყვანილი ყავდა ქუთაისში ექსპერტიზაზე. თვითონაც მიყვებოდა ექსპერტი-ზაზე, მაგრამ ექსპერტთან შესულები იყვნენ ხ----- და ჯ-------ი კ---------, აქედან გამომ-დინარე მისთვის უცნობია თუ რა უთხრა მათ ექსპერტმა. ხ----- გ-------სთან წაჩხუბე-ბული რომ იყო ხშირად დადიოდა მასთან და ინტერნეტით ეკონტაქტებოდა გ-------ს. მის შეკითხვაზე თუ რატომ ეკონტაქტებოდა იმ ადამიანს, რომელიც ესე ცუდად ექცე-ოდა, ხ----- არაფერს პასუხობდა. ის განმარტავს, რომ ამ ყველაფრის მერე შერიგდნენ გ------- და ხ----- და ბავშთან ერთად გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად. მან მეზობ-ლებისგან იცის, რომ ცალკე ცხოვრების დროს ხ-----ს გ-------მ ტელეფონზე მოწერა, რომ სამსახურადან დაბრუნებულს სახლში არ დამხვდეო. თუ რატომ დაემუქრა გ------- მისთვის უცნობია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გ------- თ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წელს გაიცნო ხ-----. მისი ხ-----სთან ურთიერთობის შესახებ ცნობილი იყო ხ-----ს დედისთვის, დისთვის და ბებიასთვის. მასთან შესახვედრად რომ მოდიოდა, ხ------ს ბევრჯერ გამოყოლია დედა ან ბებია. მას ხ-----ს ბებია ეუბნებოდა, რომ ეცლია ხ-----სთვის სკოლის დამთავრება და მერე მისი ხელით ჩააბარებდა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაუჯერა ხ-----ს ბებიას და სკოლის დამთავრებამდე მოიყვანა ხ----- ცოლად, ბებიამ მაინც ურჩ სასიძოს თვითონ ჩამოუყვანა ხ----- ქ-------ში და მისი ხელით ჩააბარა. ხ----- მან წაიყვანა ზ----------ში, თავისი მამიდაშვილის ოჯახში, სადაც ჩამოვიდნენ მშობლები, ნათესავები. მათი ჩამოსვლიდან ცოტა ხანში მოვიდნენ ხ-----ს მშობლები და ხ-----ს ბებია. მათ არანაირი უკმაყოფილება არ გამოუხატავთ, პირიქით დალოცეს ხ-----სთან ერთად და წავიდნენ. ხ-----ს ცოლად შერთვისას არ იცოდა მისი ასაკი, რომ სცოდნოდა არ მოიყვანდა და დაელოდებოდა. ხ-----ს ასაკი გაიგო მაშინ, როცა ბავშვი შეეძინათ და პოლიციაში დაიბარეს თვითონ, ხ----- და ხ-----ს მამა ჯ------- კ---------. მისი განმარტებით სწორედ ეგ ფაქტი იყო ხ-----სთან კონფლიქტის მიზეზი, თუმცა ამას სერიოზული არაფერი მოჰყოლია. მისი განმარტებით ხ-----ს მამა იყო სულ მათთან. ერთხელ, ხ-----ს რომ შესწორება მისცა, ეს არ მოეწონა ჯ-------ის და შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, შეაგინა დედაზე, რაზეც თვითონაც ანალოგიურად მოიქცა და შეაგინა ჯ-------ს. მისი და ჯ-------ის ამ კონფლიქტის შემდეგ, გაბრაზებული მამა რომ დაემშვი-დებინა, ხ----- გაყვა ბავშვთან ერთად სახლში. გაბრაზებულმა ჯ-------მა წაართვა ტელეფონი ხ-----ს და ბავშვთან ერთად ოთახში ჩაკეტა. მისი განმარტებით ხ----- რამდენიმე ხანი რომ არ დაბრუნდა, გაუბრაზდა, მაგრამ ხ-----მ აუხსნა, თუ როგორ მოექცა მამა. მიხვდა, რომ ხ----- არფერ შუაში იყო და კონფლიქტიც ამოიწურა. მას არა-სოდეს უძალადია ხ-----ზე და არც იკადრებდა ამას. ხ-----ს მამა ჯ-------ი არ პატიობს, რომ შეაგინა და ამის გამო სულ ემუქრება, რომ მის თავს დააჭერინებდა. ჯ-------ი კ--------- სცემდა ხ-----ს და თვითონაც რამდენიმეჯერ ჩადგა მათ შუა, რომ გაეშველე-ბინა. ის დღესაც ხ-----სთან ერთად ცხოვრობს და მეორე შვილს ელოდებიან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 06 სექტემბრის №---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხ----- კ---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაწიბური მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში), რომელიც უნდა წარმოადგენდეს აღნიშნულ მიდამო-ში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, იზოლირებუ-ლად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილებაში და შე-სამოწმებელი პირის მიერ მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა გ-- გ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკით-ხვისას დაადასტურა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სააპელა-ციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივირებას გ------- თ-------ს სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ------- თ-------მ წინასწარი შეცნობით განახორციელა სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვს-მეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
ბრალდების მხარე გ------- თ-------ს ბრალის მადასტურებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, თავის სააპელაციო საჩივარში მიუთითებს მოწმეების ჯ------- კ---------ს, ლ----- კ--------სა და რ--- დ--------–--ის ჩვენებებზე.
აღნიშნული მოწმეები განმარტავენ, რომ გ------- თ-------მ როცა ცოლად მოიყვანა ხაიტია კ---------, იცოდა, რომ ეს უკანასკნელი 15 წლის იყო. თუმცა თავად ხ----- კ----------მ აჩვენა, რომ გ-------ს დაუმალა თავისი ასაკი და უთხრა, რომ იყო 17 წლის. გ--------მ მისი ასაკი გაიგო მხოლოდ სამშობიაროში და სწორედ მის მიერ ასაკის დამალვა გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი. ანალოგიურს ადასტურებს გ------- თ-------ც თავის ჩვენებაში და განმარტავს, რომ როდესაც გაიცნო ხ. კ---------, ხ-----მ უთხრა, რომ იყო 17 წლის. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც დაადასტურებდა გ------- თ-------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციი-სათვის აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს წინასწარი განზრახვით. პირს გაცნობიე-რებული აქვს, რომ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ამყარებს სქესობრივ კავშირს.
ბრალდების მხარის მიერ კი წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში და რომელთა საფუ-ძველზეც შესაძლებელი იქნებოდა გ------- თ-------ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანა.
რაც შეეხება ბრალდების დანარჩენ ეპიზოდებს, რომელთა ჩადენასაც ედავება ბრალდე-ბის მხარე გ------- თ-------ს, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია ბრალდების ამ ეპიზოდებში გ. თ--------ს დამნაშავედ ცნობისათვის და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
დაზარალებულმა ხ----- კ---------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მამამ ის დაშინებით წაიყვანა საჩივლელად გამომძიებელთან. რასაც მამა უყვებოდა გამომძიე-ბელს ეთანხმებოდა. სინამდვილეში კი რასაც მამამისი ყვებოდა, ყველაფერი სიცრუე იყო.
სხვა პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნა მიუთითებს მხოლოდ ხ----- კ---------ს სხეულზე არსებულ დაზიანებებზე, კერძოდ ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალზე, თუმცა საიდან მიიღო ხ----- კ---------მ აღნიშ-ნული დაზიანება, გ------- თ-------ს მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის შედე-გად, თუ სხვა ვითარებაში, აღნიშნულის თაობაზე პირდაპირი მტკიცებულება წარმოდ-გენილი არ არის.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გო-ნივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ არ-სებობს საფუძველი სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფი-ლებისა და გ------- თ-------ს დამნაშავედ ცნობისათვის ბრალდებით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენი გ------- თ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ------- თ-------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფოთის საქალაქო სასამარ-თლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- თ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეო- რე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გ------- თ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა რ----–-- დ----------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ--------–-----------------------ში (798 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ №------------).
გამართლებულ გ------- თ-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყე-ნებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
გ------- თ-------ს, ზ---- კ---------ს, ხ----- კ---------ს ნერწყვის ნიმუშები, რომელიც საქ-მეს თან ერთვის, დაერთოს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili