განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
820100119003087767
ინსტანცია
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-665-2019 წელი

№820100119003087767

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ-----–---- ო---------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ნ-----–---- ო---------, დაბადებული 1----–-–-----------ს საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, მცხოვრები ქ---------–-------------–-------------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასა-მართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ნ-----–---- ო--------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულებისათვის, ესე იგი ადა-მიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისათვის, მისი ფსიქიკური იძულებისათვის, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა;

– ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრე-ბიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნ-----–---- ო---------, 2019 წლის 11 და 12 ივნისს ქ---------–--------------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფსიქიკური ზემოქმედებით – სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა თავისი ოჯახის წევრს – დედას დ--–- ფ---------ეს მისივე ნების საწინააღმდეგოდ, მისთვის გადაეცა ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით.

2019 წლის მარტის თვეში ქ---------–--------------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სიცოცხლის მოსპო-ბით დაემუქრა ოჯახის წევრს – დედას დ--–- ფ---------ეს, რა დროსაც დ--–- ფ----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვიანი შიში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელიც ითხოვს ნ-----–---- ო---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ნ-----–---- ო---------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუ-ბუქი და შეუსაბამოა დამნაშავის პიროვნებასთან. აღნიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები. მომხდარი დანაშაულებრივი ქმედება არ იყო ნ-----–---- ო---------ს მხრიდან დედის მიმართ განხორციელებული ერთჯერადი აგრესიული აქტი. მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა დაზარალებულ დ--–- ფ---------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაზარალებული იმყოფებოდა მუდმივი შიშის და სტრესის ქვეშ, ძალადობრივ გარე-მოში და შესაბამისად არსებობს იმის რისკი, რომ მის მიმართ კვლავ განხორციელდეს ძალადობა, მუქარა და სხვადასხვა ხასიათის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სასამართ-ლომ ასევე არ გაითვალისწინა ნ-----–---- ო---------ს წარსული ნასამართლობა.

საპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ნ-----–---- ო---------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-----–---- ო---------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ-----–---- ო--------- აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, და ნ-----–---- ო--------ს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარის-ხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაული-სათვის დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვა-ლა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი ნ-----–---- ო---------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ნ-----–---- ო---------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიო-ნული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ნ-----–---- ო--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ნ-----–---- ო--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ნ-----–---- ო--------ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2019 წლის 13 ივნისიდან 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

ნ-----–---- ო---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

ნ-----–---- ო---------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთმტკიცება – მინის ნამსხვრევები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული 3 ცალი DVD დისკი დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili