განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100118002769231
საქმე №1/ბ-690-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფ-------- ო-----ს ძე გ---------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ვანის რაიონი, სოფელი მ-------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ფ-------- გ---------ემ ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსით 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
- ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2016 წლიდან 2018 წლამდე დროის პერიოდში, ფ-------- გ---------ე ვანის რაიონის სოფელ მ------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას ო---- გ---------ეს, რამაც ო---- გ---------ეში გამოიწვია ტანჯვა. 2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ფ-------- გ---------ეს მამასთან კონფლიქტი მოუვიდა ოჯახის კუთვნილი პირუტყვის გაყიდვასთან დაკავშირებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ფ-------- გ---------ემ, ვანის რაიონის სოფელ მ------ში არსებული თავიანთი საცხოვრებელი სახლის წინ გამავალ საავტომობილო გზაზე, ფეხით სხეულის არეში რამდენიმეჯერ დარტყმის და ხელების ყელში წაჭერის გზით ფიზიკური ძალადობა განახორციელა ო---- გ---------ეზე, რა დროსაც ო---- გ---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
- 2018 წლის 11 ნოემბერს, დილის საათებში ვანის რაიონის სოფელ მ------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის კუთვნილი პირუტყვის გაყიდვის საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტით განაწყენების ნიადაგზე, ფ-------- გ---------ემ კუთვნილ სანადირო თოფში ჩააწყო ვაზნები და მამას ო---- გ---------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ო---- გ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ფ-------- გ---------ეს მამასთან კონფლიქტი მოუვიდა ოჯახის კუთვნილი პირუტყვის გაყიდვასთან დაკავშირებით, რის გამოც ვანის რაიონის სოფელ მ------ში არსებულ თავიანთი სახლის წინ გამავალ საავტომობილო გზაზე, ფ-------- გ---------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა ო---- გ---------ეზე და დაემუქრა მას საცხოვრებელი სახლის დაწვით, რის შემდეგაც სირბილით გაემართა სახლის მიმართულებით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ო---- გ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განაჩენით ფ-------- გ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) - 01 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 ნოემბრის ეპოზოდი) – 01 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ფ. გ---------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ფ. გ---------ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ა და 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 13 ნოემბრიდან, მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 03 წლის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული ფ-------- გ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი, ვინაიდან მიაჩნია, რომ განაჩენით დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, მსჯავრდებულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, დაზარალებული მასთან შერიგებულია, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე პროკურორს შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ფ-------- გ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ფ. გ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ო---- გ---------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ა---------–-----–----------–--------------–---- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ფ-------- გ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.
ფ-------- გ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
პალატა ფ-------- გ---------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას; სასამართლომ მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან; ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფ-------- გ---------ე წარსულში ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულისათვის და ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში; ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ფ. გ---------ის მიმართ სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ფ-------- გ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განაჩენი ფ-------- გ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ფ-------- გ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ფ-------- გ---------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ფ. გ---------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ფ-------- გ---------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, ფ-------- გ---------ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ფ-------- გ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 ნოემბრიდან - დღიდან დაკავებისა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული, მეტალის ბურთულები და ნაჭრის ნიმუში, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კასრი და პლასტმასის კონტეინერი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დაწესებულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე