განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
010100115764537
ინსტანცია
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100115764537

საქმე №1/ბ-628-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორი დ-------------ე;

 

გამართლებული: ზ----------------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), მცხოვრები: ქ------–--------------------------------;

ადვოკატი: მ---------–--–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი (04 ეპიზოდი);

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ----------------–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია (ოთხი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 9 ოქტომბერის დადგენილებით, რატიფიცირებულ იქნა 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)“, ხოლო საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წლის 01 მარტის N494 განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო მოეხდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ, მოსახლეობის მიერ თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია (ანაზღაურება), აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–------------–ის N0--------- მინდობილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორს ზ----------------–--ეს უფლებამოსილება მიენიჭა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, უზრუნველეყო აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, კერძოდ საკადასტრო აზომვითი და სადემარკაციო სამუშაოების წარმოება, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მოსარგებელეების იდენტიფიცირება და იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმება.

 

- ზ----------------–--ემ, 2013 წლის ივლისის თვეში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (17 195 კვ/მ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებელის იდენტიფიცირება, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ბ------------–--ის (მისი მინდობილი პირის ს---–----------–--–--ის) სახელზე დემარკაციის აქტის შედგინა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ბ------------–--ის აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა (რაც საფუძვლად დაედო ბ------------–--ეზე კომპენსაციის გაცემას). აღნიშნულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - შ-------------ის, თ------------------ის, მ-------------ის, ს---–------------ის, რ------------ის და ზ-------------ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 258 858 ლარი უკანონოდ გაიცა ბ------------–--ეზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

- ზ----------------–--ემ, 2013 წლის ივლისის თვეში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (3821 კვ/მ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებელის იდენტიფიცირება, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ხ-----------ის სახელზე დემარკაციის აქტის შედგინა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ხ-----------ის აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა (რაც საფუძვლად დაედო ხ-----------ეზე კომპენსაციის გაცემას). აღნიშნულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - შ------–-–--–--ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 58759 ლარი უკანონოდ გაიცა ხ-----------ეზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

- ზ----------------–--ემ, 2013 წლის ივლისის თვეში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (2-76 კვ/მ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებელის იდენტიფიცირება, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ნ----------–--–---–ის სახელზე დემარკაციის აქტის შედგინა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ნ----------–--–---–ის აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა (რაც საფუძვლად დაედო ხ-----------ეზე კომპენსაციის გაცემას). აღნიშნულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - შ------–-–--–--ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 40143 ლარი უკანონოდ გაიცა ნ----------–--–---–ზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

- ზ----------------–--ემ, 2014 წლის ივნისის თვეში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (1758 კვ/მ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებელის იდენტიფიცირება, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ნ-----------–-----ის სახელზე დემარკაციის აქტის შედგინა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ნ-----------–-----ის აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა (რაც საფუძვლად დაედო ხ-----------ეზე კომპენსაციის გაცემას). აღნიშნულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - მ-------------ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 18513 ლარი უკანონოდ გაიცა ნ-----------–-----ეზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ზ----------------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- ივნისის განაჩენით: ბრალდებული ზ----------------–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (04 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით დაყადაღებული ჯ----------------ის (პ-------------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ხ---–---------------------–----------------------------–--------------------------------------------–------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------) - 5 000 ლარის ღირებულების წილს.

 

დადგინდა, რომ ნივთიერი მტკიცებულება: ამოღებული დოკუმენტები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

განემარტა გამართლებულს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორმა დ-------------ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ზ----------------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის საფუძველს ქმნის, რომ ზ----------------–--ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზ----------------–--ე ვალდებული იყო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, უზრუნველეყო აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაოებისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების რეალური მოსარგებლეების იდენტიფიცირება და იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამის ხელშეკრულებათა პირობების შეთანხმება და გაფორმება, რაც, ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში, მის მიერ ჯეროვნად არ განხორციელებულა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- ივნისის განაჩენი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორმა დ-------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ზ----------------–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------–--–-–---–მა ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ზ----------------–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ----------------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

საქართველოს პარლამენტის N1774-II ს დადგენილებით რატიფიცირებული იქნა 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის 6 განვითარების პროგრამა)“.

 

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 01 მარტის N494 განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო მოეხდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ, მოსახლეობისათვის სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–------------–ის N0--------- მინდობილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორს ზ----------------–--ეს, მიენიჭა უფლებამოსილება აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, მათ შორის მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირება.

 

2013 წლის 10 ივლისს ნ-----------–-----ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვა დახმარება კომპენსაციის მისაღებად, რადგან "საგზაო ავტობანი" გადიოდა მის საყანე ფართობზე.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის N26 საოქმო გადაწყვეტილების თანახმად შედგენილი იქნა განმცხადებელთა რეესტრი, ვისაც დაუდგინდა მიწის ნაკვეთის სარგებლობა, მათ შორის იყვნენ - ნ-----------–-----ე და ნ----------–--–---–ი, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კ-------------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 12 სექტემბრის N0-------- ცნობის თანახმად ნ-----------–-----ე სარგებლობდა საყანე მიწის ნაკვეთით მდინარე კ----–-------–-----------თან.

 

2013 წლის 25 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს მიაწოდა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი პირთა სია, ვისზეც საჭირო იყო კომპენსაციის გაცემა და ამ სიაში მოხვდა ნ-----------–-----ე.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ N- პარაგრაფში მითითებული სია გადაუგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრის 2013 წლის 07 ოქტომბერს N5----- წერილით ეს ინფორმაცია მიაწოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

 

შპს "ბ----"-ს მიერ 2014 წლის 19 თებერვალს შედგენილი საკადასტრო ნახაზში მოცემულია ტერიტორია, რაზეც საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

 

2014 წლის 10 ივნისის დემარკაციის აქტის თანახმად, საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, ნ-----------–-----ე სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რასაც ადასტურებს საკადასტრო ნახაზი, ხოლო ნაკვეთის მდებარეობას და საზღვრებს კი - ნ-----------–-----ე და გი---------ი (ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი სოფელში).

 

2014 წლის 16 ივნისის ურთიერთშედარების აქტის თანახმად ნ-----------–-----ეზე გასაცემი საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 18 513 ლარს.

 

2012 წლის 08 ივნისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაწოდა შემოვლითი გზის პროექტის ზემოქმედებაში მოქცეული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მოსაგებლეთა სია, რომელშიც სხვა პირებთან ერთად ბ------------–--ე და ხ-----------ეც იყო.

 

2013 წლის 07 ივლისის დემარკაციის აქტის თანახმად საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში სადემარკაციო და აზომვითი სამუშაოების თანახმად ნ----------–--–---–ი სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომლის მდებარეობას და საზღვრებს ნ----------–--–---–ი და ბ-----------–----ე (ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი სოფელში) ადასტურებს.

 

2013 წლის 07 ივლისის ურთიერთშედარების აქტის თანახმად ნ----------–--–---–ზე გასაცემი საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 40 143 ლარს.

 

2013 წლის 12 ივლისის დემარკაციის აქტის თანახმად, საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში სადემარკაციო და აზომვითი სამუშაოების თანახმად, ხ-----------ე სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომლის მდებარეობას და საზღვრებს ხ-----------ე და ბ-----------–----ე (ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი სოფელში) ადასტურებს.

 

2013 წლის 12 ივლისის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, ხ-----------ეზე გასაცემი საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 58 759 ლარს.

 

2013 წლის 06 ივლისის დემარკაციის აქტის თანახმად, საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში სადემარკაციო და აზომვითი სამუშაოების თანახმად, ბ------------–--ე სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომლის მდებარეობას და საზღვრებს ბ------------–--ე და ი-–----------ე (ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი სოფელში) ადასტურებს.

 

2013 წლის 07 ივლისის ურთიერთშედარების აქტის თანახმად, ს---–----------–--–--ეზე (ბ------------–--ის მინდობილი პირი) გასაცემი საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 258 858 ლარს.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2012 წლის 03 თებერვლის N0----------- წერილის თანახმად შემოვლითი გზის ფარგლებში საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სიის შედგენა.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2012 წლის 19 მარტის წერილით 8 (თანდართული მასალები) მიაწოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი ინფორმაცია.

 

ბ----------ის თემის რწმუნებულ ი-–----------ის 2012 წლის 31 მაისის N-- წერილის თანახმად, ხ-----------ე წლების მანძილზე სარგებლობს ტერიტორიით სადაც "...ავტობანი გადის..."

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, შესაბამისად, განმსაზღვრელია კონკრეტული მოხელისათვის ნორმატიული აქტებით დაკისრებული მოვალეობების ზუსტად დადგენა, რათა შეფასდეს, შედიოდა თუ არა კონკრეტული ქმედების განხორციელება მის სამსახურებრივ მოვალეობაში. ამასთან, დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და ამდენად, აუცილებელია ფიზიკური ან იურიდიული პირის, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას ჰქონდეს ადგილი, რომლის გარეშეც ქმედება სამსახურებრივ გულგრილობად ვერ დაკვალიფიცირდება.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით პირის მსჯავრდებისთვის სავალდებულოა სასამართლომ განსაზღვროს ნორმატიული აქტებით დაკისრებული რა მოვალეობები არ შეასრულა მან.

 

ბრალდების მხარის პოზიციით, ზ----------------–--ემ ჯეროვნად არ შეასრულა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–------------–ის N0--------- მინდობილობით მინიჭებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთთა ადგილზე დათვალიერება, რეალურ მოსარგებლეთა იდენტიფიცირება, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკურ პირთა სახელზე დემარკაციის აქტის შედგენა, მიწის ნაკვეთთა სარგებლობის ფაქტის დადასტურება და კომპენსაციის მიმღებ პირებად აღიარება.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–------------–ის N0--------- მინდობილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორს ზ----------------–--ეს, მიენიჭა უფლებამოსილება აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირება.

 

საქართველოს რეგიონალური განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გზის დერეფნის საინვესტიციო პროგრამა ორ ნაწილად ჰყოფს სახელმწიფო უწყებებს: 1) უწყებები, რომლებიც მონაწილეობენ მიწის საკუთრების რეგისტრაციის პროცესში; 2) უწყებები, რომლებიც მონაწილეობენ მიწის შესყიდვასა და განსახლებაში.

 

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საგზაო დეპარტამენტი არ წარმოადგენს იმ ორგანოს, ვინც უფლებამოსილია და გააჩნია ვალდებულებები მიწის რეგისტრაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ასეთი ორგანოებია: სოფლის/თემის გამგეობა, საკრებულო, საკუთრების აღიარების კომისია და რეგისტრაციის განყოფილება. მხოლოდ პირველი ეტაპის გავლის შემდეგ ხდება საგზაო დეპარტამენტის ჩართვა და მისი მონაწილეობა მიწის შესყიდვაში.

 

"დემარკაციის აქტი" წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოს მხრიდან დადგენილ მიწის ნაკვეთის მფლობელთან სხვა უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტს.

 

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა, ვინაიდან, ზ----------------–--ისადმი, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მინდობილი პირის, დაკისრებულ მოვალეობებში არ შედიოდა მიწის რეალურ მოსარგებლეთა დადგენა/იდენტიფიკაცია, რაც გამორიცხავს ზ----------------–--ის პასუხისმგებლობას. აღნიშნულზე უფლებამოსილ ორგანოებს წარმოადგენდა: სოფლის/თემის გამგეობა, საკრებულო, საკუთრების აღიარების კომისია. მისი (ზ----------------–--ე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორი) უფლება-მოვალეობანი კი იწყებოდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე დადგენილ მფლობელთან ხელშეკრულების გაფორმებით მიწის შესყიდვის უზრუნველყოფაში.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.

 

ვინაიდან, სასამართლო, საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციის დირექტორის, ზ----------------–--ის, უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მოსარგებლეების იდენტიფიცირება, მიწის ნაკვეთთა სარგებლობის ფაქტის დადასტურება, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება, ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, ზ----------------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ ზ----------------–--ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და ზ----------------–--ე სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, ზ----------------–--ის მიმართ, 2019 წლის 2- ივნისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- ივნისის განაჩენი ზ----------------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

3.ზ----------------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

4.გამართლებულ ზ----------------–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5.აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით დაყადაღებული ჯ----------------ის (პ-------------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ხ---–---------------------–----------------------------–--------------------------------------------–------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------) - 5 000 ლარის ღირებულების წილს.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებები: ამოღებული დოკუმენტები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/