განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
140210117002096207
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210117002096207

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.თბილისი

საქმე №2ბ/5488-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - ეკ--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კრ----------ი“

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ეკ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 4 000 აშშ დოლარი; ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 24 თვე; სარგებელი - ყოველთვიურად 2.35%; პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; სიცოცხლის დაზღვევა გამსესხებლის სასარგებლოდ.

 

2. 2014 წლის 26 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ზუ---------–---–მა, ვა-----------------მა და ხა-------–------–-–---–მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე ეკ--------------–---–ის მიმართ წარმოშობილი ვალდებულების სოლიდარულად დაფარვის შესახებ და მათი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 521.06 აშშ დოლარით.

 

3. მოპასუხეების მხრიდან ვალდებულება არ არის შესრულებული.

 

4. 2014 წლის 26 სექტემბრს ეკ--------------–---–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №1---------, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა „ნატვრის ბარათი“, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 1 610 აშშ დოლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 48 თვე. ეკ--------------–---–ის მხრიდან ვალდებულება დარღვეულია.

 

5. გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „კრ----------მა“ და მოპასუხეების ეკ--------------–---–ის, ზუ---------–---–ის, ხა-------–------–-–---–ის და ვა-----------------ის მიმართ მოითხოვა მოპასუხეებს: ეკ--------------–---–ს, ზუ---------–---–ს, ვა-----------------ს და ხა-------–------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 3 368.93 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2 609.21 აშშ დოლარი, სარგებელი - 442.84 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 108.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 191.44 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო - 17.15 აშშ დოლარი. მოპასუხე ეკ--------------–---–ს ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს ჯამურად 794.46 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანება შეადგენს: ა) სესხზე L----------- - 386 აშშ დოლარს (ძირი თანხა - 296.98 აშშ დოლარი, 6.44. აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 83.39 აშშ დოლარი - ჯარიმა). ბ) სესხზე L----------- – 201.95 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 159.86 აშშ დოლარი, 3.85 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 38.24 აშშ დოლარი - ჯარიმა). გ) სესხზე L----------- – 205.70 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 162.84 აშშ დოლარი, 3.91 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 38.95 აშშ დოლარი - ჯარიმა.

 

6. სარჩელის საფუძვლები:

 

6.1. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ეკ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 4 000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 2.35% ყოველთვიური სარგებლით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე უნდა ყოფილიყო გამსესხებელი და იკისრა ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. 2014 წლის 26 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ზუ---------–---–მა, ვა-----------------მა და ხა-------–------–-–---–მა კრედიტორის წინაშე იკისრეს ძირითადი მოვალის დავალიანების სოლიდარულად დაფარვის ვალდებულება მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნებოდა იძულებით აღსრულებას. მათი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 521.06 აშშ დოლარით. მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა შეწყდა 2015 წლის სექტემბრიდან, მსესხებელი და თავდებები არაერთხელ გააფრთხილეს ვალდებულების შეუსრულებლობის მოსალოდნელ შედეგებზე, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის შეადგენს 3 368.93 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2 609.21 აშშ დოლარი, სარგებელი - 442.84 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 108.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 191.44 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო - 17.15 აშშ დოლარი.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებისა, 2014 წლის 26 სექტემბრს ეკ--------------–---–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №1---------, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა „ნატვრის ბარათი“. ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 1 610 აშშ დოლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 48 თვე. ეკ--------------–---–მა 2014 წლის 22 ოქტომბერს ნატვრის ბარათით შეიძინა საქონელი, აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 22 ოქტომბერს წარმოიშვა სესხი L----------- – 742.48 აშშ დოლარზე, 10 თვით; 2014 წლის 10 ნოემბერს ნატვრის ბარათით შეიძინა საქონელი, აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 22 ოქტომბერს წარმოიშვა სესხი L----------- – 319.71 აშშ დოლარზე, 10 თვით; 2014 წლის 10 ნოემბერს ნატვრის ბარათით შეიძინა საქონელი, აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 22 ოქტომბერს წარმოიშვა სესხი L----------- – 325.64 აშშ დოლარზე, 10 თვით. მოსარჩელესა და ეკ--------------–---–ს შორის 2014 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეკ--------------–---–ის სახელზე ინდივიდუალური დავალიანება შეადგენს: სესხზე L----------- – 386.81 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 296.98 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 83.39 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 6.44 აშშ დოლარი; სესხზე L----------- – 201.95 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 159.86 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 38.24 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3.85 აშშ დოლარი; სესხზე L----------- – 205.70 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 162.84 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 38.95 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3.91 აშშ დოლარი.

 

7. მოპასუხის შესაგებელი:

 

7.1. მოპასუხე ხა-------–------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დავალიანებს დაფარვის ვალდებულება ეკ--------------–---–ია ეკისრება. რაც შეეხება დანარჩენ მოპასუხეებს, მათ შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენიათ მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებს ეკ--------------–---–ს და ზუ---------–---–ს მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ შესაგებელი.

 

მოპასუხეებმა ეკ--------------–---–მა, ხა-------–------–-–---–მა და ზუ---------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრვ ცნეს სარჩელი, კერძოდ, სოლიდარული ვალდებულების ნაწილში მხოლოდ ძირითადი თანხის, 2609.21 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო ეკ--------------–---–მა მის მიმართ ინდივიდუალური მოთხოვნის ნაწილში მხოლოდ 350 აშშ დოლარი ცნო (იხ. 30.04.2019წ სასამართლო სხდომის ოქმი). რაც შეეხება მოპასუხე ვა-----------------ს, იგი არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა.

 

8. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სს „კრ----------ის“ სარჩელი მოპასუხეების: ეკ--------------–---–ის,ზუ---------–---–ის, ხა-------–------–-–---–ის და ვა-----------------ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს: ეკ--------------–---–ს, ზუ---------–---–ს, ხა-------–------–-–---–ს და ვა-----------------ს მოსარჩელე სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3 277.49 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2609.21 აშშ დოლარი, სარგებელი - 442.84 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 108.29 აშშ დოლარი, საკომისიო - 17.15 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 100 აშშ დოლარი. მოპასუხე ეკ--------------–---–ს, მოსარჩელე სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 693.88 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანება შეადგენს: პირველი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 333.42 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 296.98 აშშ დოლარი, 6.44. აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 30 აშშ დოლარი - ჯარიმა; მეორე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 178.71 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 159.86 აშშ დოლარი, 3.85 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 15 აშშ დოლარი - ჯარიმა; მესამე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 181.75 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 162.84 აშშ დოლარი, 3.91 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 15 აშშ დოლარი - ჯარიმა. (იხ. გადაწყვეტილება)

 

9. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ეკ--------------–---–მა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

10. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სესხი გაცემული იქნა მაღალი საპროცენტო განაკვეთით და ის ფაქტი, რომ თითქმის ერთი წელი ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და ახდენდა ყოველთვიურ შეტანას. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საუბრობს ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებაზე, თუმცა არ ამახვილებს ყურადღებას სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, სადაც დასაბუთებულია შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის არსებობის შემთხვევაში რა სტანდარტი უნდა იქნეს გამოყენებული. მოცემულ შემთხვევაში სესხის პროცენტი განსაზღვრული იყო მაღალი ოდენობით, რაც სცდება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

11. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

12. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

13. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/,სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილი /მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი/, 873-ე მუხლი /კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა./ 417-ე მუხლი /პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის/

 

14. პალატა უპირველესად განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.7. პუნქტის თანახმად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ეკ--------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო დანარჩენ მოპასუხეებთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით. სესხი იყო სარგებლიანი და ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ასევე დადასტურებულია, 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ეკ--------------–---–ს შორის დადებული ნატვრის ბარათის ხელშეკრულება და ამ ბარათიდან გამომდინარე სამი სესხის ხელშეკრულების არსებობა, რომელიც ასევე არის სარგებლიანი და ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა, ასევე სადავო არ გამხდარა, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულება არ არის შესრულებული. მოპასუხე მხარემ მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გახადა სადავო სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს ეკ--------------–---–ს (მსესხებელს) და ზუ---------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ხოლო ხა-------–------–-–---–ს შესაგებელში ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებია, ამასთან მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდიათ, რომ სესხი იყო სარგებლიანი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან, ასევე, სესხის ძირითადი თანხისა, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, რაც გამორიცხავს მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან მოპასუხეს სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზია, შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის არსებობის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლით არ განუხოციელებია და აღნიშნული მხოლოდ სხდომაზე გახადა სადავო.

 

15. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტავს შემდეგს:

 

- 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ეკ--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 4 000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 2.35% ყოველთვიური სარგებლით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით.

 

- 2014 წლის 26 სექტემბრს ეკ--------------–---–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №1---------, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა „ნატვრის ბარათი“. ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 1 610 აშშ დოლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 48 თვე. ეკ--------------–---–მა 2014 წლის 22 ოქტომბერს ნატვრის ბარათით შეიძინა საქონელი, აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 22 ოქტომბერს წარმოიშვა სესხი L----------- – 742.48 აშშ დოლარზე, 10 თვით; 2014 წლის 10 ნოემბერს ნატვრის ბარათით შეიძინა საქონელი, აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 22 ოქტომბერს წარმოიშვა სესხი L----------- – 319.71 აშშ დოლარზე, 10 თვით; 2014 წლის 10 ნოემბერს ნატვრის ბარათით შეიძინა საქონელი, აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 22 ოქტომბერს წარმოიშვა სესხი L----------- – 325.64 აშშ დოლარზე, 10 თვით.

 

- მოსარჩელესა და ეკ--------------–---–ს შორის 2014 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეკ--------------–---–ის სახელზე ინდივიდუალური დავალიანება შეადგენს: სესხზე L----------- – 386.81 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 296.98 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 83.39 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 6.44 აშშ დოლარი; სესხზე L----------- – 201.95 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 159.86 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 38.24 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3.85 აშშ დოლარი; სესხზე L----------- – 205.70 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 162.84 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 38.95 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3.91 აშშ დოლარი.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს: ეკ--------------–---–ს, ზუ---------–---–ს, ხა-------–------–-–---–ს და ვა-----------------ს მოსარჩელე სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3 277.49 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2609.21 აშშ დოლარი, სარგებელი - 442.84 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 108.29 აშშ დოლარი, საკომისიო - 17.15 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 100 აშშ დოლარი. მოპასუხე ეკ--------------–---–ს, მოსარჩელე სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 693.88 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანება შეადგენს: პირველი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 333.42 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 296.98 აშშ დოლარი, 6.44. აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 30 აშშ დოლარი - ჯარიმა; მეორე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 178.71 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 159.86 აშშ დოლარი, 3.85 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 15 აშშ დოლარი - ჯარიმა; მესამე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 181.75 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 162.84 აშშ დოლარი, 3.91 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 15 აშშ დოლარი - ჯარიმა.

 

პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით არ არის უცილოდ ბათილი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, არამედ სარგებლის ნაწილში მის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში მითითებულ განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)

 

აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო ოდენობა, შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად ვერ მიიჩნევა და შესაბამისად მისი ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობს.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შესახებ და განმარტავს შემდეგს: კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი). პალატას მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და არ არსებობს მისი შემცირების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

16. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ეკ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი