განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
010100118002771555
ინსტანცია
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010100118002771555

№1/ბ-487-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი: მარინა მაკარიძე, ბექა გიორგაძე

 

პროკურორის - ვ-–--------------------ის, გ-------------–---–ის

ადვოკატის - რ----------ის მონაწილეობით

მსჯავრდებულების - ზ-------------ის, ჰ--–-------------–უს, მ----–------------ის მონაწილეობის გარეშე.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------------------------ის მიმართ, დაბადებული: 15.07.1987წ. დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თურქეთის რესპუბლიკა, ქ.ტრაბზონი, არაქლის რაიონი, სოფელი თამლიქ თეფე; ჰ--–------------------------–უს მიმართ, დაბადებული: 03.02.1975წ. პირადი №28490434228, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თურქეთის რესპუბლიკა, ქ.ტრაბზონი, არაქლის რაიონი, სოფელი ჩამლითეფეს დასახლება; მ----–---–-----------------ის მიმართ, დაბადებული: 10.10.1990წ. დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თურქეთის რესპუბლიკა, ქ.ტრაბზონი, არაქლის რაიონი, ჩამლითეფეს უბანი, ქუმლების დასახლება, სახლი N101.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ-------------მა, ჰ--–-------------–უმ და მ----–------------მა ჩაიდინეს - ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 1600 საათიდან 1630 საათამდე დროის შუალედში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-----ეებში არსებულ ქვის და ინერტული მასალის კარიერზე, ჰ--–-------------–უმ, ზ-------------მა, მ----–------------მა, წიაღის მოპოვების მიზნით, „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N432 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით, მოახდინეს დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებების დამონტაჟება და აფეთქება, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობის ქვების ნატეხების გატყორცნა დასახლებული პუნქტის მიმართულებით, რის შედეგადაც ქვის ერთი ნატეხი, აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ მცირეწლოვან გ-----------ეს თავის არეში მოხვდა, რომელიც მიღებული დაზიანებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენით ზ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - სრულად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

მ----–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - სრულად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

ჰ--–-------------–უ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - სრულად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულების: ზ-------------ის, მ----–------------ის და ჰ--–-------------–უს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----------ის მიერ. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პროფესიულ წარმატებულობას ან სპეციალური განათლების არსებობას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. შესაძლოა ამა თუ იმ პირს გვირაბის გათხრის ან საამფეთქებლო სამუშაოების სესრულებასი მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული, მაგრამეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ამ საქმის პროფესიონალი შემსრულებელია ან ამ საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა გააჩნია.

მსჯავრდებულებს ჰქონდათ ნამუშევარი გვირაბებში გათხრითი სამუშაოებისას, საიდანაც გვირაბების აფეთქებისას გამოჰქონდათ ჩამოშლილი ქვა და მიწის მასა. მათ არ განუცხადებიათ, რომ აფეთქებდნენ გვირაბებს, მითუმეტეს საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებაში საერთოდ არ ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. ეს ორი სხვა და სხვა სახის სამუშაოებია, რომელთაც განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციები აქვს, როგორც შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ისე ამ სამუშაოთა უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით.

დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საამფეთქებლო კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა კონკრეტული მიზნებისათვის, ანუ ქვის კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოების შესასრულებლად. თუკი მსჯავრდებულები იყვნენ ამფეთქებლები, რატომ გაიღებდა თურქული კომპანია ორმაგ ხარჯს და დაიქირავებდა ამფეთქებელ კომპანიას? თავად შეასრულებდა აღნიშნულ სამუშაოებს, მოამზადებდა ასაფეთქებლად და ამის შემდგომ თავადაც ააფეთქებდა. თუ სასამართლო მსჯელობას დავიჯერებთ მხოლოდ ღილაკზე თითის დასაჭერად დაუქირავებია შპს ,,დ------- ლ.დ. სხვა შემთხვევაში გაუგებარია რაში სჭირდებოდა აღნიშნული კომპანია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარემ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ზ-------------ის, მ----–------------ის და ჰ--–-------------–უს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა.

ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულების: ზ-------------ის, მ----–------------ის და ჰ--–-------------–უს ინტერესების დამცველ ადვოკატ რ----------ეს რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, პროკურორ გ-------------–---–ს, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული ი-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2007 წლიდან მუშაობს შპს ,,დ-------ი ლ.დ."-ში ამფეთქებლის პოზიციაზე. პროფესიულ მოწმობას ფლობს 1962 წლიდან, ხოლო 1967 წლიდან აქტიურად არის ჩართული საამფეთქებლო საქმიანობაში. აქვს დიდი გამოცდილება, როგორც მცირე - ზედაპირული, ისე კამერალური აფეთქებების წარმოების თვალსაზრისით. 2018 წლის 31 ოქტომბერს შპს "დ-------ი ლ.დ."-ს დირექტორმა ლ---- ბ---–----ემ დაავალა "დ-------ი ლ.დ.-ს" საწყობიდან ასაფეთქებელი მასალის სოფ. ჭ-----ეებში მდებარე ქვის კარიერზე გადატანა, გამოუწერა შესაბამისი საგზური და თან აუხსნა, რომ კარიერზე მუშაობდნენ "ა-–-------ის" კომპანიის პროფესიონალი, თურქი ამფეთქებლები, მასალები მიეტანა მათთვის და შემდეგ უკვე ისინი ჩაატარებდნენ საამფეთქებლო სამუშაოებს. ორი კვირით ადრე თურქ ამფეთქებლებს დაწყებული ჰქონდათ მუშაობა კარიერზე, მცირე აფეთქებები უკვე ნაწარმოები ჰქონდათ და გამოჭრილი იყო 18 მეტრის სიგრძის კამერა, რომელსაც ორივე გვერდზე ჰქონდა 8-8 მეტრიანი განშტოება. თავად ტ----ე 31 ოქტომბრამდე აღნიშნულ კარიერზე არ მისულა, შესაბამისად, იქ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებია. მითითებულ დღეს "დ-------ი ლ.დ.-ს" საწყობიდან წაღებული 3 ტონა აზოტი, 60 კგ. ასაფეთქებელი მასალა "ამონალი სუპერპრომი" და 10 ცალი კაფსულა პირადად ჩააბარა კარიერზე მყოფ ჰ--–-------------–უს. ნახევარი ტონა აზოტი კიდევ დამატებით მოითხოვეს, ისიც მიუტანეს და ჩააბარეს ბრალდებულებს, რომლებმაც თავად შეზიდეს გვირაბში ასაფეთქებელი მასალები, თავად ჩააწყვეს გამოჭრილ კამერაშიც, მის განშტოებებზეც და თავად ამოქოლეს მიწით. არავინ, გარდა სამი ბრალდებულისა, კარიერზე არ იმყოფებოდა და სამუშაოს არ აწარმოებდა. ფიქრობს, რომ კამერაში ასაფეთქებელს უშუალოდ ჰ--–-------------–უ ალაგებდა, რადგან დანარჩენი ორი ურიკით ეზიდებოდა ამონალს გვირაბში. ძალიან სურდა დაკვირვებოდა როგორ მუშაობდნენ "პროფესიონალი ამფეთქებლები", როგორც მათ კომპანიის წარმომადგენლები ახასიათებდნენ. ორჯერ ჰქონდა მცდელობა შესულიყო გვირაბში და ენახა, მაგრამ ორჯერვე დაუყვირეს და ფაქტობრივად გამოაგდეს იქიდან. შპს "დ-------ი ლ.დ.-ს" და შპს "ა-–-------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არ იცნობს, თუმცა ზოგადად შეუძლია თქვას, რომ გვირაბის ბურღვით სამუშაოებს ხან დამკვეთი კომპანია ასრულებს, ხან შემსრულებელი. ამ შემთხვევაში "ა-–-------ის" თურქი ამფეთქებლები ბურღვით სამუშაოს ასრულებდნენ და თავადვე ალაგებდნენ ასაფეთქებელ მასალას კამერაში, თუმცა რადგან საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ, შესაბამისად, კანონით არ ჰქონდათ უფლება აეფეთქებინათ კარიერი, ყველაფრის მომზადების შემდეგ ქართული კომპანიის ამფეთქებელს - თავად ი-----------ეს უნდა დაეჭირა ღილაკზე თითი. ამიტომ იდგა და ელოდა, როდის დასრულდებოდა სამუშაო. ხედავდა, რომ ყველაფერი იმაზე სწრაფად კეთდებოდა, ვიდრე წარმოიდგენდა. კამერალური აფეთქების მოსამზადებლად თვითონ ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე ბრალდებულებს დაჭირდათ. დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მათ ყველაფერი დაასრულეს. გარეთ რომ გამოვიდნენ და სადენის გაჭიმვა დაიწყეს, მიხვდა, რომ შიგნით ყველა სამუშაო დასრულებული იყო, ამიტომ ქვევით მყოფ თანამშრომელს, მ--------------ეს დაურეკა და გააფრთხილა, რომ მალე აფეთქება მოხდებოდა, ჰკითხა იყო თუ არა გადაკეტილი გზები და გაფრთხილებული მოსახლეობა. ე------ემ მოცდა სთხოვა, რადგან ჯერ დასრულებული არ ჰქონდათ ეს პროცესი. დაახლოებით 30-35 წუთის შემდეგ კი შეატყობინა, რომ უსაფრთხოების ზომები მიღებული იყო და ელოდნენ აფეთქებას. ამის შემდეგ, საბჭოთა წარმოების ასაფეთქებელ პულტს, რომელსაც ჰ--–-------------–უმ ვერაფერი გაუგო, ტ----ემ დააჭირა ხელი და აფეთქებაც მოხდა. აფეთქებისას ჰ--–-------------–უ და მ----–------------ი მასთან ერთად იყვნენ აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 120 მეტრში და ხეს ეფარებოდნენ, ხოლო ზ-------------ი თავისი მანქანის აფეთქების არეალიდან გასაყვანად იყო წასული. მალე სამწუხარო ამბავი შეიტყვეს, 7 წლის ბავშვი, რომელიც აფეთქებამდე საკუთარ ბიძასთან და სხვებთან ერთად უსაფრთხო ადგილს აფარებდა თავს, უფროსებს გაექცა და აფეთქებისას გატყორცნილმა ქვამ იმსხვერპლა. ი-----------ემ ასევე განმარტა, რომ აფეთქებამდე და აფეთქების დროსაც, ადგილზე უნდა ყოფილიყო დამქირავებელი კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც გააკონტროლებდა ამფეთქებლების საქმიანობას, მისცემდა მათ მითითებებს. ასეთი ზედამხედველი კარიერზე არ იმყოფებოდა. თავად ტ----ის უფლებამოსილებას სცილდებოდა ადგილზე შეემოწმებინა და ეხელმძღვანელა ბრალდებულების მოქმედებებისთვის. ედევნებინა თვალყური რამდენას სწორად ალაგებდნენ კამერასა და მის განშტოებებზე ასაფეთქებელს. შპს "დ-------ი ლ.დ.-ს" დირექტორმა მხოლოდ ასაფეთქებელი მასალის ადგილზე მიტანა დაავალა და არა კარიერზე მომუშავე სხვა კომპანიის წარმომადგენლებზე ზედამხედველობა. ბრალდებულებთან მის ურთიერთობას ხელს უშლიდა ენის არ ცოდნაც, თურქულს არ ფლობს, მათ კი ქართული არ იციან. ამიტომ მათზე რაიმე მითითების მიცემა, რომ შეეშვათ კიდეც გვირაბში, მაინც არ შეეძლო.

საქმეში არსებული, ი-----------ის სახელზე გაცემული მოწმობით ირკვევა, რომ მას ჰქონდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოების ნებართვა. შპს ,,დ-------ი ლ.დ.’’-ს ხელმძღვანელის მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოწერილი საგზურით დასტურდება, რომ ი-----------ეს და მის დამხმარე მუშა მ--------------ეს დაევალათ ფეთქებადი მასლის გადატანა სოფ. ჭ-----ეებში მდებარე კარიერზე.

მოწმის სახით დაკითხული შპს ,,ა-–-------ის" თანამშრომელის - (ექსკავატორის ოპერატორი), თ------ ტ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მათმა კომპანიამ ზ-------------ი, ჰ--–-------------–უ და მ----–------------ი "როგორც პროფესიონალები" ჩამოიყვანა თურქეთიდან საქართველოში და ამუშავებდა სოფ. ჭ-----ეებში მდებარე ქვის კარიერზე. 2018 წლის 31 ოქტომბერს თავისი ესკავატორით იმყოფებოდა კარიერთან და ეხმარებოდა სხვა კომპანიიდან, რომლის სახელი არ იცის, მიტანილი ასაფეთქებელი მასალის კარიერზე ატანაში. დაახლოებით ერთი საათის მანძილზე აჰქონდა ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ტომრები კარიერზე, ამ პროცესს ზედამხედველობდა ი-----------ე, რომელიც თვალყურს ადევნებდა რამდენად მიდიოდა დანიშნულებისამებრ და რა რაოდენობით ასაფეთქებელი მასალა აჰქონდათ კარიერზე. რაიმე მითითება ტ----ის მხრიდან, კარიერის ქვემოთ მყოფებს არ მიუღიათ, ხოლო რა ხდებოდა ივანეს კარიერზე ასვლის შემდეგ, არ იცის. კარიერზე ასაფეთქებელი მასალის ატანის შემდეგ, ექსკავატორით ჩახერგა კარიერისკენ მიმავალი გზა, სხვა თანამშრომლები კი მოსახლეობას აფრთხილებდნენ მოსალოდნელი აფეთქების თაობაზე. აფეთქების მომენტში კარიერზე მხოლოდ ი-----------ე, ზ-------------ი, ჰ--–-------------–უ და მ----–------------ი იმყოფებოდნენ, უშუალოდ რომელმა მათგანმა მოახდინა აფეთქება, არ იცის, ამ პროცესს არ ესწრებოდა. რამდენიმე პირთან, მათ შორის გარდაცვლილ ბავშვთან და მის ბიძასთან ერთად სახელოსნოს შენობას აფარებდა თავს, თუმცა ბავშვი სწორედ აფეთქების დროს გაიქცა თავშესაფრიდან, ქვის ნატეხები წვიმასავით ცვიოდა და ბავშვს თავში მოხვდა.

 

მოწმის სახით დაკითხული შპს "დ-------ი ლ.დ.-ს" თანამშრომელის - (ქვის მბურღავი), მ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნული კომპანია საამფეთქებლო საქმიანობას ეწევა, კომპანიას ხელმძღვანელობენ დირექტორი ლ---- ბ---–----ე და კომპანიის მეწილე - დ------------ე. მისი უშუალო უფროსები არიან ამფეთქებლები - ი-----------ე, ემზარ მახარაძე, თენგიზ ზოიძე და ასრულებს მათ მითითებებს. სოფ. ჭ-----ეებში მდებარე ქვის კარიერზე ზ-------------ი, ჰ--–-------------–უ და მ----–------------ი ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოჩნდნენ. როგორც "დ-------ი ლ.დ.-ს" კონტრაქტორი კომპანიის "ა-–-------ის" ხელმძღვანელისგან - ს---- ა-–-------ისგან და გ-----------------ისგან ჰქონდა მოსმენილი, რომ ეს პირები პროფესიონალი ამფეთქებლები იყვნენ და სხვა და სხვა ადგილას მდებარე კარიერებზე არაერთი აფეთქება ჰქონდათ ნაწარმოები. მათ საწყის ეტაპზე პატარა, ოვალური ფორმის გვირაბის გამოჭრა ევალებოდათ, რასაც მცირე აფეთქებებით ახდენდნენ. აფეთქებისთვის საჭირო მასალას კომპანიის საწყობიდან პირადად აწვდიდა მათ. ხედავდა, რომ ამონალის ჩაწყობას, კაფსულის და ფითილის გადაბმას ეს პირები აკეთებდნენ, მათ გარდა კარიერზე არავინ მუშაობდა. რაც შეეხება უშუალოდ 31 ოქტომბერს, დირექტორმა ლ.ბ---–----ემ ამფეთქებელ ი-----------ეს გამოუწერა საგზური და დაავალა კომპანიის საწყობიდან ასაფეთქებელი მასალა გადაეტანა ჭ-----ეების კარიერზე. თავად ე------ეს კარიერზე აზოტის ატანა დაავალეს, რაც შეასრულა კიდეც, აზოტი კარიერზე მიიტანა სატვირთო ავტომანქანით, "ა-–-------ის" მუშებმა აზოტის ტომრები თ------ ტ----ის ესკავატორზე დააწყვეს და კარიერზე აიტანეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ აზოტი არ იყო საკმარისი, რის გამოც დამატებითი პარტია მოითხოვეს და ხელმძღვანელობის დავალებით, ისევ მიიტანა აზოტის პარტია კარიერზე. როდესაც ი-----------ე კარიერიდან ქვევით ჩავიდა აზოტის ასატანად, ე------ეს განუცხადა, რომ ზ-------------ი, ჰ--–-------------–უ და მ----–------------ი მას გვირაბში არ უშვებდნენ და არ იცოდა შიგნით რა ხდებოდა. თვითონ ე------ე კარიერზე არ ასულა, თარჯიმან ე-----თან ერთად სოფელში იმყოფებოდა და ელოდებოდა, როდის გააფრთხილებდნენ მოსალოდნელი აფეთქების თაობაზე, რომ აფეთქების უსაფრთხოდ დასრულებისთვის აუცილებელი ზომები მიეღო სხვებთან ერთად და მოსახლეობა გაეფრთხილებინა. დაახლოებით ოთხ საათზე ი-----------ემ ტელეფონით შეატყობინა, რომ ასაფეთქებლად ყველაფერი მზად იყო. ამ დროისთვის ტრაქტორით ჩახერგილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა, მოსახლეობა კი გაფრთხილებული, ისინი საცხოვრებელ სახლებს იყვნენ ამოფარებული. ტ----ის დარეკვიდან აფეთქება დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა. აფეთქების შემდეგ შეიტყო, რომ ქვის გამოტყორცნილი ნატეხები პატარა ბავშვს მოხვდა და დაიღუპა.

შპს ,,ა-–-------ის" დამფუძნებელისა და დირექტორის - ს---- ა-–-------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ირკვევა, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს ჰოლანდიურ ფირმა შპს "ს-----------–----------------------------ი-ს ფილიალთან საქართველოში" გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ფირმა, რომელიც აწარმოებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს, უნდა მოემარაგებინა საამისოდ საჭირო მასალით. თურქეთის რესპუბლიკაში მოიძია პირები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგში და დაიქირავა თურქეთის სამი მოქალაქე - ჰ--–-------------–უ, მუსლიმ და ზ-------------ები. იმის გამო, რომ ხელშეკრულების თანახმად, მეორე მხარისთვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა ზომის ლოდები ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად, გააფორმა ხელშეკრულება შპს ,,დ-------ი ლ.დ.-სთან" საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, შპს ,,დ-------ი ლ.დ"-ს სამუშაოთა მწარმოებელმა დ------------ემ სთხოვა დახმარებოდნენ თურქეთიდან ჩამოყვანილი ქ---------–უ და ჯ-------ები, რასაც დათანხმდა და ამის შემდეგ ეს პირები მუშაობდნენ კარიერზე. 2018 წლის 31 ოქტომბერს რა სამუშაოები და მოქმედებები განახორციელეს ქ---------–უმ და ჯ-------ებმა, არ იცის, ადგილზე არ იმყოფებოდა. თუმცა ადასტურებს, რომ გვირაბი თავის კამერებით ასაფეთქებლად უნდა მოემზადებინათ სწორედ შპს "ა-–-------ის" მიერ დაქირავებლ ამ პირებს, უშუალოდ კამერალური აფეთქება კი უნდა ეწარმოებინა ამფეთქებელ კომპანიას.

საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ა-–-------სა" და შპს "ს-----------–----------------------------ი-ს ფილიალთან საქართველოში" 2018 წლის 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ქანების მიწოდების შესახებ.

შპს "ა-–-------ის" დირექტორის მოადგილე გ-----------------ე მოწმის სახით დაკითხვის დროს სასამართლოს განუმარტა, რომ ზ-------------ი, ჰ--–-------------–უ და მ----–------------ი მათი კომპანიის დირექტორის ს---- ა-–-------ის მოწვევით 2018 წლის ოქტომბერში ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა სოფ. ჭ-----ეებში მდებარე კარიერზე ეწარმოებინათ წინასაამფეთქებლო სამუშაოები. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა მათ კომპანიასა და შპს "დ-------ი ლ.დ."-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებაზე. კონტრაქტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ არ ყავდა "თავისუფალი კადრი" საამფეთქებლო სამუშაოების საწარმოებლად, ამიტომ შპს "ა-------მა" შესთავაზა, რომ თავად მოიწვევდა თურქეთიდან კომპეტენტურ სპეციალისტებს, რომლებიც შეასრულებდნენ წინასაამფეთქებლო სამუშაოებს, ხოლო უშუალოდ აფეთქებას მოახდენდა "დ-------ი ლ.დ.-ს" წარმომადგენელი. ს---- ა-–-------ის გადმოცემით, რომელსაც თურქეთშიც უმუშავია ბრალდებულებთან ერთად, ისინი ლიცენზირებული ამფეთქებლები იყვნენ და თავისი საქმის პროფესიონალები. სამკაციან ჯგუფს ჰ--–-------------–უ ხელმძღვანელობდა. მათთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა, არსებობდა მხოლოდ ზეპირი შეთანხმება. როგორც ა-–-------ისგან შეიტყო, ისინი ანაზღაურებას თურქეთში მიიღებდნენ, საქართველოში კი ცხოვრობდნენ კომპანიის მიერ ნაქირავებ სახლში, საკვები პროდუქტებით თავად ღ----------იძე ამარაგებდა. იმის შესახებ, რომ აფეთქება 31 ოქტომბრს უნდა მომხდარიყო, უშუალოდ იმ დღეს შეიტყო. თურქეთში მიემგზავრებოდა კომპანიის საქმეებთან დაკავშირებით და მაშინ დაურეკეს და აცნობეს ამის თაობაზე. გადაამოწმა ს---- ა-–-------თან, რომელმაც დაუდასტურა, რომ აფეთება სწორედ იმ დღეს, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდებოდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ აფეთქებისას ადგილობრი მკვიდრი, პატარა ბავშვი გარდაიცვალა. მის ოჯახთან ურთიერთობა პირადად ჰქონდა, ამ ეტაპზე ურთიერთობა მოგვარებულია და გარდაცვლილის ოჯახს რაიმე პრეტენზია არ აქვს. რამდენიმე სახლის სახურავის დაზიანებით გამოწვეულ ზარალს, ასევე მათი ფირმა ანაზღაურებს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიხედვით, აფეთქების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებოდა ორივე მხარეს. მართალია, "ა-–-------ის" მიერ დაქირავებული თურქი ამფეთქებლები სერთიფიცერებულები იყვნენ, მაგრამ მათი სერთიფიკატი არ მოქმედებდა საქართველოში, ამიტომ სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა სამუშაო - გვირაბის გაჭრა, შიგ ასაფეთქებლის ჩაწყობა მათ უნდა შეესრულებინათ, შემდეგ შესრულებული სამუშაო უნდა გადაებარებინათ ამფეთქებელი კომპანიისთვის, უშუალოდ აფეთქებას კი, ანუ - ღილაკზე თითის დაჭერას - მოახდენდა ამფეთქებელი ფირმის წარმომადგენელი.

2018 წლის 15 ოქტომბერს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების საწარმოებლად შპს "ა-–-------სა" და შპს "დ-------ი - ლ.დ."-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "დ-------ი ლ.დ.-მ" აიღო აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების ვალდებულება ქედის რაიონის სოფ. ჭ-----ეებში მდებარე კარიერზე. შესასრულებელ სამუშაოებში შედიოდა გვირაბის გაყვანა, კამერების მომზადება და კამერალური აფეთქების დროს აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება, ამ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პერიოდში მხრეები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ერთიანი წესების დაცვას და კისრულობენ პასუხისმგებლობას შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ლ---- ბ---–----ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ არის შპს, "დ-------ი ლ.დ-ს"დირექტორი და მისი კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები, რაზეც 2012 წლიდან ფლობენ შესაბამის ლიცენზიას. 2018 წლის 15 ოქტომბერს მათ კომპანიასა და შპს "ა-–-------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება. აღნიშნული ფირმა ახდენს ინერტული მასალების მოპოვებას, რა დროსაც აუცილებელია საამფეთქებლო სამუშაოების წარმოება და გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "დ-------ი ლ.დ-ს" ქედის მუნიციპალიტეტის, სოფ. ჭ-----ეებში მდებარე კარიერზე უნდა ეწარმოებინა აფეთქებითი სამუშაოები ინერტული მასალების მოსაპოვებლად. წინასაამფეთქებლო სამუშაოებს ახორციელედნენ შპს "ა-–-------ის" თანამშრომლები, შემდეგ კი "დ-------ი ლ.დ-ს" თანამშრომლებს უნდა შეემოწმებინა შესრულებული სამუშაო და თვითონ ეწარმოებინათ აფეთქება. 2018 წლის 31 ოქტომბერს თავად ვერ შეძლო კარიერზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ი-----------ის და მ--------------ის სახელზე გამოწერა საგზური და დაავალა მათ კომპანიის საწყობიდან ასაფეთებელი მასალების გადატანა კარიერზე. მოგვიანებით, აღნიშნული პირებისგან შეიტყო, რომ აფეთქებისას მოხდა უბედური შემთხვევა, აფეთქების შედეგად გატყორცნილი ქვის ნატეხის მოხვედრის შედეგად დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვი. განუმარტეს, რომ აფეთქებითი სამუშაოები აწარმოეს შპს "ა-–-------ის" მიერ მოწვეულმა თურქმა თანამშრომლებმა, რომლებმაც არ მიაკარეს გვირაბის სიახლოვეს ისინი და არ მისცეს საშუალება ჩართულიყვნენ პროცესში.

შპს "დ-------ი ლ.დ.-ს" სამუშაოთა მწარმოებლის - დ------------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ მიწის თხრილში ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟი ხორციელდებოდა ერთობლივად. შპს"ა-–-------ის" თანამშრომლები - თურქეთის მოქალაქეები იყვნენ ამ საქმის სპეციალისტები, ამიტომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში მონტაჟი ხდებოდა მათი დახმარებით, წესით კი მონტაჟი უნდა განეხორციელებინა ამფეთქებელ კომპანიას და აფეთქებაზე პასუხისმგებელი კომპანიის დირექტორი ლ---- ბ---–----ე იყო.

ე----- მ---------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში ს---- ა-–-------ის შეთავაზებით მუშაობა დაიწყო სოფ. ჭ-----ეებში მდებარე კარიერზე დამხმარე მუშად და თარჯიმნად. მის მოვალეობას შეადგენდა ადგილზე მომუშავე გვირაბის მბურღავი სამი თურქი სპეციალისტისთვის, სახელად - მ----–--------–------------ი, საჭმლის მიტანა და თარჯიმნობა. გვირაბის გამოსაჭრელად საჭირო მცირე აფეთქებებს ეს პირები ახდენდნენ, საამისოდ აუცილებელი ასაფეთქებელი მასალის შესახებ ეუბნებოდნენ ე-----ს, ის კი მ--------------ეს უთარგმნიდა მათ ნათქვამს. შემდეგ უკვე ე------ე ამარაგებდა კარიერს ასაფეთქებელი მასალით, რომელსაც თავად ეს პირები ზიდავდნენ გვირაბში. 30 ოქტომბერს მათ დაასრულეს ბურღვითი სამუშაოები და ე-----ს უთხრეს, რომ მეორე დღეს, 31 ოქტომბერს უნდა აეფეთქებინათ გვირაბი და სჭირდებოდათ ასაფეთქებელი საშუალებები. მათი ნათქვამი გადასცა მ--------------ეს. 31 ოქტომბერს დილით სოფ. აჭარისწყალში არსებული საწყობიდან, ე-----ის თანდასწრებით, მოხუცმა მამაკაცმა, სახელად ი----- ავტომანქანით წაიღო ასაფეთქებელი მასალები სოფ.ჭ-----ეებში მდებარე კარიერზე. ადგილზე მისვლისას თურქმა სპეციალისტებმა ჩამოტვირთეს მასალები. იმის გამო, რომ სადენები საკმარისი არ აღმოჩნდა, ერთ-ერთმა ე-----ს დაავალა შეეძინა სადენები, რის გამოც მ--------------ესთან ერთად წავიდა ბათუმში და შეიძინა 400 მ. კაბელი. გზაში დაურეკა ერთ-ერთმა თურქმა სპეციალისტმა და აუწყა, რომ კარიერზე მიტანილი აზოტი არ იყო საკმარისი რაოდენობის და დამატებით საჭირო იყო კიდევ 500 კგ. მისი ნათქვამი გადაუთარგმნა ე------ე, გაიარეს ისევ საწყობში და წაიღეს აზოტის დამატებითი პარტია. მათ მიერ მიტანილი სადენები და აზოტი ესკავატორით აიტანა გვირაბში ესკავატორის ოპერატორმა თ------ ტ----ემ, თავად ე-----ი და მ--------------ე ზემოთ არ ასულან. დაახლოებით 16:00 საათზე თურქმა სპეციალისტმა დაურეკა და აუწყა, რომ მალე იქნებოდა აფეთქება. მ--------------ესთან ერთად გააფრთხილა მოსახლეობა მოსალოდნელი აფეთქების თაობაზე.

მოწმის სახით დაკითხვის დროს ჰ--–-------------–უმ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დამთავრებული აქვს მხოლოდ დაწყებითი სკოლა, პროფესიული ან ტექნიკური განათლება არ მიუღია, არასდროს უმუშავია ამფეთქებლად, არის უბრალო მუშა. 2018 წლის ოქტომბერში ს---- ა-–-------მა მუსლიმ და ზ-------------ებთან ერთად დაიქირავა მუშად, დღიურად 300 თურქული ლირის გადახდის პირობით. შეთანხმების თანახმად, უნდა გამოეთხარათ გვირაბი, გაეტანათ ამფეთქებლების მიერ წარმოებული აფეთქებების შედეგად ჩამოშლილი მიწის მასა. ს----მა მიიყვანა დანიშნულების ადგილას, უთხრა რამდენი მეტრზე უნდა გაეთხარათ გვირაბი, შესაბამისი პროექტი ჩააბარა და განუცხადა, რომ ყველაფერი ამ პროექტის მიხედვით გაეკეთებინა. რა ენაზე იყო პროექტი შედგენილი, ვერ იხსენებს, თუმცა ს----მა სიტყვიერადაც კარგად აუხსნა სად რა უნდა გაეკეთებინათ. მისგან ისიც შეიტყვეს, რომ ასაფეთქებელ მასალებთანაც ექნებოდათ შეხება. გვირაბის გამოსაჭრელად საჭირო მცირე აფეთქებებს სხვა და სხვა ამფეთქებლები აწარმოებდნენ, მათი სახელები არ იცის. რასაც ისინი ავალებდნენ, იმას აკეთებდნენ. ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით მათთვის არავის ჩაუტარებია. 31 ოქტომბერს ასაფეთქებელი ნივთიერებები კარიერზე ორჯერ აიტანეს. ამ ნივთიერებით დატვირთული ტომრები ხელის ურიკებით შეზიდეს გვირაბში. უთხრეს პირველად ატანილი გვირაბის ერთ ფრთაში ჩაელაგებინათ, მეორედ ატანილი - მეორეში, ასეც მოიქცნენ. შემდეგ მიწით ამოავსეს და ი-----------ეს ჩააბარეს. საკუთარი ინიციატივით არ უმოქმედიათ, არც დამატებით მოუთხოვიათ აზოტი. ი-----------ის მითითებით მოქმედებდნენ, რომელსაც თარჯიმან ე-----ის მეშვეობით ესაუბრებოდნენ. ე-----ი ამ დროს სულ მათთან ერთად იყო და ეხმარებოდა ტ----ესთან კომუნიკაციაში. შემდეგ ელ.სადენების დაერთება, გადაბმა და ბოლოს ასაფეთქებელი პულტის ღილაკზე თითის დაჭერა ტ----ემ მოახდინა.

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს დაკითხვისას მ----–------------მა და ზ-------------მა, რომლებმაც არ ცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. უარყვეს კავშირი საამფეთქებლო საქმიანობასთან, ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ისინი მხოლოდ მუშად დაიქირავა ს---- ა-–-------მა. გვირაბის გამოსაჭრელი მცირე აფეთქებები, ისევე როგორც კამერალური აფეთქება, არ უწარმოებიათ. ამასთან, დაადატურეს, რომ 2018 წლის 31 ოქტომბერს კარიერზე მიტანილი ასაფეთქებელი მასალა თვითონ შეზიდეს გვირაბში, ჩაალაგეს კამერაში, მის განშტოებებზე და მიწით ამოავსეს.

მოწმის სახით დაკითხული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, თ-----------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ სოფ. ჭ-----ეებში მდებარე კარიერი მთავრობის განკარგულებით ექსპლუატაციაში გადაეცა შპს "ს------------------------იას" ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად, რათა კარიერზე მოპოვებული ნაშალი ქვით და ლოდებით გამაგრებულიყო სანაპირო ზოლი. მითითებული შპს -ს ქვეკონტრაქტორი კომპანია აღნიშნულ კარიერზე აწარმოებდა მოპოვებით სამუშაოებს და თავის მხრივ, უფლებამოსილი იყო დაექირავებინა საამფეთქებლო საქმიანობის მწარმოებელი ფირმა, რომელიც უზრუნველყოფდა კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებას. "ნებართვების და ლიცენზიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარდგენის საფუძველზე, 2018 წლის 29 სექტემბერს ნებართვა გაცემულ იქნა შპს "ნ----------–----ზე". მოგვიანებით გაირკვა, რომ კარიერზე საექსპლუატაციო, მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებდა შპს "ა-–-------ი", ხოლო საამფეთქებლო სამუშაოს - შპს "დ-------ი ლ.დ." არანაირი ინფორმაცია ამის თაობაზე არც ერთი კომპანიისგან ზედამხედველობის დეპარტამენტში არ შესულა. შპს "ა-–-------ის" და შპს "დ-------ი ლ.დ-ს" სახელზე მითითებულ კარიერზე საექსპლუატაციო, ან საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გაცემული არ ყოფილა. შპს "ს------------------------ია" დაჯარიმდა ინსპექტირების არჩატარების, შპს "დ-------ი ლ.დ." - უნებართვო საქმიანობისთვის, ხოლო შპს "ა-–-------ის" მიმართ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, კანონის თანახმად, ნებისმიერ ობიეტს უნდა ყავდეს საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელი, ასევე კონკრეტულ ობიექტზე - ტექნიკური ზედამხედველი. ამ პირების შესახებ ინფორმაცია უნდა ერთვოდეს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას. ამფეთქებელი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ტექნიკური განათლებით, გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება და მიღებული სერტიფიკატი, ასევე ორი წლის უწყვეტი სტაჟი ბოლო აფეთქების წარმოებიდან.

აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტებით - სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვით N0-----, შპს "დ-------ი ლ.დ.-სთვის" სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის თაობაზე ბრძანებით ირკვევა, რომ აღნიშნულ შპს-ს ჰქონდა აფეთქებითი სამუშაოების წარმოების ნებართვა სოფ, ჭ-----ეებში მდებარე კარიერზე, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, თ-----------–------ის ჩვენების თანახმად, აღნიშნული ნებართვა გაცემული იყო იმავე სოფელში მდებარე სხვა კარიერზე.

აჭარის ა/რ ფინანსთა და და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 8 ნოემბრის N01-01-10/4486 წერილით ირკვევა, რომ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის/ლიცენზიის მისაღებად ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ-----ეების ტერიტორიაზე არსებულ ანდეზიტის კარიერზე შპს "ა-–-------ს", შპს "დ-------ი ლ.დ-ს", შპს "სტრიუკ გრუპ ჯორჯიას", შპს "ს-----------–----------------------------ი-ს ფილიალს საქართველოში" აჭარის არ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის არ მიუმართავთ, შესაბამისად, მათზე არ გაცემულა ლიცენზია. 2018 წლის 1 იანვრიდან 6 ნოემბრამდე არ მიუმართავთ ჭ-----ეების მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე წინასწარი შეტყობინებით, რის გამოც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელებაზე, სამინისტოს მხრიდან შემოწმებას არ საჭიროებდა.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის N299/ამ-348/რან პიროტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეების მიერ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ-----ეებში მდებარე ანდეზიტის კარიერზე მომხდარია აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ამონიუმის გვარჯილის და ორგანული შემავსებლის ფეთქებადი ნარევის აფეთქების შედეგად. აფეთქების სიმძლავრეს შეეძლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვის ნამსხვრევების გატყორცნა მასალებში მითითებულ ნიშნულებამდე. 2006 წლის 16 მაისის საქართველოს მთავრობის N95 დადგენილების მიხედვით, ღია ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას, ხალხის უსაფრთოების მიზნით დადგენილი უსაფრთხო მანძილი შეადგენს მინიმუმ 300 მეტრს, კონკრეტული შემთხვევისთვის შეადგენდა 500-დან 700 მეტრამდე.

სსიპ "ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" N007595818 დასკვნის თანახმად, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეების მიერ, გ-----------ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალა-სარქველის და ქალა-ფუძის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობები, დიფუზიური სისხლჩაქცევები ქალას ღრუში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ და თავის ტვინის ნივთიერებაში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნების ზემოქმედების შედეგად, სიცოცხლისდროინდელია, მიზეზობრივ კავშირშია დადგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 14 მარტის N130/ამ შრომის უსაფრთხოების ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეების მიერ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ-----ეების მიმდებარე ტრიტორიაზე ასაფეთქებელ ანდეზიტის კარიერზე განხორციელებული საამფეთქებლო სამუშაოების და აფეთქებისას დაირღვა 2006 წლის 16 მაისის საქართველოს მთავრობის N95 დადგენილებით განსაზღვრული წესები. აღნიშნულ კარიერზე განხორციელებული საამფეთქებლო სამუშაოების და აფეთქების წარმოებისას, 2006 წლის 16 მაისის საქართველოს მთავრობის N95 დადგენილების თანახმად, უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა საწარმოს ხელმძღვანელს ან მის მიერ დანიშნულ პირს. მთავრობის N95 დადგენილების მიხედვით, ღია ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას, ხალხის უსაფრთოების მიზნით დადგენილი უსაფრთხო მანძილი შეადგენს მინიმუმ 300 მეტრს, კონკრეტული შემთხვევისთვის შეადგენდა 500-დან 700 მეტრამდე. უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა დამდგარი შედეგის თავიდან აცილება.

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ ზ-------------ს, ჰ--–-------------–უს და მ----–------------ს არ ჩაუდენიათ ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

პალატას, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-------------ის, ჰ--–-------------–უს და მ----–------------ის საქმიანობა მხოლოდ აფეთქების შედეგად ჩამოშლილი მიწის გვირაბიდან გამოზიდვით არ შემოიფარგლებოდა, როგორც ამას თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ. ისინი ჩართული იყვნენ კარიერზე მიმდინარე ყველა სამუშაოში, რაც დასტურდება ს---- ა-–-------ის (უდავოდ მიჩნეული) ჩვენებით, რომლის თანახმადაც მან თურქეთის რესპუბლიკაში სპეციალურად მოიძია პირები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგში და სწორედ ამ გამოცდილების მქონე პირები დაიქირავა. საქმეში არსებული, ორივე კომპანიაში მომუშავე პირების მიერ მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ კარიერზე მომუშავე ზ-------------ს, ჰ--–-------------–უს და მ----–------------ს ყველა ,,თურქ სპეციალისტებად’’ მოიხსენიებდნენ და არა დღიურ მუშებად. შპს ,,ა-–-------ის’’ დირექტორის მოადგილის გ-----------------ის ჩვენებით, მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომ შპს ,,ა-–-------ი’’ თავად მოიწვევდა თურქეთიდან კომპეტენტურ სპეციალისტებს, რომლებიც შეასრულებდნენ წინასაამფეთქებლო სამუშაოებს, ხოლო უშუალოდ აფეთქებას მოახდენდა ,,დ-------ი ლ.დ.- ს" წარმომადგენელი. ყველა სამუშაო - გვირაბის გაჭრა და შიგ ასაფეთქებლის ჩაწყობა უნდა განეხორციელებინათ ზ-------------ს, ჰ--–-------------–უს და მ----–------------ს, შემდეგ კი, უშუალოდ აფეთქებას - ღილაკზე თითის დაჭერას მოახდენდა ამფეთქებელი ფირმის წარმომადგენელი. ამდენად, ღილაკზე თითის დაჭერა იყო მხოლოდ ამფეთქებელი კომპანიის წარმომადგენლის მოვალეობა. მოწმის სახით დაკითხული ე----- მ---------იც და მ--------------ეც, რომლებიც უშუალოდ ადევნებდნენ თვალს მსჯავრდებულების საქმიანობას, ცალსახად და დამაჯერებლად მიუთითებენ, რომ სწორედ ,,სამი თურქი სპეციალისტი" ახდენდა გვირაბის გამოსაჭრელად საჭირო მცირე აფეთქებებს. სწორედ მათი მოთხოვნით ხდებოდა ასაფეთქებელი მასალების ატანა კარიერზე მ--------------ის მიერ. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმე შეეხებოდა სწორედ სპეციალური ცოდნის და გამოცდილების მქონე პირების ჩამოყვანას, თუმცა საქმეში არ მოიპოვება სპეციალური ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც ხელშეკრულება გაფორმებულა ს---- ა-–-------სა და ზ-------------ს, ჰ--–-------------–უს და მ----–------------ს შორის, რომელშიც გაწერილი იქნებოდა მხარეთა მოვალეობები. რის საფუძველზეც დაცვის მხარე ცდილობს სასამართლოს დარწმუნებას იმაში, რომ მათ არათუ საამფეთქებლო საქმიანობის წარმოების უფლება ჰქონდათ, არამედ არიან მუშები, რომლებსაც არაფერი ესმით საამფეთქებლო საქმიანობაში.

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ-------------ის, ჰ--–-------------–უს და მ----–------------ის მიერ როგორც თვითონ ადასტურებენ - ფეთქებადი მასალების გვირაბში შეტანა, გაჭრილ კამერაში და მის ორივე განშტოებაში ასაფეთქებლების ჩაწყობა და მიწით ამოვსება, ანუ გვირაბის მომზადება ასაფეთქებლად, ინსტრუქტაჟის ჩატარების გარეშე, წარმოადგენს მათ არასათანადო მიდგომას და გულგრილ დამოკიდებულებას სამუშაოებისადმი. მაშინ როდესაც არ იციან ასეთ მასალებთან მოპყრობის წესი, არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება რასაც აფეთქება უნდა მოჰყვეს შედეგად და შესაბამისად, ნებისმიერმა არასწორმა მოქმედებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამავდროულად, როგორც თავად აცხადებენ, აღნიშნული მოქმედებები სრულებით არ შედიოდა სიტყვიერი შეთანხმების პირობებში, რომელიც ს---- ა-–-------თან ჰქონდათ დადებული.

2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილების №432 საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, მეორე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საამფეთქებლო საქმე, ესაა – სამეურნეო საქმიანობა, დაკავშირებული ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფეთქებადი მასალების ბრუნვა არის – საქმიანობა, რომელიც მოიცავს ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების გამოცდას, დამზადებას, შეფუთვას, გადაზიდვას, შენახვას, გამოყენებას, აღრიცხვას, შეძენას, განადგურებას, რეალიზაციას, ამოღებას, ტექნიკურ ექსპერტიზას, აგრეთვე ფეთქებად მასალებთან და საამფეთქებლო საქმესთან დაკავშირებული პერსონალის მომზადებას. ზ-------------ი, ჰ--–-------------–უ და მ----–------------ი სავარაუდოდ არც იცნობდნენ მითითებულ დადგენილებაში ასახულ მოთხოვნებს, მაგრამ კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან. ისეთ პირობებში, როდესაც აიღეს პასუხისმგებლობა და სხვა ქვეყანაში შეასრულეს ასაფეთებელ მასალებთან დაკავშირებული სამუშაო, რისი მოვალეობაც, მათივე განმარტებით საერთოდ არ ჰქონიათ.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულთა პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ს---- ა-–-------მა ისინი ერთად დაიქირავა, დღიურად 300 თურქული ლირის გადახდის პირობით და შეთანხმების თანახმად, მათ უნდა გამოეთხარათ გვირაბი და გაეტანათ ამფეთქებლების მიერ წარმოებული აფეთქებების შედეგად ჩამოშლილი მიწის მასა. მათ დაახლოებით ორი კვირა იმუშავეს კარიერზე და ამ დროის განმავლობაში კამერის გამოსაჭრელად აუცილებელ მცირე აფეთქებებს ამფეთქებელი კომპანიის სულ სხვადასხვა ამფეთქებელი ახდენდა, თუმცა ვერ ასახელებენ მათ ვინაობებს.

პალატის აზრით ზ-------------ის, ჰ--–-------------–უს და მ----–------------ის ჩვენებები მათ მიერ ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების წესის დარღვევის უარყოფის თაობაზე, არადამაჯერებელია, არ გამომდინარეობს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობის კრიტერიუმებს. მოწმეების - გ-----------------ის, ე----- მ---------ის, მ--------------ის ჩვენებების თანახმად მცირე აფეთქებებსაც ზ-------------ი, ჰ--–-------------–უ და მ----–------------ი ახორციელებდნენ. გ.ღ----------იძე, რომელიც მათი დამქირავებელი კომპანიის წარმომადგენელია, ზეპირ შეთანხმებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამფეთქებელი კომპანიის წარმომადგენელს მხოლოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის ღილაკზე უნდა დაეჭირა ხელი, ყველა სხვა სამუშაო, რაც ამ პროცესამდე მიდიოდა, მათ მიერ დაქირავებულ თურქ სპეციალისტებს უნდა შეესრულებინათ. აღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულთა აღნიშნული ვერსია მოსალოდნელი პასუხისმგებლისგან თავის არიდების მიზნით არის მოგონილი და სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების ფაქტი ჰ--–-------------–უს, მ----–------------ის და ზ-------------ის მიერ სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია. მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისას დაშვებული შეცდომები - გვირაბის გამოჭრის, მცირე აფეთქებების წარმოების, ფეთქებადი ნივთიერებების დამონტაჟების და კამერალური აფეთქების წარმოებისას, იყო ერთ-ერთი მიზეზი, რასაც მოჰყვა აფეთქების შემდეგ დიდი ოდენობის ქვების ნატეხების გატყორცნა დასახლებული პუნქტის მიმართულებით და გამოიწვია მძიმე შედეგი - იმსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე.

პალატა მიიჩნევს, რომ მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულთა მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უდავოდ დადასტურდა, ვინაიდან ზ-------------ის, ჰ--–-------------–უს და მ----–------------ის მიერ ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების წესის დარღვევამ შედეგად გამოიწვია დიდი ოდენობის ქვების ნატეხების გატყორცნა დასახლებული პუნქტის მიმართულებით, რის შედეგადაც ქვის ერთი ნატეხი, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ მცირეწლოვან გ-----------ეს თავის არეში მოხვდა, რომელიც მიღებული დაზიანებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ-------------ის, ჰ--–-------------–უს და მ----–------------ის მიმართ, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების: ზ-------------ის, მ----–------------ის და ჰ--–-------------–უს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ზ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - სრულად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

მსჯავრდებულ ზ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

მ----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - სრულად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

 

მსჯავრდებულ მ----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ჰ--–-------------–უ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - სრულად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

მსჯავრდებულ ჰ--–-------------–უს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-----ეებში, ნუგზარ ოსანაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში და ეზოში შემოსასვლელიდან ამოღებული ქვების ნატეხები და ქვები, ნუგზარ ოსანაძის საცხოვრებელ სახლში, მშენებარე ოთახიდან ამოღებული ქვა, ნაზიკო მიქელაძის საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახიდან ამოღებული ქვა, თ------ თებიძის საცხოვრებელი სახლის ოთახიდან ამოღებული ქვის ნატეხები, ანდრო ოსანაძის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში განთავსებულ საწოლებს შუა ადგილიდან ამოღებული ქვა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-----ეებში არსებულ ანდეზიტის მომპოვებელი კარიერის დათვალიერებისას, კარიერის ასასვლელ გზაზე არსებული ცილინდრისებრი ფორმის შენაფუთიდან ამოღებული მოთეთრო მასა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-----ეებში არსებულ ანდეზიტის მომპოვებელ კარიერზე ჩამოშლილი ქვა-ღორღის მასასთან ახლოს, გზის სავალი ნაწილიდან ამოღებული მოყვითალო ფერის ზონრის ფრაგმენტები, ანდეზიტის მომპოვებელ კარიერზე ჩამოშლილი ქვა-ღორღის მასასთან, გზის ნაწილზე კლდის ძირის გასწვრივ ტერიტორიიდან ამოღებული მოთეთრო ფერის ელექტრო სადენები, ანდეზიტის მომპოვებელ კარიერზე გზის გაყოლებაზე კლდეში არსებული ნახვრეტებიდან ამოღებული ცოლინდრისებრი ფორმის შავი ფერის შენაფუთიდან აღებული მოყავისფრო ფხვიერი მასა, შავი ფერის პოლიეთილენის ორი შენაფუთი მოყავისფრო ფხვიერი მასით, ანდეზიტის მომპოვებელ კარიერზე გზების შესართავიდან ხელმარჯვნივ 40-50 მეტრში, კლდეში არსებული ბზარებიდან ამოღებული შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭრები, ანდეზიტის მომპოვებელ კარიერზე არსებული ჩამონაშალი მასის სხვადასხვა ლოკაციიდან აღებული მიწის ნიმუში, ქვის ნატეხის ნიმუში, შპს „დ-------ი-ლ.დ“-ს ტერიტორიაზე განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახი საწყობის დათვალიერებისას ნიმუშის სახით ამოღებული 32 მმ და 27 მმ დიამეტრისა და 225 მმ სიგრძის „სუპერფოვერ 90“-ის ეგზემპლარები, ყვითელი და შავი ფერის ზონარი და წითელი ფერის ზონრის ნაჭერი, ასევე ნიმუშის სახით ამოღებული ამონიუმის გვარჯილის (აზოტის) ტომრებიდან ნიმუშის სახით აღებული თეთრი ფერის მასა, შპს „დ-------ი-ლ.დ.“-ს ტერიტორიაზე განთავსებული აფეთქების ინიცირების საშუალებების შესანახი საწყობის დათვალიერევისას, მუყაოს ქარხნულად დალუქული ყუთიდან წარწერით “EXELP”, ნიმუშის სახით აღებული ერთი ცალი ყვითელზონრიანი ცილინდრისებრი ფორმის კაფსულა, მოყავისფრო ფერის ცილინდრისებრი ფორმის მეტალის კორპუსის მქონე სამი ცალი ნიმუში და მუყაოს ქარხნულად დალუქული ყუთიდან წარწერით “ALIMINIUM LOMG DELAY DETONATOR” აღებული ერთი ცალი მწვანე და თეთრი ფერის სადენიანი ცილინდრისებრი ფორმის კაფსულა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-----ეებში, ნუგზარ ოსანაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შემოსასვლელ ჭიშკართან, გზის სავალ ნაწილზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებიდან სტერილური ჩხირის მეშვეობით აღებული ანაწმენდი და გზის სავალი ნაწილიდან ამოღებული ქვის ნატეხი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-----ეებში არსებულ ანდეზიტის მომპოვებელ კარიერზე ამოღებული წითელი ფერის მაისური, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-----ეებში, ანდრო ოსანაძის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში განთავსებული საწოლიდან ამოღებული ხის სვეტის ნატეხი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

შპს „დ-------ი-ლ.დ“-ს ტერიტორიაზე განთავსებული გარე პერიმეტრის სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩამწერი „NVR“ მოწყობილობა, შპს „დ-------ი-ლ.დ“-ს ფეთქებადი ნივთიერების და მასალების მიღებისა და აღრიცხვის წიგნი, მოწმე ე----- მ---------ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობლური ტელეფონი, მოწმე ი-----------ისგან ამოღებული ამფეთქებლის მოწმობა და მობილური ტელეფონი, ბრალდებულ მ----–------------ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მოწმე გ-----------------ისგან ამოღებული „გენერალ მობილეს“ მოდელის მობილური ტელეფონი, მოწმე მ--------------ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მოწმე დ------------ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ბრალდებულ ზ-------------ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და „ფორდ-კამეონის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ ეზოში, მოწმე თ------ ტ----ისგან ამოღებული „ჰუავეის“ და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები, ბრალდებულ მუსლიმ ქ---------–უსგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მოწმე ე--------------------ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე და შპს „დ-------ი-ლ.დ“-ს სასაწყობე ტერიტორიაზე განთავსებული გარე პერიმეტრის სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩამწერი „NVR“ მოწყობილობიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი სამ ცალ კომპაქტ დისკზე, რაც ასევე ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე