განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2019
საქმის ნომერი
330210118002428745
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002428745

საქმე №2ბ/6149-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი

მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე. დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - გ---–--------–--------------------–--------

წარმომადგენელი - ნ------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს----------–-------------–---------–----

წარმომადგენელი - დ--------–-------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, გ---–--------–---------- და კ---------–--------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოპასუხე ს----------–-------------–---------–---- წარმოადგენს ს----------–-------------–---------------------- უფლებამონაცვლეს.

 

ქალაქ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.08.1968 წლის #--- გადაწყვეტილებით, ექსპლუატაციაში მიღებული იქნა ს----------–-------------–---------------------- პრეზიდიუმის სოღანლუღში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე 5 სართულიანი, 90 ბინიანი, #12 საცხოვრებელი კორპუსი.

 

2.2. 1969 წლის 6 იანვარს, გ------–----------------–------ სახელზე გაცემული იქნა N---- საცხოვრებელი ბინის ორდერი, 90 ბინიან კორპუსში მე-5 სადარბაზოში, მე-5 სართულზე ბინა N------------------------), ოჯახის შემადგენლობა: ს-–--------------------------------–----------–---------------–----–----------------–--------–---–------------–---------–----------–--–-----–--------------------–---------

 

2.3. 2012 წლის 30 მარტის ს----------–-------------–---------–----- გამგეობის N--ის სხდომის ოქმი საფუძველზე, ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი #16 აბ, კორპუსში მდებარე ბინა N73, საკადასტრო კოდით N----------------------- შენობა-ნაგებობების შიდა-აზომვითი ნახაზის მონაცემებით (----------) დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს----------–-------------–---------–----- სახელზე.

 

2012 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, გზატკეცილი რუსთავი, N16 აბ, სართული 5, ბ.N73, საკადასტრო კოდით N----------------------- აღრიცხულია მ-----–-–-------- საკუთრებად. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია ს----------–-------------–---------–----- გამგეობის სხდომის ოქმი.

 

აღნიშნული უძრავი ქონება შემდგომში სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ჯ-------–--------, შემდგომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე კ-------–-------- სახელზე, ბოლოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბ-------------- სახელზე.

 

2.4. 2011 წლის 26 აგვისტოს სუ კავშირის გამგეობის სხდომის ოქმი N---ის საფუძველზე, ქ-------–-------------------------–--–--------------------–--------------------------------------------------------------------- შენობა-ნაგებობების შიდა-აზომვითი ნახაზის მონაცემებით (----------- დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს----------–-------------–---------–----- სახელზე.

 

2011 წლის 30 სექტემბრის ოქმის საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა ც-–--------------- სახელზე.

 

2014 წლის 07 მარტის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, უძრავი ქონება აღირიცხა კ--------------------–--- სახელზე.

 

2014 წლის 05 ივნისის აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა გ--–----------–---–-- სახელზე.

 

2017 წლის 27 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა ი------------–---- სახელზე.

 

2.5. კ---------–----------------------–--------- შვილი. 2018 წლის 02 ნოემბერს ნოტარიუსის დადგენილებით კ------ ს-–-------- უარი ეთქვა გარდაცვლილი მამის, გ------–--------- მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, მათ შორის მისი გარდაცვლილი დედის,-------–------–--------- და 1983 წელს გარდაცვლილი მამის, დ-----–-----–--------- მთელ სამკვიდრო ქონებებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

 

სანოტარო აქტის მიხედვით დგინდება, რომ გ------–-------- გარდაიცვალა 19.02.2008 წელს. კ------ ს-–--------- სამკვიდროს მისაღებად მიმართა 2018 წლის 18 ნოემბერს და დარღვეულია სამკვდროს მიღების ექვსთვიანი ვადა. სასამართლომ მიუთითა, რომ არ დგინდება ქონების ფლობის ფაქტი. წარდგენილ დოკუმენტებში მემკვიდრის და მამკვიდრებლის სახელი და გვარი სხვადასხვანაირადაა მითითებული.

 

ვერ დგინდება ორდერში მითითებულ პირთა შორის ნათესაური კავშირი.

 

2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 მაისის წერილით დგინდება, რომ ს----------–-------------–---------–---- უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ--–---------–-------------–--–------------------------------------------------------------------------ და ამავე მისამართზე მდებარე ბ.N73, საკადასტრო კოდით N----------------------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, არ დგინდება 1968 წლის 06 იანვარს გაცემული N---- ორდერის, 1977 წელს გაცემული N------ ორდერისა და 1968 წლის 16 ოქტომბრის N--- გადაწყვეტილების (ორდერის) გაცემა ს----------–-------------–---------–------------

 

2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის წერილში მითითებულია, რომ უძრავ ნივთებზე მდებარე: ქ--–---------–-------------–--–-------------------------------------------------------------------------- და ამავე მისამართზე მდებარე ბN73, საკადასტრო კოდით N----------------------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით აღნიშნულ ბინებზე სააღრიცხვო მასალაში უფლება აღრიცხული არ არის. უძრავი ნივთი აღრიცხულია უ-------–---------------------- სახელზე. ამასთანავე, წერილში მითითებულია, რომ სააღრიცხვო მასალაში ბინებზე (მათ შორის N-- -ზე და N73-ზე) ორდერები დაცული არ არის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ უძრავი ქონებების განკარგვით მან დაკარგა საკუთრების უფლება, რითაც მიადგა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე N ას-191-183-2016).

 

საასამართლოს თავდაპირველად მიზანშეწონილად მიაჩნია დადგინდეს მიზეზ- შედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელეთა უფლებების დარღვევას შორის. აღნიშნულის შესაფასებლად კი უფრო მნიშვნელოვანია, თავდაპირველად შეფასდეს სადავო უძრავ ქონებებზე თავდაპირველი მესაკუთრე რომელი მხარე შეიძლება ყოფილიყო.

 

მოსარჩელის არგუმენტია ის გარემოება, რომ თითქოს მოპასუხემ საჯარო რეესტრს არ წარუდგინა ორდერი, რომელიც მოსარჩელის საკუთრებას წარმოშობდა სადავო ბინაზე, უძრავი ქონების დაუფლების განზრახვით. მოპასუხე ფაქტს უარყოფს იმ გარემოებაზე, რომ მის არქივში სადავო ორდერი დაცული არ არის.

 

დადგენილია, რომ საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მათ შორის განთავსებულია სადავო ბინები 1968 წლის 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა ს----------–-------------–--------- დადგენილია, რომ მოპასუხე ს----------–-------------–----- წარმოადგენს ს----------–-------------–---------------------- უფლებამონაცვლეს.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ წერილში მითითებულია, რომ მოპასუხე მხარის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს წარდგენილ დოკუმენტებს შორის არ არსებობდა ორდერი. თუმცა, ამავე დაწესებულების მიერ გაცემული წერილით დგინდება, რომ სააღრიცხვო მასალაში სადავო ბინებზე ორდერები დაცული არ არის. აღნიშნული უარყოფს მოსარჩელის ვარაუდს მოპასუხის მიერ ორდერების დამალვისა და მოსარჩელე მხარის უფლებების განზრახ დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ორდერები, ასევე მოსარჩელეთა უფლება სადავო უძრავ ქონებებზე.

 

მოსარჩელის პრეტენზიის საფუძველს წარმოადგენს 1969 წლის 6 იანვრის ორდერის საფუძველზე მიღებული საკუთრების უფლების ხელყოფა. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ბინების აღრიცხვა თავდაპირველად განხორციელებულია მოპასუხე მხარის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის საკუთრებად სადავო უძრავი ქონება არც საჯარო რეესტრში და არც ტექ/ბიუროში რეგისტრირებული არ ყოფილა. ამასთან, არასდროს მიუმართავს და საკუთრების უფლების მინიჭების მიზნით არ წარუდგენია ორდერი მფლობელობაში არსებული ბინის გადაცემის მოთხოვნით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ 1969 წლის 6 იანვარს, გ------–--------- სახელზე გაცემული N---- ორდერის მიხედვით, ოჯახს გადაეცა #-- ბინა. ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ: ს-–-------------------------------–----------–---------------–----–----------------–--------–---–------------–---------–----------–--–-----–--------------------–---------

 

როგორც ჩანს, ორდერით მოსარგებლეებს არ წარმოადგენს არც გ---–-------–-------- და არც კ------ ს-–--------. შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება. ასევე გაურკვეველია ორდერში მითითებული სხვა პირების და მოსარჩელეთა კავშირის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი. (აღნიშნულზე სარჩელში მითითებული არ არის). შესაბამისად, ამ ორდერზე მითითებით მოსარჩელეთა უფლებამოსილება სადავო უძრავ ქონებაზე გაურკვეველია.

 

საქმის მასალების მიხედვით ასევე, არ დასტურდება რა უფლება მიიღო მოსარჩელემ #------ ორდერის საფუძველზე, რადგანაც ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

მნიშვნელოვანია აგრეთვე, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, სადაც ნოტარიუსმა ვერ დაადგინა მხარეებს შორის ნათესაური კავშირი სხვადასხვა დამაბრკოლებელი გარემოების გამო. შესაბამისად, აღნიშნული კიდევ უფრო აღრმავებს მოსარჩელეთა არაუფლებამოსილებას სადავო უძრავ ქონებებზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა სადავო უძრავ ქონებებზე გ-------–--------- საკუთრების უფლება, აღნიშნულის შემდგომი ნაბიჯი იქნებოდა მოსარჩელეთა უფლება სამკვიდრო ქონებაზე, რასაც ასევე ვერ ადასტურებს მხარე. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2007 წლიდან საქართველოში არ იმყოფებოდა, 2007 -2008 წლებში მამა ცხოვრობდა ორივე სადავო ბინაში, რომელიც 2008 წელს გარდაიცვალა, შემდგომში 2008-2013 წლებში ასევე ვერ დაადასტურა უძრავი ქონებების ფლობის ფაქტი და დაადასტურა საქართველოს საზღვრებს გარეთ ყოფნა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

2.9. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

І. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მითითებით, 1977 წელს თბილისის კომიტეტის №------ ორდერით, დ-----– ს-–-------- და მის მეუღლეს საკუთრებაში გადაეცათ აღნიშნული ბინა, სადაც ჩაწერილები იყვნენ მოსარჩელეებიც. 2012 წელს უ-------–---------------------- ბინა დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე. კერძოდ, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1968 წლის 23 აგვისტოს №--- გადაწყვეტილებით, საქართველოს სსრ უ-------–---------------------- პ---------------------–----------–----–--------------------------–----------------------------------–---- საცხოვრებელი ფართის მუდმივ ექსპლუატაციაში მიღება. შემდგომ, ქ. თბილისის კიროვის რაიონის აღმასკომის 1968 წ. 16 ოქტომბრის №--- გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქალაქე გ-----------–--------–-------- დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინით და ამავე რაიონის საბინაო განყოფილების მიერ 1969 წლის 6 იანვარს მოქალაქე გ-----------–--------–--------ს სახელზე გაიცა საცხოვრებელი ბინის (---------------------------------------------------------- მიღების ორდერი 7---- აღნიშნული ორდერით დგინდება, რომ ორდერში მითითებულია როგორც აწ გარდაცვლილი გ------–--------- მეუღლე - გ---–-------–-------- (-------------- ასევე ს-–-------- კ---- - გარდაცვლილის შვილი. აღნიშნულ ბინაში გ----- ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ახორციელებდნენ უძრავი ქონების მართლზომიერ ფლობას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ მოუწიათ რუსეთში გადასვლა საცხოვრებლად.

 

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ვითარებით ისარგებლა ს----------–-------------–----- კ--–----- და 27.09.2011წ. საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების (------------------------------------------------- მესაკუთრედ ისე რომ წარადგინა მხოლოდ თბილისის სახალხო დეპუტატებისა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1968 წ. ორდერი №--- და უგულებელყო შემდგომი ორდერი №----, ერთი თვის შემდეგ კი ქონება უსასყიდლოდ გადასცა ვინმე ც-–----------------, რის შემდეგაც ქონება 3 სხვადასხვა კრედიტორის სასარგებლოდ დაიტვირთა ვალდებულებებით. რუსთავის გზატ. 16 ან 73 ბინასთან დაკავშირებით კი დგინდება, რომ სსრ თბილისის საქალაქო საბჭოს 21.04.1977 ორდერი №------ საფუძველზე მოქალაქე დ-----– გ------ ძე ს-–-------- (მოსარჩელე გ---–----- ს-–--------ს მამამთილსა და კ---------–--------- ბაბუას) გადაეცა ბინა 73, რომელიც შემდგომ მფლობელობაში გადაეცა გ--- ს-–-------- და მის ოჯახს. 12.04.2012 წ. უ-------–---------------------- განახორციელა იგივე ქმედება რაც 6--ე ბინის შემთხვევაში, და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბინა №---ის მესაკუთრედ (-----------------------------------------------), რის შემდეგაც, 27.04.2012წ. საზოგადოებამ აღნშნული ბინა გადასცა ვინმე მ-----–-–-------, რომელმაც იმავე დღეს ქონება დატვირთა იპოთეკით შ------------------------------------- და კ--------------------–--- (პ---------------- სასარგებლოდ. საბოლოოდ, აპელანტს, როგორც აღნიშნული ბინის კანონიერ მფლობელს შეეზღუდა საკუთრების უფლება და მისი ნების საწინააღმდეგოდ მოკლებულია შესაძლებლობას ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მათ. ს----------–-------------–---------–----- არამართლზომიერმა ქმედებებმა მძიმე ფინანსურ და ცხოვრებისთვის გაუსაძლის პირობებში ჩააგდო გ---–----- ს-–-------- და კ------ ს-–--------.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლი ადგენს სამ წინაპირობას: 1. სახეზე უნდა იყოს ზიანი. 2. ზიანი მიყენებული უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმეგო ქმედებით 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანის დადგომის ფაქტს შორის. ზიანის არსებობის დამადასტურებელია, ის გარემოება რომ, მოსარჩელეების ბინა №6- 2011 წლის შემდეგ, ხოლო ბინა №--, 2012 წლიდან რამდენჯერმე გაიყიდა და ამჟამად კეთილსინდისირი შემძენის ხელშია, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს მის დაბრუნებას ს-–----------------- მოცემული ფაქტიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დაკარგა საკუთრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ბინაზე, რომელიც მამამ კანონიერი საფუძვლით მიიღო და აღარ შეუძლია ამ ბინით სარგებლობა. აპელანტი მიუთითებს აუდიტის დასკვნაზე, სადაც უძრავი ქონება შეფასებულია 160 000 ლარად.

 

აპელანტის მოსაზრებით, ზიანს წარმოადგენს ის ქონება, რომლებიც მათ დაკარგეს და ვეღარ მიიღებენ. ამ ქონებას კი მოცემულ შემთხვევაში 160 000 ლარის ღირებულება აქვს და სწორედ ეს თანხა უნდა ჩაითვალოს დამდგარ ზიანად.

 

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენისთვის საჭიროა იმის განსაზღვრა, ჰქონდა თუ არა უ-------–---------–---- იმის გადამოწმების ვალდებულება, იყო თუ არა სადავო ბინაზე გაცემული ს-–--------ს საკუთრების დამადასტურებელი ორდერი. ს----------–-------------–---------–----, როგორც მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება შექმნილია 1926 წელს. 1992 წლის 22 მაისს ს----------–-------------–--------------------- ამ პერიოდში მოქმედი კანონების მოთხოვნის დაცვით ხელმეორედ იქნა რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის #---- დადგენილებით. მათივე წესების მიხედვით, ხელახალი რეგისტრაციის საფუძველზე რეგისტრირებული ს----------–-------------–---------–---- წარმოადგენს ადრე რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ს----------–-------------–---------------------- უფლებამონაცვლე სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული კავშირის ქონებას წარმოადგენს კავშირის რეგისტრაციის მომენტისათვის უ-------–---------------------- კუთვნილი ქონება. შესაბამისად კუთვნილი ქონების აღრიცხვისთვის, 1992 წელს საჭირო გახდა კომისიას გადაეხედა მათ მიერ გაცემული ორდერებისთვის და ზუსტად განესაზღვრა რა ქონებას ფლობდა უ-------–---------–----- ამ პერიოდისთვის ს-–--------ს ბინა უ-------–---------–----- ქონებაში არ ირიცხებოდა. ბინების 6- და 73 რეგისტრაცია უ-------–---------–----- სახელზე მოხდა 2011 და 2012 წლებში, რისთვისაც მათ უნდა წარედგინათ იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ს-–--------ს ბინები უ-------–---------–----- ქონებაში მოიაზრებოდა.

 

3.3. აპელანტის შეფასებით, 2011 და 2012 წლებში, უ-------–----- კ--–----- ისარგებლა რა იმ ფაქტით, რომ ს-–--------ს ბინა საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ს-–--------ს სახელზე და ჯერ კიდევ ორდერით ითვლებოდა მესაკუთრედ, განზრახ დამალეს მისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამით შეძლეს საჯარო რეესტრში თავის სახელზე რეგისტრაცია. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, იმისთვის რომ დადგინდეს უ-------–---------–----- ბრალი, აუცილებელია სახეზე გვქონდეს განზრახვა ან გაუფრთხილებლობა. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. “უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“; (იხ. საქმე #ას-745-713-2014). გაუფრთხილებლობა გულისხმობს პირის ქცევას, როდესაც ის ვალდებულია გამოიჩინოს იმგვარი ყურადღებიანობა, რასაც გამოიჩენდა საშუალო გონიერი ადამიანი მის ადგილას, თუმცა რეალურად ასე არ იქცევა. სამოქალაქო კოდექსი მოიცავს უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობას. უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს იმ მითითებების დარღვევას ან უგულვებელყოფას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი შინაარსის ოპერაციის განმახორციელებელმა ნებისმიერმა პირმა. მარტივი გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის ვინც აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს შედარებით დაბალი დონით. სსკ-ს 992-ე მუხლი არ ადგენს გაუფრთხილებლობის რომელი ფორმაა სავალდებულო ბრალის არსებობისთვის. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ უ-------–---------–----- მოქმედება. უ-------–----- კ--–----- საჯარო რეესტრში წარადგინა მხოლოდ 1968 წელს გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა უძრავი ქონების მის საკუთრებაში რეგისტრაცია. საჯარო რეესტრში არ წარდგენილა 1969 წელს გ-----------–--------–-------- სახელზე გაცემული აღნიშნული საცხოვრებელი ბინის მიღების ორდერი №----, ხოლო ბინა №-- დაკავშირებით 21.04.1977წ. ორდერი №------. ეროვნული არქივიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში იძებნება, როგორც 1969 წელს გაცემული, ასევე 1977 წ. გაცემული დოკუმენტები, შესაბამისად გონიერი მესამე ადამიანის სტანდარტის გამოყენებით მსჯელობისას ვადგენთ, რომ უ-------–---------–---- შეეძლო ამ დოკუმენტის მოძიება და მისი წარდგენა. ყურადღების მინიმალური ზომის გამოჩენის შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია გადაეცემოდა საჯარო რეესტრს და გ------–--------- მიერ მიღებული ბინები არ გასხვისდებოდა სხვა პირებზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უ-------–---------–----- მოქმედება არის გაუფრთხილებლობა და ექცევა სსკ-ის 992-ე მუხლის ფარგლებში.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და უ-------–----- კ--–----- დოკუმენტის გაზრახ დამალვის გზით მოახერხა ბინის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია. სამართლებრივი სიკეთისათვის ზიანის მიყენების ფაქტის დადგენის შემდეგ, ე.წ. „პასუხისმგებლობის გამომწვევი მიზეზობრივი კავშირის“ ფარგლებში, უნდა შემოწმდეს, შეიძლება თუ არა, ის შეერაცხოს ზიანის მიმყენებელს. შერაცხვის ამოსავალი წერტილია ის, რომ შესაბამისი მოქმედება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთისთვის დამდგარი გამომწვევი აუცილებელი პირობა, ანუ ეკვივალენტური მიზეზობრივი კავშირი “condition sine qua non” ფორმულით. მიზეზობრივი კავშირის დადგენისას უნდა გაირკვეს იყო თუ არა უ-------–---------–----- მოქმედება ის მიზეზი რამაც გამოიწვია შედეგის, ანუ ზიანის დადგომა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ უ-------–---------–----- მიერ არასრული დოკუმენტაციის წარდგენამ გამოიწვია უძრავი ქონების მის საკუთრებაში რეგისტრაცია და შემდეგ მისი არაერთხელ გასხვისება. სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ქონება დარეგისტრირდებოდა გ-----------–--------–-------- საკუთრებაში, არ მოხდებოდა გასხვისება მისი ნების გამოვლენის გარეშე და არ დადგებოდა ზიანიც.

 

3.4. აპელანტს მიაჩნია, რომ უ-------–---------–---- უნდა დაეკისროს ვალდებულება აანაზღაუროს დამდგარი ზიანი, ვინაიდან სახეზეა სსკ-ს 992-ე მუხლით გათვალისწინებული ყველაზე წინაპირობა, უნდა მოხდეს კ---------–-------------- მიყენებული ზიანის ანაზღაურება 160 000 ლარის ოდენობით.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის არგუმენტი, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები არამართლზომიერი მფლობელები არიან, და ზოგადად, მოცემული უძრავი ქონებებზე საკუთრების უფლების წარმოშობას მხოლოდ და მხოლოდ მემკვიდრეობას უკავშირებს, აპელანტი თვლის, რომ აღნიშნული სამართლებრივად უსაფუძვლო მსჯელობაა, რადგან „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად აღნიშნული კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით“. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის 73 ბრძანებულება ადგენს არაპრივატიზირებული საცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლის დეფინიციას. კერძოდ, მე-2 მუხლის 1-ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ორდერი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც საცხოვრებელ ბინაში შესახლების ერთადერთი საფუძველია და თავის მხრივ, ორდერის გაცემა ცალსახად უკავშირდება მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას. ( უსგ. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2010 წ. 8 დეკემბერი, ბს-818-792(კ-10)) ქართული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა განასხვავებს ორი სახის ორდერებს. მუდმივ და სასამსახურო ორდერებს. რომელთა შორის განსხვავება სწორედ ვადაშია. მუდმივი ორდერით უძრავი ქონება კანონიერ მოსარგებლებს გადაეცემოდა დროში შეუზღუდავი ვადით, რაც საბჭოთა პერიოდის დასრულების შემდგომ გაუტოლდა მესაკუთრის სტატუსს, ხოლო სასამსახურო ორდერი შეზღუდული იყო იმ ვადით, რა ვადითაც მიმღები მუშაობდა კონკრეტული უძრავი ქონების გამცემ უწყებაში, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა 25.02.2009 საქმეზე ბს-767-36 (კ-08) აღნიშნულია რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საბინაო ორდერებს გასცემდა სამხედრო სამსახურის გავლის ვადით, და მხოლოდ მაშინ იძენს ბინით მოსარგებლე ბინის პრივატიზების უფლებას, თუ მას საკუთვნებელი წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს წინაშე, ან ნამსახური აქვს უწყვეტი 10 წელი. ამის საპირწონედ, უვადო ორდერს არ აქვს პრივატიზაციის განხორციელებისთვის ამგვარი დათქმა. შესაბამისად, ის ფაქტი რომ ქ-ნ გ---–-----სა და ქალბატონ კ------ ს-–---------- არ მიუღიათ არ გაუხსნიათ მეუღლისა და მამის - გ------–--------- - სამკვიდრო, ნებისმიერი მიზეზის გამო, მათ შორის საზღვარგარეთ ყოფნის საფუძლით, არ ნიშნავს რომ მათ უარი თქვეს ქონებაზე და არ მიიღეს ქონება.

 

ამასთან დაკავშირებით, აპელანტი მიუთითებს, საქმეზე — Nას-146-140-2012, 12 ივლისი, 2012 წელი, სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის თანახმად, საკუთრების უფლება ჩნდება კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, მემკვიდრეს წარმოეშობა მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. ასევე, 17.11.2017 წლის საქმეზე ას-589-548-2017 პრივატიზაციასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ „მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლება, ასევე, პრივატიზაციის უფლების ქონა თავისთავად წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობას და ის გარემოება, მხარემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელა თუ არა ამ უფლების ნამდვილობაზე გავლენას ვერ ახდენს (სკ-ის 331-ე მუხლის შესაბამისად, რეეგისტრაცია ძირითადად მესამე პირთა უფლებადამცავი აქტია), შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საკუთრება წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მასზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება.“ მოცემული არგუმენტებიდან გამომდინარეობს ერთადერთი საღი მსჯელობა, რომ უვადო ორდერი აპრიორი კანონიერი მოსარგებლისთვის (პირები, რომლებზეც გაიცა ორდერი და პირები რომლებიც ორდერის საფუძველზე ჩაწერილნი არიან ორდერით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაში) წარმოშობს ბინის პრივატიზების უფლებას დროში განუსაზღვრელი ვადით, ამასთანავე, არავის თანხმობის გარეშე. განსხვავებით საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის 73 ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებისა, რომლებიც ადგენენ პრივატიზებისთვის მიმართის გარკვეულ წესს მოქალაქეთა იმ ჯგუფისთვის, რომლებსაც ორდერები მიღებული აქვთ უშუალოდ სახელმწიფო ორგანიზაციებისაგან და მათ სარგებლობაში არსბეული ბინები ირიცხებიან სახელმწიფო საბინაო ფონდში (განცხადების ფორმას რომლითაც ბინით მოსარგებლემ უნდა მიმართოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს - დადგენილების მე-4 მუხლი);

 

აპელანტი მიუთითებს, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლზე რომლის თანახმად, სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბაო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია. ეს კი ნიშნავს, რომ ორდერი გაიცემოდა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების, ე.ი. ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. „აღნიშნული კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის იმ უფლების დადასტურება, რომელიც შეეხება საცხოვრებლ სადგომზე მფლობელობის მართლზომიერებას, ეკისრება ფაქტის მიმთითებელ მხარეს, კერძოდ, მხარეს, რომელიც უთითებს მფლობელობის მართლზომიერებაზე, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მასვე ეკისრება სსრკ-ის საბინაო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულების, ადმინისტრაციული აქტის წარდგენა.“ ( უსგ. საქმეზე სას-818-766-2017, 29.09.2017);

 

მოცემულ შეთხვევაში, აპელანტი განმარტავს, რომ მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილია როგორც „ს----------–-------------–---------–-----“ გამგეობის 6- ოქმი, მის საკუთრებაში აღნიშნული ბინა 6- მიღებასთან დაკავშირებით, ასევე გ--- დ-----–-- ძე ს-–--------ს სახელზე „ს----------–-------------–----------------------“ მიერ გაცემული ბინის მიღების ორდერი 7--- და ბინა 73 მიღების 21.04.1977წ. ორდერი 0-----. ასევე, როგორც ორდერი 7--- და ორდერი 0------დან დგინდება, ორდერში მითითებულია როგორც აწ გარდაცვლილი გ------–--------- მეუღლე - გ---–-------–-------- (-------------- ასევე ს-–-------- კ---- - გარდაცვლილის შვილი. შესაბამისად, დადგენილად უნდა მივიჩნიოთ, რომ ორდერში მითითებული პირები, წარმოადგენენ სადავო საცხოვრებელი სადგომების მართლზომიერ მფლობელებს, რომლებსაც ფლობის უფლება მოპოვებული ჰქონდათ ადმინისტრაციული აქტით. ხოლო ის ფაქტი, რომ უ-------–----- კ--–----- უძრავი ქონების უკანონო მისაკუთრების შემდგომ უსასყიდლოთ გადასცა ც-–----------------ა და მ-----–-–------- ბინები 6- და 73, არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ უ-------–---------–---- აღნიშნულიდან სარგებელი არ მიუღია. რადგან, უ-------–---------–----- მიერ აღნიშნული უძრავი ქონებების საკუთრებაში დარეგისტრირების ფაქტმა განაპირობა საზოგადოებისთვის 160.000 ათასი ლარის სარგებლის მიღება. ანუ, 160.000 ათასი ლარით, როგორც ეს აუდიტის დასკვნაშია მითითებული, მოხდა ს----------–-------------–---------–----- ქონებრივი აქტივის გაზრდა. ამიტომ, მოცემული დავის ფარგლებში ნაკლებ მნიშვნელობას ატარებს ის ფაქტი, თუ რა ხერხით მოახდინა კ--–----- ქონების შემდგომი რეალიზაცია.

 

3.5. აპელანტის განმარტებით, მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ ასაკობრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური განცდა და სხვა). ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვამ მოსარჩელეში გამოიწვია. მოცმეულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს საცხოვრებლის დაკარგვამ რამდენად გამოიწვია ჯანმრთელობის ხელყოფა მოსარჩელეებისთვის. საცხოვრებლის დაკარგვამ ხანდაზმულ ქალბატონ გ---–------- გამოიწვია ჯანმრთელობის პრობლემა, რის შედეგადაც მას დასჭირდა გულის ოპერაციის ჩატარება. აქედან გამომდიანრე, აპელანტს მიაჩნია, არსებობს მორალური ზიანის მოთხოვნის ანაზღაურების დაკმაყოფილების როგორც თეორიული, ისე ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.10. პუნქტები).

 

4.1.1. უდავოა, რომ მოპასუხე ს----------–-------------–---------–---- წარმოადგენს ს----------–-------------–---------------------- უფლებამონაცვლეს.

 

4.1.2. ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.08.1968 წლის №--- გადაწყვეტილებით, ექსპლუატაციაში მიღებული იქნა ს----------–-------------–---------------------- პ-----------------------–----–-----------------------–--–-------------------------–---------------------- საცხოვრებელი კორპუსი.

 

4.1.4. 2012 წლის 30 მარტის ს----------–-------------–---------–----- გამგეობის N--ის სხდომის ოქმი საფუძველზე, ქ-------–-------------------------–--–-------------------–---------------------------------------------------------------------- შენობა-ნაგებობების შიდა-აზომვითი ნახაზის მონაცემებით (----------) დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს----------–-------------–---------–----- სახელზე.

 

2012 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, უძრავი ქონება მდებარე: ქ--–---------–-------------–--–--------------------------------–--------------------------------------------------------------- აღრიცხულია მ-----–-–-------- საკუთრებად. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია ს----------–-------------–---------–----- გამგეობის სხდომის ოქმი.

 

აღნიშნული უძრავი ქონება შემდგომში სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ჯ-------–--------, შემდგომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე კ-------–-------- სახელზე, ბოლოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბ-------------- სახელზე (იხ. ს.ფ.19-27;46-47;52-64);

 

4.1.5. 2011 წლის 26 აგვისტოს სუ კავშირის გამგეობის სხდომის ოქმი №6--ის საფუძველზე, ქ-------–-------------------------–--–-------------------–--------------------------------------------------------------------- შენობა-ნაგებობების შიდა-აზომვითი ნახაზის მონაცემებით (----------- დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს----------–-------------–---------–----- სახელზე. 2011 წლის 30 სექტემბრის ოქმის საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა ც-–--------------- სახელზე.

 

2014 წლის 07 მარტის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, უძრავი ქონება აღირიცხა კ--------------------–--- სახელზე.

 

2014 წლის 05 ივნისის აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა გ--–----------–---–-- სახელზე. 2017 წლის 27 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა ი------------–---- სახელზე.

 

4.1.6. კ---------–----------------------–--------- შვილი. 2018 წლის 02 ნოემბერს ნოტარიუსის დადგენილებით კ------ ს-–-------- უარი ეთქვა გარდაცვლილი მამის, გ------–--------- მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, მათ შორის მისი გარდაცვლილი დედის,-------–------–--------- და 1983 წელს გარდაცვლილი მამის, დ-----–-----–--------- მთელ სამკვიდრო ქონებებზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

 

სანოტარო აქტის მიხედვით დგინდება, რომ გ------–-------- გარდაიცვალა 19.02.2008 წელს. კ------ ს-–--------- სამკვიდროს მისაღებად მიმართა 2018 წლის 18 ნოემბერს და დარღვეულია სამკვდროს მიღების ექვსთვიანი ვადა.

 

4.1.7. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტის თანახმად, არ დგინდება ქონების ფლობის ფაქტი. ასევე, წარდგენილ დოკუმენტებში მემკვიდრის და მამკვიდრებლის სახელი და გვარი სხვადასხვანაირადაა მითითებული. ამასთან, ვერ დგინდება ორდერში მითითებულ პირთა შორის ნათესაური კავშირი (იხ. ტომი II, ს.ფ. 79-80).

 

4.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 მაისის წერილის თანახმად დადგენილია, რომ ს----------–-------------–---------–---- უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ--–---------–-------------–--–----------------------------------------------------------------------------- და ამავე მისამართზე მდებარე ბ----, ს----------------------------------------------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, არ დგინდება 1968 წლის 06 იანვარს გაცემული №---- ორდერის, 1977 წელს გაცემული №------ ორდერისა და 1968 წლის 16 ოქტომბრის №--- გადაწყვეტილების (ორდერის) გაცემა ს----------–-------------–---------–----------- (იხ. ტომი II, ს.ფ. 172).

 

4.1.9. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის წერილში მითითებულია, რომ უძრავ ნივთებზე მდებარე: ქ--–---------–-------------–--–-------------------------------------------------------------------------------- და ამავე მისამართზე მდებარე ბინა №---ზე, ს----------------------------------------------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით სააღრიცხვო მასალაში უფლება აღრიცხული არ არის. უძრავი ნივთი აღრიცხულია უ-------–---------------------- სახელზე. ამასთანავე, წერილში მითითებულია, რომ სააღრიცხვო მასალაში ბინებზე (მათ შორის №6- -ზე და №---ზე) ორდერები დაცული არ არის (იხ. ტომი II, ს.ფ. 204).

 

4.2. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით გ---–--------–---------- და კ---------–--------- მიმართ მიყენებული ზიანის ფაქტის არსებობა არ მტკიცდება და შესაბამისად არ არსებობდა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

4.3. განსახილველ შემთხვევაში, გ---–--------–---------- და კ---------–--------- სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ს----------–-------------–---------–----, გ---–-------–--------ს და კ---------–--------- სასარგებლოდ, დაეკისროთ მატერიალური ზიანის 160 000 ლარის გადახდა, ხოლო მორალური ზიანისათვის 40 000 ლარის გადახდა. შესაბამისად, გ---–-------–--------სა და კ---------–--------- მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების მტკიცება მასზედ, მოქმედებები, რის შედეგადაც აპელანტებს ზიანი მიადგა სრულად მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, უძრავი ქონებების მართლსაწინააღმდეგო განკარგვით დადგა, და ეს კავშირშია მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან.

 

არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ: სუსგ №ას-507-481-2011, 30 იანვარი, 2012 წელი).

 

პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (იხ. სუსგ №ას-155-145-2017, 26.10.2018 წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტების განმარტებით, სადავოა 1969 წლის 6 იანვრის ორდერის საფუძველზე მიღებული საკუთრების უფლების ხელყოფა.

 

დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების აღრიცხვა თავდაპირველად განხორციელებულია მოპასუხე მხარის სახელზე. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის საკუთრებად სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებული არ ყოფილა. ქონების მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის აქტები დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა. დოკუმენტები, რომელიც მოპასუხის მიერ სარეგისტრაციოდ იქნა წარდგენილი ნამდვილია და სადავო არ არის. ასევე უდავოა, რომ რეგისტრაციის დროს სადავო ბინები იმყოფებოდნენ სხვა პირთა მფლობელობაში, რომელთა ინიციატივით შედგა აზომვითი ნახაზები და განხორციელდა ქონების რეგისტრაცია ჯერ მოპასუხის სახელზე, ხოლო შემდეგ მფლობელთა სახელზე. აღნიშნულ პირთა მიმართ რაიმე პრეტენზია არ ყოფილა წარდგენილი. არ დგინდება აღნიშნულ პირთა მიერ ქონების უსაფუძვლოდ ფლობის ფაქტი. არ დგინდება მოპასუხის მიერ განხორცილებული რაიმე უკანონო ქმედება. არ დგინდება, რომ მოპასუხემ იცოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ორდერების შესახებ და სუბიექტური მოტივებით ეს დოკუმენტები იგნორირებული იქნა. თავად მოსარჩელეც ვერ უთითებს მოპასუხის იმგვარ ქმედებაზე, რომლითაც დაირღვა კანონმდებლობა. არ დგინდება, რომ უ-------–----- კ--–----- განზრახ დამალა მოსარჩელის საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ წერილში მითითებულია, რომ მოპასუხე მხარის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს წარდგენილ დოკუმენტებს შორის არ არსებობდა ორდერი. ამავე დაწესებულების მიერ გაცემული წერილით დგინდება, რომ სააღრიცხვო მასალაში სადავო ბინებზე ორდერები დაცული არ არის. აღნიშნულით უარყოფილია მოსარჩელის ვარაუდი მოპასუხის მიერ ორდერების დამალვისა და მოსარჩელე მხარის უფლებების განზრახ დარღვევის შესახებ.

 

პალატა ასევე, მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილ სანოტარო აქტზე რომლის თანახმად, არ დგინდება აპელანტების მიერ ქონების ფლობის ფაქტი. ასევე, წარდგენილ დოკუმენტებში მემკვიდრის და მამკვიდრებლის სახელი და გვარი სხვადასხვანაირადაა მითითებული. ამასთან, ნოტარიუსის მიერ ვერ დადგინდა ორდერში მითითებულ პირთა შორის ნათესაური კავშირი.

 

მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. შესაბამისად, საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მატერიალური ზიანის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივ მიზანს მოკლებულია მსჯელობა, არის თუ არა მოსარჩელე ორდერების მფლობელთა უფლებამონაცვლე, ასევე, მსჯელობა - მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მართებულად არ დაკმაყოფილდა სარჩელი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ---–--------–---------- და კ---------–--------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი

 

მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე

 

დიანა ბერეკაშილი