განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020142219700094016
საქმე №1/აგ-73-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ე-–-----------–--ის (დაბადებული: 2--------- წელს, პირადი № 5----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი მაღლაკი) შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2015 წლის 04 მარტის განაჩენით, ე-–-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ე-–-----------–--ის მიმართ 2014 წლის 09 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 06 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 01 წლით თავისუფლების აღკვეთას, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მსჯავრდებულ ე-–-----------–--ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყო სასაჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.
დადგინდა, რომ მსჯავრდებულ ე-–-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
გაუქმდა ე-–-----------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით, ე-–-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი.
მსჯავრდებულ ე-–-----------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ი-----------–--ემ, შუამდგომლობით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ითხოვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაისინჯოს ე-–-----------–--ის მიმართ გამოტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 მარტის განაჩენი და გავრცელდეს მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა შუამდგომლობის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 მარტის განაჩენით ე-–-----------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ;
ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა თანახმად, მსჯავრდებულ ე-–-----------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და იგი უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. ასევე, უნდა აღუდგეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 მარტის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები.
დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 მარტის განაჩენი (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე 5-ე ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით, კერძოდ, 2014 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილში) უნდა დარჩეს უცვლელად.
შესაბამისად, მსჯავრდებულ ე-–-----------–--ეს მოსახდელად უნდა დაურჩეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 მარტისა და 2014 წლის 09 ოქტომბრის განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ ე-–-----------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----------–--ის, შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.ე-–-----------–--ე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან;
3.ე-–-----------–--ეს აღუდგეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2015 წლის 04 მარტის განაჩენით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
4.დანარჩენ ნაწილში, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელ - 06 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ.სვანიძე/