განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
330100118002747080
ინსტანცია
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002747080

საქმე №1ბ/1194-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

მერი ლაბარტყავას, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-------------–---–ის

ადვოკატ: ნ----------–-------ს

გამართლებულ: დ------------–-–---–ის და ნ--------------–-–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ ნ----------------–------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ა------------------------------------–----–-------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------------------------------------------–-, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

დ--------------–------------–-–---–ის დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ა------------------------------------–----–-------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------------------------------------------–-, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--------------–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ასევე, ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ------------–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ-------–--–----------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ--------------–-–---–მა ძლიერად ჩაარტყა ქვა თავში გ-----------------ეს, ასევე სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

 

2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ-------–--–----------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ---------------–-–---–მა დ------------–-–---–თან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დაარტყა ხელი გ----------------–---–ს, რითაც ჯგუფურად მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად.

 

2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ-------–--–----------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დ-------------–-–---–მა ნ--------------–-–---–თან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დაარტყა ხელი გ----------------–---–სა და გ-----------------ეს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით:

 

ნ--------------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ნ--------------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

დ------------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს დ------------–-–---–ის და ნ--------------–-–---–ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, დ------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ნ--------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დ------------–-–---–ის და ნ--------------–-–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით;

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი დ------------–-–---–ის და ნ--------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ------------–-–---–ის და ნ--------------–-–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ------------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, ძმებმა ნ------- და დ-------------–-–---–ებმა ქუჩაში გააჩერეს და მოსთხოვეს, რომ საქონელი მოეშორებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში სცემდნენ. მან უთხრა, რომ იმ მომენტში იყო შეუძლოდ და სხვა დროს ესაუბრათ. მეორე დილით, 2018 წლის 11 ივლისს, სახლთან ახლოს აძოვებდა საქონელს, რა დროსაც გამოიარა მისმა სიძემ - გ-----------------ემ, რომელმაც გაუჩერა ავტომანქანა და იგი ესაუბრებოდა მანქანაში მყოფ თავისი ოჯახის წევრებს, რა დროსაც მისი სიძის ავტომანქანის უკან გაჩერდა მ-----–-–---–ების ავტომანქანა. იგი მივიდა მათთან და მძღოლ ნ--------------–-–---–ს სთხოვა, რომ საქონელთან დაკავშირებით მასთან პრეტენზიები აღარ ჰქონოდა, თუმცა ნ--------------–-–---–მა დედის მისამართით შეაგინა მას და ავტომანქანიდან გადავიდა, რის გამოც მან ნ--------------–-–---–ს ხელჯოხი დაარტყა თავში. შემდეგ ავტომანქანიდან გადავიდა დ------------–-–---–იც და ორივე ძმამ დაუწყო ცემა. ჩხუბში ჩაერთო მისი სიძე, რომელსაც ნ--------------–-–---–მა ქვა ჩაარტყა თავში. ჩხუბისას ის და დ------------–-–---–ი ძირს დაეცნენ, რა დროსაც თავად ზემოდან მოექცა და ისე ურტყამდა დ------------–-–---–ს, ხოლო ნ--------------–-–---–ი მისსავე ხელჯოხს ურტყამდა მას ზემოდან - ზურგზე. საბოლოოდ მათი გაშველება შეძლეს ადგილზე მყოფმა გ-------------–--ემ და ჩხუბის ხმაზე გამოსულმა სხვა მეზობლებმა.

 

დაზარალებულ გ-----------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, დილით, მისი სიმამრი გ----------------–---–ი დასალაპარაკებლად მივიდა მისი ავტომანქანის უკან გაჩერებულ ნ------- და დ------------–-–---–ების ავტომანქანასთან, რა დროსაც ძმები მ-----–-–---–ები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გ----------------–---–ს დაუწყეს ცემა. აღნიშნულის დანახვაზე იგი თავადაც გადავიდა ავტომანქანიდან და ნ--------------–-–---–ს ბეჭისა და სახის არეში დაარტყა ხელი, რასაც მოჰყვა მათ შორის ჩხუბი, ხოლო შემდეგ, როდესაც ეს უკანასკნელი შებოჭა და გვერდით გაიყვანა, შეეცადა დ------------–-–---–ისა და გ----------------–---–ის გაშველებას, რა დროსაც მარცხენა საფეთქლის არეში მოხვდა მკვრივი საგანი, რომ მიიხედა, ნ--------------–-–---–ი იდგა მის უკან და ხელჯოხი ჰქონდა მოღერებული. იგი ვარაუდობს, რომ ნ--------------–-–---–მა ესროლა ქვა საფეთქლის არეში, რადგან მოცემულ შემთხვევაში სხვა ვერ ესროდა. საბოლოოდ მათი გაშველება შეძლეს ჩხუბის ხმაზე გამოსულმა მეზობლებმა.

 

მოწმე გ--------------–--ის განმარტებით, მეზობლების - ერთის მხრივ, - ნ------- და დ------------–-–---–ებისა და მეორეს მხრივ, - გ----------------–---–ისაგან ცნობილი იყო, რომ მათ ერთმანეთთან ჰქონდათ უთანხმოება საქონელთან დაკავშირებით. 2018 წლის 11 ივლისს, დილის საათებში, იგი იმყოფებოდა მ-----–-–---–ების ავტომანქანაში, რა დროსაც მათთან მივიდა გ----------------–---–ი და ნ--------------–-–---–ს მოუწოდა: „ბოლოჯერ გაფრთხილებ, მაგ თემაზე საუბარი აღარ იყოსო“. შემდეგ ნ--------------–-–---–ი დასალაპარაკებლად გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც ამ უკანასკნელს გ----------------–---–მა ხელჯოხი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ნ---------------–-–---–ი ძირს დაეცა. მოწმის განმარტებით, ხელჯოხის ჩარტყმის წინ ნ--------------–-–---–ის მხრიდან შეგინება არ ყოფილა. გ----------------–---–ის მხრიდან განხორციელებული დარტყმისთანავე, იგი გადავიდა ავტომანქანიდან და გაშველების მიზნით ჩადგა მათ შუაში. ნ-------ის დასახმარებლად მანქანიდან გადმოვიდა დ------------–-–---–იც და შეეცადა გ----------------–---–ისათვის ჯოხის წართმევას ამასობაში, გ-----------------ეც გადმოვიდა ავტომანქანიდან და ამ უკანასკნელსა და დ------------–-–---–ს შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რის გამოც მათი გაშველება დაიწყო. შემდეგ ჩხუბის ხმაზე მეზობლები გამოვიდნენ და საბოლოოდ, ერთობლივად შეძლეს მათი გაშველება. მოწმის განმარტებით, გ----------------–---–ის ხელში დანა შენიშნა ჩხუბის ბოლოს, თუმცა მისი გამოყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე მ----------------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი გ----------------–---–ის შვილია. 2018 წლის 10 ივლისს, დ----- და გ------ მ-----–-–---–ებიდან ერთ-ერთმა მამამისს უსაყვედურა, რომ საქონლის და ნაკელის სუნი აწუხებდათ და მოეგვარებინა ეს საკითხი. მათ ჰყავდათ 9-10 სული საქონელი და იმ ადგილიდან, სადაც ნაკელს ყრიდნენ მ-----–-–---–ების სახლამდე იყო ორი-სამი მეტრი. მ-----–-–---–ებს სხვა დროსაც არაერთხელ უთქვამთ მამამისისთვის, რომ აწუხებდათ ნაკელის სუნი, მწერების სიმრავლე და ა.შ. საღამოს თვითონაც დაელაპარაკა ნ------- და დ------------–-–---–ებს და უთხრა, რომ ვერაფერს შეცვლიდნენ, პირიქით, საქონელსაც გაამრავლებდნენ და ნაკელსაც კვლავაც დაყრიდნენ, თუმცა მასთან საუბრისას მ-----–-–---–ებს დიდი პრეტენზია არ ჰქონიათ. მეორე დილით, 2018 წლის 11 ივლისს, თავისი ქმრის - გ------------------ის ავტომანქანით მიდოდნენ სამსახურში, შეჩერდნენ მამამისთან, რომელიც იქვე აბალახებდა ძროხებს და მათ ერთმანეთს დაუწყეს ლაპარაკი, რა დროსაც მათ უკან გაჩერდა მ-----–-–---–ების ავტომანქანა. გ----------------–---–ი მივიდა მ-----–-–---–ების ავტომანქანასთან, თუმცა რა უთხრა მათ, მისთვის უცნობია. შემდეგ ძმები მ-----–-–---–ები გადმოხტნენ მანქანიდან და მამამისს დაუწყეს ჩხუბი. ჩხუბის განმუხტვის მიზნით ავტომანქანიდან გადავიდა მისი ქმარი - გ-----------------ეც, თუმცა ნ--------------–-–---–მა მას დაუწყო ცემა. ამის გამო, თვითონაც გადავიდა ავტომანქანიდან და ქვა ესროლა ნ--------------–-–---–ს. შემდეგ მეზობლებმა შეძლეს კონფლიქტის განმუხტვა და წავიდნენ სახლში. საღამოს მათ სახლში მისულმა ოჯახის წევრებმა და სტუმრებმა სცადეს მ-----–-–---–ებთან საკითხის გარკვევა, თუმცა კამათი რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაიშალნენ.

 

მოწმე მ------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 10 ივლისის საღამოს ნ---------------–-–---–მა მის მეუღლეს - გ----------------–---–ს მოსთხოვა საქონლის მოშორება, რადგან სუნი აწუხებდათ, თავადაც ჩაერია მათ საუბარში და ნ--------------–-–---–ს უთხრა, რომ მათ სურვილზე სიარულს არ აპირებდნენ და უფრო მეტსაც შეიძენდნენ. 2018 წლის 11 ივლისს დილით, შვილი - მ----------------–---–ი და სიძე - გ-----------------ე, მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სახლიდან გავიდნენ, თუმცა დაახლოებით 15-20 წუთში უკან დაბრუნდნენ და მ----------------–---–მა უთხრა, რომ ნ------- და დ------------–-–---–ებთან მოუვიდათ ჩხუბი. აღნიშნული ჩხუბის შედეგად მისი მეუღლე - გ----------------–---–ი და სიძე - გ-----------------ე იყვნენ დაშავებულები. საღამოს ახლობლები ესტუმრნენ და სცადეს სიტუაციაში გარკვევა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი აღარ ჰქონია.

 

მოწმე ნ-----–----–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, დილის საათებში, იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც შემოესმა ჩხუბისა და ყვირილის ხმა. მან გაიხედა და დაინახა, რომ რამდენიმე პირი ერთმანეთში ჩხუბობდა. მან დასახმარებლად დაუძახა ოჯახის წევრებს და გაემართა მათ გასაშველებლად. ადგილზე მისვლისას ჩხუბი უკვე დასრულებული იყო. ნ------- და დ------------–-–---–ები, ასევე, გ----------------–---–ი და გ-----------------ე იყვნენ დასისხლიანებულები. მან მოკიდა ხელი დ------------–-–---–ს და წაიყვანა ჩხუბის ადგილიდან, ხოლო ნ--------------–-–---–ი მისმა დედამთილმა ც-------------------ემ წაიყვანა.

 

მოწმე ც-------------------ემ დაადასტურა მოწმე ნ-----–----–--ის მიერ მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ მან წამოაყენა დაბლა დაცემული ნ--------------–-–---–ი, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი და წაიყვანა სახლში, ხოლო დ------------–-–---–ი მისმა რძალმა წაიყვანა.

 

მოწმე ლ-----–----–--ის ჩვენების თანახმად, კონფლიქტის ადგილზე მისი მისვლისას, ჩხუბი დასრულებული იყო. ჩხუბში მონაწილე ორივე მხარეს იყვნენ დასისხლიანებულები და ერთმანეთზე იწევდნენ. ამასთან, გ----------------–---–ს ხელში ეჭირა დანა, რომელიც მან გამოართვა და იქვე არსებულ ზურგჩანთაში ჩადო. საბოლოოდ იქ მყოფმა პირებმა შეძლეს მათი გაშველება.

 

საქმის არსებითი განხილვისას, ნ--------------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ მეზობლად მცხოვრებ გ----------------–---–თან საქონლის მოვლასთან დაკავშირებით ჰქონდა უთანხმოება, კონკრეტულად კი აწუხებდა საქონლის და ნაკელის სუნი, რომელსაც გ----------------–---–ი მათი სახლის ახლოს ყრიდა და ფანჯრის გაღება შეუძლებელი იყო. 2018 წლის 11 ივლისს, დილის საათებში, ძმასთან დ------------–-–---–თან და მეზობელთან გ-------------–--ესთან ერთად კუთვნილი ავტომანქანით მიდიოდა სამსახურში. გზად მიადგნენ გ----------------–---–ის სიძის - გ-----------------ის გაჩერებულ ავტომანქანას, ხოლო გ----------------–---–ი ელაპარაკებოდა ავტომანქანაში მსხდომ ოჯახის წევრებს, გზა იყო იმდენად ვიწრო, რომ გ-----------------ის ავტომანქანის გვერდის ავლით ვერ გაივლიდა, ამიტომ ავტომანქანა გააჩერა გ-----------------ის ავტომანქანის უკან და დაელოდა მის წასვლას. გ----------------–---–მა მათი დანახვისთანავე მოიხსნა ზურგჩანთა, რომელიც იქვე დააგდო და მსხვილი ჯოხით მივიდა მათ ავტომანქანასთან, უშუალოდ მას მოუღერა ჯოხი და ხელების ქნევით დაუწყო საქმის გარჩევა. იგი (ნ--------------–-–---–ი) დასალაპარაკებლად გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც გ----------------–---–მა ორჯერ დაარტყა თავში ჯოხი, რის შედეგადაც იგი (ნ--------------–-–---–ი) ძირს დაეცა და გაითიშა, როდესაც გონზე მოვიდა, დაინახა, რომ მისი ძმა - დ------------–-–---–ი მათი ავტომანქანის კართან იყო დაცემული, ხოლო გ----------------–---–ი და მისი სიძე გ-----------------ე ზემოდან იყვნენ მოქცეულები და ურტყამდნენ. აღნიშნულის დანახვისთანავე, ვინაიდან „ძმას უკლავდნენ“, აიღო იქვე დაგდებული გ------ის კუთვნილი ჯოხი და რამდენჯერმე დაარტყა გ-----------------ეს თავში, ხოლო გ----------------–---–ს ზურგზე. მანვე დაადასტურა, რომ აღნიშნული ჩხუბის დროს საკუთარი თავის დაცვისა და ძმის დახმარების მიზნით, ხელისა და ჯოხის დარტყმებით განახორციელა გ----------------–---–ისა და გ-----------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, თუმცა უარყო გ-----------------ის მიმართ ქვის სროლის ფაქტი და აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს ქვებს ისროდა გ----------------–---–ის შვილი - მ----------------–---–ი. მან ასევე უარყო მათ ავტომანქანასთან გ----------------–---–ის მისვლისას მისთვის შეგინების ფაქტი.

 

იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს დ------------–-–---–მა, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, დილის საათებში, მათ ავტომანქანასთან მივიდა გ----------------–---–ი და მის ძმას - ნ--------------–-–---–ს აგრესიულად, ხელებისა და ჯოხის ქნევით დაუწყო ლაპარაკი. ნ--------------–-–---–ი სასაუბროდ გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც გ----------------–---–მა ნ--------------–-–---–ს ორჯერ დაარტყა თავში მსხვილი ჯოხი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ძირს დაეცა. იგი ძმის დასახმარებლად გადავიდა ავტომანქანიდან და შეეცადა გ----------------–---–ისთვის ხელკეტის წართმევას/დაგდებინებას, რაც შეძლო კიდეც, თუმცა გ----------------–---–მა მისი მისამართით მაინც განაგრძო ჩხუბი. ამ დროს მათთან მივარდა გ-----------------ეც და სახეში დაარტყა დ-----ს ხელი. შემდეგ ორივემ - გ----------------–---–მა და გ-----------------ემ იგი წააქციეს მათი ავტომანქანის კართან და ზემოდან მოქცეულები ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. ამასობაში, ნ-------ი წამოდგა, აიღო ძირს დაგდებული ჯოხი და მოუქნია გ------ს და მის სიძეს, რის შედეგადაც თავდამსხმელებმა შეწყვიტეს მისი ცემა და თავი გაითავისუფლა, თუმცა გ-----------------ემ მაინც გააგრძელა მასთან ჩხუბი, რა დროსაც ძიძგილაობის პროცესში მიეყრდნენ მავთულის ღობეს და ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დროს მიიღო გ-----------------ემ შუბლზე დაზიანება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ნ--------------–-–---–მა და დ------------–-–---–მა დააზუსტეს, თუ რაში „ცნობდნენ თავს დამნაშავედ“ და განმარტეს, რომ ისინი ადასტურებდნენ ჩხუბში მონაწილეობის ფაქტსა და ამ ჩხუბის დროს გ----------------–---–ისა და გ-----------------ისათვის დაზიანების მიყენებას, თუმცა განმარტეს, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ ასე მოქცეულიყვნენ, რადგან მოქმედებდნენ საკუთარი და ძმის ინტერესების დასაცავად, რამდენადაც ორივენი რეალურად იმყოფებოდნენ თავდაცვით მდგომარეობაში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, შპს „აკადემიკოს ო----------–-----ის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #------ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე ნ--------------–-–---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 11.07.18წ-20.07.18წ. დიაგნოზით: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდალური ჰემორაგია, თხემის (კეფის) არეში ნაფლეთოვანი ჭრილობა. მარცხენა იდაყვის ღრძობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მარჯვენა თხემის არეში აღენიშნება კანქვეშა ჰემატომა. აღნიშნული დაზიანებანი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებანი, გარდა თხემის (კეფის) არეში ნაფლეთოვანი ჭრილობისა, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 13 ივლისს მოქალაქე გ----------------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, სისხლჩაქცევის და სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ: მარჯვენა წარბის მიდამოში აღენიშნებოდა მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი; მარჯვენა თვალბუდის სკლერაში - მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა. მარჯვენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე - კანის დონიდან მაღლა მდებარე მოწითალო-მოყავისფრო ფერის ნაზი ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი; ასეთივე ხასიათის ნაჭდევები აღენიშნებოდა: მარცხენა ლოყის მიდამოში, მარცხენა ბეჭის მიდამოში, გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ხერხემლის ახლო ხაზზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, რომლის თანახმად, „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი #---------დან, დ------------–-–---–ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 12.07.2018 წ. 01:03 საათზე, სასწრაფოს ჩანაწერში აღწერილია ექსკორიაციები მარჯვენა და მარცხენა იდაყვის სახსრის არეში და მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის არეში. 12.07.2018 წ. მოქალაქე დ------------–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და ერთი ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით, კერძოდ: საფეთქლის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება თითქმის კანის დონეზე მდებარე მოწითალო ფერის ნაზი ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი. ასეთივე ხასიათის ნაჭდევები აღენიშნება: კისრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში ზოლისებრი ფორმის; მარჯვენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე; მარჯვენა მხრის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე ზოლისებრი ფორმის; მარჯვენა ბეჭის მიდამოში, შუა მესამედში; მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე; მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე; მარჯვენა წვივის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე; მარჯვენა ტუჩის მიდამოში; მარცხენა წარბის გარეთა კუთხესთან აღენიშნება ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობა; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ- ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „-- კლინიკური საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე გ-----------------ეს კლინიკისთვის მიუმართავს 2018 წლის 11 ივლისს, 09:58 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: მარცხენა შუბლ-თხემის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, გ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, ნ--------------–-–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების გამო, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და დ------------–-–---–ის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისათვის. ამავე განაჩენით გ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - ნ------- და დ------------–-–---–ების მიმართ, ჯგუფურად - გ----------------–---–თან ერთად, განხორციელებული ძალადობისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, მ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - დ------------–-–---–ის მიმართ განხორციელებული სხვაგვარი ძალადობისათვის (დ------------–-–---–ს ესროლა ქვა).

 

სააპელაციო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ 2018 წლის 11 ივლისს მომხდარი შემთხვევის დროს ნ--------------–-–---–ი და დ------------–-–---–ი მოქმედებდნენ მართლზომიერად, თავდაცვით და სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის მდგომარეობაში. ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. აუცილებელი მოგერიების მდომარეობა მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: 1. სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა; 2. ხელყოფის იმწუთიერობა; 3. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მომხდარი ჩხუბის გარემოებების გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები სახეზე იყო. შესაბამისად, ნ--------------–-–---–ი და დ------------–-–---–ი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმყოფებოდნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რასაც მივყავართ აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშნამდე – უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებამდე, რომელიც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება და წარმოადგენდეს ადეკვატურ თავდაცვით საშუალებას.

 

მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის არსებობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. ერთის მხრივ, დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ხელყოფა მყისიერად და საბოლოოდ აღკვეთოს ან მინიმუმ შეასუსტოს, მეორეს მხრივ, თავდამცველი უფლებამოსიალია, აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე.ი. მას შეუძლია მისთვის საიმედო, ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების დროს. და ბოლოს, აუცილებელი მოგერიების დროს პირი უნდა მოქმედებდეს თავდაცვის სურვილით, იქნება ეს საკუთარი, ინდივიდუალური, თუ სხვისი, ზეინდივიდუალური სიკეთის დაცვის სურვილი, მთავარია რომ ქმედების განმახორციელებელს, უშუალოდ თავდაცვითი ქმედების განხორციელების დროს ჰქონდეს თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. სასამართლო მივიდა დასკვნამე, რომ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფი დ------------–-–---–ის და ნ--------------–-–---–ის ქმედებები წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ ქმედებებს და ისინი განხორციელებული იყო სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების შეფასების შემდგომ პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თავდაპირველად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გ----------------–---–მა ორჯერ დაარტყა თანნაქონი ჯოხი მასთან მანქანიდან სასაუბროდ გადასულ ნ--------------–-–---–ს. ნ--------------–-–---–ი დარტყმების მიღების შედეგად ძირს დაეცა და გაითიშა. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს როგორც ნ------- და დ------------–-–---–ებმა ისე, გ-------------–--ემ, ამ უკანასკნელმა რეალურად დაადასტურა რა გამართლებულთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მითითებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნა, რომ გ----------------–---–ის მიერ ნ--------------–-–---–ისათვის ხელჯოხის დარტყმის წინ ნ--------------–-–---–ის მხრიდან შეგინება არ ყოფილა. დ------------–-–---–თან მიმართებაში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ხსენებული ვითარების ნახვის შემდეგ ერთვება იგი კონფლიქტში და მოქმედებს რა თავისი ძმის სამართლებრივი სიკეთის, - ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის სურვილით ჯოხს ართმევს გ----------------–---–ს. აღნიშნული გარემოებას ადასტურებს, როგორც თავად დ------------–-–---–ი ასევე, მოწმე გ-------------–--ე, რომლის განმარტებით ნ-------ის დასახმარებლად მანქანიდან გადავიდა დ------------–-–---–ი და შეეცადა გ----------------–---–ისათვის ჯოხის წართმევას. შემდეგ მათთან მიდის გ-----------------ე და ახლა უკვე გ----------------–---–ი და გ-----------------ე ერთობლივად უპირისპირდებიან და სცემენ დ------------–-–---–ს. აღნიშნული გარემოების გამო, თავად დ------------–-–---–ი აღმოჩნდა საკუთარი თავის დასაცავად აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. წაქცეულ დ------------–-–---–ს გ----------------–---–ი ზემოდან მოექცა და დაუწყო დარტყმების მიყენება, რასაც ადასტურებს როგორც თავად დ------------–-–---–ი ისე, დაზარალებული გ----------------–---–ი. ხსენებული ვითარების დროს, ნ--------------–-–---– წამოდგა ფეხზე და დაინახა რა, რომ გ----------------–---–ი მის ძმას - დ------------–-–---–ს ზემოდან მოქცეული ურტყამდა გ-----------------ესთან ერთად, ძმის ინტერესების დასაცავად აიღო იქვე დაგდებული ჯოხი და დაარტყა თავდამსხმელს (გ----------------–---–ს) ზურგის არეში.

 

სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს რა წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, სადაც ნათლად არის ასახული, როგორც გამართლებულთა ისე დაზარალებულთათვის მიყენებული დაზიანების ხარისხი და რაოდენობა მიიჩნევს, რომ ნ--------------–-–---–ის და დ------------–-–---–ის ქმედებები წარმოადგენდა ადეკვატურ თავდაცვით საშუალებას. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული რომ გ-----------------ეს ნამდვილად ნ--------------–-–---–მა ჩაარტყა ქვა. აღნიშნული გარემოების შესახებ თავად გ-----------------ეც ვარაუდით საუბრობს და აღნიშნავს, -,, ვარაუდობს, რომ ქავა ნ--------------–-–---–მა ესროლა“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ--------------–-–---–ი და დ------------–-–---–ები მოქმდებდნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ნ--------------–-–---–მა და დ------------–-–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინეს. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ--------------–-–---–ის და დ------------–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი ნ--------------–-–---–ის და დ------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი ნ--------------–-–---–ის და დ----- მ-----–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ნ--------------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ--------------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს

 

დ------------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გამართლებულ ნ--------------–-–---–ს და დ------------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი