განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
330100119002892926
ინსტანცია
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002892926

საქმე №1ბ/1158-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ც-------–---–---ის

ადვოკატ: ნ--------------ის

მსჯავრდებულ: ნ-----–---------–--–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ც-------–---–---ის, ასევე, მსჯავრდებულ ნ-----–---------–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---------------------–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ქ-------–-----–-------------–-----------–---ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ნ-----–---------–--–---–მა ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

მ----------–---–ი 2018 წლის აპრილის თვიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ნ-----–---------–--–---–თან. 2018 წლის 5 ოქტომბერს მათ დროებით შეწყვიტეს თანაცხოვრება, რაც აღადგინეს 2018 წლის 25 დეკემბერს. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის აპრილიდან 2018 წლის ოქტომბრამდე და 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 25 იანვრამდე ნ-----–----------–--–---–ი სისტემატურად სცემდა მ----------–---–ს და ძალადობდა მასზე.აღნიშნული გამოიხატებოდა ხელების და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით, ასევე თმის მოქაჩვით, რა დროსაც მ----------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. ყველა შემთხვევას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და დამამცირებელი მიმართვა.

 

2018 წლის ივნისის თვის დასაწყისში, ქ-------–--–---–-----------------–-----------------------------------–ი ნ-----–---------–--–---–მა სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე 2018 წლის 19 აგვისტოს, ქ-------–--–---------–-----------------–-----------------------------------–- ნ-----–---------–--–---–მა სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. 2018 წლის 30 სექტემბერს, ზემოაღნიშნულ მისამართზე ნ-----–---------–--–---–მა მ----------–---–ს სხეულის სხვადასხვა არეში ფეხებისა და ხელების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ითრია თმით, რის შედეგადაც მ----------–---–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–-----------------–-----------------------------------–ი ნ-----–---------–--–---–მა სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----------–---–ს და ათრია თმით. აღნიშნულის შემდეგ, დანის გამოყენებით სხეულზე ჩხვლეტითა და დასმით სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები, რის შედეგადაც მ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

მ----------–---–ი 2018 წლის აპრილის თვიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ნ-----–---------–--–---–თან. 2018 წლის 5 ოქტომბერს მათ დროებით შეწყვიტეს თანაცხოვრება, რაც აღადგინეს 2018 წლის 25 დეკემბერს. თანაცხოვრების პერიოდში,2018 წლის აპრილიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ნ-----–---------–--–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მ----------–---–ს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ტანჯვა.

 

მ----------–---–ი 2018 წლის აპრილის თვიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ნ-----–----------–--–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში, ნ-----–-----------–--–---–ი მ----------–---–ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. 2018 წლის 19 აგვისტოს, ქ-------–--–---–-----------------–-----------------------------------–ი ნ-----–---------–--–---–ი მ----------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. 2018 წლის 5 ოქტომბერს მათ დროებით შეწყვიტეს თანაცხოვრება, თუმცა ნ-----–----------–--–---–ი სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მ----------–---–ს სთხოვდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. განხორციელებული მუქარების შედეგად მ----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენით:

 

ნ-----–---------–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი - 2018 წლის 19 აგვიტოს, 2018 წლის 30 სექტემბრის და 2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდები).

 

ნ-----–---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი; 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ-----–---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი; 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ-----–---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ-----–----------–--–---–ს ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (სისტემატური შეურაცხყოფა/ დამცირების ნაწილში), როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ნ-----–---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–---------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ნ-----–---------–--–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და 8 (რვა) თვე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---------–--–---–ს მოსახდელად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ-----–---------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ც-------–---–---ემ, ასევე, მსჯავრდებულმა ნ-----–---------–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ--------------ემ.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ც-------–---–---ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ნ-----–---------–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულმა ნ-----–---------–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ--------------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის, - თავისუფლების აღკვეთის შემსუბუქების თვალსაზრისით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ც-------–---–---ის, ასევე, მსჯავრდებულ ნ-----–---------–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენი ნ-----–---------–--–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ნ-----–---------–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი - 2018 წლის 19 აგვიტოს, 2018 წლის 30 სექტემბრის და 2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

დაზარალებულმა მ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის აპრილის თვიდან იგი იმყოფებოდა ფაქტობრივ ქორწინებაში ნ-----–---------–--–---–თან, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ხდებოდა აგრესიული და ეჭვიანობის ნიადაგზე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: 2018 წლის 19 აგვისტოს, ქ-------–--–---–-

 

ა--------------–------------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–---------–--–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი გაარტყა სახის არეში, ასევე მოქაჩა თმა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაულურჯდა თვალი. ასევე, 2018 წლის 30 სექტემბერს, ქ-------–--–---–-----------------–-----------------------------------–ი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–---------–--–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - გამეტებით სცემა ხელებითა და ფეხებით, მოქაჩა თმებით, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ცხვირიდან სდიოდა სისხლი. აღნიშნული ძალადობის გამო 2018 წლის 5 ოქტომბერს ის და ნ-----–---------–--–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს. შემდეგ, ვინაიდან ნ-----–---------–--–---–ი უყვარდა, ხოლო ეს უკანასკნელი პატიებას სთხოვდა და ჰპირდებოდა, რომ ძალადობას ადგილი აღარ ექნებოდა, 2018 წლის 25 დეკემბერს ის და ნ-----–---------–--–---–ი ისევ შერიგდნენ, თუმცა ერთ თვეში, 2019 წლის 25 იანვარს, კვლავ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა და აგრესიულად განწყობილმა ნ-----–----------–--–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე გამეტებით სცემა ხელებითა და ფეხებით, ათრია თმით, რის შემდეგაც აიღო დანა და ემუქრებოდა დასახიჩრებით - ცხვირის, ყურის მოჭრით და სახის დაჭრით. იმავდროულად, იგი დანით ჩხვლეტდა და უსერავდა სხეულის სხვადასხვა ადგილს, რის გამოც მან რეალურად აღიქვა სიკვდილისა და დასახიჩრების საფრთხე და საშველად დაიწყო განწირული ყვირილი. კონფლიქტის დასრულების შემდეგ მათთან მივიდნენ მეზობლის მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. დაზარალებულის თქმით, მიუხედავად ნ-----–---------–--–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და მუქარისა, რისიც ძალიან შეეშინდა, იგი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვას მაინც არ აპირებდა. ასევე, დღეის მდგომარეობით მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მომავალშიც გეგმავს მასთან თანაცხოვრებას იმ პირობით, თუ ნ-----–---------–--–---–ი ალკოჰოლს აღარ მიიღებს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 30 იანვარს მოქალაქე მ----------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების, სისხლნაჟღენთის და ნაჭდევის სახით. სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ხსენებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 25

 

იანვარს, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახის მიდამოში, ასევე დანა დაარტყა სახის მიდამოში.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

გარდა დაზარალებულ მ----------–---–ის ჩვენებისა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, სხვა მტკიცებულებები მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ნ-----–---------–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში იგი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - მ----------–---–ს, ასევე, საფუძვლიანი ეჭვიანობის ნიადაგზე 2018 წლის 19 აგვისტოს, 2018 წლის 30 სექტემბერს და 2019 წლის 25 იანვარს მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, თუმცა უარყო მის მიმართ მუქარისა და სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის განხორციელება და აღნიშნა, რომ გარდა ზემოაღნიშნული ძალადობის სამი შემთხვევისა, სხვა დროს მეუღლის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ ნ-----–---------–--–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილიდან (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი - 2018 წლის 19 აგვიტოს, 2018 წლის 30 სექტემბრის და 2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდები) დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ძალადობა ჯამში სამჯერ მაინც უნდა განხორციელედეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. ამიტომ წარმოუდგენელია ძალადობა მივიჩნიოთ სისტემატურად, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მათ შორის აღნიშნული სისტემური ჯაჭვი ქრება, რაც შეფასებითი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო ადგენს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-

 

ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–---------–--–---–ს ბრალად ედება მ----------–---–ის მიმართ სამი ძალადობრივი ქმედების ჩადენა (რასაც თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს), რომელთაგან პირველი განხორციელდა 2018 წლის 19 აგვისტოს, მეორე - 2018 წლის 30 სექტემბერს, ხოლო მესამე - 2019 წლის 25 იანვარს. გამოდის, რომ პირველი ძალადობრივი ქმედებიდან მეორე ქმედებამდე ერთ თვეზე მეტი დრო, ხოლო მეორედან მასამე ქმედებამდე თითქმის ოთხი თვე იყო გასული. პალატის შეფასებით, ეს იმდენად ხანგრძლივი პერიოდია, რომ პირველ შემთხვევაში განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია განცდილი ფიზიკური ტკივილი ამ ხნის განმავლობაში იმ ინტენსივობით შენარჩუნებულიყო, რომ მას სისტემატური ძალადობისთვის დამახასიათებელი ელფერი შეეძინა. თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ნ-----–---------–--–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებები დანაშაულს არ წარმოადგენს. საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია - განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ-----–---------–--–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები - 2018 წლის 19 აგვისტოს, 2018 წლის 30 სექტემბრის და 2019 წლის 25 იანვარის ეპიზოდებში წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, - სამ დამოუკიდებელ ეპიზოდს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს ნ-----–---------–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იმ საფუძვლით, რომ ნ-----–---------–--–---–მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ და ამომწურავ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ფიზიკური ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა-დამცირება ერთი დანაშაულის - ოჯახში ძალადობის ალტერნატიული ქმედებებია და მათი ერთდროულად ჩადენა ცალ-ცალკე კვალიფიკაციას არ საჭიროებს. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ნ-----–---------–--–---–ის ქმედებები ფიზიკური ძალადობის სამი შემთხვევის გამო, დაკვალიფიცირდა ოჯახში ძალადობის სამ დამოუკიდებელ ეპიზოდად, აღნიშნული კვალიფიკაცია მოიცავს სისტემატურ შეურაცხყოფა-დამცირებასაც. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----–---------–--–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილი (სისტემატური შეურაცხყოფა-დამცირება) სავსებით სამართლიანად ამოერიცხა, როგორც, ზედმეტად წარდგენილი.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი გარდა ზემოაღნიშნული მოთხოვნებისა ითხოვს ნ-----–---------–--–---–ისათვის დანიშნული სასაჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილშიც უნდა დარჩეს უცვლელად. პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ თავდაპირველად რეციდივის წესით და შემდგომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად, მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის, სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, იღებს ვალდებულებას, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

სააპელაციო პალატა ამავე დროს მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ-----–---------–--–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მტკიცებულებათა ნაწილი არ გახადა სადავოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ც-------–---–---ის სააპელაციო

 

საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ნ-----–---------–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ-----–---------–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი - 2018 წლის 19 აგვიტოს, 2018 წლის 30 სექტემბრის და 2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდები).

 

ნ-----–---------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი; 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ-----–---------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი; 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ-----–---------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ-----–----------–--–---–ს ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (სისტემატური შეურაცხყოფა/ დამცირების ნაწილში), როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ნ-----–---------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–---------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ნ-----–---------–--–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და 8 (რვა) თვე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---------–--–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ-----–---------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

მ----------–---–ის ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ----------–---–ს,კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ნ-----–---------–--–---–ის ნერწყვის ნიმუში და მ----------–---–ის სისხლის ნიმუში, ასევე ამოღებული დანა (ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი