განაჩენი

სისხლის სამართლის 04.11.2019
საქმის ნომერი
330100118002521094
ინსტანცია
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002521094

საქმე №1ბ/1207-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ------------ის,ადვოკატ - გ------------------ის მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ზ-----------------------------ის მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ---------–----------–---------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ-----------------------------------------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:

 

ზ-------------------ძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა (2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ზ-------------------ძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ზ-------------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ზ-------------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ზ-------------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი);

 

ზ-------------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა (2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი) შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 29 დეკემბრის და 2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ-------------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ზ-------------------ძემ ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სამი ეპიზოდი).

 

მანვე ჩაიდინა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (სამი ეპიზოდი).

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის მარტში, ზ-------------------ძის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანის სალონში ზ---–-–-----–-–---–ს დარჩა საფულე და მასში მოთავსებული პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობები. ზ-------------------ძემ გადაწყვიტა ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, 2017 წლის 28 დეკემბერს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ს.ს. „ლ--------------ს“ მიკროავტობუსში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ზ-------------------ძემ ითხოვა ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათის დამზადება და სესხი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ-------------------ძე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გახსნა ანგარიში ზ---–-–-----–-–---–ის სახელზე, დაამზადა პლასტიკური ბარათი და გაგზავნა მოთხოვნა მისივე სახელით სესხის გაცემაზე, რითაც მოლარე ოპერატორმა განახორციელა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. ვინაიდან იდენტიფიკაციისათვის განაცხადში აუცილებელი იყო მობილური ტელეფონის მითითება, ზ-------------------ძემ მიუთითა მის მფლობელობაში არსებული ბილაინის ქსელში ჩართული სიმბარათის ნომერი - 5-----------. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მანვე თაღლითურად აიღო სესხი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ.------–--–-------------------------- შესახვევში არსებული ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ს.ს. „ლიბერთი ბანკს“ მიადგა 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ზ-------------------ძემ კვლავ გადაწყვიტა ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, 2017 წლის 29 დეკემბერს, ქ-------–--–--------------------------------–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ს.ს. „ლ--------------ს“ მიკროავტობუსში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, ითხოვა 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული სესხის თანხის გაზრდა 800 (რვაასი) ლარამდე. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ-------------------ძე წარდენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, გაგზავნა მოთხოვნა ზ---–-–-----–-–---–ის სახელით სესხის თანხის გაზრდაზე, რითაც მოლარე-ოპერატორმა განახორციელა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტორნულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და გაიცა სესხი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, საიდანაც დაიფარა 2017 წლის 28 დეკემბერს აღებული 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სესხი. ზ-------------------ძემ დარჩენილი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ.------–--–-------------------------- შესახვევში არსებული ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ს.ს. „ლიბერთი ბანკს“ მიადგა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2018 წლის 06 იანვარს ზ-------------------ძემ კვლავაც განიზრახა ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას და ამ მიზნით, იმავე დღეს, ქ-------–--–------–--------------------ში განთავსებულ ს.ს. „ლ--------------ს“ ფილიალში, ზ---–-–-----–-–---–ის მართვის მოწმობის გამოყენებით ითხოვა იდენტიფიკაციისათვის მისივე ანგარიშიდან ერთი თეთრის გადარიცხვა ს.ს. „ს--–---------------–ი“. მოლარე-ოპერატორმა მიამსგავსა რა ზ-------------------ძე წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ ფოტოზე გამოსახულ პირს, მოთხოვნის საფუძველზე, ზ-------–-----–-–---–ის ანგარიშიდან ერთი თეთრი გადარიცხა ს.ს. „ს--–---------------–ი“, რითაც განხორციელდა ზ---–-–-----–-–---–ის ელექტრონულ ანგარიშზე უნებართვო შეღწევა. 2018 წლის 08 იანვარს, ზ-------------------ძემ, ქ-------–--–---------------------------------------ში მდებარე ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ზ---–-–-----–-–---–ის კომპიუტერულ სისტემაში, რეგისტრაცია გაიარა მისი მონაცემებით ს.ს. „ს--–----------------ს“ ვებგვერდზე, თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, აიღო სესხი 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, გაანაღდა ქ------–--–--------------------–--–---–-------------ში არსებულ ს.ს. „ლ--------------ს“ ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ს.ს. „ლიბერთი ბანკს“ მიადგა 400 (ოთხასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–---–-ა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის დამძიმების კუთხით.

 

ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია; დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლ------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულ ზ-------------------ძის ადვოკატმა გ------------------ემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–-ს საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ზ-------------------ძის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ---–--–-----–-–---–-ს, დაზარალებულთა წარმომადგენლების - ბ--------------–--------------------------–---–-------------–-------------–-------–-------------------------------------–------ გამოკითხვის ოქმებით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 14 მაისის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 21 მაისის ოქმით; დათვალიერების 2018 წლის 22 მაისის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 23 მაისის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 25 მაისის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ-------------------ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულების ჩადენას. შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებისათვის.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან, შვიდ წლამდე. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა კანონმდებლობის ზემოთაღნიშნული მოთხოვნები; შეაფასა ზ-------------------ძის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; მხედველობაში მიიღო ასევე დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და განსაზღვრა სასჯელი ჯარიმის სახით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ზ-------------------ძეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ანაზღაურებული აქვს ზიანი 500 ლარის ოდენობით, არ არის ნასამართლევი, ჩადენილი დანაშაულებისათვის დადგენილი სანქციებიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სასამართლოს მიერ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ზ-------------------ძის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

ზ-------------------ძე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს (2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ზ-------------------ძე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ზ-------------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორ ათასი) ლარის ოდენობით (2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ზ-------------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ზ-------------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი);

 

ზ-------------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა (2017 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი) შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 29 დეკემბრის და 2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ-------------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

ზ-------------------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ზ-------------------ძის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე სს „ლ--------------“-დან მიღებული ინფორმაცია ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ დისკზე და სს „ ლ--------------“-ს ადმინისტრაციის განცხადებაზე თანდართული ინფორმაცია 3 (სამი) ცალ დისკად, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე