განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
330100119002988186
ინსტანცია
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002988186

საქმე №1ბ/1723-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ბ------ ნ--------ე (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: თბილისი, დ---–-----------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა და ითხოვა ბ------ ნ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სასჯელის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

მსჯავრდებულმა ბ------ ნ--------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მარინა კაკაურიძემ წარმოადგინეს შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

2019 წლის 3 აპრილს, დილის საათებში, თბილისში, ვ------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ------ ნ--------ემ ყელის არეში ხელის მოჭერით და ამავე ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობის დროს, სახის არეში ხელის დარტყმით, განახორციელა ძალადობა ყოფილი მეუღლის, მ----------ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 3 აპრილს, დილის საათებში, თბილისში, ვ------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ------ ნ--------ე, ყოფილ მეუღლეს მ----------ეს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 3 აპრილს, ბ------ ნ--------ემ ყოფილი მეუღლეს, მ----------ის კისრისა და სახის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად მ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ------ ნ--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ოჯახში ძალადობა.

 

მოწმის - გ------- თ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 აპრილს, გამთენიისას, თანამშრომლებთან თ----- ხ----------ესთან და ზ----- წ----–---ესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გადაადგილდებოდა დოლიძის ქუჩაზე. ქ-------- ნომერთან, მოწმის თვალთახედვის არეში გაჩერდა კერძო ტაქსი, საიდანაც გადმოვიდა ქალბატონი, რომელსაც გადმოყვა ახალგაზრდა მამაკაცი. ქალბატონი იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ თანმხლებმა პირმა, რომელიც იყო მისი ყოფილი მეუღლე, იგი სცემა. დასახელებულ პირებთან კომუნიკაციით გაირკვა, რომ ქალბატონი რომელიც დახმარებას ითხოვდა იყო მ----------ე, ხოლო მოძალადე - ბ------ ნ--------ე. მ----------ეს სახეზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და მოსდიოდა სისხლი. თავის მხრივ ბ------ ნ--------ესაც შუბლის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრი.

 

მოწმეების ზ----- წ----–---ის და თ----- ხ----------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 აპრილს, გამთენიისას, უფროს გამომძიებელ გ------- თ------–---–თან ერთად გადაადგილდებოდნენ სამოქმედო ტერიტორიაზე. დოლიძის ქუჩა №------- გაჩერდა ტაქსი, საიდანაც გადმოვიდა გოგონა, რომელიც იყო განერვიულებული და სისხლიანი. მას მალევე გადმოჰყვა ბიჭიც. ქალბატონი ყვიროდა „დაიჭირეთ არ გაუშვათო“ და მიუთითებდა ტაქსიდან გადმოსულ მამაკაცზე. ქალბატონი რომელმაც დახმარება ითხოვა აღმოჩნდა მ----------ე, ხოლო მის მიერ მითითებული მამაკაცი ბ------ ნ--------ე. მ----------ე იყო ძლიერ აღელვებული, აშკარად ეტყობოდა ძალადობის კვალი, ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ხოლო ყელზე ეტყობოდა ნათითურები. თავის მხრივ ბ------ ნ--------ესაც შუბლის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრი.

 

მოწმის ვ-–-------- კ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 აპრილს, დილის საათებში, დოლიძის ქუჩაზე ა/მანქანაში ჩაუსხდნენ მგზავრები ახალგაზრდა ქალბატონი და მამაკაცი. წყვილს ეტყობოდა, რომ ტაქსში ჩასხდომამდე იყვნენ ნაჩხუბრები, ტაქსშიც გააგრძელეს კამათი. მოწმე მართავდა საჭეს, ვერ ხედავდა უკან რა ხდებოდა, თუმცა ესმოდა კამათის და ჩხუბის ხმა, გოგონა ტიროდა, ჩხუბის დროს ვ-–-------- კ------–---–მა გაიგონა გოგონას შეყვირება „ვაიმე სისხლიო“. მგზავრებმა იქვე გააჩერეს ტაქსი და გადავიდნენ ა/მანქანიდან, ქუჩაში გამოჩნდა პოლიციაც.

 

მოწმე, გამომძიებელ, თ----- ბ----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 აპრილს, გამთენიისას, პოლიციის თანამშრომლების: ზ----- წ----–---ის, თ----- ხ----------ისა და გ------- თ------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულ იქნა ბ------ ნ--------ე. მან გამოკითხა დაზარალებული მ----------ე. დაზარალებულმა გამოკითხვისას დაადასტურა მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ ბ------ ნ--------ემ მუშტი ჩაარტყა ტუჩისა და სახის არეში, ასევე ყელზე მოუჭირა ხელი. გამომძიებლის მიერ როგორც დაზარალებულს, ასევე მოძალადეს დაენიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რადგან ბ------ ნ--------ეს შუბლზე აღენიშნებოდა ნაკაწრი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №002293819 დასკვნით დადგენილია, რომ 03.04.2019 წელს, მოქალაქე მ----------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ზედა ტუჩის წითელ ყაეთანზე უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, კისრის მიდამოში მარჯვნივ სისხლნაჟღენთის და ყვრიმალის მიდამოში მარჯვნივ ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მარჯვნივ ყვრიმალის მიდამოში არსებული ნაჭდევი ხანდაზმულობით დაახლოებით 4-5 დღისაა. ხანდაზმულობით დანარჩენი დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 3 აპრილს, გამთენიისას, ყოფილმა მეუღლემ ურთიერთშლაპარაკების ნიადაგზე, ხელით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მიიღო სხეულის დაზიანება.

 

დაზარალებულმა მ----------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

ბ------ ნ--------ემ შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 3 აპრილს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ----------ეს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ------ ნ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, რაც არც დაცვის და არც ბრალდების მხარეს სადაოდ არ გაუხდია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოწმეების თ----- ხ----------ის, გ------- თ------–---–ის და ზ----- წ----–---ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ტაქსიდან გადმოსულმა მ----------ემ მათ განუცხადა, რომ ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ბ------ ნ--------ე, ტაქსში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მ----------ე იყო შეშინებული და ტიროდა.

 

მოწმე თ----- ბ----ს ჩვენებით დადგენილია, რომ გამოძიების ეტაპზე, დაზარალებულმა მ----------ემ განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის პარალელურად ბ------ ნ--------ე, ტაქსში დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით.

 

მოწმე - ვ-–-------- კ------–---–ი თავის ჩვენებაში გამორიცხავს მუქარის ფაქტს.

 

დაზარალებულმა მ----------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის ბ------ ნ--------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ------ ნ--------ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. კერძოდ:

 

პალატა აღნიშნავს, რომ მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მას ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა უარი განაცხადა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. განსახილველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ბრალდებასთან მიმართებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არამარტო მუქარის დადგენის ფაქტს, არამედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმას, შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომლის არარასებობის შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებები, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც კი, არ წარმოადგენენ უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოცემული ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - მოწმეების თ----- ხ----------ის, გ------- თ------–---–ის, ზ----- წ----–---ის, თ----- ბ----ს ჩვენებები, რომლებიც არ წარმოადგენენ თვითმხილველ მოწმეებს და მხოლოდ მ----------ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებენ, მოწმე ვ-–-------- კ------–---–ი ჩვენება, რომელიც წესით უნდა ყოფილიყო თვითმხილველი მოწმე ბ------ ნ--------ის მიერ განხორციელებული მუქარისა, თავის ჩვენებაში არათუ ადასტურებს მუქარის ფაქტს, არამედ კატეგორიულად გამორიცხავს მას, პალატის აზრით არ წარმოადგენენ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბ------ ნ--------ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბ------ ნ--------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბ------ ნ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ------ ნ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

ბ------ ნ--------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია მისი ნასამართლობა და დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიძმიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ ითხოვა მხოლოდ ბ------ ნ--------ის დამნაშავედ ცნობა. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი და მის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს. ამასთან, ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი ბ------ ნ--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან გურაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ბ------ ნ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბ------ ნ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

ბ------ ნ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 3 აპრილიდან - 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

 

ბ------ ნ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ბ------ ნ--------ეს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა, გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/