განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
330100119002968759
ინსტანცია
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002968759

საქმე №1ბ/1197-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-------------ის,მსჯავრდებულ: ი------------–-–---–ი,ადვოკატ: კ----------------ის

 

მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----------------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, პ--------------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, ვ---------–--------------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით ი------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ი------------–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ი------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

დაახლოებით 16(თექვსმეტი) წელი ნ-----------–---–ი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ი------------–-–---–თან და ჰყავთ საერთო შვილი - 16 წლის ა----------–-–---–ი. 2018 წლის იანვრიდან, მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 21 იანვარს, ქ.თბილისში, ვ---------–------------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავიანთი არასრულწოვანი შვილის - ა----------–-–---–ის თანდასწრებით, ი------------–-–---–მა მეუღლეს - ნ-----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავი მიარტყმევინა კედელზე. ი------------–-–---–ის ქმედების შედეგად, ნ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 14 მარტს, დააახლოებით 00:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–--------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, შერიგებაზე უარის მიღების შემდეგ, არასრულწლოვანი შვილის - ა----------–-–---–ის თანდასწრებით, ი------------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ-----------–---–ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელები გადაუგრიხა, თმა მოქაჩა, დივანზე წააქცია, ყელში წაუჭირა ხელები და ახრჩობდა. მათ შორის ჩადგა ა----------–-–---–ი, რა დროსაც ნ-----------–---–მა სახლიდან გაქცევა მოახერხა და მივიდა სამართალდამცავ ორგანოში. ი------------–-–---–ის ქმედების შედეგად, ნ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რეალური მოხდით.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ როდესაც ჩადენილია ოჯახში ძალადობა, ასეთ დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ხარისხს და რაც მთავარია მსჯავრდებულისათვის დამაფიქრებელ ფაქტორს, რომ მისი აღიარება და მტკიცებულებების უდაო გახდომა არ არის მიბმული არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებაზე.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ი------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა, მარიამ ბიბინეიშვილის, ა----------–-–---–ის, ი-------------------------–--–----–-----ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ცნობით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, ამოღების ოქმითა და სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დაკვნებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პენიტენციურ დეპარტამენტში მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიმართ დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო შეღავთის გამოყენება, პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოება, რომ მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ი------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ი------------–-–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს. მითუმეტეს, რომ ი------------–-–---–ი ორ თვეზე მეტი იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ი------------–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

ი------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 მარტიდან - 2019 წლის 22 მაისის ჩათვლით პერიოდი;

 

ი------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი