განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119003137726
საქმე №1/ბ-673-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ჯ----– ბ---–----ის მიმართ (პირადი №6----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხე-–----------------–----–----------------–--------––-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს განაჩენით:
ჯ----– ბ---–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
ჯ----– ბ---–----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო _
2019 წლის 06 ივლისიდან 2019 წლის 07 ივლისის ჩათვლით.
ჯ----– ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3000 ლარი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს _ ვ-–--–------ს (პ/ნ 2----------).
ჯ----– ბ---–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალა პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----– ბ---–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ხე-–----------------–----–----------------–--------––-, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯ----– ბ---–----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს _ შვილს ს------- ბ---–----ეს ხელი დაარტყა სახეში. აღნიშნულის შემდეგ ჯ----– ბ---–----ე აპირებდა ძალადობის გაგრძელებას ს------- ბ---–----ის მიმართ, რა დროსაც მეორე შვილი _ თ------ ბ---–----ე გადაეფარა თავის დას, რა დროსაც ჯ----– ბ---–----ემ ხელებისა და ფეხების გამოყენებით თ------ ბ---–----ეს სხეულის სხავდასხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები. განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ს------- ბ---–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო თ------ ბ---–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელმაც ითხოვა ჯ----– ბ---–----ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 წლის და 6 თვის ვადით არ არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და ადეკვატური, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ჯ----– ბ---–----ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულების _ ს------- ბ---–----ის და თ------ ბ---–----ის, ასევე მოწმეების _ ნ------- მ-------------ს, ჯ----– ბ-–----ის, გ---- კ----–--ის, ს------- დ-------ის და რ---- ქ---------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შემაკავებელი ორდერით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჯ----– ბ---–----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ჯ----– ბ---–----ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჯ----– ბ---–----ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ჯ----– ბ---–----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების თანახმად, დაზარალებულებს _ თ------ ბ---–----ეს და ს------- ბ---–----ეს ჯ----– ბ---–----ის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ჯ----– ბ---–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენება და მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
ამდენად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 განაჩენი ჯ----– ბ---–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს განაჩენი ჯ----– ბ---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ჯ----– ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
4.ჯ----– ბ---–----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობის დრო _ 2019 წლის 06 ივლისიდან 2019 წლის 07 ივლისის ჩათვლით.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ჯ----– ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს შემტანს, ვ-–--–------ს (პ/ნ 2----------) სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ჯ----– ბ---–----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/