განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002646751
№1/ბ-538-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ა----------–---–ის
ადვოკატის - პ----- ნ-----ის მონაწილეობით
მსჯავრდებულის - შ--–-- ა---------ს მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--–-- ო-----ის ძე ა---------ს მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.ბათუმი, ზ.-------------------------- ბინა №1-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ--–-- ა---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117 , 118 - ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 აგვისტოს, შ--–-- ა---------მ, ქ.ბათუმში, ზ.--------------------------, ბინა №1-ში, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე-–--ე გ-------ეს, ხელების დარტყმით სახის არეში და სხეულზე მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
2018 წლის 11 აგვისტოს, შ--–-- ა---------მ, ქ.ბათუმში, ზ--------------------------, ბინა №1-ში, თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე-–--ე გ-------ეს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, სცემა, ასევე დაემუქრა და მოსთხოვა სხვა მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობის აღიარება, აიძულა დარჩენილიყო ბინაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენით შ--–-- ა---------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შ--–-- ა--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქციით) და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, შ--–-- ა---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის ირაკლი გაჩეჩილაძის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და შ--–-- ა---------ს საქართველოს სსკ-ის 111-143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ა----------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ შ--–-- ა---------ს ინტერესების დამცველ ადვოკატს - პ----- ნ-----ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ე-–--ე გ-------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, დაზარალებულის საზღვარგარეთ ყოფნის გამო გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ 2005 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ--–-- ა---------სთან, ჰყავთ საერთო შვილი - ა----- ა---------. 2009 წლიდან გაემგზავრა იტალიაში სამუშაოდ, ხოლო 2012 წელს, როდესაც დაბრუნდა, შ--–-- საქართველოში არ იმყოფებოდა, ერთმანეთთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი ჰქონდათ. 2014 წელს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ა--------- დააპატიმრეს ადამიანის დაჭრის გამო. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წელს, რის შემდეგაც აღადგინეს ურთიერთობა, შერიგდნენ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ მუდვივად ერთად არ იცხოვრებდნენ მანამ, სანამ ა--------- სამსახურს არ დაიწყებდა. 2018 წლის 10 აგვისტოს წავიდა შ--–--სთან სახლში, რომელიც მდებარეობს გამსახურდიას ქ. N34- ში, საუბრობდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ა---------მ ეჭვიანობის სცენა გამართა და დაჟინებით ითხოვდა მისგან ეთქვა ჰქონდა თუ არა სხვა პირთან სექსუალური ურთიერთობა ცალკ-ცალკე ცხოვრების პერიოდში. ყველანაირად შეეცადა დაერწმუნებინა, რომ მსგავსი ურთიერთობა არავისთან ჰქონია, მაგრამ ა--------- არ მშვიდდებოდა, გახდა აგრესიული, ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა, მარჯვენა ხელი მთელი ძალით დაარტყა მარცხენა თვალში, შემდეგ კი ხელებით ურტყამდა თავსა და სხეულზე. მოქნეული ხელი ცხვირშიც მოხვდა და სისხლი წასკდა. დარტყმისას განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. დაზიანებები აშკარად ეტყობოდა სახის არეში და მკლავებზე. ასევე არ მისცა სახლიდან წასვლის უფლება, უთხრა, რომ სანამ არ გაამხელდა ვისთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, მასთან ერთად დარჩებოდა ბინაში. არ მისცა ტელეფონით სარგებლობის საშუალება. დილით როდესაც გაიღვიძეს, სიტუაცია არ შეცვლილა, თვითონ ა--------- სადღაც წავიდა, ბინის კარი გარედან ჩაკეტა და აუკრძალა არა თუ კართან მისვლა და საშველად ვინმეს მოხმობა, არამედ ოთახიდან გასვლაც კი, რასაც დაემორჩილა და მიუხედავად შ--–--ს სახლში არყოფნისა, ადგილიდან არ დაძრულა. ა--------- მალე დაბრუნდა ბინაში, ამის შემდეგ კი ისევ წავიდა, რათა ე.გ-------ის სამსახურში მისულიყო და გაეფრთხილებინა, რომ იმ დღეს ე-–--ე სამსახურში ვერ მივიდოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ა---------ს სახლში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით 16:00 საათზე დაურეკა შვილმა, ა-–---------ა კ-–-----ომ, შ--–--ს ნებართვით დაელაპარაკა მას, თუმცა ამ უკანასკნელის შიშით არაფერი უთქვამს მის ქმედებებზე. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როდესაც ა---------ს ჩაეძინა, იხელთა დრო, აიღო ტელეფონი და ა-–---------ას მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება ,,ორჯონიკიძეზე ვარ და მიშველეო". სმს-ის შემდეგ დაურეკა შვილმა, თუმცა საუბრისას ვერაფერი უთხრა შ--–--ს საქციელთან დაკავშირებით იმის შიშით, რომ ამ უკანასკნელს არ გაეგონა. მალე ა-–---------ა ბინაში მივიდა, კარი შ--–--მ გაუღო და დაელაპარაკა, შ--–--ს მუქარით შეშინებულმა თვითონაც სთხოვა შვილს წასულიყო ბინიდან. ა-–---------ა წავიდა, მაგრამ მალე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. თავდაპირველად შ--–-- არც მათ უღებდა კარს, ეზოდან გაიგონა ა-–---------ას, ასევე თავისი ძმის ცოლის ი--- მ-------ის ხმა. ვიღაცამ ბინის ფანჯარა ჩაამტვრია, რის შემდეგ ა---------მ კარი გააღო, ბინაში შესულმა პოლიციის თანამშრომლებმა შ--–-- დააკავეს, გ-------ეს კი სთხოვეს განყოფილებაში გაყოლოდა და ჩვენება მიეცა მომხდარი ფაქტის ირგვლივ.
მოწმის სახით დაკითხული ა-–---------ა კ-–-----ოს ჩვენებით დადგენილია, რომ ე-–--ე გ-------ე მისი დედაა, შ--–-- ა--------- კი ამ უკანასკნელის არარეგიტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. მათ ყავთ საერთო შვილიც. რამდენიმეწლიანი დაშორების შემდეგ, ე-–--ემ და შ--–--მ ბოლო პერიოდში აღადგინეს ურთიერთობა. დღის განმავლობაში დედა შვილებთან ერთად იყო, საღამოობით კი შ--–--სთან მიდიოდა და რჩებოდა. 2018 წლის 10 აგვისტოს, ე-–--ე შ--–--სთან დარჩა ღამით. 11 აგვისტოს ტელეფონით დაურეკა მას, ესაუბრა, მისი თქმით სამსახურში იყო, თუმცა დაახლოებით ერთ საათში მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ იყო ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე სახლში და დახმარებას ითხოვდა. მივიდა მითითებულ ბინაში დედის მოსაკითხად. კარი ა---------მ გაუღო და უთხრა, რომ დედამისი სამსახურში იყო წასული, თუმცა ფაჯრიდან დაინახა ნაცემი დედა. დარეკა პოლიციაში, ასევე დაურეკა ბიძას - გ------ი გ-------ეს და ბიცოლას - ი--- მ-------ეს, მათაც სთხოვა შ--–--ს ბინასთან მისვლა. თვითონაც არსად წასულა, ბინასთან ელოდებოდა პოლიციელების და ნათესავების მისვლას. მაქსიმუმ ნახევარ საათში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ავიდნენ ბინაში, მოვიდნენ ბიძა და ბიცოლაც. იმის გამო, რომ შ--–-- ა--------- ბინის კარს არ აღებდა, ქვით ჩაამტვრიეს ფანჯარა, რის შემდეგ ა---------მ კარი გააღო, პოლიციის თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს. ცემის თვითმხილველი, მართალია, თავად არ იყო, მაგრამ შ--–--ს სახლიდან გამოსული დედის სახეზე და სხეულზე კარგად დაინახა ცემის კვალი. ჩალურჯებული ჰქონდა თვალი, სილურჯეები ჰქონდა ნიკაპზე, ყბაზე, ყურზე.
მოწმის სახით დაკითხული ი--- მ-------ის ჩვენებით რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დადგენილია, რომ ე-–--ე გ-------ე მისი მულია. წლების წინ ე-–--ე და შ--–-- ა--------- დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ურთიერთობა მოაგვარეს. 2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 1800 საათზე მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ე-–--ეს შვილი, ა-–---------ა კ-–-----ო და აუწყა, რომ შ--–-- ა---------ს გამსახურდიას ქ.N34-ში მდებარე თავის ბინაში ყავდა ე-–--ე გამოკეტილი და ძალადობდა მასზე. მეუღლესთან ერთად მაშინვე წავიდა მითითებულ მისამართზე, მათი მისვლისას ორი პოლიციელი შ.ა---------ს ბინის კარზე აკაკუნებდა, მაგრამ კარს არავინ აღებდა, ამიტომ ეზოში დაგდებული აგური აიღო და ბინის ერთ-ერთი ფანჯარა ჩაამტვრია, რის შემდეგაც შ--–--მ კარი გააღო. ი.მ-------ე ბინაში შევიდა და შეშინებული და ნაცემი ე-–--ე გამოიყვანა. ე-–--ე გ-------ეს სხეულზე სხვა და სხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, კერძოდ, ორივე თვალის არე შესივებული და ჩალურჯებული ჰქონდა, ხელებზე და კისრის მიდამოში ასევე ემჩნეოდა სილურჯე. დაზარალებულის გადმოცემით, ცემის შედეგად სწორედ შ.ა---------მ მიაყენა დაზიანებები სხეულზე. ე-–--ეს გადმოცემით შ--–--მ მას დააბრალა საყვარლის ყოლა და სცემა, მოითხოვდა მისგან ეღიარებინა ეს ფაქტი და გარეთ არ უშვებდა.
მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ზ----- ხ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს საღამოს საათებში განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ---- ბ-----ესთან ერთად მივიდა ზ-------------------------- -ში მდებარე შ--–-- ა---------ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეტყობინების თანახმად, შ.ა--------- ძალადობას ახორციელებდა მეუღლის მიმართ. ადგილზე დახვდათ ე-–--ე გ-------ის შვილი ა-–---------ა კ-–-----ო, რომელმაც დაუდასტურა, რომ სახლში მყოფი ა--------- დედამისის ე-–--ე გ-------ის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას. დააკაკუნეს კარზე, თუმცა ა--------- კარს არ აღებდა. ე-–--ე გ-------ის ნათესავმა ქალმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ბინასთან, აგური ისროლა და ფანჯარა ჩაამტვრია, რის შემდეგაც ა---------მ კარი გააღო. შ.ა---------სთან ერთად ბინაში მყოფი ე-–--ე გ-------ეს სახეზე, ყელზე და ხელებზე აშკარად ემჩნეოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---- ბ-----ემ.
ა-–---------ა კ-–-----ოს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, მობილურში მოთავსებულია სიმ.ბარათი 5-----------. აღნიშნულ ნომერზე ე-–--ე გ-------ეს ნომრიდან - 5-----------, 2018 წლის 11 აგვისტოს 17:37 საათიდან 18:02 საათამდე მიწერილი აქვს რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება: "მისვეეეტორჯონი", შემდეგი სმს-ები კი შეეხება ა-----სთვის (ე-–--ე გ-------ის და შ--–-- ა---------ს შვილი) თმის შეჭრის ამბის გადმოცემას, თუ როდის მივიდა ის სახლში, ვინ ჭრის და რითი ჭრის თმას და ა.შ. პარალელურად მეორდება თხოვნა ორჯონიკიძის (იგივე გამსახურდიას) ქუჩაზე მისვლის და შველის შესახებ.
2018 წლის 11 აგვისტოს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ბათუმში, ზ-------------------------------------ში, საიდანაც ამოღებული იქნა აგური, თმის გროვა, ბალიშის პირი და პირსახოცი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ე-–--ე გ-------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში: მარცხენა თვალ-ბუდის არეში ორივე ქუთუთოზე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, ასეთივე სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის ზედა მესამედში, ასევე შუა მესამედში, კისრის მარჯვენა გარეთა ზედაპირზე და მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 20 დეკემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის №00------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ბალიშის პირზე და პირსახოცზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლის, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-–--ე გ-------ეს.
საქმეში წარმოდგენილია ე-–--ე გ-------ის სახეზე და სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტო-ცხრილი. ფოტოებზე კარგად ჩანს გ-------ის სახის, კისრის, მხრის არეში არსებული დაზიანებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულება არის ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე, შ.ა---------ს ისეთი ქმედებები, როგორიცაა ე-–--ა გ-------ის მიმართ მუქარა, მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, წარმოადგენს ფსიქიკურ და ფიზიკურ იძულებას, რომლის მიზანიც იყო იძულებული გაეხადა დაზარალებული საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ბრალდებულთან ესაუბრა სექსუალურ პარტნიორზე და მასთან ერთად დარჩენილიყო ბინაში. აღნიშნული ქმედება, რომელიც მიმართული იყო დაზარალებულის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება დაზარალებულის უფლებას წარმოადგენდა და განეცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
გამოკვლეული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება შ--–-- ა---------ს მიერ თავისი ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ე-–--ე გ-------ის მიმართ იძულების ჩადენა, რა დროსაც უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, ამყოფებდა ისეთ ადგილას, სადაც ყოფნა, ქმედების თავისუფლად განხორციელების პირობებში, არ წარმოადგენდა მის ნებას, განახორციელა მის მიმართ ფიზიკური იძულება - სცემა, ასევე ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრა, მოსთხოვა სხვა მამაკაცთან ურთიერთობის აღიარება, აიძულა დარჩენილიყო ბინაში, შესაბამისად, განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, კერძოდ დაზარალებულ ე-–--ა გ-------ის ჩვენებით შ--–--მ მას არ მისცა სახლიდან წასვლის უფლება, უთხრა, რომ სანამ არ გაამხელდა ვისთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, მასთან ერთად დარჩებოდა ბინაში. არ მისცა ტელეფონით სარგებლობის საშუალება. დილით როდესაც გაიღვიძეს, სიტუაცია არ შეცვლილა, თვითონ ა--------- სადღაც წავიდა, ბინის კარი გარედან ჩაკეტა და აუკრძალა არა თუ კართან მისვლა და საშველად ვინმეს მოხმობა, არამედ ოთახიდან გასვლაც კი, რასაც დაემორჩილა და მიუხედავად შ--–--ს სახლში არყოფნისა, ადგილიდან არ დაძრულა. მოწმეების: ა-–---------ა კ-–-----ოს ჩვენებით 11 აგვისტოს ტელეფონით დაურეკა მას, ე-–--ემ და ესაუბრა, მისი თქმით სამსახურში იყო, თუმცა დაახლოებით ერთ საათში მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ იყო ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე სახლში და დახმარებას ითხოვდა., ი--- მ-------ის ჩვენებით 2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 1800 საათზე მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ე-–--ეს შვილი, ა-–---------ა კ-–-----ო და აუწყა, რომ შ--–-- ა---------ს გამსახურდიას ქ.N34-ში მდებარე თავის ბინაში ყავდა ე-–--ე გამოკეტილი და ძალადობდა მასზე. ზ----- ხ------------ის და გ---- ბ-----ის ჩვენებებით 2018 წლის 11 აგვისტოს განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე მივიდა ზ---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეტყობინების თანახმად, შ.ა--------- ძალადობას ახორციელებდა მეუღლის მიმართ. ადგილზე დახვდათ ე-–--ე გ-------ის შვილი ა-–---------ა კ-–-----ო, რომელმაც დაუდასტურა, რომ სახლში მყოფი ა--------- დედამისის ე-–--ე გ-------ის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას. დააკაკუნეს კარზე, თუმცა ა--------- კარს არ აღებდა. ასევე ა-–---------ა კ-–-----ოს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად მობილურში მოთავსებულია სიმ.ბარათი 5-----------. აღნიშნულ ნომერზე ე-–--ე გ-------ეს ნომრიდან - 5-----------, 2018 წლის 11 აგვისტოს 17:37 საათიდან 18:02 საათამდე მიწერილი აქვს რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება: თხოვნა ორჯონიკიძის (იგივე გამსახურდიას) ქუჩაზე მისვლის და შველის შესახებ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ზ-------------------------------------ში, საიდანაც ამოღებული იქნა აგური, თმის გროვა, ბალიშის პირი და პირსახოცი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. ექსპერტიზის დასკვნებით: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე-–--ე გ-------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ბალიშის პირზე და პირსახოცზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლის, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-–--ე გ-------ეს.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ--–-- ა---------მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ე-–--ე გ-------ის მიმართ ჩაიდინა იძულება.
რაც შეეხება მსჯავრდებულ შ--–-- ა---------ს მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ე-–--ე გ-------ის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117 , 118 - ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით არც დაცვის და არც ბრალდების მხარეს სადაოდ არ გაუხდია.
განსახილველ შემთხვევაში პალატის შეხედულებით შ--–-- ა---------ს მიერ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი - ე-–--ე გ-------ის მიმართ, ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა ჩაითვალოს საკმარისად, ვინაიდან გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, აღნიშნული დასტურდება ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხიოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის ირაკლი გაჩეჩილაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის ირაკლი გაჩეჩილაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენი სამსენ ჩხეიძის მიმართ დარჩეს უცვლელად:
შ--–-- ა---------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
შ--–-- ა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქციით) და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, შ--–-- ა---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
შ--–-- ა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 აგვისტოდან.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული აგური, თმის გროვა და ე-–--ე გ-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბალიში და პირსახოცი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ CD დისკზე, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე