განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002656753
საქმე #1ბ/565-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ც-------–---–---ის, ნ----------–ის
ადვოკატის: დ-----------------ის
მსჯავრდებულის: ლ-–-------–---ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ლ-–-------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ლ-–-------–---ის, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის: ქ-------–--–---------------–---–---------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–-------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ--–----------ე დაახლოებით 4 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ-–-------–---თან, რომელთანაც ჰყავს საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2 წლის გ-------–------–---ი. თანაცხოვრების განმავლობაში ლ-–-------–---ი სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს ბ--–-----------ეს, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტანჯვას.
2018 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ-------–--–--------------------------ში, ლ-–-------–---მა მეუღლეს, ბ--–----------ეს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და სახის არეში დაარტყა ხელი, რამაც ბ--–----------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება მან განახორციელა არასრულწლოვანი შვილის გ-------– გერლიანის თანდასწრებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით:
ლ-–-------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ლ-–-------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა და ლ-–-------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–-------–---ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ-----------------ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა ლ-–-------–---ის მიმართ გამოტანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ-–-------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–-------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-–-------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/19--; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმულ, მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას, რომ ლ-–-------–---ს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულ ბ--–----------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ურთიერსაწინააღმდეგოა და ასევე ეწინააღმდეგება სხვა მოწმეთა ჩვენებებსაც.
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ბ--–----------ის, ბ---------------–---–ის, ა-–-------------------–---–ის, ო-–----------–--–---–ისა და ლ--–------–-----–---–ის ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, პაციენტის №9-- სამედიცინო ბარათის, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-–-------–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ბ--–----------ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომ 2015 წლის 25 მარტიდან ლ-–-------–---ი ცხოვრობდა მასთან, ქ-------–--–--------------------------ში. 2016 წელს მათ შეეძინათ შვილი - გ-------–------–---ი. ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადა, მათ (ბ--–----------ესა და ლ-–-------–---ს) დაუმძიმდათ ურთიერთობა, ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, ზოგჯერ უმიზეზოდაც. კონფლიქტის დროს ლ-–-------–---ი მას (დაზარალებულს) აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იგი (ბ--–----------ე) განიცდიდა ტანჯვას და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო უმძიმესი. მისი ტანჯვა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ ყოველი ძალადობრივი აქტი ხდებოდა მცირეწლოვანი გ-------–ის თანდასწრებით, რომელიც ასევე განიცდიდა ამ ყველაფერს. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ სასამართლოს ლ-–-------–---ის წინააღმდეგ ჩვენებას ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აძლევდა, რადგან, ძირითადად, მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა აღელვებს. ზუსტად არ იცის, რა პერიოდულობით ხდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, თუმცა ეს ხშირად იყო, თითქმის ყოველდღე. ბოლო კონფლიქტის დროს, როდესაც ლ-–-------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას (ბ--–----------ეს) ბავშვი ეკავა ხელში. დარტყმის შედეგად იგი (დაზარალებული) საწოლზე დაეცა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი. როდესაც მათი შვილი ერთი წლის გახდა, იმ დღეს სახლში სტუმრები ჰყავდათ და აღნიშნეს ბავშვის დაბადების დღეს. ლ-–-------–---მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი და დათვრა. სტუმრების წასვლის შემდეგ ლ-–-მ უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი, რა დროსაც მას (ბ--–----------ეს) გაარტყა ხელი. ამის შემდეგ ლ-–-------–---ი სახლიდან გავარდა, 5-10 წუთის შემდეგ კვლავ დაბრუნდა, მძინარე ბავშვი აიტაცა ხელში და წაიყვანა სახლიდან. ლ-–-ს ბავშვი მეორე დღის საღამოს 8 საათამდე ჰყავდა წაყვანილი. ეს ფაქტი გასახსენებლად მისთვის (დაზარალებულისთვის) დღესაც მძიმეა. 2018 წლის 22 იანვარს, ლ-–-------–---ი სახლში გვიან, ნასვამი დაბრუნდა და გამთენიისას უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი და ლანძღვა, რის შემდეგაც იგი (ბ--–----------ე) სახლიდან გააგდო, ხოლო ბავშვი დაიტოვა. ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ორი დღის განმავლობაში. 2018 წლის 10, ან 11 ივლისს, დილის 6-7 საათზე, ლ-–-------–---მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და თვალის მიდამოში, რის შედეგადაც ჰქონდა დალურჯებები. ლ-–-------–---თან და ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობდა ქირით, მათთან ერთად არ ცხოვრობდნენ ოჯახის სხვა წევრები, თუმცა დარწმუნებულია, რომ მეზობლებს ყოველთვის ესმოდათ მათი ოჯახიდან კონფლიქტის ხმა. 2018 წლის 21 აგვისტოს, კვლავ მოუვიდათ შელაპარაკება, რაც დაკავშირებული იყო ლ-–-------–---ის მიერ მარიხუანას მოხმარებასთან. 2018 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ლ-–- გერლიანი ფხიზელი იყო და წინა დღის კონფლიქტის თემაზე გაბრაზებულმა კვლავ დაუწყო კამათი, თუ რით იყო იგი მარიხუანას მომხმარებლებზე უკეთესი?! იგი (ბ--–----------ე) ამ დროს სამზარეულოში იმყოფებოდა. ლ-–-------–---მა სამზარეულოს კარი მიხურა, რათა ყვირილის ხმა გარეთ არ გასულიყო. ლ-–-------–---ის ყვირილზე 2 წლის გ-------–მა ტირილი დაიწყო, მას სამზარეულოდან გარეთ გასვლა უნდოდა. ლ-–- გერლიანმა კარი გამოაღო, რა დროსაც კარში ჩასმული შუშა ჩაიმტვრა. მას (ბ--–----------ეს) ბავშვი ხელში ეჭირა. დიდ ოთახში გასვლისას ლ-–- გერლიანმა მას (დაზარალებულს) ხელი ჩაარტყა თავის არეში, მარჯვენა მხარეს, რის შემდეგაც მხრებზე დაეჯაჯგურა. მან (ბ--–----------ემ) დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და დახმარების თხოვნა. ამ ძალადობის შედეგად მას წარბი ჰქონდა გატეხილი და დღესაც ემჩნევა იარა, ხოლო ტანზე ეტყობოდა სილურჯეები. დარტყმის შედეგად მან (დაზარალებულმა) განიცადა ძლიერი ტკივილი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ყვირილით შველა ითხოვა. ამ დროს ბავშვი ტიროდა. ყვირილის შედეგად, სავარაუდოდ, რომელიმე მეზობელმა დარეკა 12-ში და გამოიძახა პატრული. პოლიციის მოსვლისას ორივენი ეზოში იყვნენ, ხოლო ბავშვი კისერზე ჰყავდა შემოსმული ლ-–-------–---ს. პოლიციელებმა მას (დაზარალებულს) ჰკითხეს, მან გამოიძახა თუ არა პოლიცია, რაზეც უპასუხა, რომ მას არ გამოუძახია, მაგრამ სჭირდებოდა პოლიციის დახმარება. ამ დროს მას (ბ--–----------ეს) სისხლი მოსდიოდა დაზიანებიდან, რის გამოც პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა სასწრაფომ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა მას, ხოლო ლ-–-------–---ი გამომძიებლებმა დააკავეს და მანქანით წაიყვანეს. როგორც სასწრაფოს, ასევე გამომძიებელს მოახსენა დაზიანების რეალური მიზეზი, რომ ლ-–-------–---მა ჩაარტყა ხელი. ხსენებული ინციდენტიდან 2-3 კვირის განმავლობაში, როდესაც იგი (დაზარალებული) იმ საწოლთან ჩამოჯდებოდა, სადაც დარტყმის შედეგად შვილთან ერთად წაიქცა, მისი შვილი, გ-------–ი ეუბნებოდა, რომ არ დამჯდარიყო იქ, რადგან მამა ისევ დაარტყამდა. შედეგად, იძულებული გახდა სახლის ინტერიერი შეეცვალა, რათა გ-------–ს ეს ფაქტი დავიწყებოდა. ასევე, გარკვეული პერიოდი, გ-------–ი მასთან მიდიოდა და ურტყამდა, შეკითხვაზე - რატომ ურტყამდა, პასუხობდა, რომ მამამ დაარტყა და ასე უნდოდა. ბავშვს მოგვიანებით ჯანმრთელობის პრობლემებიც დაეწყო, თუმცა არ შეუძლია, ბავშვის ეს მდგომარეობა დადასტურებულად მომხდარ ფაქტს დაუკავშიროს.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, ბ--–----------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე და მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების და მარცხენა წარბის გარეთა კიდესთან ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა, რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ დაზარალებული შემოწმების პროცესში უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში, ხოლო პირადი გასაუბრებისას ბ--–----------ემ მას (ექსპერტს) განუცხადა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა რამდენჯერმე თავის მიდამოში.
პაციენტის №9-- სამედიცინო ბარათით ასევე დასტურდება, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს,22:15 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა ქ-------–--–---------------------------ში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, სადაც პაციენტ ბ--–----------ეს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრავმა, ნაკაწრი ჭრილობა და გემატომა. მათ ადგილზე დახვდათ პოლიციის ეკიპაჟი. ბ--–----------ის განცხადებით, მას ქმარმა დაარტყა მუშტი მარცხენა თვალბუდის არეში. გაცემული სამედიცინო ბარათის და მასში ასახული ფაქტებისა და გარემოებების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსმა ექიმმა ო-–----------–--–---–მა.
სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორმა ბ---------------–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 21:00 საათზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, მეწყვილესთან - გ------------–----–-–---–თან ერთად გამოცხადდა ქ-------–--–--------------------------ში, სადაც დახვდათ ბ--–----------ე და ლ-–-------–---ი, რომლებიც ერთმანეთში ხმამაღლა კამათობდნენ. მამაკაცს პატარა ბავშვი ჰყავდა კისერზე შემოსმული, რომელიც იყო ცრემლიანი და ნამტირალევი. ბ--–----------ემ მათ (პოლიციელებს განუმარტა), რომ იგი ლ-–-------–---თან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო ამ უკანასკნელის კისერზე მჯდარი ბავშვი იყო მათი შვილი. ბ--–----------ის თქმით, ლ-–-------–---მა სახლში ურთიერთშელაპარაკებისას მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გალანძღა უშვერი სიტყვებით. ბ--–----------ეს სახის მარცხენა მხარეს, თვალის არეში, წარბთან ჭრილობა ეტყობოდა. იგი იყო ძალიან გაღიზიანებული და ტიროდა. მისი განმარტებით, ლ-–-------–---ი ახალი გამოსული იყო ციხიდან და იგი სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც პოლიციელებს სთხოვა მიეღოთ სათანადო ზომები მისი იზოლაციის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მას მოკლავდა. ლ-–-------–---ი საპირისპიროს არ ამტკიცებდა, იგი დუმილს ინარჩუნებდა და უბრალოდ ადასტურებდა მეუღლესთან კონფლიქტის ფაქტს. ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები, მათ დააკავეს ლ-–-------–---ი და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ლ-–-------–---ს ნეკა თითზე აღენიშნებოდა მცირე ჭრილობა, რაც მან ახსნა მეუღლესთან ჩხუბით. ასევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბ--–----------ის დასახმარებლად. სასწრაფოს ექიმებმა დაზარალებულს ადგილზევე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. შემთხვევის ადგილზე ასევე მოვიდნენ გამომძიებლებიც.
სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა ა-–-------------------–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - ქ-------–--–--------------------------ში, სადაც დახვდათ ქალბატონი ბ--–----------ე, რომელმაც სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ ლ-–-------–---მა მასზე ფიზიკურად იძალადა. ბ--–----------ეს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, წარბთან ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, რაზეც განმარტა, რომ ლ-–-------–---მა მიაყენა მუშტის ჩარტყმით. ბინაში შენიშნეს, რომ სამზარეულოსა და მისაღები ოთახის დამაკავშირებელი კარის შუშა იყო ჩამტვრეული და მინის ნამსხვრევები ძირს ეყარა, რაზეც ბ--–----------ემ განმარტა, რომ აღნიშნული კონფლიქტთან არ იყო დაკავშირებული. სისხლის კვალი არ შეინიშნებოდა იმ ტერიტორიაზე. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, რომელმაც ბ--–----------ეს აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პატრულ-ინსპექტორები, რომლებსაც დაკავებული ჰყავდათ ლ-–-------–---ი. იქვე იყო მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელიც მისი ასაკიდან გამომდინარე, ძალიან აღელვებული იყო. ამის შემდეგ ბ--–----------ე გადაიყვანეს და გამოკითხეს საგამოძიებო ორგანოში. გამოკითხვისას ბ--–----------ემ აღნიშნა, რომ ლ-–-------–---ის მხრიდან მასზე ადრეც არაერთხელ ყოფილა ძალადობა განხორციელებული.
მოწმე ლ--–------–-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ არის ფსიქოლოგი და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ჩაატარა არასრულწლოვან გ-------–------–---თან გასაუბრება და მისი შეფასება. 2018 წლის ოქტომბერში მოხდა გ-------–------–---ის ვიზიტი დედასთან - ბ--–----------ესთან ერთად. პირველ რიგში გასაუბრება დედასთან შედგა, რათა მას მიეწოდებინა ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. დაკვირვება მოხდა ბავშვზე. ბავშვის გამოკითხვა არ მომხდარა, რადგან გ-------–ი იყო 3 წლამდე ასაკის და ამ ასაკში ასეთ თემაზე გამოკითხვა არ ხდება, მითუმეტეს, შემთხვევიდან ხანგრძლივი პერიოდი იყო გასული და შეიძლება ბავშვს ბევრი რამე მოეყოლა, მაგრამ მონაყოლის სანდოობის ხარისხი არ იქნებოდა მაღალი. ბავშვზე დაკვირვების პროცესი გაგრძელდა 1 საათამდე. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ზოგადად დამაკმაყოფილებელი იყო, არ იყო გამოხატული რაიმე შფოთვა ან უარყოფითი მდგომარეობა. ერთადერთი გამოხატული ნიშანი იყო ის, რომ ბავშვი უცხო ხმის გაგონებაზე კრთებოდა, თამაშს წყვეტდა და კითხულობდა, თუ რა ხმა იყო. მას საფრთხის შეგრძნება უჩნდებოდა უცხო, უცნაურ ხმებზე, თუმცა იგი (მოწმე) მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვერ ისაუბრებს, თუ საიდან გამომდინარეობდა ბავშვის ეს რეაქცია. ბ--–----------ემ ისაუბრა, რომ ბავშვის ძილი იყო დარღვეული, მას ხშირად ეღვიძებოდა და ტიროდა. იმ დროისთვის სხვა ნიშნები გ-------–------–---თან არ იყო გამოხატული. საქართველოში მოქმედი პროტოკოლის მიხედვით, ბავშვის გამოკითხვა ხდება 3 წლის ასაკის ზემოთ და რაც მეტია ბავშვის ასაკი, მით მეტია მისი სანდოობის ხარისხი და შეფასების შესაძლებლობა. გამოკითხვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რამდენად სანდოა ინფორმაცია. გ-------–------–---ის ფსიქიკური განვითარების დონე სრულად შეესაბამებოდა მის ასაკს. ამ ასაკისთვის იგი გონიერი, ჭკვიანი ბავშვია, მეტყველებაც საკმაოდ კარგად აქვს განვითარებული, მაგრამ არა ამ თემაზე სასაუბროდ. მის ასაკში ბავშვმა შეიძლება ტერმინი გამოიყენოს იმ გაგებით, რომელიც არ შეესაბამება სიტყვის სტანდარტულ გაგებას, ამან შეიძლება წარმოშვას დიდი გაუგებრობა. გ-------–------–---ი საუბრობდა თავისუფლად, თავიდან გასაუბრება იყო გაცნობითი ხასიათის, შემდგომ შეთავაზებული იქნა სხვადასხვა აქტივობები, ბავშვის ასაკისთვის შესაბამისი. მომხდარზე ბავშვს თვითონ არ დაუწყია საუბარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია, თუნდაც გამოკითხვის მეთოდისთვის. პროტოკოლის მიხედვით, გამომკითხველი (ფსიქოლოგი იქნება თუ სხვა სპეციალისტი), არ სვამს შეკითხვებს. იგი სვამს მხოლოდ ზოგად შეკითხვებს, მაგალითად, ,,მომიყევი მომხდარის შესახებ“, დანარჩენი ინფორმაცია უნდა წამოვიდეს ბავშვისგან. სწორედ ეს უზრუნველყოფს ამ გამოკითხვის მიხედვით სანდო ინფორმაციის მიღებას. ამ შემთხვევაშიც, მართალია, პროტოკოლით არ მომხდარა გამოკითხვა, მაგრამ ბავშვს რომ თავისი ინიციატივით დაეწყო საუბარი და რამე მოეყოლა მომხდარის შესახებ, ამას აუცილებლად აღნიშნავდა, თუმცა თავად არ დაუწყია ამაზე საუბარი და არც მას დაუსვამს შეკითხვა იმიტომ, რომ თავიდანვე იყო გარკვეული, რომ გამოკითხვის მეთოდს არ გამოიყენებდა ბავშვთან. ბ--–----------ემაც აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბავშვი რაიმე ხმის გაგონებაზე სახლშიც ხშირად ჩერდებოდა და შემკრთალი კითხულობდა, რა ხმა არისო. მეტი ინფორმაცია არც დედას მოუწოდებია. გამოკითხვისას ხმები ძირითადად გარედან შემოდიოდა, კერძოდ, ხმამაღალი საუბარი და მშენებლობიდან წამოსული ხმა.
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა ბ--–----------ემ სასამართლოში დაკითხვისას მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, რომელიც, დაცვის მხარის მოსაზრებით, ასევე წინააღმდეგობაშია სხვა მტკიცებულებებთან. პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებებს, რადგან სასამართლოში დაზარალებულ ბ--–----------ის მიერ მიცემული ჩვენება არის თანმიმდევრული, ლოგიკური და გარკვევით ხსნის მომხდარის დეტალებს. ასევე დაზარალებულის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც პალატას არ აძლევს ეჭვის შეტანის საფუძველს დაზარალებულ ბ--–----------ის მიერ მიცემული ჩვენების სისწორეში. პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე ბ--–----------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და წერილობით მტკიცებულებებთან თანხვედრაშია. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ლ-–-------–---ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ლ-–-------–---ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ოჯახში ძალადობას, ჩადენილს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ძალადობის მსხვერპლნი ასევე არიან ბავშვები, როგორც მათზე ძალადობის უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი - დედაზე, ან ოჯახის სხვა წევრზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით, რაც მათში იწვევს შიშს, წარმოშობს დაუცველობისა და უკონტროლობის შეგრძნებას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ლ-–-------–---ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ-–-------–---ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. პალატას, აგრეთვე, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ-–-------–---ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–-------–---ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ-–-------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-–-------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ-–-------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი ლ-–-------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ლ-–-------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
ლ-–-------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-–-------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული 9 (ცხრა) პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა, ერთი პაკეტი წამალი და თანხა 45 (ორმოცდახუთი) თეთრის ოდენობით, მობილური ტელეფონი ,,NOKIA” და სამაჯურები, დალუქული ერთ პაკეტად (რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში), - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე