განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002071010
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმეN2ბ/7527-18 22 ოქტომბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი _ მ-----------–---–-;
წარმომადგენელი _ ზ---------------;
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ----–--------------;,წარმომადგენელი _ თ-----------------–---;
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი _ მ--------–--–-–---–-;
დავის საგანი _ უძრავი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ-----------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მ----- ს--–-------- გარდაიცვალა 2017 წლის 27 იანვარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N01177001562 (ს.ფ. 16);
2.2. ვ-------ა ს--–-------ი გარდაიცვალა 1968 წლის 27 ივნისს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 67);
2.3. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, მ----- ს--–--------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, მ-------- დ-----–---, I------, კორპუსი N--, ს--------------, ბინა N---, ფართი 20.70 კვ.მ (საკადასტრო კოდი N-----------------------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საკუთრების მოწმობა N---------, დამოწმების თარიღი 2---------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 31);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 16.02.2011 (ს.ფ. 32-33);
2.4. 2017 წლის 30 აგვისტოს ნოტარიუსს განცხადებით მიმართა მ-----------–---–-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა 27.01.2017 წელს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა. წარმოდგენილ ანდერძში მოანდერძე თავის კუთვნილ ბინას უანდერძებს მ--- ტ-----–---–ს, თუმცა ანდერძით ვერ დასტურდება ნაანდერძევი ქონების იდენტურობა. აღნიშნული საფუძვლით ნოტარიუსის დადგენილებით მ-----------–---–-ს წარმომადგენელს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2017 წლის 30 აგვისტოს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება, რეესტრის N-------- (ს.ფ. 27-28);
2.5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი მ----- ა-------- ასული ს--–--------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ორი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2017 წლის 6 ივნისს ნოტარიუსს მ------ გ------–---- მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება და 2017 წლის 1 მარტს ნოტარიუსს ნ--- ს------------ მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება;
ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოძებნა ჩანაწერი 2017 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 25.08.2017 წელს გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 29);
_სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 25.08.2017 წელს გაცემული ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 30).
2.6. უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, მ-------- დ-----–---, I-------, კორპუსი N--, ს---------------, ბინა N---, ფართი 20.70 კვ.მ (საკადასტრო კოდი N-----------------------) საბაზრო ღირებულება შემფასებლის მიერ შეფასებულ იქნა 53 000 (ორმოცდაცამეტი ათასი) ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_18.08.2017 წელს შედგენილი უძრავი ქონების შეფასების ანგარიში (ს.ფ. 34-46).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.7. საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტში, რომელიც დასათაურებელია, როგორც ანდერძი (შედგენილი რუსულ ენაზე), აღნიშნულია, რომ მ----- ს--–-------- (პ/ნ 0---------) მცხოვრები მ-------, 1--–- მიკრო-რაიონი, კ--------, ბინა N---, თავისი სიკვდილის შემდეგ თავის ბინას აძლევს მ--- ტ-----–---–ს (პ.ნ 0---------). მას უნდა, რომ სიკვდილის შემდეგ ბინა დარჩეს მ--- ტ-----–---–ს. მ----- ს--–--------ს სახელით შედგენილი დოკუმენტში მითითებულია, რომ ანდერძის შემდგენი არის ჯანმრთელი და თავად დაწერა ანდერძი - 2017 წლის 26 იანვარს. დოკუმენტის ბოლოს მითითებულია ხელმოწერა - მ----- ს--–--------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2017 წლის 26 იანვარს დათარიღებული ანდერძი, წარმოდგენილი რუსულ და ქართულ ენაზე (ს.ფ. 17-19);
2.8. საქმეში ასევე წარმოდგენილია მეორე დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 30.09.2016 წლით. ანდერძი შედგენილია რუსულ ენაზე და მასში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს, მ----- ს--–-------- (პ/ნ 0----------. მცხოვრები, ქ. თბილისი, მ-------, 1------, მ---- კორპუსი, ბინა N---, მ--- სართული), საღ გონებაზე და ჯანმრთელი მეხსიერებით, ნებაყოფლობით შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მთელ მის ქონებას, მათ შორის საცხოვრებელ ბინას, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, მ-------, I------, მ---- კორპუსი, ბინა N---, მ--- სართული, თავისი გარდაცვალების დღისათვის უანდერძებს მოქალაქე მ--- ტ-----–---–ს (პ/ნ 0----------). ანდერძი დაწერილია მ----- ს--–--------ს სურვილის მიხედვით, წაიკითხა და მოაწერა ხელი მოწმეების წინაშე.
მოწმეებად მითითებულნი არიან მ------------- (პ/ნ 0----------) და კ---------------- (პ/ნ 0----------). ხელი მოწერილია მ----- ს--–--------ს სახელით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2016 წლის 30 სექტემბერს დათარიღებული ანდერძი, წარმოდგენილი რუსულ და ქართულ ენაზე (ს.ფ. 111-113);
2.9. სსიპ ,,ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ მიერ ჩატარდა ხელწერის ექსპერტიზა, რაზეც გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა. წარმოდგენილ დასკვნაში (---------- აღნიშნულია, რომ თავდაპირველად ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვას წარმოადგენდა: რუსულენოვანი შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი 2017 წლის 26 იანვრის თარიღით და ხელმოწერა ,,მ----- ს--–--------“ შესრულებულია თუ არა მ----- ს--–--------ს მიერ. ხოლო 2017 წლის 01 თებერვალს განცხადებით კითხვა დაკორექტირდა შემდეგნაირად: 30.09.2016 წლის თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე (უჯრედებიან რვეულის ფურცელზე) განლაგებული ხელმოწერა მ----- ს--–--------ს სახელით შესრულებულია თუ არა მ----- ს--–--------ს მიერ.
2017 წლის 16 თებერვალს გაიცა ჩატარებული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხელმოწერა, მ----- ს--–--------ს სახელით (რუსულ ენაზე, ტექსტის სახით), განლაგებული 2016 წლის 30 სექტემბრის თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, თარიღის დაბლა შესრულებულია მ----- ს--–--------ს მიერ. ექსპერტიზის ჩატარების პროცესში გამოსაკვლევ ობიექტთან შესადარებლად გამოყენებული იქნა მ----- ს--–--------ს ხელწერის ნიმუშები: თავისუფალი: მოქალაქის პირადობის მოწმობა, ჩანაწერები მათემატიკის უჯრედებიან რვეულზე (სამი ცალი); ჩანაწერები თაბახის ფურცელზე (სამი ფურცელი); შეთანხმება 15.12.2016წ; ჩანაწერები ცალხაზიანი ფურცლის და თაბახის ფურცლის ნაგლეჯებზე. ექსპერტ ს--–---------–----–---–-- ჩვენების მიხედვით, ნიმუშის სახით ასევე გამოყენებული იქნა 2017 წლის 26 იანვრით დათარიღებული დოკუმენტიც, რომელზეც დატანებულია შესაბამისი შტამპის ანაბეჭდი; ექსპერტმა განმარტა და დააზუსტა, რომ დაკორექტირების შემდეგ ექსპერტიზა ჩატარდა 2016 წლის 30 სექტემბრით დათარიღებულ ანდერძზე, კერძოდ იმის დასადგენად - აღნიშნულ დოკუმენტზე განლაგებული ხელმოწერა მ----- ს--–-------- შესრულებული იყო თუ არა მ----- ს--–--------ს მიერ, რაზეც გაიცა შესაბამისი დასკვნა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
2017 წლის 16 თებერვალს გაცემული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა N-------- (ს.ფ.
22-26);
_ექსპერტ ს--–---------–----–---–-- ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
2.10. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია შინაურული ანდერძის საფუძველზე 2017 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ მ-----------–---–-ს მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად, სარწმუნოდ და ცალსახად არ დადასტურდა მოანდერძის ნების არსებობა, ანდერძში გამოხატული ნების ნამდვილობა და ეჭქვეშ დგას ასევე მ----- ს--–--------ს სახელით 2017 წლის 26 იანვარს (გარდაცვალების წინა დღეს) ანდერძის შედგენის დროს მისი ქმედუნარიანობა და გონივრული მდგომარეობა. შესაბამისად, საეჭვოა ანდერძის შედგენისას მოანდერძის მიერ საკუთარი მოქმედების განსჯისა და ნათლად გამოხატვის შესაძლებლობის არსებობა. უმნიშვნელოვანესი იყო იმ გარემოების დადგენა, რომ სადავოდ ქცეულ დოკუმენტზე არსებული ხელნაწერი და ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა უშუალოდ მოანდერძის, მ----- ს--–--------ს მიერ. თუმცა აღნიშნულ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია არა ის ანდერძი (შედგენილი 2017 წლის 26 იანვარს), რომელზეც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე მხარე, არამედ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა 2016 წლის 30 სექტემბერს შედგენილი ანდერძი, რომელზეც ასევე განლაგებული იყო მ----- ს--–--------ს ხელმოწერა. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება 2017 წლის 26 იანვარს შინაურული ანდერძის უშუალოდ მოანდერძის მიერ შედგენა და ხელმოწერა, რის გამოც შინაურული ანდერძის შედგენისათვის სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოსარჩელე მ-----------–---–- ცნოს ანდერძისმიერ მემკვიდრედ 2017 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს დანაშთ ქონებაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
2017 წლის 16 თებერვალს გაცემული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა N-------- (ს.ფ.
22-26);
_2017 წლის 26 იანვარს დათარიღებული ანდერძი, წარმოდგენილი რუსულ და ქართულ ენაზე (ს.ფ. 17-19);
_2016 წლის 30 სექტემბერს დათარიღებული ანდერძი, წარმოდგენილი რუსულ და ქართულ ენაზე (ს.ფ. 111-113);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
2.11. მ----- ს--–-------- გარდაცვალებამდე იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, მას ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გართულებული და არ შეეძლო თავისი ნების ნათლად, გარკვევით გამოხატვა. იგი საუბრობდა გაუგებრად. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ე-–--- გ--–--- (ნოტარიუსი), რომელიც 2017 წლის 26 იანვარს მიიყვანა მ--- ტ-----–---–მა მ----- ს--–--------სთან სანოტარო აქტის გაფორმების მიზნით. ე-–--- გ--–---- ჩვენების მიხედვით, მას მ--- ტ-----–---–მა სთხოვა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მ----- ს--–--------ს საცხოვრებელ სახლში მისვლა, ვინაიდან ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირდა ფიზიკური გადაადგილება და იყო მძიმედ. ნოტარიუსი ე-–--- გ--–--- რუსული ენის თარჯიმანთან ერთად მივიდა საცხოვრებელ ბინაზე, სადაც მისივე განმარტებით დახვდა საკმაოდ მძიმე სურათი - სახლში იყო სრული ანტისანიტარია, არამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები და არეულობა. მ----- ს--–-------- იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, გამოყურებოდა ცუდად. მას შემდეგ რაც თარჯიმნის მეშვეობით ნოტარიუსმა ჰკითხა უტოვებდა თუ არა საცხოვრებელ ბინას მ--- ტ-----–---–ს. მ----- ს--–--------მ გაურკვევლად უპასუხა, თითქოს დათანხმდა თუმცა იქვე ახსენა სხვა პირიც. მისი პასუხები იყო სრულიად გაურკვეველი, ბუნდოვანი და რაიმე დასკვნის, აზრის გამოტანა შეუძლებელი იყო. ე-–--- გ--–--- (ნოტარიუსი) დარწმუნებით, დანამდვილებით აცხადებს, რომ იმ დღეს, 2017 წლის 26 იანვარს მ----- ს--–--------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო თავისი ნების ნათლად და გარკვევით გამოხატვა, რის გამოც, ნოტარიუსმა არ შეადგინა სანოტარო აქტი - სამისდღეშიო ხელშეკრულება. ნოტარიუსის განმარტებით სახლში მისვლის დროს მას იქ დახვდა, როგორც მ--- ტ-----–---–ი, ასევე სხვა პირი (შუახნის მამაკაცი), რომელსაც ეკამათებოდა მ-----------–---–-, ხოლო ის მამაკაცი წინააღმდეგობას უწევდა მ--- ტ-----–---–ს ნოტარიუსი შეეყვანა მ----- ს--–--------სთან. ე-–--- გ--–---მ (ნოტარიუსმა) მ----- ს--–--------ს საცხოვრებელ სახლში არსებული მდგომარეობა შეაფასა საკმაოდ უარყოფითად.
საქმეზე ასევე მოწმის საკით დაკითხულ იქნა კ----------------, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის გარდაცვლილი მეუღლის მეგობარს, რომელიც მ-----------–---–-ს ოჯახის ახლობელია. მოწმემ დაადასტურა, რომ მ-----------–---–- წლების განმავლობაში უვლიდა და პატრონობდა მ----- ს--–--------ს. ეს უკანასკნელი კ---- ტოგონიძეს ხშირად უნახავს როგორც მოსარჩელე მ-----------–---–-ს სახლში, ასევე მის სამსახურში. კ---------------- ადასტურებს, რომ მან ორი წლის წინ მ--- ტ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში ხელი მოაწერა ანდერძს, თუმცა უშუალოდ ანდერძის შედგენას არ შესწრებია. ანდერძის შედგენის დროს მ----- ს--–-------- იქ იმყოფებოდა და კ---- ტ---------სათვის ცნობილი იყო ანდერძის შინაარსი. მოწმე ზუსტად ვერ იხსენებს, ანდერძის შედგენის დროისათვის კიდევ ვინ იმყოფებდა საცხოვრებელ ბინაში. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ იქნა ს--------------, რომელმაც განმარტა, რომ იგი 17 წლის განმავლობაში იცნობდა მ----- ს--–--------ს, უვლიდა და პატრონობდა მას, თუმცა ბოლო პერიოდში ს------ ბ------ ვერ ახერხებდა მ----- ს--–--------ს სახლში შესვლას, ვინაიდან იგი დაკეტილი იყო, ხოლო გასაღები მას არ ჰქონდა. ს------ ბ------- განმარტებით, მ----- ს--–-------- არ აპირებდა კუთვნილი უძრავი ქონების ვინმესთვის დატოვებას, მას სურდა რუსეთში ნათესავებთან გამგზავრება, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დაკეტილი კარების გამო მეზობლები იძულებული გახდნენ გამოეძახათ სამაშველო სამსახური. ს-------------- განმარტავს, რომ მან იცოდა მ-----------–---–-ს შესახებ და ის ფაქტიც, რომ ამ უკანასკნელმა ნოტარიუსი მიიყვანა მ----- ს--–--------სთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რაც მ----- ს--–--------ს მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ გაფორმდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- მოწმე ე-–--- გ--–---- (ნოტარიუსი), კ---- ტ---------ს და ს------ ბ------- ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. მოსარჩელე მ--- ტ-----–---–მა მოითხოვა 2017 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა და უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, მ-------- დ-----–---, 1------, კორპუსი N--, ბინა N---, საკადასტრო კოდი N-----------------------, მესაკუთრედ აღიარება.
დადგენილია, რომ მ----- ს--–-------- გარდაიცვალა 2017 წლის 27 იანვარს.
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს დანაშთ სამკვიდროს წარმოადგენს: უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, მ-------- დ-----–---, I------, კორპუსი N--, ს--------------, ბინა N---, ფართი 20.70 კვ.მ (საკადასტრო კოდი N-----------------------).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს მამკვიდრებელ მ----- ს--–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრეს. სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 26 იანვარს მ----- ს--–--------ს მიერ შედგენილი იქნა შინაურული ანდერძი.
სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამავე კოდექსის 1500-ე მუხლით, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. საქმის მასალებით, 2017 წლის 30 აგვისტოს ნოტარიუსს განცხადებით მიმართა მ-----------–---–-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა 27.01.2017 წელს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა. წარმოდგენილ ანდერძში მოანდერძე თავის კუთვნილ ბინას უანდეძებს მ--- ტ-----–---–ს, თუმცა ანდერძით ვერ დასტურდება ნაანდერძევი ქონების იდენტურობა. აღნიშნული საფუძვლით ნოტარიუსის დადგენილებით უარი ეთქვა მ-----------–---–-ს წარმომადგენელს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი მ----- ა-------- ასული ს--–--------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ორი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2017 წლის 6 ივნისს ნოტარიუსს მ------ გ------–---- მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება და 2017 წლის 1 მარტს ნოტარიუსს ნ--- ს------------ მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. შესაბამისად, ნათელია, რომ მ----- ს--–--------ს დანაშთ ქონებაზე პრეტენზიას აცხადებენ მ-----------–---–- როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე და ნ----–-------------- (მოპასუხე), როგორც კანონისმიერი მემკვიდრე. თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ნ----–--------------ს ნათესაური კავშირი მამკვიდრებელ მ----- ს--–--------სთან. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მისი მითითებით მ----- ს--–--------ს დედის, ვ-------ა ს--–--------ს გარდაცვალების მოწმობა, რომელიც იყო ნ----–--------------ს მამის და, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება არც ვ-------ა ს--–--------სთან მამკვიდრებლის კავშირი და ასევე არც ის გარემოება, თუ რა ნათესაური კავშირი ჰქონდა ნ----–--- ბ--------ს ვ-------ა ს--–--------სთან.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს 2017 წლის 26 იანვარს შედგენილ ანდერძზე. საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც დასათაურებელია, როგორც ანდერძი (შედგენილი რუსულ ენაზე) და მითითებულია, რომ მ----- ს--–-------- (პ/ნ 0---------) მცხოვრები მ-------, 1--–- მიკრო-რაიონი, კ--------, ბინა N---, თავისი სიკვდილის შემდეგ თავის ბინას აძლევს მ--- ტ-----–---–ს (პ.ნ 0---------). მას უნდა, რომ სიკვდილის შემდეგ ბინა დარჩეს მ--- ტ-----–---–ს. მ----- ს--–--------ს სახელით შედგენილ დოკუმენტში მითითებულია, რომ ანდერძის შემდგენი არის ჯანმრთელი და თავად დაწერა ანდერძი - 2017 წლის 26 იანვარს. დოკუმენტის ბოლოს მითითებულია ხელმოწერა - მ----- ს--–--------. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მეორე ანდერძიც, შედგენილი ასევე მ----- ს--–--------ს სახელით და მისი ხელმოწერით. დოკუმენტი დათარიღებულია 30.09.2016 წლით. ანდერძი შედგენილია რუსულ ენაზე და მასში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს, მ----- ს--–-------- (პ/ნ 0----------. მცხოვრები, ქ. თბილისი, მ-------, 1------, მ---- კორპუსი, ბინა N---, მ--- სართული), საღ გონებაზე და ჯანმრთელი მეხსიერებით. ნებაყოფლობით შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მთელ მის ქონებას, მათ შორის საცხოვრებელ ბინას, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, მ-------, I------, მ---- კორპუსი, ბინა N---, მ--- სართული, თავისი გარდაცვალების დღისათვის უანდერძებს მოქალაქე მ--- ტ-----–---–ს (პ/ნ 0----------). ანდერძი დაწერილია მ----- ს--–--------ს სურვილის მიხედვით, წაიკითხა და მოაწერა ხელი მოწმეების წინაშე. მოწმეებად მითითებულნი არიან მ------------- (პ/ნ 0----------) და კ---------------- (პ/ნ 0----------). ხელი მოწერილია მ----- ს--–--------ს სახელით.
სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
ამავე კოდექსის 1345-ე მუხლის თანახმად, მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ (სამოქალაქო კოდექსის 1346-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლით კი გათვალისწინებულია შინაურული ანდერძის
შედგენა, კერძოდ, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. ამავე კოდექსის 1368-ე მუხლის შესაბამისად, ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმებით გარანტირებულია პირის უფლება, საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად განკარგოს ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება. ანდერძი ცალმხრივი გარიგებაა და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მოანდერძის გარდაცვალებას. ანდერძის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ანდერძის ბათილობისას, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მამკვიდრებლის ნების ნამდვილობას. ანდერძი თავისუფალი ნების გამომვლენი განკარგულებაა. ანდერძი, რომელიც თავისი ხელით დაწერა მოანდერძემ და ხელი მოაწერა სრული იურიდიული ძალის მქონეა. შესაბამისად, იმისათვის, რომ პირს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მიენიჭოს ანდერძის საფუძველზე მემკვიდრეობითი უფლება, აუცილებელია დადასტურდეს შედგენილი შინაურული ანდერძის ნამდვილობა. შინაურული ანდერძი უნდა დაწეროს თავისი ხელით მოანდერძემ და ხელი უნდა მოაწეროს მას. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს, რომ ანდერძის შედგენის მომენტში, მოანდერძეს შეეძლო გონივრულად განესაჯა საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოეხატა თავისი ნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ხდის სადავოდ მოანდერძის ნების გამოვლენის ნამდვილობის საკითხს.
ზემოთ როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია ორი სხვადასხვა თარიღით შედგენილი ანდერძი. როგორც თავდაპირველად, ასევე, მოგვიანებით წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, მისი სასარჩელო მოთხოვნა ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობასა და სადავო ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ ეფუძნება 2017 წლის 26 იანვარს შედგენილ შინაურულ ანდერძს, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილია მ----- ს--–--------ს მიერ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ----- ს--–-------- გარდაიცვალა 2017 წლის 27 იანვარს. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მითითებული ანდერძს, როგორც მასზე არსებულ მოანდერძის, მ----- ს--–--------ს ხელმოწერის, ასევე მამკვიდრებლის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის თვალსაზრისით, თუმცა სადავოდ გამხდარი ანდერძის ბათილობის საკითხი არ არის დაყენებული.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ხელნაწერის ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნაში (---------- აღნიშნულია, რომ თავდაპირველად ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვას წარმოადგენდა: რუსულენოვანი შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი 2017 წლის 26 იანვრის თარიღით და ხელმოწერა ,,მ----- ს--–--------“ შესრულებულია თუ არა მ----- ს--–--------ს მიერ. ხოლო 2017 წლის 01 თებერვალს განცხადებით კითხვა დაკორექტირდა შემდეგნაირად: 30.09.2016 წლის თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე (უჯრედებიან რვეულის ფურცელზე) განლაგებული ხელმოწერა მ----- ს--–--------ს სახელით შესრულებულია თუ არა მ----- ს--–--------ს მიერ. ჩატარებული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხელმოწერა, მ----- ს--–--------ს სახელით (რუსულ ენაზე, ტექსტის სახით), განლაგებული 2016 წლის 30 სექტემბრის თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, თარიღის დაბლა შესრულებულია მ----- ს--–--------ს მიერ. ექსპერტიზის ჩატარების პროცესში გამოსაკვლევ ობიექტთან შესადარებლად გამოყენებული იქნა მ----- ს--–--------ს ხელწერის ნიმუშები: თავისუფალი: მოქალაქის პირადობის მოწმობა, ჩანაწერები მათემატიკის უჯრედებიან რვეულზე (სამი ცალი); ჩანაწერები თაბახის ფურცელზე (სამი ფურცელი); შეთანხმება 15.12.2016წ; ჩანაწერები ცალხაზიანი ფურცლის და თაბახის ფურცლის ნაგლეჯებზე. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა ექსპერტი სალომე ჩოლოყაშვილი, რომლის ჩვენების მიხედვით, ნიმუშის სახით ასევე გამოყენებული იქნა 2017 წლის 26 იანვრით დათარიღებული დოკუმენტიც, რომელზეც დატანებულია შესაბამისი შტამპის ანაბეჭდი.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი ორი სხვადასხვა დროს შედგენილი ანდერძის არსებობა ისე რომ არ არის გაუქმებული წინა ანდერძი და არ არის მითითებული გარემოება თუ რამ განაპირობა განმეორებით ანდერძის შედგენა, ეჭქვეშ აყენებს 2017 წლის 26 იანვრით დათარიღებული ანდერძის ნამდვილობას. შინაურულ ანდერძში გამოხატულია თუ არა უშუალოდ მოანდერძის ნება, უნდა დადასტურდეს უპირველესად იმით, რომ შინაურული ანდერძი უნდა იყოს შედგენილი უშუალოდ მოანდერძის მიერ და ხელს უნდა აწერდეს იგი, თუ არ არის რაიმე საგამონაკლისო შემთხვევა. მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 26 იანვარს დათარიღებული ანდერძი შედგენილია უშუალოდ მოანდერძე მ----- ს--–--------ს მიერ და ხელსაც თავად აწერს. სწორედ აღნიშნულ ანდერძს აფუძნებს მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას მემკვიდრეობით - სამართლებრივი საფუძვლით მიიღოს უფლება სადავო ქონებაზე. თუმცა მოსარჩელისვე მიერ ხელნაწერის ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა არა 2017 წლის 26 იანვრით დათარიღებული ანდერძი, არამედ 2016 წლის 30 სექტემბერს შედგენილი ანდერძი და დაისვა საკითხი 30.09.2016 წელს შედგენილ ანდერძზე შესრულებული ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა მ----- ს--–--------ს მიერ. სარჩელის საფუძველი არ გამომდინარეობს 2016 წლის 30 სექტემბრის ანდერძისგან. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას უმნიშვნელოვანესი იყო იმ გარემოების დადგენა, რომ სადავოდ ქცეულ დოკუმენტზე არსებული ხელნაწერი და ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა უშუალოდ მოანდერძის, მ----- ს--–---------ს მიერ. თუმცა აღნიშნულ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია არა ის ანდერძი (შედგენილი 2017 წლის 26 იანვარს), რომელზეც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე მხარე, არამედ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა 2016 წლის 30 სექტემბერს შედგენილი ანდერძი, რომელზეც ასევე განლაგებული იყო მ----- ს--–--------ს ხელმოწერა. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება 2017 წლის 26 იანვარს შინაურული ანდერძის უშუალოდ მოანდერძის მიერ შედგენა და ხელმოწერა, რის გამოც, არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ სასამართლომ არ მიიჩნიოს აღნიშნული ანდერძი შედგენილი სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად, სარწმუნოდ და ცალსახად არ დადასტურდა მოანდერძის ნების არსებობა, ანდერძში გამოხატული ნების ნამდვილობა. საეჭვოა ასევე მ----- ს--–--------ს სახელით 2017 წლის 26 იანვარს (გარდაცვალების წინა დღეს) ანდერძის შედგენის დროს მისი ქმედუნარიანობა და გონივრული მდგომარეობა, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს 2017 წლის 26 იანვარს მოანდერძის მიერ საკუთარი მოქმედების განსჯისა და ნათლად გამოხატვის შესაძლებლობის არსებობას. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იმავე დღეს, 2017 წლის 26 იანვარს მ----- ს--–--------ს საცხოვრებელ სახლში მ-----------–---–-ს მოთხოვნით, სამისდღეშიო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით იმყოფებოდა ნოტარიუსი ე-–--- გ--–---. მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–---მ ჩვენებაში მიუთითა, რომ მის შეკითხვებზე მ----- ს--–--------ს პასუხები იყო სრულიად გაურკვეველი, ბუნდოვანი და რაიმე დასკვნის, აზრის გამოტანა შეუძლებელი იყო. ნოტარიუსი დარწმუნებით, დანამდვილებით აცხადებს, რომ იმ დღეს, 2017 წლის 26 იანვარს მ----- ს--–--------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო თავისი ნების ნათლად და გარკვევით გამოხატვა, რის გამოც არ იქნა შედგენილი სანოტარო აქტი - სამისდღეშიო ხელშეკრულება. საქმეზე სადავო გარემოებებთან დაკავშირებით ასევე დაიკითხნენ მოწმეები კ---------------- და ს--------------. მოწმე კ----------------მ მიუთითა, რომ მ-----------–---–- წლების განმავლობაში უვლიდა და პატრონობდა მ----- ს--–--------ს. ეს უკანასკნელი კ----------------ს ხშირად უნახავს როგორც მოსარჩელე მ-----------–---–-ს სახლში, ასევე მის სამსახურში. კ---------------- ადასტურებს, რომ მან ორი წლის წინ მ-----------–---–-ს საცხოვრებელ სახლში ხელი მოაწერა ანდერძს, თუმცა უშუალოდ ანდერძის შედგენას არ შესწრებია. ხოლო ს------ ბ------მ განმარტა, რომ იგი 17 წლის განმავლობაში იცნობდა მ----- ს--–--------ს, უვლიდა და პატრონობდა მას, თუმცა ბოლო პერიოდში ს-------------- ვერ ახერხებდა მ----- ს--–--------ს სახლში შესვლას, ვინაიდან იგი დაკეტილი იყო, ხოლო გასაღები მას არ ჰქონდა. ს------ ბ------- განმარტებით, მ----- ს--–-------- არ აპირებდა კუთვნილი უძრავი ქონების ვინმესთვის დატოვებას, მას სურდა რუსეთში ნათესავებთან გამგზავრება, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დაკეტილი კარების გამო მეზობლები იძულებული გახდნენ გამოეძახათ სამაშველო სამსახური. ს-------------- განმარტავს, რომ მან იცოდა მ-----------–---–-ს შესახებ და ის ფაქტიც, რომ ამ უკანასკნელმა ნოტარიუსი მიიყვანა მ----- ს--–--------სთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რაც მ----- ს--–-------ას მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ გაფორმდა.
მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს 2017 წლის 30 აგვისტოს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე მ--- ტ-----–---–ზე არ გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილ ანდერძში მოანდერძე თავის კუთვნილ ბინას უანდერძებს მ--- ტ-----–---–ს, თუმცა ანდერძით არ დასტურდებოდა ნაანდერძევი ქონების იდენტურობა. ხოლო საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოანდერძე მ----- ს--–--------ს სახელზე ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ-------- დ-----–---, 1------, კორპუსი N--, ბინა N---, საკადასტრო კოდი N-----------------------. სასამართლო აქვე განუმარტავს მხარეს, რომ ნოტარიუსის მიერ აღნიშნული საფუძვლით სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმა თავისთავად არ გამორიცხავს ანდერძისმიერი მემკვიდრეობითი უფლების წარმოშობის ხელისშემშლელ სხვა გარემოებათა არსებობას.
სასამართლომ განმარტა, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით. სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება. მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების, მათი ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას შინაურული ანდერძის საფუძველზე 2017 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ მ-----------–---–-ს მიჩნევის თაობაზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შინაურული ანდერძი (დათარიღებული 26.01.2017 წელს) შედგენილია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოანდერძის ნებით, უშუალოდ მის მიერ და შესრულებულია მისი ხელმოწერილით. ამდენად, ანდერძი სრულად არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელე მ-----------–---–-ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ და 2017 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს დანაშთ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ-----------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების ნ----–--------------ს და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, მოპასუხეებს სათანადო წესით სადავოდ არ გაუხდიათ და შედავება არ მომხდარა ანდერძის ბათილობაზე ხელმოწერის არ არსბეობის ანდა ნების გამოვლენის ხარვეზის საფუძვლით.
ნ----–--------------ს მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რაც მის ნათესაურ კავშრს დაადასტურებდა გარდაცვლილთან.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ 2017 წლის 26 იანვარს შედგენილი შინაურული ანდერძის უშუალო მოანდერძის მიერ შედგენა და ხელმოწერის გარემოება, დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ჩატარებული ექსპერტიზის ფარგლებში ექსპერტიზამ დაადგინა არა მხოლოდ, 2016 წლის 30 სექტემბრის ანდერძზე არსებული ხელმოწერის გარდაცვლილისთვის კუთვნილების ფაქტი, არამედ კვლევის პროცესში ასევე დადგენილ იქნა 2017 წლის 26 იანვრის ანდერძზე არსებული ხელმოწერის კუთვნილების გარემოება მამკვიდრებლისათვის, რამდენადაც კვლევისთვის და შედარებისთვის მითითებული ანდერძი ასევე იქნა გამოყენებული და მისი ტექსტიც და ხელმოწერაც ასევე კვლევის საგანი იყო, რაც ექსპერტიზის მიერ არ განსაზღვრულა როგორც საეჭვო, ანდა სხვა პირისადმი მიკუთვნებული ტექსტი, ანდა ხელმოწერა.
3.3. აპელანტის მითითებით, დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს მსჯელობა ნების გამოვლენის ხარვეზის შესახებ აღნიშნულის მხოლოდ ნოტარიუსის ჩვენებაზე დაფუძნება არ არის სწორი, რამდენადაც ნებელობითი ხარვეზის მხოლოდ ჩვენების საფუძველზე დადგენა არის დაუსაბუითებელი და იმ მოცემულობაში როდესაც ამ თვალსაზრისით არ არისებობს სათანადო მტკიცებულება რაც სათანადოდ დაადასტურებდა ნებელობითი ხარვეზის არსებობას მხარის შერაცხადოსბი მისი ცნობიერების სიჯანსაღის კუთხით, ამგვარი მსჯელობა არის დაუსაბუთებელი, მით უფრო იმ მოცემულობაში როდესაც მხოლოდ 2016 წლის 27 იანვრის დოკუმენტით არ დგინდება გარდაცვლილის ამგვარი ნება და საქმეზე წარმოდგენილი იქნა სხვა თარიღი და სხვა დროის დოკუმენტაცია, რაც გარდაცვლილის იდენტურ ნებას ადასტურებდა, რაც ასევე გამყარებული იქნა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენების მიხედვით, რომელთაც მთლიანობაში დაადასტურეს, როგორც ნების არსებობა, ასევე ის გარემოება, რომ გარდაცვლილს მოსარჩელე მხარე წლების განმავლობაში უვლიდა და ამგვარი ანდერძის შედეგენა იყო ლოგიკური გაგრძელება იმ ურთიერთობის რომელიც მოსარჩელეს და აწ გარდაცვლილს ერთმანეთთან აკავშირებდათ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2017 წლის 27 იანვარს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ და უძრავი ქონების მდებარე - ქ. თბილისი, მ-------- დ-----–---, 1------, კორპუსი N--, ბინა N---, მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს, 2017 წლის 26 იანვარს შედგენილ შინაურულ ანდერძზე, რომლის თანახმად, მ----- ს--–--------ს, მცხოვრები ქ. თბილისი, მ-------- დას. 1------, კორპ. N--, ბინა N---, სიკვდილის შემდეგ, სურს მისი ბინა დარჩეს მ--- ტ-----–---–ს.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა და დამატებით მიუთითებს შემდეგზე:
4.2. დადგენილია, რომ მ----- ს--–--------, რომლის მემკვიდრედ ცნობასაც მოითხოვს მოსარჩელე გარდაიცვალა 2017 წლის 27 იანვარს (იხ. ტ.1, ს.ფ. 16). საჯარო რეესტრის მონაცემებით დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება მდებარე - ქალაქი თბილისი, მ-------- დ-----–---, I------, კორპუსი N--, ს--------------, ბინა N---, ფართი 20.70 კვ.მ (საკადასტრო კოდი N-----------------------), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს სახელზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 31-33)
ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი მ----- ს--–--------ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. რაც შეეხება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებს, სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ორი ჩანაწერი - 2017 წლის 6 ივნისის და 2017 წლის 1 მარტის - სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე. კერძოდ, დადგენილია, რომ ნოტარიუსს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს სამკვიდროს მიღების თაობაზე მოწმობის გაცემის მოთხოვნით 2017 წლის 6 ივნისის მიმართა მოპასუხე ნ----–--- ბ--------ამ, ხოლო 2017 წლის 1 მარტს მ--- ტ-----–---–მა. განმცხადებლებს უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე (იხ. ტ. 1, სარჩელი; შესაგებელი, ასევე ს.ფ. 27-30)
მოსარჩელეს 2017 წლის 30 აგვისტოს, უარი ეთქვა 27.01.2017 წელს გარდაცვლილი მ----- ს--–--------ს დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი ანდერძით ვერ დასტურდება ნაანდერძევი ქონების იდენტურობა (იხ. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ 30.08.2017წ. დადგენილება ტ.1, ს.ფ. 27-28).
4.3. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ შინაურული ანდერძის საფუძველზე, მოსარჩელის მ----- ს--–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება ანდერძში გამოხატული ნების ნამდვილობა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია 2016 წლის 30 სექტემბერს შედგენილი ანდერძი, რომლის თანახმად, მ----- ს--–--------მ საღ გონებაზე და ჯანმრთელი მეხსიერებით, ნებაყოფლობით შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მთელ მის ქონებას, მათ შორის საცხოვრებელ ბინას, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, მ-------, I------, მ---- კორპუსი, ბინა N---, მ--- სართული, თავისი გარდაცვალების დღისათვის უანდერძებს მოქალაქე მ--- ტ-----–---–ს. ანდერძში მითითებულია, რომ ის დაწერილია მ----- ს--–--------ს სურვილის მიხედვით, წაიკითხა და მოაწერა ხელი მოწმეების წინაშე. მოწმეებად მითითებულნი არიან მ------------- და კ----------------. ხელი მოწერილია მ----- ს--–--------ს სახელით (იხ. 2016 წლის 30 სექტემბერს დათარიღებული ანდერძი, წარმოდგენილი რუსულ და ქართულ ენაზე ტ.1, ს. ფ. 111-113)
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს 2017 წლის 26 იანვარს შედგენილ ანდერძზე, რომლის მიხედვით, მ----- ს--–-------- (პ/ნ 0---------) მცხოვრები მ-------, 1--–- მიკრო-რაიონი, კ--------, ბინა N---, თავისი სიკვდილის შემდეგ თავის ბინას აძლევს მ--- ტ-----–---–ს (პ/ნ 0---------). მას უნდა, რომ სიკვდილის შემდეგ ბინა დარჩეს მ--- ტ-----–---–ს. დოკუმენტში მითითებულია, რომ ანდერძის შემდგენი არის ჯანმრთელი და თავად დაწერა ანდერძი - 2017 წლის 26 იანვარს. დოკუმენტზე, ტექსტის ბოლოს დატანილია - ხელმოწერა შესრულებული მ----- ს--–--------ს სახელით (იხ. ტ.1, ს.ფ. 17-19)
მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს ანდერძის ნამდვილობა. მოპასუხე ნ----–--- ბ--------ას მითითებით, ანდერძი დაწერილია გარდაცვალების წინა დღეს, როდესაც მ----- ს--–--------ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, რის გამოც ნოტარიუსმა უარი განაცხადა ანდერძის შედგენაზე.
ვინაიდან, საკითხი შეეხება, მოანდერძის ნების გამოვლენის ნამდვილობას, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებზე, კერძოდ, საყურადღებოა მოწმე ე-–--- გ--–---- ჩვენება, რომელიც არის ნოტარიუსი და ანდერძის შედგენის დღეს 2017 წლის 26 იანვარს, მოსარჩელესთან შეთანხმებისამებრ, სამისდღემჩიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, იმყოფებოდა მ----- ს--–--------ს ბინაში, თუმცა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი („...ძალიან ცუდად იყო,... ცუდ მდგომარეობაში იყო“), რის გამოც უარი განაცხადა სანოტარო აქტის შედგენაზე. მოწმემ ნათლად და დამაჯერებლად მიუთითა იმის შესახებ, რომ მ----- ს--–--------ს უჭირდა ნების ჩამოყალიბება, „ვერ აყალიბებდა ნებას და თითქოს ეშინოდა კიდეც“ (იმყოფებოდა ზეგავლენის ქვეშ). მოწმის განმარტებით, მან ჩათვალა რომ იმ მომენტში მ----- ს--–-------- არ იყო ადეკვატური. მოწმის სახით ასევე დაიკითხა კ----------------, რომელიც ხელს აწერს 30.09.2016წ. ანდერძის ვერსიას მოწმის სახით. კ---- ტ---------ს მითითებით, მან ხელი მოაწერა ანდერძს, თუმცა მის შედგენას არ დასწრებია (თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.07.18.წ. სასამართლო სხდომის ოქმი). რაც შეეხება, ს------ ბ------- ჩვენებას მოწმემ აღნიშნა, რომ მ----- ს--–-------- არ აპირებდა კუთვნილი უძრავი ქონების ვინმესთვის დატოვებას, მას სურდა რუსეთში გამგზავრება ნათესავებთან, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.09.18. წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს შინაურული ანდერძის საფუძველზე, უძრავი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას, ხოლო მოპასუხემ სადავოდ გახადა მოანდერძის ნების გამოვლენის ნამდვილობის საკითხი. პალატის შეფასებით, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების შინაარსი ეჭვქვეშ აყენებს 2017 წლის 26 იანვარს მ----- ს--–--------ს მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას, ვინაიდან მოწმემ ნათლად და დამაჯერებლად მიუთითა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეეძლო ნების სწორად გამოხატვა. ამ ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში კი, პალატის შეფასებით, მოსარჩელეს მართებდა სარწმუნოდ დაედასტურებინა ია გარემოება, რომ 2017 წლის 26 იანვრის ანდერძში გამოვლენილი ნება იყო ნამდვილი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰონია.
4.4. სააპელაციო პალატა, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელწერილის ექსპერტიზის დასკვნაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელში თავად მიუთითა ხელმოწერის ნამდვილობაზე და აღნიშნა, რომ მ----- ს--–--------ს მიერ შედგენილ ანდერძს ჩაუტარდა ექსპერტიზა და 2017 წლის 16 თებერვალს გაცემული დასკვნის თანახმად, საექსპერტო კვლევისათვის წარდგენილ ანდერძზე შესრულებული ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის მ----- ს--–--------ს (იხ. სარჩელი ტ.1, ს.ფ. 5, დაზუსტებული სარჩელი ტ.1, ს.ფ. 100). წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.02.2017წ. დასკვნის თანახმად, ხელმოწერა მ----- ს--–--------ს სახელით (რუსულ ენაზე, ტექსტის სახით) განლაგებული 2016 წლის 30 სექტემბრის თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, თარიღის დაბლა შესრულებულია მ----- ს--–--------ს მიერ (იხ. ტ.1, ს.ფ. 22-26). მოცემულ შემთხვევაში, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია არა 2017 წლის 26 იანვარს შედგენილ ანდერძზე, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მოითხოვს მემკვიდრედ ცნობას, არამედ 2016 წლის 30 სექტემბერით დათარიღებულ დოკუმენტზე. ამ მხრივ პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ თავდაპირველად ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა: „რუსულენოვანი შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი 2017 წლის 26 იანვრის თარიღით და ხელმოწერა ,,მ----- ს--–--------“ შესრულებული იყო თუ არა მ----- ს--–--------ს მიერ“ დაკორექტირდა 2017 წლის 01 თებერვლის განცხადებით და ექსპერტიზის წინაშე დაისვა საკითხი - 2016 წლის 30 სექტემბრის შინაურულ ანდერძზე (უჯრედებიან რვეულის ფურცელზე) განლაგებული ხელმოწერა მ----- ს--–--------ს სახელით, შესრულებულია თუ არა მ----- ს--–--------ს მიერ (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.02.2017წ. დასკვნა ტ. 1, ს.ფ. 22-26). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, ვინაიდან, მასში საუბარია არა 2017 წლის 26 იანვრის დოკუმენტზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, არამედ 2016 წლის 30 სექტემბერს შედგენილ დოკუმენტზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანს არ წარმოადგენს. ამ მხრივ, აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ ექსპერტიზამ კვლევის პროცესში ასევე დაადგინა 2017 წლის 26 იანვრის ანდერძზე არსებული ხელმოწერის მამკვიდრებლისათვის კუთვნილების ფაქტი, რამდენადაც კვლევისთვის და შედარებისთვის მითითებული ანდერძი ასევე იქნა გამოყენებული, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დასკვნაში ცალსახად მითითებულია, რომ გამოკვლეული იქნა ხელმოწერა განლაგებული 2016 წლის 30 სექტემბრის თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 23).
4.5. სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია, სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მამკვიდრებელს აქვს მემკვიდრის თავისუფლად არჩევის უფლება. ანდერძში მოანდერძის ნებაა გამოხატული. მას შეუძლია, გარდაცვალების შემთხვევისათვის თავისი ქონება დაუტოვოს არა მხოლოდ მემკვიდრეთა წრიდან რომელიმეს, არამედ გარეშე პირებსაც.
სამოქალაქო კოდექსის 1345-ე მუხლის თანახმად, მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. ამავე კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად კი, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას (შინაურული ანდერძი). მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, შინაურული ანდერძის ნამდვილობისათვის კანონი ადგენს მარტივი წერილობითი ფორმის დაცვის აუცილებლობას, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ, ხოლო ანდერძში გადმოცემული ნება ქმედუნარიანი პირის გონივრული განსჯის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
პალატა მიუთითებს, რომ ამა თუ იმ სადავო სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. მოცემულ დავაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, სწორედ მოანდერძის – მ----- ს--–--------ს ნამდვილი ნების დადგენაა, რა დროსაც - მოანდერძის ნების საეჭვოობის შემთხვევაში, ნების ნამდვილობის დასადგენად ყველა მტკიცებულების შინაარსი ზედმიწევნით ზუსტად უნდა იქნეს შესწავლილი და ურთიერთშეჯერებული. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ-----------–---–-ს მ----- ს--–--------ს მემკვიდრედ ცნობის საფუძველი. ვინაიდან, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2017 წლის 26 იანვარს შედგენილი ანდერძი შეესაბამებოდა მამკვიდრებლის ნებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კი არ შეიცავს, რაიმე დასაბუთებულ არგუმენტებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
4.6. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ-----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ვლადიმერ კაკაბაძე