განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
330100119003083864
ინსტანცია
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003083864

საქმე №1ბ/1654-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ნოემბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის რ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ---------------ს მიმართ, დაბადებულის 1-----–-–--------------------ს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონის, პ/ნ 0----------, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: თ---–----------------------------------–------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ჯ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ჯ---------------ს ძირითად სასჯელად განესაზღვა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 02 მაისიდან 04 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4850 (ოთხი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

ჯ---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზი-კური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქ-რებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 01 მაისს, შუადღის საათებში, ჯ--------------- იმყოფებოდა ქალაქ თბილისში, ვ-–-----–----–----------------------------–----------------------------–-, რა დროსაც სცემა ა--------------------------, კერძოდ, ამ უკანასკნელს სახისა და მუცლის მიდამოებში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი და ფეხი, რის შედეგად ა-------------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 01 მაისს, შუადღის საათებში, ჯ--------------- იმყოფებოდა ქალაქ თბილისში, ვ-–-----–----–----------------------------–----------------------------–-- რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა-------------------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ჯ---------------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულები არის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და იგი უნდა დამძიმდეს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ჯ---------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ჯ---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის ნაწილობრივი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

დაზარალებულ ა--------------------------ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება ჯ---------------ს მიერ მისი ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი და, ასევე, - ის ფაქტიც, რომ ჯ---------------ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა მან (დაზარალებულმა) აღიქვა რეალურად.

 

დაზარალებულის განმარტებით, იგი სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ქირით ცხოვრობს თბილისში, ვ-–----–----–-----------------–------------------------ში მდებარე ბინაში, თავის მეგობართან - შ---------------------თან ერთად. ჯ--------------- იყო მისი შეყვარებული, მაგრამ შემთხვევამდე ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და გადაწყვიტეს დაშორება, რის შესახებ სატელეფონო საუბარი მათ შორის შედგა 2019 წლის 30 აპრილს. მეორე დღეს - 01 მაისს - ჯ---------------, შერიგების მიზნით, მივიდა მის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც შეეცადა ძალით ეკოცნა მისთვის, ხოლო მას შემდეგ, რაც ამის საშუალება არ მისცა, გაღიზიანდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ ა-------------------------მა ჯ---------------ს მოსთხოვა, დაეტოვებინა მისი ბინა, რის გამოც ეს უკანასკნელი უფრო მეტად გაღიზიანდა და დაარტყა მას ფეხი მუცლის არეში, იმ ადგილზე, სადაც ჰქონდა ქირურგიული წარმოშობის ნაიარევი, რის შედეგად ა-------------------------მა განიცადა ძლიერი ტკივილი. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, ჯ--------------- დაემუქრა მას მოკვლით, კერძოდ - განუცხადა, რომ ტყვიას დაახლიდა შუბლში, თუკი მას სხვა მამაკაცის გვერდით დაინახავდა, რაც ა-------------------------მა აღიქვა რეალურად და იყო ძალიან შეშინებული, რადგან ფიქრობდა, რომ ჯ---------------ს შეეძლო მუქარის განხორციელება.

 

მოწმე შ--------------------- გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ დაზარალებული ა-------------------------- არის მისი მეგობარი და ისინი ერთად ცხოვრობენ თბილისში, ვ-–----–----–-------------- მდებარე ბინაში. 2019 წლის 01 მაისს, დაახლოებით 05:40 საათზე, მათ საცხოვრებელ ბინაში მივიდა ა--------------------------ს მეგობარი ჯ---------------, რომელმაც ა------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ განუცხადა, რომ თუკი გაიჩენდა სხვა შეყვარებულს - მოკლავდა მას, რის გამოც ა------ იყო ძალიან შეშინებული და ამბობდა, რომ ჯ--------------- მას ნამდვილად მოკლავდა,ა--------------------------ს სტაციონარული ავადმყოფის სამედიცინო დოკუმენტაციითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ა-------------------------მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2019 წლის 01 მაისს, 19:31 საათზე, რა დროსაც მას დაესვა დიაგნოზი - მუცლის კედლის დაჟეჟილობა და გულმკერდის წინა კადლის ზედაპირული ტრავმა.

 

აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს და, დაზარალებულის გაცხადებით, მის მიმართ მსჯავრდებულის მხრიდან კონფლიქტური დამოკიდებულება აღარ არსებობს, ასევე სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მისი მატერიალური მდგომარეობა და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ჯ---------------სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ჯ---------------სათვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი ჯ---------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის რ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ჯ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯე- ლების შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ჯ---------------ს ძირითად სასჯელად განე- საზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხ- ლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 02 მაისიდან 04 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 4850 (ოთხი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

ჯ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი