განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
010100119003063834
ინსტანცია
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-681-2019 წელი

№010100119003063834

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

1 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ----- დ------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ----- დ------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქო-ნე, მცხოვრები ქ---------–-------------------------–--–-------ში, მსჯავრდებულია ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვა-დით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწი-ლის საფუძველზე 09 (ცხრა) თვე განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 09 (ცხრა) თვე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

მ----- დ------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფი-ზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 29 მაისს ქ---------–---------------------------–--–-------ში მდებარე საცხოვრე-ბელი სახლის ეზოში მ----- დ------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ნ----- დ------ს, კერძოდ, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შემდე-გაც ძლიერად დაარტყა ხელი ზურგში, რა დროსაც, დარტყმის შედეგად დაზარალე-ბულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე თანაცხოვრების ბოლო პერიოდში დედას ნ----- დ------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა მას უწმაწური სიტყვებით; მათ შორის ანალოგიური ქმედებები განახორციელა მ----- დ-------მ დედის - ნ----- დ------ს მიმართ ასევე 2019 წლის 29 მაისს, იმავე მისამართზე, მდებარე სახლში. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ნ----- დ------ს ტანჯვა.

2019 წლის 19 მაისს, ქ---------–---------------------------–--–-------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მ----- დ------, თავის დედას ნ----- დ------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მ----- დ------ს ქმედების შედეგად, ნ----- დ-------ს მიადგა მორალური ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანი ბ------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ----- დ------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მო-ტივირებით, რომ მ----- დ------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შე-ესაბამება ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვ-ნებას და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელის დამძიმების სამართლებრივ საფუძ-ვლებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევ-რის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარე-მოება საქართველოს სისლხის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესა-ბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვე-თის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატე-ბოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შე-საბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვა-დას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ----- დ------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ----- დ------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმ-დეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქ-ცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე გაითვალისწინა მ----- დ-------ს მიმართ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რომ მ----- დ------ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანი-ებს ჩადენილს.

უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის აპელირება, თითქოს-და მოსამართლემ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დამძიმების გარემოებები.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ... არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყვე-ლა შესაბამისი დანაშაულისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გა-თვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კო-დექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მი-ნიმალურ ვადას.

აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხ-ლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, ... სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწლით გათ-ვალისწინებული წესი.

მ----- დ------ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულია საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნე-ული ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის განხორციელება ამ მუხლის მაკვალიფიცირებელი შემადგენლობაა, რის გამოც სასჯე-ლის დანიშვნისას, როგორც დამამძიმებელი გარემოება მხედველობაში არ მიიღება.

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი სხვა სასჯელებთან ერთად ითვალის-წინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით და ამ მუხლით მ----- დ------ს დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, კანონის მოთხოვნის შე-საბამისად.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხა-სიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი მ----- დ------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ----- დ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ----- დ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხ-ლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვ-როს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 09 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწი-ლის საფუძველზე 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენცი-ურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პი-რობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და-ნიშნულმა სასჯელმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკა-ცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ----- დ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექ-ვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხ-ლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვ-როს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 09 (ცხრა) თვე ჩა-ეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ მ----- დ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 01 ივნისიდან.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili