განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-484-2019 წელი
№820100118002744342
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
6 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- ბ---–----ის,ადვოკატის – ზ---- პ----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ე----- გ------ისა და დ----- გ-------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამარ-თლის საქმე.
ე----- გ------ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------–---------ში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (დაუსწრებლად) საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქ-ტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალ-დებებში.
დ----- გ-------–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ------–------------------------–------------ში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისისი განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (დაუსწრებლად) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
aRwerilobiTi nawili:
ე----- გ------ეს და დ----- გ-------–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედ-ვით ბრალი დაედოთ ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელო-ვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი).
ე----- გ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ე----- გ------ემ 2018 წლის 01 ოქტომბერს დაახლოებით 02:00 საათზე, დ----- გ--------–--ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია ქ-----------–----–----------------–-------–---ში, ე.წ. ა–----ს დასახლებაში არსებული თ------ მ-------ის სასურსა-თო მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს, სუნამოებს, მაჯის სა-ათს, მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას, რის შემდეგაც, დაახლოებით 02:30 საათზე, დ----- გ-------–--ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია გვერდით არსებულ, ნ-------- გ------ის რესტორან „ა------------ში“, საიდანაც მართლსაწინააღმდე-გო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰო-ლურ სასმელებს, მაგნიტოფონს დინამიკებთან ერთად, რამაც თ------ მ-------ისათვის 703 (შვიდას სამი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ნ-------- გ------ი-სათვის 700 (შვიდასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ე----- გ------ემ 2018 წლის 01 ოქტომბერს დაახლოებით 03:00 საათზე, დ----- გ--------–--ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია ხ--–----------------–----–-----------------–------ში არსებულ, ა------ თ---------ის ლუდის ბარში, საიდანაც მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს, მუსიკალურ ცენტრს და ფულად თანხას, რამაც ა------ თ----------ისათვის 1339 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დ----- გ-------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
დ----- გ-------–--ემ, 2018 წლის 01 ოქტომბერს დაახლოებით 02:00 საათზე, ე----- გ------ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია ქ-----------–----–----------------–-------–---ში, ე.წ. ა–----ს დასახლებაში არსებული თ------ მ-------ის სასურსა-თო მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს, სუნამოებს, მაჯის სა-ათს, მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას, რის შემდეგაც, დაახლოებით 02:30 საათზე, ე----- გ------ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწიეს გვერდით არსებულ, ნ-------- გ------ის რესტორან „ა------------ში“, საიდანაც მართლსაწინააღმდე-გო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰო-ლურ სასმელებს, მაგნიტოფონს დინამიკებთან ერთად, რამაც თ------ მ-------ისათვის 703 (შვიდას სამი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ნ-------- გ------ისათ-ვის 700 (შვიდასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დ----- გ-------–--ემ, 2018 წლის 01 ოქტომბერს დაახლოებით 03:00 საათზე, ე----- გ------ესთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად შეაღწია ხ--–----------------–----–-----------------–------ში არსებული ა------ თ---------ის ლუდის ბარში, საიდანაც მართლ-საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელე-ბის ალკოჰოლურ სასმელებს, მუსიკალურ ცენტრს და ფულად თანხას, რამაც ა------ თ---------ისათვის 1339 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით:
– ე----- გ------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (დაუსწრებლად) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
– დ----- გ-------–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა (დაუსწრებლად) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ე----- გ------ისა და დ----- გ-------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ე----- გ------ისა და დ----- გ-------–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი). მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცე-ბულებებით, რომელთა უმეტესი ნაწილი ცნობილი იქნა უდაოდ, კერძოდ – თ------ მა-ხარაძის, ნ-------- გ------ის, ს---–---- ს-----ის, ი----- მ-------ის, მ------ ს-----ის, ლ-–- დ---–--ის, ა------ თ---------ის, რ----- გ------ის, თ------ ა------ის, ე------ ბ-----ის, ხა-თუნა ტ------–--ის, რ----- ჩ----ის და ბ---–--- თ---------ის გამოკითხვებით, №------- და №------- შეტყობინებებით, ამოღების ოქმითა და დათვალიერების ოქმებით, ჩხრე-კის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ფოტოდანართით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვა-ლიერების ოქმით და ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ინფორმაცი-ითა და მასალების ერთობლიობით დასტურდება ე----- გ------ისა და დ----- გ--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სისწორე.
სასამართლო გამოძიებისას, მოწმე ი----- ბ-----ემ, რომელმაც მის სარგებლობაში არსე-ბული ავტომანქანით მიიყვანა ბრალდებულები ე----- გ------ე და დ----- გ-------–--ე შემთხვევის ადგილებზე და პირდაპირ ადასტურებდა ქურდობის ფაქტს, შეცვალა ჩვე-ნება და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მის ავტომანქანაში მსხდომი პირები არ იყვნენ დ----- გ-------–--ე და ე----- გ------ე და რომ თისთქოსდა ქურდობის ჩამდენი პირები იყვნენ მისთვის უცნობი პირები და რომ თითქოსდა როგოც კლიენტები ისე მოემსახურა.
ასევე მოწმე ბ---- გ------ემ, რომელიც ბრალდებულ ე----- გ------ის ბიძაშვილია და რომელსაც ბრალდებულებმა ე----- გ------ემ და დ----- გ-------–--ემ შესანახად გადას-ცეს ნაქურდალი ნივთები, რაც ამოღებული იქნა მისი საცხოვრებელი სახლიდან და პირ-დაპირ ადასტურებდა ქურდობის ფაქტს, სასამართლო გამოძიებისას შეცვალა ჩვენება და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მისი საცხოვრებელი სახლდან ამოღებული ნაქურდალი ნივთები შეიძინა მისთვის უცნობი პირისგან.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ რ----- ბ---–----ეს, რომელიც მხარს უჭერს სააპელაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
– გამართლებულ ე----- გ------ისა და დ----- გ-------–--ის ინტერესების დამცველ ად-ვოკატს ზ---- პ----ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასა-ბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეა-მოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული, 2018 წლის 01 ოქტომბრის შეტყობინების მიხედვით თ------ მ--------ემ შეატყობინა, რომ ქ-----------------------–--------------–---ში აქვს მაღაზია, რომლის უკანა მხარე იყო გატეხილი.
საქმეში არსებული, 2018 წლის 01 ოქტომბრის შეტყობინების მიხედვით საინფორმაციო ცენტრ 112-ში ა------ თ---------ემ შეატყობინა, რომ მაღაზია იყო გაქურდული.
მოწმემ, შს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მორიგემ ე------ ბ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სამმართველოში 112-დან მიღებული იქნა შეტყობინება, რაც მოახსენა ხელმძღვანელს და დაიწყო გამოძიება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა ნ-------- გ------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 10 საათზე დაკეტა რესტორანი. მეორე დღეს ადგილზე მისვლისას მაღაზია გატეხილი დახვდა. გააღო თავისი რესტორანი და შიგ-ნით დახვდა არეულობა, უკანა კარი იყო გატეხილი. ადგილზე აღარ დახვდა ალკოჰო-ლური სასმელები, მაგნიტოფონი და დინამიკები, რაც შემდეგ ამოიცნო ამოცნობისას. მაგნიტოფონში გადახდილი ჰქონდა დაახლოებით 350 ლარამდე, ალკოჰოლური სასმე-ლები ღირებულება შეადგენდა 350-400 ლარს, რაც მისთვის ანაზღაურებული არაა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა თ------ მ-------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს დილით მივიდა მაღაზიაში დაახლოებით 08 საათზე, გააღო და შიგნით, რომ შევიდა აღარ დახვდა ფული, სიგარეტები, პარფიუმერია, სუნამოები, საა-თი, რითაც მას მიადგა 700 ლარის ზიანი. უკან გასასვლელი კარი იყო ღია. შემდეგ ამოიცნო მისი საათი, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის სამაჯური.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა ა------ თ---------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ სოფელ ე----ში აქვს სუპერმარკეტი, რომლის გვერდით გახსნილია კაფე-ბარი. 1 ოქტომ-ბერს დაკეტა 12 საათის შემდეგ. დილით თანამშრომლის ხ------- ტ------–--ისგან შეიტ-ყო, რომ აღარ იყო მუსიკალური ცენტრი და სასმელები. ადგილზე მისვლისას იქ დახვ-და პოლიცია, ასევე აღარ იყო ფული 105 ლარი. გატეხილი იყო მეტალოპლასტმასის ფან-ჯარა. მას მიადგა 1339 ლარის ზიანი, რაც არ ანაზღაურებულა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ხ------- ტ------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს დილით მივიდა სამსახურში, გააღო კარი და შიგნით დახვდა არეულობა, ფანჯარაც ღია იყო, ადგილზე არ იყო მუსიკალური ცენტრი და დინამიკები, ალკოჰოლური სასმელები, ფული 105 ლარი, შემდეგ მივიდა ფ---- თ---------ე და იფიქრეს, რომ იყო გაქურდული და შეატყობინეს მეპატრონეს ა------ თ---------ეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ანალოგიური განმარტა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე რ----- ჩ----ემ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ანალოგიური გარემოებებზეა მითითებული მოწმე ბ---–--- თ---------ის 2018 წლის 01 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმში, რომელიც მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე პრეიუდიციად იქნა მიჩნეული.
საქმეში არსებული, შს ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყო-ფილების უფროსი გამომძიებლის ს---–---- ს-----ის მიერ შედგენილ პატაკში, რომელ-ზეც თარიღი არ არის დაფიქსირებული, მითითებულია, რომ ოპერატიული ინფორმა-ციის თანახმად 2018 წლის 01 ოქტომბერს თ------ მ-------ის მაღაზიიდან, ნ-------- გ-------ის რესტორნიდან ფულადი თანხა და სხვა ნივთები დაუფლებული უნდა ჰქონდეთ ე----- გ------ეს და დ----- გ-------–--ეს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ი----- ბ------ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით, ავტომანქანა ტოიოტა პრიუსით და მართლსაწინა-აღმდეგოდ დაუფლებული ნივთები უნდა ინახებოდეს ხ--–----------------------------–---------ში ე----- გ------ის საცხოვრებელ სახლში.
საქმეში არსებული, შს ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყო-ფილების უფროსი გამომძიებლის ს---–---- ს-----ის მიერ შედგენილ პატაკში, რომელ-ზეც თარიღი არაა დაფიქსირებული, მითითებულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად 2018 წლის 01 ოქტომბერს თ------ მ-------ის მაღაზიიდან, ნ-------- გ------ის რესტორნიდან ფულადი თანხა და სხვა ნივთები ე----- გ------ემ შესანახად გადასცა მის მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილს ბ---- გ------ეს, რომელსაც ამჟამად უნდა ინახავდეს საცხოვრებელ სახლში ქ-----------------------–---------ში.
მოწმემ, შს ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა ს---–---- ს-----ემ დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს მიღე-ბული იქნა შეტყობინება ქურდობის ფაქტზე და გავიდნენ ადგილზე. 2-3 დღის შემდეგ მიღებული იქნა ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ. დადგენილი იქნა ეს პირები, ასევე ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი, რომელიც მოძრაობდა იმ დღეს, ასევე დადგინდა მისი მფლობელის და თანმხლები პირების ვინაობა, ამოღებული იქნა ნივთე-ბი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ქედის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა-----– ბ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე ქურდო-ბის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა მოწმე-ები. 03 ოქტომბერს სოფელ ქ-------ში ბ---- გ------ისგან ამოიღო დინამიკი, მაგნი-ტოფონი და მუსიკალური ცენტრი, ჩაატარა ამოღებული ნივთების ამოცნობები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 01 ოქტომბრის, ქ-----------------------–--------------–----ში მდებარე თ------ მ-------ის მაღაზიის დათვალიერების ოქმის თანახმად, შესასვლე-ლი ხის კარი მთელია, დაზიანება არ აღენიშნება. მაღაზიიდან მარცხნივ 2 მეტრში მდე-ბარეობს ნ-------- გ------ის რესტორანი „ა------------“. მაღაზიის უკანა მხარეს არსებულ ოთახს გააჩნია რკინის კარი, რომელიც არის ღია, საიდანაც არის გასასვლელი აივანზე. მეტალოპლასტმასის ფანჯრის ქვემოთ დევს ბამბუკის საწმენდი, ფანჯარა ღიაა. მეტა-ლოპლასტმასის ფანჯრიდან ამოღებული იქნა ხელის კვლები, ხოლო ბამბუკის საწმენ-დიდან აღებული იქნა ანაწმენდები. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა ნ-------- გ------ის რესტორნის დათვალიერება, რომლის შესასვლელ ხის კარს დაზიანება არ აღენიშნება. შიგნით ოთახიდან არის აივანზე გასასვლელი ხის კარი, რომლის ჩამკეტზე აღენიშნება ზემოქმედების კვალი და არის გამოგლეჯილი. სხვადასხვა ადგილებიდან აღებული იქნა ანაწმენდები.
საქმეში არსებული, 2018 წლის 01 ოქტომბრის, ხ--–----------------–----–----------------–------ში მდებარე კაფე-ბარი „ს-----ს“ დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ შესას-ვლელ კარს რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. შენობის შიგნით იატაკის ზედაპი-რიდან აღებული იქნა სუნის ნიმუში, ასევე მაგიდის უჯრების სახელურებიდან აღებუ-ლი იქნა ანაწმენდები.
მოწმემ, ქედის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა კ--- ნ---–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ჩაატარა რ----- გ------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღო სამსუნგის მობილური ტელეფონი, სასმელები და საათი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა----------– ა-----ემ დაკითხვისას განმარტა, რომ დაკითხა ი----- ბ-----ე და მისი მონაწი-ლეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ი----- ბ-----ემ აღნიშნა, რომ იგი იცნობს დ----- გ-------–--ეს, ხოლო ე------ გ------ეს არ იცნობს. საღამოს გვიან იდგა გ-------–--ის ქუჩაზე, სადაც ჩაუჯდა პირი და უთხრა, რომ ქედაში წასულიყვნენ, შეუთანხმდა თანხაზეც. გზაში მეორე პირიც აიყვანა, თუ ვინ იყო არ იცის, არ იცნობდა. შეჩერდნენ ე----ში და იყიდა სიგარეტი. შემდეგ ავიდნენ და შეყოვნდნენ ა------–---–ზე და ჩამოვიდნენ უკან ე----ში, გააჩერა მანქანა გ--–---ს ბენზინგასამართ სადგურთან. გარკვეული დროის შემდეგ ეს პირები მივიდნენ და წავიდნენ ისევ ა------–---–ზე, იქაც გააჩერა, შემდეგ მივიდნენ ცოტა ხანში, ჩააწყეს რაღაცეები და წამოვიდნენ ე----ში. იქაც ჩააწყეს რაღაცეები და კ--------ს გადა-სახვევთან ჩამოაცლევინა, რადგან იქით ვეღარ წავიდოდა. მისივე განმარტებით გამო-ძიებისას მისცა ჩვენება, სადაც შესვლისთანავე ჩამოართვეს ტელეფონი და უთხრეს იც-ნობდა თუ არა ამ ხალხს, რაზეც დაეთანხმა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი----- ბ-----ის მიერ 2018 წლის 03 ოქტომბრის, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმის (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესის საფუძველზე) თანახმად, მას ჰყავს ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი სახ. ნომერი P------. მიმდინარე წლის 01 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, იმყოფებოდა გაჩერებული გორგასალის ქუჩაზე. მობილურ ტელეფონზე დაურეკა მისმა მეგობარმა დ----- გ-------–--ემ და უთხრა ტაქსით ასულიყო ხელვაჩაურში, სადაც დაელოდებოდა და მაშინვე მიაკითხა, დ-----სთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ე----- გ------ე. დ----- გ-------–--ემ უთხრა, რომ ქედაში მიდიოდა მეგობრის სანახავად და თუ წაიყვან-და. თანხაზე არ ჰქონია საუბარი, რადგან მეგობარია და საჭირო თანხას გადაუხდიდა. დ----- დაჯდა ავტომანქანაში წინა სავარძელში, ხოლო ე----- უკან და ავიდნენ ქ-----------------------–-------–---ში, ე.წ. ა–----ს დასახლებაში, იქნებოდა 02:00 საათი, დ-----მ უთხრა, რომ გაეჩერებინა, ისინი დარჩებოდნენ, ვიღაცას ნახავდნენ და დაახლოებით 20 წუთში დაურეკავდნენ და კვლავ ქალაქში წავიდოდნენ. ისინი ჩამოვიდნენ, დაახლოე-ბით 20 წუთში დაურეკა დ-----მ და უთხრა, რომ ელოდებოდნენ და მისულიყო სადაც დატოვა, მიაკითხა ე.წ. ა–---ში, ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში და წამოვიდნენ ქ. ბათუმის მიმართულებით, მათ რაიმე არ გააჩნდათ ხელში. როდესაც ჩამოვიდნენ სო-ფელ ე----ში, იქნებოდა დაახლოებით 03:00 საათი, დ-----მ გააჩერებინა ავტომაქანა მაღა-ზიის მხარეს გვერდით, დ-----მ უთხრა, რომ დალოდებოდა და ცოტა ხანში მივიდოდ-ნენ. დ----- და ე----- ჩავიდნენ ავტომანქანიდან და თუ საით წავიდნენ არ დაუნახავს, დაახლოებით ნახევარ საათში ისინი მივიდნენ ავტომანქანასთან, გახსნეს უკანა კარები და ავტომანქანის სალონში ჩადეს პოლიეთილენის 2 სავსე საშუალო ზომის პარკი და ერთი დიდი ზომის პარკი, ჩადების დროს ერთ-ერთ პარკში იყო მინის ბოთლების ხმა, მაგრამ არ უკითხავს თუ საიდან რა მოიტანეს. ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ ქედაში, კერძოდ სოფელ მ-----–---ში, ე.წ. ა–----ს დასახლებაში, იქნებოდა დაახლოებით 04:00 საათი დ----- და ე----- ჩავიდნენ დაბა ა–----ს ცენტრში მდებარე მაღაზიასთან, თვითონ გაჩერდა მაღაზიის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსთან. ისი-ნი თუ საით წავიდნენ არ დაუნახავს. დ----- და ე----- დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ, მათ ხელში გააჩნდათ მოთეთრო ფერის საშუალო ზომის რამდენიმე პოლი-ეთილენის სავსე პარკი, საბარგულში ორივემ ჩადეს მაგნიტოფონი და დინამიკები, ხო-ლო ავტომანქანის სალონში ჩადეს პოლიეთილენის პარკები, სადაც ჩაწყობილი იყო ალკოჰოლური სასმელები, რის შემდეგ წავიდნენ ბათუმის მიმართულებით, იქნებოდა დაახლოებით 05:00 საათი, როდესაც ჩავიდნენ სოფელ ა------–--–ის ცენტრში, გადაუხ-ვიეს მ-----–ის მხარეს, გაიარა დაახლოებით ერთი კილომეტრი, სადაც არის სამშენებ-ლო ობიექტი და დაყრილი იყო ინერტული მასალა, დ-----მ გააჩერებინა ავტომანქანა, რის შემდეგ ისინი გადავიდნენ ავტომანქანიდან, გადმოიღეს პარკები, დ-----მ გადაუ-ხადა 50 ლარი და წამოვიდა ქ. ბათუმში, ისინი კი დარჩნენ აღნიშნულ ადგილას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი----- ბ-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, მისი გამო-კითხვის ოქმთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნაწილობრივ ადასტურებს მის ჩვენებას, კერძოდ ვინც მას ახლდა ის პირები არ იყვნენ დ----- გ-------–--ე და ე----- გ------ე და იყვნენ სხვა პირები, დანარჩენს ყველაფერს ადასტურებს. იმ პირებმა უთხრეს, რომ ხმას თუ ამოიღებდა შეექმნებოდა პრობლემები, მანქანის მცირე საბარგულიდან ამოიღეს მისი პასპორტი და უთხრეს, რომ იცოდნენ სადაც ცხოვრობდა და თვითონ კარგად იც-ნობდნენ. მისივე განმარტებით დ----- გ-------–--ესთან აქვს ჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა 2-3 წელია, ე----- გ------ეს საერთოდ არ იცნობს. პოლიციაში იძულე-ბული გახდა ასე დაეწერა, რადგან 4-5 კაცი იყო და უთხრეს, რომ შეექმნებოდა პრობლე-მები. მისი ტელეფონიდან ამოიღეს სურათები, ანახეს დ-----ს სურათი და ჰკითხეს იცნობდა თუ არა, რაზეც უპასუხა, რომ იცნობდა. მანვე აღნიშნა, რომ ვერ შეძლებს იმ პირების ამოცნობას, ადასტურებს ყველაფერს, რაც მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენ-ტის დროს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 03 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითი-თებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე ი----- ბ-----ის ჩვენების შე-სამოწმებლად, რა დროსაც ი----- ბ-----ის მითითებით გამოცხადნენ დაბა ხ--–--------–----------------------ში არსებულ სკვერთან, სადაც ი----- ბ-----ემ აჩვენა ადგილი, სადაც გააჩერა მისი ავტომანქანა და მასში ჩასხდნენ წინა სალონში დ----- გ-------–--ე, ხოლო უკან ე----- გ------ე და უთხრეს, რომ უნდა წასულიყვნენ ქედაში მეგობრის სანახავად, რა დროსაც იქნებოდა 01 ოქტომბრის დაახლოებით 01 საათი, რის შემდეგაც საგამოძიე-ბო მოქმედების მონაწილენი მივიდნენ ე----ს ცენტრამდე, სადაც ი----- ბ-----ემ აჩვენა, რომ სუპერმარკეტ „ს-----სთან“ გააჩერებინეს ავტომანქანა, რის შემდეგაც გააგრძელეს გზა და მივიდნენ დაბა ა–----ს ქვედა მ-----–---ის ცენტრში, სადაც მოწმემ აჩვენა ად-გილი, სადაც დ----- გ-------–--ე და ე----- გ------ე ჩავიდნენ ავტომანქანიდან, ხოლო მოგვიანებით იქვე არსებულ მაღაზიასთან „ა----------–-“ ჩაუსხდნენ ისევ მანქანაში და ჩაიყვანა ე----ს ცენტრში, სადაც იქვე არსებულ მარკეტ „ს-----ს“ გვერდით უკანა მხარეს გააჩერებინეს ავტომანქანა და უკან სალონში დადეს ორი სავსე პოლიეთილენის პარკი, რის შემდეგაც ისევ დაბრუნდნენ სოფელ მ-----–---ში, სადაც ი----- ბ-----ემ აჩვენა ორსართულიანი ბინის კორპუსი, რომლის გვერდით გააჩერებინეს ავტომანქანა, სადაც საბარგულში ჩაალაგეს რამდენიმე პოლიეთილენის პარკი, მაგნიტოფონი და დინამიკე-ბი, რის შემდეგაც ჩაიყვანეს ა------–---–ზე, სადაც ხელმარცხნივ გადაახვევინეს და იქვე არსებულ ხიდიდან 600 მეტრში ინერტული მასის გორების შუაში გააჩერებინეს, სადაც ჩამოცალეს მანქანიდან ნივთები.
მოწმე რ----- გ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა მისი ძმის – ე----- გ------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ---- გ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ე----- გ------ე მისი ბიძაა, ხოლო დ----- გ-------–--ეს არ იცნობს. ოქტომბრის თვის დასაწყისში ორი ბიჭისგან 150 ლარად შეიძინა დინამიკები. მისთვის არ იყო ცნობილი თუ დინამიკები იყო მოპარული. მეორე დღეს საღამოს წაიყვანეს და უთხრეს, რომ პროკურატურაში ჩავიდოდნენ და იქ გაარკვევდნენ. იქ, რომ შევიდნენ პოლიციამ უთხრა საიდან იყო მასთან ეს მოპარული ნივთები, რაზეც უთხრა, რომ მან იყიდა და არ იცოდა თუ იყო მოპარული.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ---- გ------ის მიერ 2018 წლის 03 ოქტომბრის, გამოძიების ეტაპზე გამოკითხ-ვის ოქმის (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წე-სის საფუძველზე) თანახმად, 2018 წლის 01 ოქტომბერს დილით დაახლოებით 08:00 საათზე, სოფელ ქ-------ში მის საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ბიძაშვილი ე----- გ------ე, რომელიც მარტო იყო. მას ხელში ეჭირა სამი ცალი მუსიკალური მოწყობილო-ბა და თხოვა მათი ცოტა ხნით შენახვა, უარი არ უთქვამს და იქვე ეზოში დატოვა მუსი-კალური მოწყობილობები, რის შემდეგ შეიტანა სახლის მეორე სართულზე ზალაში. ევ-გენიმ უთხრა, რომ მასთან გადასულიყო ავტომანქანით. სახლში ნახა, რომ იქ იმყოფე-ბოდა მისი მეგობარი დ----- გ-------–--ე, მისაღებ ოთახში დაწყობილი იყო სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელები და ერთი პარკი, სადაც ეწყო სიგარეტები და სხვადასხვა ნივთები, რაც ჩააწყეს ავტომანქანაში და წავიდნენ ხელვაჩაურის მიმართუ-ლებით, იქნებოდა დაახლოებით 17:00 საათი გაჩერდა ყოფილი უნივერმაღის მიმდება-რე ტერიტორიაზე, ე----- და დ----- ჩავიდნენ ავტომანქანიდან. იქვე დ-----ს გაჩერებუ-ლი ჰყავდა მისი ავტომანქანა მერსედესი, ჩასხდნენ აღნიშნულ ავტომანქანაში და წავიდ-ნენ ქალაქის მიმართულებით, დასალევები და პარკში არსებულ ნივთები კი დატოვეს მის მანქანაში და უთხრეს, რომ დალოდებოდა. ელოდა დაახლოებით 2 საათი, უკვე ახლად დაღამებული იყო დ----- და ე----- მივიდნენ პრიუსის მარკის ავტომანქანით, მისი ავტომანქანიდან გადაიღეს დასალევები, პარკში არსებული ნივთები, სიგარეტები და წავიდნენ ქალაქისკენ.
მოწმე ბ---- გ------ემ მისი გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით განმარტა, რომ არ ეთანხმება, ვინაიდან, რაც მან თქვა პოლიციაში ის არ წერია და წერია სხვა რამ. ადასტურებს, რომ გამოკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერაა, თუმცა არ წააკითხეს რაზე აწერდა ხელს, მისთვის უფლებები არ განუმარტავთ და რა დაწერეს არ იცის.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პრეიუდიციად მიჩნეული, 2018 წლის 30 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება შეად-გენს 15 ლარს, მაჯის საათის ღირებულება შეადგენს 25 ლარს, მაგნიტოფონის - 230 ლარს, მუსიკალური ცენტრის 540 ლარს.
საქმეში არსებული, 2018 წლის 03 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ბ---- გ------ის მიერ წარდგენილი იქნა ორი ცალი მაგნიტოფონი და ორი ცალი დინამიკი და ერთი ცალი მიკროფონი, რომლებიც ამოღებული იქნა 2018 წლის 03 ოქტომბრის ამო-ღების ოქმით.
საქმეში არსებული, 2018 წლის 04 ოქტომბრის, ხ--–----------------------------–---------ში ჩატარებული რ----- გ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ამოღებული იქნა შავი ფერის სახელურებიანი საათი, სამსუნგის ფირმის მობილუ-რი ტელეფონი, სუნამოები, კრემი, სამსუნგის ფირმის შავი ფერის ტელეფონი, ალკოჰო-ლური სასმელი და ერთი კოლოფი სიგარეტი მარლბორო.
საქმეში არსებული, 2018 წლის 04 ოქტომბრის, დ----- გ-------–--ის საცხოვრებელი სახ-ლის ჩხრეკის ოქმის მიხედვით რაიმე ნივთი არ ამოღებულა.
საქმეში არსებული, 2018 წლის 09 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, თ------- მ-------ემ ამოიცნო შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი და განა-ცხადა, რომ არის მისი საკუთრება.
2018 წლის 09 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმით თ------ მ-------ემ ამოიცნო რე-ზინის სახელოებიანი შავი ფერის მაჯის საათი და განაცხადა, რომ არის მისი საკუთ-რება.
საქმეში არსებული, 2018 წლის 09 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა------- თ---------ემ ამოიცნო მუსიკალური ცენტრი და დინამიკი.
საქმეში არსებული, 2018 წლის 10 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ--------- გ------ემ ამოიცნო შავი ფერის მაგნიტოფონი და დინამიკი და განაცხადა, რომ არის მისი საკუთრება.
დაცვის მხარის მოწმემ ი----- გ------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ ე----- გ------ე მისი ძმაა, რომელიც 2018 წლის 30 სექტემბერს დაახლოებით ღამის 12 საათზე მივიდა მასთან სახლში, ჭამა და დაწვა დასაძინებლად, რის შემდეგაც იგი სახლიდან არ გასულა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაცვის მხარის მოწმემ ლ-–- წ---–-----ემ დაკითხვისას განმარტა, რომ დ----- გ--------–--ე მისი მეგობარია. სამსახურის გამო ღამითაა ხოლმე სახლში 11-12 საათის შემდეგ. 30 სექტემბერს 11-ის წუთები იყო, რომ მასთან სახლში მივიდა დ----- გ-------–--ე. 2-3 საათი იქნებოდა დ-----ს დაურეკა მეგობარმა გოგომ და წავიდა მის სანახავად.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ე----- გ------ისა და დ----- გ-------–---ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე მათთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულში, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარე ე----- გ------ისა და დ----- გ-------–--ის ბრალის მადასტურებლად აპელირებს დაზარალებულებისა და მოწმების ჩვენებებზე, შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერების ოქმებზე, ჩხრეკის ოქმებზე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს, რომ დაზარალებულების თ------ მ--------ის, ნ-------- გ------ისა და ა------ თ---------ის ჩვენებებით, აგრეთვე შემთხვევის ადგი-ლის დათვალიერების ოქმებით დასტურდება მხოლოდ მომხდარი ქურდობის ფაქტები, რაც იმთავითვე არ არის სადაო.
ანალოგიური გარემოება დასტურდება მოწმეების – ხ------- ტ------–--ის, რ----- ჩ----ი-სა და ბ---–--- თ---------ის ჩვენებებით.
რაც შეეხება 2018 წლის 4 ოქტომბრის ჩხრეკის ოქმს, რომლის მიხედვითაც რ----- გ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა შავი ფერის საათი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ალკოჰოლური სასმელი და ერთი კოლოფი სიგარეტი „მარლბორო“, თუმცა სასამართლო სხდომაზე რ----- გ------ემ უარი განაცხადა ძმის – ე----- გ------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბ---- გ------ემ მის მიერ გა-მოძიების ეტაპზე წარდგენილ დინამიკებთან და მიკროფონთან დაკავშირებით განმარ-ტა, რომ დინამიკები უცნობი პირისგან შეიძინა 150 ლარად.
უსაფუძვლოა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის აპელირება მოწმე ი----- ბ------ის ჩვენებაზეც, რადგან ამ უკანასკნელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენე-ბის მიცემისას მართალია დაადასტურა 2018 წლის 1 ოქტომბერს სოფელ მ-----–---ში ა–---ის დასახლებაში პიროვნებების წაყვანა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღწერილი მოვლენები, თუმცა კატეგორიულად უარყო, რომ ის პიროვნებები, ვისაც თავისი ტაქსით მოემსახურა, იყვნენ დ----- გ-------–--ე და ე----- გ------ე.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსაც, კერძოდ მოწმის სახით დაკითხული ი----- გ------ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 30 სექტემბერს, ღამის 12 საათზე მისი ძმა ე----- გ-------ე მივიდა მასთან სახლში, ჭამა და დაწვა დასაძინებლად, რის შემდეგაც სახლიდან აღარ გასულა.
მოწმე ლ-–- წ---–-----ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მისი მეგობარი დ----- გ--------–--ე 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 11 საათზე მივიდა მასთან სახლში. ღამის 2-3 საათი იქნებოდა, როდესაც დ-----ს მეგობარმა გოგონამ დაურეკა და მის სანახავად წავიდა.
ამდენად, ბ---- გ------ისაგან და რ----- გ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთების ამოღება ცალსახად და უტყუარად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დანაშაუ-ლებრივი ქმედება უშუალოდ ე----- გ------ემ და დ----- გ-------–--ემ ჩაიდინეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, გა-ნაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭ-ვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებუ-ლის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნა-წილის შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმა-ნეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის შესაბამისად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ე----- გ------ის და დ----- გ-------–---ის ბრალის მადასტურებლად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი ე----- გ------ის და დ----- გ-------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვ-ლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ე----- გ------ის და დ----- გ-------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ე----- გ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
დ----- გ-------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ე----- გ------ის და დ----- გ-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიე-ბები – პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცებები – ალკოჰოლური სასმელები, სუნამოები, მაჯის საათი, მობილური ტელეფონი, მაგნიტოფონი დინამიკთან ერთად, მუსიკალური ცენტრი დინამიკთან ერ-თად დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გამართლებულებს – ე----- გ------ეს და დ----- გ-------–--ეს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili