განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N30100118002661469
საქმე №1ბ/1086-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ან--–--–----------------–--------–---–----------–----------
ადვოკატის: ნ------------–---–--
მსჯავრდებულის: დ----------------
მონაწილეობით,ძ---–- თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ------–---- მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---- ც------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განაჩენით, დ----------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი)წელი, აგრეთვე, სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2 000(ორი ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წელი, ასევე ჯარიმა 2 000(ორი ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ დ----------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 აგვისტოდან.
დ---------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განაჩენით დ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ-------–--–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაღლითობისთვის ნასამართლევი დ--------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა გასაქირავებლად მდგარ ი-–-------------- კუთვნილ „მერსედესის“ (------–---) ფირმის ა/მანქანას (სახ. ნომრით №--------, ღირებულს 18 004 (თვრამეტი ათას ოთხი) ლარად, რომელიც შემდეგ მიაქირავა კ---------------------- აღნიშნული ქმედებით დ---------------მ ი-–------------ეს მიაყენა დიდი ოდენობით - 18 004 (თვრამეტი ათას ოთხი) ლარის ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დ---------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ-------–--–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--------------- თვითნებურად დაეუფლა გასაქირავებლად მდგარ ი-–-------------- კუთვნილ „მერსედესის“ (------–---) ფირმის ა/მანქანას (სახ. ნომრით №--------, ღირებულს 18 004 (თვრამეტი ათას ოთხი) ლარად, რომელიც შემდეგ მიაქირავა კ---------------------- აღნიშნული ქმედებით ი-–------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძ---–- თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოს, მსჯავრდებულ დ---------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რამაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის ი-–-------------- და შ--–-----–------ ჩვენებები აშკარად გამორიცხავს ბრალდებულის განმარტებას, რომ დ---------------ს გააჩნდა სრული უფლებამოსილება, თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ავტომანქანები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ასევე დაადასტურეს გ-------–---–------------------------–---–----------–----------–---–----------------–------- გარდა ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებისა დ---------------- მიერ თაღლითობის ჩადენა დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითაც. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი არასწორად შეაფასა დ---------------- ქმედება და მას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა.
სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას - თაღლითობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ი-–------------ემ განაცხადა, რომ მის საკუთრებაშია „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა (სახ. ნომრით I-------- რომელსაც დღიურად აქირავებდა მისი ნათესავის - შ--–-----–------ მეშვეობით. ეს უკანასკნელი მას ყოველი გაქირავებისას ურეკავდა თანხმობის მიღების მიზნით და ატყობინებდა დეტალებს. 2018 წლის 26 აგვისტოს, მას დაუკავშირდა შ--–-----–----- და აცნობა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა აღარ იდგა თავის ადგილზე. მოწმე დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა შ--–-----–-----, ხოლო მისი ავტომანქანის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდა. მოგვიანებით, ქ------–--–--------------------–--–--- დამტვრეულ მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანა იპოვა მასში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე შ--–-----–-----მ განაცხადა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს ავტომანქანების გაქირავება. განკარგულებაში ჰყავს რამდენიმე ავტომანქანა, საიდანაც ერთი არის ი-–-------------- საკუთრება. ქ. თბილისში, კ---------- ქუჩაზე განთავსებული ავტომანქანების გაქირავება ხდებოდა მათ მიერ დაწესებული წესების თანახმად კლიენტთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით. აღნიშნულ ქუჩაზე, მის გარდა ავტომანქანის გაქირავებით დაკავებული იყო დ--------------–---–------------–----------–---–-- დ---------------ს, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ კონკურენტ კომპანიაში, იცნობს დაახლოებით ერთი წელია. ამ უკანასკნელმა, მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა მხოლოდ ერთხელ გააქირავა და ვინაიდან გაქირავების შემდეგ ავტომანქანას ჰქონდა მნიშვნელოვანი დაზიანებები, მან დ---------------ს აუკრძალა მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანების გაქირავება. მოწმის განმარტებით, ავტომანქანების გაქირავებით დაკავებულ პირებს ერთმანეთის ავტომანქანების გაქირავებისას აუცილებლად უნდა დაერეკათ მანქანის მფლობელისთვის და შეეტყობინებინათ გაქირავების ფაქტი. ტერიტორიაზე განთავსებული ყველა ავტომანქანის გასაღები მოთავსებული იყო ერთ ავტომანქანაში, ხოლო ამ ავტომანქანის გასაღები ინახებოდა იქვე არსებულ ჯიხურში. შემთხვევის წინა დღეს, მასთან ავტომანქანის დაქირავების მიზნით მივიდა კ---------------------- იმის გამო, რომ ერთი შეხედვით არ მოეწონა კლიენტი, ასევე ავტომანქანის დაქირავება უნდოდა ერთი დღით, რაც არ იყო მომგებიანი, მოწმემ მას კატეგორიული უარი უთხრა. იმ ღამეს დაახლოებით 00:00-00:30 საათზე წავიდა სახლში, რა დროსაც ი-–-------------- კუთვნილი ავტომანქანა დატოვა ქ.თბილისში, კ---------- ქუჩაზე. დილით სამსახურში მისულს დ--------------–---–-- ჰკითხა, თუ რამდენი დღით ჰქონდა გაქირავებული „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა გაქირავებული. იმავე დილით ხსენებული ავტომანქანა მასში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით, დამტვრეულ მდგომარეობაში იპოვეს ქ------–--–--------------------–--–---. როგორც გაირკვა იგი დ---------------ს ჰქონდა გაქირავებული კ------------------------ მოწმემ კატეგორიულად განმარტა, რომ მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის გაქირავების უფლება, მასთან შეთანხმების გარეშე, არავის ჰქონდა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–---–------- რომელიც ბიძამისს - შ--–-----–-----ს ზაფხულობით ეხმარებოდა ავტომანქანების გაქირავებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------------–---–-- განაცხადა, რომ დაკავებულია ავტომანქანების გაქირავებით და თავის საქმიანობას ახორციელებს ქ.თბილისში, კ---------- ქუჩაზე. მითითებულ ტერიტორიაზე სხვა კომპანიებსაც ჰყავთ განთავსებული ავტომანქანები გასაქირავებლად. 2018 წლის 25 აგვისტოს, მას დაუკავშირდა კონკურენტი ფირმის თანამშრომელი დ--------------- და უთხრა, რომ გასაქირავებლად სჭირდებოდა მისი ავტომანქანა. მოწმემ პირობების შეთანხმების შემდეგ, დ---------------ს მისცა მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის გაქირავების უფლება. მომდევნო დღეს შეიტყო, რომ აღნიშნული ავტომანქანა საპატრულო პოლიციას გადაყვანილი ჰყავდა საჯარიმოზე, დაჯარიმებული კი იყო დ---------------, ვინაიდან ის იჯდა საჭესთან. ამავე დღეს ნახა, რომ ადგილზე აღარ იდგა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ი-–-------------- კუთვნილი „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა. მის კითხვაზე, თუ რამდენით დღით ჰქონდა აღნიშნული ავტომანქანა გაქირავებული, შ--–-----–-----მ უპასუხა, რომ საერთოდ არ ჰქონია გაქირავებული. მოძიების შემდეგ ი-–-------------- კუთვნილი ავტომანქანა დამტვრეულ მდგომარეობაში იპოვეს ქ------–--–--------------------–--–---, რომელიც დ---------------ს ჰქონია გაქირავებული. მოწმემ დაადასტურა, რომ ობიექტზე მომუშავე პირებს მფლობელთან შეთანხმების გარეშე ავტომანქანის გაქირავების უფლება არ ჰქონდათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----–----------–---–-- განმარტა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს ავტომანქანების გაქირავება, რომლებიც განთავსებული ჰყავს ქ.თბილისში, კ---------- ქუჩაზე. ვინაიდან ავტომანქანებს ძირითადად ტურისტებზე აქირავებდნენ, კლიენტებთან კომუნიკაციაში დახმარების მიზნით დასაქმებული ჰყავდა თავისი შვილის კლასელი - დ---------------. შემთხვევის დღეს, სამუშაო ადგილზე მისულმა შეიტყო, რომ თავის ადგილზე აღარ იდგა დ--------------–---–--- და შ--–-----–------ ავტომანქანები. აღნიშნულმა პირებმა საქმის ვითარება ზუსტად არ იცოდნენ, თუმცა გაირკვა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი იყო დ---------------. მოწმემ იმ დღეს შეიტყო შ--–-----–------გან, რომ დ---------------ს შეზღუდული ჰქონდა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ავტომანქანების გაქირავების უფლება. ამის შემდეგ, რ----–----------–---–-- თავისი შვილის მეშვეობით მოძებნა დ---------------, რომელიც იმყოფებოდა მეგობართან ერთად. მოგვიანებით შეხვდნენ დ---------------- მეგობარს, რომელმაც უთხრა, რომ დ------ იყო ცუდად, ი-–-------------- ავტომანქანა კი გაქირავებული ჰყავდა კ------------------------ რის დასტურადაც გადასცა ამ უკანასკნელის კუთვნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პასპორტი. აღნიშნული პასპორტი მოწმემ მიუტანა შ--–-----–-----ს, თუმცა მან არ გამოართვა. მოწმის განმარტებით, დ---------------ს შ--–-----–------ ავტომანქანის გაქირავების უფლება მასთან (შ--–-----–-----სთან) დარეკვის გარეშე ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ დაურეკავდა მოწმეს ან დ--------------–---–--
ის გარემოება, რომ დ---------------მ ნამდვილად აიღო ი-–-------------- კუთვნილი ავტომანქანის გასაღები და იგი გააქირავა კ----------------------- დადასტურებულია მოწმეების ნ--------–-----------–-------------–----------–-----------------------–---–-------–-------------–---–-----------------–---–---–-- ჩვენებებით, ასევე რ----–----------–---–----------------------------- სახელზე გაცემული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პასპორტის ამოღების ოქმითაც. აღნიშნულ ფაქტს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ და ადასტურებს, რომ დ---------------მ ნამდვილად შ--–-----–------ა და ი-–-------------- თანხმობის გარეშე გააქირავა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, თუმცა მსჯავრდებული კატეგორიულად გამორიცხავს ვინმეს მოტყუებას და ამ გზით ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოს მისაკუთრების მიზნის არსებობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დ---------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს ღამის საათებში მიდიოდა მისი სამუშაო ადგილისაკენ, რა დროსაც გზად შეხვდა კლიენტი - კ---------------------- მას სურდა დ--------------–---–-- მფლობელობაში არსებული ავტომანქანის დაქირავება. წესისამებრ, პირი, რომელიც ქირაობდა ავტომანქანას დეპოზიტის სახით იხდიდა 100 აშშ დოლარს, რაც აღნიშნულ კლიენტს არ გააჩნდა, ამიტომ პირობების დაზუსტების მიზნით იგი დაუკავშირდა დ--------------–---–- და ამ უკანასკნელთან შეთანხმებით, 200 ლარად გააქირავა ავტომანქანა. თუმცა ავტომანქანის გადაცემამდე, იგი დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ და გასაქირავებელი ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე. კ---------------------- უთხრა, რომ მათ შორის მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა მიექირავებინა ავტომანქანა და მიუთითა იქვე მდგარ „მერსედესზე“. მოწმე დათანხმდა და ხელშეკრულების გაფორმებისა და პასპორტის გამორთმევის შემდეგ კლიენტს მიაქირავა სასურველი ავტომანქანა. დილის საათებში მან შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ მოახერხა სამსახურში წასვლა, რის გამოც გ-----------------–---–-- მოთხოვნის თანახმად, კ---------------------- პასპორტი რ----–----------–---–---- გაატანა მის შეყვარებულსა და მეგობარს. დ---------------- განმარტებით, მას ჰქონდა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ავტომანქანების გაქირავების უფლება. კითხვაზე - ავტომანქანის გაქირავების შემდეგ მეპატრონეს ატყობინებდა თუ არა გაქირავების თაობაზე, მოწმემ დაზუსტებული პასუხი არ გასცა და განმარტა, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალური იყო.
პალატას წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიაჩნია, რომ იმ კონკურენტი კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ავტომანქანების გაქირავებით, მფლობელთან შეთანხმების გარეშე ავტომაქანის გაქირავების უფლება არ გააჩნდათ. მოწმეებმა შ--–-----–-----მ და დ--------------–---–-- განმარტეს, რომ დ---------------ს მათი თანხმობის გარეშე არ ჰქონდა უფლება გაექირავებინა მათ მფლობელობაში არსებული ავტომანქანები. თავის მხრივ ი-–------------ემ დაადასტურა, რომ მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის გაქირავების დეტალებს შ--–-----–----- ყოველთვის უთანხმებდა. მოწმე რ----–----------–---–--ც ვერ უარყო, რომ დ--------------- ყველასგან დამოუკიდებლად ვერ გააქირავებდა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებულ ავტომანქანებს და თუ არა შ--–-----–-----სთან, რ----–----------–---–---- ან დ--------------–---–----- მაინც უნდა შეეთანხმებინა აღნიშნული.
ყოველივე აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, დ---------------მ თვითნებურად მიიჩნია რომ უფლება ჰქონდა კომუნიკაციის დამყარების და შეთანხმების გარეშე გაექირავებინა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ავტომანქანა და მოახდინა აღნიშნული, თავისად დაგულებული უფლების რეალიზაცია, რითაც დაზარალებულ ი-–------------ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
რაც შეეხება დ----------------ათვის წარდგენილი ბრალდების ფორმულირებას, რომლის თანახმადაც დ--------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა გასაქირავებლად მდგარ ი-–-------------- კუთვნილ „მერსედესის“ ფირმის 18 004 ლარად ღირებულ ავტომანქანას და იგი მიაქირავა კ---------------------- აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე ვერ შეძლო დაედასტურებინა დ---------------- მიერ ი-–-------------- კუთვნილი ავტომანქანის დაუფლება მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით თაღლითობა განმარტებულია როგორც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. კერძოდ, ქონების დაუფლების ან მასზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რისი მეშვეობითაც ახორციელებს დამნაშავე ძირითად მოქმედებას. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თაღლითობას და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებს თვითნებობისაგან განასხვავებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, ვერ იქნა გამოვლენილი.
საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების რ----–----------–---–--- გ-----------------–---–--, ს--–-------------–---–-----------------–---–---–--- ასევე დ---------------- ჩვენებებით და პასპორტის ამოღების ოქმით დგინდება, რომ დ---------------მ ი-–-------------- საკუთრებაში და შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ავტომანქანა არა თუ მიისაკუთრა, არამედ მათ სამუშაო ობიექტზე მიღებული წესის შესაბამისად, კლიენტისათვის პასპორტისა და დეპოზიტის თანხის გამორთმევის სანაცვლოდ, გააქირავა კ------------------------ დადგენილი ფაქტია ისიც, რომ ავტომანქანა ნამდვილად გადაეცა მფლობელობაში კ--------------------- და სწორედ მისი მართვის ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. აღნიშნული გარემოებები მოწმობს, რომ დ---------------ს ი-–-------------- კუთვნილი ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების და ანგარების მოტივით მის საკუთრებაში მოქცევის განზრახვა არ ჰქონია, ავტომანქანას მხოლოდ იმიტომ დაეუფლა, რომ გაექირავებინა კ------------------------
რაც შეეხება იმ გარემეობას, რომ დ---------------- მიერ კ----------------------აგან აღებული დეპოზიტის თანხის შ--–-----–------ ან ი-–--------------ათვის გადაცემის ფაქტი არ იქნა დადგენილი, პალატა მოცემულ ნაწილში სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ კლიენტის მიერ გადაცემული თანხის მესაკუთრის ან მფლობელისათვის გადაუცემლობა სცდება დ----------------ათვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებს. შესაბამისად, სასამართლო მასზე ვერ იქონიებს მსჯელობას.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არის ეჭვის წარმოშობის საფუძ---–- და ვერ აკმაყოფილებენ წარდგენილ ბრალდებაში დ---------------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო მაღალ სტანდარტს.
პალატის შეფასებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით პირის ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნიან უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ დ---------------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, დ---------------ს, არ ჰქონდა შ--–-----–------ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის გაქირავების უფლება ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე, პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ ეს გარემოება გახდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით დ---------------- დამნაშავედ ცნობის საფუძ---–-.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ---------------- მიერ ჩადენილ ქმედებას, განუსაზღვრა მას სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი და არ არსებობს მის მიერ მიღებული განაჩენის შეცვლის სამართლებრივი საფუძ---–-.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. დ----------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი)წელი, აგრეთვე სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა 2 000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.
4. მსჯავრდებულ დ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 აგვისტოდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- კ---------------------- პასპორტი, „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანა სახ. №------- და აღნიშნული ა/მანქანის გასაღები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;
- ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, საღებავის ნიმუში, ერთი ცალი ღილი და ერთი ცალი პლასტმასის მრგვალი საგანი, მოწითალო პლასტმასის ფრაგმენტი, უსაფრთხოების საჰაერო ბალიშის ამონაჭერი, სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი