განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
060100118002744998
ინსტანცია
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002744998

საქმე №1/ბ-310-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მ------ სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის - თ----- ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის - მ------ მ--–--ის

მსჯავრდებულის - გ------- ჯ-------ს

ადვოკატის – მ----- წ---–---ს

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- წ---–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- ჯ-------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ს------------------------------–-----------–-, მცხოვრების ქ-------------–---------–--–---–---------–ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით:

 

გ------- ჯ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

გ------- ჯ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ჯ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ------- ჯ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

გ------- ჯ-------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 აგვისტოდან.

 

გ------- ჯ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მამაკაცის პერანგი და ჯინსის შორტი, რომლებიც ინახება ბრალმდებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

· შპს „----------------–-დან“ ამოღებული გ---–- ს--------–--ის შარვალი, ბიუსჰალტერი და შარფი, ს----- ს--------–--ის შარვალი და მაისური, რომლებიც ინახება ბრალმდებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

· გ------- ჯ-------სგან ამოღებული მაისური, შორტი და ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება ბრალმდებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ------- ჯ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· თმის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, სისხლის ნიმუშები, დანა, პოლიეთილენის ბოთლი და ანაწმენდის ნიმუშები, რომლებიც ინახება ბრალმდებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ჯ-------მ ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წელს გ------- ჯ------- და გ---–- ს--------–--ე დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ნ---- ს--------–--ე. ქორწინების პერიოდში მათ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჰქონდათ მუდმივი უთანხმობა, რის გამოც გადაწყვიტეს განქორწინება, მაგრამ ვერ თანხმდებოდნენ შვილის მიკუთვნების საკითხზე. 2018 წლის 25 აგვისტოს, ხსენებული მიზეზით გ------- ჯ-------სა და გ---–- ს--------–--ეს შორის კამათი გაგრძელდა. დაპირისპირებაში, სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩაერია გ---–- ს--------–--ის მამა ს----- ს--------–--ე. აღნიშნულით განაწყენებულმა გ------- ჯ-------მ გადაწყვიტა გ---–- და ს----- ს--------–--ეების მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იმავე დღეს, დაახლოებით 12:45 საათზე, გ------- ჯ-------მ ქ-------------–---------–--–---–---------–ი მდებარე ს----- ს--------–--ის საცხოვრებელი სახლის სამზარეულოდან აიღო დანა და სახლის ეზოში ს----- ს--------–--ეს დანის ორჯერ დარტყმის გზით მიაყენა გულმკერდის მარცხენა ნახევარში ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ამათგან ერთი შემავალი მუცლის ღრუში დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანებით, ხოლო მეუღლეს - გ---–- ს--------–--ეს იმავე დანის ერთჯერადად დარტყმით მიაყენა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით. გ------- ჯ-------მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან, დაზარალებულებმა მას თავი გაქცევით დააღწიეს. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად კი შესაძლებელი გახდა გ---–- და ს----- ს--------–--ეების სიცოცხლის შენარჩუნება.

 

2018 წლის 25 აგვისტოს, ქ-------------–---------–--–---–---------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 12:30 საათზე, გ------- ჯ-------სა და მის მეუღლეს, გ---–- ს--------–--ეს შორის განქორწინებასთან დაკავშირებულ დაპირისპირებაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩაერია გ---–- ს--------–--ის მამა ს----- ს--------–--ე. აღნიშნულით განაწყენებული გ------- ჯ------- ს----- ს--------–--ეს ემუქრებოდა რა სახლ-კარის დაწვით, ნავთობპროდუქტის შემცველი სითხე მოასხა სახლის პირველ სართულზე მისაღებ ოთახში, რის გამოც ს----- ს--------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- ჯ-------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- წ---–---მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ------- ჯ-------ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან 111;117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქციის ფარგლებში.

 

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ------- ჯ-------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულების - გ---–- და ს----- ს--------–--ეების ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრული. მსჯავრდებულმა თავის მეუღლეს, გ---–- ს--------–--ეს ერთი ჭრილობა მიაყენა დანით ზურგის არეში და არა გულმკერდის არეში, რაც ნათლად მიუთითებს, რომ მას არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა მეუღლის მოკვლის განზრახვა, ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა, დანაშაულის მოტივი არ არის იმდენად მყარი, რომ მას ბავშვთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის გამო განეზრახა მეუღლის - თავისი მცირეწლოვანი შვილის დედის მოკვლა. გ------- ჯ-------ს რეალურად რომ ჰქონოდა თავისი მეუღლისა და შემდგომ სიმამრის მოკვლის განზრახვა, თავისუფლად მოიყვანდა მას სისრულეში, რაშიც ხელს არაფერი უშლიდა. გ------- ჯ-------სა და მის მეუღლეს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი იყო ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი, ვინაიდან, გ------- ჯ-------ს სურდა, რომ ბავშვს მასთან ეცხოვრა და იმ დღესვე წაეყვანა იგი. ამის ნიადაგზე მოუვიდა მეუღლესთან კამათი და აღნიშნულზე განაწყენებულმა განიზრახა დანის ზურგში დარტყმით მიეყენებინა სხეულის დაზიანება ჯერ მეუღლისთვის და შემდგომ სიმამრისთვის, რომელმაც, ბუნებრივია, თავისი შვილის მხარე დაიჭირა და მის წინააღმდეგ წავიდა. მიუხედავად ზემოთ მითითებული გარემოებებისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ------- ჯ-------ს ქმედებას და დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი მის მიმართ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ------- ჯ-------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- წ---–---მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მ------ მ--–--ემ ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------- ჯ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- წ---–---ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ არ აფასებს გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებას გ------- ჯ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან, ასეთი მოთხოვნით მხარეებს სააპელაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავთ.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ------- ჯ-------ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან 111;117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) გადაკვალიფიცირების შესახებ, სააპელაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი და დადასტურებულია, რომ გ------- ჯ-------მ ჩაიდინა ორი პირის - მეუღლის და სიმამარის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ე.ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:

 

დაზარალებულ გ---–- ს--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის და გ------- ჯ------- დაქორწინდნენ 2014 წელს, რის შემდეგაც ცხოვრობდნენ ქ-------------–-, მამამისის - ს----- ს--------–--ის სახლში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი. გ------- ჯ------- დიდ დროს ატარებდა სახლის გარეთ, რის გამოც ხშირად მოსდიოდათ ერთმანეთთან შელაპარაკება. ინციდენტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, მან თავის მეზობელს, ვ-–- გ--–-----ს თხოვა დალაპარაკებოდა მის მეუღლეს, რომ მეტი ყურადღება დაეთმო ოჯახისათვის. 2018 წლის 25 აგვისტოს, დილით, გ------- ჯ-------მ უსაყვედურა, თუ რატომ უთხრა მეზობელს მის შესახებ და განუცხადა, რომ მიდიოდა სახლიდან. რამდენიმე ხანში ნახა, რომ მას ჩალაგებული ჰქონდა ბარგი და თვითონაც იქვე იჯდა. შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიდიოდა, გ-------მ უპასუხა, რომ ბავშვი უნდა წაეყვანა და მის გაღვიძებას ელოდებოდა. ვინაიდან, თვითონ ამის წინააღმდეგი იყო, აიყვანა ბავშვი, რომელსაც მათ კამათზე გაეღვიძა და მეზობლად მცხოვრებ მ------- გ----–---–თან გადავიდა, რომელსაც დახმარება თხოვა. შემდეგ გ-------ც გადავიდა მათთან. მ------- გ----–---–თან საუბრის დროს იგი, თითქოს, დამშვიდდა და რამდენიმე წუთში ერთად დაბრუნდნენ სახლში. გ------- ჯ-------ს გადაწყვეტილი ჰქონდა სახლიდან წასვლა და ბავშვის წაყვანასაც აპირებდა, რაზეც თვითონ არ ეთანხმებოდა და ამის გამო მათ შორის კვლავ გაგრძელდა კამათი. დაზარალებულის განმარტებით, იგი ტანსაცმელს იცვლიდა თავის ოთახში, რა დროსაც გ------- მივარდა მასთან და ყელში მოუჭირა ხელი. მის ყვირილზე სახლში შევიდა მამამისი, ს----- ს--------–--ე. ამ დროს გ------- ჯ-------მ შემოიტანა ბოთლით ნავთი, ოთახში მოასხა და იძახდა უნდა დაგწვათო. მას ბავშვი ეჭირა ხელში და ცდილობდა გაცლოდა იქაურობას, თან მამამისსაც ეუბნებოდა, რომ გარეთ გასულიყო. ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად, ბავშვიანად გაიქცა გარეთ, მაგრამ გ------- ჯ------- დაეწია ეზოში, ბავშვი გამოგლიჯა ხელიდან და უყვიროდა უნდა მოგკლაო, რა დროსაც ხელში დანა ეჭირა. ამის გამო შეეშინდა და ქუჩისკენ გაიქცა. დაახლოებით ოთხ ნაბიჯში ისევ დაეწია გ------- და უკნიდან ჩაარტყა დანა. მიუხედავად ამისა, არ გაჩერებულა და გააგრძელა სირბილი. ამ დროს ჩაუარა ს----- ს--------–--ემ, რომელიც გ-------სთან მივარდა. თვითონ უკან აღარ მობრუნებულა და სირბილით გავარდა ქუჩაში, სადაც შეხვდა მ------- გ----–---–ი, რომელსაც უთხრა, რომ დაჭრილი იყო. მან მეზობელთან შეიყვანა, სადაც მალევე დაკარგა გონება. საავადმყოფოში გონზე მოსვლის შემდეგ გაიგო, რომ გ------- ჯ-------ს მამამისიც დაუჭრია.

 

დაზარალებულ ს----- ს--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ქალიშვილი გ---–- ს--------–--ე და გ------- ჯ------- დაქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ მასთან სახლში. თავიდან მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ გ------- სულ უფრო მეტ დროს ატარებდა სახლის გარეთ და შინ იშვიათად იყო, რის გამო მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა. 2018 წლის 25 აგვისტოს, ჭიშკარს ღებავდა, რა დროსაც სახლიდან მოესმა აყალ-მაყალის ხმა. სახლში შესულმა ნახა, რომ მისი სიძე და ქალიშვილი კამათობდნენ თავიანთ ოთახში. მის შეკითხვაზე - რა ხდებოდა, გ------- ჯ-------მ უპასუხა, უნდა დაგხოცოთ და დავწვა აქაურობაო. როგორც გაიგო, გ------- ჯ------- სახლიდან წასვლას აპირებდა და ჩანთებიც ჩალაგებული ჰქონდა. ვინაიდან, არ უნდოდა ცოლ-ქმრის კონფლიქტში ჩარეულიყო, გამოვიდა გარეთ, მაგრამ, რადგან ხმაური კვლავ გაგრძელდა, ისევ შებრუნდა სახლში და დაინახა, რომ გ------- ჯ------- დიზელის საწვავს ასხამდა ოთახებში, თან იძახდა, უნდა დაგწვათო. შეეშინდა მას მუქარა მართლა არ განეხორციელებინა და ეზოში გავიდა. ქუჩიდან მეზობლების კივილი შემოესმა. ამ დროს დაინახა ეზოში მყოფი გ------- ჯ-------, რომელსაც ერთ ხელში ბავშვი ეჭირა და მეორეში დანა. იგი მივარდა მასთან დასამშვიდებლად, რა დროსაც გ-------მ უთხრა - „მაინც სროკზე მივდივარ და უნდა დაგხოცოთ, უნდა მოგკლათო“ და ორჯერ დაარტყა დანა. ამის შემდეგ გ------- გარბოდა და იძახდა გ---–- უნდა მოვკლაო, მაგრამ მეზობლებმა არ გაუშვეს.

 

მოწმე ფ------ გ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული ს----- ს--------–--ე მისი მეზობელია, რომელიც ცხოვრობდა ქალიშვილთან - გ---–- ს--------–--ესთან და სიძესთან _ გ------- ჯ-------სთან ერთად. 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე, სახლში ყოფნისას შემოესმა მეზობლის, მ------- გ----–---–ის მეუღლის, თ-----ს ყვირილი - სასწრაფო გამოიძახეთ, გ-------მ ს----- და გ---–- დაჭრაო. იგი თავის მაზლთან, ნ-------- მ--------სთან ერთად წავიდა ს--------–--ეების სახლისაკენ. გ---–- ს--------–--ე მეზობლად მცხოვრები ვ-–---- და თ----- გ--–----ების ეზოში ჰყავდათ შეყვანილი. მას ჭრილობა ჰქონდა ზურგის მხარეს და ზედ ტილოებს ადებდნენ. თ----- ყვიროდა, რომ ს-----ც დაჭრილი იყო. ამის შემდეგ წავიდნენ ს----- ს--------–--ის სახლის მიმართულებით, რა დროსაც, მისი სახლის წინ, ჭიშკართან შეხვდათ გ------- ჯ-------, რომელსაც მარცხენა ხელში ბავშვი ეჭირა, მარჯვენაში კი - დანა. მას გაბოროტებული სახე ჰქონდა და იძახდა გ---–- სადააო. მან გ------- წაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც პირველ სართულზე, აივნის ქვემოთ დასვა. მის შეკითხვაზე, თუ რატომ გააკეთა ასეთი რამ, გ-------მ უპასუხა, რომ ყელში ამოუვიდა. მისმა მაზლმა, ნ-------- მ--------მ მას გამოართვა დანა და იქვე აივნის ქვემოთ მდგარი ავტომანქანის საბარგულზე დადო, რომელიც შემდეგ პოლიციამ წაიღო.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------- მ--------მ.

 

მოწმე თ----- გ--–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს შვილებთან ერთად იმყოფებოდა ქ-------------–-, ნ-----–--–---–---------–- მდებარე თავისი მშობლების საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 12 საათზე, მოესმა მეზობლის, თ----- ფ-------ის ყვირილი, რომელიც იძახდა, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ. ქუჩაში გასულმა დაინახა, რომ მ------- გ----–---–ს მოჰყავდა მეზობლად მცხოვრები გ---–- ს--------–--ე, რომელიც ჩაიყვანეს მათთან ეზოში. გ---–-მ თქვა, რომ იგი თავისმა მეუღლემ, გ-------მ დაჭრა. ამის შემდეგ მან გონება დაკარგა და წაიქცა. ამ დროს ქუჩაში დაინახა გ------- ჯ-------, რომელსაც ერთ ხელში ბავშვი ეჭირა, ხოლო მეორეში დანა და გ---–-ს მისამართით იმუქრებოდა, რომ მაინც მოკლავდა. მისმა ძმამ, ვ-–---- გ--–-----მ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლებიც დაახლოებით 15 წუთში მივიდნენ და გ---–- წაიყვანეს. ამის შემდეგ გაიგო, რომ გ---–-ს მამა, ს----- ს--------–--ეც დაუჭრია თავის სიძეს, გ------- ჯ-------ს.

 

მოწმე თ----- ფ-------ის ჩვეებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, დილით, მასთან სახლში მივიდა მეზობლად მცხოვრები გ---–- ს--------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ მისი მეუღლე გ------- ჯ------- აპირებდა სახლიდან წასვლას, ჩანთებიც ჩალაგებული ჰქონდა და ამ პრობლემებით დაღლილი იყო. ამ საუბარში გავიდნენ გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ სახლის წინ მის მეუღლეს, მ------- გ----–---–ს გ------- ჯ------- ელაპარაკებოდა. შემდეგ გ------- და გ---–- ერთად წავიდნენ სახლში. მალე შემოესმა კივილის ხმა და მეუღლეს უთხრა, რომ გ------- და გ---–- ჩხუბობდნენ და გადასულიყო მათთან. თვითონაც წავიდა გ---–-ს სახლის მიმართულებით, რა დროსაც ეს უკანასკნელი გზაში შემოხვდათ. მან უთხრათ, რომ გ-------მ დაჭრა და ხელებში ჩაუვარდა მათ, თან გონებას კარგავდა. გ---–-ს ზემოთ მხოლოდ ბიუსჰალტერი ეცვა. ჭრილობა თავიდან ვერ შეამჩნია და შემდეგ ნახა, რომ იგი ზურგში იყო დაჭრილი. ამ დროს გ---–-ს უკან დაინახა სწრაფი ნაბიჯებით მომავალი გ------- ჯ-------, რომელიც მეუღლეს ეძახდა - შენ ნახე რას გიზამ, მაინც მოგკლავო. მას ერთ ხელში ბავშვი ეჭირა, მეორეში კი დანა. მოწმე თ----- ფ-------ის განმარტებით, მან ასევე დაინახა გ---–- ს--------–--ის მამა, ს----- ს--------–--ე, რომელსაც პერანგი გახსნილი ჰქონდა და მარჯვენა მხარეს სისხლი ემჩნეოდა. ამასობაში მეზობლებიც შეიკრიბნენ. გ---–- ს--------–--ე მეზობლად მცხოვრები გ--–----ების ეზოში ჰყავდათ ჩაყვანილი და მის დახმარებას ცდილობდნენ. გ------- ჯ------- კი მეზობელმა ფ---- გ--------მ წაიყვანა თავის სახლში. რამდენიმე წუთში პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც მივიდნენ, რომლებმაც გ---–- და ს----- ს--------–--ეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მოწმე მ------- გ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა მეზობლად მცხოვრები გ---–- ს--------–--ე, რომელმაც თხოვა, რომ დალაპარაკებოდა მის მეუღლეს, გ------- ჯ-------ს, რათა დაწყნარებულიყო. მან დაუძახა გ-------ს, რომელსაც აივანზე ესაუბრებოდა და ამშვიდებდა. გ---–- კი მის მეუღლესთან - თ----- ფ-------ესთან საუბრობდა. დაახლოებით 10 წუთში ორივენი ბავშვთან ერთად წავიდნენ სახლში. დაახლოებით 15 წუთში თ-----მ დაუძახა - გადადი, რა ხდება გაიგე, მგონი გ---–- და გ------- ისევ ჩხუბობენო და ისიც მაშინვე წავიდა მათი სახლის მიმართულებით. ქუჩიდან დაინახა, რომ ისინი მართლა ჩხუბობდნენ. ამის შემდეგ მიბრუნდა, რათა ვინმე მეზობლისთვის ეთხოვა დახმარება და როდესაც ს--------–--ეების სახლისაკენ გაემართა, გზაში შეხვდა გ---–- ს--------–--ე, რომელსაც ზემოთ მხოლოდ ბიუსჰალტერი ეცვა და ძლივს მოდიოდა. გ---–-მ უთხრა - მიშველე, გ-------მ დანა დამარტყაო. როდესაც მას წელზე მოხვია ხელი დასახმარებლად, სისხლით დაისვარა. მაშინვე აიყვანა გ---–- და ვ-–- გ--–-----ს ეზოში შეიყვანა, სადაც მან გონება დაკარგა. მალე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ გაიგო, რომ გ---–-ს მამა, ს----- ს--------–--ეც დაჭრილი იყო.

 

მოწმე მ------ კ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, მეუღლესთან, მ-----– კ------–--თან ერთად იმყოფებოდა ქ-------------–-, ნ-----–--–---–---------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში და ტელევიზორს უყურებდა. დაახლოებით 12 საათზე შემოესმათ კივილის ხმა და ქუჩაში გავიდნენ, სადაც მეზობლები ირეოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა, რომ ს----- ს--------–--ე იყო დაჭრილი და მიხმარებოდნენ. მისი მეუღლე სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ს-----ს ს--------–--ის სახლისაკენ და თვითონაც გაჰყვა მას უკან. გზაში შეხვდა ს-----ს სიძე, გ------- ჯ-------, რომელსაც მარცხენა ხელში ბავშვი ეჭირა, მარჯვენაში კი დანა და იგინებოდა ს-----ს სახლის მიმართულებით. მან სთხოვა გ-------ს, რომ ბავშვი მისთვის გადაეცა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ ისევ განაგრძო გზა და ს----- ს--------–--ის ეზოში ჩასულმა დაინახა, რომ მისი მეუღლე, მ-----– კ------–--ი ონკანთან სისხლს წმენდდა ს-----ს. თვითონაც მიეხმარა მეუღლეს და ნახა, რომ ს----- ს--------–--ეს ჭრილობა ჰქონდა ზურგის არეში, ბეჭთან. მისმა მეუღლემ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა და ელოდებოდნენ, მაგრამ დაინახა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ს-----ს სახლს გასცდა და მეზობლად მცხოვრები გ--–----ების სახლთან გაჩერდა. მაშინ გაიგო, რომ ს----- ს--------–--ის ქალიშვილი გ---–-ც დაჭრილი იყო და ორივენი მის მეუღლეს, გ------- ჯ-------ს დაუჭრია.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე მ-----– კ------–--მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ს----- ს--------–--ის სახლში მისვლამდე, გზაში დაინახა გ------- ჯ-------, რომელსაც ერთ ხელში ბავშვი ეჭირა, მეორეში კი დანა. მან გაიგონა როგორ იმუქრებოდა იგი ს----- ს--------–--ის და თავისი მეუღლის, გ---–- ს--------–--ის მისამართით, იძახდა, რომ რვა წელს მისცემდნენ, მაგრამ ციხიდან რომ გამოვიდოდა, მაინც დედას უტირებდა მათ. ს-----ს ეზოში შესულმა ნახა, რომ იგი ნეკნების არეში ორ ადგილას იყო დაჭრილი და მაშინვე გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მისივე განმარტებით, როდესაც ს----- ს--------–--ე წაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, მან დაკეტა სახლის კარები და იქვე დარჩა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მივიდნენ პოლიციელები და მისი თანდასწრებით დაათვალიერეს სახლი, რა დროსაც ერთ-ერთ ოთახში იგრძნო საწვავის მძაფრი სუნი. პოლიციელებმა ნახეს საწვავის ცარიელი ბოთლი, იატაკი კი ისევ სველი იყო.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------------–---------–--–---–---------–ი იგი წარმოადგენს ს----- ს--------–--ის საცხოვრებელ სახლს, რომლის შესასვლელი ჭიშკრიდან სახლის მიმართულებით კვალდაკვალ შეინიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები წვეთების სახით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ასევე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ტანსაცმელი, კერძოდ: მამაკაცის მოცისფრო-მოთეთრო პერანგი სისხლისმაგვარი ლაქებით, რომელსაც მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა დაზიანება, სავარაუდოდ, მიყენებული ბასრი მჭრელი საგნით და შავი ფერის ჯინსის მოკლე შარვალი, ე.წ. შორტი, სისხლისმაგვარი ლაქებით.

 

შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ-------------–---------–--–---–---------–ი მდებარე ს----- და გ---–- ს--------–--ეების საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, შესასვლელ კარებთან ძირს შეინიშნებოდა ნავთობის სუნის მქონე დაღვრილი სითხე, რაც საკონტროლო ნიმუშებთან ერთად იქნა აღებული ექსპერტის მიერ და დაილუქა. სახლის შესასვლელიდან მარცხნივ, კუთხეში აღმოჩენილი იქნა პოლიეთილენის გამჭირვალე ბოთლი ცარიელ მდგომარეობაში, რომლის ირგვლივ იყო დაღვრილი სითხის კვალი ნავთობის სუნით, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა. ასევე მის ირგვლივ იატაკიდან აღებული იქნა ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშებთან ერთად.

 

ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ პოლიეთილენის ბოთლზე, სახლის პირველი სართულის მისაღებ ოთახში, კარების გვერდითა მარცხენა მხარეს იატაკიდან აღებულ ანაწმენდზე და გ---–- ს--------–--ის შარვალზე აღინიშნებოდა ნავთობპროდუქტის კვლები.

 

ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ-------------–-, ნ-----–--–---–---------–- მდებარე ფ------ გ--------ს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ ავტოფარეხში, „მერსედესის” მარკის ავტომანქანის უკანა საბარგულის სახურავის თავიდან ამოღებული იქნა შავი ფერის თეთრ წინწკლებიანი დანა, რომლის პირზე აღინიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. დანა იყო ზომით 22 სმ. სიგრძეში, დანის პირის სიგრძე იყო 12 სმ, ხოლო სიგანე - 1,8 სმ. ფ------ გ--------ს განმარტებით, 2018 წლის 25 აგვისტოს გ------- ჯ-------მ აღნიშნული დანით დაჭრა მეუღლე და მეუღლის მამა.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ მამაკაცის შარვალზე და პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს----- ს--------–--ეს; ბრალდებულ გ------- ჯ-------სგან ამოღებულ მაისურზე და შარვალზე არსებული ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს----- ს--------–--ეს; ფ------ გ--------ს სახლიდან ამოღებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეულია და ერთი წილი ეკუთვნის გ---–- ს--------–--ეს, ხოლო მეორე წილი ს----- ს--------–--ეს; იმავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი კი ეკუთვნის გ------- ჯ-------ს.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ფ------ გ--------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ამავე დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ს----- ს--------–--ის პერანგზე არსებული დაზიანება განვითარებულია ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნით, რაც ექსპერტიზაზე წარდგენილი დანის პირის ტექნიკურ-კონსტრუქციული მახასიათებლების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს მისი განვითარების შესაძლებლობას როგორც ამ უკანასკნელით, ასევე მსგავსი კონსტრუქციისა და ტექნიკური მონაცემების მქონე დანითაც.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ გ---–- ს--------–--ეს აღენიშნებოდა გულმკერდის მარჯვენა ნახევრის შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით, მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი. დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ ს----- ს--------–--ეს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში, დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანებით, მარცხენა მხრივი ჰემოთორაქსი, ჰემოპერიტონეუმი; ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევრის უკანა ზედაპირზე მარცხენა თირკმლის ზედაპირული დაზიანებით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი იყვნენ რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოხლისათვის სახიფათო.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს გ------- ჯ-------ს მიერ ორი პირის - მეუღლის, გ---–- ს--------–--ისა და მეუღლის მამის, ს----- ს--------–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ე.ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

დაცვის მხარე თავადაც არ უარყოფს მსჯავრდებულ გ------- ჯ-------ს მიერ გ---–- და ს----- ს--------–--ეებისათვის დანით სხეულის დაზიანებების მიყენების ფაქტს, თუმცა სადავოდ ხდის ქმედების კვალიფიკაციას, კერძოდ, მიიჩნევს, რომ გ------- ჯ-------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 111;117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), რადგან მას არ ჰქონია გ---–- და ს----- ს--------–--ეების მოკვლის განზრახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰქონდა რეალური შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა ეს განზრახვა და მოეკლა ისინი, რაშიც ხელს არაფერი უშლიდა. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ გ------- ჯ-------ს მიერ არა ორი პირის მკვლელობის მცდელობის, არამედ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დაზარალებულებისათვის დანით მიყენებული დაზიანებების არა მარტო სიმძიმე, არამედ მათი ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოებში ადასტურებს იმას, რომ გ------- ჯ------- ითვალისწინებდა მისი ქმედების შესაძლო შედეგს (დაზარალებულების - გ---–- ს--------–--ის და ს----- ს--------–--ის სიკვდილს) და სურდა ამ შედეგის დადგომა.

 

პალატა განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად ან მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან სწორედ განზრახვის მიმართულება განასხვავებს. თუ პირმა მოკვლის მიზნით სხვას მძიმედ დაუზიანა ჯანმრთელობა, მაგრამ სიკვდილი არ დადგა, სახეზე გვაქვს მკვლელობის მცდელობა და არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულსა და მის მეუღლეს, დაზარალებულ გ---–- ს--------–--ეს ბოლო პერიოდში ერთმანეთთან ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. 2018 წლის 25 აგვისტოს, გ------- ჯ-------ს მიერ ჩადენილ ქმედებებს წინ უძღოდა მათ შორის კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ჯ-------ს მეუღლესთან უთანხმოების გამო გადაწყვეტილი ჰქონდა ოჯახიდან წასვლა და სურდა მცირეწლოვანი შვილის წაყვანა მასთან საცხოვრებლად, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გ---–- ს--------–--ე. მეუღლეებს შორის დაპირისპირებაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩაერია გ---–- ს--------–--ის მამა ს----- ს--------–--ე. სწორედ ეს გარემოებები იქცა გ------- ჯ-------ს განაწყენების მიზეზად და მისი შემდგომი ქმედებების მოტივად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ იგი დანით ხელში დაედევნა სახლიდან ბავშვიანად გაქცეულ გ---–- ს--------–--ეს, რომელსაც დაეწია ეზოში, ხელიდან გამოსტაცა ბავშვი და ერთხელ დაარტყა დანა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მიაყენა გულმკერდის მარჯვენა ნახევრის შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით, მანვე გულმკერდის არეში ორჯერ დაარტყა დანა მეუღლის მამას, ს----- ს--------–--ეს, რომელსაც მიაყენა გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში, დიაფრაგმისა და ელენთის დაზიანებით და ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევრის უკანა ზედაპირზე მარცხენა თირკმლის ზედაპირული დაზიანებით, თან ემუქრებოდა მათ, რომ ორივეს დახოცავდა. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს გ------- ჯ-------ს განზრახვას - მოეკლა გ---–- და ს----- ს--------–--ეები, თუმცა ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას ხელი შეუშალა მსჯავრდებულისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, კერძოდ, მისგან თავის დაღწევის მიზნით დაზარალებულების გაქცევამ და მათ დასახმარებლად დანაშაულის ადგილზე მეზობლების გამოჩენამ, რის გამოც დანაშაული შეწყდა მცდელობის სტადიაზე და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა გ---–- და ს----- ს--------–--ეების სიცოცხლის შენარჩუნება. აღნიშნული დასტურდება როგორც დაზარალებულების, ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------- ჯ-------ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- წ---–---ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გ------- ჯ-------ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 111;117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების საფუძველი.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ გ------- ჯ------- წინათ ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის და მან ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, პირობითი მსჯავრის ვადაში კვლავ ჩაიდინა ახალი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

ამრიგად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი გ------- ჯ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- წ---–---ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ------- ჯ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- წ---–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი გ------- ჯ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ------- ჯ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ჯ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით გ------- ჯ-------სთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა _ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით გ------- ჯ-------სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ჯ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

7.გ------- ჯ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 25 აგვისტოდან.

 

8.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- ჯ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.

 

9.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მამაკაცის პერანგი და ჯინსის „შორტი“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

· შპს „----------------–-დან“ ამოღებული გ---–- ს--------–--ის შარვალი, ბიუსჰალტერი და შარფი, ს----- ს--------–--ის შარვალი და მაისური, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

· გ------- ჯ-------სგან ამოღებული მაისური, შორტი და ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------- ჯ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· თმის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, სისხლის ნიმუშები, დანა, პოლიეთილენის ბოთლი და ანაწმენდის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/