განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002872744
საქმე №1ბ/1271-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი , 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
მერი ლაბარტყავას, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-----------------ის
ადვოკატ: გ--------------ის
მსჯავრდებულ: რ----------------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ----------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) რ----------------ს დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- ნასამართლევის, რეგისტრირებულის: მ--------–----------–-------------- და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–---------–--------–-----–---------------------–------------------–----–-------------------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით, 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----------------მ ჩაიდინა
- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის
მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ.---------–--------–------–-----–------------------–--------------------–----–------ გადასახვევთან არსებულ შენობაში რ----------------მ მეუღლეს მ-----–----------–---–ს, მათი არასრულწლოვანი შვილის გ--------------ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ მუცელში ჩაარტყა ფეხი, ხოლო შემდეგ თმა მოქაჩა. აღნიშნული ქმედებით მ-----–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 30 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.---------–--------–------–-----–------------------–--------------------–----–------ გადასახვევთან არსებულ შენობაში რ----------------მ არასრულწლოვან შვილს გ--------------ს დაარტყა ხელი იმის გამო, რომ სკოლიდან დაბრუნებისას გ--------------მ არ გამოიცვალა ტანსაცმელი. რ----------------ს ქმედებით გ--------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 30 იანვარს არასრულწლოვნის გ---------------ს მიერ მამის რ------------------ მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N------- რითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება. 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, რ---------------- მივიდა ქ----------–- თ---–--------–-----–---------------------–---------------------–-----–------ გადასახვევთან არსებულ შენობაში, სადაც იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის ვალდებულებები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ
2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ-----------–--------–------–-----–------------------–--------------------–----–---------------------- არსებულ შენობაში რ----------------მ მეუღლეს მ-----–----------–---–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმა. აღნიშნული ქმედებით მ-----–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 30 იანვარს რ----------------ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N------- რითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან არასრულწლოვან გ--------------სთან მიახლოება. 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, რ---------------- მივიდა ქ-----------–-------–------–-----–------------------–--------------------–----–---------------------- არსებულ შენობაში, სადაც იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის ვალდებულებები.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენით:
რ----------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (გ------ მ-----ს ეპიზოდი).
რ----------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.
რ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-----–----------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პეტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით
განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (3 წელი, 3 თვე და 15 დღე თ/ა) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
რ----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.
რ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--------------ემ.
მსჯავრდებულ რ----------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ რ---------------- გამართლდეს საქართველო სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; დაცვის მხარის განმარტებით, მსჯავრდებული რ---------------- აღიარებს საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და თანახმაა ამ მუხლით დანიშნული სასჯელი, - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დარჩეს უცვლელად, რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატოს მხოლოდ 7 (შვიდი) დღე და საბოლოოდ განაჩანეთა ერთობლიობით, რ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 7 (შვიდი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ რ----------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენით რ------------------ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გ--------------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა მ-----–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული რ---------------- მისი მეუღლეა და ჰყავთ საერთო შვილი. მეუღლესთან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი, რადგან დიდი რაოდენობით სვამდა ალკოჰოლს და არ მუშაობდა. 2019 წლის 30 იანვარს მოწყალების სათხოვნელად იყო წასული და სახლში რომ დაბრუნდა, ბავშვმა უთხრა, რომ მამამ ტანსაცმლის გამოუცვლელობის გამო სცემა, თავად ბრალდებულმაც დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი კედელს მიანარცხა. მან შეატყობინა პოლიციას და რ--------ის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. ბრალდებულს აეკრძალა ბავშვთან მიახლოება, თუმცა 31 იანვარს იგი მივიდა სახლში ტანსაცმლის ასაღებად და წიხლი ჩაარტყა მას და თმაში სწვდა. ბავშვი ყველაფერს ხედავდა და აშველებდა მათ. რ--------ის ქმედებების შედეგად იგრძნო ტკივილი.
მოწმე გ------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 30 იანვარს რ------------------ მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა ბავშვთან მიახლოება. ამის მიუხედავად იგი რამდენიმე საათის შემდეგ მივიდა სახლში და როგორც გახდა მისთვის ცნობილი, ამჯერად მისი მეუღლე მ-----–----------–---–ი ითხოვდა პოლიციის დახმარებას. იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა გ-----------------ესთან ერთად და ნახეს, რომ რ---------------- წვავდა ტანსაცმელს და მეუღლეს აყენებდა შეურაცხყოფას.
იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ-----------------ემ. მანვე დამატებით განმარტა, რომ რ------------------ დაკავების საფუძველი გახდა შემაკავებელი ორდერის დარღვევა. დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა აგრესიულად იქცეოდა და მეუღლეს აყენებდა შეურაცხყოფას.
მოწმე დ----------------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმე გ------–--–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 30 იანვარს შეტყობინების საფუძველზე რ-------- მ-----ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის ძალითაც მას აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება.
2019 წლის 4 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გარეგანი დათვალიერებით გ--------------ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
2019 წლის 4 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გარეგანი დათვალიერებით მ-----–-----------–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობით მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი, - მ---------–------------ რომელმაც განმარტა, რომ დარტყმის შედეგად სილურჯის წარმოქმნას შეიძლება დასჭირდეს წუთებიც და საათებიც. გ-------------- და მ-----–----------–---–ი მან შეამოწმა პირადად და რაიმე სახის დაზიანება, ან სიწითლე არ შეუმჩნევია. მოწმის განმარტებით, თავის ტკივილი ხილული დაზიანების გარეშე რაიმე სახის დაზიანებად არ ითვლება, ზოგადად ტკივილი არის პირის სუბიექტური ასახვა, ხოლო დაზიანებები - ობიექტური. თმის მოქაჩვა ტკივილს გამოიწვევდა, დაზიანებაც შეიძლება გამოიწვიოს თუ ზემოქმედების ძალა დიდია, რადგან ტკივილი სუბიექტურია და შეუძლებელია დაინახო, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვერ დგინდება დაზიანების ხარისხი.
რ----------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ადასტურებს შემაკავებელი ორდერის დარღვევას და ამ ნაწილში ეთანხმება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არც მეუღლისთვის და არც შვილისთვის მას არ დაურტყამს. მისი განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ცხოვრობდა მ-----–----------–---–თან ერთად, მაგრამ აპირებდა რაიონში დაბრუნებას. ბავშვის მოვლის გამო, მას აღარ უნდოდა მ-----–-სთან ერთად ცხოვრება, იგი თავად ძალადობდა ბავშვზე და შემთხვევის დღეს ამ საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მას თავში ცოცხი ჩაარტყა და ყელზე ძლიერად მოუჭირა ხელი. ბავშვი დედას სთხოვდა, რომ ხელი გაეშვა და ტიროდა. მ-----–----------–---–ის მიმართ დედობის ჩამორთმევის საკითხზე არ მიუმართავს არავისთვის და არც მისი მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ შეატყობინა პოლიციას. მისი თქმით, დაზარალებული გარდა იმისა, რომ მოწყალებას ითხოვს და ბავშვსაც ცუდად ექცევა, ნასამართლევია როგორც ქურდობისთვის, ისე პირველი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისთვის, ამიტომ მიიჩნევს, რომ მისი ჩვენება არ არის სანდო და დამაჯერებელი და არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ გაზიარებული.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ----------------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, - რ----------------ს მიერ მ-----–----------–---–ისათვის თმის მოქაჩვის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით. დაზარალებულმა მ-----–----------–---–მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რ----------------მ მას თმა მოქაჩა. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მ-----–----------–---–ის მიმართ ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნის თანახმად, მ-----–----------–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა ამავე დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ პირადი გასინჯვის დროს მ-----–----------–---–ი უჩიოდა ტკივილს თავის არეში. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენს (საქმე №117აპ-18). აღნიშნულ განაჩენში უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ექსპერტ მ--------–----------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი განმარტავს, რომ ზოგადად ტკივილი არის პირის სუბიექტური ასახვა, ხოლო დაზიანებები - ობიექტური. თმის მოქაჩვა ტკივილს გამოიწვევდა, დაზიანებაც შეიძლება გამოიწვიოს თუ ზემოქმედების ძალა დიდია. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებზე, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე მისულმა გ------------------–---–მა და გ-----------------ემ სხვა გარემოებებთან ერთად განმარტეს, რომ რ----------------- აგრესიულად იქცეოდა და მეუღლეს აყენებდა შეურაცხყოფას. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რ----------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. რაც შეეხება რ----------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, აღნიშნული დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მოცემული დანაშაულის აღიარებით, შემაკავებელი ორდერით, მოწმეების - გ------------------–---–ის, დ---------------ის, გ-----------------ის და გ------–--–--–---–ის ჩვენებებით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, - რ----------------ს საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დარჩეს უცვლელად, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატოს მხოლოდ 7 (შვიდი) დღე და საბოლოოდ, განაჩანეთა ერთობლიობით, რ----------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 7 (შვიდი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიერ მხედველობაში იქნა მიღებული აგრეთვე ის გარემოება, რომ მოცემულ დანაშაულების ჩადენის დროს რ---------------- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს, რ----------------ს მიმართ არ იქნა გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს დისკრეციული უფლება, - განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა სრული შეკრების შესახებ და რ----------------ს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ( 3 წელი, 3 თვე და 15 დღე) მხოლოდ - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა დაემატა.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ----------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი რ----------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ----------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი რ----------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი;
რ----------------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (გ------ მ-----ს ეპიზოდი).
რ----------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.
რ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ-----–----------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პეტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ- ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (3 წელი, 3 თვე და 15 დღე თ/ა) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
რ----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ რ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, - პატიმრობა გაუქმებულია;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი