განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
330100117001956828
ინსტანცია
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001956828

საქმე №1ბ/166-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

გერონტი კახეთელიძე

 

ზაზა ჭანტურიძის, მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ-----–---------ის

ადვოკატების: დ--------------ის, გ---------–---–---–ის

მსჯავრდებულ: ნ-----------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) ნ-----------ს დაბადებულის 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის: ქ----------------------------–--–------- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–----------------–---------------------------------------------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----------მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, დიდი ოდენობით;

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის მარტის თვემდე პერიოდში, შ--------------–--------------------–-------------------- ბუღალტერმა ნ-----------მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხა 50 040 ლარის და 24 987 აშშ დოლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით:

 

ნ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ნ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ნ-----------ს ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

ნ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 24 აპრილიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-----------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ--------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენის გაუქმება და ნ-----------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარე ნ-----------ს გამართლების საფუძვლად უთითებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეში არ არსებობს ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი, რომელიც ნ-----------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უმრავლესობა არის ირიბი, ხასიათის, რომლებიც არ უნდა გამხდარიყო ნ-----------ს გამტყუნების საფუძველი.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე არ ენდობა შპს ,-------------------------------ნგარიშს, რადგან ამ დოკუმენტში მოყვანილი ციფრები არ ემთხვევა საგამოძიებო სამსახურის რევიზორების მიერ შედგენილ დასკვნაში ფორმულირებულ თანხებს. ანგარიში შედგენილი დაზარალებული კომპანიის დაკვეთით, დაზარალებული კომპანია არის მხარე და მას არ აქვს უფლება როგორც მხარემ მოიპოვოს მტკიცებულებები; აღნიშნული ანგარიში გ------------–--ის მიერ წარმოდგენილი იქნა არასრულყოფილად; აუდიტი შედგენილი იქნა ისეთი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც სასამართლოზე არ გამოკვლეულა. როგორც შპს ,-------------------------------უდიტორმა განმარტა მას ყველა დოკუმენტი კომპანიის თანაშრომლებმა გადასცეს, რაც აჩენს კითხვებს, გადასცეს თუ არა სრულყოფილი დოკუმენტაცია ამ კომპანიას ან გადასცეს თუ არა რეალური დოკუმენტები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აპელირებს, საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 6 აპრილის ცნობაზე, რომ 200 (ნ-----------ს მიერ გადარიცხულ 100-100 ლარი) ლართან დაკავშირებით ბუღალტრული აღრიცხვა არ იყო გაკეთებული ანუ ასეთი ოპერაცია არ ფიქსირდებოდა კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში, იმავდროულად გ------------–--ე ამტკიცებს, რომ ასეთი გატარებები საბუღალტრო პროგრამაში არსებობდა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები კომპანიაში არ იყო.

აპელანტის განმარტებით საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2016 წლის 01 ნოემბრიდან რ----------–-----–-- ნ-----------ს პარალელურად შპს „ქართული რძის დისტრიბუციაში“ მუშაობდა ბუღალტრის პოზიციაზე. თუმცა სამწუხაროდ რევიზორებმა შეგნებულად მცდარი ინფორმაცია შეიტანეს ცნობაში, რათა გამოეკვეთათ, რომ თითქოსდა ნ----------- იყო ერთადერთი ბუღალტერი 2017 წლის თებერვლამდე და ყველანაირი პასუხისმგებლობა დაეკისროს ნ-----------ს.

 

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს ნ-----------ს სახელით შედგენილ ხელწერილზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებულია კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევით. თავად ნ-----------მ უარყო ამ ხელწერილის შედგენა. ბრალდების მხარეს შეეძლო ჩაეტარებინა გრაფიკული ექსპერტიზა, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა წერილის ავტორის ვინაობა.

დაცვას მიაჩნია, რომ ცრუობენ დ-------–--------- და რ----------–-----–--, როცა უთითებენ თავიანთ ჩვენებებში, რომ თითქოს ნ----------- 2017 წლის 03 თებერვლის შემდეგ კომპანიაში არ დადიოდა, არ შეხვედრია რ---------ს, მაშინ როცა ნ--- რეალურად 2017 წლის 10 თებერვალს ახორციელებს საბუღალტრო გატარებებს, ამ დღეს რ----------–-----–--საც ჰქონდა გატარება თავისი იუზერით. გ------------–--ე და დ-------–--------- ბრალდების მხარესთან ერთად დაინტერესებულნი არიან ნ----------- დამნაშავედ იქნეს ცნობილი არარეალური თანხების მითვისებაში.

 

ასევე დაცვის მხარე უთითებს, რომ წინააღმდეგობრივია ჩვენებები სეიფის გაღებასთან დაკავშირებით რ----------–-----–--ს, გ------------–--ისა და დ-------–---------ს ჩვენებებთან დაკავშირებით და არ გამორიცხავს, რომ სწორედ დ-------–---------მ აიღო ხსენებული თანხა და შემდგომ სეიფის გასაღები გადამალა, თითქოსდა შიდა უჯრა არ გაეხსნა და ამის შემდგომ კი დაებრალებინა ეს ყოველივე ნ-----------სათვის. (ნ----------- კი აჩვენებს, რომ შიდა უჯრის გასაღები ჰქონდა მას და გ------------–--ეს. ნ--- ამბობს სეიფის კოდი გაიგო იანვრის ბოლოს, ხოლო კ----–--ის განმარტებით რ---------მა სეიფის კოდი მაშინ გაიგო, როდესაც ნ---მ მაგიდაზე დაუტოვა ფურცელი.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბ-----------–--–--ის მიერ კომპანიის მიმართ არსებული დანაკლისიც გამოვლინდა, მაგრამ აღნიშნული თანხები ნ-----------ს მიუთვალეს დანაკლისად.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი ნ-----------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა გ------------–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 24 ოქტომბრიდან მუშაობს შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ დირექტორის თანამდებობაზე. ამ კომპანიაში 2015 წლის 1 სექტემბრიდან ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა ნ-----------, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის დეკემბრის თვის ბოლოს უნდა ემშობიარა და გავიდოდა დეკრეტულ შვებულებაში. აღნიშნულის გამო, კომპანიამ აიყვანა ახალი ბუღალტერი - რ----------–-----–--, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა ნ-----------. გ------------–--ის განმარტებით, ნ----------- კომპანიაში ახორციელებდა მთელ ბუღალტრულ სპექტრს, მათ შორის, ნ----------- მუშაობდა საბუღალტრო პროგრამა ,,ორისში“, გააჩნდა ,,იუზერი“ და პაროლი. ნ----------- საბოლოოდ დეკრეტში გავიდა 2017 წლის თებერვლის თვეში, მაგრამ იგი ისე გავიდა დეკრეტში, რომ რ----------–-----–--სთვის არ გადაუბარებია საქმე. ნ-----------ს წასვლის შემდეგ, რ----------–-----–--ს მაგიდაზე დახვდა ქაღალდზე დაწერილი სეიფის პაროლი და ,,ჯიდიპასის“ პაროლი. როდესაც ნ----------- ახორციელებდა მუშაობას, იგი ანგარიშვალდებული იყო იმდროინდელ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან შ----------------ესთან, რომელსაც პერიოდულობით აწვდიდა საბუღალტრო ინფორმაციას, ხოლო შ----------------ე ნ-----------სგან მიღებული ინფორმაციით ამზადებდა ფინ---სურ ანგარიშს. ნ----------- შ----------------ეს ელექტრონული ფორმატით ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნიდა სხვადასხვა სახის ,,ფაილებს“, ეს იყო საბანკო ანგარიშის ამონაწერები, ,,ორისის“ გატარებები და სხვა. გ------------–--ის განმარტებით, კომპანიას ოფისში ჰქონდა სეიფი, რომელიც იდგა ნ-----------ს სამუშაო ოთახში და ძირითადად მას ჰქონდა შეხება სეიფთან. სეიფის უჯრაში ინახებოდა 24 987 აშშ დოლარის ოდენობის თანხა, რომლის თაობაზე როდესაც მოიკითხა, ვერ მიაგნეს სეიფის უჯრის გასაღებს, რომელიც ინახებოდა სეიფში. შემდეგ მან და მისმა თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ ნ-----------ს დაეღუპა ახალშობილი, რის გამოც ვერ მოხერხდა ნ-----------სთან დაკონტაქტება სეიფის გასაღების თაობაზე და მოუწიათ სეიფის უჯრის გატეხვა. გ------------–--ის განცხადებით, როდესაც მოხდა სეიფის უჯრის გატეხვა, უჯრაში არ აღმოჩნდა არც ფულადი თანხა და არც სალაროს ორდერები. მომხდარი ფაქტის გამო, გ------------–--ე და მისი თანამშრომლები დაუკავშირდნენ ნ-----------ს, რომელსაც შეხვდნენ. გ------------–--ესთან საუბარში ნ-----------მ აღიარა, რომ მან მიითვისა სეიფის უჯრიდან 25 000 აშშ დოლარამდე თანხა. ნ-----------მ იმავე დღეს მითვისებული თანხის ნაწილი 4872 აშშ დოლარი უკან დააბრუნა, ასევე მან დაწერა აღიარებითი ხელწერილი, რომ მითვისებულ დანარჩენ თანხასაც უკან დააბრუნებდა. გ------------–--ის განმარტებით, ვინაიდან ნ----------- ვერ აბრუნებდა თანხას, მოხდა საქმის სამართლებრივი გზით წარმართვა; ამასთან გ------------–--ემ და სხვა თანამშრომლებმა - შ----------------ემ, დ-------–---------მ და რ----------–-----–--მ, შეისწავლეს ნ-----------ს საბუღალტრო საქმიანობა. მათ მიერ შედარებული იქნა საბუღალტრო პროგრამა ,,ორისში“ გატარებები საბანკო ანგარიშის ამონაწერებს, შემოწმებისას დადგინდა მთელი რიგი უზუსტობები და დარღვევები. საბუღალტრო პროგრამაში ნაჩვენები იყო უფრო მეტი თანხა საბანკო ანგარიშის ამონაწერთან შედარებით. საბანკო ანგარიშზე უფრო ნაკლები თანხა იყო ნაჩვენები, ვიდრე ნ----------- აჩვენებდა დოკუმენტებში, სხვაობა იყო საკმაოდ დიდი. გ------------–--ის განმარტებით, ნ----------- საბუღალტრო პროგრამაში სხვაობას თითქოს აბალანსებდა სათბური კომპანიის ვალის ჩამოჭრით და თანხების სხვა საკურსო ვალუტაში გადაყვანით. აღნიშნულის გამო, შემდგომ ჩატარდა ფინ---სური აუდიტი და სრულად იქნა შემოწმებული კომპანიის ფინ---სური საქმიანობა. გ------------–--ის განმარტებით, ნ-----------მ შპს ,,ქ--------–--------------------–-----ნ“ მიითვისა 50 040 ლარის და 24 987 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე შ----------------ემ განმარტა, რომ 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის აპრილამდე მუშაობდა შპს ,,ქ--------–-----------------–-“ ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც არის შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ დამფუძნებელი კომპანია. ვინაიდან შპს ,,---------–--------------------–ია’’ იყო მისი კომპანიის მართვაში არსებული კომპანია, შ----------------ე აკონტროლებდა და მონიტორინგს უწევდა შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ ბუღალტერს ნ-----------ს. იგი (შ----------------ე) ნ-----------ს ყოველკვირეულად და ყოველთვიურად აგზავნინებდა კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებს, ჩეკებს. ნ----------- მას ინფორმაციას უგზავნიდა ელექტრონული ფოსტაზე. ის (შ----------------ე) ნ-----------ს მიერ გადაგზავნილ ინფორმაციას ადარებდა წინა პერიოდის მონაცემებს და ნაშთებს, ასევე ის (შ----------------ე) აკონტროლებდა თუ ვის ერიცხებოდა კომპანიის თანხები. შ----------------ის განმარტებით, 2017 წლის თებერვლის თვეში შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ ახალმა ფინანსურმა დირექტორმა დ-------–---------მ შეატყობინა, რომ ნ-----------ს კომპანიის სალაროდან ჰქონდა მითვისებული თანხები, ასევე ნ-----------ს საბუღალტრო პროგრამაში ,,ორისში“ არასწორად ჰქონდა გატარებული მონაცემები. აღნიშნულის გამო, შ----------------ე, დ-------–---------, გ------------–--ე და რ----------–-----–-- შეიკრიბნენ, რათა შეემოწმებინათ კომპანიის ბუღალტერიის მონაცემები. შ----------------ემ შეამოწმა ნ-----------ს მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული იყო რეალურისგან განსხვავებული მონაცემები. ნ-----------ს მიერ შ----------------ესთან გადაგზავნილი საბანკო ამონაწერები იყო შეცვლილი და ის განსხვავდებოდა ნამდვილ საბანკო ანგარიშების ამონაწერებისგან. შ----------------ესთან ნ-----------ს მიერ გადაგზავნილ ,,პედეეფ“ ფაილებში და ,,ექსელ“ ფაილებში ფიქსირდებოდა განსხვავებული საწყისი, შემავალი და საბოლოო ნაშთები და ბრუნვა კრედიტი. შ----------------ის განმარტებით, ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის იანვრის თვეში ნ-----------ს მიერ გადაგზავნილ საბუღალტრო პროგრამის ამონაწერში ხელოვნურად იყო შემცირებული სს ,,-----------–---------------------------–---- მიმართ დავალიანება, შემდეგ კი აღნიშნული გატარება ნ-----------ს ჰქონდა გაუქმებული. ასევე დადგინდა სალაროდან გატანილი თანხების საბანკო ანგარიშზე არ შეტანის ფაქტი ან ნაკლები თანხის შეტანის ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----------–-----–--მ განმარტა, რომ შპს ,,---------–--------------------–იაში“ ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობს 2016 წლის 1 ნოემბრიდან. როდესაც მან კომპანიაში დაიწყო მუშაობა, ბუღალტერის თანამდებობაზე მუშაობდა ნ-----------, რომელიც დეკემბრის თვეში უნდა გასულიყო დეკრეტში. რ----------–-----–--ს კომპანიაში მუშაობის დაწყების მიზეზი იყო, ნ-----------ს შეცვლა. რ----------–-----–--ს განმარტებით, იგი თავდაპირველად ასრულებდა დამხმარე ბუღალტრის ფუნქციებს, ხოლო მთავარი ბუღალტრის ფუნქციებს ასრულებდა ნ-----------. იგი (რ----------–-----–--) მუშაობდა ძირითადად სადისტრიბუციო - ,,ეფ ემ ჯის“ პროგრამაში, ტვირთავდა ზედნადებებს შემოსავლების სამსახურის საიტზე. მან (რ----------–-----–--მ) კატეგორიულად უარყო მის მიერ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა, ვინაიდან საბუღალტრო პროგრამაში მუშაობდა მხოლოდ ნ-----------, რომელსაც გააჩნდა საბუღალტრო პროგრამის ,,იუზერი“ და პაროლი. რ----------–-----–--ს 2017 წლის თებერვლამდე სალაროსთან და საბანკო ანგარიშთან შეხება არ ჰქონია, ვინაიდან ეს საკითხიც ნ-----------ს ეხებოდა. რ----------–-----–--ს განმარტებით, ნ----------- დეკრეტულ შვებულებაში ოფიციალურად არ გასულა და აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური დოკუმენტი არ შემდგარა. მას ნ-----------მ არ გადააბარა საბუღალტრო პროგრამა. 2017 წლის 6 თებერვალს, როდესაც რ----------–-----–-- სამსახურში მივიდა, მაგიდაზე დახვდა დიჯიპასები და დოკუმენტაციის ნაწილი, სეიფის კოდი, რ----------–-----–--ს განცხადებით, როდესაც მან საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა დაიწყო, იმ დროისთვის ნ----------- სამსახურში არ დადიოდა. მას (რ----------–-----–--ს) კომპანიის სეიფთან შეხება ჰქონდა 2017 წლის იანვრის თვიდან, ნავაჭრი თანხა დროებით ინახებოდა სეიფში. მან (რ----------–-----–--მ) ნ-----------სგან იცოდა, რომ სეიფის უჯრაში ინახებოდა 25 000 აშშ დოლარი, შესაბამისი სალაროს ორდერებით, სეიფის უჯრა დაკეტილი იყო გასაღებით. როდესაც ნ----------- წავიდა სამსახურიდან, ყოველდღე შედიოდა კომპანიაში ნავაჭრი თანხა, რის გამოც მას (რ----------–-----–--ს) ყოველდღიურად ჰქონდა შეხება სეიფთან, ხოლო სეიფის უჯრასთან არა. რ----------–-----–--ს განცხადებით, კომპანიის ახალმა ფინ---სურმა დირექტორმა დ-------–---------მ, როდესაც მოითხოვა სეიფის უჯრის გაღება, მათ ვერ შეძლეს გასაღების მოძიება. იგი (რ----------–-----–--) დაუკავშირდა ნ-----------ს, რომელმაც განაცხადა, რომ სეიფის უჯრის გასაღები ინახებოდა სეიფში, მაგრამ რ----------–-----–--მ და დ-------–---------მ ვერ შეძლეს სეიფის უჯრის გასაღების ნახვა. აღნიშნულის გამო, განხორციელდა სეიფის უჯრის გატეხვა, სადაც არ აღმოჩნდა არც 25 000 აშშ დოლარი და არც სალაროს ორდერები. რ----------–-----–--ს განცხადებით, გ------------–--ისგან შეიტყო, რომ ნ-----------მ აღიარა სეიფიდან 25 000 აშშ დოლარის აღება, საიდანაც 5 000-მდე აშშ დოლარი უკან დააბრუნა. მომხდარი ფაქტის გამო, რ----------–-----–--, გ------------–--ე, შ----------------ე და დ-------–--------- შეიკრიბნენ, რათა შეესწავლათ ნ-----------ს მიერ გაწეული ბუღალტრული საქმიანობა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა ნ-----------ს მხრიდან დარღვევები და ცდომილებები. სალაროდან გატანილი თანხები არ ემთხვეოდა საბანკო ანგარიშზე შეტანილ თანხებს, ასევე განსხვავებული თანხები იყო საბუღალტრო პროგრამაში და საბანკო ანგარიშების ამონაწერებში, ასევე არ ემთხვეოდა ნაშთები. რ----------–-----–--მ განაცხადა, რომ ნ-----------ს მიერ გაკეთებული იყო საკურსო ზარალი, რეალურად კი არავითარ კონვერტაცია არ მომხდარა. ასევე ნ-----------ს მიერ გაკეთებული იყო სასათბურე კომპანიის დავალიანების ჩამოჭრა. რ----------–-----–--მ დაადასტურა, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა კომპანიაში შემოეყვანათ ფინ---სური აუდიტი, რის შედეგადაც გაირკვეოდა ფინანსური დარღვევებისა და ცდომილებების შესახებ.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე დ-------–---------მ, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ სეიფის უჯრაში ინახებოდა 25 000 აშშ დოლარი, რომელიც იყო უცხოელი კლიენტისგან ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი. მას (დ-------–---------ს) 2017 წლის თებერვლის თვის მეორე ნახევარში დაჭირდა სეიფში თანხის შეტანა, ასევე მოინდომა სეიფის უჯრაში შენახული თანხის 25 000 აშშ დოლარის ნახვა, მას სეიფის პაროლი უთხრა რ----------–-----–--მ. როდესაც დ-------–---------მ გააღო სეიფი, მან ვერ შეძლო სეიფის უჯრის გაღება, ვინაიდან ის იყო დაკეტილი გასაღებით, ხოლო უჯრის გასაღები სეიფში არ აღმოჩნდა. დ-------–---------ს განმარტებით, მას და მის თანამშრომლებს მოუწიათ სეიფის უჯრის გატეხვა, უჯრაში არ აღმოჩნდა 25 000 აშშ დოლარი. შემდეგ დ-------–---------მ გ------------–--ისგან შეიტყო, რომ აღნიშნული თანხა მითვისებული ჰქონდა ნ-----------ს, რომელმაც აღიარა და იძლეოდა პირობას რომ თანხას დააბრუნებდა. მიუხედავად არაერთი მოლაპარაკებისა ნ-----------მ ზიანი არ აანაზღაურა. დ-------–---------ს განცხადებით, ნ-----------სგან ასევე გამოიკვეთა სხვა სახით კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისება, კერძოდ, როდესაც შეიკრიბნენ დ-------–---------, შ----------------ე, რ----------–-----–-- და გ------------–--ე, მათ შეისწავლეს ნ-----------ს საბუღალტრო საქმიანობა, რის შედეგადაც დადგინდება უზუსტობები და ცდომილებები დოკუმენტებს შორის. ამის გამო, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიაში ჩატარებულიყო ფინანსური აუდიტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-----------–--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობდა შპს ,,---------–--------------------–იაში“, სადაც იყო ბუღალტრის ნ-----------ს თანაშემწე. ბ-----------–--–--ის მოვალეობა იყო სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა. მას არც საბანკო გადარიცხვებთან და არც საბუღალტრო პროგრამასთან შეხება არ ჰქონია. მისი განმარტებით, საბანკო ანგარიშებზე და საბუღალტრო აღრიცხვებზე შეხება ჰქონდა მხოლოდ ნ-----------ს. ბ-----------–--–--ემ ასევე განაცხადა, რომ სეიფთან შეხება ჰქონდა ნ-----------ს, მას არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, იყო შემთხვევა, როდესაც მას ნ----------- გადასცემდა თანხას კომპანიის საბანკო ანგარიშზე შესატანად, ხოლო თანხის შეტანის ჩეკი უნდა წარედგინა ნ-----------სთვის. სალაროს გასავლის ორდერს პროგრამულად აკეთებდა ნ-----------. ბ-----------–--–--ემ აღნიშნა, რომ მან სალაროდან ნ-----------ს მითითებით გაიტანა 2 388.8 ლარი, რომელიც იმავე დღეს შეიტანა კომპანიის საბანკო ანგარიშზე. ბ-----------–--–--ემ უარყო მის მიერ 10 000 ლარის გატანა სალაროდან. ბ-----------–--–--ე სამსახურიდან დაითხოვეს ნ-----------ს მოთხოვნით.

 

შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ (ს/ნ 404495523) თემატური შემოწმების ცნობის მიხედვით დგინდება, რომ შპს ,,---------–--------------------–ია“ რეგისტრირებულია 2015 წლის 12 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. გადამხდელად რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის ძველი თბილისის განყოფილებაში. მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 404495523. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 13 ივლისს. შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ იურიდიული მისამართია: ქ-------–---------–-------–---------------------------------------------–-------------------------------. საზოგადოების დამფუძნებელია შპს ,,ქ--------–----------------------------------), დირექტორი - გ------------–--ე (------------------ გამოძიებით გარკვეულია, რომ შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ საქმიანობის საგანია რძის პროდუქტებითა და ბოსტნეულით ვაჭრობა. კომპანია ძირითადად სარეალიზაციო პროდუქციას ყიდულობს როგორც ადგილობრივ მომწოდებლისაგან და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გააქვს ექსპორტზე. კომპანიის ბუღალტერიას აწარმოებდა ბუღალტერი ნ-----------, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა საბუღალტრო პროგრამაზე და საბანკო ანგარიშებზე, მასვე ჰქონდა ჩაბარებული სალაროც. 2017 წლის თებერვლის დასაწყისში ნ-----------ს შემცვლელად ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობა დაიწყო რ----------–-----–--მ და კომპანიის სალაროში გამოვლინდა დანაკლისი. გამოძიების მიერ დამატებით წარმოდგენილია შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ სს ,,თიბისი ბანკისა“ და სს ,,ქართუ ბანკში“ გახსნილი სალარე და სავალუტო ანგარიშებიდან დეტალური ამონაწერები. წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ შპს ,,---------–--------------------–იაში“ ნ----------- მუშაობდა 2015 წლის 28 აგვისტოდან, ხოლო დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებულია 2017 წლის 4 მარტიდან. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, 2016 წლის 15 დეკემბრისთვის შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ ,,თიბისი“ ბანკის ანგარიშზე არსებული ნაშთი შეადგენდა 1 649,54 ლარს, ხოლო საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამულ საბალანსო ანგარიშზე (ანგ. 1210219) ბანკში ნაშთი დაფიქსირებულია 50 079,24 ლარი, სხვაობა შეადგენს 48 429,70 (50079,24-1649,54) ლარს. 2016 წლის ბრუნვითი უწყისის მიხედვით, ამავე ანგარიშზე ნაშთი წლის ბოლოსათვის შეადგენდა 130 637,23 ლარს, ხოლო ფინანსური დირექტორისათვის გადაგზავნილ უწყისში - 179 066,93 ლარს. ამ შემთხვევაშიც სხვაობა შეადგენს 48 429,70 ლარს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სხვაობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებში საბანკო ანგარიშიდან თანხის გასავალი აღრიცხული იყო 24 815 ლარით ნაკლები, ხოლო ანგარიშზე შემოსავალი - 23 614 ლარით მეტი (24815+23614=48429), რომელიც შემდგომში 2016 წლის 15 დეკემბრის თარიღით ბუღალტრული გატარების საფუძველზე სალარე ანგარიშიდან გადატანილია საკურსო სხვაობაზე და შესაბამისად, ნაშთების ზემოაღნიშნული სხვაობა 31 დეკემბრის მდგომარეობით აღარ ფიქსირდება. შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ საბუღალტრო მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 24 ივნისიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, ნ-----------ს, როგორც ანგარიშვალდებულ პირს (ანგ. 1430 0002) მიღებულად უფიქსირდება 252 613 ლარი, რომელიც ჩამოწერილია სრულად, მ.შ. მის მიერ საბანკო ანგარიშებზე შეტანილად ფიქსირდება 252 416 ლარი, ხოლო საბანკო ანგარიშიდან ამონაწერების მიხედვით - 21 2576 ლარი, ანუ 39 840 ლარით ნაკლები. აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: ბუღალტრულ აღრიცხვაში ნ-----------ს მიერ ბანკში შეტანილ თანხად გაფორმებულია 2016 წლის 9 მარტს 11 000 ლარი, 31 მარტს 6 840 ლარი, 7 აპრილს 10 000 ლარი, რაც რეალურად წარმოადგენდა საწარმოს კუთვნილ თანხას, რომელიც სავალუტო ანგარიშიდან აღნიშნულ თარიღებში კონვერტირებულ და სალარე ანგარიშზე გადატანილ იქნა; 2016 წლის 17 მაისს ნ---------ს მიერ სალაროდან გატანილია 2 000 ლარი (სგო N7, წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება) და გაფორმებულია, როგორც საბანკო ანგარიშზე შეტანილი, რითაც გაზრდილია საბანკო ანგარიშზე თანხის შემოსავალი ბუღალტრულ აღრიცხვაში: 2016 წლის 30 სექტემბრიდან 05 ოქტომბრამდე პერიოდში, საბუღალტრო მონაცემებით ნ---------ს მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილად აღრიცხულია 57 000 ლარი, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, ამ პერიოდში მის მიერ ანგარიშზე შეტანილია 47 000 ლარი, სხვაობა შეადგენს 10 000 ლარს. გარდა ამისა, ძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 23 ივლისს საწარმოს თანამშრომელმა ბ-----------–--–--ემ საბანკო ანგარიშზე შეიტანა 2 388,8 ლარი, დანიშნულებით ,,ნავაჭრი“. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2016 წლის 23 ივლისს ბ-----------–--–--ეზე სალაროდან გაცემულადაა ნაჩვენები 12 388,8 ლარი (სგო N2, წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება) და ამავე დღეს მის მიერ საბანკო ანგარიშზე განხორციელებული შენატანიც თითქოსდა შეადგენს 12 388,8 ლარს, ანუ 10 000 ლარით მეტს, ვიდრე რეალურად შესულია ბანკის ანგარიშზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალებისა და ძიებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ სალაროდან გატანილ და საბანკო ანგარიშზე ასახულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 49 840 (39840+10000) ლარს. 2016 წლის 22 და 23 ივლისს შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ ,,თიბისი ბანკის“ ანგარიშიდან ნ-----------ს ანგარიშზე გადარიცხულია 100-100 ლარი, სულ 200 ლარი, დანიშნულებით ,,კომპანიის სასარგებლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურება“, თუმცა აღნიშნული თანხის მიზნობრიობა წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება და არც საბუღალტრო მონაცემებშია ასახული. საქმეში წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმების საფუძველზე ირკვევა, რომ ნ-----------ს მიერ 2016 წლის თებერვლის თვის დასაწყისში საწარმოს სეიფიდან საწარმოს ხელმძღვანელობისაგან დაუკითხავად გატანილი აქვს 24 987,00 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ქვითრების ასლები სშო N1363 (11,10,2016) – 8986,56 აშშ დოლარი; სშო N1588 (10.11.2016)-10000,00 აშშ დოლარი; სშო N1594 (16,11,2016)-60000,00 აშშ დოლარი, რომლებითაც დასტურდება სალაროში ნაღდი ფულის არსებობა, თუმცა, ეს თანხა ბუღალტრულად აღრიცხული არ არის. ნ--------ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მის მიერ სალაროს დანაკლისის შესავსებად ზემოაღნიშნული თანხიდან ,,თიბისი ბანკის“ ანგარიშზე შეტანილია ჯამში 43 985,00 (20000,00+10000,00+13985,00) ლარი, რაც ფიქსირდება საბანკო ანგარიშის ამონაწერში, ხოლო მის მიერ საწარმოს ხელმძღვანელ პირებზე დაბრუნებულია 4 872,00 აშშ დოლარი. სხვაობა შეადგენს 20 115,00 (24987,00-4872,00) აშშ დოლარს. ამრიგად, დამატებით წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ძიებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით გამოვლინდა, რომ შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ სალაროდან გატანილ და საბანკო ანგარიშზე ასახულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 49 840 ლარს, ნ--------ს ანგარიშზე ჩარიცხული თანხა 200 ლარს, სულ 50 040 ლარი, ხოლო სალაროდან აღებული თანხა 20 115 აშშ დოლარს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე დ-------–------ემ.

 

აუდიტორული დასკვნის ანგარიშის თანახმად, როგორც საბუღალტრო პროგრამიდან ჩანს 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში კომპანია R----------------მა სალაროში შემოიტანა რეალიზებული პროდუქტის ღირებულება 24 986,56 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა 27/02/2017-ში კომპანიის ბუღალტერმა გაიტანა (საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით - ორისი), რომლიდანაც 4 872,00 აშშ დოლარი იმ დღესვე დააბრუნა სალაროში. წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან დაუდგენელია აღნიშნული თანხის მიზნობრიობა. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშის შედგენის დროს 2017 წლის 03 მაისი, ბუღალტრის მიერ პროგრამაში დაფიქსირებული გატანილი თანხა არ იყო დაბრუნებული სალაროში და არც კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე შეტანილი. წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში სალაროდან თანხის გატანა ბანკში შეტანის მიზნით ფიქსირდება მუდმივად, სხვადასხვა თანამშრომლების მიერ. აუდიტის დროს დადგინდა, რომ აღნიშნული მიზნით სალაროდან გატანილი თანხა აღემატება ბანკში შეტანილ თანხას. მაგალითად: თანამშრომელმა გ------------------მა 2015 - 28.02.2017 წლებში ჯამურად სალაროდან გაიტანა 786 548,75 ლარი, ხოლო კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე შეიტანა 766 548,75 ლარი - 20 000,00 ლარით ნაკლები. მსგავსი ტიპის სხვაობებმა აღნიშნულ პერიოდში ჯამში შეადგინა 49 840,00 ლარი. აღნიშნული თანხის გატანის ფაქტი ვერ დადასტურდა აუდიტის მიერ, რადგან არ არსებობს პირველადი დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა თანხის გატანის ფაქტს, ასევე გ------------------თან ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა არ გაუტანია სალაროდან. გ------------------ი - 20 000 - ბუღალტრულ პროგრამაში 2016 წლის 15 დეკემბერს გატარებულია ოპერაცია, რომ ამ თანამშრომელმა საქვეანგარიშოდ გაიტანა 20 000 ლარი ბანკში შესატანად და ამავდროულად იმ დღესვე შეიტანა ბანკში კომპანიის ანგარიშზე. რეალური გამოკვლევით დადგინდა, რომ ამ დღეს კომპანიის საბანკო ანგარიშზე აღნიშნული ოდენობის თანხა შეიტანა ბუღალტერმა ნ-----------მ, რომელმაც ლოგიკურია, რომ ეს თანხა აიღო სალაროდან. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გ------------------მა წაიღო სალაროდან თანხა ბანკში შესატანად. რეზიუმესათვის, აღნიშნული ოპერაციით არ იკვეთება დამატებითი თანხის მითვისების ფაქტი, მით უმეტეს სუპერვაიზერ გ------------------ის მიერ. ანალოგიურად ხელოვნურია ამ თარიღამდე ნ-----------ს მიერ მითვისებული თანხის ოდენობის შემცირება 20 000 ლარით, რადგან მას ნამდვილად არ დაუბრუნებია უკვე მითვისებული თანხა, არამედ საბანკო ანგარიშზე შეიტანა სალაროდან იმ დღეს რეალურად მის მიერ გატანილი თანხა. ბ-----------–--–--ე - 10 000 - ბუღალტრულ პროგრამაში 2016 წლის 23 ივლისს გატარებულია ოპერაცია, რომ ამ თანამშრომელმა საქვეანგარიშოდ გაიტანა 12, 388.8 ლარი ბანკში შესატანად და ამავდროულად იმ დღესვე შეიტანა ბანკში კომპანიის ანგარიშზე. რეალურად გამოკვლევით დადგინდა, რომ ამ დღეს კომპანიის საბანკო ანგარიშზე აღნიშნული ოდენობის თანხა არ შესულა ამ თანამშრომლის მიერ. რეალურად საბანკო ანგარიშზე შევიდა ზუსტად 10 000 ლარით ნაკლები, ანუ 2,388.8 ლარი. სხვაობა - თანხა 10 000 ლარის ოდენობით მითვისებულ იქნა, ჩვენი მოსაზრებით, ბუღალტერ ნ-----------ს მიერ. დამატებითი ინფორმაციისათვის, კომპანიის ბუღალტერს სრული შესაძლებლობა ჰქონდა სალაროდან ნებისმიერი თანხის გატანა დაეფიქსირებინა ნებისმიერი თანამშრომლის სახელით, რაზეც ბუნებრივია ვერ იარსებებდა შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტი თანხის მიმღების მიერ. რეზიუმესათვის, აღნიშნული ოპერაციით იკვეთება დამატებითი თანხის, კერძოდ, 10 000 ლარის მითვისების ფაქტი, რომელიც ჩვენი მოსაზრებით განხორციელებულია ნ-----------ს მიერ და ბ-----------–--–--ის საქვეანგარიშო ანგარიში გამოყენებული აქვს მას საკუთარი სურვილით. ნ----------- - 19 840 ლარი - ბუღალტრულ პროგრამაში გატარებულია ოპერაციები, რომ ნ-----------მ საქვეანგარიშოდ გაიტანა, ხოლო შემდგომ შეიტანა ჯამში თანხები (ჯამი 51 840). რეალურად გამოკვლევით დადგინდა, რომ სალაროდან გატანილი ამ თანხებიდან, 2016 წლის 7 ოქტომბერს ბანკში შევიდა მხოლოდ 12 000 ლარი, რის შემდეგაც დარჩა 39, 840 ლარი, რომელიც ჩვენი მოსაზრებით არის მითვისებული აღნიშნული თანამშრომლის მიერ. აღნიშნული თანხის ოდენობა ხელოვნურად შეამცირა პირველ ნაწილში მოყვანილმა შემთხვევამ (იგულისხმება ჯ--------ის 15 დეკემბრის შემთხვევა) 20 000 ლარით. შეჯამება: საბოლოოდ გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებას, რომ ჯამურად 49 840 ლარის მითვისება განხორციელებულია ბუღალტერ ნ-----------ს მიერ და თანამშრომლები ბ-----------–--–--ე და გ------------------ი მხოლოდ ფიგურირებენ საბუღალტრო პროგრამა ორისის ბუღალტრულ ოპერაციებში და მათ რეალურად არ მიუღიათ მონაწილეობა თანხის მითვისების არც ერთ ნაწილში.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა დ---------------------------------–---–მა.

 

შპს ,,ქ--------–--------------------–--ს“ დირექტორის თ-------------–---–ის ბრძანებით ირკვევა: ,,2015 წლის 1 სექტემბრიდან ნ----------- შპს ,,---------–--------------------–იაში“ სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნოს ბუღალტრის პოზიციაზე და 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მისი დარიცხული ხელფასი განისაზღვროს თვეში 1 500 ლარით, ხოლო 2015 წლის 1 დეკემბრიდან ხელშეკრულების ბოლომდე მისი თვიური დარიცხული ხელფასი განისაზღვროს 1,875 ლარით.’’

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, გ------------–--ის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია და CD დისკი, დოკუმენტაცია წარდგენილია სულ 67 ფურცლად. კერძოდ, არის სს ,,თიბისი ბანკში’’ გახსნილი შპს ,,ქ--------–--------------------–--ს’’ ანგარიშის ამონაწერები 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით. ამონაწერები არის დოლარისა და ლარის ანგარიშის. წარმოდგენილ CD დისკზე არის ორი ფაილი. კერძოდ, ერთი დაარქივებული ფაილი, რომელიც გ------------–--ის განმარტებით, არის კომპანიის საბუღალტრო პროგრამის ასლი 2017 წლის 16 მარტის მდგომარეობით და აღნიშნულ პროგრამაზე არის ნ-----------ს ნამუშევარი მონაცემები. იგი მოცულობით არის 7 267 020 ბაიტი. მეორე ფაილი არის ექსელის ტიპის დასახელებით ,,ორისი ბრუნვა გატარებები“. გ------------–--ის განმარტებით, აღნიშნული ფაილი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც გადმოტანილია საბუღალტრო პროგრამიდან.

 

ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ნ-----–------------ემ.

 

ელექტრონული ფოსტის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შ----------------ის ელექტრონული ფოსტა, რითაც დგინდება, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ---------------------- ნ-----------ს ელექტრონული ფოსტის მისამართიდან n-------------------- მოსულია 07 ელექტრონული წერილი შემდეგ თარიღებში: 16/03/2016-დან 26/04/2016-მდე, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე -------------------- ელექტრონული ფოსტის მისამართიდან -------------------- გადმოგზავნილია 42 ელექტრონული წერილი შემდეგ თარიღებში 04/05/2016-დან 01/02/2017-მდე. აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტებს აქვს თანდართული excel-ისა და pdf-ის ფაილები, რომლებიც არის შპს ,,ქ--------–--------------------–--ს’’ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები. ასევე გარდა აღნიშნული ელექტრონული წერილებისა 14/01/2017-ში და 13/01/2017-ში ელექტრონული ფოსტის მისამართიდან -------------------- ელექტრონული ფოსტის მისამართზე -------------------- გადმოგზავნილია ორი ელექტრონული წერილი, რომლებსაც დანართების სახით აქვთ კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან ამონაწერები exel-ის ფაილის სახით. ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ნ-----–------------ემ.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა დ-------–---------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რითაც დადგინდა, რომ სს ,,ბანკი ქართუში“ გახსნილი ანგარიშის ამონაწერი არის სულ 66 ფურცლად და არის ლარისა და დოლარის ანგარიშის ამონაწერები, მოიცავს პერიოდს დოლარის ანგარიშის შემთხვევაში 2015 წლის 14 ივლისიდან - 2017 წლის 14 მარტის ჩათვლით და ლარის ანგარიშის შემთხვევაში მოიცავს პერიოდს 2015 წლის 01 ივლისიდან - 2017 წლის 16 მარტის ჩათვლით. სს ,,თი ბი სი ბანკში“ გახსილი ანგარიშის ამონაწერი არის 92 ფურცლად, იგი მოიცავს ლარისა და დოლარის ანგარიშებს და არის შემდეგი პერიოდის: დოლარის შემთხვევაში 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის 13 მარტის ჩათვლით, ხოლო ლარის ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის 09 ნოემბრიდან 2017 წლის 16 მარტის ჩათვლით. ბრძანება ნ-----------ს სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ არის ერთ ფურცლად. იგი დათარიღებულია 2017 წლის 28 თებერვლით და ხელს აწერს დირექტორი გ------------–--ე. ნ-----------ს ხელწერილი არის ორიგინალის სახით. იგი არის ხელნაწერი და დათარიღებულია 2017 წლის 27 თებერვლით. სათაურად მითითებული აქვს ,,განცხადება ვალის აღიარების თაობაზე“.

ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ნ-----–------------ემ.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა რ----------–-----–--ს მიერ გამოკითხვისას წარდგენილი დოკუმენტაცია, რითაც დგინდება, რომ დოკუმენტაცია წარმოდგენილია 06 ფურცლად. კერძოდ, არის 2016 წლის 11 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერი N1363 თანხით 8 986,56 აშშ დოლარი, 2016 წლის 10 ნოემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი N1588 თანხით 10 000 აშშ დოლარი და 2016 წლის 16 ნოემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი N1594 თანხით 6000 აშშ დოლარი. სამივე ორდერის თანახმად, თანხა მიღებულია ჰ---------------------------–--აგან ნაღდი ანგარიშსწორებით ავანსის სახით. ასევე სამ ფურცლად არის ნოტარიული მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაცია.

 

ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ნ-----–------------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ქ-------------------–--------------------–---–-------------------------ემ დაადასტურეს, მათ მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

სასამართლო სხდომაზე ნ-----------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 2015 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო მუშაობა შპს ,,---------–--------------------–იაში“ ბუღალტრის პოზიციაზე. თავდაპირველად მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს, ხოლო სამი თვის შემდეგ მისი ხელფასი გაიზარდა და შეადგენდა 1500 ლარის. ნ-----------მ განმარტა, რომ 2016 წლის აპრილის თვეში ბუღალტრის დამხმარედ კომპანიამ აიყვანა ბ-----------–--–--ე, რომელიც მუშაობდა ,,ეფ ემ ჯის“ პროგრამაშიც და საბუღალტრო პროგრამა ,,ორისშიც“. ბ-----------–--–--ე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობდა ნ-----------ს ,,იუზერით“, ვინაიდან კომპანიისთვის მხოლოდ ერთი ლიცენზია იყო გამოყოფილი საბუღალტრო პროგრამაში. 2016 წლის 1 ნოემბერს კომპანიამ სამსახურში აიყვანა ბუღალტერი რ----------–-----–--, რომელიც უნდა ყოფილიყო ნ-----------ს დამხმარე, მაგრამ ნ-----------ს განმარტებით, რ----------–-----–-- სამსახურში მენეჯმენტმა აიყვანა მის შემცვლელად. ნ-----------მ უარყო, რომ თითქოს 2016 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში იგი იყო ორსულად და აპირებდა დეკრეტულ შვებულებაში გასვლას. ნ-----------მ დაადასტურა, რომ იგი შ----------------ეს ელექტრონულად უგზავნიდა საბუღალტრო პროგრამის ამონაწერებს, ხოლო საბანკო ანგარიშის ამონაწერებს არ უგზავნიდა, ვინაიდან შ----------------ეს ჰქონდა ,,ინტერნეტ ბანკინგი“, რომლის მეშვეობითაც ამოწმებდა საბანკო ანგარიშებს. ნ-----------მ ასევე უარყო, რომ მას არ განუხორციელებია კომპანიის თანხების საკურსო გადაყვანა, მას არ ჰქონდა ამის უფლება და არც მსგავსი კონვერტაცია არ განუხორციელებია. ნ-----------მ განაცხადა, რომ კომპანიის ოფისში განთავსებული იყო სეიფი, სადაც ინახებოდა კომპანიის კუთვნილი თანხები და ასევე შავი ფული. ნ-----------ს განმარტებით, სეიფში უნდა ყოფილიყო 25 000 აშშ დოლარზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი თანხა, რომელსაც კურირებდა გ------------–--ე. მას გ------------–--ისგან ჰქონდა ბრძანება მიღებული, რომ ეს თანხები ბუღალტერიაში არ უნდა აღეწერა. ნ-----------ს განცხადებით, ხორციელდებოდა ფულის გათეთრება, რის გამოც მას გ------------–--ე სთხოვდა, რომ გარკვეული თანხები არ აესახა საბუღალტრო პროგრამაში. ვინაიდან ნ----------- იყო შეშინებული, მას გ------------–--ე ამშვიდებდა და უცხადებდა, რომ არ ყოფილიყო შეშინებული, ვინაიდან მას ჰქონდა დიდი კავშირები და სანერვიულო არაფერი იყო. ნ-----------ს განცხადებით, მან ვერ იმუშავა ასეთ სიტუაციაში და სამსახური დატოვა, იგი არ გასულა დეკრეტულ შვებულებაში, ვინაიდან მას ორსულობა შეუწყდა. ნ-----------მ განმარტა, რომ მას სეიფიდან კომპანიის კუთვნილი თანხები არ მიუთვისებია. სეიფთან წვდომა ჰქონდა მას და ასევე კომპანიის ოთხ თანამშრომელს. სეიფს გააჩნდა ორი უჯრა, სეიფის უჯრას ჰქონდა ორი გასაღები, რომლიდანაც ერთი გასაღები ინახებოდა სეიფში, ხოლო მეორე გასაღები ჰქონდა კომპანიის დირექტორს გ------------–--ეს. ნ-----------ს განაცხადებით, 2017 წლის 16 თებერვალს ის უკვე აღარ იყო კომპანიის თანამშრომელი და წასული იყო სამსახურიდან, მან სამსახურეობრივი ,,ლეპტოპი“ დაუტოვა რ----------–-----–--ს. ნ-----------ს განცხადებით, რ----------–-----–-- როდესაც დაინიშნა ბუღალტრის პოზიციაზე, იგი ყველაფერს აკეთებდა, მას წვდომა ჰქონდა ყველა პროგრამასთან, რის გამოც არ მომხდარა მისგან რ----------–-----–--სთვის ბუღალტერიის გადაბარება. ნ-----------ს განმარტებით, მისი სამსახურში ყოფნის პერიოდში კომპანიის ბუღალტერია იყო იდეალურად გამართული და მასში, რაიმე სახის უზუსტობები ან ცდომილება არ ყოფილა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბ-----------–--–--ის მიერ კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისებასთან დაკავშირებით, რაც ნ-----------ს მიუთვალეს დანაკლისად, ბ-----------–--–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მისი მოვალეობა იყო სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა. მას არც საბანკო გადარიცხვებთან და არც საბუღალტრო პროგრამასთან შეხება არ ჰქონია. მისი განმარტებით, საბანკო ანგარიშებზე და საბუღალტრო აღრიცხვებზე შეხება ჰქონდა მხოლოდ ნ-----------ს. ბ-----------–--–--ემ აღნიშნა, რომ მან სალაროდან ნ-----------ს მითითებით გაიტანა 2 388.8 ლარი, რომელიც იმავე დღეს შეიტანა კომპანიის საბანკო ანგარიშზე. ბ-----------–--–--ემ უარყო მის მიერ 10 000 ლარის გატანა სალაროდან. ბ-----------–--–--ე სამსახურიდან დაითხოვეს ნ-----------ს მოთხოვნით. თვითონ ნ-----------მაც დაადასტურა, რომ ბ-----------–--–--ის სამსახურიდან წასვლა მისი მოთხოვნით მოხდა ვინაიდან ძალიან ბევრი შეცდომები ქონდა და მას საქმე არ უმსუბუქდებოდა.

ბ-----------–--–--ის უდანაშაულობას ადასტურებს შ----------------ის ჩვენებაც, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის აპრილამდე მუშაობდა შპს ,,ქ--------–-----------------–-“ ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე, მისი განმარტებით, ნ-----------ს ყოველკვირეულად და ყოველთვიურად აგზავნინებდა კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებს, ჩეკებს. ნ----------- მას ინფორმაციას უგზავნიდა ელექტრონულად, მას ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ნ-----------სთან. წვდომა, როგორც საბანკო ანგარიშზე, ისე საბუღალტრო პროგრამაზე ჰქონდა მხოლოდ ნ-----------ს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სხვა პირის მუშაობას საბუღალტრო პროგრამასთან. მისივე განმარტებით, ბანკიდან მიღებული რეალური ამონაწერები, განსხვავდებოდა იმ ამონაწერებისაგან, რომელსაც მას უგზავნიდა ნ----------- სამსახურებრივ მეილზე.

 

პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის პოზიცია გ------------------ის მიერ 20 000 ლარის მითვისებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვების დროს მოწმეებმა გარკვევით ახსნეს, რომ ზოგადად საბუღალტრო პროგრომაში, ნებისმიერი პიროვნების დაფიქსირება იყო ფორმალური, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სახელს და გვარს, მთავარი იყო საბანკო ამონაწერებში ვინ ფიქსირდებოდა. ჯ--------თან დაკავშირებით ასევე არის ხელოვნურად განხორციელებული გატარება. ორისის პროგრამის მიხედვით, რასაც ნ----------- თვითონ აწარმოებდა, ფიქსირდება, რომ 2016 წლის 9 დეკემბერს გ------------------ს ფულადი თანხა 20 000 ლარი ქონდა შეტანილი. სწორედ ამ თარიღში საბანკო ამონაწერის თანახმად ისევ გ------------------ს უნდა ჰქონდეს ეს თანხა შეტანილი. საბანკო ამონაწერით კი, ეს თანხა რეალურად შეტანილი აქვს ნ-----------ს და საბანკო ამონაწერებშიც იგი ფიქსირდება.

 

სხვა მტკიცებულება, როგორც ბ-----------–--–--ის ისე გ------------------თან მიმართებაში საქმეზე გამოკვლეული არ ყოფილა, რომლითაც მათი ბრალეულობა და ნ-----------ს უდანაშაულობა დადასტურდებოდა.

 

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს ნ-----------ს სახელით შედგენილ ხელწერილზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებულია კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევით. თავად ნ-----------მ უარყო ამ ხელწერილის შედგენა. ბრალდების მხარეს შეეძლო ჩაეტარებინა გრაფიკული ექსპერტიზა, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა წერილის ავტორის ვინაობა.

 

დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები საპირისპიროზე მეტყველებს.

 

გ------------–--ემ ჩვენების მიცემისას დეტალურად აღწერა როგორც, ნ-----------ს ფეხმძიმობასთან დაკავშირებული ისე ნ-----------ს მიერ თანხების მითვისებასთან დაკავშირებულ ფაქტები და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო რომ ნ----------- იმყოფებოდა ფეხმძიმედ და 2016 წლის 15 დეკემბრიდან აპირებდა დეკრეტულ შვებულებაში გასვლას, ეს თარიღი რამოდენიმეჯერ შეიცვალა, შემდეგი იყო იანვარი, თუმცა ნ-----------ს დეკრეტულ შვებულებაში წასვლა გონივრულ ფარგლებს (გულისხმობს ფეხმძიმობის 9 თვეს) გადაცდა. რეალურად თებერვალის შუა რიცხვებში მოხდა ნ-----------ს წასვლა, თუმცა დოკუმენტები დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით არ წარუდგენია. ფიქრობდნენ, რომ ამ პერიოდში ნ-----------მ იმშობიარა და როცა შეძლეს მასთან დაკავშირება ნ---მ განუცხადათ, რომ ბავშვი გარდაეცვალა, ამან მათზე ძალიან იმოქმედა ფსიქოლოგიურად.

 

გ------------–--ემ ისაუბრა ასევე 24 987 ამერიკულ დოლარზე, რომელიც სეიფის უჯრაში ინახებოდა. თანხის აღება, როცა დაჭირდათ ვერ მიაგნეს სეიფის უჯრის გასაღებს, რომელიც ინახებოდა სეიფში და ვერ მოხერხდა ნ-----------სთან დაკონტაქტება სეიფის გასაღების თაობაზე, მოუწიათ სეიფის უჯრის გატეხვა. გ------------–--ის განცხადებით, როდესაც მოხდა სეიფის უჯრის გატეხვა, უჯრაში არ აღმოჩნდა არც ფულადი თანხა და არც სალაროს ორდერები. მომხდარი ფაქტის გამო, გ------------–--ე და მისი თანამშრომლები დაუკავშირდნენ ნ-----------ს და შეხვდნენ. გ------------–--ესთან საუბარში ნ-----------მ აღიარა, რომ მან მიითვისა სეიფის უჯრიდან 25 000 აშშ დოლარამდე თანხა. ნ-----------მ იმავე დღეს მითვისებული თანხის ნაწილი 4872 აშშ დოლარი უკან დააბრუნა, ასევე მან დაწერა აღიარებითი ხელწერილი, რომ მითვისებულ დანარჩენ თანხასაც უკან დააბრუნებდა. ამის შემდეგ გ------------–--ე რამოდენიმეჯერ შეხვდა ნ---ს და უხსნიდა, რომ ეს იყო სერიოზული დანაშაული, მაგრამ მისგან საპასუხო რეაქცია ვერ დაინახა და თავი ვალდებულად ჩათვალა საქმის კურსში ჩაეყენებინა ნ-----------ს ოჯახის წევრები, შეხვდა ნ-----------ს ძმას და დას, თუმცა მათთან კომუნიკაცია უშედეგოდ დამთავრდა.

 

გ------------–--ის განმარტებით, ამის შემდეგ შეიკრიბნენ თვითონ, გ--------–--------- და რ----------–-----–--, გაიარეს დოკუმენტაცია, შეადარეს ერთმანეთს საბანკო ანგარიშების ამონაწერები, საბუღალტრო პროგრამები და დაადგინეს, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა დარღვევებს. უფრო მეტი თანხა იყო ნაჩვენები ორისში ვიდრე ბანკში იყო და ამის შემდეგ ჩაატარეს ფინანსური აუდიტი.

მისივე განმარტებით, მხოლოდ ნ----------- იყო ბუღალტერი და ბუღალტერიასაც ის აწარმოებდა, პარალელურად ბუღალტრის პოზიციაზე იმიტომ დაინიშნა რ----------–-----–--, რომ ნ----------- უნდა გასულიყო დეკრეტულ შვებულებაში. ბუღალტერიის ოფიციალურად გადაბარება არ მომხდარა. წასვლისას ნ-----------მ წაიყოლა სამსახურეობრივი ლეპტოპი.

 

გ------------–--ის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია დ-------–---------ს ჩვენება. გ------------–--ესთან ერთად ისიც შეხვდა ნ-----------სა და მის ძმას, საუბრის თემა იყო, მომხდარიყო ნ-----------ს მიერ კომპანიის კუთვნილი თანხების დაბრუნება. წინადადებაც წამოაყენეს, ნ-----------ს ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული მიწის, კომპანიის საკუთრებაში გადაფორმებასთან დაკავშირებით, ნ-----------ს მიერ მითვისებული თანხების სანაცვლოდ.

 

აღნიშნულის ფონზე დაცვის მხარის პოზიცია, რომ გ------------–--ე და დ-------–--------- ბრალდების მხარესთან ერთად დაინტერესებულნი არიან ნ----------- დამნაშავედ იქნეს ცნობილი და იძულებით დააწერინეს ხელწერილი ვალის აღიარებასთან დაკავშირებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან პალატისათვის გაუგებარია, თუ გ------------–--ე და დ-------–--------- ნ-----------ს საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, რა ამოძრავებდათ, რატომ ხვდებოდნენ ნ-----------ს ოჯახის წევრებს, თუ მისი დახმარების სურვილი არ გააჩნდათ. ან რატომ აკეთებდნენ აქცენტს ნ-----------ს ფეხმძიმობასთან დაკავშირებით და გამოთქვამდნენ მწუხარებას ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ როცა გ------------–--ე და დ-------–--------- იკითხებოდნენ, მათ შორის ნ---ს ოჯახის წევრებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, ნ-----------ს არცერთ მათგანთან კითხვა არ დაუსვამს, მის მიერ გამოთქმულ საპირისპირო მოსაზრებებთან დაკავშირებით. ასევე დაცვის მხარის მიერ არ არის ახსნილი თუ დეკრეტულ შვებულებაში არ გადიოდა ნ-----------, როგორც ამას კომპანიის თანამშრომლები განმარტავენ და გ------------–--ესთან დაპირისპირების გამო მიდიოდა სამსახურიდან, როგორც თვითონ აღნიშნავს, რატომღა მართავდა ამ უკანასკნელთან (გ------------–--ესთან) შეხვედრებს.

 

მიუხედავად ასეთი ფაქტებისა, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ შეეცადა გ------------–--ე გამოეყვანა დამნაშავედ თანხების მითვისებასთან დაკავშირებით და ნ-----------ს დაკითხვისას დაუსვა კითხვა: „ გურამს შეეძლო თუ არა თქვენი იუზერის შეცვლა ან თქვენი იუზერის გამოყენება? ნ-----------მ უპასუხა, რომ მთავარ მომხმარებელს (ამ შემთხვევაში იგულისხმება გ------------–--ე) შეეძლო თავის დაქვემდებარებულ იუზერებით ნებისმიერი ცვლილების შეტანა. პროკურორმა როცა დააზუსტა შეკითხვა - „თუ გურამი შეცვლიდა მის იუზერს თვითონ როგორ შევიდოდა პროგრამაში’’, ნ-----------მ უპასუხა, რომ ალბათ არ შეუცვლიაო.

 

პალატა განმარტავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული მტკიცებულებებით. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც თემატური რევიზიის აქტს ან ფინანსური აუდიტორულ დასკვნის რეალობას ანდა კომპანიის რომელიმე თანამშრომლის ჩვენებებას, ეჭვქვეშ დააყენებდა.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს აუდიტორული დასკვნების სისწორეში და გაიზიაროს ადვოკატის მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ზოგადად, აუდიტორული დასკვნა ემყარება სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევებს, შესაბამისად, ადვოკატის პოზიცია, რომელიც არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარისად ეჭვი შეიტანოს სპეციალისტების დასკვნაში, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ჯამურად 49 840 ლარის მითვისება განხორციელებულია ბუღალტერ ნ-----------ს მიერ და თანამშრომლები ბ-----------–--–--ე და გ------------------ი მხოლოდ ფიგურირებენ საბუღალტრო პროგრამა ორისის ბუღალტრულ ოპერაციებში და მათ რეალურად არ მიუღიათ მონაწილეობა თანხის მითვისების არც ერთ ნაწილში.

ასევე საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურბულია, რომ ორჯერ ასი ლარი, პირად ანგარიშზე ჰქონდა ნ-----------ს გადარიცხული და დამატებით ეს 200 ლარი შეერაცხა ბრლდების მიერ ნ-----------ს მიერ მითვისებულ 49 840 ლარს და გახდა 50 40 ლარი.

 

ასევე როცა დაცვის მხარე მიიჩნევს, შპს ,-------------------------------უდიტორს არ გადასცეს სრულყოფილი დოკუმენტაცია კომპანიის თანამშრომლებმა, ან თუ გადასცეს რეალურად მათთვის უცნობია და კითხვის ნიშანს სვამს, მაშინ პალატისათვის გაუგებარია რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით აკეთებს ასეთ დასკვნას დამცველი.

 

დაცვის მხარე აქცენტს აკეთებს ნ-----------ს მიერ ხელწერილის დაწერასთან დაკავშირებით და უთითებს, რომ თავად ნ-----------მ უარყო ამ ხელწერილის შედგენა და ბრალდების მხარეს შეეძლო ჩაეტარებინა გრაფიკული ექსპერტიზა, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა წერილის ავტორის ვინაობა, დაცვის მხარის აღნიშნული დასკვნა ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული და წინააღმდეგობაში მოდის ნ-----------ს ჩვენებასთან, სადაც ის გარკვევით უჩვენებს, რომ ხელწერილი გ------------–--ემ იძულებით დააწერინა.

 

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ შპს ორისის დირექტორის მიერ გაცემული ცნობასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ცნობაში მითითებული გარემოებები არ არის საკმარისი ნ-----------ს ბრალეულობის ან უდანაშაულობის დასადასტურებლად, მითუმეტეს დაცვის მხარეს არ მოუთხოვია ცნობის შემდგენის შპს ორისის დირექტორის დაკითხვა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; §43). 29/05/1997;

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ნ-----------ს მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ნ-----------ს უდანაშაულობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენში ნ-----------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი ნ-----------ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ნ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ნ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ნ-----------ს ჩამოერთვას სამეწარმეო სუბიექტებში მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ნ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 24 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

,,01“ ცალი პაკეტი (ხელის კვალის ნიმუშები), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

,,01“ ცალი დისკი (ნ---------ს ხელის კვალი), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

,,01“ ცალი დისკი (რომელზეც ჩაწერილია ელექტრონული ფოსტის დათვალიერების შედეგად მოპოვებული მასალები), რომელიც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

,,01“ ცალი დისკი (რომელზეც ჩაწერილია საბუღალტრო პროგრამა), რომელიც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

,,01“ ცალი CD დისკი (საბუღალტრო პროგრამა), რომელიც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

,,01“ ცალი CD დისკი (თი ბი სი ბანკიდან ამონაწერი), რომელიც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

,,01“ ცალი CD დისკი (ქართუ ბანკიდან ამონაწერი), რომელიც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

გ. კახეთელიძე